აქ სიტყვები ზედმეტია (მეხუთე თავი)
- კარგი რა მია, უბრალოდ არ იცოდა რო ჩვენი მეგობარი ხარ, პირდაპირ აქ რო მოსულიყავი მსგავსი არაფერი მოხდებოდა. ჯიუტად ცდილობდა ალექსანდრეს დაცვას გიო და თან კუდში დამყვებოდა. - არ მაინტერესებს, რომც სცოდნოდა მე თუ არა სხვას მაინც გააძრობდა ბიკინს, ასე რომ, რაც არუნდა იყოს, მაინც თავხედია. გიოს გაეცინა. - ვინაა ვაბშე, საიდან მოეთრა. - ჩვენი ძმაკაცია. - და აქამდე რატო არაფერი მსენია ? - ამერიკაში ცხოვრობს. ეგ და დემე ბავშვობიდან ერთად მოდიან, მე და მათემ ცოტა მოგვიანებით გავიცანით, შენ და ნუცა რო ჩვენს სამეგობროს შემოუერთდით ეგ უკვე წასული იყო, ახლახან ჩამოვიდა და აქ ჩვენთან ერთად იქნება. თვალებგაფართოებულმა გავხედე, იმის გაფიქრებამ, რომ მთელი 2 კვირა მასთან ერთად მომიწევდა დროის გატარება ძარღვებში სისხლი გამიყინა. - მითხარი რო აქედან არ წახვალ. - მეტი საქმე არ მაქვს მაგ იდიოტის გამო ზღვაზე უარი ვთქვა. ოთახში დემეტრე შემოვიდა. - საინტერესოდ დაიწყო თქვენი ურთიერთობა, ყავის ჭიქა აიღო და ეშმაკურად გამომხედა. - ვიცი რაზეც ფიქრობ დემეტრე და ჯობს ხმა არ ამოიღო თუ არ გინდა რო ეგ ყავა თავზე გადაგასხა, გაცეცხლებულმა მივახალე. - ხმა არც ამომიღია. ჩაიხითხითა და სკამზე მოკალათდა. - დემეტრეს ფიქრს მეც ვიზიარებ, შემოგვეჭრა მათე. - ხალხო ხმა არ ამომიღია, სიცილს აგრძელებდა დემე. - საჭირო არცაა, ისედაც ყველამ კარგად ვიცით შენი ქვეშ-ქვეშა ხასიათი. მადლობა ღმერთს ალექსი აქაა, „პადძეშკას“ მომცემს და დაგანახებთ თქვენ ორს რას ნიშნავს იყო ცეცხლისმფრქვეველი. კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ჰერკულესის პოზა მიიღო გიომ. - მგონი ვიღაცამ მახსენა. ოთახში ალექსანდრე შემოვიდა. - ხომ არ იცით ნუცა სადაა ? - დილით სარბენად გავიდა. ა ხო და კიდე დაიბარა მია რო გაიღვიძებს სტადიონზე ჩამოვიდესო. გაწელვებში დახმარება ჭირდება (მათე) - იმედია ბოდე და პუანტები წამოღებული გაქვს. (დემეტრე) - სანამ ჩახვალ ჩვენც გვითხარი, მაგ სანახაობას ვერ გამოვტოვებთ (გიო) - იმდენად პრიმიტიულები ხართ ეს ბიჭები რო მეტზე ვერაფერზე ფიქრობთ. თან ალექსანდრეს გავხედე. - ტყუილად მიყურებ, მაშინაც კი, როცა 95%ით შიშველი დაგტოვე და არ შემომიხედავს, შენი აზრით პუანტები შეცვლის რამეს ? ვერ გავიგე ამ სიტყვებვის გამო მადლობელი უნდა ვყოფილიყავი თუ თავი შეურაცყოფილად მეგრძნო. - ასექსუალი ხარ ? ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ჩემი იდეალური სხეულის ნახვა ვინმეს არ მოუნდებოდა. 8 წლიანმა საბალეტო გამოცდილებამ, ჩემს ტანს იდეალური ფორმა, წონა, პროპორციები, ასევე ელეგანტურობა, მიმზიდველობა და სექსუალურობა შესძინა. - მაოცებს შენი უტვინობა, თუ ბიჭს არ მოსწონხარ ესეიგი ასექსუალია და თუ შენი შეთვალიერება უნდა მაშინ ბიჭები მხოლოდ სხვა რაღაცეებზე ფიქრობენ. ჩამოყალიბდი ბოლობოლო. - მე არ ვარ ალოგიკური, ეგ შენ ხარ იმდენად უვიცი, რომ ჩემი ნათქვამი შენთვის ზედმეტად გაუგებარია. მათემ და დემემ ერთმანეთს ეშმაკური ღიმილით გადახედეს. - არაფერია აქ გაუგებარი, როცა არგუმენტი არ გაქვს ჯობს გაჩუმდე, რომ შენი უვიცობა ბოლომდე არ გადმოალაგო რაღაც-რაღაცეებივით. თან წარბები აათამაშა. - დარწმუნებული ვარ უკმაყოფილო არ დარჩებოდი. - უკმაყოფილო რომ არ ვყოფილიყავი მაშინ დავრჩებოდი. მისი დისკუსიის ნიჭის გამო თვითკმაყოფლი ღიმილი გადაეფინბა და კისერი წამოსწია. - თავხედი ხარ ! - ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ვერაფერს მოიფიქრებდი და საპასუხოდ ლანძღვაზე გადმოხვიიდოდი., ვერც კი გავერთე. ადგა და ოთახიდან გავიდა, ისე, როგორც გამარჯვებული მხედართმთავარი გადისხოლმე ბრძოლის ველიდან. გაღიმებულმა შევხედე ბიჭებს. - მოვკლავ ! - კაი დამშვიდდი, სიცილით წამოდგა დემეტრე. მაგას კამათში ვერავინ უგებს, ნუ ჩემ გარდა, ისიც იმიტო რო მისი მწყობრიდან გამოყვანის საოცარი ნიჭი მაქვს. გიომ აპლოდისმენტებით გამაცილა ოთახიდან. - ბრავო მია, მაინც ბრავო, მოუთმენლად ველოდებით შემდეგ რაუნდს. - შემდეგ რაუნდს შენით დავიწყებ გიო, შევუბღვირე. - დაანებე მაგას თავი და გამოიცვალე, ნუცა ვავარჯიშოთ მერე ზღვაზე გავიდეთ. წამოდგა მათე. გზაში გიო წამოგვეწია, მხრებზე მასაჟით მიმიყვანა ოთახამდე. ხელი უხეშად გავაშვებინე. და ოთახის კარი გამოვაღე. დემემ ღიმილით გადახედა მათეს - შენც იცი ხო როგორც დამთავრდება. - რთული მისახვედრი არაა. ბიჭებს მივუბრუნდი. - მე გეტყვით როგორც დამთავრდება ან ერთი დარჩება ცოცხალი ან მეორე, ვსო, თემა დახურულია ! გაბრაზებულმა მივახალე და ჩემ წინ მდგარ ბიჭებს კარი უხეშად მივუჯახუნე. ვარჯიშის დროს გიო და მათე შემოგვიერთდნენ, (მათე იძულებით, მაგრამ გიოს ხელში სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ჰქონდა). დემე ალექსანდრეს გაყვა პლაჟზე, დემეტრე როგორც წესი წყლიდან არ ამოდიოდა, გამონაკლისი არც ეს დღე იყო, პლაჟზე რომ გავედით, ალექსანდრე ზღვიდან ამოდიოდა, ნელა აპობდა ტალღებს, თან მედიდურად ათვალიერებდა არემარეს, უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებოდა, ნუ როგორც იქ მყოფი სხვა ბიჭები, ოღონდ ბევრად მიმზიდველი და სექსუალური. პირსახოცი დავაფინე, ჩანთა დავაგდე და ზღვაში თავქუდმოგლეჯილი შევვარდი, ალექსანდრეს კი სინათლის სისწრაფით ჩავუქროლე. დემეტრესთან ერთად ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ზღვიდან ამოვედი და ბავშვებისკენ ავიღე გეზი. რაც არ უანდა გასაკვირი იყოს, ჩემი პირსახოცი ალექსანდრეს გვერდით აღმოჩენილიყო. უნებურად გიორგის მამის მკვლელი სახით გავხედე. - მათეს გვერდით მინდოდა, კაი რაა, ნუ მიყურებ მასე. იმავე სახით ვაგრძელებდი მის მოსმენას. - კარგი რა მია, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის. - არანაირი ! პირსახოცი გავასწორე და ალექსანდრეს გვერდით მივუჯექი, რომელსაც მუხლები ოდნავ აეკეცა და ხელებით ეყრდნობოდა. უნებურად გავხედე და თვალი სწრფადვე ავარიდე. ბიკინის ამბავი კიდევ ვერ მომენელებინა. ალექსანდრეს ჩაეღიმა და და თავი აქეთ-იქით გააქნია. - შენს ადგილას მასეთი ბედნიერი არ ვიქნებოდი. მამშვიდებდა ის ფაქტი, რომ ალექსანდრეს მოტოციკლი ვარდისფერი ყვავილებით მოვალამაზე, სანამ „დიადი“ წყლის აბაზანებით ნებივრობდა. - სულ მაინტერესბდა რამდენად დეგენერატული შეიძლება იყოს ადამიანის ტვინი და ახლა უკვე ვიცი. უბრალოდ გავუღიმე და მოთმინებით დაველოდე მის რეაქციას თავისი მოტოციკლის დანახვაზე. სახლში დაბრუნებულებს ალექსანდრეს ბაიკი ყველას იმ წამსვე მოხვდა თვალში. გიომ პირი დააღო, ნუცას შეშფოთება დაეტყო და მე გამომხედა, ხოლო დემემ ჩაიხითხითა და მომღიმარ მათეს გადახედა. ალექსანდრე მომნტალურად შეჩერდა, შემდეგ სახე აელეწა და გულ-მკერდი აუწითლდა, ჩაფხუტს სწრაფად დაავლო ხელი და ჩემკენ გამოიწია. მისი გამწარებული სახის დანახვაზე შეშინებულმა ინერციით უკან გავიწიე. ნელა, გრაციოზულად მომიახლოვდა. სიმწრისგან თვალები ცეცხლისფრად უელავდა. - რისი გეშინოდა ? იმედი გქონდა რომ შენზე ხელს გავისვრიდი? ისიც კი არ მოქმედებს რომ ქალზე ხელი არ უნდა აწიო, იმიტომ, რომ როგორც ქალს ვერ აღგიქვამ, უბრალოდ არ მიყვარს ნაგავში ხელის ფათური, მაგას ჩემს თავს ვერ ვაკადრებ, იმედია მოგეწონა წარმოდგენა. შენი ტვინი იმდენსაც ვერ გაწვდა, რომ დღესვე შემიძლია ძალიან უპრობლემოდ გადავღებო ეგ მოტოციკლი, სხვა დროს მეტი კრეატიულობა თუ შეიძლება. მელაპარაკებოდა და მიყურებდა ისე, თითქოს მის წინ სრული არარაობა მდგარიყოს, თავი ასეთი დამცირებული და შეურაცყოფილი არასდროს მიგრძვნია, ვგრძნობდი როგორ მილურჯდებოდა სისხლი, როგორ გადამდიოდა სახიდან ფერი, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველად მომხდარი ფაქტი, როცა თავი ასე უსუსურად და სუსტად ვიგრძენი.არ ვიცი რანაირად შევძელი თავის შეკავება. მაგ დროს არც მისი მოკვლა, არც წამება, არც რამე მსგავსი არ მინდოდა, მინდოდ რომ საერთოდ არ გამეცნო, საერთოდ არ დამენახა მისი სახე, მინდოდა რომ უბრალოდ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან. - მე გითხარი, რომ ბიკინის ამბავს არ შეგარჩენდი. არ ვიცი რანაირად, მაგრამ ჩემმა ხმამ მტკიცედ გაიჟღერა. - არც პირველი და არც უკანასკნელი ხარ ვინც მაგას აკეთებს, ჩემზე გამწარებულ ასობით გოგოს უკვე გაკეთებული აქვს იმავე, ასე რომ შენ ვერანაირად ვერ გამაოცებ. თვითკმაყოფილი ღიმილითა და სატანური სახით ამიარა გვერდი. ჩემი დაგეგმილი „ფრენქიდან“ დამარცხებული ისევ მე გამოვედი. ვგრძნობდი, რომ სადაცაა ცრემლები წამომცვივდებოდა. სწრაფად მოვტრიალდი და გაურკვეველი მიმართულებით ავიღე გეზი. ნუცა წამომეწია, თუმცა დემეტრემ უკან მიაბრუნა. სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი სავარაუდოდ სანაპიროსკენ, თან ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა. ყოველთვის ისე ხდებოდა რომ მე ვიმყოფებოდი ბიჭეებთან მიმართებაში იმ პოზიციაზე, რომელზეც წამის წინ ალექსანდრე იყო ჩემთან. მეგონა რომ ისე დავეცი, რომ ადგომას ვეღარასოდეს შევძლებდი. მეზიზღებოდა საკუთარი თავი, რადგან წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი. ხალხისგან კარგად მოშორებით ჩამოვჯექი და იმდენ ხანს ვტიროდი, სანამ დემეტრე არ მომიჯდა გვერდით. - მარტივია შენი პოვნა, ამიერიდან როცა გაქცევა მოგინდება ისეთი ადგილი შეარჩიე, რომელიც წყალთან არანაირ კავშირში არ იქნება. თუმცა მე არ მეგონა, რომ ოდესმე შენი გაქცევის ნახვა მომიწევდა. თან ხელი გადამხვია. ცრემლები სწრაფად მოვიშორე და გავხედე. - არც ისეთი ძლიერი ვარ, როგორიც ვჩანვარ. - არგინდა ეგ გაცვეთილი ფრაზები, ორივემ კარგად ვიცით ვინ რამდენად ძლიერია სინამდვილეში. - ტირილიც აღარ შეიძლება ? - ტირილს არ ვგულისხმობ, შენ ბევრად მეტს ითხოვხოლმე საკუთარი თავისგან ვიდრე დანარჩენები, შესაბამისად ვერ მოიქცევი ისე და ვერ გექნება ისეთი რეაქციები, როგორც დანარჩენებს. - საშინელი ადამიანია. დემეტრეს გაეცინა და თმა ამიჩეჩა. - კარგად იცი რო არარის საშინელი, უბრალოდ უხეში და პირდაპირია , თან გაზვიადება და ეფექტური გამოსვლები უყვარს. შენ კი ზედმეტად მგრძნობიარე ხარ და მაგიტომ განიცდი ასე მძაფრად. არ გეგონოს რო მასე მარტივად გადაიტანს, სინამდვილეში იმაზე მეტად გაამწარე და გააღიზიანე ვიდრე შენ გგონია. - მართლა ? რავი არაფერი არ ეტყობოდა. გაკვირვებულმა გავხედე. - სად გაქრა შენი მიხვედრილობისა და შორსმჭვრეტელობის ნიჭი, ალექსანდრე კი ძლიერია, თუმცა მასაც აქვს სისუტეები. დამიჯერე ნამდვილად დააინტერესე. - ვერფრით გამაოცებო.. - მაგის ტვინი თავის ქალაში უკუღმა დევს, ასე რომ რასაც ამბობს, საპირისპირო იგულისხმება. ახლა კი მორჩი ნიანგის ცრემლების ყრას და დაუბრუნდი საკუთარ თავს. დემეტრეს მივეხუტე და თავი მხარზე ჩამოვადე. - შენ რო არ მყავდე რა მეშველებოდა. - საკუთარ თავსაც მშვენივრად უშველიდი, ალექსანდრეს დევიზია უარყოფითშიც კი დადებითის დანახვა, ასე რომ მიბაძე, დაგეხმარება. თავი ბევრად უკეთ ვიგრძენი, გამიხარდა კიდეც, რადგან მსგავსი მომენტები დამეხმარებოდა გამოცდილებისა და გარკვეული კუთხით განვითარების მიღწევაში. შესაძლოა ბრძოლა წავაგე, თუმცა ომი ჯერ არ დამთავრებულა. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, გამოცდების გამო ვერ ვახერხებ მოთხრობაზე მუშაობას, შევეცდები პაუზები შევამცირო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.