შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი წყვდიადში (10)


29-06-2017, 18:18
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 516

თავი 10

როდესაც დანიელი წავიდა ოთახში მარტო ვიდექი და მომხდარზე ვფიქრობდი, მე მართლაც ნაწყენი ვიყავი მასზე და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მაიკლი დავიცავი დანიელის გაბრაზება იყო. თუმცა როცა მაიკლს თვალებში ვუყურებდი, იქ უბრალოდ ბოროტ ადამიანზე მეტი დავინახე, მის თვალებში პიროვნება დავინახე რომელსაც უნდა რომ მისი სჯეროდეთ. მე არ შემიძლია მაიკლის ცუდი ქმედებების დავიწყება თუმცა ვერ უარყვოფ იმას რაც ჩემს თვალწინაა. მას შემდეგ რაც დანიელი ოთახიდან გავაგდე, მივხდი რომ ზედმეტი მომივიდა ამიტომ მისი მოძებნა და ბოდიშის მოხდა გადავწყვიტე
-დორის დანიელი ხომ არ გინახავთ?
-მისის გრინ თქვენი მეუღლე ბაღშია -მე ბაღში გავედი, გონებაში საბოდიშო სიტყვას ვამზადებდი, თუმცა სულ ტყუილად ბაღში დანიელი ჰანასთნ ერთდ სვამდა და წარსულ დროზე გულიანად იცინოდა. მე ყოველთვის ვიცოდი რომ ეს ქორწინება ფარსი იყო თუმცა დანიელის სხვა ქალთან დანახვამ გული მაინც მატკინა.
-საღამო მშვიდობისა ხელს ხომ არ გიშლით? -წყნარად შევაწყვეტინე მათ საუბარი
-დიანა როდის მოხვედი, ვერ დაგინახე
-საკმარისად დიდი ხანია აქ ვდგავარ დანიელ
-მე წავალ, არ მინდა ხელი შეგიშალოთ -ჰანა ადგა და წასვლა დააპირა, თუმცა მე შევაჩერე
-არ გინდა ჰანა, შეგიძლია დარჩე მე უკვე მივდივარ -მე შემოვტრიალდი და სახლისკენ გამოვემართე
-დიანა მოიცადე რაიმეს თქმა გინდოდა?
-ამას აღარ აქვს მნიშვნელობა დანილე, შეგიძლია საუბარს დაუბრუნდე
-დიანა არ გინდა ამას იმაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებ ვიდრე საჭიროა, ნება მომეცი აგიხსნა -მე უსიტყვოდ შემოვბრუნდი და სახლში შემოვედი, არ ვიცოდი სად წავსულიყავი აქამდე როცა სახლში თავს მარტო ვგრძნობდი დანიელთან მივდიოდი ახლა კი ის ზედმეტად დაკავებულია. სახლში ხეტიალის შემდეგ ჩემი სახელოსნო გამახსენდა, სასწრაფოდ საძინებლიდან გასაღები ავიღე და სახელოსნოში განვმარტოვდი. ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი დღევაანდელი მოვლენებით, საკუთრ თავს ვეკითხებოდი ამის მიზეზს თუმცა უშედეგოდ მე ყოველთვის ვიცოდი რომ დანიელს არ ვუყვარდი ახლა მწუხარებას რა აზრი ჰქონდა. ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამომარკვია
-დანიელ წადი შენთან საუბარი არ მინდა, საკმარისზე მეტი ვნახე ასე რომ დღეისთვის მეყოფა
-მაიკლი ვარ, იქნებ შემომიშვა -მე მაიკლის ვიზიტმა გამაკვირვა
-აქ რას აკეთებ მაიკლ?
-ეზოში ვიყავი სხვენში შუქი დავინახე და მივხვდი რომ აქ იქნებოდი
-თუ საკუთრი ნამუშევრით დასატკბობად მოხვედი დროულია, შენმა გეგმამ გაამართლა, იმის გამოკლებით რომ გული მხოლოდ მე მეტკინა შენი ძმა კი თავს ბედნიერად გრძნობს
-ვწუხვარ პრინცესა ამის გამო
-არა არ წუხხარ, შენ ყველაფერს აკეთებ სასურველის მისაღებად, ახლა კი წადი გთხოვ
-დიანა მართლა ვწუხვარ მე...
-იცი დღეს ერთ მომენტში მართლა ვცადე შენი გაგება, მეგონა რომ შენშიც იყო რაღაც კარგი. მეგონა ამ ბოროტული ნიღბის უკან ჩვეულებრივი ნაწყენი ადამიანი იყო, მაგრამ ახლა მივხვდი რომ ნიღბის უკან ნამდვილი ბოროტებაა
-შენ მართალი ხარ მე დავიმსახურე ასეთი მოპყრობა
-კი დაიმსახურე, ახლა კი წადი აქედან -მაიკლი წავიდა მე კი მარტო დავრჩი საკუთარ თვთან, განაწყენებული და იმედგაცრუებული ვიყავი იმის გამო რომ მეგონა მაიკლში იყო რაღაც კარგი. მთელი ღამე სახელოსნოში გავატარე, დილით ადრე კარზე კაკუნმა გამაღვიძა, მე სასწრაფოდ გავაღე კარი იქ ენტონი დამხვდა
-დილა მშვიდობისა დიანა, იქნებ ამიხსნა აქ რატომ გეძინა
-მე და დანიელს პატარა პრობლემა გვაქვს
-აჯობებს პრობლემა სასწრაფოდ მოაგვაროთ, ხომ გახსოვს თქვენ იდეალური წყვილი ხართ
-ვფიქრობ პრობლემა უკვე მოვაგვარე, წუხელ კიდევ ერთხელ გავაცნობიერე რომ ეს ქორწინება გარიგებაა და მეტი არაფერი
-ვწუხვარ დიანა ჰანას გამო, მაგრამ მე ვერაფერს გავაკეთებ
-თქვენი მხარდაჭერა ახლა ყველაზე ნაკლებად მჭირდება
-როგორც იტყვი, შეხვედრამდე -ენტონი ოთხიდან გავიდა მე კარი დავხურე და შემთხვევით ენტონის საუბარი მოვისმინე, ის ტელეფონით ვიღაცას ესაუბრებოდა -შენი აზრით უკვე დროა? ...როგორც იტყვით, შეხვედრას ორგანიზებას გავუწევ -სულ ეს იყო რაც მოვისმინე და ამას დიდი ყურადღება არ მივაქციე. სასწრაფოდ გამოვიცვალე და სამზარეულოსკენ გავემართე, იქ ნიკოლასი დამხვდა
-დილამშვიდობისა დიანა
-გამარჯობა
-კარგად ხარ?
-უკეთესადაც ვყოფილვარ, მაპატიე ნიკოლას უნდა წავიდე სხვა დროს ვისაუბროთ
-როგორც იტყვი, დიანა დანიელზე არ უნდა ბრაზობდე, მას ჰანა ძალიან უყვარდა და ასეთი გრძნობის დავიწყება შეუძლებელია
-არ მაინტერესებს, შეუძლია თავის სიყვარულთან ერთად იყოს მაგარამ არა ჩემს ცხვირ წინ, მათ ნებას არ მივცემ რომ ასე დამამცირონ
-როგორც ჩანს ამ თემაზე ჩემს გარდა ყველას ელაპარაკები -სამზარეულოში დანიელი შემოვიდა
-უნდა წავიდე, გვიან დავბრუნდები
-იქნებ მითხრა სად მიდიხარ
-ვალდებული არ ვარ ანგარიში ჩაგაბარო, აჯობებს ჰანას მიხედო
-დიანა ასე ნუ იქცევი ეს არ შეგეფერება
-სასაცილოა და შენ როგორ იქცევი საკუთრ სახლში მღალატობ, მამაშენის გამო უკვე უარი ვთქვი საკუთარ პრინციპებზე მაგრამ ჩემი ღირსების გათველვის უფლებას არ მოგცემ. ჰანასთან ყოფნა თუ გინდა მოტელში წადი თუ არა და ეს ყველასთვის ცუდად დამთავრდება
-ეს მუქარაა დიანა?
-არა ეს გაფრთხილებაა ძვირფასო მეუღლევ -მე სამზარეულოდან გამოვედი და მანქანისკენ გავემართე
-როგორც ჩანს სერიოზული პრობლემები გაქვთ
-არ მესმის ნიკოლას რატომ ანიჭებს ჰანას აქ ყოფნას ამხელა მნიშვნელობას
-ის ქალია დანიელ რას გაიგებ -შემოსასვლელთან მძღოლი მელოდებოდა
-სად წაგიყვანოთ მისის გრინ?
-კომპანიაში მივდივარ -მძღოლმა კარი გამიღო, მე მანქანაში ჩვჯექი გვერდით მოვიხედე და იქ მაიკლი დამხვდა
-შენ აქ რა გინდა?
-დრო მოვიდა სიმართლე გაიგო პრინცესა
-რაღცეების ბოდვას შეეშვი და გადადი მანქანიდან კომპანიაში ვაგვიანებ
-არა პრინცესა ჩვენ საწყობში მივდივართ
-ჩემს გატაცებას როდის უნდა შეეშვა?
-ეს გატაცება არ არის, ეს საქმიანი გასეირნებაა- მალევე საწყობში მივედით, როდესაც კარი გაიღო დავინახე რომ საწყობი უცხო ხალხით იყო სავსე, საწყობის ცენტრში მაგიდა იდგა რომლის გარშემოც ენტონი და მისი მეგობრები ისხდნენ, ხალხი რომელიც ჩემს ქორწილში იყო
-ენტონი რა ჯანდაბა ხდება, მეგონა შევთანხმდით რომ ჩემს გატაცებას შეწყვეტდი
-დიანა აქ იმისთვის მოგიყვანე რომ სიმართლე გაიგო
-რა სიმართლეზე საუბრობ?
-სიმართლე შენი ნამდვილი მშობლების შესახებ -მე თავი ვერ შევიკავე და გულიანად გამეცინა -შეიძლება გავიგო სასაცილო რა არის?
-სასაცილო ის არის ენტონი რომ მე არ მაინტერესებს არაფერი ჩემი ნამდვილი მშობლების შესახებ, მათ მე ნაგავივით მომიშორეს ასე რომ ჯანდაბაშიც წასულან
-და თუ გეტყვი რომ ისინი შენი დაცვის დროს მოკვდნენ
-შეწყვიტე ჩემით მანიპულირება,ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს
-ჩემო გოგონა აჯობებს ენტონის მოუსმინო -მითხრა მაგიდასთან მჯდომმა ჭაღარა მამაკაცმა -შენი მშობლები პატივსაცემი ხალხი იყო და იმსახურებენ მათ შესახებ სიმართლე იცოდე -მე ენტონის გვერდი ავუარე და მაგიდასთან თავისუფალი სკამი დავიკავე
-ხუთი წუთი გაქვთ თქვით რისი თქმაც გინდათ
-პირველ რიგში ამ ჯელტმენებს გაგაცნობ -ენტონიმ დანარჩენებზე მიუთითა -ჯეიმს ბრაუნი, რიჩარდ ვილსონი, ქრისტიან ჰარისი და ედვარდ ალენი. ეს ახალი ორლეანის ნაღები საზოგადოებაა დიანა
-არა ენტონი ეს ახალი ორლეანის მაფიოზები არიან, აჯობებს მთავარ სათქმელზე გადახვიდე
-როგორც გინდა -ენტონი ჩემს გვერდით დაჯდა -დიანა შენი ნამდვილი სახელია ელიზაბეტ კემბელი, შენ ახალი ორლეანის ერთ-ერთი უძლიერესი მაფიის კლანის უკანასკნელი მემკვიდრე ხარ. 25 წლის წინ ბიძაშენმა შენი მოკვლა სცადა რათა კემბელების კლანს ჩადგომოდა სათავეში თუმცა არაფერი გამოვიდა მამაშენი და ბიძაშენო ორმხრივ ცეცხლში დაიღუპნენ, შენ კი ძიძამ გამოგიყვანა სახლიდან და ახალი ორლეანის ბავშთა სახლში დაგტოვა
-ლიზი გვესმის შენთვის რთულია ამ ყველაფერის მოსმენა მაგრამ დაიმახსოვრე ჩვენ შენს გვერდით ვართ და ყოველთვის დაგიცავთ.-ეს სიტყვები მითხრა და ხელზე ნაზად შემეხო რიჩარდ ვილსონი -ჩვენ ყველანი მამაშენის მეგობრები ვიყავით, სწორედ ამიტომ დღემდე თავისუფალია სკამი რომელიც შენ უნდა დაიკავო
-კარგად მომისმინეთ მე არ ვარ მაფიის ბოსი და არ მინდა რაიმე საერთო მქონდეს ამ ყველაფერთან
-ლიზი გთხოვ ბოლომდე მოგვისმინე -წყნარად მითხრა ჯეიმსმა
-ლიზი აღარასდროს დამიძახოთ მე დიანა ქეროლ ჯონსი ვარ
-როგორც გინდა დიანა უბრალოდ ბოლომდე მოისმინე ჩვენი ნათქვამი
-ენტონი სწრაფად დაასრულე, აქედან წასვლა მინდა
-დიანა იმ სისხლიან ღამეს მარტო შენ არ გადარჩენილხარ კიდევ ერთი ბავში გადარჩა, ბიჭი, შენი ბიძაშვილი. ის ყველგან გეძებს რათა მოგკლას, მასსა და ამ სკამს შორის მხოლოდ შენ დგახარ, სწორედ ამიტომ წლების წინ მასზე ადრე გიპოვნე და რობერტთა გარიგება დავდე, მე არაფერში მჭირდებოდა თქვენი კომპანია მე მხოლოდ შენი დაცვა მინდოდა
-ყველაფერი გავიგე, მე მაფიზოს შვილი ვარ და საკუთარ ბიძაშვილს ჩემი მოკვლა უნდა, ბიძაშვილს რომელიც არცკი მიცნობს. იცით რა ჯანდაბაში წადით სუყველა არ მინდა ამაში მონაწილეობის მიღება -მე სასწრაფოდ წამივდექი და გასასვლელისკენ გავემართე, სადაც მაიკლი მელოდებოდა
-დიანა კარგად ხარ?
-არა არ ვარ შეგიძლია ერთი თხოვნა შემისრულო?
-რა თქმა უნდა პრინცესა
-სანაპიროზე წამიყვანე
-როგორც იტყვი, დიანა იქნებ გირჩევნია დანიელს დავურეკო
-არა ახლა არვის ნახვა არ მინდა უბრალოდ სანაპიროზე წამიყვანე. -მაიკლმა სტივენს(მძროლს) სანაპიროზე წაყვანა სთხოვა. მან რამდენჯერმე სცადა საუბრის წამოწყება თუმცა უშედეგოდ, ის ხვდებოდა რომ ამ მომენტში რაც არ უნდა ეთქვა არასწორი იქნებოდა. სტივენმა ჩემს საყვარელ ადგილას წაგვიყვანა სანაპიროზე, იქ მისვლისთანავე თავი უკეთ ვიგრძენი
-ლამაზი ადგილია აქამდე აქ არასდროს ვყოფილვარ
-ეს საიდუმლო ადგილია და დავაფასებ თუ ასეც დარჩება
-როგორც იტყვი პრინცესა -მაიკლს გაეღიმა
-ახლა შეგიძლია წახვიდე მარტო მინდა დარჩენა -მაიკლი უსიტყვოდ შეტრიალდა და მანქანასთან მივიდა, სტივენს წასვლა სთხოვა თვითონ კი მანქანაში მოკალათდა, ვერ ვხვდებოდი რა იყო მისი მიზანი თუმცა მოცემულ მომენტში საფიქრალი საკმარისზე მეტი მქონდა ამიტომ ყურადღება არ მივაქციე. თავში აურზაური ჩემთვის ჩვეული მოვლენაა მაგრამ დღეს მომხდარი ნამდვილი კატასტროფა იყო, დღეს გავიგე რომ მთელი ჩემი ცხოვრება ნამდვილი სიყალბე იყო, იმდენად ვიყავი განაწყენებული რომ თავი ვერ შევიკავე და ჰელენს დავურეკე
-დიანა ძვირფასო როგორ მიხარია შენი ხმის გაგონება
-შენ იცოდი ვინ ვიყავი?
-რას გულისხმობ ჩემო პატრავ
-იცოდით ვინ ვიყავი როცა მიშვილეთ -დავუყვირე ჰელენს
-კი ვიცოდით მაგრამ
-არავითარი მაგრამ ჰელენ ყველამ გამომიყენეთ, გულწრფელი იყავი და მითხარი ჩემი აღზრდის სანაცვლოდ რა მიიღეთ შენ და რობერტმა?
-დიანა ამის ცოდნა არ გჭირდება, მარტო ის უნდა იცოდე რომ ჩვენ ძალიან გვიყვარხარ
-მითხარი რა მიიღეთ?
-ფული რომლის წყალობითაც მამაშენმა კომპანია შექმნა
-ჯანდაბა ჰელენ კიდევ რამდენჯერ უნდა გამყიდოთ, ვერ ვიჯერებ მე კი რას არ ვაკეთებდი რომ იდეალური შვილი ვყოფილიყავი
-შენ ყოველთვის ჩვენი შვილი იყავი ჩემო გოგო
-ამას როდის მიხვდი როცა ფულს დაგპირდნენ თუ როცა ფუფუნებაში ცხოვრება მოგეწონა
-ვიცი ბევრი შეცდომა დავუშვი მაგრამ ეს არ გაძლევს ჩემთან ასე საუბრის უფლებას
-სწორედაც რომ მაძლევს, ახლა კი შენ და კევინმა ნივთები ჩაალაგეთ და სამუდამოდ დატოვეთ ახალი ორლეანი, ფულს რომელიც წყეული კომპანიიდან გეკუთვნით ანგარიშზე ჩაგირიცხავთ. ეს ჩვენი ბოლო საუბარია ჰელენ, როდესაც ყურმილს დავკიდებ ოცდაოთხი საათი გექნებათ წასასვლელად თორემ შემდეგ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. მშვიდობით ჰელენ
-ასე არ მოგვექცე დიანა ჩვენ ხომ შენი ოჯახი ვართ
-თქვენ უბრალოდ დაგიქირავეს რათა ჩემთან სახლობანა გეთამაშათ -მე ყურმილი დავკიდე, ეს საშინლად მტკივნეული იყო
-კარგად ხარ დიანა? -მაიკლის ხმა გავიგე რომელიც შეუმჩნევლად მომიახლოვდა
-რამდენი მოისმინე ჩემი საუბრიდან?
-საკმარისი იმის გასაგებად რომ ცუდად ხარ
-იცი ირონიულია შენ ყოველთვის ცუდ ბავშვობაზე წუწუნებდი ახლა კი მე შემომხედე, ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრება თავზე მენგრევა. ეს ძალიან მტკივნეულია, უეცრად ვიგებ რომ ყველაფერი ყალბი იყო
-ვწუხვარ შენ ეს არ დაგიმსახურებია. მე რით შემიძლია დაგეხმარო?
-იმ სახლში წამიყვანე სადაც დავიბადე
-არა მგონია ეს კარგი იდეა იყოს, თნაც არ ვიცი არსებობს თუ არა ის სახლი, 25 წელი გავიდა
-მე მოვისმინე მამაშენის და მისი მეგობრების საუბარი ისინი ჩემს ოჯახზე დიდი პატივისცემით საუბრობდნენ, ამიტომ დარწმუნებული ვარ სახლი კვლავ არსებობს
-რატომ გინდა იქ წასვლა?
-მაიკლ დრო მოვიდა წარსულისგან გავთავისუფლდე და ჩემს წყეულ ბიძაშვილს შეტყობინება გავუგზავნო
-ამას როგორ იზამ არც კი იცი ვინ არის
-მე ჩემი მეთოდები მაქვს, შენ კი უბრალო სახლი მიპოვნე
-როგორც იტყვი -მაიკლმა რამდენიმე ზარი განახორციელა და ხანგრძლივი საუბრების შემდეგ მისამართი იპოვნა -მზად ხარ წარსულთან შესახვედრად?
-ისე როგორც არასდროს
-მაშინ წავიდეთ -ჩვენ მანქანაში ჩავსხედით, და მაიკლის მიერ ნაპოვნ სახლიკენ გავემართეთ, მთელი გზა მოუთმენლობა მღრღნიდა, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი სახლს სადაც გავიზარდე. მანქანა უზარმაზარი მდიდრული სახლის წინ გაჩერდა, მე მანქანიდან გადმოვედი და სახლში შევედი, ჩემი ერთი ნაწილი თავს ნაცნობ ადგილას გრძნობდა მეორეს კი ეს ყველაფერი ზიზღს გვრიდა. ყველა ოთახი მოვიარე, ყველგან მდიდრული ავეჯი, ძვირადღირებული ნახატები და ქანდაკებები იდგა, აღარაფერს ვამბობ ძვირფას ჭაღებზე. ყველა კუთხე-კუნჭული შევამოწმე თუმცა საოჯახო ფოტოები ვერსად ვიპოვე, მხოლოდ ერთი ფოტო მთავარ საძინებელში ცოლ-ქმარი ბავშვით ხელში, ეს ბავში მე ვიყავი, ამას იმ საბნის წყალობით მივხვდი რომელიც ბავშთა სახლიდან ჩემს ნივთებთნ ერთად გამოგზავნეს, ფოტოზეც ის საბანი იყო. მე ჩემს წარსულს და შესაძლო მომავალს ვუყურებდი, რომელიც საკუთარმა ბიძამ წამართვა და რისთვის წყეული ძალაუფლებისა და ფულისთვის. სახლის დათვალიერების შემდეგ ფარეხში შევედი, იქ ბენზინით სავსე ბალონი ვიპოვნე, ბენზინი მთელს სახლში მოვასხი და სახლიდან გამოვედი, მაიკლი გარეთ მელოდებოდა მანქანასთნ
-ყველაფერი რიგზეა დიანა?
-ჯერ არა ცოტა ხანში იქნება -მე მანქანის კარი გამოვაღე, მანქანის ელექტრონული სანთებელა ავიღე და სახლის კართნ დაქცეულ საწვავზე დავაგდე, სულ რამდეიმე წამში მთელი სახლი ცეცხლის ალში გაეხვა. მე ვიდექი და ვუყურებდი როგორ იწვოდა სახლი რომელიც ჩემი უნდა ყოფილი. ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე წუთში ენტონი და მისი მეგობრებიჩ მოვიდნენ
-აქ რა ჯანდაბა მოხდა მაიკლ? -ენტონი სიბრაზეს ვერ მალავდა
-ეს მე გავაკეთე -აურელვებლად ვთქვი მე
-ეს რატომ ჩაიდინე დიანა?
-ეს ახალი დასწყისია ენტონი, სახლის განადგურება კი შეტყობინებაა ჩემი ძვირფასი ბიძაშვილიშთვის, შემდეგ ხანძარს შეიძლება მისი სიცოცხლე ემსხვერპლოს -საუბარი დასრულებული არ მქონდა როდესაც ხალხს შორის ნიკოლასი და დანიელი დავინახე, ორივე გაოცებული შემომყურებდა. მოულოდნელად რიჩარდ ვილსონი მომიახლოვდა და ხელი ჩმომართვა
-შენ დიანა ნამდვიალდ კემბელი ხარ, შენში დედაშენის ცეცხლი და მამაშენის ძალა და მოხერხებულობაა. ჩვენ ყველა ვამაყობთ იმით რომ კებელების გვარის სათავაშე ახლა შენ ხარ. -რიჩარდს დანარჩენებმაც მიბაძეს, ყველამ მომილოცა.
-ახლა რა მოხდება დიანა? -ყურში ჩამჩურჩულა ენტონიმ
-ახლა დასასრულის დასაწყისი დაიწყება ჩვენი მტრებისთვის




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent