რელიქვიების მცველი (თავი 12)
თავი 12 როგორც იქნა გააღწიეს ტყიდან და პატარა მდინარის ნაპირს გაუყვნენ. ირგვლივ გორაკები და მწვანე ბალახით დაფარული ლამაზი მინდვრები იყო. - აქ აღარაფერი გვემუქრება?- დააღრვია დუმილი ივნმა. - არა. ღამეს იქ გავათევთ.- ანიშნა ბიჭმა შორიახლოს აზიდულ კლდეზე.- გამოქვაბულში ვერ მოგვწვდებიან. - გამოქვაბულში? გინდა თქვა, რომ იქ უნდა ავიდეთ?- ხელით კლდის შუაგულში გამოკვეთილ გამოქვაბულისკენ ანიშნა ივანმა.-როგორ ავალთ? - კლდეზე არასდროს ასულხარ?- შეეკითხა მცველი. - მხოლოდ სავარჯიშო დარბაზში.- ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა ივანმა. გამოქვაბული საკმაოდ მაღლა იყო და ეჭვი შეეპარა, რომ იქამდე ასვლას შეძლებდა. კლდესთან მივიდნენ. ბიჭი ასასვლელად მოემზადა ივანს გამოხედა და მის სახეზე ორჭოფული გამომეტყველება დაიჭირა. - ასვლას შეძლებ?- შეეკითხა ივანს. - მეეჭვება. - კარგი.- წარმოსთქვა ბიჭმა მისთვის დამახასიათებელი მშვიდი და საკუთარი საქმის მცოდნე ტონით. კლდესთან მივიდა, ცალ მუხლზე დაიჩოქა, მარჯვენა ხელი კლდეს მიაყრდნო, მარცხენა მიწას დაადო, თავი დახარა და ივანმა მიწის უეცრად იგრძნო, რომ მიწა იძრა. რყევა იმდენად ძლიერი იყო, რომ წონასწორობა დაკარგა და ძირს დავარდა. ბიჭს გახედა და კიდევ ერთხელ გახდა საოცარი მოვლენის მომსწრე. კლდეზე, იმ ადგილას სადაც ბიჭს ხელი ედო ნაპრალები გაჩნდა და თითქოს კლდის ეს ნაწილი ამოძრავდა. ივანმა იფიქრა მომეცვენაო, მგრამ იმავ წამს კლდიდან ლოდი გამოიწია, შემდეგ მეორეც მიყვა და ასე კლდიდან გამოსულმა ლოდებმა გამოქვაბულამდე კიბე წარმოქმნეს. ივანი გაოგნებული შეჰყურებდა ამ ყველაფერს და ადგილიდან არ იძროდა. მცველი წამოდგა, ზურგჩანთა შეისწორა მხრებზე. - მოდიხარ?- უთხრა ივანს ისე უდრტვინველად თითქოს კლდეში კიბის უეცარი გაჩენა ჩვეულებრივი ამბავი იყო. სახეზე დაღლა ეტყობოდა, როგორც ჩანს დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწია და გამოიფიტა. - წავედით.- გაუმეორა ივანს და კიბეს აუყვა. ივანი ჯერ ისევ ვერ იჯერებდა რომ ადამიანს, ასე, ერთი ხელის დადებით კლდის მართვა შეეძლო. ადგა და მცველს გაყვა, ყველა ფეხის გადადგმაზე ჯერ ამოწმებდა ხომ მართლა კიბეა და ეს გამოწეული ლოდები ხომ არ მეჩვენებაო. გამოქვაბულშ როგორც კი შედგა ფეხი ისევ იგრძნო რყევა, ქვემოთ ჩაიხედა, ლოდები თავის ადგილს უბრუნდებოდნენ კლდეში და ცოტა ხანში გამოქვაბული კვლავ მიუვალ და საიმედო თავშესაფრად იქცა. მცველმა ზურგჩანთა მოიხსნა, ძირს დოდო და გვერდით მიუჯდა, გამოქვაბულის კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ივანი გარემოს ათვალიერებდა. მის თვალწინ მშვენიერი სანახაობა იშლებოდა. მწვანე დაბურული ტყე, ალაგ-ალაგ ძველი ციხესიმაგრეების ნანგრევები. ძალიან შორს კი მოჩანდა სასახლის კონტურები, რომელიც სულაც არ გავდა მიტოვებულს. მისი კედლები არ იყო ჩამოშლილი და ჩამავალ მზის სხივებში საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა. ,, ნეტავ იქ რა არსებები ცხოვრობენ? ფერიები?“- გაუელვა ივანს გონებშაი. - დედოფალი.- მოესმა ზურგს უკან. მცველისენ შებრუნდა. - იქ დედოფლის აკლდამაა. ,, ნამდვილად ფიქრების კითხვა შეუძლია.“- გაიფიქრა შემცბარმა ივანმა და კვლავ სასახლეს გახედა. - ანნა იქაა?- შეეკითხა მცველს და კვლავ მისკენ მოიხედა. ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მოხერხებულად მოეწყო, თავი ჩანთაზე დადო და კვლავ დახუჭა თვალები. ივანი გვერდით მიუჯდა. - გრაალი აქედან შორსაა?- შეეკითხა ბიჭს. მცველმა თვალები გაახილა. - არა. დაიძინე დილით ადრე გავალთ. ივანმა ისევ გარეთ გაიხედა, უყურებდა ჩამავალ მზეს და ფიქრობდა ანნაზე, ემმაზე,ხანჯალზე, გრაალზე. უცებ გონებაში რობერტ შულიას სახელი ამოუტივტივდა და ძალიან მოუნდა გაეგო რა ბედი ეწია მას და მის რაზმს. - 1958 წელს ამ ხეობის გამოსაკვლევად ცნობილი ისტორიკოსი და არქეოლოგი რობერტ შულია ჩამოვიდა, მას მერე არც ის და არც მისი რაზმი არავის უნახავს. როგორ ფიქრობ რა ბედი ეწიათ? ბიჭმა კვლავ გაახილა თვალები, წამოჯდა და ივანს თვალი თვალში გაუყარა. ცოტა ხანს უყურა ასე ძარღვებში სისხლის გამყინავი მზერით, ივანს ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მისი სულის ყველაზე ბნელ და შორეულ კუნჭულსაც კი ჩასწვდა და ხედავდა ეს უცნაური და ამოუცნობი ყმაწვილი. ბიჭმა თავი გაანება და ისევ მოხერხებულად მოკალათდა. - 1958 წელს გულას ხეობაში ორი რაზმი შემოვიდა. ერთი რობერტ შულიას ხელმძღვანელობით, მეორე კი მის საძებნელად.- ბიჭი წამოდგა, გამოქვაბულის ნაპირთან მივიდა და დედოფლის აკლდამისკენ გაიხედა.- არ მგონია რომ რობერტ შულიას ნახვამ დიდად გაგახაროს. - ნახვამ?- გაოცდა ივანი. ბიჭმა სახე მისკენ მოაბრუნა. - ძალიან დიდი ხნის წინ. იყო ერთი არსება რომელსაც ერქვა არმარიზი. ეს არსება პატარა ბავშვი იყო, მის გარშომე სხვა მისი ტოლი ბავშვები არ იყვნენ და ამიტომ ძალიან მოიწყინა, ერთხელ მამასთან მივიდა და სთხოვა მისთვის მეგობარი ეჩუქებინა, მამამ დიდხანს იფიქრა და ბოლოს არმარიზი შუაზე გაყო. ასე გაჩნდა ქვეყანაზე ორი ძალიან განსხვავებული არსება, განსხვავებული იმიტომ რომ ერთს გულის ის ნაწლი ერგო რომელშიც სიკეთე, სინათლე და სიყვარული ინახებოდა, მეორეს კი სიბნელე, ბოროტება და სიხარბე. იმ არსებას რომელშიც სინათლე იყო არმაზი დაარქვეს, ხოლო სიბნელით მოცულს რიზი. გადიოდა დრო, ორივე იზრდებოდა და მათთან ერთად იზრდებოდა მათი ძალაც. თავდაპირველად რიზის ბოროტ ბუნებას ვერავინ ამჩნევდა, მასში ყველა ლამაზ და სათუთ გოგონას ხედავდა. არმაზის კი მის გარეშე ცხოვრება და არსებობა არ შეძლო. ისევე როგორც რიზის. და დღემდე ასეა. შუაზე გაყოფილ გულს არ შეუძლია თავისი მორე ნაწილის გარეშე ცხოვრება, არ შეუძლია მისთვის რაიმე ზიანის მიყენება. რიზი იზრდებოდა და მისი გული სულ უფრო სასტიკი და დაუნდობელი ხდებოდა, მასში არსებული წყვდიადი სულ უფრო მეტად ეუფლებოდა მის გონებასა და სხეულს, მის ბოროტებას საზღვრები არ ჰქონდა და ყოველ მის ქმედებას ხალხისთვის ტკივილი და ტანჯვა მოჰქონდა. არმაზი ხედავდა როგორ იცვლებოდა მისი საყვარელი და, ხედავდა რიზის ჩადენილ ყველა ბოროტებას, მაგრამ მისი შეძულება არ შეეძლო. მცველი გაჩუმდა. ჰორიზონტს უმიზნოდ გახედა, თვალებმა მისი სულის ტკივილი აირეკლა. - რიზი დედოფალია?- ფრთხილად შეეკითხა ივანი. მცველმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.- არმაზი შენ ხარ? ბიჭმა ივანს მოხედა, თვალებში ბრაზი და სიძულვილი გამოესახა. -სახელი არ მაქვს.- ივანს გვერდით ჩაურა, თავის ჩანთასთან დაჯდა, ისევ გამოქვაბულის კედელს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და გაირინდა. ივანი ვერ ბედავდა რაიმეს კითხვას, არ უნდოდა ბიჭის განრისხება. თუმცა ინტერესი ღრღნიდა და ერთი სული ჰქონდა გაეგო რა მოხდა შემდეგ. მცველს გვერდით მიუჯდა, თავი კედელს მიადო და გამოქვაბულის ჭერს მიაშტერდა. მზე ჩავიდა და გამოქვაბულში ნელ-ნელა იპარებოდა ბინდი, ბინდთან ერთად კი მის სმენას შემაძრწუნებელი კივილის ხმაც მისწვდა. როგორც ჩანს გულას ხეობის უცნაურმა არსებებმა გამოიღვიძეს და ახლა წივილით დაძრწოდნენ ხეობის ტყეებსა და მინდვრებში გემრიელი საკბილოს ძიებაში. ივანს გააჟრჟოლა. წინა ღამის თავგადასავალი გაახსენდა. ყვირილის, სისინის, კივილის ხმა სულ უფრო ახლოდან ისმოდა და ივანი ხვდებოდა, რომ ეს საშიში არსებები გამოქვაბულის დაბლა გროვდებოდნენ. ხმაურზე ატყობდა, მათი რიცხვი თანდათან სულ უფრო იზრებოდა. დააპირა გარეთ გადაეხედა და წამოიწია, მაგრამ მცველი მკლავში სწვდა და გააჩერა. გამოქვაბულში უკვე ბნელოდა, ამიტომ ბიჭის სახეს ვერ ხედავდა. - დაიძინე.- უბრძანა ყმაწვილმა. ,, დაიძინე კარგია.“- უკმაყოფილომ გაიფიქრა ივანმა. გული ცუდს უგრძნობდა და გარედან შემომავალი საზარელი წივილ-კივილი დაძინების ყოველგვარ სურვილს უქრობდა. ,, როგორ შეუძლია ასეთ ვითარებაში ძილი“- ფიქრობდა თავისთვის - ,, რომელიმე არსებამ რომ მოინდომოს ამოძვრომა და გამოუვიდეს... არა ჯობია ამაზე არ ვიფიქრო. გუშინდელი თავგადასავალი სრულიად საკმარისი იყო მთელი ცხოვრებისთვის სამყოფი ადრენალინის მისაღებად. ივან, ახლა თვალებს დახუჭავ და დაიძინებ!“ კიდევ დიდხანს ებრძოდა ივანი საკუთარ თავს და ბოლოს ჩაეძინა. შორს, ჰორიზონტზე კი იისფერი ბურუსი გამოჩნდა. რომელიც ძალიან სწრაფად მოჰქროდა გამოქვაბულისკენ და გზად შთანთქავდა ყველაფერს რაც ხვდებოდა. კლდის ძირში შეკრებილი არსებები კივილით გაიფანტნენ ბურუსის დანახვაზე და ყველა გამალებით ცდილობდა თავშესაფრის მოძებნას. იისფერი ბურუსი კლდეს მიუხლოვდა და უხმოდ გაცურდა გამოქვაბულისკენ. შესასვლელთან წამით შეყოვნდა, თითქოს რაღაცას ათვალიერებსო, შემდეგ დატრიალდა, პატარა ქარბორბლას დაემსგავსა. უცებ, გაჩერდა და გამოქვაბულში შესრიალდა. სადაც მშვიდად ეძინათ რელიქვიების მცველსა და ივანს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.