შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუმორჩილებელი ( თავი 15 )


29-06-2017, 22:36
ავტორი რუსანა
ნანახია 13 256

-იცი რა ირონიულია ? არც კი ნანობს ,შეუძლია ადამიანი ისე…
-და შენ რა ქენი ? გიყვირა ?
-არა
-გცემა ?
-ეგღა მაკლია .იუკადრისა
-შენ მიუვარდი , სკანდალი გაუმართე და ის მოისმინე რაც გინდოდა ,ვერ ვიგებ რაზე ბრაზდები ?
-იმაზე რომ ის თავის ცხოვრებას გააგრძელებს და მე რა მრჩება ? მე უნდა გავქრე თურმე მაგის ცხოვრებიდან და ფეხებში არ ავებლანდო და ..
-იმაზე დარდობ რომ აღარ უნდა ნახო ? გაეცინა სოფოს
-სოფო შენ არ გესმის
-მესმის ჩემო ლამაზო ,მესმის შენ არ გინდა გაგება . ისევ სიცილს განაგრძობდა -ეგ არ გინდოდა?
-მინდოდა მაგრამ ესე არა , აი ესე გამომიყენა და სანაგვეში რომ მომისოლაა ? სიმშვიდე უნდა და თურმე უსულო ვარ და..არაა ,არაა ვერ მოგართვი ბატონო ,არ გავახერებ ,ერთხელ გამაბრაზებს ? ასჯერ მეტს გავუკეთებ.
-იწვევ ლიზა , ტირიხარ სახეს იხოკავ რომ ასე ხართ და სინამდვილეში შენთვითონ აკეთებ რომ ასე იყოს.
-ანუ ეხლა მე ვარ დამნაშავე ? გაკაპასდა სიმართლის მოსმენისას.
-დიახ შენ ხარ ,გატუტუცებული ბავშვივით იქცევი და ვერ გაგირკვევია რა გინდა . გითხრა გავქრეთ ერთმანეთისგანო და ტირიხარ ვერ მივართვიო , შენთან ერთადაა და ისეთ რაღააცებს აკეთებ ტვინი რომ მიგასხმევინოს არც კი დავადანაშაულებ . როგორ იქცევი ?
-შენ ჩემიანი ხარ თუ იმისიანი ?
-შენიან მაგრამ ჯერ საკუთარი უნდა დაინახო რიმ სხვაზე სათქმელი გქონდეს , ის კაი ეგეთია და მოდი გულს მოგფხან და გეტყვი უარგისიათქო ,შენ ? შენ ნაკლებად იქცევი ? ის სერიოზული მაინცაა და შენ მის გვერდით მის თვალში და საერთოდ ყველას თვალში როგორი ჩანხარ ?
-როგორი? ყბა მოიღრიცა
-აი ეგეთი ანჩხლი და კაპასი ,ცხოვრებაზე დაბოღმილი გოგო . გინდა რომ პატივს გცემდეს ? დაიმსახურე. გაბრაზებულმა მიაძახა სოფომ და სამზარეულოში გაბრუნდა
-როგორ დავიმსახურო ? ტყაპუნით მიყვა უკან -აბა ამისხენი ერთი , ეგ კაცი არავის არ სცემს პატივს
-შენ რა იცი ? როდის მიხვდი თავში რომ ურტყავდი თუ სახეში მაშინ ? კიდე ზედმეტად იკავებს თავს კატასავით რომ პორჭყნი . შეხედე სხვებს ერთი როგორი დახვეწილები თავდაჭერილები და ნამდვილი ქალები არიან . შენ ვინ ხარ ? თავხედი უზრდელი გაუზრდელი , დიდი შენ არ იცი და პატარა ,არაა კი იცი მაგრამ ამ კაცის გარშემო არავის არ ცნობ ღირსეულად . შენ ერთადერთი ხარ ვინც თავზე მოაჯექი და მაგის ოჯახიც მოთმინებით გიტანს . შენი ლამაზი თვალების გამო კი არა მხოლოდ იმიტომ რომ ჯერ კიდევ შერჩა მათ ლევანს შენდამი მოთმინების წვეთი აი ეგეც რომ გაუქრება ,დღეს თუ უკვე არ გაუქრე მერე ნახე შენ სანაგვეზე მოსროლა ,შეგრჩება ეგ ბეჭედ გათხოვილის სტატუსი და ეს სახლი ,სულ მარტო დარჩები და მერე ნამდვილად გექნება სატირელი.ყვირილზე გადავიდა სოფო
-რას მიყვიიხარ ? კოპები შეკრა
-ყვირილი კი არა კაი თქაფანი გინდა რომ ვინმემ აზრზე მოგიყვანოს,ჭკვიანი ვარ ჭკვიანიო გაკივიხარ და დედოფალიო ? რა გეტყობა ? სიდებილეების დედოფალი ხარ შენ .
-სოფო ,არ ხარ შენ ,გამოდი ვინც ხარ მანდ ,სწრაფად გადაუარა სიბრაზემ და პირჯვარი გამოსახა ჰაერში სოფოს გამოავლით გაკვირვებულმა.
-ხერხი ჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსაო ხომ გაგიგია ? ლევანს ღონით ვერ აჯობებ სახეს თუ ჩამიაკაწრავ რამეს უზავ ? გინდა რომ ისე იყოს როგორც გინდა ? ტვინში შეუძვერი შვილო , განა თავზე ააძვერი და გაუტეხეთქო .
-ტვინში როგორ შევუძვრე ? თვალები გაუფართოვდა .
-მეტი რაღა გინდა ტვინში ხარ უკვე კაცმა გითხრა მომწონხარო ხო და დაეგდე მანდ და ადგილი იპოვე რომ დაურჩე თორე კიდე ერთხელ თუ გადაამტვრევ თავზე რამეს ტვინში კი არა დედამიწაზეც არ გაგაჩერებს .
-არ შემიძლია ,არ ვარ მე ეგეთი გოგო ,აი კაცების შებმები რომ ეხერხებათ.
-შვილო , ეგ არც გჭირდება უბალოდ ისევ ისეთი ლიზა იყავი პირველად რომ გნახა ,ვინ გთხოვს სტრიპტიზი უცეკვეო.
-მაინც არ ვუცეკვებდი . გადაჭრით თქვა თითქოს მართლა მოსთხოვა ვინმემ.-არა ქალები კი უყვარს .გამოიტანა განაჩენი და ისევ კოპები შეკრა. - რაღათ მინდა მაგის ტვინში შეძრომა ისედაც ხომ მითხრა გაქრიო ? ანუ პრობლემაც მოგვარებულია თავისთვის ეგდება და მე ჩემთვის .
- ცოტახნის წინ ყვიროდი ვერ მივართვიო და.. ვერაფერი გაგიგე რა ..
-ხო ,ვამბობდი მაგრამ ეხლა დავმშვიდდი და აღარ მინდა ხლახლა გამოვიწიო ,მერე ისევ თავიდან დაიწყება ველაფერი ,ბოლოს რამეს ვიზავ და მერე ისევ მე ვჩანვარ გიჟი .
-კარგია მაგდენს თუ მაინც ხვდები რომ გიჟი ჩანხარ . კიდე კაი ხალხში არ სჭრი თავს თორე იმას კი არ იტყვიან უი რა საშინელი კაცია ,უი ეს რა ავადმყოფი ცოლი ყავსო.
-ხალხზე გამახსენდა,ზეგ რაღაცას ხსნის .
-მერე ? გაეცინა სოფოს ,ტვინში მიზეზს ეძებ რომ ნახო არა ?
-არა , არ წავალ .თავი გადაქნია ,ხომ უნდა გავქრე ? ხო და წაბრძანდეს და ვნახოთ რას მოიფიქრებს უცოლოდ რომ მივა.
-გინდა შეგეხვეწოს რომ წაყვე?
-რატომაც არა ? მე ვჭირდები მე კი არ მჭირდება ეგ . ცხვირი აიბზუა. -ყავა დამალევინე რა.
-ვაიჰ რა გადარეული გოგო ხარ .
-და რა ჩავიცვა ? ვერ მოუთმინა გულმა და სოფოს ხარხარს თვითონაც აყვა .
-აკი არ მიდიოდი?
-ხო მაგრამ ხომ მაინც მაიძულებს წასვლას ? მზად უნდა ვიყო .
-რავიცი ,ტანსაცმელი არ გაქვს საწყალო ?
-არა რაღაც მჭირდება ახალი ,აი ისეთი ტვინში რომ შევუძვრე . თვალები მოჭუტა ეშმაკურად
-ერთს ამბობ მეორეს ფიქრობ და მესამეს აკეთებ .
-არა ტვინში შეძრომა ბ გეგმაა. თავი იმართლა.
-არდა სურვილი გკლავს რომ უყვარდე.
-მე ყველას ვუყვარვა დიდი ამბავი მაგას თუ არ ვეყვარები .
-არავისაც არ უყვარხარ ,ეგეთი თავხედი ყავის ფინჯანი დაუხეთქა და გვერდით მიუჯდა .

მეორე დილას თითქმის ფრენით წავიდა კაბის საყილად და კაბასთან ერთად რამოდენიმე სხვა ნივთიც შემოეყიდა და მაშინ გაახსენდა ლევანის კარტა. აწკრიალებულ ტელეფონს დაყურებდა ლევანი და მოთმინებას ივსებდა იმ იმედით რომ ისევ მილიონი რამის ყიდვას არ აპირებდა და არ გაივსებოდა მისი ტელეფონი ბანკის მიერ გამოგზავნილი სმს-ებით. მოუსვენრად იჯდა მანქანში და სოფოსთვის გადაწყვიტა აზრის კითხვა მიუხედავად იმისა რომ ასაკით დედისტოლა იყო ,დაქაივით ყავდა და იმაზე მეტი იცოდა მასზე ყოველთვის ვიდრე დედამისმა -სოფო? ეხლა მეჩხუბები ვიცი ნახვა გინდაო ,მაგრამ ბარათი რომ დავუბრუნო ? აბა მე ხო არ მექნება ? თავს იმართლებდა და ტუჩს იკვნეტდა პასუხის მოლოდინში .
-ხო ნახვა გინდა და ეგ ბარათი მიზეზია ,თუ ნორმალური ადამიანივით მოიქცევი და ბოდიშსაც მოუხდი წადი .
-არა ,არ მოვუხდი . მარტო ბარათს მივცემ
-ბარათი მისაღებშიც შეგიძლია დატოვო და მისცემენ . შენ გგონია სულელეია და ვერ მიხვდება რომ ბარათი მიზეზია ?
-მაშინ დავტოვებ ,არ გამოტყდა რომ ნახვის მიზეზს ეძებდა და მთელი გზა სასტუმრომდე სარკისთვის თვალი არ მოუშორებია . თმა შეისწორა და ქუსლიანი ფეხსაცმელში ფეხი კარგად ჩადგა . გულისიღრმეში დილიდანვე ემზადებოდა მოსასვლელად რადგან მაღაზიებში ქუსლიანი ფეხსაცმლით წასვლა იდიაშიც კი ცუდ აზრად ეჩვენებოდა ,მაგრამ საგანგებოდ გამოეწყო.ისე სტკიოდა ფეხები უფლება რომ მიეცა ალბათ სახეზე ტკივილისგან ნაოჭები გამოუჩნდებოდა თუმცა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო და ნატიფად შეაბიჯა სასტუმროში ,ვერ გაიგო უნდა ასულიყო თუ არა ,ასასვლელად მხოლოდ ბარათი არ კმაროდა ,სერიოზული მიზეზი ჭირდებოდა და ბოდიშის მოხდას აც კი უშვებდა ,ამიტომ სხვა გზა არ დარჩა და სიმწრისგან ენაზე იკბინა მხოლოდ იმიტომ გამოიპრანჭა რომ მისაღებში დაეტოვა ბარათი ? სასიამოვნოდ გაუღიმა ასევე მომღიმარ ახალგაზრდა ბიჭს
-გამარჯობათ ქალბატონი ლიზა . სახელიც რომ იცის ,ხო რათქმაუნდა იცნობენ ,აბა ერთ თვეში იმდენი სისულელე ქნა ვინ არ გაიცნობდა. სირცხვილისგან სახე აეწვა .
-გამარჯობათ,შეიძლება ერთი კონვერტი ? რაღაც მინდა დავტოვო ბატონი ლევანისთვის .
-თუ გნებავთ ვეტყვი რომ აქ ხართ სწრაფად წაიღო ხელი ელეფონისკენ ბიჭმა
-არა იყოს ,მნიშვნელოვანი არაფერია არ მინდა შევაწუხო თანაც მეჩქარება .
-როგორც გნებავთ. ქაღალდის კონვერტი გაუწოდა და დიდი მონდომებით ჩადო ბარათი შიგნით ,რამე უნდა დააწეროს ? რა უნდა დაწეროს ? მადლობა ? რისთვის ? ვითონ არ დაუწვა მთელი ტანსაცმელი ? სწრაფად წაავლო ხელი კალამს და ცოტახანს ჩაფიქრდა. ლიფტიდან გამოსული დემნა და ლევანი ინტერესით აკვირდებოდნენ როგორ აწვალებდა კალამს და ერთ ფეხს რომელიც მოხრილი ქონდა და ფეხსაცმლიდან ხან ამოოფდა ხან ჩაყოფდა .
-არ მიხვალ ?
-არა ,ჩემი ნახვა რომ დომნოდა ამოვიდოდა. ჩაილაპარაკა ნაწყენმა.-შეგიძლია ამიხსნა რა ჯანდაბას აკეთებს ?
-მე რავიცი . ახლავე მოვალ გასაღები დამრჩა . ლუფტში შებრუნდა დემნა-სცადე და ნუ დაიხვევთ თვაზე მთელს სასტუმროს. სანამ კაი მიიკეტა მოაძახა . თითქმის ხუთი წუთი იფიქრა ,მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა ლიზამ .გაბრაზებულმა დააბრუნა კალამი მაგიდაზე კინვერტი კარგად შეკრა და გაუწოდა.
-თუ შეიძლება გაადაეცით .
-რათქმაუნდა . გაუიმა ბიჭმა და მზერა მის უკან მდგარ ლევანზე გადაიტანა მკაცრი სახით რომ იყურებოდა ჯიბეშიხელჩაწყობილი. სწრაფად აარიდა მზერა უფროსს და კომპიუტერს მიაჩერდა თითქოს ჯერ კიდევ მის წინ არ იდგა მისი უფროსის ცოლი.
-ნახვამდის . გამოემშვიდობა ღიმილით და შემობრუნდა თმა უკან გადაიყარა და ხელი ჰაერში გაუშეშდა . უხერხულად ჩამოწია და კაბაზე ჩამოისვა ხელი,თვალები დააფახულა და ვერ გაიგო რა უნდა ექნა ,უნდა მისალმებოა თუ თავის გულისვის დაეჯერებინა და უკანმოუხედავად გაქცეულიყო , თითქმის სიტყვასიტყვით გაახსენდა როგორ ლანძღა გუშინ და თვალები დაბლა დახარა იმის გახსენებაზე რომ არც კი დაუყვირა გუშინ . იატაკს მიაჩერდა ცოტახანს და სწრაფად აწია სახე ,გულმა ბაგიბუგი დაუწყო როცა მიხვდა ნაბიჯსაც არ დგამდა მისკენ და გული ჩაწყდა . “ტვინში შევუძვრე ? როგორ სოფო დანახვაც კი არ უნდა “ უხერხულად მოაშორა ტუჩები ერთმანეთს და ოდნავ გაიღიმა ,თითქოს ეს ღიმილი იყო ბოდიშიც და მადლობაც და კიდევ ერთხელ შეავლო ლევანის უძრავ სახეს თვალი. “არა რაღაც უნდა ვქნა ,შენ დამინგრიე ცხოვება და კიდე შენ ხარ ნაწყენი ?” წამოენთო , ბიჭს ისევ თავის დატოვებული კონვერტი გამოართვა და გაჭირვებით გადადგა ნაბიჯები ვიწრო კაბა მეტის საშუალებას არ აძლევდა ა ახალი ფეხსაცმელი თითებს აგლიჯავდა . წინ დაუდგა და გაბედულად გაშალა ხელი
-შენი ბარათი . გამშრალი ყელიდან ძლივს ამოუშვა ხმა .
-გქონდეს სანამ შენს მოგიტანენ. შეუვალი და მკაცრი იყო ლევანის ხმა.
-აღარ მჭირდება.კონვერტს დააშტერდა და ენის წვერზე მომდგა მადლობას ვერაფერი მოუხერხა-მადლობა .
-არაფერს . გამოართვა და კონვერტი გაგლიჯა პატარ ბარათი ჯიბეში მოათავსა და ქაღალდი მუჭში ჩაიკუჭა თითქოს მოწოლილი სიბრაზე თუ ემოციები ამ ქაღალდზე ამოანთხია მთელი ძალით რომ უჭერდა ხელს .
-მე ამის დასატოვად მოვედი . იმართლა თავი და გვერდით გაიხედა -მაგრამ რახან აქ ხარ , პირადად მოგეცი. უაზროდ ახმივანებდა ცოტახნისწინანდელ მოქმედებებს .
- ვხედავ. ტონი არ შეუცვლია ლევანს .
- კარგი , წავედი. ისევ ისე უხერხულად გაიღიმა და შებრუნებულმა თვალები მოხუჭა და სუნთქვას ამოაყოლა ყველაფერი თუმცა დაჭიმულ სხეულს ვერაფერი მოუხერხა ისე უკანკალებდა მუხლები კაამდე მისასვლელი გზა კილომეტრად მოეჩვენა . მთავარი განსაცდელი წინ ელოდა საკმაოდ გრძელი ჩასასვლელი კიბე . ოვნებით გაიძრობდა ამ ფეხსაცმელს და ჩაირბენდა მაგრამ ნაზად ჩადგა ერთი ფეხი მერე მეორეც და საკუთარ თავზე სიმწრისგან გაეცინა.
-ახალი ფეხსაცმელი ? დემნა ამოუდგა გვერდით და მკლავი მოხარა სასიამოვნოდ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
-ხო , ამოიკვნესა და გაეცინა ,მაგრამ სწრაფადვე მოკეტა რომ მიხვდა უკან ლევანი ედგა და ელოდებოდა როდის ჩადგამდნენ ნაბიჯებს წიმ მდგომი დემნა და ლიზა .
- რატომ იკლავთ თავს ვერ ვიგებ ? მხიარულად გაუბა დემნამ ლაპრაკი და სულაც არ ჩქაობდა ჩასვლას .
-არ მიჭირს სიარული ,უბრალოდ ახალია, ყველა ფეხსაცმელთან ასეთი ურთიერთობა მაქვს ახლა . ჩემები ქარმა წაიღო . ხმამაღლა თქვა რომ ლევანს გაეგო.
-მოგწონს შენი მძღოლი და დაცვა? რამე პრობლემა ხომ არ გაქვს ?
-არა ,არანაირი ,ძალიან კეთილები არიან .
-კარგია ,შენც კეთილი უნდა იყო ხომ იცი ? პატარ ბავშვს რომ არიგებწნ დაახლოვებით მაგ ტონით გამოუვიდა , როგორმე კარგი ურთიერთობა უნდა ქონოდა ამ გოგოსთან თუ ლევანი წავიდოდა მას მოუწევდა მისი კონტროლი.
-გპირდები საყვარლად გაუღიმა და რამოდენიმე ნაბიჯი ჩადგა. მოთმინება ავსილმა ლევანმა გადაუსწრო და წამში კიბის ბოლოსთან გაჩნდა . ყურადღებით ათვალიერებდა ,რიგორი სასიამოვნო საყურებელი იყო და თანაც მხოლოდ გარეგნულად არა ,აშკარად მშვიდი და გაწონასწორებული იყო . -ბოდიში ,რომ სულ უხერხულ მდგომარეობაში გაგდებ. გულწრფელად წამოუვიდა გულიდან დემნას მიმართ სიმპათია.
-არაუშავს ,ხდება ხოლმე .
-ცოტა გიჟი ვარ , გულდაწყვეტით თქვა და გაიმართლა თავი. გულიანად გაეცინა დემნას
-გიჟები ვერ ხვდებიან რომ გიჟები არიან ლიზ ,ნუ ნერვიულობ . უკვე ბოლო წვეთს მოთმინებას ითვლიდა ლევანი და ეს მათი სიცილი ბოლოს უღებდა . -აი მორჩა ,ურჩხული კიბე დავამარცხეთ. მხიარულად შესძახა დემნამ და გაღიზიანებულ ლევანს თვალი შეავლო რომელმაც ნერვიულად გამოგლიჯა ლიზას მანქანის კარი ,რაც იმის ნიშანი იყო რომ ლიზა უნდა ჩამჯდარიყო . მიხერხებულად ჩაჯდა და პირველი რაც გააკეთა ფეხსაცმლიდან ფეხები ამოყო.-ნახვამდიიის . მიაძახა დემნამ და პასუხის დაბრუნებაც ვერ მოასწრო ისე მიუჯახუნა კარები და მძღოლს ხელი მიურტყა შუშაზე წადიო. « არ მელაპარაკები ? ნაწენია ვაჟბატონი « გაბრაზებული იყო თუ გულნატკენი ვერ გაარკვია მაგრამ გული რომ უცნაურად ნერვიულობდა მიხვდა. სწრაფად მოიწყინა და უხალისოდ გადახედა პარკებს . რისთვის გამოიპრანჭა ? ზედაც რომ არ შეეხედა ? სარკეში შეავლო თვალი თავსი თავს , ქალები უყვარსო ? ხომ ლამაზია ? მართალია სოფო იქნებ ისეთი მახინჯი სული ვანახე აღარც კი აინტერესებს ჩემი სილამაზე. მოწყენილი გაყურებდა მინას და რომ აღარ ეფიქრა ხეების დათვლა დაიწყო.
-რა საქცელი იყო ეგ ? დატუქსა დემნამ
-მაღიზიანებს . ამოიღრინა.
-თუ გაშინებს ? ჩაიცინა დემნამ.
-ვინ მაშინებს ბიჭო ეს ლაწირაკი?
-აბა რატომ გარბიხარ?
-საქმეები მაქვს .
-კი როგორ არა საქმეები . გუშინ სხვანაირად როხროხებდი .
-დემნა უნდა დავისვენო ,გადავიწვები და როცა ვიწვები იცი შენ რაც ხდება . არ მინდა რამე დავუშავო და მითუმეტეს არ მინდა ჩემს თავს ვავნო.
-შენი ნებაა,მაგრამ სიყვაულს ვერ გაექცევი ,მე ვერ გავექეცი უფრო გაძლიერდება და ისევ აქ მოგიყვანს .
-სიყვარულს არ გავურბივარ. საკუთარ თავს გავურბივარ ,საკუთარ ხასიათს და საქციელს.
-კარგი ,როგორც გინდა . ვალ რას იზამ შენ გაუვლი თუ თვითონ უნდა მოვიდეს ?
-არცერთი .
-ეგ როგორ ? წარბები აწკიპა
- არ მოდის და ეგრე. არანაირი სურვილი არ მაქვს მაგასთან ერთად ვიყო .
-და რას უპირებ ხალხს?
-არ ვიცი ,ვიტყვით რომ შეუძლოდაა. გაბრაზებული ვარ და ერთი სიტყვაც რომ მითხრას შეიძლება იქვე მოვკლა, ეგრე თავის მოჭრას არ მოსვლით მოჭრა ჯობია.
-ართულებ ,ქორწილში არ მოგჭრა თავი და ეხლა იზამს ? თანაც თუ თბილად მოექცევი გიჟი არაა თავს დაგესხას. აი რეჟისორივით რომ გინდა მართო მაგის ცხოვრება გეგონება თეატრია მაშინ აშავებ.
-ბევრი დავაშავე ,იცის რომ ვზრუნავ და იმიტომ ბედავს მაგდენს ,ბოლო დღე მინდა მშვიდად გავატარო ამ ქალაქში.
-მაგაში მართალი ხარ ,ჯერ ივანეო ,მერე ამიანი მერე ცოლი. მემგონი მართლა გინდა დასვენება .
-მალე მივალთ ? ვერ ვიგებ რა საჭიოა გახსნის წინ რომ ვნახო .
-უნდა ნახო. არ მოგბეზრდა იმ ბოლო სართულზე ყოფნა ? ტელეფონს ინტერესით დააშტერდა დემნა-საინტერესოა ,ჩაილაპარაკა და ცოტახანში ღრიალი და გინება მორთო .
-რა მოხდა . ?
-მივბრუნდეთ,სწრაფად უკარნახა ლიზას სახლის მისამართი .
-არ მითხრა რომ გაიპარა ან გაექცათ ან დაცვა სცემა . ამოიოხრა ლევანმა .
-არა ,თავი ნერვიულად გადაქნია დემნამ -რაღაცას შეეჯახნენ. მძიმედ გაადაგორა ნერწყვი ლევანმა და დემნას მიაშტერდა -კაგად არიან ყველა. ყველაში ლიზაც მოიაზრებოდა.
-აბა რატომ ნდა მივბრუნდეთ ? სწრაფად მოირგო ცივი ნიაბი თითქოს საერთოდ არ ღელავდა -სხვა მანქანა გაუგზავნე .
-ისე ნუ იქცევი თითაქოს ფეხებზე გკი*ია . ცოტახანში სახლისკენ მიმავალ გზაზე იყო და გაჩერებულ მანქანას ინტერესით გახედა . დემნა ისეთი სისწრაფით გადახტა ,თითქოს მისთვის მნიშვნელოვანს შეემთხვა რაამე ამან კიდევ უფრო გააღიზიანა დემნას ფონზე უფტო ურჩხული გამოჩნდებოდა და თვითონაც გადავიდა .სანამ დემნა ყვირილს დაიწყებდა ლიზა ჩაერთო
-ჩემი ბრალია.
-ეჭვიც არ შეგვპარვია . ირონიულად გაიცინა ლევანმა.
-გზაზე კატა დავინახე გადადიოდა ჩვენ სწრაფად მივდიოდით მე დავიყვირე და მამანაც გვერდით გადაუხვია ,მერე ვეღარ გავჩერდით და ხეს დავეჯახეთ ,არაფერია ისეთი არ იჩხუბო რა ? დაამშვიდა დემნა.-არაფერია ისეთი ,ყველა კაგად ვართ ,ჩვენც და კატაც . აქ უკვე მწყობრიდან გამოვიდა ლევანი
-კატა? თავი დააქნია ლევანმა . -კატაა? რა კატაა გოგო ? კატის გამო გაადახვევინე გზიდან ? მანქანაში შენს გარადა ორი კაცი იჯდა და არც იფიქრე რომ შეილება მომკვდარიყავით ? კატა ? რომ გადაგეარაა რა ?
-კატა რა ცოცხალი არსება არაა? შეეპასუხა და მიხვდა ყველას როგორ აუტყდა სიცილი.
-მთავარია კატა კარგადაა ბიჭებო , თქვენ პატრონიც მოგ**ნიათო . ვეღარ აკონტროლებდა თავს .
-არაუშავს ,მანქანა დაზიანდა ჩვენ კარგად ვართ. გამიესარჩლა ერთერთი ლიზას .
-ხო ნუ მანქანას ვინ ჩივის ,კატის სიხლით არ იყოს დასვრილი თორე დამტვრეული რომაა არაუშვას. .
- კარგი რამეს ვიზავთ ,მაგრამ ამის მერე ჩიტების და კატების გამო აღარ გაჩეღდებით გასაგებია ? სიცილს ვერ იკავებდა დემნა .
-რატო ვერ გავჩერდებით ? ეგრე ადამიანსაც გადავუაროთ მაშინ . რ ცხრებოდა ლიზა.
-კარგი ,გავჩერდებით გზას დავუთმობთ და მერე გზას გავაგრძელებთ გასაგებია ? უჩვეულოდ კარგ ხასიათზე დადგა დემნა .
-ან სახლში წავიყვანთ. ჩაილაპარაკა თავისთვის და მკლავებიდან პატარა ნაცრისფერი კნუტი ამოაძვრინა. ლევანმა ჯერ დემნას გახედა მერე ბიჭებს რომლებმაც მხრები აიჩეჩეს .
-ეს კატაა ? გაეცინა თვითონაც
-ხო .
-ხო კი არა დიახ და ეს კატა კი არაა კნუტია და ამ პატარა რაღაცის გამო დამტვრიე ჩემი რამდენიმეათასიანი მანქანა ?
-დიახ. თავი დაუქნია .
-და თანს სახლში მიგყავს , მშვენიერია, მე კატის გამო მოვბრუნდი უკან ? წავედით დემნა. შებრუნდა და თავის მანქანისკენ დაიძრა .
-სახლში ვინ წამიყვანს ? დაბნეულმა მიმოიხედა.
-ფეხით წადი. მიაძახა გაბრაზებულმა და ჩაჯდა . ორ წუთში შუშა ჩაწია- დემნა კიდევ დიდხანს გელოდო თუ შეგახსენოთ რომ მე თქვენი უფროსი ვარ და იმას აკეთებთ რასაც მე ვბრძანებ .
-არ ინერვიულო სხვა მანქანა მოვა უკვე დავრეკე .დაამშვიდა დემნამ და სწრაფად დაბრუნდა მანქანაში -რა ჯანდაბა გჭირს ?
-წავედით. წავედითქო დაიყვირა მეორედ .
-მართლა ფეხით მიდის . გამაგიჟებთ მე თქვენ . ამოიოხრა დემნამ და სარკეს გახედა დაძრული მანქანიდან .
-არაუშავს რთი კილომეტრიღა დარჩა ,თუ გაუმართლა გზაში სხვა კატებსაც იპოვის . გაეცინა უნებურად და თავი უკმაყოფილოდ გაქნია . - კარგი გაჩერდი ,მობრუნდი .
მანქანიდან სწრაფად გადავიდა და ფეხით მიმავალს წამოეწია არ იცოდა რა ეთქვა და ჩუმად გაიარა რამდენმე მეტრი მასთან ერთად .
-წამოდი წაგიყვან ,ხმა ჩაეხრინწა და თითქოს სიტყვებს ძალით აცლიდნენ ისე თქვა .
- არ მჭირდება შენი მოწყალება . გაიბუტა
-კაგი ,გეყოფა ხომ ხედავ ძლივს დადიხარ ?
-ვივლი ან სულაც გავიხდი.
- რა ჯიუტი ვინმე ხარ .
-თავი დამანებე,სადღაც ხომ მიდიოდი ხოდა მიბრძანდი.
-იცოდე თუ არ წამოხვალ შენთან ერთად ვივლი მთელი ეს გზა და გაგამწარებ.
-იარე მაინც ხეების მეტი არაფერია ,ხეებს დავითვლი და არ მოგისმენ.
-ხეებს ითვლი როცა რამის მოსმენა არ გინდა ? ბუზები გამიგია მაგრამ ხეები არაა. სიტყვა დაამთავრა თუ არაა ლიზას ფეხსაცმელი გადაყირავდა მასთან ერთად ლიზაც მუხლებზე დაეცა და კატას ხლი მაინც არ გაუშვა უფრო მაგრად მიიჭია მკერდზე და ისე აეწვა მუხლები სახე დაებრიცა თუმცა ჯერ კნუტი შეამოწმა კარგად იყო თუ არა. მრე სწრაფად წამოხტა და გასწორდა . -ყელში ხარ იცი ? ამოიოხრა ლევანმა. და მკლავში წვდა მერე ოდნავ გადაიხარაა და ხელში კარტოფილის ტომარასავით მოიგდო . მანქანაში კნუტიანად შესვა და გვერდით მიუჯდა.დემნას თვალით ანიშნა არაფერი მითხრაო.
-ესეგი ახალი ოჯახისწევრი გყავს გამიხედა წინ მჯდომმა დემნამ .
-ხო,ნახე რა საყვარელია ჰაერში აწია პატარა კნუტი. -ვჭამთ,დავიბანთ და ნახავთ მერე რა ლამაზი იქნება .
- ღმერთო შენ მიშველე . ამოიგმინა ლევანმა .
-აღარ გიშველის შენ . კატას გადაუარეო რომ ამბობ ეგეთებს ღმერთი არ შველის .
-სამაგიეროდ კატებს შველის და აა ბატონო თბილი სახლუც იპოვა . კნუტს დახედა საცოდავად რიმ იბუზებოდა ლიზას მუხლებზე და უცნაურად იკლაკნებოდა.
- რა დაგარქვა ? მერე მოგიფიქრებ შენ რამე სახელს .ლიზას ტელეფონი აწკრიალდა და სანამ დედამისთან არკვევდა რაღაცას კნუტმა ისკუპა და პირდაპირ ლევანია ფეხებთან ჩაგორდა .
-მომაშორე, ფეხი გააქნია მანქნაში და მხარში მუშტი იგრძნო ,და ხელით ანიშნა აიყვანეო . რატომ დაიხარა მორჩილად და კისერში წვდა ორი თითით კნუტს გაუკვირდა ,მაგრამ ისეთი საყვარელი დასანახი იყო წერტილივით ცხოველი ხელის გულზე დაისვა და თითქმის მთლიანად დაეტია . ინტერესით დააკვირდა რა შეუყვარდა ასე უცბად ამ კნუტშიო და გაეცინა მის თითს რომ წაეთამაშა.
-რა იყო ლევან ერთი შენთვისაც ხომ არ ვიპოვოთ ?
-მადლობთ არა , ამის ნაკაწრებიღა მაკლია. ნაწყენმა ახედა ლიზამ მიხვდა ის იგულისხმა და ხელიდან გამოგლიჯა . სახლთან გაჩერდა თუ არა მანქანა სწრაფად გადახტა ერთ ხელში კნუტი მოიქცია მეორეში ფეხსაცმელები
-მადლობაააა დემნაააა.კარიდან მიაძახა და შევარდა . სოფო მტკივა მტკივაააა მტკივააა კივილით მირბოდა ეზოში და გარშემო არავინ ცხოვრებდა თორემ ალბათ ყველა გაიგებდა.
-მადლობა დემნა ? წარბი აწია ლევანმა .
-ხო მადლობა კეთილ დემნას და ჯანდაბა ბოროტ ლევანს შეიფერა დემნამ.
-წადი წადი დროზე . შევხედო იმ სასტუმროს და ხვალიდან ჯანდაბამდე გზა გქონიათ ყველას პირველრიგში ამას. ჰმ კატა , კატას და კნუტს ვერ არჩევს ერთმანეთისგან .
-არჩევს უბრალოდ ვერ გაბედა კნუტის გამო მოხდა ავარიაო და უფრო დიდი მიზეზი რომ ეპოვა კატა თქვა .
-ნუთუ? როდის აქეთ უბავ მხარს ?
-მას შემდეგ რაც ნორმალურად დაველაპარაკე და თვითონაც ნორმალურია.
-შეგიძლია ყავაზე შეუარო და ერთად იტიროთ შენ შენი ცოლი და მაგან თავის ქმარი.
-ეხლა უკვე ზედმეტები მოგდის . ხმა გაიმკაცრა დემნამ.
-რა იყო მაკაა ? ჩასძახა ტელეფონში ლევანმა დედას რომელიც დილიდან არ ჩერდებოდა . სწრაფად მოახსენა მკამ რომ ციკოს ბავშვის დაბადებისდღე იყო . ბევრი იწუწუნა ბავშვის დაბადებისდღეზ მე არ მეხებაო ,მაგრამ ბოლოს მაინც დაყაბულდა მისვლას . -რა უნდა ვაჩუქოთ დემნა 2 წლის ბავშვს ?
-მე რავიცი ,ისე მეკითხები გეგონება 10 შვილი მყავს .
-უჰჰ ,ამოიოხრა და მძღოლს მიაჩერდა -შენ ხომ გყავს შვილები სოსო ?
-მყავს ,ბატონო ლევან .
-მერე რას ჩუქნიან ?
-სათამაშოები აბა მაგათ სხვა რამე არ უხარით.
-კარგი მაშინ სასტუმროდან რომ წამოვალთ მაღაზიაში გავიაროთ.
საღამოს მოუწია მისვლა სახლში , გაჭირვებით დააჭერინა დემნამ ხელში სათამაშო და თითქმის ხელისკვრით შეიყვანა სახლში. ბავშვის დანახვისას სულ დაავიწყდა რა დუდღუნით მოვიდა აქამდე და თბილად მიიხუტა მკერდზე . - დავით ,ნახე როგორი მანქანა მოგიტანა დემნამ? ახლა დემნასკენ მიაბრუნა ბავშვი . გახარებული თვალებით რომ შეყურებდა ორ უზარმაზარ ბიძიას . სწრაფად გაბდღვნა ყველა ყუთი .
-ჩვენ მოვრჩით,ბურთებით ხელში შემოვიდნენ ციკო და ლიზა და უცნაურად გაშეშდა ორივე ლევანის დანახვაზე. ციკომ მზერაა არიდა ,ლიზა არ დაიბნა და ბურთები მიმოფანტა მისაღებში. დაბნეული იხედებოდა აქეთ იქით ციკო და თვალს ვერ უსწორებდა დეიდაშვილს . თვალით ანიშნა ლიზამ ნუ იბნევიო.
-ციკო ,ერთი წუთით შეგიძლია გამოხვიდე ? ბავშვი გვერდით გადასვა და ბაღისკენ გავიდა. -მისმინე ,წინააღმდეგი არ ვარ შენი ბედნიერების და არც ის მინდა უხეშად ჩავერიო შენს ცხოვრებაში ,მაგრამ მინდა რომ კატგად დაფიქრდე და..
-გადავწყვიტე ლევან , ვშორდები ჩემი თავი ჯანდაბას მაგრამ ჩემი შვილის გამწარებას არავის ვაპატიებ.
-ჭკვიანი გოგო ხარ,ასე თუ ისეც შენა გვერდით ვარ , გაბრაზებული ვარ მაგრამ ჩემი იმედი აულ უნდა გქონდეს ხომ იცი ?
-ვიცი , კარგად მიეკრო და მოეხვია-ძმასავით მყავხარ .
-ასეცაა . თმაზე ჩამოუსვა ხელი. -არ მინდა იმაზე ინერვიულო რომ შენს შვილს რამე მიაკლდება , შეგიძლია იმუშავო ,ყველაფერი აკეთო რაც მოგინდება სულ არ გჭირდება ქმარი . იქნებ ვინმე ნორმალურიც იპოვო ,ცხოვრება გრძელდება.
-ვნახოთ ,ვნახოთ . ამოიოხრა ციკომ
-წამოდი შენს პატარა კაცს მივხედოთ. ნელა ნელ შევიდნენ ხელგადახვეულები -კარგად ერთობი დემნა ? შენც ხომ არ გინდა მასეთი პიპია? დასცინა დემნას .
- უარს არ ვიტყოდი.
-გყავს შვილები დემნა ? გაუღიმა ციკომ.
-არა ,არ მყავს .
-ორივე ერთ დღეში ხართ ,განქორწინება და ამბები..
-მართლა ? თვალები გააუფართოვდა ლიზას .-მე ისიც არ ვიცოდო რომ ცოლი გყავდა . ჩამოჯდა და მუხლებზე გაისვა ხელი.
-კარგად მოჯექი არაა? დასცინა დემნამ .
-ჰო ,მიჩვეული ვარ ,ცელქი ბავშვი ვიყავი .
- ქორწილამდე დაგავიწყდებათქო გეტყოდი ,მაგრამ აღარ გამოვა ეგ ამბავი . ჩაიცინა ლევანმა .
-რატომაც არა,ჯვარი არ დაგვიწერია ეშმაკურად ჩაუკრა თვალი .
-რომ ჩამოვალ მაგაზე მერე დავფიქრდეთ. ლევანმაც თვალი ჩაუკრა.
-სად მიდიხარ? ენამ გაასწრო და მან კიდევ ყველა იქ მყოფს დაასწრო კითხვა და უხერხულად მიმოიხედა ,აშკარა ინტერესის გამოხატვა რომ გამოუვიდა
-შოოოორს ! ლიზა მიხვდა შორს იგულისხმებოდა რომ მისგან შორს და ისე აეწვა გულმუცელი და სიბრაზემ წამოუარა სახეზეც კი შეეტყო წამიერად”მიდიხარ? თქვი და ასრულბ ? როგორი ნაძირალა ხარ” თუ მიდის და ტოვებს ესეგი სულ ერთია მისთვის ? რატომ უნდოდა რომ რაღაც ყოფილიყო მის თვალში პასუხი არ ქონდა მაგრამ გულდაწყვეტილი რომ დარჩა ეგ კარგად გააკვია და სწრაფად გადაწყვიტა რომ მისთვისაც სულ ერთი უნდა ყოფილიყო და სულ ერთია სახეც მიიღო. ახლა ის აინტერესებდა რატომ არაფერს ეუბნებოდა ხვალინდელ სასტუმროს გახსნაზე ან როდის მიემგზავრებოდა ?
-თქვენ იცით რომ ბავშვებს არ ნათლავენ თუ მშობლებს ჯვარი არ აქვთ დაწერილი. შეახსენა ციკომ
-მერე ჩვენ რომელ ბავშვს ვნათლავთ ციკო ? პირველს თუ მეორეს? გაიცინა ლიზამ .
-ისე ვთქვი უბრალოდ. აი დათუნას რომ ვნათლავდით მაშინ მომიწია მეც ჯვარისდაწერა.
-ანუ დასკვნა ,ჯვარი არ უნდა დაიწერო რა იცი მერე რა ხდება . დაასკვნა ლიზამ და ბავშვს ბურთი გაუგორა იმანაც იგივე გაიმეორა და ცოტახანში ასე მთელ სახლში დახტუნაობდა ბურთი ,ერთი მაკას ლარნაკიც იმსხვერპლეს ყვავილებიანად-შენს ჭურჭელს ცუდად გადავეკიდე მე . შესცინა დედამთილს .
-გაერთეთ შვილო ,ჭურჭელს ვჩივივარ?
-ისე სხვა ბავშვებიც რომ ყოფილიყვნენ ,კარგად გაერთობოდა ჩაილაპარაკა თავისთვის ლიზამ
-ორიც საკმარისი ხართ ,გაუცინა მაკამ.
-დემნა იცი რა მაგარი კონიაკი აქვს მაკას ? ისე თქვა მაკასთვის ღიმილნარევი სახე არ მოუშორებია -სამზარეულოში მალავს .
-უყურე ამას. იწყინა მაკამ-მალავს კი არა ვინახავ და სახეზე წამოწითლდა.
-წეღან გამასინჯა აი კამფეტივით გემო აქვს . აბა უთხარი არ დაგვალევინებს ?
ყურადღებით აკვირდებოდა სიტყუაციას ,როგორ მხიარულად იყვნენ,როორ სწრაფად გამოასწორა მაკასთან ურთიერთობა და რა საოცარი სახით შეყურებდნენ მის ცოლს რომელიც ჯერ კიდევ სიცოცხლეს უმწარებდა სუყველას და ერთადერთი იყო ვინც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა თავისივე ნებით.
-რომელ კონიაკზე ლაპარაკობს,მე რომ ჩამოგიტანე ? უინტერესოთ კითხა დედას.
-ჰო, გინდა ?
-აი რას ნიშნავს შვილი. კმაყოფილმა შემოკრა ტაში ლიზამ -თქვი ეხლა რომ გინდა.ისე გამოელაპარაკა ვიომ საერთოდ არ ქონდათ დაძაბული ურთიერთობა .
-არა არ მინდა ,კონიაკი არაა ჩემი საქმე,მაგრამ მოართვი ქალბატონს . ნებართვა დართო დედას.
-კარგია ანუ მე მეტი დამრჩება . თვალები მოჭუტა.
-ამას რამე მოაწევინეთ? ციკოს წასჩურჩულა ლევანმა .
-არაფერი ,გამოელაპარაკა ლიზა -მიხარია უბრალოდ და იცი შენ რაც. ხელი აწია და დამშვიდობების მსგავსი ჟესტი გააკეთა. ხომ არის ღირსი რომ არ წავიდეს აქ დარჩეს და ყოველიდღე ტირილშიგაატარებინოს? მაგრამ მხოლოდ მას არ ეხებოდა საქმე საკუთარ თავსაც იჭამდა .
ტორტის გაჭრის დროც მოვიდა ,მხიარულად შეუსრლეს დაბადებისდღის სიმღერა და უკვე კარგად შეზარხოშებულმა ლიზამ ლევანი გვერდით მოიხელთა ,მოსაწევად გასულ მამაკაცს ურცხვად ამოუდგა გვერდით და თმის ხვეული თითზე გადაიხვია .
-რა გინდა ? ხმა ისევ ისეთი ცივი ქონდა ოგორც მთელი დღის განმავლობაში მის მიმართ ლევანს და არც ახლა შეუცვლია.”შენს ტვინში შემოძრომა “ გაიფიქრა და ენას კბილ დააჭირა რომ რამე არ წამეროშა.
-არაფერი,ტუჩები დაბერა და მხრები აიჩეჩა. -როდის მიდიხარ ?
-ზეგ.მოკლედ უპასუხა და ღრმად შეისუნთქა სიგარეტის ბოლი, “სამწუხაროა”
-მაგარია. ერთს ფიქრობდა და მეორეს ამბობდა.-შენ როდის გაქვს დაბადებისდღე?
-მალე.
-მაინც? არ ეშვებოდა
-რა იყო საჩუქრის ჩუქებას ხომ არ აპირებ ?
-რატომაც არაა? მხრები აიჩეჩა -შენ ხომ მაჩუქე? ანაზ ზუსტად ის რაც მინდოდა.
-და შენც იმას მაჩუქებ რაც მე მინდა? ჩაიცინა
-არა,იმას გაჩუქებ რაც მე მინდა. თუ ის გაჩუქე რაც გინდა რაღა საჩუქარია? გამოდის უბრალოდ სურვილი შეგისრულე.
-ანუ არც მე მიჩუქებია საჩუქარიდა მხოლოდ სურვილი შეგისრულე.
-ხო ,არა მაბნევ და ვერ ვფიქრობ კარგად. თვალები მოიფშვნიტა და კიბის სახელურს მიეყრდნო .- რატომ არ მეუბნები ხვალინდელ გახსნაზე არაფერს ? ბოლოს ამოთქვა სადარდებელი.გაუკვირდაო არა ვერ გაიგო რატომ შეეკითხა და კარგად შებრუნდა მისკენ
-იმიტომ რომ არ მოდიხარ.
- ანუ არ გჭირდება ცოლი .თვალები მოჭუტა
-ხო ,ამიტომ არ ვაპირებ შეგეხვეწო,შენი თავის დაფასების ნერვები და დრო არ მაქვს . მკაცრი იყო ლევანი. “რა სულელი ვარ კაბაც ხომ ვიყიდე?” საბოლოოდ დაწყდა გული ლიზას .
-გასაგებიააააა.ყრუდ ჩაილაპარაკა და მკლავებზე აისვა ხელი .-ცივა , დ გახედა სივრცეს .
-შედი მერე.
-შევდივარ. მოწყენილმა გაიღიმა და შესასვლელი კარი ფრთხილად დახურა. ცოტახანს იდგა ასე გაშეშებული ლევანიც და ვერაფრით ხსნიდა ვერც მის უნებურ გათამამებას და ვერც იმ მოწყენილ სახეს . ბოლოს დაასკვნა რომ კიდე რაღაცას ხლართავდა და საკუთარი თავი გაამართლა რომ მკაცრი იყო. კარგახნის წინ ხელში ჩამწვარი სიგარეტი მოისროლა და უკან შებრუნდა ,თვალი მოავლო მისაღებს,მაკა სწრაფად მიხვდა ვის ეძებდნენ შვილის თვალები
-წავიდა,თქვა რომ დაიღალა დღეს და.. ამოიოხრა მაკამ.
-ჰო ,გვიანია ჩვენც წავიდეთ დემნა. საათს უაზროდ დახედა,არც კი უნახავს რომელი საათი იყო.
სახლში შესულმა ლიზამ უზარმაზარ მისაღებს თვალი მოავლო და მხრებში მოიხარა . დივანზე ჩამიჯდა იქვე მიგდებული ბალიში მიიხუტა და თვალები დახუჭა.
-რა მალე მოხვედი ჩემო გოგოვ?
-მალე ? იმასთან საათები ნელა გადის .
-რა მოხდა?
-არაფერი სოფო ,მართალი იყავი ,არაფერი მრჩება სახლის ,გათხოვილის სტატუსის და სიმარტოვის გარდა.
-ნუ ამბობ .
-მიდის , სიმართლე გინდა? ალბათ რამდენიმე დღისბწინ სიხარულით ვიხტუნებდი ეხლა კიდე თავი ყველაზე საცოდავი გოგო მგონია. მართლა მარტო ვარ, აი შიგნიდან რომ ხარ მარტო,გინდა გამოგიტყდე ? ხომ უხეშია და ველური? ვგრძნობ რომ მაინც ზრუნავდა ,იცი რამდენჯერ გადამარჩინა ივანესგან ? ჰჰჰ რაც არის არის ,ამისთვის ვიგიჟებდი თავს და ჰა მივიღე რაც მინდოდა იმაზე მეტიც კი ,იმდენად აღარ უნდა ჩემი დანახვა ხვალაც კი არ მივყავარ. ფეხზე გაიძრო ფეხსაცმელები და ნელა წამოდჰა -წავალ დავიძინებ ,მეტი რა საქმე მაქვს ? არაფერი. მხრები აიჩეჩა და კიბეს აუყვა. დილამდე გვერდიც კი არ უცვლია ისევ იმ ბალიშთან ერთად ჩახუტებულს ეძინა და რომ გაეღვიძა ,სწრაფადვე შეიბრუნა ძილი. გაურბოდა ახალ დღეს,თითქოს ძილით შეაჩერებდა ან გაიყვანდა დროს .
-ლიზა ადექი ორი საათია. ხმაურით შემოუვარდა სოფო ოთახში და სახეზე აფარებული საბანი გადააძრო.
- თავი დამანებე სოფო, ვიწვები რა .
-არა არ იწვები უნდა ადგე.
-რატომ ? მაინც არაფერი საქმე არ მაქვს .
-იმაზე დარდობ რომ გახსნაზე არ მიყავხარ? რათ გინდა მაგის წაყვანა ადექი გაიპრანჭე და წადი.
-გაგიჟდი?
-არა ,ერთადერთი გიჟი აქ შენ ხარ და ამ ერთხელაც მოიქეცი გიჟურად. როცა სააჭირო არაა მაშინ აფრენ და ეხლა ხარ წყნარად?
-არა, და რა რომ მივალ ასე მივადგე ?
-ასე არა,ძალიან ლამაზად უნდა მიადგე . აბა წარმოიდგინე როგორი სანახავი იქნები ყველაზე ლამაზი რომ მიცვალ იქ და ყველა შენ დაგიწყებს ყურებას ,შენი ქმარიც და წარმოიდგინე როგორ დაამახსოვრდები წასვლის წინ.
-დავამახსოვრდები არა ის კიდე ,ჩასული არ იქნება სხვა ლიზას ნახავს .
-ეჭვიანობ ლიზა ,ეჭვიანობ.
-არა უბალოდ არ მინდა ხალხმა იჭორავოს ქმარი ღალატობსო.
-ხო და რომ არ იქნები შენი აზრით რას იტყვიან? წარმოიდგინე ამდენი ქალი იქნება და შენი ქმარი იქ მარტო, რავიცი რავიცი როგორც გინდა რადგან არ გინდა ნუ წახვალ . ეშმაკურად გაიცინა სოფომ . კარამდეც არ იყო მისული საბნისმონევისგან გამოწვეულმა ნიავმა რომ დაუბერა
-მივდივარ, შენ ის თეთრი კაბა გმიუთავე მე სალონში წავალ . გამწარებული დარბოდა ოთახში და ტანსაცმელს იცმევდა .
თითქმის ურიგოდ მიიღეს სალონში და სამჯერ დააშლევინა და გაკეთებინა თმა სტილისტს იმის გამო რომ ვერ წყვიტავდა როგორი ვარცხნილობა მოუხდებოდა მის კაბას .მაკიაჟზე ბევრი არ უფიქრია თითქმის მზად იყო შვიდი საათისთვის მაგრამ მოცდა და ოა გვიან უნდოდა მისვლა რომ ყველა სტუმრის წინაშე წარმდგარიყო. ნერვიულად დადიოდა აქეთიქით და გრძელ ლურჯი კაბის ბოლოს აქეთიქით დაათრევდა . კისერზე ისმევდა ხელს და ღრმად სუნთქავდა . ქორწილზეც არ უნერვიულია ამდენი .
-ლამაზი ვარ სოფო? კიდევ ერთხელ დატრიალდა სოფოს თვალწინ და გამომწვევად გამოწია თეძო და მკერდზე დაიხედა -ძალიან ამოღებული ხომ არაა?
-ყველაფერი იდიალურად გაქვს,დამშვიდდი ასე თუ ინერვიულებ გაგიჟდები.
-მშვიდად ვარ ,მშვიდად ვარ . ხმამაღლა ელაპარაკებოდა თავისთავს .
-წადი წადი სანამ იქ მიხვალ კი გავა კიდევ დრო და იცოდე ჭკვიანად მოიქეცი.
-ცუდად ვიქცევი სოფო ,არ უნდა მივდიოდე,არ უნდოდა იქნებ უკვე ვინმესთან ერთადაა მისული და ჩემი მისვლით უფრო რომ გავაბრაზო? რომ მეჩხუბოს ?
-სახეში დაარტი ,მაშინ არ გეჩხუბა და ასეთს გეჩხუბება? გაუცინა სოფომ .
მთელი გზა ცქმუტავდა და თითებს იმტვრევდა და ათასჯერ მაინც გაიფიქრა რომ უკან დაბრუნებულიყო.
-გამარჯობა ლევან .ბატონო ლევან ,ვახ ლევან . მოთმინებით იტანდა და ესალმებოდა უამრავ ხალხს რომლებსაც მის ჯინაზე სათითაოდ გადაეწყვიტათ მისალმება .სასიამოვნოდ იღიმოდა გამოწვდილ ხელებს თავის ხელს აგებებდა. როგორი ყალბი იყო საზოგადოება ,როგორ უცინოდნენ და გულში სულ სხვას ფიქრობდნენ . უამრავი ადამიანი რომ შეკრებილიყო და ისე ათვალიერებდნე თითქოს სამუზეუმო ექპონანტი ყოფილიყო. მხოლოდ მუსიკა უკრავდა თავისთვის და წყნარი მელოდია იავნანასავიტ ეღვრებოდა ცარიელ გულში ,რომელიც დღეს განსაკუთრებულად ცივი ეჩვენებოდა. სასტუმროდან გამოსვლისას აქ მოსვლამდე მთელი გზა უცნაური გრძნობა მოყვებოდა რომ მარტო იყო ,მარტო არააა უფრო ნახევარი და ვერაფრით მოიშორა,უფრო გაუძლიერდა კიდეც გრძნობა როცა რამოდენიმე სტუმარმა დაქორწინება მიულოცა და გაჭირვებით და დამაჯერებლად თქვა რომ ლიზა არ იყო კარგად და ვერ მოვიდა. ინანა კიდეც რომ წამოეყვანა რა მოხდებოდა? ყოველდღე იტანდა მის რეპლიკებს დღესაც გაუძლებდა როგორმე და თანაც როგორ დაწყვიტა გული . მიხვდა რომ აშკარად უნდოდა წამოსვლა და უფრო მაგიტომ სტკიცა უარი ,ისე ხომ თავადვე შეეხვეწებოდა ბოლოწუთას მაინც ,არა შანს არ გაუშვებდა რომ მის ახალგაზრდა და ლამაზ ცოლს მისი გვერდი დაემშვენებინა. ყველაზე მტკივნეული ის იყო და კიდევ უფრო დარწმუნდა საკუთარი წასვლის სააჭიროებაში როცა გულგილად შეყურებდა უამრავ ლამაზ ქალს და მზერასაც კი ვე აჩერებდა ვერცერთზე .
-ლევან . ქალაქის მერი იცნო ლევანმა მისკენ რომ პირგაღებული მოდიოდა
-ბატონო მერო. ხელი შეაგება მის ხელს და ძლიერად ჩაამოართვა .
-ყოჩაღ ,ყოჩაღ სულ უფრო და უფრო მეტი გინდა გილოცავ ,მართლაც რომ არაჩვეულებრივია.
-მადლობთ. თქვენი ხელისშეწყობა რომ არა არაფერი გამოვიდოდა .
-ჰაჰ,თქვენმა მარჯვენა ხელმა კარგად იმუშავა და შეგვაწყობინა ხელი . გაიცინა მერმა და ლევანის გვერდით მდგარ დემნას გახედა. -თუმცა ნამდვილად კმაყოფილები ვართ .
-ძალიან კარგი.
-შენს ცოლს ვერ ვხედავ. თვალები მოჭუტა მამაკაცმა .-სიამოვნებით მოვიკითხავდი , ძალიან სასიამოვნო გოგოა.”ნეტა სად ჯანდაბაში ნახა და იცის რომ სასიამოვნოა” მაინც გაუღიმა და ჩვეული ტონით თქვა
-ის ცოტა შეუძლოდ იყო და..
-მემგონი რაღაცას გვატყუებ შენ . მის წინ მდგარ მამაკაცს თვალი კიბისკენ გაუშეშდა ზურგით მდგარი ლევანი კარგად ვერ ხედავდა რა მოხდა მაგრამ წინ რასაც ხედავდა ის იყო როგორ აპარებდნენ თვალებს მისი სტუმრები შემოსასვლელისკენ. “ღმერთო ,ოღონდ რამე სისულელე არაა “
-დემნა ლიზა მოვიდა არაა?
-ჰო .წასჩურჩულა დემნამ და არ მკითხო რატომ უყურებენ უნდა შებრუნდე . ძლივს შეტრიალდა იმის მოლოდინში რომ მისითავის მოსაჭრელად ამოცხადებული ლიზა საზიზღრად იქნებოდა გამოწყობილი მაგრამ გაოგნდა ,წამის მეასედში გაუქრა ტვინიდან ყველა აზრი და ყველა გძნობა მხოლოდ ხედავდა და თვალს არ ახამხამებდა ,არაფერი ჩანდა გარშემო გარდა მისი ცოლისა წელში გამართული რომ იდგა თითქოს ხელით გამოძერწილი და კაბაში გამოკვეთილი ოდიალური სხეულით და ნახატივით გადაკალმული სახით . თვალებს აქეთიქით აცეცებდა და არცისე შორს მდგარ ლევანს ეძებდა. გაუბედავად ჩადგა ნაბიჯები სულ ოთხი კიბე ქონდა ჩასავლელი მარტივად ჩავიდა და დადგა,არა მისი ადგილი არ იყო , არ უნდა მოსულიყო ,ამდენიხანია აქ დგას განა ვერ დაინახა,არა არ იმჩნევს ლევანი მას , წავა ხო ორი წამიც და წავა , თავი დახარა კაბა გაისწორა და შესაბრუნებლად მოემზადა.
-და სად მიდის ქალღმერთი ელიზაბედი ? ზურგსუკან გაისმა ლევანის ხმა და თითქოს გაუხარდა კიდეც რომ ვერ მოასწრო გასვლა .
- არ ვიცი ,დაბნეული შემობრუნდა -მემგონი არ უნდა მოვსულიყავი,შუბლზე ნერვიულად გაისვა ხელი და გაუბედავად გაუსწორა თვალი-მაპატიე , არ ვიცი ჯიბრით მოვედი ,რომ არ წამომიყვანე გავბრაზდი და..
-ესეიგი სწორად მოვქცეულვარ ,მომნუსხველად გაუღიმა. - რამდენს დავკარგავდი რომ არ წამოგიყვანე და არც შენ მოსულიყავი. მადამოსულმა შეავლო თვალი კიდევ ერთხელ -ისეთი ლამაზი ხარ არც კი ვიცი სიტყვა ლამაზი სწორი სიტყვაა თუ არა. ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ იყო.
-მადლობა ,მორცხვად გაიღიმა და თავი დახარაა.
-არა დღეს არაა, საჩვენებელი თითი ამოსდო ნიკაპ ქვეშ და თავი ააწევინა რამოდენმე ნაბიჯით მიწია და ოდნაავ შეეხო ტუჩის კუთხეში . რატომღაც მეტი არ მოინდომა,არა საქცეყნოდ არ ანახებს რომ ემოციებს ვერ მალავს . ხალხს ასეც უნდა ეგონოს მაგრამ ლიზამ ხომ იცის რომ ამ შემთხვევაში მართლა ვერ მალავდა ემოციას . -დღეს ისეთი ხარ ,სულ თავაწეულმა რომ უნდა იარო და სხვა ყველა დანარჩენმა ქედი უნდა მოგიხაროს .
-შეენც? ეშმაკურად მოჭუტა თვალები და გაიცინა
-თუ გინდა მე პირველი ვიქნები . თვალი ჩაუკრა და გვერდით ამოუდგა ხელი მოხარა და დაელოდა როდის გამოსდებდა ხელმკლავს.

იმედი მაქვს ,მოგეწონებათ და შეცდომებისთვის რომლებიც როგოეცყოველთვის უამრავია ძალიან დიდი დიდი ბოდიში



№1 სტუმარი Guest Marishka

Iuhuuuuu.... miyvarxar miyvarxar miyvarxaaaaar... rogor gamaxare shen arici. Viwyeeeeb

 


№2 სტუმარი ana

Umagresi tavi iyooo..daxloebit ramdeni tavi darcha?

 


№3 სტუმარი Guest დადუ

აი უმაგრესი ხარ რა. მადლობა რომ დადე. კარგი იყო ძალიან.

 


№4  offline წევრი Chasing liberty

როგორ ველოდებოდიიი, ამ თავში განეიტრალდა დაძაბულობა და ძალიან მომეწონა, მხიარულიც იყო, ყოჩაღ.

 


№5 სტუმარი Nacka

გადასარევია

 


№6 სტუმარი Guest Marishka

Vaimeeee vgijdebi me lizaze da levanzeee; ra sayvarlebi ariaaan. Yvelaze metad ki shenze vgijdebi rusiiii, rogor shegidzlia ase realurad da ase gulshichamwvdomad gadmice sheni satqmeli. 3d qvia shens nawerebs

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმეე რა საყვარლები არიაან <3

 


№8 სტუმარი xatia

Bolo epizoodii saswauli iyo kitxvis dros suntqva shemekra ^_^ ♥♥ saswauliixar shenn :-*

 


№9  offline წევრი ციცინათელა...

ძალიან კარგი იყოოო <3

 


№10 სტუმარი Guest megi

Mixaria rom dade dzaaan magari iyo

 


№11 სტუმარი Tinatin

aaa umagresii iyooo ^^^^^ dzalian dzaalian vbednierdebi axali tavii rom mxvdeba xolme, dgitidge vvocdebi shenii nichit ^^^ dzalian magari gogo xar ^^^^

 


№12  offline წევრი tatiko.1995

Gavbednierdi am sagamoto dzalian kargi iyo

 


№13 სტუმარი Guest თამო

ძალიან კარგი და საინტერესო თავი იყო . ველი შემდეგს :-)

 


№14 სტუმარი ტატუკა

საოცარი თავი იყო მინდა რომ მალე მიხვდნენ რომ ერთად უნდა იყვნენ.მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

 


№15 სტუმარი Guest Maka

Auuuuushoki iyoooo gansakutrebit bolo nawili. Dzalian magari gogo xar shen da male miaxvedre orive ro ertmanetis gareshe ar sheudzliat:d <3

 


№16  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ბოლოსჰი სჰეხმატკბილებულნი ძააან მაგრები იყვნენ .!!!!!!
ვფიქრობ საინტერესოა. განსაკუთრებით ველოდები გიგისტან სტუმრობის სცენის შემდეგ მომხდარ მოვლენებს:დდ!!!

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ გვეკითხები მოგვეწონა თუ არა. შეუძლებელია არ მოგწონდეს

 


№18  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაიმეეეეეეე ეს რა იყო გავსკდები ახლა ემოციებისგან
... სად გააჩერე ეხლა მალე რო არ დადო გავგიჟდები... ყველა თავი ერთმანეთზე უკეთესია მალე დადე რა ძალიან ძალიან მაგარი იყო საუკეთესო..... ჩემი ფავორიტი ისტორიაა ♡♡☆

 


№19  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

უმაგრესიაა ძალიანნ

 


№20  offline წევრი რუსანა

დიდი დიდი მადლობააა :)))

 


№21  offline წევრი თუთა პირველი

ვეღარ გადავწყვიტე ეს წყვილი როდის უფრო მომწონს როცა ერთმანეთს ხოცავენ თუ როცა ასე დაბნეულები და ძალიან საყვარლები არიან ))))) დემნა და ციკო მომხვდნენ თვალში უცნაურა და რამეს აპირებ ? :D :D :D ძაადობის მხარამჭერად იმედია არ ჩამთვილიან თუ ვიტყვი რომ ლევანი საშინლად მომწონს და მახალისებს ისიც ასეთ სერიოზულ ლევანს ლიზა რომ წონასწორობას აკარგვინებს. რუსა სასწაული გოგო ხარ და მიხარია რომ მორიგ არგენტინულ სერიალს არ გვთავაზობ :******

 


№22  offline მოდერი ენემი

ძაააან მაგარიააა! მალე დადე მომდევნო რა

 


№23 სტუმარი Tako

OMG… OMG, wow…dzalian magari istoriaa, dzalian momwons da moutmenlad velodebi shemdeg tavs♥

 


№24 სტუმარი Bibiko

boloshi mipuchechebuli iyo chemi azrit

 


№25 სტუმარი Guest Lia

Arahveulebrivia.hqara dade axsli tavi.
Rogor mabedniereb. ❤❤

 


№26  offline წევრი OnlyGirl

ლევანის სიტყვებს ვიმეორებ ნამდვილად შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ heart_eyes
ჩამითრია ამ ისტორიამ და გადამიყოლა heart_eyes heart_eyes
ვგიჟდებიი ლევანზე როგორც პერსონაჟზე და როგორც კაცზე heart_eyes heart_eyes heart_eyes
და უზომოდ მომწონხარ შენ heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№27 სტუმარი °°°°°°°

moutmelad velodebi rodis gaagrdzeleb im momentidan roca gigis saxlidan wamovlen, au cudia levani ro midis, imedia male dabrundeba

 


№28 სტუმარი Ani

Au male dade raa gtxov male ....zalian momwoons

 


№29  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადეეეეე3

 


№30 სტუმარი Guest ლიკა

დღეს დადებ მომდევნოო თავსს იქნებ გაგვაგებინეე ??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent