რელიქვიების მცველი ( 14 თავის გაგრძელება)
მართლაც ჩახლართული და უცნაური იყო ყველაფერი. ცოტა ხნის წინ გულას ხეობაში იყო და უეცრად ისევ თავის მშობლიიურ ქალაქში აღმოჩნდა. ჩაფიქრებული გაუყვა ქუჩას სახლისკენ. ,, მაინც სად გაქრა?“ - არ ეშვებოდა მცველზე ფიქრები. სახლთან მივიდა. კიბეზე ჩამოჯდა, თავით მოაჯირს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. წამით მის თვალწინ გამოქვაბულის კედლებმა გაიელვა. მცველის გაფითრებულმა სახემ და ... თვალები გაახილა. ისევ ქალაქში იყო, კიბეზე იჯდა და ქუჩაში ხალხიც ამოძრავებულიყო. მეზობლის ბავშვები ველოსიპედებით დაჰქროდნენ. წამოდგა და სახლში შევიდა. დივანზე დაწვა და ჭერს მიაშტერდა. ,,ვერ გამიგია რა ხდება? ყველაფერი სიზმარი იყო?“- ეკითხებოდა საკუთარ თავს და პასუხს ვერ სცემდა. ისევ დახუჭა თვალები და კვლავ გამოქვაბულის კედლები დაინახა. მცველის სახე და ისევ გაახილა თვალები, ფეხზე წამოხტა. ,, არა აქ რაღაც სხვა ხდება. ეს ყველაფერი...“ - ოთახი მოათვალიერა-,, ეს ილუზიაა? ან გავგიჟდი და ვერ ვხვდები.“ ოთახში ბოლთის ცემას მნოჰყვა და რატომღაც სულ უფრო მეტად იჯერებდა იმ აზრს რომ გაგიჟდა და ყველაფერი რაც თავს გადახდა მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო და ავადმყოფი გონების შედეგი. ასე დადიოდა და გაუჩერებლად ბუტბუტებდა, კიდევ დიდხანს ივლიდა ალბათ ფანჯარისკენ რომ არ გაეხედა შემთხვევით. მისმა მზერამ მინაში არეკლილი მცველის სახე დაიჭირა და ადგილზე გაშეშდა, მობრუნდა და ოთახი მოათვალიერა მაგრამ ვერავინ დაინახა. ისევ ფანჯარას შეხედა, მცველის სახე კვლავ გამოჩნდა, თითქოს თვალებით რაღაცას ეუბნებოდა, რაღაცას ანიშნებდა, მაგრამ ივანი ვერ ხვდებოდა მისგან რა უნდოდა. სახე გაქრა და ივანმა გარკვევით გაიგონა ისევ ის ხმა, გამოქვაბულში რომ ესმოდა. - გაიღვიძეეე. - გაიღვიძეეე.- ოთახში დატრიალდა, შეშლილი თვალებით დაუწყო ძებნა ვინ ეძახდა, მაგრამ ამაოდ. ვერავინ შენიშნა. უცებ მხარზე ვიღაცის შეხება იგრძნო, ოთახში არავინ იყო, ვინ უნდა შეხებოდა. ისევ იგრძნო შეხება, უფრო ძლიერი და ამჯერად მსუბუქად შეანჯღრია ვიღაცამ. - აქ ვინაა?- წამოიძახა და დატრიალდა.ვირაცამ ორივე მხარში მოკიდა ხელი და გააჩერა, შემდეგ ისე ძლიერად შეანჯღრია რომ ივანმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრო. მის თვალწინ ოთახი გამოქვაბულის კედლებმა შეცვალა და კვლავ ოთახი გაჩნდა. ,, ეს რა ხდება?’- ეკითხებოდა თავს. დივანზე დაჯდა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო, თავი ხელებში ჩარგო, თვალები დახუჭა და სცადა გონება გამოერთო, არაფერზე არ ეფიქრა. უბრალოდ ცოტა ხანს შეესვენა ყველაფრისგან რაც ხდებოდა. ძილი მოერია და დაწვა, ჭერს ახედა და ასე უყურებდა ერთ წერტილს სანამ არ ჩაეძინა. ივანი უცნაურმა ხმაურმა გამოაღვიძა, თვალები გაახილა და მცველის გაფითრებული სახე დაინახა. ცოტა ხანს გაბრუებულმა უყურა, სანამ გამოფხიზლდებოდა. უცებ ერთბაშად მოეგო გონს, ფეხზე წამოხტა და გარშემო მიმოიხედა. ბიჭს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. არმაზი კედელს მხრით მიეყრდნო რომ არ დაცემულიყო, შებრუნდა და ნელ-ნელა ძირს ჩაცურდა. ივანმა მისკენ გაიწია მხრებში ჩაავლო ხელი და შეაკავა. ფრთხილად დასვა. მცველმა არაქათგამოცლიოლი მზერა მიაპყრო, ტუჩის კუთხეები ოდნავ შეენძრა, თითქოს გაგიმებას აპირებსო, ივანს თვალებში უყურებდა და თითქოს მისთვის რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო, თავი უღონოდ ჩამოუვარდა მკერდზე და გაითიშა. - არმ. მცველო.- მსუბუქად შეანჯღრია ივანმა. სასოწარკვეთილი შეჰყურებდა ბიჭს და არ იცოდა რა ექნა. ჯერ ისევ გაბრუებული იყო და ვერ ხვდებოდა მის თავს რა ამბავი იყო. უეცრად მზერა გაეყინა და შეშინებულმა უკან გაიწია. მის თვალწინ მცველის ფრჩხილები მხეცისმაგვარ ბრჭყალებად იქცა, ბიჭის სახე კი თმით იფარებოდა და ველურ ცხოველს ემსგავსებოდა. -არმ.- გაბზარული სადღაც შორეულ კუთხეში იმედგადამალული ხმით დაუძახა ყმაწვილს. ბიჭმა თვალები ერთბაშად გაახილა, მაგრამ ის რაც ივანმა დაინახა ნამდვილად არ გავდა მცველის ძველ შავ თვალებს. კატასავით მწვანე, ვიწრო, შავ გუგებიანი თვალები მტაცებლური ჟინით ავსებული გამომცდელად უყურებნენ ივანს, წამიც და რელიქვიების მცველი ფეხზე წამოხტა, საოცარი მოქნილობით აიჭრა ჰაერში, ზურგს უკან დამაგრებული ხმალი ამოიღო და რამდენჯერმე დაატრიალა, ძირს დაეშვა და საბრძოლო პოზიცია მიიღო. ივანს ისე უყურებდა თითქოს პირველად ხედავდა, უეცრად ხმალი შემართა და მისკენ დაიძრა. ივანს ცივმა ოფლმა დაასხა. არ იცოდა საით გაქცეული, თანაც მცველი ნანახი ყავდა ბრძოლის დროს და ხვდებოდა ვერსად გაექცეოდა, თვალებით გამოქვაბულის შორეული კუთხეები შეათვალიერა, ყოველი შემთხვევისთვის, იქნებ მოესწრო და დასხლტომოდა რაღაც საოცარ არსებად ქცეულ მცველს. მაგრამ უკვე ყველაფერი გვიანი იყო. ბიჭი წამის უსწრაფესად გაჩნდა მის გვერდით, ხელი დაავლო, ზურგს უკან ამოიყენა და რაღაცას დაუწყო მიყურადება, შიგადაშიგ ჰაერს ყნოსავდა. -არმ.- გაუბედავად ამოიკვნესა ივანმა. მცველმა გაბრაზებით მოხედა და შეუღრინა. - კარგი, კარგი.- ხელები ასწია ივანმა და ისე აამოძრავა თითქოს ეუბნებოდა დამშვიდიიო. ცოტახანს ჩუმად იყო, მაგრამ ცნობისმაყვარეობამ სძლია და ჩურჩულით შეეკითხა. - ვის ვეძებთ?- ბიჭმა ამჯერად ყურადღება აღარ მიაქცია ერთ წერტილს მიაშტერდა და ისე უყურებდა თითქოს კლდის გახვრეტა სურდა. ხმალი იმ წერტილისკენ მიმართა და ვიღაცას ჩახლეჩილი ხმით მიმართა. - გამოდი.- მის ტონში ისეთი მბრძანებლობა იგრძნობოდა რომ ივანი მიხვდა, იქ მართლაც ვიღაც უნდა ყოფილიყო. ამიტომ გულმოდგინედ დაუწყო სიბნელეს თვალიერება, თუმცა ვერაფერს ამჩნევდა. - გამოდი.- გაიმეორა მცველმა, ამჯერად მისი ტონი ულმობელი მეომრის ტონი იყო და თითქოს გამოქვაბულის სალი კედლებიც კი მიხვდნენ მასთან ბრძლა რამდენად სახიფათო იქნებოდა. ივანის თვალწინ კლდემ მოძრაობა დაიწყო და ცოტა ხანში იმ წერტილში რომელსაც მცველი უყურებდა კლდიდან იასამნისფერი ბურუსი ჰაერში აიჭრა და ძირს საოცრად გრაციოზულად დაეშვა, როგორც კი გამოქვაბულის ძირს შეეხო ბურუსის ნაცვლად მათ თვალწინ საოცრად ლაზი, იასამნისფერ გრძელ კაბაში გამოწყობილი, წაბლისფერთმიანი ქალი გაჩდა. ივანმა პირველად ნახა ასეთი საოცრად მომხიბვლელი, გარამ იმავდროულად ბოროტი ღიმილი ქალის სახეზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.