შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერი ვარ! (სრულად)


4-07-2017, 21:53
ავტორი Mtirala
ნანახია 4 316

***
მირბის და იღიმის, მთელი სახე უღიმის. მარცხენა ხელში ყვავილები უჭირავს, მარჯვენაში პატარა ყუთი და მთელი ძალით უჭერდა ხელს. ძლივს მიაღწია დანიშნულების ადგილამდე და ირგვლივ მიმოიხედა. ვერაფერი შეამჩნია. მომღიმარი სახე დაუსერიოზულდა და თვალებში სევდა ჩაუდგა.
-არ მოვიდა. - ამოილაპარაკა ჩუმად და თავი ჩახარა.
-მოვედი. - ზურგს უკან გოგონას ხმა გაიგო, შემოტრიალდა, სიხარულისგან და გაოცებისგან ხმას ვერ იღებდა. გაიღიმა, მთელი გულით გაიღიმა. ყვავილები მისცა და შემოტრიალდა. უსიტყვოდ წამოვიდა, გოგონა მარტო დატოვა. ხელში ისევ ეჭირა ყუთი და არაფრის დიდებით არ უშვებდა.
-დაუმშვიდობლად წახვალ? - მიაძახა გოგომ, რომელსაც ცრემლები სდიოდა. ბიჭი შემოტრიალდა და გაიქცა. მთელი ძალით მოხვია ხელები და თან ცრემლებს წმენდა.
-ვინ გითხრა, რომ მივდივარ? - გაიღიმა და დაიჩოქა. გოგონას ყუთი გაუწოდა. რეაქციამაც არ დააყოვნა.
-თანახმა ვარ. - დაიყვირა და ბეჭედი ხელზე მოირგო. მათთან მივდივარ და ვეკითხები.
-ბედნიერები ხართ?
-ბედნიერები ვართ.

***

პარკში ვზივარ და დედა-შვილს ვიყურებ თუ როგორ იცინიან და ბედნიერი თვალებით უყურებენ ერთმანეთს. ბურთით თამაშობენ. ბიჭუნა ხშირად ეცემა. დედის რეაქცია გამაოცებელია. ყოველ დაცემაზე შორიდან უყურებს შვილს და ეუბნება, რომ ადგეს. ბიჭიც მამაცად დგება და არ იმჩნევს ტკივილს. განა დედას არ აღელვებს შვილის ბედი და ტკივილი? აღელვებს, მაგრამ არ იმჩნევს, რადგან არ უნდა თავისი შვილი მიაჩვიოს სხვის დახმარებას და შეეძლო დამოუკიდებლად. ცხოვრება. ისევ ეცემა ბიჭუნა. აქ უკვე ვეღარ იკავებს ცრემლებს და ტირის. დედა მასთან მიდის და ეჩურჩულება.
-ჩემო ბიჭო, ძალიან გტკივა?
-არც ისე. - სლუკუნებს ბავშვი.
-არ იტირო, შენ ძლიერი უნდა იყო.
-მორჩა აღარ ვიტირებ. - ბიჭი დგება და იღიმის.
-ჩემი ჭკვიანი. - დედა ეხუტება ბიჭს და ხელიხელჩაკიდებულები მიდიან. მაშინვე ვდგები და მათკენ მივრბივარ. ვაჩერებ.
-საყვარელო, რა არის ბედნიერება? - ვეკითხები პატარას.
-ბედნიერება დედაა. - ვიღიმი, ახლა დედამის ვუბრუნდები.
-რა არის ბედნიერება?
-ბედნიერება ნიკაა. - თავის შვილს უყურებს და იღიმის.
-ბედნიერები ხართ? - არ მპასუხობენ, იღიმიან და მიდიან. მე ვიცი პასუხი. ბედნიერები არიან!

***
ოცდაათი წლის კაცთან მივდივარ. ჩაცმულობაზე ეტყობა, რომ მდიდარია. მანქანაზეა მიყუდებული და სიგარეტს ეწევა.
-უკაცრავად, ერთი კითხვა შეიძლება? - ვეკითხები და ვუღიმი. თანხმობის თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
-ბედნიერი ხარ?
-რა არის ბედნიერება? - კითხვას მიბრუნებს. ასეთმა შეკითხვამ დამაბნია და ორი წუთი გაოგნებული ვუყურებდი, მერე გამოვფხიზლდი.
-ბედნიერება ნიჭია, რომელიც ყველას არ გააჩნია. ბედნიერება ოჯახია, მეგობრებია, საყვარელი ადამიანია. ბედნიერება ღიმილია, სიცილია. ადამიანი ბედნიერია მაშინაც, როცა იცის, რომ ცოცხლობს. - მიყურებდა და იღიმოდა.
-ძალიან ბევრს აქვს ის, რაც შენ ჩამოთვალე და რატომ არ არიან ბედნიერები?
-ხომ გითხარი ბედნიერება ნიჭია-თქო? - გაიღიმა.
-გაქვს ეს ნიჭი? - ეხლა მე გავუღიმე.
-მაქვს.
-მამიკო, მოვედი.
-აი ამის გამო მაქვს, ეს ნიჭი. - გამიღიმა
-ცოლი? - ინტერესმა მძლია.
-არ არის აუცილებელი ბედნიერებისთვის, არც ცოლი და არც ფული. - ბავშვი მანქანაში ჩასვა და წავიდა.

***
სადარბაზოდან გამოვდივარ და ბირჟისკენ მივდივარ, სადაც ასე ვთქვათ, "კაი ბიჭები" დგანან.
-გამარჯობა, ბიჭებო. - მივესალმე.
-დაიკოს გაუმარჯოს. - "ძველ ბიჭურად" მომესალმა ერთ-ერთი.
-ბიჭებო, ერთი კითხვა მაქვს და გულწრფელად მიპასუხეთ, დაივიწყეთ ქუჩაში, რომ ხართ. - ბიჭები დუმდნენ.
-ბედნიერები ხართ? და თუ კი, რა არის ამ ბედნიერების მიზეზი? -ბიჭები შეცბნენ, ერთ-ერთი მხრებში გასწორდა და მიპასუხა.
-ბედნიერი ვარ, რადგან მყავს პატარა და, რომელიც ცხოვრებას მილამაზებს. - შემდეგ მეორემაც მიპასუხა.
-მეც ბედნიერი ვარ. იმიტომ, რომ მალე ცოლი მომყავს, თან შვილს ველოდები. - ბოლოს ერთ-ერთ წამოდგა და პასუხი გამცა.
-და მაქვს უფლება არ ვიყო ბედნიერი? არ მაქვს. ღმერთმა სიცოცხლე მაჩუქა, ოჯახი ჯამრთელად მყავს, მეც ჯამრთელად ვარ. რაც მთავარია მეგობრები მყავს, რომლებიც დარწმუნებული ვარ არასდროს მიმატოვებენ. - მონოლოგი ჩაამთავრა და ბიჭებს მოეხვია. ბოლოს ჩემთანაც მოვიდა და ხელები მომხვია. გავუღიმე და წამოვედი.

***
და ბოლოს, საკუთარ თავს ვეკითხები.
-ბედნიერი ხარ?
-ბედნიერი ვარ.
შენც კითხე საკუთარ თავს, მე დარწმუნებული ვარ იპოვი დადებით პასუხს, შემდეგ გაიღიმე და ჩაეხუტე შენს ბედნიერების მიზეზს!

----------------
დასასრული


ეძღვნება ყველა ბედნიერ ადამიანს.


ეს ისტორია იდო ადრე, მაგრამ დავარედაქტიერე და ხელახლა ვდებ. La Llorona - პროფილის პაროლი დამავიწყდა და ეს აღვადგინე, ასე რომ აქ დაიდება აწი სიახლეები და ამ პროფილიდან ვიქნები აქტიური. მადლობა ყველაფრისთვის, მიყვარხართ!!!



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან მომეწონა.
ჩემი ბედნიერება. ოჯახია დედა მამა.

ჩემი პატარა ანამარია (დეიდაშვილი)რომელტანაც ახლა ვარ.
ძაან მინდა ჩავეხუტო დედას მაგრამ. არ. ვარ მასთან ახლა. ამ რაღაცით პირდაპირ ათიანში მომარტყი :დდდ

 


№2  offline წევრი dzadzamia25

ძალიან მომეწონა...
ბედნიერება წვრილმანებშია,რომელიც ბოლოში დიდ წრეს ქმნის...
ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს ბედნიერების დანახვა და აღიარება...
მეც ბედნიერი ვარ..
მყავს ოჯახი...
მეგობრები..
და საყვარელი ადამიანი...

 


№3  offline წევრი Mtirala

nawkas12345
ძალიან მომეწონა.
ჩემი ბედნიერება. ოჯახია დედა მამა.

ჩემი პატარა ანამარია (დეიდაშვილი)რომელტანაც ახლა ვარ.
ძაან მინდა ჩავეხუტო დედას მაგრამ. არ. ვარ მასთან ახლა. ამ რაღაცით პირდაპირ ათიანში მომარტყი :დდდ

მადლობა, საყვარელო ❤❤ იმედია მალე ჩაეხუტები დედიკოს ❤❤

dzadzamia25
ძალიან მომეწონა...
ბედნიერება წვრილმანებშია,რომელიც ბოლოში დიდ წრეს ქმნის...
ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს ბედნიერების დანახვა და აღიარება...
მეც ბედნიერი ვარ..
მყავს ოჯახი...
მეგობრები..
და საყვარელი ადამიანი...

როგორ გამაბედნიერე. დიახ, ბედნიერება წვრილმანებშია, თქვენი დაწერილი თითოეული სიტყვა წვრილმანია, შესაბამისად ბედნიერებაა... მადლობა, საყვარელო.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4  offline წევრი мариамо

es ukve wakitxuli mqonda am saitze da rom davinaxe ar oci rogor gamoxarda ^^ <33 patara , dzalian tbili da sayvarelia ^^ <33 chemi bedniereba chemi ojaxi da megobrebia da diaxec bednieri var ! :* <33 calsaxad vetanxmebi bichebs :* <3 madloba rom aseti istoria gvachuqe :* <33

 


№5  offline წევრი Mtirala

мариамо
es ukve wakitxuli mqonda am saitze da rom davinaxe ar oci rogor gamoxarda ^^ <33 patara , dzalian tbili da sayvarelia ^^ <33 chemi bedniereba chemi ojaxi da megobrebia da diaxec bednieri var ! :* <33 calsaxad vetanxmebi bichebs :* <3 madloba rom aseti istoria gvachuqe :* <33

შენი კომენტარი ახლაც მახსოვს, საყვარელო. მადლობა, მადლობა რომ არ დაგავიწყდა და ისევ გახსოვს.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent