შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი კაფედან (დასასრული)


1-07-2017, 00:26
ავტორი tasiko
ნანახია 1 964

მაქსიმე

აკვიატებად მექცა.გოგო რომელიც საოცრად სვამდა ყავას. ყურადღება ამით მიიქცია .ერთგვარი რიტუალი ქონდა.რამდენიმე თვე ვაკვირდებოდი. ამოჩემებული ადგილი ,ყურსასმენებით ან წიგნით ხელში შემოვიდოდა ყავას მოითხოვდა.ყავას ისე არ დალევდა ჯერ მის სასიამოვნო სურნელს თუ არ შეიგრძნობდა. თვალებ დახუჭული ბედნიერი, ნეტარი სახით როდესაც კმაყოფილი თვალს გაახელდა, ყავას შეეგცეოდა.მუსიკას თუ უსმენდა ეთიშებოდა სამყაროს, თითებს ააყოლებდა მელოდის,თითქოს ნიავს ეთამაშებაო.წიგნსაც კი საინტერესოდ კითხულიბდა.მის სახეზე ემოციები ერთმანეთს ცვლიდა.ღიმილი,სევდა,სიხარული ყველა ამოკითხული გრძნობა სახეზე ეწერა.ემოციების გამოხატვას ერიდებიან ადამიანებ.ეს კი განსხავავებული იყო მეც კი ვგრძნობდი, სრულიად უცხო ადამიანი რომელიც შორიდან ვაკვირდებოდი.ახლოს ვერ მივიდოდი ვერ შევერეოდი მის სამყაროს.კაფეშიც კი ცალკე სამყარო შეექმნა სადაც მარტოობა სურდა.მიზიდავდა გეფიცებით ისე ძლიერ მიზიდავდა.მაგრამ მეგონა ჩემი მისვლით დავუნგრევდი შევუბღალავდი იმ საოცარ სამყაროს.
თუ არ მოვიდოდა ან დააგვიანებდა სიცარიელე იყო მის გარეშე.
მისი ადგილს ვიკავებდი და ვცდილობდი წარმომედგინა გოგონა რომელსაც უყვარდა ყავა.ვერც მივხვდი როდის დავიწყე მისი სახის მოხაზვა ჩემს ბლოკნოტში.ყველგან მისი სახე იყო ყველა ფურცელზე.მომღიმარი,სევდიანი,ბედნიერი,გაბრაზებული ჩემს თავზე გამეცინა მე ხომ ყოველთვის ლამაზი ფიტულები მყავდა გვერდით.ემოციების ნასახი რომ არ ქონდათ მხოლოდ ერთი ღამე და მთავრდებოდა.
-სულ ამ კაფეში რატომ დადიხარ კითხვა გაუჩნდა ანდროს.
-კარგი ყავაქვთ.ვიმართლე თავი
-ხოო?რავიცი რავიცი.იცი კაფე იყიდება ხომ არ იყიდდი ?მაშინცე მივიღე ყიდვის გადაწყვეტილება.
-რატომაც არა ვიყიდი.
-გეხუმრე რადღეში ხარ.ეს აზრი ისე ამეკვიატა მენჯერთან შევედი და რამდენიმე დღეში კაფე უკვე მე მეკუთვნოდა.მეგონა ამით უფრო დავუახლოვხებოდი უცნობ გოგოს.
სანდროსთან რომ დავინახე გამიკვირდა როგორც ჩანს იმასაც.შევატყე ანას როგორ უყურებდა.ეგოისტურად, მესიამოვნა მის სახზე გამკრთალ ეჭვიანობა.საკუთარი თავი გამოვიჭირე თუ როგორ ძლიერად მომწონდა ეს გოგო სახელად ნინია.ეტყობოდა ხალხმრავლობა არ უყვარდა ყოველთვის ვანმარტიებას ცდილობდა.თითქოს თან დაატარებდა ფარად თავის სამყაროს.შეიკეტებოდა და არავის უშვებდა.რამდენადაც მიზიდავდ იმდენად უხეში ვიყავი მასთან თავს ვერ ვაკონტროლებდი თითქოს მაშინებდა მასთან ურთიერთობა გავურბოდი და ამას უხეშობით გამოვხატავდი.ვატყობდი როგორ აბნევდა ჩემი ეს ცვალებადობა.ბოლოს კი ისეთი რამ ჩავიდინე ჩემთვისაც კი ზედმეტი იყო.ღამე ქუჩაში დავტოვე და წამოვედი .ნუ მართალია შორს არ წავსულვარ მაგრამ ეს არ მამრთლებდა ვიცოდი უკან მიტრიალებულს მანქანაში აღარ ჩამიჯდებოდა ამიტომ ტაქსი გამოვიძახე და სანამ სახლში არ დავიგულე მანამდე არ წავსულვარ.სინდისი მქეჯნიდა ასე რომ მოვექეცი.ანაც მიმატებდა
-მაქსიმე რა მოგივიდა?ასეთი რა დააშავა იმ გოგომ ასე რომ მოექეცი.
-ანა ნუ მიმატებ გეყოფა.
-მოგწონს?გაეღიმა ყოველთვის ხვდება იმას ჯერ მეც გააზრებული რომ არ მაქვს.
-არვიცი.
მე მომწომს ნინია.კმაყოფილი იყო .მოსვენება დავკარგე არ ვიციდი როგორ გამომესყიდა ჩემი უხეშობა.ცეკვა შევთავაზე ჯერ იყოყმანა მერე დამთანხმდა.ისეთი საოცარი იყო.ასთი არაფერი განმიცდია.სულ ასე ჩავიკრავდი გულში ჩემი ნება რომ ყოფილიყო.ვიცოდი ვეღარ შეველეოდი.როდის შემიყვარდა?ალბათ პირველივე წამიდან ან სულაც მაშინ წვიმაში. სველი, საოცარი მწვანე თვალებით რომ შემომცქეროდა.მერე ჩემს მიერ გამხელილი გრძნობები და განცდები ესეც ნონას ტყულმა მიბიძგა.მაგიჟებდა ის ფაქტი რომ შესაძლებელი იყო სხვა ვინმე შეხებოდა ან ყვარებოდა.ეგოისტურად ვიქცეოდი მაგრამ ნინიას არ დავთმობდი. მის მიერ გამოხატული ეჭვიანობა ნატალიას მიმართ.მეწყინა ჩემი რომ არ დაიჯერა.ცოტა ვაწვალე კიდეც.მაგრამ ვინ უფრო გაწვალდა საკითხავია.ახალწელს ჩავაკითხე.ბედნიერი ისე ჩამეხუტა ჩემი თავი შემძულდა ასე რომ ვანერვიულე.მიყვარდა ვგრძნობდი როგორ მევსებოდა ვენები ბედნიერებით და როგორ მასწავლა ემოციების გამოხატვა.შიში ისევ მქონდა შიში იმის რომ ვერ გავუფრთხილდებოდი და ასეც მოხდა.ბექას გამოჩენამ ყველაფერი არია.მე და ბექას არ გვქონდა კარგი ურთიერთობა.ბექა ლოლას ძმაა.მე მადანაშაულებდა ლოლას გაუბედურებაში.ბევრჯერ მომივარდა.მაიძულებდა ცოლად მომეყვანა ლოლა.
-ვალდებული ხარ ცოლად მოიყვანო შენს შვილი უმამოდ გინდა გაიზარდოს?შვილი შვილი მიტრიალებდა ეს ერთი სიტყვა.ბედნიერი ვიყავი რათქმაუნდა მაგრამ ნინიას ვკარგავდი.არ შემეძლო მისთვის მეთქვა ვერ ავიტანდი მის თვალებში იმედგაცრუებას
ისე წავედი მისი ცხოვრებიდან არ დაველაპარაკე არ ავუხსენი არაფერი და ამით უფრო დავაშავე.არ იმასხურებდა ჩემს ასეთ საქციელს.ბექამ კი ყველაფერი უთხრა თავის სასრგებლოდ.
ლოლა სხვა ფენომენია წყნარი საყვარელი გოგო რომელიც გავიცანი სადღაც გაქრა და ჭირვეულ პრეტენზიულ ლოლად იქცა.არც სექსი დამიძალებია ყველაფერი მისი ინიციატივით მოხდა.ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა სუნთქვა არ შემეზლო ნინიას გარეშ.ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ მე მაქსიმე ვინმე ასე ამრევდა და თავდაყირა დამაყენებდა.მის გარეშე გატარებული ერთი დღეც კი ჯოჯოხეთი იყო.შორიდან ვუთვალთვალებდი ახლოს ვერ მივიდოდი ისეთი გამხდარი იყო ძლივს დადიოდა. მე მას ის სამყარო დავუნგრიე რაც ასე საოცარს ხდიდა.დადებითი ემოციები წავართვი და მხლოდ ცუდი ემოცია დავუტოვე.
-ასე ვეღარ გრძელდება მაქსიმე.მისმინეა დაელაპარაკე რა პატარა ბავშვივით იქცევი შეჩემისა.რას დაემგვანე?ან ის რას დაამგვანე აზრზე მოდი ცოტა
-ანდრო შემეშვი შენი ნერვები არ მაქვს.თან დრეს ექიმთან მივყვები ლოლას, აიჩემა.
-გაყევი ხო იქნებ ის მაინც გაიგო შენია თუ არა
-რა თქვი?გაიმეორე რათქვი?ანდრო ჩვენ ძმობას ვფიცავარ ყველაფერს დავიკიდებ ძმობას მეგობრობას მეორედ ეგ რომ გაიმეორო გაიგე?ის ჩემი შვილია და მე მას მამობას გავუწევ.ჩვენ გამო ბავშვი პასუხს არ აგებს.და ეს თემა დაიხუროს.შევთანხმდით?
-კარგი მაქსიმე მასე იყოს.


ნინია
ორი თვე გადიოდა მაქსიმეს გარეშე და უკვე ვამართლებდი,მის საქციელს.შვილი ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია მასზე მნიშვნელოვანი ვერვინ და ვერაფერი იქნებოდა.მენატრებოდა სიგიჯემდე ისე მაკლდა თითქოს სხეულის ნაწილი წამართვეს.ჩავიკეტე საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი.ლექციებზე დავდიოდი ყველაფერს რობოტივით ვაკეთებდი.
უნივერსიტეტიდან დაღლილი გამოვედი გადავწყვიტე კაფეში ყავა დამელია.ნაცნობი მანქანა შევნიშნე და ნაცნობი სხეული ვიღაცას ელოდა.მოგონებები ამეშალა გამახსენდა როგორი სიხარულით გამოვიდოდი უნივერსიტეტიდან ვიცოდი მაქსიმე იქ დამხვდებოდა.გამეღიმა.
-ნინია წამომყევი.საოცრად დაღლილი სახე ქონდა.
ვიცოდი რომ არ უნდა გავყოლოდი.ეს არასწორი იყო და ამით თავს უარესად დავტანჯავდი მაგრამ ცდუნებას ვერ ვძლიე.მაქსიმესთან გატარებულ თუნდაც 5 წუთის ცდუნება ვერ დავძლიე.უხმოდ ჩავჯექი მანქანაში.ჩვენი ურთიერთობა იმით გამოირჩეოდა რომ არასდროს ვსაუბრობდით ბევრს.ემოციები შეგვეძლო უხმოდაც სიჩუმით გადმოგვეცა. ვხვდებოდით უთქმელად სათქმელს.აგარაკზე მივედით.
-დალევ რამეს?შავი ღვინო მაქვს.
ეხლა დალევა საუკეთესო გამოსავალი იყო.აივანზე გადი მე პლედს და ღვინოს მოვიტან.
არ ჩქარობდა საუბრის წამოწყებას მაგრამ ღვინომ თავისი ქნა
-ვიცი გვიანია მაგრამ დალაპარაკება მინდა.სუნთქვა მიჭირს ნინია ვეღარ ვაგრძელებ არსებობას.ბიჭი რომელიც ამბობდა გოგოს ისე არ შევიყვარებ რომ მის გარეშე გამიჭირდესო.ეხლა იდგა ნინიას წინაშე და მისი დაკარგვით გამოწვეულ განცდებზე საუბრობდა.
-მენატრები შენი ღიმილი, შენი სურნელი მენატრება.აღარსად გაგიშვებ.
-მაქსიმე ეგ ხომ იცი შეუძლებელია.არსებობის გაგრძელების მიზეზი ეხლა უფრო მეტი გაქვს.შვილი გეყოლება მაქსიმე იცი რამხელა სასწაულს ელოდები?!რა უფლება გაქვს მასე ისაუბრო.ყველაფერი ფერს დაკარგავს იმის შემდეგ როდესაც ხელში აიყვან შენს ნაწილს.მხოლოდ ის იარსებებს მაქს ხვდები რამხელა ბედნიერებას ელოდები?
-ასეთი კარგი რატომ ხარ ნინია?ხომ ვიცი როგორ გტკივა.ვიცი როგორ განიცდი.მაპატიებ ოდესმე?
-გაპატიე მაქსიმე გავუღიმე.რა მოსატანია ჩემი ტკივილი ასეთ დროს როდესაც მის სახეზე ვხედავ უდიდეს ტკივილს.მე ის მიყვარდა სიგიჟემდე მიყვარდა.
-გოგო მინდა თავ ჩახრილმა მითხრა.
გამეღიმა ბევრჯერ გვიკამათია პირველ შვილზე .მას გოგო უნდოდა მე ვეჩხუბებოდი რა მნიშვნობააქვსთქო.
-შენგან მინდა ნინია.
-მაქსიმე გეყოლება ოღონდ ლოლასგან ბედნიერი უნდა იყო.ცრემლს ვერ ვიკავებდი.მიუხედავად ყველაფრისა მე ბედნიერი ვიყავი.ბედნიერი იმით რომ იმ წამს კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი სითბო და მისი ბაგე ჩემს ბაგეზე.
-ლოლა ბავშვს ჩემგან არ ელოდება.
-რა ?რას ამბობ მაქსიმე.
-ხო ბამბინო.მომატყუა.როდესაც წარმოვიდგენდი პატარა საოცარ დაუცველ არსებას.ჩემს სისხლს და ხორცს შენთან დაშორების ტკივილსაც კი მიყუჩებდა ნინია.მამად ყოფნის შანსი მომისპო.შენზეც კი უარი მათქმევინა.შენც და ჩემი შვილიც დაგკარგეთ.ოდესმე თუ შეძლებ პატიებას მე დაგელოდები.ეხლა კი თუ ნებას მომცემ
შეიძლება ჩაგეხუტო?ისევ როგორც იცოდა, მომხვია ძლიერად თავისი დიდი ხელები და ჩამიკრა. გულში.სულ ასე ვიქნებოდი მთელი ცხოვრება.
უპრინციპო?შეიძლება ვარ კიდეც მაგრამ სიყვარულთან რა მოსატანია პრინციპები.როდესაც ხვდები რომ მის გარეშე ვერ იცოცხლებ.რათქმაუნდა ვაპატიებდი.

მაპატიეთ დაგვიანებისთვის.ვთვლი რომ ამით დავასრულო.მინდა ჩემს პერსაჟებს შევეხო.ნინია განსაკუთრებულად ემოციურია.მინდოდა მისი ემოციები კარგად და სწორად გადმომეცა.რამდენად გამომივიდა თქვენ მითხარით:)მაქსიმე კი განებივრებული ბიჭი რომელმაც ნინიასთან ისწავლა ემოციების გამოხატვა.ეს ორი პერსონაჟი არსებობს.მართალია შეხება არ აქვთ ერთმანეთან მაგრამ არსებობენ.:))მინდა თქვენი მოსაზრება მითხრათ პერსონაჯების მიმართ.არ ვიცი კიდევ გამოვაქვეყნებ თუ არა რამეს.ბევრი ვინერვიულე :)მადლობა ყველას ვინც კითხულობდით :* :* ძალიან ძალიან კარგები ხართ ასე რომ მამხნევებდით <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent