შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(VII თავი)


2-07-2017, 03:05
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 034

მეორე ვარჯიშზე აღარ მოსულა,არც მესამე და მეოთხე ვარჯიშზე...მასწავლებელმა გადაწყვიტა,რომ თუ შემდეგ ვარჯიშზეც არ მოვიდოდა აჩი დაიკავებდა მის ადგილს. სულ დაიკარგა! ნატუკამ ბევრ ადამიანს ჰკითხა მისი ადგილსამყოფელი, მაგრამ არავინ იცოდა. ნიკუშამაც კი არ იცოდა სად იყო! უკვე ძალიან შემეშინდა.იმედია თავს რამე არ მოუწია. ახლავე უნდა მოვძებნო!
ვარჯიშის შემდეგ სახლში წავედი და უამრავჯერ ვცადე მასთან დაკავშირება,მაგრამ უშედეგოდ.ერთ ადგილზე ვეღარ ვჩერდებოდი,ამიტომ ქურთუკი ავიღე და გარეთ გავედი.
მივდიოდი და თან ვფიქრობდი სად ჯანდაბაში უნდა წასულიყო მაქსიმე.ამ დროს ტელეფონმა დარეკა.უცნობი ნომერი იყო...
-გისმენთ.
-გაბი მაქსიმე ვარ.მომისმინე ბევრი დრო არ მაქვს.მინდოდა შენთვის ყველაფერი ამეხსნა.როდესაც მოტოციკლეტით კინაღამ შეგეჯახე,მაშინ ახალი ნაჩხუბარი ვიყავი ნატუკასთან და იმიტომ მოვდიოდი ასე სწრაფად და უაზროდ,ასე რომ ჩემი ბრალი იყო მაშინ რომ დაგეჯახე და პლიუს ამასთან ცუდადაც გელაპარაკე,მერე ჩემს შეცდომას მივხვდი და ბოდიშიც მოგიხადე. შენს კლასში იმიტომ გადმოვედი,რომ იქ ნატუკას დაქალები ტვინს მიჭამდნენ,მაგრამ ის მართლა არ ვიცოდი,რომ შენ ჩემი კლასელი იქნებოდი.თავიდან როგორც მეგობარი ისე მომეწონე,შემდეგ კი სურვილი გამიჩნდა მეგობრებზე მეტი ვყოფილიყავით!
-მაგრამ...
-მოითმინე არ დამიმთავრებია! გახსოვს როდესაც პირველად ვცადე შენთვის მეკოცნა და ამ დროს ტელეფონმა დამირეკა. ეს ნატუკა იყო და შეხვედრა და დალაპარაკება მთხოვა...მანამდე ეს ლისზე მინდოდა მეთქვა,მაგრამ ნუ ის შემთხვევა ხომ გახსოვს...ამიტომ ვეღარ გითხარი,შემდეგ შენს სახლში მინდოდა მეთქვა, გვირილა რომ მოგიტანე მაშინ,მაგრამ შემეშინდა...და როდესაც გაკოცე მაშინ მივხვდი,რომ მიყვარხარ! მიყვარხარ გაბრიელა დადიანო!.. იქიდან რომ წამოვედი რაღაც პატარა შარში გავები და რომ მოვაგვარებ გნახავ! ახლა უნდა წავიდე...მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !−ბოლო სიტყვა ისე მითხრა,თითქოს ბოლოჯერ მეუბნებოდეს ამას.
-მოიცადე...
მაგრამ გამითიშა. დავეცი და ტირილი დავიწყე.მან ახლახანს სიყვარული ამიხსნა თუ სამუდამოდ გამომემშვიდობა?! არა,რაღაც ცუდი ხდება გული მიგრძნობს...კიდევ უნდა ვცადო დარეკვა! სასწრაფოდ ამოვიღე ტელეფონი და უამრავჯერ ვცადე გადარეკვა,მაგრამ არაფერი გამოვიდა. შემდეგ სასწრაფოდ ლიზას დავურეკე.
-რა მოხდა გაბი? ამ შუა ღამეს რატომ მირეკავ?
-სასწრაფოდ ნიკუშას დაურეკე და ჩემს სახლთან მოდით დროზე!
-ნიკუშა ჩემთან ერთადაა და უკვე მოვდივართ.
-კაა...მოიცა შენთან ერთად რა უნდა? კაი რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია რაც შეიძლება სწრაფად მოხვიდეთ!
-კარგი მოვდივართ,მოვდივართ!
სადღაც 10-15 წუთში ნიკუშა და ლიზა ჩემთან გაჩნდნენ. მე სახლის კიბეზე ტირილსგან დაღლილი და თვალებჩასისხლიანებული,გაყინული და გაშტერებული ვიჯექი.
-გაბი რა მოხდა? მაქსიმეზე გაიგე რამე?!
მეც სლუკუნით მოვუყევი ყველაფერი და ახლიდან ავქვითინდი.
-მომისმინე, მე რამდენიმე ჰაკერი მეგობარი მყავს და წამო წავიდეთ და გავარკვიოთ საიდან შემოვიდა ნომერი.
-კაი,მაშინ რაღას ვუცდით,წავიდეთ. ქვითინი შევწყვიტე და მანქანაში ჩავჯექი.მალევე მივედით და რაღაც პატარა სახლთან გავაჩერეთ.კარებთან მივედით და ზარი დავრეკეთ. ამ დროს იქ დაყენებული ვიდეოთვალი შემოტრიალდა და ჯერ ლიზას და შემდეგ მე გამომხედა.როგორც კი კამერა ნიკუშასკენ მიბრუნდა კარი მაშინვე გაგვიღეს.ნიკუშამ ხელით გვანიშნა წამოდითო და ჩვენც შვყევით.აქ უკვე დიდი ფოლადის კარი იყო და გვერდით კოდის შესაყვანი აპარატი ეკეთა.ნიკუშამ მაშინვე რაღაც კოდი აკრიფა,კარი გაიღო და კარს მიღმა კიბეები დაგვხვდა.კიბეები სწრაფად ჩავირბინეთ და რაღაც დერეფანში მოვხვდით,სადაც კარებები იყო ჩაყოლებაზე. ჩვენ დერეფანის ბოლოში,ზუსტად ჩვენს წინ მდებარე დიდ კარებში შევედით,სადაც უამრავი კომპიუტერები და სხვა მოწყობილობები დაგვხვდა. ასევე უამრავი ხალხი,რომლიდანაც ერთ-ერთი,გამხდარი,მაღალი,წითური,სათვლიანი ბიჭი ჩევნკენ წამოვიდა.
-ნიკუშ ძმაო როგორ ხარ? რამდენი ხანია შენ და მაქსიმე აღარ გამოჩენილხართ!
-მე არამიშავს,მაგრამ მაქსიმეა მგონი ცუდ დღეში და სასწრაფოდ უნდა მიშველო!
-რა ხდება?
-ზუსტად ჩვენც არ ვიცით. შეგიძლია გამირკვიო ამ ნომრიდან ზარი,ზუსტად რომელი ადგილიდან შემოვიდა.
-ტელეფონი მომეცით...
მოკლედ სადღაც ოც წუთში გაარკვია მისამართი.
-მადლობა ძმაო,ამ სიკეთეს არ დაგივიწყებ−უთხრა ნიკუშამ,გადაკოცნა ის ბიჭი და სასწრაფოდ წამოვედით მანქანისკენ.
-თქვენ გაბის სახლთან დაგტოვებთ და მე წავალ!
-არავითარ შემთხვევაში.მეც შენთან ერთად მოვდივარ!−მტკიცედ განვუცხადე.
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ. ან შენ წაგვიყვან ან კიდევ ტაქსების კომპანაი ბევრია და ერთ-ერთს გამოვიძახებთ.
-კაი,დაჯექით მანქანაში!
სასწრაფოდ დავჯექით მანქანაში. ეს ადგილი ქალაქგარეთ იყო,ამიტომ სადგაც 40-45 წუთი დასჭირდა იქ მისვლას.როდესაც მივედით დავინახე,რაღაც აგურის პატარა სახლი,გარეთ შავი მანქანა,მანქანასთან კი 2 კაცი იდგა. ძალიან არ მივუახლოვდით,რომ ვერ დავენახეთ.ამ დროს კიდევ ორი კაცი გამოდის და თან ნაცემ მაქსიმეს მოათრევენ. თვალებზე მაშინვე ცრელმლები მომადგა და ყელში ბურთი გამეჩხირა,მაგრამ თავს უფლება არ მივეცი,რომ ტირილი დამეწყო და დიდიძალისხმევით თავს მოვერიე და ტირილი შევიკავე.მაქსიმე მანქანაში ჩასვეს...
-რა ვქნათ?
-ვერ მოვერევით.იარაღები კი მაქვს მაგრამ...
-მერე რაღას უცდი?სად არის იარაღი?
მოკლედ იმდენი ვქენი იარაღები მეც მომცა და ლიზასაც.
-ცოტახანი მოვიც...
მაგრამ უკვე გვიანი იყო.მე მანქანიდან გადავხტი და იარაღით მივვარდი იმათთან. ლიზას და ნიკუშას სხვა გზა აღარ ჰქონდათ და მე გამომყვნენ.
-დაყარეთ იარაღი,თორემ გესვრით.
მათ არც კი მომისმინეს, უბრალოდ სიცილი დაიწყეს და ჩემკენ წამოვიდნენ. ამ დროს სასხლეტს თითი გამოვკარი და ერთ-ერთს ფეხში მოვარტყი. არ მჯერა,რომ ვიღაცას ვესროლე! ღმერთო ჩემო!...მან ყვირილი და აქეთ-იქით სირბილი დაიწყო.
ამ დროს მეორე მხრიდან ნიკუშა და ლიზა მიადგნენ.მათ იარაღები დაყარეს და ვიფიქრე დანებდნენთქო,რომ უცბად მათ შორის ყველაზე განიერი და მაღალი კაცი გადმოვიდა მანქანიდან,მაქსიმესთან ერთად.
-თუ იარაღს არ დაყრით,თქვენს საყვარელ მაქსიმეს ტვინს გავასხმევინებ−და მაქსიმეს საფეთქელთან იარაღი მიადო.
-არა!−მეც უაზროდ ვიყვირე და იარაღი ნელა დავაგდე.ამ დროს ის სამი კაცი მოგვადგა,რომლებმაც წეღან იარაღი დაყარეს.მე იმან ჩამავლო ხელი,რომელსაც ფეხში ტყვია ვესროლე.
-რახან თქვენსას არ იშლით. მაქსიმეს ახლავე მოვკლავ! თქვენ თვალწინ.
-რატომ? ასეთი რა დააშავა მაქსიმემ?−მოუთმენლად ვიკითხე,მაგრამ ნეტა არ მეკითხა და ეს არ გამეგო.
-მან მე შვილი მომიკლა!
-არა,ის ამას არ იზამდა!ტყუილია! იტყუები!
-არა, არ ვიტყუები! მან მე შვილი მომიკლა და ახლა ის მოკვდება!
მაქსიმე ხეზე თავისი ხელით დააბა, შემდეგ თვითონ უკან დაიხია და სროლა დააპირა. ჩემმა ცრემლებმა გზა დიდი ხანია გაიკვალეს...ვტიროდი...მაგრამ არა ახლა ტირილი ვერ უშველის ამ საქმეს!
იმ კაცს ხელზე ვუკბინე,მანაც ყვირილით ხელი გამიშვა,მეც სასწრაფოდ გავექანე და მაქსიმეს წინ გადავუდექი! ტყვია უკვე ნასროლი იყო და პირდაპირ მუცელში მომხვდა...
ქუთუთოები ისე მაქვს დამძიმებული,რომ თვალებს ძლივს ვახელ. ბუნდოვნად მესმის ვიღაცეების ხმა.მგონი ეს დედაჩემია.
-გაიღვიძა! ღმერთო თვალები გაახილა! უფალო მადლობა ამ ბედნიერებისთვის.
ვეცადე გავმოძრავებულიყავი,მაგრამ ყველაფერი ამტკივდა.
-რრ...რა... რა მოხდა?−ორი სიტყვა ძლივს გადავაბი ერთმანეთს.−მაქსიმე სადაა?
-მისი სახელის ხსენებასაც კი გიკრძალავ! მისი ბრალია შენ რომ ამ დღეში ხარ. მაგის მაგივრად მითხარი როგორ ხარ შვილო? რამე ხომ არ გტკივა?
-კი დე მტკივა.
-რა შვილო? რა გტკივა?
-გული დე...მაქსიმეს გარეშე გული მტკივა...
-ისევ ეს მაქსიმე! ლიზას უნდა ახლა შენი ნახვა და მე გავალ კარგი.მოდი გაკოცო და წავალ.
მე მაშინვე სახე მივაბრუნე და ცხოვრებაში პირველად,დედას უფლება არ მივეცი რომ ჩემთვის შუბლზე ეკოცნა.მასაც სხვა გზა აღარ ჰქონდა,ადგა და გავიდა.
-გაბი! ჩემო სიხარულო გაიღვიძე?
ოთახში ლიზა შემოვიდა.თვალები ისეთივე ჩაწითლებული ჰქონდა,როგორც დედას.
-რამდენი ხანია,რაც აქ უგონოდ ვწევარ?−პიდაპირ ეს კითხვა მივახალე.
-ამას რა მნიშ...
-მითხარი!
-1 კვირაა...
-მაქსიმე სად არის?
-აქ იყო,მაგრამ შენი გამოფხიზლების ამბავი რომ გავიგეთ დედაშენმა გააგდო.აქ მთელი კვირა გეჯდა, შენი ხელი ეჭირა და თან ტიროდა და თან ბოდიშებს გიხდიდა.
-სანამ მას არ მომიყვანთ ხმას არავის არ გავცემ და არც არაფერს შევჭამ.
ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე.არავის ველაპარაკებოდი და არც არაფერს ვჭამდი. 3დღეში გამომწერეს და წოლა მირჩიეს. სახლთან რომ მივედით, კიბეებთან თვალებჩაშავებული,თავდაუბანელი,გასაპარსი მაქსიმე დაგვხვდა.საშინელ დღეში იყო! როგორც კი დაგვინახა წამოდგა, მე კი მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე.ყველაფერი მტკიოდა,მაგრამ არ მანაღვლებდა.რაც ძალი და ღონე მქონდა ჩავეხუტე და მოვეფერე.
-მეც მიყვარხარ!
-რა?−გაკვირვებულმა მკითხა
-რა და რომ დამირეკე ხომ მითხარი რომ გიყვარდი,ხოდა მეც მიყვარხარ!
-გაბი,მაშინ უბრალოდ აღელვებული ვიყავი.რეალურად მე შენ...მე შენ...
-რა? შენ მე რა? მითხარი მაქსიმე
-მე შენ...არ მიყვარხარ!−და სასწრაფოდ სახე ამარიდა და გატრიალდა.მაშინვე ხელი მოვკიდე და ჩემკენ მოვაბრუნე.
-არ მჯერა! დედამ გითხრა,ხო რომ ჩემთვის ასე გეთქვა? შენ ხომ მითხარი,რომ გიყვარდი! მე შენს გამო ტყვიასაც არ შევუშინდი, იმიტომ რომ შენ მითხარი,რომ...−ცრემლები არ ჩერდებოდა...ღაპაღუპით მომდიოდა.
-მაპატიე გაბი!მაგრამ არა...არ მიყვარხარ!−მასაც ცრემლი მოადგა თვალებზე,მაგრამ სასწრაფოდ გატრიალდა, მოტოციკლეტს მოახტა და გაქრა...
თავბრუ დამეხვა,თვალთ დამიბნელდა,ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი.ხელით კედელს დავეყრდენი. წესიერად აღარავის ხმა აღარ მესმოდა.თითქოს შორიდან მიყვირიანო.ჩემი ცხოვრება დაინგრა!მან მე გამწირა! გადამაგდო! გამომიყენა! მეორედ გამასულელა! მეორედ გამომაშტერა!
ამ დროს ჩემი ფიქრები სადღაცას გაქრნენ და მეც თითქოს ამ ფიქრებს მივყევი...თითქოს სიბნელეში გადავვარდი!..
გული წამივიდა და უგონოდ დავეცი!

P.S. მოკლედ დადება დამაგვიანდა!თან თავი პატარაა! :(( მაგრამ ახლა რომ არ დავიძინო მოვკვდები,ასე რომ ბოდიშით პატარა თავისთვის მაგრამ იმედია საინტერესოა! <3 <3 მიყვარხართ! <3 ხო მართლა,შეიძლება შემდეგ თავსაც დააგვიანდეს. სოფელში მივიდვარ და ეს ჩაბარგება და ათასი უბედურება...თან სვანეთამდე იმხელა გზაა! ასე რომ ალბათ 3-4 დამაგვიანდება :(( მაგრამ გპირდებით დიდი თავი იქნება! <3 <3 <3



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

სვანეთიო??? ეს სიტყვა რომ გავიგე რაც წავიკითხე დამავიწყდა :დდ რა თქმა უნდა ეს ხუმრობით :დდკარგი გოგო ხარ და გელი
--------------------
M.D

 


№2  offline წევრი Lily Morgan

La Llorona
სვანეთიო??? ეს სიტყვა რომ გავიგე რაც წავიკითხე დამავიწყდა :დდ რა თქმა უნდა ეს ხუმრობით :დდკარგი გოგო ხარ და გელი

დიახ! გაქანებული სვანი ვარ! :დ დედა ზემო სვანი,მამა ქვემო სვანი! :დ მადლობაა! <3 <3 <3

 


№3  offline წევრი LSD

nervebs mishlis es maqsime raa ra ucbad danebdaa:// ar velodi aset ganvitarebebas magram dzaan momewonaa<3 chemi azrit gabim maqsimes ar unda apatios es kvelaferi gogo mis gamo chvarda safrtxeshi mere kidev maqsime eubneba agelvebuli vikavi da magitom gitxario ar gecodeba mainc gabi??? xo nu es sheni gadasawkvetia ras izav <3 aba shenici gelodebi da warmatebebi <3 <3

 


№4  offline წევრი Lily Morgan

LSD
nervebs mishlis es maqsime raa ra ucbad danebdaa:// ar velodi aset ganvitarebebas magram dzaan momewonaa<3 chemi azrit gabim maqsimes ar unda apatios es kvelaferi gogo mis gamo chvarda safrtxeshi mere kidev maqsime eubneba agelvebuli vikavi da magitom gitxario ar gecodeba mainc gabi??? xo nu es sheni gadasawkvetia ras izav <3 aba shenici gelodebi da warmatebebi <3 <3

მადლობა! <3 ჯერ კიდევ ისეთები მაქვს გეგმაში... :დ <3 მადლობაა! <3 <3 <3

 


№5 სტუმარი stumari :D

Saertod istoriebs ishviatad vkitxulob, tanac tu kitxva daviwye mxolod erts vkitxulob ar miyvars aqaiq sxvadasxva istoriebis kitxva. Tumca risi kitxvac daviwye yvela 5-6 tavze darcha da dasasrulic ar qonia mokled rom vtqa mweralma gadagvagdo mkitxveli :D dzalian gtxov shenc ase ar moiqce, shua gzashi ar miatovo bolomde miiyvane es istoria. Esaa chemi satxovari. ;) rac sheexeba istorias sainteresoa tumca komentaris gaketebaze tavs shevikaveb radgan mweralma ufro kargad icis tavisi saqme :) ase rom warmatebebi da moutmenlad velodebi shemdeg tavebs :-*

 


№6  offline წევრი Lily Morgan

stumari :D
Saertod istoriebs ishviatad vkitxulob, tanac tu kitxva daviwye mxolod erts vkitxulob ar miyvars aqaiq sxvadasxva istoriebis kitxva. Tumca risi kitxvac daviwye yvela 5-6 tavze darcha da dasasrulic ar qonia mokled rom vtqa mweralma gadagvagdo mkitxveli :D dzalian gtxov shenc ase ar moiqce, shua gzashi ar miatovo bolomde miiyvane es istoria. Esaa chemi satxovari. ;) rac sheexeba istorias sainteresoa tumca komentaris gaketebaze tavs shevikaveb radgan mweralma ufro kargad icis tavisi saqme :) ase rom warmatebebi da moutmenlad velodebi shemdeg tavebs :-*

მადლობა და არა არ დაგაღალატებთ! ამ მოთხრობას არ მივატოვებ! 1-2დღეში დავდებ ახალ თავს.❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent