შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენამდე (4თავი)


1-07-2017, 03:02
ავტორი annabelle
ნანახია 1 736

-რა მოხდა?-მეკითხება თორნიკე და ბარმენს ცარიელ ვისკის ჭიქას აწვდის თავიდან ჩამოსასხმელად.მეც დაუფიქრებლად ვუკვეთავ,ამჯერად ორმაგ ტეკილას.მეგობარს არ ვპასუხობ.უბრალოდ ჩემს მოსწავლეს შევყურებ.ვაკვირდები მის ტანს,ხელს რომელიც მის პარტნიორს წელზე შემოუხვევია.არაფერს ვგრძნობ,უბრალოდ მინდება მოშორდეს და აღარასდროს შეეხოს.
ჯანდაბა! ის ხომ ასეთი პატარა და ,,სუფთაა“. არ უნდა მისცეს უფლება ვიღაც ნაბიჭვარს მისი სხეული გამოიყენოს და მერე ნაგავივით მიაგდოს,რომელიღაც ქუჩის კუთხეში.
,,რა სისულელეებს ბოდავ“-ქვეცნობიერი აღშფოთებული და შეურაცხყოფილია ასეთი ფიქრების გამო.მიშკა სიმღერას იწყებს და ჩემი ყურადღებაც მალე იფანტება.
-დაივიწყე.დავლიოთ-ვთავაზობ,ხელის ზურგზე მარილს ვიყრი,ნელა ვლოკავ და როგორც კი ტეკილას ვსვამ ლიმონს ვკბეჩ.წამის მეოთხედში მუცელში ცეცხლი მეკიდება.პირს ვაღებ,ველოდები როდის ამოვუშვებ კვამლს ან რაღაც ამდაგვარს.როგორც ჩანს სასმელი სწრაფად რეაგირებს.
-აბა? ის გოგო ვინ იყო, რესტორნიდან? მოიცა რა ერქვა, მაკა? თუ...-წარბებს ზემოთ წევს თორნიკე,თვალები ისე უბრწყინდება თითქოს რაღაცაში გამომიჭირა.
-მიკა.ჩემი თანამშრომელია სკოლაში-უემოციოდ ვიჩეჩავ მხრებს და გულბიანისკენ ვიხედები- მეგონა ხალხს გააქცევდა,არადა მაგრად მღერის-ღიმილით ვაღიარებ.წამით ბავშვობა მახსენდება,მას ყოველთვის სძულდა მუსიკა,მშობლები ძალით ატარებდნენ ფორტეპიანოზე,ამის გამო მცირე მელოდიის მოსმენაც კი აღიზიანებდა.
-თემას ნუ ცვლი ყანჩა!-საყვარლად ხითხითებს ჩემი ზედმეტ სახელის ხსენებისას.არც კი მახსოვდა,სახელით არავინ მომმართავდა ადრე. ყველასთვის ,,ყანჩა“ ვიყავი,მხოლოდ იმიტომ რომ ჭამის დროს დიდ ლუკმას ვიტენიდი პირში. ახლა მრცხვენია,მაგრამ მაშინ მომწონდა.უბრალოდ უნდა ჩაიტენო იმდენი რამდენიც შესაძლებელია. ღმერთო ჩემო...
-კარგი,საყვარელია.უფრო სწორად სექსუალური.მორცხვი და თითქოს უკარებაა,საშინლად მიზიდავს-თვალებს ვატრიალებ.არ მომწონს ამაზე ლაპარაკი-და მაგას ნუ მეძახი-ღიმილის შეკავებას ვცდილობ მაგრამ არ გამომდის.
-ხო შევამჩნიე-ხითხითებს და მუშტს მხარზე მარტყამს ხუმრობით.-მართლა ლამაზია-მამცნობს ხმამაღლა,რადგან მიშკა სიმღერას ამთავრებს და მუსიკა უფრო ხმაურიანი ხდება.
-უფრო ახლოს უნდა გაგვაცნო!-ლაპარაკში ებმება გულბიანიც,როცა ჩვენთან ბრუნდება და დამივე ძველებურად გალეწვამდე ვიწყებთ დალევას.
888
ტუალეტში სარკის წინ ვდგავარ და ჩემს ანარეკლს უემოციოდ ვაკვირდები.თვალზე სილურჯე ჯერ არ გადამსვლია.შუბლზე რამდენიმე შრამს ვხედავ და უკმაყოფილოდ ვვოხრავ.ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ,რომ მასწავლებელი ვარ და უფრო მშვიდი უნდა ვიყო.არამგონია კიდევ დიდხანს შევიგნო,რასაც გარეთ ბართან მსხდომი ბიჭები ადასტურებენ,რომლებიც მელოდებიან,როდის დავბრუნდები სმა რომ განვაგრძოთ.
-იდიოტი ხარ!-ვამბობ ჩემთვის,ნიჟარას ვშორდები და ელექტრო საშრობთან ვიცდი მანამ სანამ ხელი გამიშრება,როცა რაღაც ხმა მაიძულებს სწრაფად მოვშორდე ხელსაწყოს. კაბინიდან ქვითინი მესმის.ქალისას ჰგავს. თავს ვაიძულებ უბრალოდ შევეშვა,ჩემი საქმე არ არის,ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება,ჩემიც თავზე საყრელად მაქვს.თვალებს უკმაყოფილოდ ვატრიალებ,როცა შინაგან მეს არ ვუჯერებ და კაბინის კარზე,რომლიდანაც ხმა ისმის ნელა ვაკაკუნებ.
-დახმარება გჭირდება?-ვჩურჩულებ.ცოთახნით ჩუმდება,მეც მექანიკურად სუნთქვას ვიკავებ.წამის შემდეგ საკეტი იღება,მეც ფრთხოლად ვაღებ ბინძურ,ბილწი ნახატებით აჭრელებულ კარს და ადგილზე ვშეშდები უნიტაზზე ჩამომჯდარი გოგონას დანახვაზე.
-ანასტასია! კარგად ხარ?-მის სიმაღლეზე ვიხრები,რომ სახეზე დავაკვირდე.ვცდილობ აღელვება დავმალო,თმას ყურს უკან ვუმაგრებ და თავს ზემოთ ვაწევინებ.ცრემლები სახეს უსველებენ,ლოყები კი ვარდისფრად აქვს შეფაკლული.ვერ ვიტყვი,რომ სასიამოვნოა მისი ასეთ მდგომარეობაში ყურება,მაგრამ იმასაც არ უარვყოფ,რომ ასეთიც კი მშვენიერია.-ტასო!-უხეშად წარმოვთქვამ მის სახელს.ვბრაზდები,როცა არ მპასუხობს.ხელებს მხრებზე ვხვევ და წამოდგომას ვაიძულებ.ცდილობს ტირილი შეიკავოს,ვამჩნევ,როგორ წითლდება,რის გამოც ჩემს მუცელში რაღაც სასიამოვნო გრძნობა იწყებს წარმოქმნას.
-ფეხზე დგომას შეძლებ?-ვეკითხები,ამჯერად უფრო მშვიდად.მხოლოდ თავს იქნევს უარის ნიშნად-კარგი.დამშვიდდი -ჩემდა გასაკვირად მზრუნველი ტონი მაქვს.ჰაერში ვწევ,ნიჟარებს შორის მარმარილოს ზედაპირზე ვსვამ და წყალს ვუშვებ.ხელებს ვისველებ და თითებით გაუბედავად ვეხები სახეზე გამოსაფხიზლებლად.ჯერ ლოყებზე,შემდეგი შუბლია,თვალები,ტუჩები... ჯანდაბა! არ მინდა დაუკმაყოფილებელ პედოფილ მასწავლებელს ვგავდე,რომელიც თავის ახალგაზრდა მოსწავლეებზე ცახცახებს! უბრალოდ მისი ტუჩემი საოცრად მიმზიდველია.
,,მხოლოდ 22 წლის ხარ იდიოტო“-ფრუტუნებს ჩემი ქვეცნობიერი,მაგრამ ეს სულაც არ მეხმარება დამშვიდებაში.
-უკეთ ხარ?-ჩემი ხმა უცნაურად ისმის.მხოლოდ ახლა ვამჩნევ,რომ თვალს არ მაშორებს,ჯერ კიდევ ტირის მაგრამ მაინც ინტერესით აკვირდება ჩემს თითოეულ მოძრაობას.
-კი.მადლობა-ძვლივს მპასუხობს და თავიდან აწვება ემოციები.ვგრძნობ,როგორ მიჩქარდება პულსი.ვცდილობ დავაიგნორო ბავშვობის მოგონებები,დედაჩემი,რომელიც ცდის მიუხედავად მაინც ვერ მალავდა მის ნამტირალევ თვალებს ჩემგან, მამაჩემი და ჩვენი ერთად ცხოვრების 5 წელი.გოგონას ლოყაზე ვადებ ხელს და ნაზად ვეფერები.
-არ იტირო -მუდარასავით ჟღერს მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ლოყაზე ჩამოცურებული ყოველი ცრემლის თითით შეშრობას ვცდილობ.
-მადლობა-თავს ვერ აკონტროლებს,ხელებს სახეზე იფარებს და შუბლს მკერდზე მადებს.ვცდილობ გულისცემა გავაკონტროლო.ისეთი უმწეოა და ისეთი დაუცველი...უცებ ვხვდები,იმის მოკვლა მინდება ვინც ამ დღეში ჩააგდო.
-ჩემი ვალდებულებაა.შენი მასწავლებელი ვარ,დაგავიწყდა?-ჩემი ნათქვამი მეთვითონ არ მსიამოვნებს.თვალებს ვატრიალებ და გაუბედავად ვადებ ხელს ზურგზე.მოულოდნელობისგან პირს ვაღებ,როცა გოგონა მშორდება,მაგიდიდან ჩამოდის და რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს.გაკვირვებული ვაკვირდები,წარმოდგენა არ მაქვს რა დაემართა.
-უნდა წავიდე...-ხმა ებზარება.ახლაღა ვამჩნევ,რომ აღარ ტირის.სახეზე იმადგაცრუება ეტყობა მაგრამ ვერ ვხდები რის გამო.-მადლობა.ისევ.-წამით ტუჩს იკვნეტს,იატაკს აშტერდება.მხოლოდ მაშინ მოვდივარ აზრზე,როცა კარს უკან უჩინარდება და ასე უპასუხოდ,გაოგნებულს მტოვებს კაცების საპირფარეშოში..
===================================================================
დაწერეთ თქვენი აზრიი kissing_heart



№1 სტუმარი Guest bubu

me dzalian momwons es nawarmoebi mara axali tavis dadebas dzalian agvianeb xolme, ra daemarta anastasias ?

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ჰეი კარგი იყო
ხო იცი რომ მომწონს და წავიკიტხავ აუცილებლად. მენატრები ხოლმე და ნუ მანატრებ ტავს:დდდ

 


№3  offline წევრი annabelle

Guest bubu
me dzalian momwons es nawarmoebi mara axali tavis dadebas dzalian agvianeb xolme, ra daemarta anastasias ?

შემდეგ თავში ვნახაავთ <3 <3

nawkas12345
ჰეი კარგი იყო
ხო იცი რომ მომწონს და წავიკიტხავ აუცილებლად. მენატრები ხოლმე და ნუ მანატრებ ტავს:დდდ

ვცდილოოოობ :დდ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent