შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი წყვდიადში(12)


3-07-2017, 13:33
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 424

თავი 12

როგორც კი ახალ ამბებში აჩვენეს ჩემი სახლის ხანძარი, ელისი ახალ ორლეანში დაბრუნდა. ჩვენ ქორწილის შემდეგ არ ვკონტაქტობდით რადგან არ მინდოდა ჩემს პრობლემებში ჩამეთრია, თუმცა ის მაინც ჩამოვიდა, მე ჯერ კიდევ სააბაზანოს სარკეში საკუთრ გამოსახულებას მივშტერებოდი როდესაც კაზე დორისმა ჩვენმა დამხმარემ დააკაკუნა
-მისის გრინ თქვენთნ სტუმარია
-ახლა არა დორის მარტო მინდა ყოფნა
-დაჟინებით მოითხოვს თქვენს ნახვას
-კარგი დორის უთხარი შემოვიდეს
-შენი ნახვა იმაზე რთულია ვიდრე მეგონა, აქ ნამდვილი ციხესიმაგრეა
-ელის აქ როგორ მოხვდი -ელისი მოვიდა და გულში მაგრად ჩამიკრა
-შენი მარტო დატოვება არ შემეძლო, ვწუხვარ პატარა მომხდარის გამო
-ნეტავ ეს ერთდერთი უბედურება იყოს ჩემს ცხოვრებაში
-რას გულისხმობ დი? -ელისმა გაოცებულმა შემომხედა
-ქორწილის შემდეგ მთელი სამყარო თავზე დამენგრა, ერთ წამში აღმოვაჩინე რომ ჩემს გარშემო ყველა მატყუებდა, იცი ჰელენმა და რობერტმა იმიტომ მიშვილეს რომ ფული გადაუხადეს
-ეს შეუძლებელია ისინი ამას არ იზამდნენ რაღც შეცდომაა დიანა
-არა ელის ჰელენმა ყველაფერი აღიარა, ეს კიდევ არაფერია აღმოვაჩინე რომ მაფიოზის ქალიშვილი ვარ და ჩემს ბიძაშვილს ჩემი მოკვლა უნდა
-იმედია ხუმრობ, ახლა თავი ნამდვილად ფილმში მგონია
-ნეტავ ვხუმრობდე ელის, ნეტავ ყველაფერი ცუდი სიზმარი იყოს
-ვწუხვარ ჩემო მეგობარო, ვხედავ შენი ცხოვრება ნაწილებად იშლება მე კი ვერაფრით გეხმარები
-როგორ არა მეხმარები ახლა ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ
-რა მაგარამ დიანა?
-დაკრძლვისი მერე ნიუ-იორკში უნდა დაბრუნდე
-მარტოს ვერ დაგტოვებ, მეგობრები ხომ იმისთვის არიან რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ
-შენ არ გესმის ელის, ხანძარი ჩემს სახლში შემთხვევითი არ იყო, ყველა საფრთხეშია ვინც მიყვარს ამიტომ უნდა წახვიდე
-თუ ჩემი წასვლა დაგამშვიდებს, ხვალვე გავემგზავრები დაკრძლვის შემდეგ
-მადლობა საყვარელო, ნამდვილი მეგობარი ხარ
-ახლა დაწვრილებით მომიყევი რა ჯანდაბა ხდება შენს თავს -მე ყველა წვრილმანი მოვუყევი ელის, ყველა საშინელი და უცნაური დეტალი ჩემი ახალი ცხოვრებიდან. რამდენიმე თვის წინ ჩემი და ელისის სასაუბრო თემა მანიკიური და სალონი იყო ახლა კი, განგსტერებზე, მკვლელებს და საიდუმლოებებზე ვსაუბრობთ. მე და ელისმა მთელი ღამე საუბარში გავატარეთ, დანიელი არც კი გამოჩენილა მხოლოდ ერთი შეტყობინება მომწერა „მე და მაიკლი შენს ბიძაშვილს ვეძებთ“. დილით ადრე ავდექი მოვემზადე და რამდენიმე საათის შეემდეგ სასაფლოსკენ გავუდექით გზას, ისევ ჯონსების საგვარეულო სასაფლაოზე მივედით, თვალწინ დამიდგა რობერტის დასაფლავება. ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც პირველ ჯერზე გარდა ერთისა, ახლა ერთის ნაცვლად ორ საყვარელ ადამიანს ვასაფლავებდი, პასტორმა კვლავ სიტყვის წაროსათქმელად მიხმო, მეც დავიკავე საპატიო ადგილი
-მადლობა ყველას რომ მოხვედით, სულ ერთი თვის წინ ვთქვი იგივე სიტყვები თუმცა მაშინ მამას ვგლოვობდი, ახლა კი მთელი ოჯახი დავკარგე. ყველა ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო ახლა ამ სასაფლაოზეა, ვიღაც კარგად გაისარჯა რომ დღეს აქ შევკრებილიყავით. მე ვუყურებ ამ საფლავებს და ერთდერთი რასაც ვგრძნობ ეს შურია, მე სიამოვნებით გავუცვლიდი მათ ადგილს ასე უფრო მარტივი იქნებოდა, მკვდრები ხომ არ გრძნობენ ტკივლის, ტკივილს რომელიც სულს მიწამლავს. ნეტავ შეიძლებოდეს მისი გაჩერება, ან გულიდან ამოგლეჯა. სიამოვნებით დავთმობდი საკუთარ გულს თუ ეს ტკივილს გააჩერებს. მეგონა ძლიერი ვიყავი და შევძლებდი ამ უბედურების გამკლავებას, თუმცა ვცდებოდი ერთადერთი ახლა რაზეც ვფიქრობ ეს ამ წყეული ტკივილის შემსიბუქებაა - მე დავიხარე მუჭით მიწა ავიღე და ჰელენისა და კევინის კუბოზე მიმოვაბნიე -ვფიცავ რომ შურს ვიძიებ, ზუსტად იმავე ტკივილს იგრძნობს ამის ჩამდენი რასაც ჩემი ოჯახი გრძნობდა, იქნებ მაშინ მაინც გავხდე უკეთ. -ეს ვთქვი და მაშინვე დავტოვე სასაფლაო დანიელი უკან გამომყვა, მე მანქანით სანაპიროზე წავედი...
-ვიცოდი რომ აქ გიპოვიდი
-რაღაცეები არასდროს იცვლება -ნაძალადევი ღიმილით ვუთხარ დანიელს
-მართალია, მაგრამ მე ყოველთვის აქ ვარ თუ საუბარი მოგინდება
-იცი მე ბოდიში უნდა მოგიხადო
-რისთვის?
-დანიელ მე ნაგავივით მოგექეცი, ჰანას გამოჩენით განაწყენებული ვიყავი და მაიკლი გამოვიყენე შენს გასაბრაზებლად. ვწუხვარ და თუ შეგიძლია მაპატიე
-უკვე გაპატიე, მეც უნდა გთხოვო პატიება რადგან შენი გაგების ნაცვლად შენი განსჯა ვცადე
-ყველაფერი რიგზეა შეგვიძლია დავივიწყოთ, თუმცა ბოდიში მაიკლსაც უნდა მოვუხადო
-მაიკლმა ბევრი შეცდომა დაუშვა შენი აზრით მისთვის მობოდიშება ღირს?
-იცი დანიელ მაიკლი სულაც არ არის ცუდი ადამიანი, უბრალოდ ყოველთვის მარტივ გზას ირჩევს მიზნის მისაღწევად, მას უნდა რომ ენტონიმ დააფასოს და მისით იამაყოს
-მოდი ჩემს ძმაზე ნუ ვისაუბრებთ
-როგორც გინდა მაგრამ ერთხელ თუ მოუსმენ იქნებ თქვენს შორის გაჩაღებული დაპირისპირებაც მორჩეს
-გავითვალისწინებ -ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით, შემდეგ კი მე სიჩუმე დავარღვიე
-შენი აზრით ვიპოვნი?
-ვის გულისხმობ დიანა?
-ჩემს ბიძაშვილს
-დიანა თუ მისი პოვნა შენ სიმშვიდეს დაგიბრუნებს გპირდები ახალ ორლეანს შევძრავ და მას აუცილებლად ვიპოვი
-დანიელ ხომ იცი რომ ეს სახიფათოა ამას რატომ აკეთებ?
-შენს გამო, დიანა შენ არაჩვეულებრივი გოგო ხარ. ჩვენ ერთმანეთი არა სასურველ გარემოებაში გავიცანით თუმცა მინდა იცოდე რომ შენს მიმართ გულ გრილი არ ვარ და რომ...
-არ გინდა დანიელ, არ თქვა
-რატომ?
-ხომ დაინახე ყველა ჩემთვის ძვირფას ადამიანს ზიანი ადგება და არ მინდა შემდეგი შენ იყო, მაპატიე ჩვენს შორის იმაზე მეტი არაფერი იქნება რაც ახლა -მე ავდექი და მანქანისკენ გავემართე
-ეს შენი გადასაწყვეტი არ არის -დანიელ დამედევნა შემაჩერა და მაკოცა
-ეს რატომ გააკეთე
-დიანა მომწონხარ და შენი შიშების გამო არ მინდა ეს ურთიერთობა დასაწყისშივე გააფუჭო
-შენ არ გესმის, ყვლეა ვინც ჩემს გვერდით არის სამიზნედ იქცევა ჩემი ბიძაშვილისთვის
-არ მაინტერესებს მე საკუთარ გადაწყვეტილებებს თვად მივიღბ. ახლა უკვე გასაგებია ელისი სასწრაფოდ რატომ გაემგზავრა
-მას აქ დარჩენის ნებას ვერ მივცემდი, დანიელ ვერ გადავიტან ჩემს გამო თუ კიდევ ვინმე დაშავდება
-გპირდები ვიპოვნით მას და სათანადოთ ვაგებინებთ პასუხს -საუბარი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა, მაიკლი მირეკავდა
-დიანა სად ხარ?
-სანაპიროზე მოხდა რამე?
-საწყობში მოდი ეს სასწრაფოა -მაიკლმა მხოლოდ ეს მითხრა და ყურმილი დაკიდა
-დიანა ვინ იყო?
-შენი ძმა, შეგიძლია საწყობში წამიყვანო?
-დარწმუნებული ხარ რომ იქ წასვლა ღირს ?
-უბრალოდ წამიყვანე, თუ არა და თვად წავალ
-კარგი ჩჯექი მანქანაში -დანიელმა საწყობში წამიყვანა, ენტონი და მისი მეგობრები იქ მელოდებოდნენ, თუმცა მიზეზი არ ვიცოდი
-გამარჯობა ბატონებო ბოდიშს გიხდით რომ გალოდინეთ
-ყველაფერი რიგზეა დიანა შენი ადგილი დაიკავე -სკამისკენ მიმითითა ედვარდმა
-შეიძლება შეკრების მიზეზი გავიგო? -წყნარად ვიკითხე მე
-მიზეზი შენი ბიძაშვილია, სხვა რა უნდა იყოს -მკაცრად მიპასუხა რიჩარდმა
-თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, თქვენ ჩემს წინ მჯდომი ხუთი მამაკაცი, ამ ქალაქის ყველაზე გავლენიანი პირები ხართ და 25 წელი გავიდა და ერთი ბიჭი მაინც ვერ იპოვეთ
-ჩვენ ვცდილობდით, ყველა რესურსი გამოვიყენეთ
-როგორც ჩანს ყველა რესურსი არ გამოგიყენებიათ რადგან ჯერ კიდევ არ ვიცი ჩემი ბიძაშვილის ვიანობა
-პატარა ქალბატონო იქნებ კრიტიკა შეწყვიტო და რაიმე სასარგებლო გვითხრა -თქვა სიამაყით დაბრმავებულმა ქრისტიან ჰარისმა
-იცით რა თქვენ ყველანი უბრალოდ საუბრობთ და თავს იწონებთ, ჩემს ბიძაშვილს თვად ვიპოვნი
-კარგად დაფიქრდი დიანა, ბოლო შენი გამოხტომა ოჯახის სიცოცხლის ფასად დაგიჯდა
-ვიცი რაც დავკარგე ენტონი, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა
-მაინც რა შეიცვალა?
-დასაკარგი აღარაფერი მაქვს
-საკუთარ სიცოცხლეზე რას იტყვი
-თუ მოვკვდები ვეცდები რომ ჩემი ბიძაშვილიც თან გავიყოლო -ეს ვთქვი და საწყობი დავტოვე მანქანასთნ დანიელი და მაიკლი მელოდებოდა
-აბა როგორ ჩიარა პრინცესა?
-ჩვეულებრივი მოხუცების თვშეყრაა და მეტი არაფერი, ისინი სრულიად უსარგებლოები არიან მაიკლ
-მაშინ რას აპირებ? -შეშფოთებით მკითხა დანიელმა
-ჩემს ბიძაშვილს გამოვიწვევ, ის დიდხანს ვერ დარჩება სამალავში
-კარგი რაც არ უნდა გადაწყვიტო ჩვენ შენს გვერდით ვართ
-არა არა და კიდევ ერთხელ არა, არ მინდა ვინმე დაშავდეს ასე რომ ამას მარტო მივხედავ
-ვწუხვარ პრინცესა მაგრამ ჩემი საქმიდან გაძევების უფლება არ გაქ
-საქმე ჩემია მაიკლ ასე რომ მე ვწყვეტ ყველაფერს
-მარტო ვერ გაუმკლავდები მას, ვინც არ უნდა იყოს საშიშია
-მიხარია რომ ჩემი ასე გჯერა დანიელ, სტივენ გთხოვ სახლში წამიყვანე
-დიანა გაჩერდი შენი წყენინება არ მინდოდა
-არ მაინტერესებს, თქვენ ორმა ჩემგან თავი შორს დაიჭირეთ -მე მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი. სახლში მისული კვლავ ჩემს სახელოსნოში განვმარტოვდი, თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა ვინ არის ჩემი ბიძაშვილი, მომხდარის ყველა დეტალის გააზრება დავიწყე და უეცრად მივხვდი იმას რასაც ყურადღებას არ ვაქცევდი. სასწრაფოდ დავტოვე სახელოსნო და მისაღებში ჩამოვედი იქ მაიკლი და დანიელი დამხვდა
-დანიელ სად არის ნიკოლასი?
-არ ვიცი, მოხდა რამე დიანა?
-მე ის სასწრაფოდ უნდა ვიპოვო
-ვისეძებ დიანა? -მოულოდნელად მისაღებში ნიკოლასი შემოვიდა
-შენ გეძებ შე -ნიკოლასთან მივედი და სახეში მაგრად დავარტყი
-დიანა ასე რატომ მოექეცი ნიკოლასს? -მკითხა გაოცებულმა დანიელმა
-აბა შენ ეტყვი მათ სიმართლეს თუ ეს მე გავაკეთო?
-იქნებ გამარკვიოთ რაზე საუბრობთ -თქვა გაკვირვებულმა მაიკლმა
-ყოჩაღ ლიზი მეგონა მეტი დრო დაგჭირდებოდა პაზლის ნაწილების დასაკავშირებლად
-ლიზი ვინ არის, რას ბოდავ ნიკოლას? -დანიელის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა
-ლიზი ჩემი ნამდვილი სახელია, ასე არ არის ბიძაშვილო?!
-ეს შენ ხარ, დიანას ბიძაშვილი? -დანიელს ამ მოულოდნელობამ გონება აურია
-კი ეს არის ის რომელმაც ჩემი ოჯახი გაანადგურა
-ახლა რას იზამ პატარა ლიზი? -ირონული ღიმილით მკითხა ნიკოლასმა
-ახლა სიცოცხლეს გამოგასალმებ -მე მაიკლს ქამრიდან იარაღი ამოვაცალე და ნიკოლასს დავუმიზნე
-დიანა ეს არ გააკეთო ახლავე ჩაწიე იარაღი -დანიელი წინ გადამიდგა
-ვერ ვიჯერებ რომ მას იცავ, მან მე ყველაფერი წმართვა
-მე მას კი არა შენ გიცავ დიანა, თუ ახლა ნიკოლას მოკლავ თავს ამას ვერასდროს აპატიებ
-ამას მალე გავიგებთ -მე იარაღი გადავტენე, ამ დროს კი ნიკოლასი დანილს სწვდა მხარსი და იარაღი დაუმიზნა
-აბა ლიზი ვნახოთ ვინ უფრო სწრაფია, მე თუ შენ
-შენ ამას არ იზამ
-ვიზამ და თანაც ღიმილიანი სახით
-ჰეი შენ თუ ჩემს ძმას თვიდან ერთი ღერი თმა მაინც ჩამოუვარდება ისეთ დღეში ჩაგაგდებ რომ სიკვდილს ინატრებ -მაიკლის გაბრაზებას საზღვარი არ ჰქონდა, მე პირველად დავინახე მის თვალებში რომ დანიელზე ღელავდა
-აი სასწაული თურმე მაიკლს გული ჰქონია- ნიკოლასმა იარაღი გადატენა და დანიელს შუბლზე მიადო
-კარგი შენ გაიმარჯვე არაფერი დაუშავო -მე იარაღი ძირას დავდე და ფეხით ნიკოლასისკენ გავაცურე - გაუშვი მას არაფერი დაუშავებია
-ეჰ სამწუხაროა ლიზი, შენ ყველაზე ძლიერი ქალი ხარ რომელსაც კი ოდესმე შევხვედრივარ მაგრამ ეს ხალხი გასუსტებს, რომ არა ისინი ალბათ შენზე გამარჯვებას ვერ შევძლებდი
-როგორც უკვე თქვი შენ გაიმარჯვე ახლა კი გაუშვი ის
-მაპატიე მაგრამ არ შემიძლია, ის ჩემი დაზღვევა იქნება. დარწმუნებული უნდა ვიყო რომ შენ და დანარჩენები მკვლელებს არ დამადევნებთ
-თუ მას წაიყვან გპირდები ახალი ორლეანის გადაწვაც რომ დამჭირდეს მაინც გიპოვი და საკუთარი ხელით მოგკლავ
-შეხვედრამდე ძვირფასო -ნიკოლასმა დანიელს ხელი ჩაავლო, მანქანაში ჩასვა და ქალაქში გაუჩინარდა.



№1 სტუმარი Guest bubu

dzalian sainteresoa, male dade shemdegi tavi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent