შენ არ ხარ ჩემი და! მე შენ მიყვარხარ! (11 თავი)
სახლში შევდივართ. მისაღებში ჩვენი მშობლების წინ ჩვენგან ზურგს უკან ვიღაც გოგო ზის. ის ბრუნდება. ატირებული ლიკა სანდროს უყურებს. მის დანახვაზე ვერც მე ვიკავებ ცრემლებს -ყოჩაღ სანდრო. -მხოლოდ ამას ვამბობ და ჩემი ოთახისკენ მივდივარ. -სად მიდიხარ? -ამბობს გაბრაზებული დედაჩემი -ჩემს ოთახში - ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო და ისე ვუთხრა -შემობრუნდი. და აქ მოდი! -ამბობს ის კატეგორიული ტონით. -მაპატიეთ მე წავალ. საერთოდ არ უნდა მოვსულიყავი. -ამბობს ლიკა და ფეხზე დგება. -მართალი ხარ არ უნდა მოსულიყავი!-ამბობს სანდრო ხელს კიდებს და გასასვლელისკენ მიყავს. -რატო მოხვედი? -ამბობს ის ხმამაღლა და მის ხმაში მთელი სიძულვილი იგრძნობა. -სანდრო!თავი დაანებე! -ამბობს ლუკა და მათკენ მიდის. მას აცილებს შემდეგ ორივე ჩვენსკენ მოდიან. ლუკა დედაჩემის გვერდით ჯდება. -დასხედით! -ამბობს ლუკა. ჩვენ მათ წინ დივანზე ვსხდებით. -რაო რა თქვა ასეთი იმან -ამბობს სანდრო ზიზღით. -რა ურთიერთობა გაქვთ თქვენ? თქვენ ორს?-ამბობს ლუკა -რა და აიი ძააან მაგარი. -ამბობს სანდრო მთელი ემოციით -ანუ რაც მან თქვა მართალია? -ამბობს ლუკა -გააჩნია რა თქვა მან თუ გეტყვი გიპასუხებ. -ამბობს სანდრო და თავი ისე უჭირავს თითქოს საერთოდ არ ღელავდეს არაფერზე. -რა და .. -იწყებს ლუკა მაგრამ დედაჩემს მოთმინების ფიალა ევსება და ამბობს -მართალია რომ ერთმნეთი გიყვარტ? -ამბობს ხმამაღლა და წინ იწევა -არა დედა -ვამბობ მე ხმადაბლა და ცრემლებს ძლივს ვიკავებ. -ლიკამ თქვა რომ გააუპატიურე და მერე მიაგდე. და ახლა სალომესთან გაქვს რომანი! ეს სიმართლე არაა? -ამბობს ლუკა და შვილს თვალს თვალში უყრის -რა ვქენიიი? -ბოლო ხმაზე ყვირის სანდრო და ფეხზე დგება. -რას ქვია გავაუპატიურე? ყოველ დღე ჩემთან რო მოდიოდა ხოლმე მე რა ძალით მომყავდაა?! თუ მე ვწერდი ხოლმე ჩემ თავს მარტო ვარ ამოდიო?! მაგის დედას ... - შეიგინა მან. ასეთი გაბრაზებული მე ჯერ არ მინახავს სანდრო. არც მაშინ ყოფილა ასეთი მამამისთან რომ მოსდიოდა ჩხუბი. -ანუ მოიტყუა? -ყვირილს მამამისი აგრძელებს. -კიიი!ერთი ჩვეულებრივი ბო*ია. -სიტყვები შეარჩიე! მე მაგ ამბავს გავარკვევ.-ამბობს ლუკა. -და თქვენზე რაც თქვა ის მართალია? -ამბობს დედაჩემი -რა თქვა ჩვენზე? -რო ერთმანეთი გიყვართ. -ყვირილით იწყებს დედაჩემი მაგრამ შემდეგ ცრემლი ადგება და ხმადაც უკლებს-სალომე მართალია? -კი მართალია!-ამბობს სანდრო და მთელი ძალით მეხუტება -მე ის მიყვარს. -სამდრო აზრზე ხარ რას ამბობს ახლა? -ამბობს ლუკა დედაჩემი სახეზე ხელს იფარებსს რომ მისი ცრემლები არ დავინახოთ. -კიი ვარ!-ამბობს ბიჭი -მე მაინც მაქვს იმის დიდი იმედი რომ ეს უბრალოდ ძალიან დიდი და ძალიან საშინელი ხუმრობაა -ამბობს დედაჩემი -ხო ამის მოსმენა გინდოდათ ჩემგან ხოდა გაიგეთ. ჩვენ ერთმანეთი გვიყვაარს და ერთად ვართ! -ამბობს სანდრო -სანდრო წამოდი. -ამბობს ლუკა და სანდრო სამზარეულოში გაჰყავს. -სალომე მართალს ამბობთ? -მეკითხება დედაჩემი. -კი -ვამბობ და მაშინვე მესმის ძლიერი გარტყმის ხმა. სამდრო მაშინვე ხტება ჩვენსკენ მაგრამ ლუკა მას აჩერებს -რამის გაკეთებას აპირებ? -ამბობს ლუკა -არავის მივცემ უფლებას მას რამე დაუშაოს. -ამბობს სანდრო ფეხზე მაყენებს და მიხუტებს. -ახლავე გაუშვი ხელი! -ყვირის დედაჩემი ცრემლებს იწმენდს ხელს მკიდებს და სწრაფად მიმათრევს ზევით. სანდროს მამისი იჭერს. დედაჩემს ჩემს ოთახში მიმათრევს და ჩემს ნივთევს ერთი მეორის მიყოლებით ყრის საწოლზე. -ეს რა არის? -ამბობს ის და სანდროს პორტრეტს უყურებს შემდეგ შუაზე ხევს და ძირს აგდებს. -რას აკეთებ? -ვამბობ მე -რაც საჭიროა!-მპასუხობს ის შემდეგ ჩემოდანს იღებს და ჩემს ტანსაცმელს ყრის შიგნით. მე ძირს დაგდებულ ჩემს ნივთებს ვიღებ და მაგიდაზე ვაწყობ. ის ფეხსაცმელებსაც ჩემოდანში ტენის. ხელს მკიდებს და დაბლა მიმათრევს. ჩემოდანი ხრიგინით ჩამოაქვს დაბლა. სანსრო გაგიჟებული გვიყურებს ორივეს. -დედა რას აკეთებ? -ვამბობ ხმამაღლა. ის პასუხს არ მცემს. სანდრო აცრემლიანებული მიყურებს. სანამ დედაჩემი ფეხზე იცმევს მე სანდროს წინ ვდგავარ. პირცელად ვხედავ მის სახეზე ცრემლს. არ ვიცი როგორ ვძლებ რომ ადგილზევე არ მოვკვდე. მას სახეზე ვეხები ცრემლს ვწმენდ. თვალებში ვუყურებ. ის ხელს მკიდებს. ჩვენს გარშემო თითქოს ყველაფერი ქრება. მაგრამ დედაჩემს ხელით გავყავარ გარეთ. მანქანაში მსვავს და ჩემს გვერდით ჯდება და მანქანა საბურავების წივილით გარბის გზაზე. -არც ახლა მეტყვი სად მივდივართ? -ვამბობ მე -დეიდაშენთან -მპასუხობს ის -რაა? ქვეყნის თავიდან ქვეყნის ბოლოში მიგყავარ? -ვამბობ ხმამაღლა მე -შენ ეგ უკვე აღარ გეხება! როგორ შემარცხვინე! -ამბობს ის. -და უნივერსიტეტი? -ძაან გადარდებს ხოო? -ამბობს ის - ერთი წლით გვიან დაამთავრებ! ხმას ვეღარ ვიღებ. რაღა უნდა ვთქვა? დამნაშავე ვარ. თვალები მიცრემლიანდება. წვიმს. შემიძლია საათობით ვიჯდე და ვუყურო როგორ ეწვეთება წვიმის წვეთები მინას. თვალებს ვხუჭავ. სანდროს სახე მელანდება. უკანასკნელად რომ ვნახე. რომ იტირა. მე ის უკანასკნელად ვნახე და ვერც დავემშვიდობე. ახლა უკვე ვეღარასდროს გავიგებ მის ნათქვამ მიყვარხარს. ვეღარასდროს ჩამეხუტება. ვეღარასდროს ვიგრძნობ მისი ცხელი ტუჩების შეხებას. ვეღარასდროს დავინახავ. რამდენიმე საათში მანქანა ჩერდება. ღამის 3 საათია. ეზოში დედაჩემი შედის თუ არა ძაღლი ყეფა მაშინვე იწყება. ეეთ ერთ ოთახში სინათლე ინთება და იქიდან ხალათში გამოწყობილი დეიდაჩემი იხედება -რომელი ხარ? -ყვირის ის რამდენიმე წუთში დეიდაჩემის სახლში ვსხედვართ. -სალი დეიდა წამოდი შენს ოთახში. -ამბობს ის. ოთახში შევდივარ სადაც საწოლი და გარდერობია. პატარა ოთახია. არაფრით არ ჰგვს იმ ოთახებს სადაც აქამდე მიცხოვრია. მაგრამ მე ხომ არავინ მეკითხება. ოთახში შევდივარ. -უცებ გადავაკრავ ახალ თეთრეულს და მერე დაწექი დაიღლებოდი. -მადლობა დეიდა. -ვამბობ და რამდენიმე წუთში საწოლში ვწვები. ძილი არ მეკარება. სულ სანდროზე ვფიქრობ. ბიჭზე რომელზეც სამუდამოდ ვიქნები შეყვარებული. ბიჭი რონელიც პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდა. ბიჭი რომელმაც ცხოვრების არსი დამანახა. ბიჭზე რომელმაც მთელი ჩემი დალაგებული ცხოვრება არია. ბიჭზე რომელსაც ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ. გათენებისას დაღლილობამ პიკს მიაღწია და ჩამეძინა. ჩემი პატარა დეიდაშვილი ოთახში შემორბის და მაღვიძებს. -მაპატიე რომ გაგაღვიძე მაგრამ მეტს ვეღარ გავძლებდი რომ არ მენახე -ქმბობს პატარა ანდრია და ზევიდან მახტება. -მეც ძაან მომენატრე -ვამბობ და ვეხუტები. ახლა ვხვდები რომ ყველაფერს აქვს ერთი ნათელი წერტილი. ზოგს დიდი ზოგს პატარა. ცხოვრებაში ან ყველაფერი იდეალურია ან ყველაფერი ცუდია. არ შეიძლება ცხოვრება იყოს ერთნაირად კარგი და ცუდი. რაღაც წიგნი წავიკითხე რომ ჩვენთვითონ ვიღცევთ ეს ცხოვრება კარგი იქნება თუ ცუდი. ჩვენთვითონ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ კარგი იყოს ცხოვრება. თუ არ გამოგვივა კიდევ უნდა ვცადოთ კიდევ და კიდევ. მანამ სანამ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს შეუძლებელია. ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ მის დასაბრუნებლად. ვერაფერს. როგორც ვთქვი ყველაფერის დასაწყისს აქვს ნათელი წერტილი. შენ კი ისე უნდა გააკეთო რომ ეს პატარა წერტილი გაადიდო. გააფართოვო. აქ გადმოსვლას პატარა ნათელი წერტილი აქვს და მას ანდრია ქვია. ჯერჯერობით ეს პატარაა მაგრამ იმედი მაქვს მალე დიდი გახდება. თითქმის ერთი წელია რაც აქ ვარ. თითქმის ერთი წელია რაც სამდრო არ მინახავს და ვგრძნობ რომ მის მიმართ გრძნობები უფრო და ყფრო იზრდება. სიგიჟემდე მენატრება. მას კი ალბათ უკვე სხვა ჰყავს რომელთანაც იმაზე მეტადაა ბედნიერი ვიდრე ჩემთან. მე კი ვერაფრით შევძელი მისი დავიწყება. დედაჩემი 1 კვირის წინ მარტო იყო ჩამოსული. უნივერსიტეტში საბუთები შეიტანა. და ისევ მეოთხე კურსიდან ვაგრძელებ სწავლას. იმედი მაქვს მალე გავა ეს 2 წელი. დავამთავრებ უნივერსიტეტს და მერე შევძლებ სადაც მომესურვება იქ წავიდე ჩემი პროფესიით ვიმუშავო. რომ არავისზე არ ვიყო დამოკიდებული. სა დრო კი ერთ წელიწადში ამთავრებს. ამ წელს ის დათავრებს და საერთოდ წავა ამ ქვეყნიდან და საბოლოოდ გადავავიწყდები. მე კი მის დავიწყებას ვერასდროს შევძლებ. ვერასდროს! ---------------------------------------------------------------------------------------------- როგორია? ალბათ არავინ ელოდით მოვლენების ასეთ განვითარებას და ძალიანაც ნუ მეჩხუბებით <3 ბოდიში დაგვიანებისთვის. და რამე იდეა თუ გაქვთ შმედეგი თავისთვის გისმენთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.