შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეჩვიდმეტე თავი)

1-07-2017, 17:18
ავტორი murachashvili
ნანახია 4 036

- ჩემო რომეო, ცუდადაა შენი საქმე! - სიცილით დაჰკრა ხელი იკამ რეანიმობილს მიჩერებულ თორნიკეს.
- შეიძლება, შეიძლება! - ოდნავ შესამჩნევად გაეცინა ვაჟს.
- რადგან შეიძლებაო ახსენე, მაშინ მოქმედების დროც დამდგარა, როგორც ერთმა ნიჭიერმა კაცმა გვითხრა: „სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ვიწყებთ მეორე განყოფილებას!“ - პათეტიკურად წარმოსთქვა დათამ.
- რა გენაღვლებათ, იღლაბუცეთ და იყავით!
- ღლაბუცია ბიჭო ეს?! - განაწყენებული სახით შეხედა იკამ უმადურ მამიდაშვილს - შენს გამო მთელი ოჯახი დავირაზმეთ, საციხედაც კი გავიხადეთ საქმე!
- ცოტაც და ავტირდები.... - ირონიულად გახედა თორნიკემ გვერდით მიმავალ ბიჭებს.
- გაჩუმდით, თუ ძმა ხართ! ეს საქმე რომ არ გამოგვივიდეს ტირილი და ვიშვიში მერე ნახეთ თქვენ! - ალაზღანდარებულ ბიჭებს გამაფრთხილებლად გამოხედა კიბეებზე მიმავალმა დათამ.
- შეგვეშინდა, შეგვეშინდა! - ისევ იკრიჭებოდა იკა.
- ასათიანი, როგორც ყოველთვის ნიჭიერი ხარ!
სამივენი, როგორც იქნა ისევ პალატაში ავიდნენ.. სულ რამდენიმე წუთი დასჭირდათ მისალაგებლად და ელენეს იქ ყოფნის დამადასტურებელი კვალის მოსასპობად. კმაყოფილებმა შეათვალიერეს მილაგებული პალატა.
- ჰე, ოთხი ხდება. წავედით აბა. პირველი, ოფიციალური მნახველის სტუმრობის დროა.
უფროსებს თათბირი დაესრულებინათ, საავადმყოფო ისევ თანამშრომლებით იყო სავსე, ელენეს პალატასთან ისევ იდგნენ მორიგე ბადრაგები. რეგისტრატურაში თაბახის ფურცელზე ჩამოეწერათ სავარაუდო სტუმრების სია, რომელთა სახელზეც უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ იყო საშვები დაშვებული.
რიგი მიდიოდა, რიგი მოდიოდა.
- ვერ გავიგე, სააავადმყოფოა თუ საკონცერტო დარბაზი. ამდენი უცხო ადამიანი, როგორ შეიძლება?! - მორიგ მნახველს პირადობის მოწმობას უმოწმებდა და თან ჯიჯღინებდა ერთ-ერთი თანამშრომელი.
- ჯობია ენას კბილი დააჭირო, თავმჯდომარის ბრძანებაა... - ღრენით გამოხედა მეორემ.
- ბრძანება, ბრძანება... მაგ გოგოს აქ ყოფნა სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს.
- არამკითხე მოამბეო, ხომ გაგიგია?! - ისევ შეუღრინა გვერდით მდგომმა - ჩვენი საქმე მომსვლელთა გადამოწმებაა, დახედე პირადობას, მიეცი საშვი და დაასრულე.
- მიეცი საშვი ხომ?! - ირონიულად გახედა პირველმა შემოსასვლელში, მნახველთა შორის ვიდეო კამერითა და ფოტო აპარატით მდგომ დათას და იკას.
- უკაცრავად, ვისთან მიბრძანდებით?!
- ვიღაცას ციხის ფსიქოლოგი უცემია, ინტერვიუ უნდა ჩამოვართვათ... - ალალი ღიმილით შესცინა იკამ დაბღვერილ ფორმიანს.
- თქვენი პირადობები თუ შეიძლება...
- აუ, პირადობა არ მაქვს და ჟურნალისტის „ბეიჯი“ არ გამოდგება? - ჯიბეეს ისე იქექავდა, თითქოს პირადობას ეძებდა დათა.
- კარგი რა, რამდენჯერ გაგაფრთხილე?!... - უკმაყოფილოდ აჯიჯღინდა იკა.
- უკაცრავად, მაგრამ პირადობის გარეშე ნამდვილად ვერ შეხვალთ... – ხმა გაუკაცრდა პირველ ბადრაგს.
- ვერ გადამირჩები... - თვალების ბრიალით დასწვდა დათას კამერას და შესასვლელისკენ გაემართა იკა.
- უკაცრავად, მაგრამ ვერც კამერებს შეგატანინებთ. შენობაში აპარატურის შეტანა აკრძალულია! - წინ გადაუდგა ბადრაგი.
- გაგიჟდით?! - ბრაზი შეერია ხმაში იკას - თქვენი აზრით აქ რისთვის ვარ მოსული? ჟურნალისტი კამერის გარეშე სად გაგიგიათ?
- უკაცრავად, მაგრამ საშვის დაშვებისას კამერისა და აპარატურის შესახებ არაფერია ნათქვამი...
- თქვენ ხომ არ!... - დროულად მოასწრო გაჩუმება ვაჟმა - თავმჯდომარესთან დავრეკავ, უფლებას არ მოგცემთ ინტერვიუ ჩამიგდოთ... - ისე დასწვდა მობილურს თითქოს მართლა რეკავდა.
ალბათ, ნახევარ საათზე მეტ ხანს მაინც აყურყუტეს მიმღებში, როგორც იქნა საბოლოოდ ვიდეო კამერით შეიარაღებული იკა პალატამდე მიაცილეს.
- რა არის ეს, ტო?!... - ჯიჯღინით შევიდა თორნიკესთან.
- ისე დაიგვიანე, ვიფიქრე გეგმა ჩაგვეფუშა თქო...
- არა ტო... რა ჩაგვეფუშა, დარწმუნებული ვარ, აქამდე თუ არა, ახლა მაინც დარეკავენ ბადრაგები ირაკლიკოსთან...
- იმედია...

