შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენამდე (5თავი)


2-07-2017, 19:24
ავტორი annabelle
ნანახია 2 114

-ანასტასია!-როგორც იქნა აყროლებული საპირფარეშოდან გამოსვლას ვხვდები და გოგონას უკან მივყვები.ცდილობს მოცეკვავეებს გვერდი აუაროს,ისეთი სუსტია წამით ვჩერდები და ვაკვირდები.ცუდი განათების მიუხედაავად მაინც ვამჩნევ,ისევ ტირის.რა დაემართა? იმედია რამე საშინელება არ გაუკეთა იმ ნაგავმა...
თავს ვიქნევ სულელური ფიქრების გასაფანტად.
-ანასტასია-ვყვირი ისევ,ვუახლოვდები,თითებს მაჯაზე ვხვევ და კარისკენ მივდივარ. ბიჭები მამჩნევენ,ხელს მიქნევენ მაგრამ ვანიშნებ,რომ უნდა წავიდე.ანასტასიას დანახვაზე,რომელსაც პატარა ბავშვივით მივათრევ გარეთ სიცილს იწყებენ,მე კი უკმაყოფილებისგან ვვოხრავ.
-რა გინდა ჩემგან?-ყვირის ტასო,როგორც კი გარეთ გავდივართ.წარბებს ვკრავ მის ასეთ ცვლილებაზე.ცივი ჰაერი სასიამოვნოდ მელამუნება სახეზე.
-რა მინდა შენგან?-ირონიას ვერ ვმალავ და სიცილით ვკითხულობ.გოგონა ცრემლებს იწმენდს,წინ ჩამოყრილ თმას უკან ივარცხნის და განზე იხედება.თვალები ჩაწითლებული აქვს.
ჯანდაბა!
-მადლობა ხომ გადაგიხადე.რაღატომ მომყვები?გინდა თავი საბოლოოდ დამნაშავედ ვიგრძნო? ალბათ ესეც შენს მოვალეობაში შედის?-გაღიზიანებული ბუტბუტებს ტუჩის კვნეტით.თვალებში არ მიყურებს,მოუთმენლობა ეტყობა მაგრამ არ ვნებდები.ნაბიჯს მისკენ ვდგამ,ვშეშდები როცა შეშინებულ მზერას მაბყრობს და უკან იხევს.
-რა დაგემართა?
-არაფერი-ლუღლუღებს თავისთვის.-სახლში მინდა...
-წამოდი-რაც შეიძლება თბილად ვამბობ,მისი ნდობის მოსაპოვებლად.
-არ შემიძლია-თავს იქნევს უარის ნიშნად და თვალებში ისევ ცრემლები უდგება-დედაჩემს ვუთხარი,რომ მეგობართან ვრჩები-მიხსნის მას შემდეგ რაც ჩემს გაკვირვებულ სახეს ამჩნევს.
სერიოზულად? ამას აკეთებს? მშობლებს ატყუებს და კლუბებში დადის! როგორ შეუძლია ასეთ არსებას, უბრალოდ ენდოს ვიღაც იდიოტს და მარტო გაჰყვეს გადაკარგულ ადგილას! ალბათ არ იცის რამდენად მიმზიდველი და სასურველია საწინააღმდეგო სქესისთვის...
,,მოკეტე“-მიბღვერს ჩემი ქვეცნობიერი და წარბ შეკრული ცდილობს სირცხვილისგან არ მოკვდეს.
-კარგი.შეგიძლია ჩემთან დარჩე-თვალებს ვატრიალებ,მიუხედავად იმისა რაღაც მიზეზით მასთან უფრო მეტი დროის გატარება მინდა,მაინც არ მხიბლავს ის აზრი,რომ ჩემს ბინაში ჩემს გარდა კიდევ ვინმე დაიძინებს.
-რა? არა...მე.-იბნევა,თმას თითზე იხვევს ნერვიულობისგან.რატომ მგონია,რომ ჩემი ეშნია?
-სხვა ვარიანტი გაქვს?-წარბებს ზემოთ ვწევ.არ მინდა უხეში ვიყო მაგრამ არ გამომდის.-ანასტასია გადაწყვიტე.კიდევ ერთხელ არ გკითხავ-მოუთმენლად ვამბობ.
-კარგი-მორცხვად მიქნევს თავს.
888
-მადლობა-ჩურჩულებს ჩემს ლოგინზე ჩამომჯდარი.უკვე დაწოლას ვაპირებ.გადავწყვიტეთ მას ჩემს ოთახში,მე-მისაღებში,დივანზე დამეძინა.კარის ზღურბლზე ვჩერდები,კედელს ვეყრდნობი და წამით ვაკვირდები.არასდროს,არავინ ყოფილა ჩემს ოთახში! გოგონებს,რომელიც მყოლია არ ვაძლევდი სახლში მოსვლის უფლებას...კარგი! ვიცი რომ ეს არც ისე სამართლიანია! მაგრამ ისინი არ იყვნენ შეყვარებულები, ერთ დღიანი სექს პარტნიორისთვის ჩემი სახლის მისამართის ცოდნა არც ისე გონივრულია.
-მეტყვი რა დაგემართა?-წარბებს ზემოთ ვწევ,მაგრამ მალევე ვიცვლი ტონს და ვცდილობ უფრო თბილი ვიყო-გთხოვ.
-მან მითხრა,რომ...,მითხრა რომ მასთან თუ არ დავწვებოდი ჩემს მშობლებს აჩვენებდა ფოტოებს...რომელსაც ჩუმად იღებდა-ტირილის შეკავებას ცდილობს,რის გამოც გამუდმებით ტუჩს აწვალებს.-არ ვიცი როგორ მოახერხა! ღმერთო ჩემო...ფოტოებში სრულიად შიშველი ვარ.მასთან ერთად...ჩემმა მშობლებმა რომ გაიგონ არ დამიჯერებენ-თავს ვერ იკავებს,ცრემლები ჯებირებს სცდება და ლოყებს უსველებს.რამდენიმე წამი ადგილზე ვშეშდები.
აღარ მეგონა თუ ასეთი საცოდავი ტიპები არსებობდნენ.სიცილი მინდა მაგრამ როგორღაც ვჩუმდები.ალბათ თავს ცუდათ იგრძნობს...
-ჯანდაბა!-მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ.ვუახლოვდები,მის წინ ვიმუხლები.-არავინ,არავინ არის შენი ცრემლების ღირსი! იცოდე ეს-ვამბობ დარწმუნებით.მისკენ ვიხრები და ვერც ვაცნობიერებ ისე ვაწებებ ტუჩებს მისისი ფეხის თეთრ,ნაზ კანს.
-მადლობა-ჩუმად ლუღლუღებს.ვამჩნევ,როგორ უკრთის ღიმილი ტუჩის კუთხეში.ისეთი ლამაზია ამ წამს.ცრემლებით შენამული ლოყა ნათურის შუქცე ბრწყინავს.
-თუ კიდევ ერთ მადლობას იტყვი ნიშანს არ გაღირსებ-ვამბობ ხუმრობით,ეღიმება.მეც ვერ ვიკავებ თავს.-ძილინებისა ანასტასია!-ვახველებ,ვსწორდები და ჩვეულ გამომეტყველებას ვღებულობ.
-ძილინებისა მას.-ჩურჩულებს და იცდის სანამ მარტო დავტოვებ.
888

-როგორ ფიქრობ,სწავლის დასაწყისში ბავშვების ექსკურსიაზე წაყვანა ცუდი აზრია?-მეკითხება მიკა და როგორც კი ჩემს საჭმლით გამოტენილ პირს ხედავს სიცილი უტყდება.გაკვეთილების შემდეგ სადილზე ერთად წასვლა თითქოს ჩვევად გვექცა.
-ნუ დამცინი-თვალებს უკმაყოფილოდ ვატრიალებ,მაგრამ ისე საყვარლად იცინის მეც ვერ ვიკავებ თავს.
-კარგი.მშვიდად ვარ-ღრმად ისუნთქავს ჰაერს-ღმერთო ჩემო-ლუღლუღებს სასაცილოდ,მისი ღრმულები ლოყებზე საოცრად მომხიბვლელს ხდის.-მორჩა.მართლა როგორი იდეაა?
-რავიცი,ალბათ გაუხარდებათ?-ჩემი ნათქვამი კითხვასავით ჟღერს.
-ჰო,მგონი-მხრებს იჩეჩავს.მიღიმის და ბოლო ლუკმაზე,როგორც ჩვევია თვალებს ხუჭავს.ყოველთვის ვფიქრობ,რომ მშვენიერია როცა ასე იქცევა.
-ხვალ თორნიკეს დაბადებისდღეა,ხომ იცი,აქ რომ შეგვხვდნენ-წარბებ აწეული ვამბობ,როცა თავს მიქნევს ვაგრძელებ-პატარა წვეულებას ვაწყობთ.ვიფიქრე ჩემთან ერთად წამოხვიდოდი.თუ გინდა რათქმაუნდა-ვიღიმი და ვცდილობ მოუთმენლობა დავმალო.ერთ წუთზე მეტი ჩუმად ზის.რატომ არიან ქალები ასეთი ნელები და მომაბეზრებლები? ვერვიტან ლოდინს!
-წამოვალ-თვალებ გაბრწყინებული მიქნევს თავს,რაზეც ვხითხითებ და დესერტს ვუკვეთავ.მშვენიერია!
=========================================================================
წერის სტილი,სიუჟეტი მთლიანად განსხვავდება იმისგან რასაც აქამდე ვწერდი,მინდოდა რაღაც ახალი მეცადა :დდ საშინლად მიჭირს ასე წერა,წვალებად ღიირს საერთოოდ? :დ



№1 სტუმარი Guest Nita

Namdvilad girs. Cota tavebs tu gazrdi,ufro magari gogo iknebi :-)

 


№2  offline წევრი LSD

Gadaob xoo rato mitxulob girsu tuu ara ratkmaundaa girs ❤️❤️Dges wavikitxe sukvela tavi da arvici ragitxraa raa umagresi istoriaa ❤️❤️Ragacit gansxvavdeba kvela istoriisgan rac ak makvs wakitxulii❤️❤️ Ara ragacitt ara kvelfritt ufroo iujeti weris stili aii kvelaferi gansxvavebulia sxvebisgan gansxvavebit❤️❤️ Gelodebii da aba shenici warmatebebi❤️❤️

 


№3  offline წევრი annabelle

Guest Nita
Namdvilad girs. Cota tavebs tu gazrdi,ufro magari gogo iknebi :-)

ვეცდებიი <3

 


№4 სტუმარი Guest bubu

dzalian kargia, ra tqma unda girs gagrdzelebad, ubralod mainteresebs es bichi vistan darcheba ?

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

სასიამოვნო სიურპრიზია ახალი ტავი ასე "მალე" ძვირფასო.
გამახარე გრიპიანი ლტოლვილი:დდდდამ სიცხეში
ძაან მაგარი იყო.
მომწონს დანიელის პერსონაჟ ძალიან!!!!

 


№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

"წვალებად ნამდვილად ღირს" :დ
გააგრძელე აუცილებლად. ეხლა წავიკითხე ყველა თავი. როგორ გამომრჩა მეც მიკვირს

 


№7  offline წევრი annabelle

მადლობა ყველააა <3 ძალიან ძალიან დიდი <3 მართლა <3 რომ შემოვდივარ და ასეთ კომენტარებს ვხედავ გული მითბება <3 მიყვარხართ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent