ფერები ?! ...9...
არ მახსოვს ფიქრში და ნერვიულობაში როგორ ჩამეძინა... რომ გამეღვიძა ლელას სიახლოვე ვიგრძენი და უკვე მერამდენედ გავივლე მის მიმართ მადლიერება. -როგორ ხარ?-ნელა მკითხა -კარგად ლელა, ნუ ღელავ...-ღიმილით ვუთხარი -ალექსი იყო შემოსული. გეძინა, ცოტა ხანს გიყურა და მერე გავიდა, ალბათ მე რომ ვიყავი.-მის ხსენებაზე ოდნავ დავიძაბე -ალექსი? რამე გითხრა? -აღელვება დამეტყო ხმაზე -რომ გაიღვიძებს მერე შემოვალო. მოიცა ექთანს ვუთხრათ და მოიყვანს კარგი?-არც დამელოდა ისე გაიქცა პალატიდან. რამდენიმე წუთში კი ექთნის ხმაც გავიგე, პალატაში შემოვიდა და ზედაპირულად გამსინჯა. -ექიმ ალექსანდრეს პაციენტები ყავს,რომ მოიცლის მოვა თქვენამდეც თუ დაელოდებით. საბუთებით დღეს გაწერილი ხართ უკვე. ბატონმა ნოდარმა გადმოგცათ რომ ერთი კვირის თავზე კონტროლზე მობრძანდებით და სახვევსაც მაშინ მოგხსნით.-გამოსვლა დაამთავრა და ფეხის ხმაც გავიგე, ალბათ ოთახიდან გასვლა დააპირა -უკაცრავად მაგრამ ალექსთან ლაპარაკი მინდა, დაუძახეთ. -მკაცრი ხმით მივმართე -გინდოდათ გეთქვათ ალექსანდრესთან. თუმცა გითხარით,არცალია-მანაც იგივე ტონით დამიბრუნა პასუხი, მე კი ისედაც ნერვებმოშლილი, ამ გაუგებრობით ვეღარ დავტოვებდი საავადმყოფოს შენობას. -რისი თქმაც მინდოდა ის ვთქვი და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია, თქვენ უბრალოდ უთხარით რომ მისი ნახვა მინდა. როგორმე თავად გადაწყვეტს, ახლა მნახავს თუ ორი ან ოთხი საათის მერე-კატეგორიულად მოვთხოვე, სამაგიეროდ კი დუმილი მივიღე. ცოტა ხანში კი -აქ ვარ იზი, როგორ ხარ? -გავიგე ოდნავ მომღიმარი ხმა და მივხვდი გვისმენდა. ღრმად ამოვიოხრე და ბალიშში ჩავრგე თავი. -იზი ჩვენ გარეთ დაგელოდებით-ხაზგასმით აღნიშნა ლელამ და მივხვდი ექთანი ისევ პალატაში იყო. -აბა... რამე გტკივა? -საწოლთან ახლოს მოვიდა "ბატონი ექიმი" -კი...ენა... ამდენი რომ მატლიკინა და შენც რომ გვისმენდი-საოცრად ბავშურად ვისროლე სიტყვები და მაშინვე ვინანე როგორც კი მისი სიცილის ხმა გავიგე. -დამცინი-პოზიციას არ ვთმობდი. -სულაც არა-ღიმილით თქვა- თავს კარგად იცავ-შემაქო და საქმეზე გადავიდა-იზი მოკლედ დანიშნულება ლელას მივეცი, ეს ერთი კვირა ეცადე თავი დაბლა არ დახარო. ერთი კვირის შემდეგ მოხვალ და ბინტების გარეშე წახვალ. ხო კიდევ ერთი. ახლა ოპერაცია გავაკეთე იმ თვალზე რომელიც უფრო დაზიანებულია ამიტომ შენი უფრო მხნედ ყოფნა მჭირდება ბრძოლისთვის გამიგე?-სერიოზული, საქმიანი ტონით დაამთავრა და მეც დაპროგრამებულივით დავუქნიე თავი. -კარგი მაშინ დროებით და ჭკვიანად კარგი?-ახლოს მოვიდა, ლოყაზე მაკოცა და წავიდა. დამიტოვა გაურკვევლობა, იმედი და უზომო სითბო. . . ის ერთი კვირა როგორ გავიდა არ მახსოვს. იმდენი ემოციის, ნერვიულობის, იმედის, რწმენის, ლოდინის... ამდენი გრძნობის სიჭარბის გამო. ღამე რამდენჯერმე ვიღვიძებდი, შემდეგ კი დაძინება მიჭირდა. ყოველი დღე თითქოს ერთმანეთს გავდა. სურვილი სინათლის იმდენად დიდი მქონდა, რომ უკვე ჩემ თავსაც ვეღარ ვცნობდი. ყოველდღე მირეკავდა და მკითხულობდა ნიკა, შეხვედრასაც მთხოვდა, მაგრამ უარს ვეუბნეოდი. მიუხედავად იმის რომ მეც საშინლად მინდოდა ნახვა, ამ მდგომარეობით მაინც ვერ შევხვდებოდი. ერთადეღთი, გვერდით მდგომი, ლელა მყავდა. ყოველთვის ცდილობდა გავემხნევებინე, გავემხიარულებინე, განწყობა შეეცვალა, მაგრამ მხოლოდ დროებით. ალექსიც ხშირად მეხმიანებოდა და იმედს მიმატებდა, ჩვენი საუბარი ყოველთვის არც კი ვიცი როგორი იყო, თითქოს ოფიციალური მაგრამ ამავე დროს ამაღელვებელი და იმედიანი, არც ის ვიცოდი, ამდენი ხნის მერეც ვერ მივხვდი მის პიროვნებას, ბოლომდე ვერ ჩავწვდი მის შინაარსს. ბევრჯერ ვთქვი სხვანაირად მოქმედებდა ჩემზე-თქო, მართლაც ასეა, თითქოს რაღაც მიზიდავს, თან ისე რომ ვერ ვამჩნევ, თავსაც ვერ ვაღწევ, ჩემს ძალებს აღემატება. ახლაც ძლივს ერთი კვირის გასვლის შემდეგ კლინიკის წინ ვდგავარ,ლელასთან ერთად. შენობაში შესვლა მეშინია, მეშინია იმის თუ რა იქნება, ძალას ვიკრებ და კაბინეტში შევდივართ -იზი, ნოდარი და ალექსანდრე არიან-ყურთან ჩამესმის დაქალის ხმა. უფრო ვიძაბები და ვგრძნობ საოცარ სურვილს ალექსი ჩემს გვერდით იდგეს. მისი სიახლოვის შეგრძნება მინდა. -დაბრძანდით-გვესმის ექიმის ხმა და მეც ლელას ხელს ვკიდებ, თუმცა ლელას ხელს არ გავს,ცოტა ვცბები და გაურკვევლობაში ვარ.ვკრთები და მინდა ხელი უკან დავაბრუნო, თუმცა მალევე ვგრძნობ როგორ მიჭერს ჩემზე შემოხვეული თითები და ვხვდები რომ ის არის... ალექსია... მიხარია, მიხარია რომ ჩემს გვერდით დგას, ოდნავ მეღიმება და მასთან ახლოს ვიწევი. მეორე ხელსაც მკიდებს და საწოლის კიდეზე ვჯდები. -იზი, ბინტი უნდა აგხსნათ, წამლებს ხომ იღებდი?-ახლოს მესმის მისი ხმა,ალბათ ხელის ოდნავ გაწვდენაზე შევეხები. თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ -კარგი. . . დავიწყებ მაშინ-მანიშნებს და საქმესაც იწყებს. ჩემს გულს კი ადგილი აღარ ყოფნის და ლამისაა ყელში ამომივარფეს. პირს ვაღებ და ვცდილობ ღრმად ვისუნთქო -ცოტა მოეშვი, შენთან ვარ-ისეთი თბილი ხმით დაიბუბუნა, მეც გადმომადო. -ნელა გაახილე იზი-ჩუმი ხმით მითხრა და სწორედ მაშინ ვიგრძენი მისგან შიში და ნერვიულობა. ვერ დაფარა, ისიც ნერვიულობდა ჩემზე და მე ეს ისევ პირვანდელივით მიხაროდა. თვალებს ნელა ვახელ... ერთიანად მომაწვა ემოციები, ყველა ფიქრის და გრძნობის ნაზავი, ყველა ნერვიულობა და განცდა... ოთახის დაძაბული, მოღრიალე სიჩუმე... ჩემში დარჩენილი ძალა მივიკრიბე ისევ დავხუჭე თვალები და ნელი ხმით წარმოვთქვი -ტყუილი გიყვარს თუ სიმართლე ალექს? -ოხ ამის დედაც-ყველაზე ძლიერი გრძნობა ნარევი განერვიულებული ხმა და მისი შიშნარევი პასუხი -სიმართლე იზი,სიმართლე-კბილებში გამოცრა თითქოს ხვდებოდა შედეგს -მე კი ეს სიმართლე ყველაზე მეტად მძულს. სიმართლე რომელსაც მხოლოდ შავი ფერი აქვს და ასე დარჩება მთელი სიცოცხლე... მარტო დამტოვეთ- ერთიანად ამოვთქვი ისე, თითქოს გულის ამოვაყოლე და ლელას ტირილი და კარის ხმაც გავიგე. ალბათ ყველა გავიდა... დავრჩით ისევ მე და შავი. არ ვტიროდი მაგრამ გულში საოცარ იმედგაცრუებას ვგრძნობდი, რასაც ვხედავდი ერთადერთი დიდი შავი ლაქა იყო, რომელიც ჩემს მხედველობას მთლიანად ფარავდა და თან დამცინოდა, ჩემი მიტოვება გინდოდა და არ გამოგივიდაო. ძალა აღარ მქონდა, თვალები მეხუჭებოდა... ყველაზე მეტად დედის ჩახუტება მინდოდა, მინდოდა გვერდით მყოლოდა, თავზე ხელი გადაესვა და ეთქვა რომ ყველაფერი გაივლიდა. მამას ღიმილის დანახვა მინდოდა, ძილის წინ რომ მიცინოდა იმ ღიმილის. ხანდახან რომ შემომხედავდა საოცრად მეტყველი თვალებით, თვალებით რომ ამბობდა "მიყვარხარ შვილო, ყველაზე მეტად" . გული დამიმძიმდა, ძლიერი ტკივილი ვიგრძენი მკერდის არეში, თიყქოს ორგანიზმში შხამი მქონდა და უნდა გამომეშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად მომკლავდა. ის მონატრება მძულდა, დედას და მამას რომ მანატრებდა. მენატრებოდნენ... მიყვარდნენ... მაკლდნენ... მჭირდებოდნენ... ვგრძნობდი ვეღარ ვსუნთქავდი, თბალები ძლიერად დავხუჭე და ავტირდი... გულწრფელად... ბავშვურად... მთელი გულით და გრძნობებით... გულზე მივიდე ხელი, მისი ამოგლეჯა მინდოდა, მინდოდა აღარ ეგრძნო არაფერი, აღარ მინდოდა ის სითხე, ჩემს ძარღვებში, რომ დათარეშობდა... ვგრძნობდი რომ მალე ნერვული შეტევა დამეწყებოდა, ღრმად ჩავისუნთქე და სახეზე ხელები გადავიტარე და გავშეშდი -ნებდები?- საოცრად მკაცრი და ოფიციალური ტონი. აქამდე აქ იყო? ალბათ. ჩემივე გონებაში დასმულ კითხვას მევე ვუპასუხე. ვნებდები? ხმამაღლა გამეცინა და საოცარი სარკაზმით დავუბრუნე პასუხი -შენ რას მთავაზობ ბატონო ალექსანდრე? შენი კაბინეტი ვამოწმო ხოლმე? მთელი ცხოვრება აქ ვივლი -იზი, მე შენ გითხარი, რომ შენ ბრძოლა დაგჭირდებოდა. ომის დაწყებისთანავე ვინ ნებდება? მე არ დაგანებებ. არ დავუშვებ გესმის? ტყუილად არასოდეს ვლაპარაკობ და რადგან ვთქვი, ესეიგი სამ კვირაში მეორე ოპერაციას გავაკეთებთ ამჯერად ორივე თვალზე, ძალით დაგაბამ-მკაცრი მუქარით დამხუნძლა და კარიც გაიჯახუნა. ვერ გავიგე რას ამბობდა, თუ იცოდა რომ ვერ დავინახავდი რაღას მიკეთებდა ოპერაციას? ყველაზე მეტად უკვე გაუგებრობით ვიყავი შეპყრობილი. ლელას დავუძახე და მაშინვე სახლში წასვლა მოვთხოვე -იზი, ალექსანდრე მელაპარაკა-იმედმიცემული ხმით შემოვიდა პალატაში -არაფრუს გაგონება აფ მინდა ლელა, ვერ ვხედავ და ვერც დავინახავ. მორჩა-სევდიანი ხმით ვუთხარი და ხელი მოვკიდე -ჩემო გოგო, როგორ დაიტანჯე. მაგრამ ალექს... -არაფერი- გავაწყვეტინე სასწრაფოდ, რადგან აღარაფრის გაგონება არ მინდოდა -ის მაინც მათქმევინე შენთან რა დამაბარა-გაბრაზებულმა დამიტია და გააგრძელა-მეორედ ალექსანდრე აღარ დამიძახოს, იზი სულერთი არ არისო-ჩამოარაკრაკა და გაჩუმდა. მე კი გაკვირვებული ვეღარ მივხვდი რა გამეკეთებინა. -რაო? ეგ ვერაა მგონი ხო? აუ არ მაინტერესებს-გაბუტულმა წარმოვთქვი და ლელას გავყევი -საფლავზე წამიყვანე რა გთხოვ...-მუდარით სავსე ხმით ვთხოვე და რათქმა უნა უარი არ უთქვამს. ვიტირე? არა... უკვე ვეღარ. ვეღარ ვტიროდი ისე როგორც ვგრძნობდი. კიდევ, უფრო უარესად,უფრო ძლიერად ვიგრძენი ჩემი უსუსურობა. აქამდე იმედი მაინც მქონდა, იმედი რომელსაც სახელად ალექსი დავარქვი. ახლა კი ორივე ერთდროულად გაუჩინარდა, ან იქნებ მე დავიკარგე მათი თვალთახედვიდან. ჩუმად ვიჯექი საფლავთან, სხვა არც არაფერი დამრჩენოდა. მე უბრალოდ ვიყავი მე, უფერული ან იქნებ შავი. თითქოს უსულო, მაგრამ ძალიან მტკივნეული სულით. არვიცი რამდენი ხანი ვიყავი, თითქოს დროის გაჩერება მინდოდა, თუმცა რა, ჩემთვის სულ გაჩერებული იქნებოდა უკვე. ადგომას ვაპირებდი ტელეფონის ზარის ხმა გავიგე, თავიდან არ ვიღებდი მაგრამ მერე ვუპასუხე -როგორაა ჩემი გემრიელი?-პოზიტიურად ჩამძახა. -არვიცი ცუდად, უფრო სწორად არც ვიცი როგორ ვარ-გულახდილად ვუპასუხე, არანაირი გრძნობის გარეშე -რატომ? რომ შემხვდე?-ნელა მკითხა და მეც უარის პასუხად მოვემზადე მაგრამ რატომ მეთქვა უარი, პირიქით, ცხოვრება შანს რომ გაძლევს უნდა გამოიყენოო ხომ? ხოდა მეც გამოვიყენებ. აღარც ალექსი მაინტერესებდა, აღარც ოპერაცია და ყველაზე მეტად აღარც საკუთარი თავი. -კი, შეიძლება შეგხვდე. მართლა მჭირდები.-ვუთხარი და გავუთიშე ისე, რომ პასუხისთვის არც მომისმენია. ვიცი ძალიან ეგოისტი ვიყავი, წინდაუხედავი, უპასუხისმგებლო... მოღალატე, საკუთარი გრძნობების მოღალატე. ეს კი ისე საშინლად, მაზოხისტურად მსიამოვნებდა რომ უკან არ ვიხევდი. -იზი, მგონი ჯობია ალექს დაელაპარაკო-გავიგე ლელას შეშფოთებული ხმა -რისთვის ლელა? მან თავისი სათქმელი თქვა, გასაკეთებელიც გააკეთა, მაგრამ შედეგი? ისევ არაფერი. -გინდა დავრჩე იზი? ზეგ წავალ სოფელში-თითქოს თავისთვის ჩაიბურდღუნა, მე კი უფრო მომეშალა ნერვები. -რატომ ლელა? მე კარგად ვარ, კარგად, უფრო სწორად ისე ვარ როგორც აქამდე ვიყავი. შენ წახვალ ამ საღამოს!-გადაჭრით ვუთხარი. ისეთი ტონი მქონდა არც შემწინააღმდეგებია -მალე ჩამოვალ-ღრმად ამოისუნთქა და გაჩუმდა. ასე ჩუმად მივედით სახლამდე, უკვე აღარაფერზე ვფიქრობდი, მარტო გული მიბაგუნებდა "შეჩერდი, ნუ გახდები უგრძნობი ლოდი"-ო. მე კი თითქოს არც ვუსმენდი. სახლში შევედით, ლელამ ყავა დადგა, მე კი ნათლად ვგრძნობდი როგორ მაკვირდებოდა, ოდნავ გამეღიმა -ლელ ჩემ ყურებას ბარგი ჩაალაგე. -რა ჩალაგება მინდა მთელი ცხოვრებით ხომ არ მივდივარ?-დასრულებული არ ქონდა კარზე ზარის ხმა გაისმა. არ გავნძრეულვარ, არც მაინტერესებდა ვინ იყო.ლელამ გააღო... -როგორ ხართ გოგონებო?-მხიარული ხმით შემოვიდა ნიკა -კარგად ნიკა შენ? -მხიარულად მიმართა ლელამ, ალბათ უფრო იმის მოლოდინით რომ გამამხიარულებდა. ჩემსკენ წამოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა... გული ამიჩქარდა... ტირილი მომინდა მაგრამ ცრემლები დაბადებისთანავე მოვსპე. მე აღარ ვიტირებდი... აღარავის გამო. ამის მერე ვიქნებოდი მხოლოდ მე, ჩემი მეორე მესგან დატოვებული. ხელები გავშალე და მეც ჩავეხუტე, ლუდი მოეტანა, ცოტა დავლიეთ, ზოგადად სასმელი არ მიყვარდა, მაგრამ ახლა მსიამოვნებდა და მეც არ ვჩერდებოდი. -კარგით მე წავედი იზი, თორემ აღარ მიმიღებენ სოფელში-ღიმილით აღნიშნა და წამოდგა-თქვენ ღამის გათენებას აპირებთ?-ორაზროვნად ჩაილაპარაკა და მივხვდი ნიკას მიმართულებით უფრო იყო კითხვა დასმული. -არა, მეც ამას დავცლი და წავალ-ნიკამაც უდარდელად უპასუხა, მე კი ჩემი ლუდით სავსე ჭიქა მოვიყუდე. -იზი დღეს რა გჭირს?-ლელას წასვლისთანავე მკითხა -დღეს? არაფერი ნიკუშ. ცხოვრებას ბრმა თვალით შევხედე-მრავალმნიშვნელოვნად ვთქვი და მოღალატე ცრემლებმაც არ დააყოვნეს. -ჯანდაბა ეს ცრემლებიც თავს მაბეზრებენ უკვე-ტირილით წარმოვთქვი და თბილი ხელებიც ჩამეხუტნენ. საოცრად მესიამივნა მისგან წამოსული სითბო. თავზე მაკოცა ვიგრძენი, სევდიანად გამიღიმა, თავი მაღლა ავწიე ისე,თითქოს დავინახავდი. თითები თმებში შევუცურე და თვალები დავხუჭე, თავბრუ მეხვეოდა მაგრამ შეძლებისდაგვარად ვაიგნორებდი -ვეღარ მოვითმენდი-ვნებამორეული ხმით მითხრა, სახე ხელებით დამიჭირა და ტუჩებზე დამეწაფა. მსიამოვნებდა? რატომღაც არა, და ეს უფრო მომწონდა, კოცნაში ავყევი თან უფრო მომთხოვნად. სუნთქვა აუჩქარდა,წელზე შემოხვეული ხელები დაეძაბა, მივხვდი რომ ცოტაც და ვეღარ გაჩერდებოდა, ეს კი მე მათამამებდა?! ალბათ. გული და გონება ცალ-ცალკე გაკიოდნენ, მაგრამ მე არცერთს ვუსმენდი, მხოლოდ ლტოლვის და ვნების მიერ დაგებულ გზაზე გავდიოდი, უკვე სიამოვნების გზაზე.სველი კოცნის კვალს მიტოვებდა, მკერდამდე, მერე ისევ ტუჩებს უბრუნდებოდა... თითები მაისურის ქვეშ შემიცურა, დავლილი ჟრუანტელი დავაიგნორე და სამზარეულოს მაგიდაზე დავჯექი, ღრმად ამოისუნთქა და ვნებააშლილი, დაუოკებელი სურვილით აღსავსე გრძნობებით მაკოცა, ფეხებშუა მომექცა და თამამად დაიწყო ჩემი კანის ყოველი უჯრედით დატკბობა... წელზე შემისვა და ისე, რომ კოცნა არ შეუწყვეტია,საძინებელში შემიყვანა, საწოლე გადამაწვინა და ზევიდან მომექცა. მეშინოდა, კი ძალიან მეშინოდა, მაგრამ იმდენად მსიამოვნებდა ჩემი შიში, რომ არ მანაღვლებდა. ვიქცეოდი ისე, თითქოს საკუთარ თავს ვსჯიდი ნიკასთან ერთად. ძლიერი ბიძგი ვიგრძენი და ცრემლები...შავი ცრემლები... მეტი არაფერი, მხოლოდ შიში და შემდეგ ტკივილი. ___________ მართლა დიდი ბოდიში რომ აქამდე ვერ დავდე... ახლა კი ამ თავს რაც შეეხება ყველაზე მეტად ახლა მაინტერესებს თქვენი აზრი, ვინც კითხულობთ... გთხოვთ... დიდი დიდი მადლობა ყველას... მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.