სულაც არ გამოპარვია ციხის საავადმყოფოს ეზოში უჩვეულო ხალხმრავლობა ციხის უფროსს. დილიდანვე არ ჩერდებოდა მისი ტელეფონი. საკუთარ კაბინეტში ბორგავდა ირაკლი. ვინ იცის მერამდენედ დახედა საათს.
- სად ხარ ამდენ ხანს? - ღრენით შეხედა კარებში გაჩხერილ თანამშრომელს.
- გიგაურმა უარი თქვა შეხვედრაზე.
- ვერ გავიგე?! არ უთხარი ჩემთან რომ მოდიოდა?
- რა თქმა უნდა...
- ჩემთან შეხვედრაზე თქვა უარი?! - აშკარად ყურებს არ უჯერებდა ირაკლი.
- დიახ. ასე თქვა შეუძლოდ ვარ და ირაკლისთან ვიზიტებზე სიარულის დრო არ მაქვსო...
- რა ვიზიტებზე, რის ვიზიტებზე, მე საპიკნიკედ და საჭორაოდ ვეძახდი?! მე მაგის... - უწმაწურად იგინებოდა ციხის უფროსი.
- არ ვიცი, ბატონო ირაკლი. - უხერხულად აიწურა თანამშრომელი.
-არ ვიცი, არ ვიცი... - ხმაში გამოაჯავრა თანამშრომელი - აბა, რა ჯანდაბა იცით?! - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან მამაკაცი.
- თან ასე დამაბარა, მისი უაზრო ბრძანების შესრულებას არ ვაპირებო...
- თუთიყუშივით რომ იმეორებ მის სიტყვებს, ფოსტალიონი ხარ, შე ჩემა?! ვერ გავიგე?! მე მაგას ვინმეში ხომ არ ვეშლები?! - სიბრაზისგან აცახცახდა ირაკლი - ეგ არაფერი, შენთვისაც მოვიცლი, გიგაურო, შენთვისაც! - ისტერიული გამოსვლა მობილურზე შემოსულმა ზარმა შეაწყვეტინა.
- ვინ?! ხუმრობ? რა ჟურნალისტები?... მერე თქვენ რას მიკეთებთ?! ასეა, ასე, ტილს რომ თავზე დაისვამ... ამათი დედა... მაგას... - აღარც თანამშრომლის იქ ყოფნას ერიდებოდა მაგიდაზე კოხტად დალაგებულ საკანცელარიო ნივთებს აქეთ-იქით უმისამართოდ ისროდა - აღარავინ შეუშვათ მაგ ნაბოზარ გოგოსთან, არც ის ჟურნალისტები გაუშვათ შენობიდან... არ მაინტერესებს, კამერის წართმევა რომც დაგჭირდეთ, ჩანაწერები ჩემთან უნდა მოხვდეს... იცოდეთ, საკუთარი თავით აგებთ პასუხს... როგორ თუ ვერა?! გაგიჟდით? სად წავიდნენ? ჩემი ხელით მოვკლავ, ჩემი ხელით ჩავაძაღლებ...
ირაკლიმ გაოცებული თანამშრომელი მისივე კაბინეტში დატოვა და გაცოფებული შენობიდან გავარდა.
შესაშური სისწრაფით საავადმყოფოს ეზოში შევარდა, თანამშრომელთათვის განკუთვნილი კარებით ისე შევიდა, რომ რეგისტრატურას გვერდი აუარა და სირბილით აუყვა მესამე სართულისკენ მიმავალ კიბეებს. ჯიქურ შეხსნა კარები და მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა. ვის - ვის და პალატაში ქართველიშვილის დანახვას ნამდვილად არ ელოდა. თორნიკეს მნახველთა მიღება თითქმის დაესრულებინა. ორიოდე სტუმარს ელოდა და ისინიც ალბათ წუთი-წუთზე გამოჩნდებოდნენ.
- ელენე?
- უიჰ, უკაცრავად ბატონო ირაკლი, თქვენი გაფრთხილება დაგვავიწყდა, თქვენი მსხვერპლი სხვა კლინიკაში გადაიყვანეს... - ირონიულად შესცინა პაციენტის ლოგინზე მწოლიარე ვაჟმა.
- აბა ჩვენება მისცაო, ინტერვიუც ჩამოართვესო?!
- ვერაფერს გეტყვით, იქნებ ჩამოართვეს კიდეც?! - ისევ ირონიულად იცინოდა ქართველიშვილი.
- ეს მასკარადი შენი დაგეგმილია?! რა ჩაიფიქრეთ? ნაადრევად ხომ არ ზეიმობ გამარჯვებას? გგონია, იმ ცინგლიანი გოგოს გაპარებით ჩემს განადგურებას შეძლებ? - სიბრაზისგან ცახცახებდა ირაკლი.
- მე?! როგორ გეკადრებათ. სად მაქვს ამდენი შესაძლებლობა?! თითქმის დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ფსიქოლოგის ჯანმრთელობის მდგომარეობით თქვენ უფრო იყავით დაინტერესებული, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეგ გოგო თქვენ მოგწონდათ, თქვენ ელოლიალევებოდით და ანებივრებდით საჩუქრებით... - უტიფრად უცინოდა თავზე წამომდგარ ციხის უფროსს ვაჟი.
- ბევრს იღებ შენ თავზე, ზედმეტად ბევრს...
- ახლა იმ მდგომარეობაში არ ხართ, რომ მემუქრებოდეთ! - კბილებში ცივად გამოსცრა თორნიკემ - და საერთოდაც, მეგონა გაგიხარდებოდათ, როცა გაიგებდით, რომ აქ არსებულ პირობებზე ბევრად უკეთესი კლინიკა მოვუძებნე... -
- მოგკლავ, ჩემი ხელით ჩაგაძაღლებ და იმ კახპასაც ზედ დაგაყოლებ... - აფთარივით ყელში სწვდა მწოლიარეს - მე ირაკლი არ ვიყო, თუ დანაპირები არ შევასრულო.
იქნებ შეესრულებინა კიდეც მუქარა, იქნებ მოეხერხებინა კიდეც თორნიკეს დახრჩობა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა, დაზიანებული მკლავებით აშკარად უჭირდა დასუსტებულ ვაჟს წინააღმდეგობის გაწევა.
რეგისტრატურაში კი ქაღალდის ფურცელზე მონიშნული უკანასკნელი სტუმრებიც მოთმინებით ელოდნენ საშვის დაშვებას. მამაო აკადემიურად ჩაცმული მამაკაცის თანხლებით პალატისკენ ნელი ნაბიჯით მიიწევდა.
- გგონია ეს შეგრჩებათ?! ჩაგაძაღლებ. ხელი არ ამიკანკალდება ისე ჩაგაძაღლებ! - გამეტებით ურტყამდა ვაჟს ირაკლი, რომელიც რატომღაც საერთოდ არ ცდილობდა თავდაცვას.
- არც კი გაბედო! - დასარტყმელად შემართული მუშტი ჰაერში გაუშეშდა.
პალატის კარებში ნიკოლოზთან ერთად იდგა გენერალური პროკურორი, ფარნავაზ მოლოდინაშვილი, სიბრაზისგან მთელი სხეულით ცახცახებდა პროკურორი. როგორც იქნა ნება იბოძა ირაკლიმ და ხელი გაუშვა ქართველიშვილს.
- ამას რომ ეს ნაბოზვრები მისით ვერ მოიფიქრებდნენ, უკვე მივხვდი, მაგრამ ამ ყველაფრის უკან შენ თუ იქნებოდი, ნამდვილად არ მეგონა... - ზიზღით მიაჩერდა სიმამრს.
- ოდნავ მაინც თუ აფასებ საკუთარ სიცოცხლეს, გირჩევ სიტყვები შეარჩიო... - დარტყმულ ადგილს ხელით ისრესდა თორნიკე.
- დამხმარე გამოგიჩნდა და გული მოგეცა?! წეღან ვინ იკლაკნებოდა ტკივილისგან?! - ირონიულად ეცინებოდა ირაკლის.
- აბა, ყმაწვილო ღირდა თავისუფლება ერთ ცემად?! - მოლოდინაშვილმა ისე მიმართა თორნიკეს თითქოს ირაკლის იქ ყოფნას ვერც კი ამჩნევდა.
- აქ ყოფნისას იმდენჯერ მომხვდა, ბატონო ფარნავაზ, ერთით მეტი ნამდვილად არაფერია, მით უმეტეს როცა ასეთი სასიამოვნო მისია მეკისრებოდა...
- გაბოზდი ქართველიშვილო?! - ირონიულად ახარხარდა ქართველიშვილი - არადა, რომ გეკითხა თანამშრომლობაზე უარს ამბობდი.
- შენისთანა ნიჭიერი ნამდვილად ვერ ვარ, მაგრამ მგონი ცუდი მოწაფე არ გამოვდექი. ყოველ შემთხვევაში რაც მთხოვეთ ნამდვილად მოვიპოვე... - ლოგინთან მდგომი პატარა ტუმბოს უჯრა გამოხსნა და შიგნიდან მიმაგრებული პატარა კამერა მოხსნა და გენერალურ პროკურორს მიაწოდა.
- მაგ ჩანაწერს იურიდიულ ფაქტად ვერ გამოიყენებთ? - აღრიალდა ირაკლი.
- უიჰ, ეგ დეტალი გამოგვრჩა, პროკურორისგან ნებართვა არ მიგვიღია... - ახარხარდა ფარნავაზი.
- მგონი ისედაც ხვდები, ცუდ მდგომარეობაში ხარ ყმაწვილო, ორი არჩევანია, ან განცხადებას დაწერ, წახვალ სამსახურიდან და ამ ჩანაწერის არსებობასაც დავივიწყებთ ან შენივე გარემონტებული კამერებიდან შეარჩევ ერთ-ერთს და ციხეში ჩაჯდები...
- მაშანტაჟებთ?! გგონიათ ეგ ანაფორა გიშველით? - წამოეყინჭა ირაკლი -გაგანადგურებთ, მე ირაკლი არ ვიყო, თუ!...
სიტყვის დასრულება არ დასცალდა მოულოდნელად ქართველიშვილის ხელი მოხვდა ყბაში და მოწყვეტით ძირს დავარდა.
- აი, ეს მესმის... კარგი მარცხენა გქონია! - ახარხარდა ნიკოლოზი.
- შემოდით, ბიჭებო! - აბულაძესთან ერთად გარეთ მდგომ სპეცნაზელებს გასძახა მოლოდინაშვილმა.
თვალის დახამხამებაში ადგილები გაცვალეს ციხის უფროსმა და პატიმარმა. ამჯერად თავდახრილი, ხელბორკილებ დადებული ირაკლი გაჰყავდათ პალატიდან.
- ამდენი თუ შეგეძლო თავს რატომ აცემინებდი? - დალილავებულ ადგილებს უმოწმებდა მოძღვარი.
- რა ვიცი, რამდენიმეჯერ ვცადე, მაგრამ ჩემი ხელის შებრუნება ძვირად დაუჯდათ ბიჭებს, ჩემზე გაბრაზებულმი მათზე ამოიყრა ჯავრი.ერთ-ერთი ისე ცემა, ხერხემალი დაუზიანა. - თავისთვის ჩაილაპარაკა ვაჟმა.
- რაც არის არის. მგონი თავმჯდომარე პირობას შეასრულებს და გენერალური პროკურორის თავდებობით ვადაზე ადრე გამოსვლის უფლებას მოგცემს.
- ცდებით ბატონო ფარნავაზ... - კარებში ბადრაგებთან ერთად ჯუმბერი გამოჩნდა - გადავიფიქრეთ, თორნიკეს პირობითით ვერ გავანთავისუფლებთ!
- როგორ თუ ვერ, თქვენ ხომ დაგვპირდით, საპატრიარქოს შუამდგომლობაც ხომ წარმოვადგინეთ?! - გაღიზიანება ვერ დამალა ნიკოლოზმა.
- რა ვქნა, ჩვენ პატარა ადამიანები ვართ... - მხრები აიჩეჩა ჯუმბერმა.
- როგორ თუ... ხომ შევთანხმდით? მე დაველაპარაკები... - მობილურს დასწვდა მოლოდინაშვილი.
- არ გინდათ, ბატონო ფარნავაზ. რაც არის - არის. ორ თვეში ისედაც სრულდება ჩემი სასჯელი... - იმედგაცრუება არ შეიმჩნია ქართველიშვილმა, თავი მორჩილად დახარა და ხელები გაუშვირა ბადრაგებს ბორკილების დასადებად.
- გეწყინათ?! არადა მეგონა გაგიხარდებოდათ? პირობითი სასჯელის ნაცლად სრული შეწყალება გაქვს პრეზიდენტისგან...- ბორკილების ნაცვლად განთავისუფლების ბრძანება გადასცა ჯუმბერმა.
რამდენიმე წამით გახევებული უმზერდა ქართველიშვილი თაბახის ფურცელზე ნაბეჭდ ასოებს. ერთად-ერთი სიტყვა რომლის ამოკითხვაც შესძლო: - განთავისულდეს! თვალები აუჭრელდა თორნიკეს, ცრემლები მოაწვა, თუმცა თავის შეკავება მაინც შესძლო. იქნებ ვიღაცისთვის არც იყო დიდი საჩუქარი, მაგრამ ემოციები ეხრჩობდა ვაჟს. ათ წლიანი ჯოჯოხეთი როგორც იქნა სრულდებოდა.
- ბატონო ჯუმბერ! - მადლობის ნიშნად მთელი ძალით მოეხვია ბიჭი.
მიუხედავად დიდი სიმპატიისა აშკარად არ ელოდა მოადგილე მუდამ ჯმუხი თორნიკესგან მსგავს რეაქციას, თავიდან დაიბნა, თუმცა ბოლოს თავადაც მოეხვია ყოფილ პატიმარს.
- იმედია აქ აღარ გნახავთ, ქართველიშვილო! - მეგობრულად უტყაპუნებდა მხრებზე ხელს მასზე ბევრად მაღალ ვაჟს.
- იმედია! - ბედნიერმა შესცინა ვაჟმა. ერთხელ კიდევ დაემშვიდობა მამაკაცს და მოძღვრისა და მოლოდინაშვილის თანხლებით ციხის საავადმყოფოდან წამოვიდა. რატომღაც საერთოდ არ გაჰკვირვებია, როცა გალავანთან წითელ ნივასთან მდგომი დათას მანქანა დალანდა. ჩვეულებისამებ ისევ ელოდნენ ბიჭები.

№1  offline წევრი Anna_9

ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მომწონს

№2  offline მოდერი sameone crazy girl

რაღა მომკლავს აწი რადგან თორნიკეს გათავისუფლებას ვეღირსე sob sob
ძლივს როგორც იქნა იქნებ ცოტა ამოგვასუნთქო თორე ისედაც ცუდად მყოფს უარესად მიჩერებდა გულს თითოეული თავი ,მაგრამ რა გავაკეთო საოცრად რომ წერ და ვერ ვშორდები ვაგრძელებ ამ მაზოხისტურ წამებას საკუთარი თავისა და ვარ smile

№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Anna_9
ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მომწონს

დიდი მადლობა kissing_heart

№4 სტუმარი Guest bubu

dzalian dzalian nagari tavi iyo

№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sameone crazy girl
რაღა მომკლავს აწი რადგან თორნიკეს გათავისუფლებას ვეღირსე sob sob
ძლივს როგორც იქნა იქნებ ცოტა ამოგვასუნთქო თორე ისედაც ცუდად მყოფს უარესად მიჩერებდა გულს თითოეული თავი ,მაგრამ რა გავაკეთო საოცრად რომ წერ და ვერ ვშორდები ვაგრძელებ ამ მაზოხისტურ წამებას საკუთარი თავისა და ვარ smile

ზოგჯერ ისეთი კეთილი ვარ მეც კი მიკვირს, მაგრამ ასე მარტივად მოვა ვითომ ნანატრი სიმშვიდე? ჯერ წინ კიდევ საკმაოდ ბევრი გვაქვს, თქვენს განერვიულობასა და ნერვების მოშლას ცოტას კიდევ მოვასრებ wink

Guest bubu
dzalian dzalian nagari tavi iyo

kissing_heart kissing_heart kissing_heart

№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმეეეე
სჰენი მოტხრობების კიტხვისას ხალხს გიჟI ვგონივარ :დდდ
ხან ვიცინი
ხარ ვკივივარ მარჯვნიდან დაარტყი
ხან კიდე სხვებს ვუყვები მტქავარმა პროკურორმა როგორ გამოიჭირა ციხის უფროსიი
და არაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს დამუნჯებული ვარ სიხარულით რომელიც თორნიკეს თავცვისუფლებამ მომანიჭა!!!
ომგ....
არ ვიცი სხვა რა ვთქვა
უზომოდ ბედნიერი ვარ!!!!!

№7  offline წევრი An-El

ურაა ურაააა ,. .როგორც იქნააა :) აწი მშვიდად დაველოდები ახალ თააავს :*ანაა როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ ისევე როგორც შენი ისტორიებიიი :*

№8  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორც იქნა, ბედნიერების ცრემლები მომადგა... თორნიკე ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას... მთელი თავი ისე აღტაცებულმა და პოზიტიურმა წავიკითხე რომ ვიცოდი ბედნიერება ახლოს იყო...
ისეთი გრძნობა მაქვს რომ დასასრული ახლოს არის და იმდენად არ მინდა შეიძლება ვიტირო კიდეც. რადგან ამ ნაწარმოებს ბედნიერების რეცეპტი ქვია ვიმედოვნებ რომ მათ ბედნიერებას 2-3 თავს მაინც მიუძღვნი... ყველაზე მეტად მაინტერესებს თორნიკეს ცხოვრება ციხიდან გამოსვლის შემდეგ რა სფეროში იმოღვაწევებს, ან 10 წლიანი ცხოვრებას მოწყვეტილი როგორ შეეგუება ყველაფერს... მოკლედ ახლა ალბათ კიდევ უფრო მოუთმენლად ველი ახალ თავს...
პ.ს. ისე გამიხარდა ძველი გმირები რომ დაგვიბრუნდნენ და სამეგობრო ერთად შეიკრიბა რომ სიტყვები არ მყოფნის, ყველაზე მეტად კი ფარნა და ნიკოლოზი გამიხარდა ერთად... ახლა კი გიგაურის შურისძიებას ველი...

№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
ვაიმეეეე
სჰენი მოტხრობების კიტხვისას ხალხს გიჟI ვგონივარ :დდდ
ხან ვიცინი
ხარ ვკივივარ მარჯვნიდან დაარტყი
ხან კიდე სხვებს ვუყვები მტქავარმა პროკურორმა როგორ გამოიჭირა ციხის უფროსიი
და არაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს დამუნჯებული ვარ სიხარულით რომელიც თორნიკეს თავცვისუფლებამ მომანიჭა!!!
ომგ....
არ ვიცი სხვა რა ვთქვა
უზომოდ ბედნიერი ვარ!!!!!

ამდენი კარგახანია არ მიციანია, დიდი მადლობა ასეთი ემოციებისთვის. უზომოდ მიხარია რომ მოგწონთ ისტორია, მგონი დღეს მართლა მოვახერხე თქვენი გახარება. heart_eyes

An-El
ურაა ურაააა ,. .როგორც იქნააა :) აწი მშვიდად დაველოდები ახალ თააავს :*ანაა როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ ისევე როგორც შენი ისტორიებიიი :*

ასე იცის კარგმა განწყობამ, მომინდა თორიკეს გახარება smile

უცნობი ქ

როგორც ყოველთვის ღიმილით ვკითხულობ შენს სიტყვებს, მიხარია ისტორიისადმი ასეთი დამოკიდებულება. იმდენად რეალურად აღიქვით თითოეული პერსონაჟი, მეც კი დავიჯერე მათი არსებობა და თქვენსავით შევიყვარე kissing_heart რაც შეეხება თავად ისტორია, სწორი შენიშვნაა, როგორც იქნა დასასრულს მივუახლოვდით, დაგვრჩა ყველაზე მთავარი და ფინალური ეპიზოდები: თორნიკე, ელენე და მათი წარსული... გიგაური და შურისძიება... ჯერ - ჯერობით საფორიაქო კიდევ ბევრი დაგვრჩა. ვნახოთ როგორ მოვაბამთ ამ ყველაფერს თავს, თუმცა მგონია, რომ სადღაც ოთხ-ხუთ თავში ჩავეტევით. იქნებ ცოტა მეტიც.

№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

murachashvili

"იქნებ ცოტა მეტიც" ეს სიტყვები მომეწონა ძალიან და აუცილებლად ცოტა მეტი უნდა იყოს... იმდენად მაგარი ისტორიაა ვერ ველევი უბრალოდ... და ძალიან მინდა ამათ ბედნიერებაზე ბევრი ვიკითხო. გიგაურის შურისძიება კი ალბათ ყველაზე მეტად მაინტერესებს და კიდევ ელენე რომ გაიგებს ბიძამისის და მამამისის ამბავს რა მოხდება. მოკლედ იმდენი რამე მაინტერესებს კიდევ დაახლოებით 8 თავი მაინც უნდა დაწერო...

№11  offline წევრი NiniG-1

ვაიმე სერიოზულად გავბედნიერდი მე ამ თავით
თორნიკეს გათავისუფლება ხომ გამიხარდა აი რაღაც სასწაულად გამიხარდა
აი თითქოს იქ ვიდექი და ვუყურებდი ასეთი მაგარი თავი რავი >3
მართლა ძალიან ბედნიერი თავია <3

№12 სტუმარი Nene

Namdvilad sasixarulo tavi iyo magram albat bednierebamde adrea radgan tornikem Tavisi warmomavloba da namdvili gvari unda gaigos da isic tu rogor daogupa misi ojaxi da es didi dartyma ikneba mistvis madloba shen kargi xar

№13  offline წევრი თეონა.უ

ეს რა იყოოო.....ჯერ ხომ არ გელოდი საერთოდ.მერე ასეთ თავს და ისიც ხომ იცი რომ არ მყოფნის და კიდევ მინდა ახალი თავი მალეეე.....ნიჭიერი არა,უნიჭიერესი ხარ....

№14  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე,შენ ხარ საოცრება,როგორ გამიხარდა თორნიკე რომ გაათავისუფლეს.ეს ძალიან .აგარი თავი იყო და შენ ხარ ყველაზე ყველაზე ყველაზე მაგარი.
--------------------
ლანა

№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

იქნება, რათქმა უნდა იქნება kissing_heart

NiniG-1
ვაიმე სერიოზულად გავბედნიერდი მე ამ თავით
თორნიკეს გათავისუფლება ხომ გამიხარდა აი რაღაც სასწაულად გამიხარდა
აი თითქოს იქ ვიდექი და ვუყურებდი ასეთი მაგარი თავი რავი >3
მართლა ძალიან ბედნიერი თავია <3

Nene
Namdvilad sasixarulo tavi iyo magram albat bednierebamde adrea radgan tornikem Tavisi warmomavloba da namdvili gvari unda gaigos da isic tu rogor daogupa misi ojaxi da es didi dartyma ikneba mistvis madloba shen kargi xar

თეონა.უ
ეს რა იყოოო.....ჯერ ხომ არ გელოდი საერთოდ.მერე ასეთ თავს და ისიც ხომ იცი რომ არ მყოფნის და კიდევ მინდა ახალი თავი მალეეე.....ნიჭიერი არა,უნიჭიერესი ხარ....

La-Na
ვაიმე,შენ ხარ საოცრება,როგორ გამიხარდა თორნიკე რომ გაათავისუფლეს.ეს ძალიან .აგარი თავი იყო და შენ ხარ ყველაზე ყველაზე ყველაზე მაგარი.

ერთხელაც იქნება და ნარცისიზმი დამემართება, ამაში დამნაშავე კი თქვენ იქნებით <3 უზომოდ მიხარია თქვენი სიტყვები, თორნიკესი მშურს კიდეც, ამდენი გულშემატკივარი რომ ჰყავს kissing_heart

№16  offline წევრი მარიშკა Grei Rose

ძალლლლლლიან საინტერესოაა <3

№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მარიშკა Grei Rose
ძალლლლლლიან საინტერესოაა <3

იმედი მაქვს smile დიდი მადლობა <3

№18 სტუმარი Guest Nina

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მთელი ისტორია და პლიუს, ჩანახატიც და არ შემიძლია არ აღვნიშნო რა საოცრად წერთ! ყველა სიტყვას ვგრძნობ, ყველა ფრაზას! ბოლო ორ თავზე ბედნიერებისგან ტირილი ვერ შევწყვიტე.
ძალიან იშვიათია ისტორია ასე ძალიან მომეწონოს. შეუდარებელი მწერალი ხართ!!!

№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest Nina
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მთელი ისტორია და პლიუს, ჩანახატიც და არ შემიძლია არ აღვნიშნო რა საოცრად წერთ! ყველა სიტყვას ვგრძნობ, ყველა ფრაზას! ბოლო ორ თავზე ბედნიერებისგან ტირილი ვერ შევწყვიტე.
ძალიან იშვიათია ისტორია ასე ძალიან მომეწონოს. შეუდარებელი მწერალი ხართ!!!

იმედია უყურადღებოდ არ ჩამთვლით heart_eyes უბრალოდ კომენტარის დამატებას ვერ ხავერხებდი. დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის. უზომოდ მიხარია, რომ მოგწონთ ისტორია, ორმაგად მახარებს "ჩანახატით" თქვენი ინტერესიც. იმედია ბოლომდე წაიკითხავთ და თქვენს მოსაზრებებსაც გაგვიზიარებთ kissing_heart

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent