შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გთხოვ არ წახვიდე, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ (თავი20)


30-06-2017, 12:00
ავტორი ♥love love♥
ნანახია 1 958

-ძვირფასო დღიურო უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც შოთიკო საზღვარგარეთ საქმეზე წავიდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ირაკლი და თამუნა დაქორწინდნენ და ეხლა 4 თვის ტასო გვყავს, ბედნიერი ვარ როცა მას ვხედავ. ყოველგვარ ტკივილის მიყუჩებს ტასოს ხელში დაჭერა. გარდა ერთისა. 2 წელია ერთი შეკითხვა მიტრიალებს თავში, სად არის შოთიკო? სად წავიდა? ნუთუ დამივიწყა? მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია? არსად არ ჩანს. ამდენი ხნის განმავლობაში ჩემი გულიდან უნდა გამქრალიყო, მაგრამ ვგრძნობ რომ პირიქით ხდება, უფრო ღრმად იდგამს ფესვებს.....
-მელანო ერთი წუთით გამოიხედე რა?
-რა ხდება თამუ?
-გთხოვთ ერთი-ორი საათით ტასო დაიტოვე რა. მერე შოთიკოც მოვა სახლში.
-შენ სად მიდიხარ?
-ლექტორმა დამირეკა საქმე მაქვსო.
-კი მაგრამ კვირა დღეს?
-ხო რავიცი სასწრაფოდ შემხვდიო. არ ვიცი რა უნდა. დაიტოვებ ტასოს?
-შენ რა მეხუმრები? რად უნდა მაგას კითხვა...... ხო მართლა სულ დამავიწყდა მეთქვა რომ მე და თამუნა უნიში ვსწავლობთ. თამუნამ იურიდიული ფაკულტეტი აირჩია. გამომძიებელი უნდა გახდეს. ისე სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა ყოველთვის ეხერხებოდა :) ეს რათქმა უნდა ხუმრობით. მგონია რომ დიდ წარმატებას მიაღწევს ამ სფეროში. მეკი საბანკო-საფინანსოს განხრით წავედი... ჩემ ტასოს კი ეძინება.
-თამუნა მეც მოვედიი..
-ჩუმად ირაკლი ძლივს დავაძინე ბავშვი.
-ბოდიში მელანო. თამუნა სახლშია?
-არა ცოტა ხნით წავიდა და ბავშვი მე დამიტოვა.
-კი ამგრამ კვირა დღეს სად წავიდა?
-რავიცი ლექტორმა დაურეკა შემხვდიო. არვიცი რა საქმე აქვს. მითხრა შევეცდები მალე მოვიდეო.
-კარგი გასაგებია. მგონი რაღაც პატარა სამსახური უშოვეს პოლიციის განყოფილებაში და მაგ საქმეზე წავიდა.
-ოჰო. კი მაგრამ ეგ ჩემთვის არ უნდა ეთქვა?
-არც ჩემთვის თქმას არ აპირებდა სხვათა შორის შემთხვევით რომ არ მომესმინა, მაგრამ ჯერ არ იცის რა იქნება წინასწარ.
-ოხ გადამრევს მე ეგ რა... თამუ მოხვედი?
-კიიი და მომილოცეთ მუშაობას ვიწყებ.
-ანუ გამოვიდა რაასაც ფიქრობდი ხო?
-ხოდა მეორე ორშაბათიდან ვიწყებ მუშაობას, ასე რომ მელ ბავშვის დატოვება შენთნ მომიწევს.
-მერე რა როდის არ დამიტოვებია?
-ხო რავიცი.... ისე მიხარია.

3 წლის შემდეგ:
-გამარჯობა შოთა როგორ ხარ?
-გამარჯობა ბატონო ლევან. კარგად თქვენ როგორ ბრძანდებით?
-მეც არამიშავს. მოგწონს თავისუფლება?
-კი. დიდი ხანია გარე სამყაროს მოწყვეტილი ვარ.
-შეგეძლო მამაშენს დათანხმებულიყავი და საერთოდ არ ჩამჯდარიყავი ციხეში.
-ლევან დიდ პატივს გცემ იცი, მაგრამ ჩემი საქმის მე ვიცი. დამნაშავე ვიყავი და ასე იყო საჭირო.
-კარგი შენი ნებაა... მოდი საქმეზე გადავიდეთ კარგი?
-კარგი....
-მოკლედ მე აქ მამაშენის დავალებით ვარ.
-კი მაგრამ მამაჩემმა საიდან გაიგო რომ აქ ვარ?
-შენი აზრით მაგდენს ვერ გაიგებდა? მოკლედ მამაშენს არ უნდა რომ მთელი ცხოვრება ტყუილად ყოფნაში გაატარო, ასე რომ უნდა თავის ბიზნესში ჩაგრთოს.
-მაინც რა ბიზნესში?
-უნდა რომ უძრავი ქონების სააგენტოს დირექტორი იყო.
-ოჰო ეგ არ ხუმრობს... კი მაგრამ ინგლისური არც ისე კარგად ვიცი.
-რაც იცი გეყოფა. თან აქ ქართველი მყიდველებიც და თანამშრომლებიც არიან, ასე რომ მხოლოდ ინგლისურად საუბარი არ მოგიწევს. რას იტყვი თანახმა ხარ?
-კი მაგრამ მე თბილისში დაბრუნება მინდოდა.
-რითი შოთიკო? ფული არ გაქვს.
-მამაჩემს ვთხოვდი და იმით წავიდოდი მერე კი თბილისში რაიმე სამსახურს ვნახავდი.
-შოთიკო რა გითხარი? მამაშენს არ უნდა რომ ესე იყო. უნდა რომ შენი სამსახური გქონდეს. არც მოგცემს ფულს ესე წასასვლელად.... ისე რომ იცოდე, თუ ამ კომპანიას კარგად წაუძღვები დაახლოებით ერთ წელიწადში თბილისშიც უნდა გახსნა ასეთივე კომპნიის მამაშენს და შეიძლება იმის უფროსიც შენ იყო და თბილისშიც მოგიწევს სიარული.
-ეგ უკვე სხვა საქმეა. მაინც რამდენ ხანში აპირებს გახსნას?
-შოთიკო შენ რა არ მისმენ. დაახლოებით ერთ წელიწადშითქო. რას იტყვი თანახმა ხარ?
-კარგი თანახმა ვარ, მაგრამ მამაჩემთან მინდა შეხვედრა.
-შოთიკო ამ სიტუაციაში მამაშენთან შეხვედრა შეუძლებელია. არ იმყოფება ქალაქში.
-როდის ჩამოვა?
-არვიცი. ხომ იცი სათმოშოდ არ დადის ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში. საქმე აქვს. დაახლოებით ერთ კვირაში ჩამოვა ალბათ. თუ რაიმე საქმე გაქვს შეგიძლია მე მითხრა და გადავცემ.
-არაფერი უბრალოდ სამსახურთან დაკავშირებით რაღაცის გარკვევა მინდოდა.
-ხო მართლა წამოდი შენ სკაბინეტს განახებს. და თუ რაიმე შეკითხვები გექნება შეგიძლია დამისვა და გიპასუხებ.... აი ესეც შენი კაბინეტი.
-ეს კაბინეტია თუ სახლი?
-დიდი ოთახია არა? აქ ზოგჯერ პატარა კონფერენციის ფამართვა მოგიწევს თანამშრომლებთან ასე რომ
-ასე რომ უკვე მივხვდი რატომაცაა დიდი. მადლობა ბატონო ლევან ყველაფრისთვის.
-კარგი რა შოთიკო. ხომ იცი საკუთარი შვილივით მიყვარხარ
-ხო მართლა ლაშა საით არის?
-გაგახსენდა ძმაკაცი? ამ კომპანიაში მუშაობს მაგრამ ეხლა მივლინებაში იმყოფება, რამოდენიმე დღეში ჩამოვა.
-ძალიან კარგი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და თუ შეიძლება მარტო დამტოვეთ რა.
-წარმატებები შოთიკო.
-ღმერთო ჩემო. ეს ყველაფერი საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარია გავიგო მელანო როგორ არის.....
-გისმენთ
-სალაპარაკოდ გცალია იკა?
-შო? შენ? მოიცა ერთი წამით.... გოგოებო მე ცოტა ხანი გავალ და მალე მოვალ... როგორ ხარ შოთა?



ესეც ახალი თავი. დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. შევეცდები მალ-მალე დავდო. იმედი მაქვს მოგეწონათ ახალი თავი. ველი კომენტარებს <3



№1 სტუმარი vika

zaan magariia gtxov malee dadooo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent