შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(VI თავი)


29-06-2017, 14:50
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 090

დილით ფეხები ოდნავ დაჭიმული მქონდა! ჩემი სხეულის თითოეული კუნთი,ყველაზე მეტად კი გული მქონდა გატეხილი.თავიდან გადავწყვიტე ოთახიდან აღარ გამოვალ,აღარაფერი აღარ მინდათქო,მაგრამ მივხვდი რომ ეს უსამართლობა იქნებოდა!..უსამართლოდ მოვექცევი ჩემს თავს,თუ მე 24/7-ზე ვიღაც დამპალი ბიჭის გამო ოთახში გამოვიკეტებოდი!
ნუ მოკლედ დილის თითოეული ’’ცერემონიალი’’ ჩავატარე.ჩასაცმელად ავირჩიე ადიდასის ტოპი ზედა,ღია იასამნისფერი,კოჭებამდე ქვედაბოლო და თეთრი ადიდასის კედები.შემდეგ დაბლა ჩავედი,საუზმე მივირთვი,სესილის ხელი მოვკიდე და მივედით ავტობუსის გაჩერებასთან.
სკოლის კარებთან მაქსიმე დამხვდა, თავისი მოტოციკლეტიდან გადმოდიოდა და შორიდან მომესალმა,მაგრამ მე ისე ჩავუარე ვითომც არავინ იდგა იქ.
-გამარჯობა−მესმის უკნიდან მაქსიმეს ხმა,მას შემდეგ რაც ჩემი და თავის კლასში დავტოვე და კიბეებს ავუყევი.
ხმა არ ამომიღია,მაგრამ ავჩქარდი და თან ორ საფეხურის დაშორებით.
-რა იყო,რამე გაწყენინე?
ისევ არ გავეცი ხმა,კლასში შევვარდი,ჩანთა სკამზე დავაგდე,ლიზას ხელი მოვკიდე და საპირფარეშოში წავიყვანე.
-გაბი რა მოხდა?ხო მშვიდობაა?
-არა,არ არის მშვიდობა!−და გუშინდელთან დაკავშირებით ყველაფერი მოვუყევი.
-ღმერთო,ახლა ნამდვილად ვერ გადამირჩება ის გნიდა ბავშვი!
-არა,არ გახვიდე და არაფერი არ უთხრა!−მოვკიდე წელზე ორივე ხელი და ჩემკენ დავქაჩე.
-გამიშვი უნდა მოვკლა ის ნაგავი! კედელზე უნდა ავაკრა ის გნიდა ბიჭი!−და ხელს მაშვებინებდა
-არა,გაჩერდი რა გთხოვ!
-გაბი შენ არ ინერვიულო! სახეს დავუპორჭყნი! იმ ცისფერ თვალებს ამოვთხრი და იმ ქერა თმას ღერა-ღერა დავაპუტავ! ვნახოთ მერეც თუ იქნება ყველაზე სიმპატიური!−ამ დროს ხელი გამიშვა და მართლა გაიქცა,მაგრამ კიბეებზე სწრაფად ვერ არბის, ასე რომ ხელით დავიჭირე და ჩემკენ მოვახედე:
-მომისმინე!მე თუ გიყვარვარ და თუ ჩემი ხათრი გაქვს,არ მიხვიდე და არაფერი არ უთხრა,კარგი?
-რატომ არ გინდა,რომ რამე ვუთხრა?
-მისმა შეყვარებულმა არ იცის რომ მაბამდა და ჯობია საერთოდ შევეშვა.არ მინდა მათ ცხოვრებაში ზედმეტად ჩავერიო და მათი დაშორების საბაბი მე გავხდე! უბრალოდ ხმას აღარ გავცემ და ჩამოვშორდები მაქსიმეს.კარგი? ახლა დაწყნარდი,დამშვიდდი და წყნარად ავიდეთ კლასში.
-კაი,კაი წამო!
ავედით კლასში.ლიზას ოდნავ მანც დაეტყო სახეზე მაქსიმეს მიმართ ზიზღი და მგონი უკვე სკამზე მოკალათებულმა მაქსიმემაც შეამჩნია,მაგრამ როდესაც ჩემს მერხთან მივედი ლიზამ დაიწყო
-ვაიმე რა საყვარელი ვიღაცა ყოფილა.მოუხდებით თქვენ ორი ძალიან.
თვალებით ვანიშნე:რა ჯანდაბაზე ლაპარაკობთქო,მან კი უბრალოდ გამიღიმა(ამ ღიმილს ვერ ვიტან,ასე რომ იღიმის მერე სულ რაღაც სისულელეს აკეთებს ხოლმე)
-როგორ მოიფიქრა,რომ ასე ორიგინალურად მოელოცა შენთვის ცეკვაზე დაბრუნება. ღმერთო ძაან საყვარელია!
ამ დროს ზარი დაირეკა,მაქსიმეს ალმაცერად გავხედე და დავინახე,როგორ დასერიოზულდა და შუბლი როგორ შეეკრა.აშკარად გაბრაზდა და მე ეს რატომღაც მესიამოვნა. ლიზა გენიოსია!
-კაი,წავედი მე!
-მიდი,მიდი.−თავის მერხთან მისვლამდე თვალი ჩამიკრა და ცერა თითების ჩვენებით წარმატებები მისურვა.
მთელი დასვენებები არ მოსულა მაქსიმე ჩემთან და არც გაკვეთილებზე უკითხავ რამე.მხოლოდ ბოლო გაკვეთილზე მომცა,რაღაც წერილის მსგავსი,პატარა, ვარდისფერ, კვადრატის ფორმის ფურცელზე.გავხსენი წერილი და წავიკითხე
,,რამე გაწყენინე?’’
ავიღე კალამი და მივუწერე
,,არა უბრალოდ გუშინ გადავიღალე და დღეს დილით ლაპარაკის თავი არ მქონდა’’
,,რაღაცას არ მეუბნები გაბი.სახეზე გეტყობა, რომ რაღაცას მიმალავ!’’
,,არაფერს არ გიმალავ,უბრალოდ გადავიღალე და მორჩა,გასაგებია?’’
მეტი არაფერი აღარ მოუწერია,უბრალოდ ფურცელი დაფლითა და გაკვეთილის მერე,წასვლამდე ნაგვის ურნაში ჩაყარა.
სკოლის მერე წავედი სახლში,საჭმელი ვჭამე და დავჯექი სამეცადინოდ,მაგრამ მეცადინეობას გულს ვერ ვუდებდი,ასე რომ უბრალოდ გადავხედე რაღაცეებს,საშინაო დავალებაც ზერელედ დავწერე და მერე ცოტახნით ლოგინზე წამოვწექი. 6საათისთვის გამზადება დავიწყე.ჩავიცვი შავი მოკლემკლავიანი ზედა,ნაცრისფერი,გრძელტოტებიანი(დაახლოებით შლაქსის სტილი) შარვალი და შავი ბოტასები.ჩუსტები კი ჩანთაში ჩავაგდე.დედა მორიგე იყო,ამიტომ ჩემს დას დავუბარე 10-სთვის დაწექი მეთქი,შუბლზე ვაკოცე და გარეთ გავედი.ეზოში ლიზა დამხვდა მანქანით,ჩავუჯექი და წავედით.ჩემი და მარტო დარჩენას მიჩვეულია, განსაკუთრებით რაც მამა გარდაიცვალა მას შემდეგ.ასე რომ იმის შიში არ მქონდა,რომ შეეშინდებოდა ან რამე.
ჯერ ბავშვებს ასწავლეს წყობა და დაახლოებითი მონახაზი,რასაც დაახლოებით 2საათი დასჭირდა. შემდეგ ისინი გაუშვეს და სოლისტები დავრჩით,ლიზა მე მელოდებოდა.
ჯერ 4ბიჭს ასწავლეს დაახლოებითი მონახაზი,რასაც 1საათი დასჭირდა.მხოლოდ მე და მაქსიმე დავრჩით.როდესაც ნიკუშა და სხვა ბიჭები მეცადინეობას მორჩნენ,ნიკა ლიზასთან მივიდა უთხრა წამოდი სახლამდე მიგაცილებო,ლიზა მე მელოდებოდა, ამიტომ მაშინვე გამომხედა,მე კი თავი დავუქნიე და ვანიშნე წადითქო,ამტომ ლიზაც დათანხმდა და ერთად გავიდნენ დარბაზიდან. დავრჩით მხოლოდ მე,მაქსიმე და თაკო მასწ.-ი.
-მოკლედ ვეცდები მალე მოვრჩეთ. დადექით შენ მარჯვნივ გაბრიელა,შენ კი მარცხნივ მაქსიმე.მოკლედ ქართული სერიოზული ცეკვაა. შენ არ ვიცი როგორ იცი მაქსიმე,მაგრამ გაბიმ თავის დროზე შესანიშნავად იცოდა ეს ცეკვა.ახლა კი უბრალოდ მანახეთ როგორ ცეკვავთ.
ჩართო მუსიკა და ჩვენც დავიწყეთ ცეკვა.გასმებს შესანიშნავად აკეთებს.თურმე საოცრად ცეკვავს ქართულს.მეც მხსომებია.როდესაც ცეკვა დავამთავრეთ, თაკომ მასწ.-მა მაგნიტაფონი გათიშა და მოგვიბრუნდა:
-პირდაპირ საოცრებები ხართ! მაქსიმე ყოჩაღ!ძალიან მაგრად ცეკვავ! გაბი შენც არაჩვეულებრივად გახსოვს ყველაფერი,რაც გასწავლე.ასე რომ დღეს თავისუფლები ხართ,მაგრამ რახან დღეს გაქეთ და გადიდეთ, ეს იმას არ ნიშნავს,რომ თქვენ ისე იცეკვეთ როგორც კონკურსს სჭირდება. მიდით ახლა ჩაიცვით და წადით სახლებში.
-მადლობთ მას.−ვუთხარი და სცენიდან ჩამოვედი ფეხსაცმლის ჩასაცმელად.როდესაც ჩაცმას მოვრჩი და უკვე გასვლას ვაპირებდით მე და მაქსიმე,თაკო მასწ.-მა გაგვაჩერა
-ბავშვებო გეხვეწებით რა დარბაზის ბოლოს რომ კარია გააღეთ,კიბეებზე ჩადით და დაბლა ჩემი კაბინეტია,სადაც თქვენი საბუთები მაქვს და ხვალ თორმეტ საათამდე გადააგზავნეთ ყველაფერი.
-მე მანამდე საპირფარეშოში გავალ და თქვენ მე არ დამელოდოთ.წადით და მე როგორც კი გამოვალ,ჩავკეტავ კარებს და წავალ.
-კარგით მას.
და უკვე წასვლა დავაპირეთ რომ გაგვაჩერა და გაგვაფრთხილა:
-ხო მართლა,კაბინეტის კარებთან ფრთხილად იყავით,არ ჩაგეკეტოთ.ეგრევე გარედან იკეტება კარი და მხოლოდ სპეციალური პულტით იღება,ასე რომ მერე მე ვეღარ გიშველით.
-კარგით მას.
-მადლობა ბავშვებოო!
-არაფრის! ნახვამდის!
-ნახვამდის!
დავიძარით კაბინეტისკენ.
-მარტოც ჩავალ.−ჯიუტად ვუთხარი მე,როდესაც დაბლა მომყვებოდა.
-ორივეს გვთხოვა,ასე რომ იმის უფლება არ გაქვს,რომ გამაგდო.
ხმა აღარ ამოვიღე,რადგან ის მართალი იყო.
როდესაც კაბინეტში შევედით სიგრილე ვიგრძენი,მგონი ორპირი იყო,მერე მივხვდი რომ კონდინციონერის ბრალი იყო.გასათიშად მივედით,მაგრამ ამ დროს ორპირმა კარები მაგრად მოაბრახუნა.
ღ მ ე რ თ ო !
არა,არა,არა,არა,არა,არა,არა,არა...
ა რ ა !
მაშინვე კარებთან მივვარდით და ყვირილი და კარებზე ბრახუნი დავიწყეთ,მაგრამ უშედეგოდ. როდესაც დავიღალეთ,შევისვენეთ და სადღაც 2 წუთში კარების ბრახუნის ხმა გავიგეთ.
ოღონდ ეს არა...თიკო მასწ.-ი წავიდა.
-მემგონი ამაღამ აქ მოგვიწევს დარჩენა.−მითხრა ვაჟბატონმა ,,ახალი ამბავი’’
-ჰო? მართლა? ამდენი მჭერმეტყველებაც არ გინდა მაქსი...
-ეგ რა შუუ... მოიცა რა დამიძახე? მაქსი?−და სიცილი აუტყდა−ვაუ მომწონს, საყვარლობაა!
-თავი დამანებე! მაგის მაგივრად რა ვქნათ ის მოიფიქრე.
-ამაღამ აქ მოგვიწევს დარჩენა,დამლაგებელი ხვალ დილით მოვა,სადღაც 6-7 საათისთვის ალბათ.
-არა, არა მანამდე რამე უნდა მოვიფიქროთ!..ტელეფონი! აქამდე რატომ არ გამახსენდა.
მაგრამ შენც არ მომიკვდე,მიწისქვეშ რას დაიჭერს.
1საათი ასე უაზროდ ვიჯექით.
-დღეს რა მოხდა?−ბოლოს მოუთმენლად მკითხა მაქსიმემ.
-რამე უნდა მომხდარიყო?
-დღეს მთელი დღე ან არ მელაპარაკები, ან კიდევ მკვახე პასუხებით მისტუმრებ.
-უბრალოდ გადავიღალე.
-რამ გადაგღალა? იმ ვიღაც ბიჭმა,რომელზეც აქამდე არაფერი ვიცოდი?
-უკაცრავად?რა ბიჭი? ვინ ბიჭი? რომელი ბიჭი?
-ლიზა რომ გადაირია დღეს ის.რატომ არ მითხარი შეყვარებული თუ გყავდა?
-და შენ რატომ არ მითხარი რომ შეყვარებული გყავდა?
მაშინვე სახე შეეცვალა.გაფითრდა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-რას გულისხმობ?
-ნატუკას ვგულისხმობ.
-მომისმინე ამის თქმას ვაპირებდი,მაგრამ...
-მაგრამ რა მაქსიმე?კინაღამ მართლა დავიჯერე რომ მოგწონდი,მაგრამ შენ თურმე შეყვარებული გყავს და ჩემით უბრალოდ ერთობი. ეს როგორ გამიკეთე? მე არ მყავს არანაირი ბიჭი. ლიზამ შენს გასამწარებლად მოიგონა,მას შემდეგ რაც ამ ამბავზე მოვუყევი. წარმოიდგინე,შენი ნატუკა მომადგა და მეუბნება,ვციტირებ:
,, უბრალოდ შენი გაფრთხილება მინდოდა მაქსიმესთან დაკავშირებით.ის ჩემი შეყვარებულია და ეცადე გულში არ ჩაგივარდეს.ხო ხვდები რას ვგულისხმობ. უბრალოდ მაქსიმე ბევრს მოსწონს და სანამ შენც მოგეწონება მანამდე გაფრთხილებ.’’
მეზიზღები! მეზიზღები! მეზიზღები!
რაც ძალა და ღონე მქონდა მკერდზე მუშტებს ვურტყამდი.მაგრამ მაქსიმემ უცბად ხელები დამიჭირა,სწრაფი მოძრაობით დამატრიალა და კედელზე ამაკრა.შემდეგ ისე მომიახლოვდა,რომ მის სუნთქვას შუბლზე ვგრძნობდი.
გული ამიჩქარდა და სუნთქვა გამიხშირდა.ხმის ამოღება მინდოდა,მაგრამ თითქოს ხმა წამერთვა! ჩხუბი მინდოდა,მაგრამ თითქოს ძალა გამომელია! ამ დროს ჩემი სახე თავის ხელებში მოაქცია და ჩემს ბაგეებს დაეწაფა.მან ახლახანს პირველი კოცნა მომპარა. თითქოს თავიდან მეც ავყევი,მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ ეს არასწორი იყო და ძლივს მოვიცილე:
-შენ რა გადაირიე?
-ხო,გაბი გადავირიე! შენ გადამრიე!
-ნაგავი ხარ! შენ ხომ შეყვარებული გყავს!
-თუ მომისმენ ყველაფერს აგიხსნი!
-არა, ისედაც საკმარისად გისმინე.
და ოთახში,თაროებზე დავიწყე რაიმე სასრგებლოს ძებნა,მაგრამ უშედეგოდ.შემდეგ ოთახის ბოლოს,კუთხეში დავჯექი და ჩუმად ვიტირე.ამ ტირილში ისე დამეძინა ვერც გავიგე!
დილით დამლაგებელმა გამაღვიძა.მე ისევ იმ კუთხეში ვიწექი,მოკუნტული და მაქსიმეს ჟაკეტი მქონდა შემოფარებული.
-უკაცრავად,უნდა გახვიდეთ აქედა. თქვენთან ერთად რომ ბიჭი იყო,ის უკვე წავიდა. თქვენც ადექით ცოდოები ხართ.
ძლივს წამოვდექი,დამლაგებელს მადლობა გადავუხადე და სახლში გავიქეცი, აბაზანაში შევვარდი და წყალი გადავივლე. ამასობაში დედაჩემიც მოვიდა და ვთხოვე რომ დღეს არ გავეშვი სკოლაში,მგონი სიცხე მაქვსთქო და მართლაც როდესაც გამიზომა სიცხეს 39გრადუსამდე აეწია,ასე რომ მე სახლში დავრჩი,ხოლო სესილი დედამ წაიყვანა სკოლაში. როდესაც სკოლიდან მოვიდა,სიცხის აწევის მიზეზი მკითხა, მე კი მოვიმიზეზე რომ ჟაკეტი სახლში დამრჩა და ოფლიანი რომ გამოვედი დარბაზიდან,ალბათ მაგიტომთქო.ნაწილობრივ მართალიც იყო,რადგან ჟაკეტი მართლა დამრჩა.ვაიმე მაქსიმეს ჟაკეტი! ის ხომ მე მაქვს... ჯ ა ნ დ ა ბ ა !
მაგრამ ახლა ფიქრის თავი აღარ მქონდა,უბრალოდ წამალი დავლიე და დავიძინე!



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

კარგი თავი იყო,მომეწონა, ველი ახალ თავს, საყვარელო ❤
--------------------
M.D

 


№2  offline წევრი LSD

Sakvarloba iko dzaan ❤️❤️ Es maksime nervebs msihlis kaco raa tu ukvars imastan ragatoaa.arvici mee ra. Chems gabis nu ushlis nervebs:dd mokled cota gazarde tavebii da nu garbixar ase chqara:dd vinme xoar mogsdevs ara?!:dd gelodebii da warmatebebi❤️❤️

 


№3 სტუმარი Guest waka

აუ როდის დადებ ახალს ? ცოტა დიდი დადე რა

 


№4  offline წევრი Lily Morgan

Guest waka
აუ როდის დადებ ახალს ? ცოტა დიდი დადე რა

მოკლედ რაღაც პრობლემები მაქვს პირადში და ამ დღეებში დავდებ! <3 <3

LSD
Sakvarloba iko dzaan ❤️❤️ Es maksime nervebs msihlis kaco raa tu ukvars imastan ragatoaa.arvici mee ra. Chems gabis nu ushlis nervebs:dd mokled cota gazarde tavebii da nu garbixar ase chqara:dd vinme xoar mogsdevs ara?!:dd gelodebii da warmatebebi❤️❤️

მალე გაირკვევა მაქსიმეს საქციელები :დ უბრალოდ სულ გვიან,ღამის სამ საათზე ან ესე მიწევს წერა და ძილი მეჩქარება :დ <3 მადლობა წარმატებებისთვის! <3 <3

La Llorona
კარგი თავი იყო,მომეწონა, ველი ახალ თავს, საყვარელო ❤

მადლობა! <3 <3 :* :* <3 <3

 


№5 სტუმარი Guest barbare

Aju magariia da dadd raaa :(((

 


№6  offline წევრი Lily Morgan

Guest barbare
Aju magariia da dadd raaa :(((

ახლა ვიწყებ ახალი თავის წერას! <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent