შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკვე ჩემი დაგარქვი ფერია (12)


5-07-2017, 01:38
ავტორი თაკო ^_^
ნანახია 2 547

-წყალი მინდა საალ
-კაი ჩემთვისაც გამოიყოლე
-უჰ შენ ხო არაფერში არ გამოადგები კაცს რაა
-ნუ ბუზღუნებ მაცალე ძილი.
-კაი ერთი.
-ორი იყოს.
-კაი კაი არ მაქვს შენი თავი ეხლა-სწრაფად წამოდგა და იმიდ იმედით, რომ გზად არავინ შეხვდებოდა, მხოლოდ გრძელი მაისურის ამარა გატანტალდა სამზარეულოში. წყალი დალია და უკან გამობრუნებულს ბურდული გადაეყარა წინ
-დილამშვიდოის ფერია
-დილამშვიდობის! ასე ადრიანად რატო გაიღვიძე?
-მე უნდა ვივარჯიშო და შენ რა გინდა აქ?
-წყლის დასალევად ჩამოვედი.
-ხოო. ისე გიხდება ეგ მაისური რა გინდა.
-აა...ისაა... წყალი უნდა ავუტანო სალის და შენც წადი ივრჯიშე-უთხრა და წასასვლელად მოემზადა.
-წყალი არ უნდა წაგეღო შენ?-კითხა ღიმილშეპარულმა.
-ხოო დამავიწყდა-თქვა და ჭიქას დაუწყო ძებნა-აუუ დემე დამეხმარე რა მე ვერ ვწვდები და მომაწოდე ის წყლის ჭიქაა-ბურდული უკნიდან მიუახლოვდა ისე, რომ გოგონას სხეული ხელებს შუა მოიქცია, დაიხარა და სწრაფად დაეწაფა გოგონას ბაგეებს.
-დემეე!
-ხოო კაი-თქვა ბუზღუნით დემემ და ჭიქა მიაწოდა ანის.
-მადლობა უთხრა და სწრაფად აირბინა კიბეები ისე, რომ ერთ ხელში წყლით სავსე ჭიქა ეჭირა მეორეთი კი მაისურს ქვევით ქაჩავდა.
-აჰა დალიე!
-აჰა ვიღაცამ ნერვები მოგიშალა უკვე ხო?
-ქვევით დემე იყო.
-მერე?
-რა მერე ნახე მაისურით ვიყავი მხოლოდ.
-მერე?
-ვაიმე გამანებე თავი რა
-ვაიმე ანი სხვა ვინმე ხომ არ ყოფილა რა იყო მერე?
-ხო მაგრამ მაინც მეუხერხულა.
-ბოთე!-ანიმ მხოლოდ ჩაიცინა.
-კაი დღეს ჩვენს ადგილას მივდივართ ხო?
-ხო.
დილა მხიარულებით დაიწყო. ბურდული ისეთ რამეებს ეუბნებოდა ანის, რომ სულ აწითლებდა ანი კი ხელის კვრით ცდილობდა გაეჩუმებინა, და უხერხულად გაუღიმებდა ხოლმე ოჯახისწვრებს. მალე ლექსოც მოვიდა, ანიმ მისი დანახვსას ერთი შეჰკივლა, არცკი დაფიქრებულა ისე დააღწია ბურდულის გადახვეულ ხელს თავი, ლექსოსაკენ გაიქცა და მთელი ძალით შემოხვია ხელები.
ბურდული გონს, რომ მოვიდა ანი უკვე ლექსოს კისერზე იყო ჩამოკიდებული. წამში დაებერა ძარღვები და ადგომას აპირებდა, როდესაც გიორგი გაერკვა მეგობრის გაბრაზების მიზეზში და ხელი მკლავზე მოკიდა და თაავით ანიშნა თავს ადგილას დაბრუნებულიყო, მალევე გაარკვია სიტუაციაში და ერთი კარგადაც გადაიხარხარა ბურდულის რეაქციაზე.
გიორგიმ ლექსოს დემეტრე გააცნო და ისიც მოახსენა, როგორ იეჭვიანა მასზე, მიუხედავად ბურდულის თვალების ქაჩვისა მოკეტეო. ბურდულის ეჭვიანობაზე კი ლექსომ ცრემლებამდე იცინა. კარგად გაუგეს ლექსომ და დემეტრემ ერთმანეთს. მთელი დღე მხიარულებაში გაატარეს. მალე მოსაღამოვდა კიდეც
-არა რა ჩემზე რამ გაეჭვიანა ჰა-სიცილით დაკრა ხელი ლექსომ ბურდულს
-ეხლა ყოველგვარი ეჭვიანობის გარეშე მიგბრიდავ იცოდე-სიცილით უთხრა ბურდულმაც. ამასობაში ქვევით ანი და სალი ჩამოვიდნენ, რომლებმაც ნახევარი საათია დატოვეს ბიჭები და თავის ოთახში შეუკეტნენ.
-დემე ჩვენ მივდივართ და მალე მოვალთ კაი?!-უთხრა ანიმ
-სად მიდიხართ პრინცესა?
-არ ინერვიულოთ მალე მოვაალთ-ვეღარაფერი მოიფიქრა და სწრაფად მიახალა ორიოდე სიტყვა შემდეგ კი სალომეს მოკიდა ხელი და სწრაფად ჩაირბინეს კიბეები.
-რაჭირს ამას?-გაკვირვებულმა იკითხა ლექსომ.
-რავიცი ბიჭო რაღაც საიდუმლო ადგილი რო აქვთ იქ წავიდოდნენ.
-საიდუმლო ადგილი?
-ხო თან წლებია.
-სადაა?
-რავიცი ერთხელ მე და ლექსო გავყევით, თურმე შეგვამჩნიეს და ისეთი ამბავი დაგვიტრიალეს იქ რავიცი.
-და ვერ გაარკვიეთ მაინც?
-ვერა, თან ზედმეტადაც არ ჩავრეულვართ.
-გაგებედათ მარტო-თითქოს სერიოზულად უთხრა დემემ შემდეგ კი ყველას სიცილი აუტყდა.
ანი და სალომე სახლისაგან მოშორებით ერთ ტყეში შევიდნენ, სადაც მათი ქოხი ეგულებოდათ.
-წამო ავიდეთ-შემოკრა ტაში ანიმ და სწრაფად აირბინეს კიბეები. ერთი საწოლი ედგათ ერთ-ერთ კუთხეში, მაგიდა, ორი სკამი და ძირს პატარა ხალიჩა გაფენილი. ქოხში თავისუფლად შედიოდნენ და გამოდიოდნენ, რადგან პატარა არ იყო. ეს ქოხი ანის მამამ აუშენა, ქოხის შესახებ კი მხოლოდ ანის მშობლებმა იცოდნენ შემდეგ კი ანიმ სალომეც მიიყვანა-ვაიმე როგორ მომენატრა ყველაფერი-ხელი შეავლო მაგიდაზე დალაგებულ ნივთებს.
-მეც ძალიან მომენატრა აან-თქვა და საწოლზე დაებერტყა-მოდი რა დაწექი.
-რამდენი მოგონება გვაკავშირებს ამ ადგილთან არა?-თქვა და თვითონაც დაებერტყა სალომეს გვერდით. ბევრი თავგადასავალი გაიხსენეს რაც კი ამ ქოხს უკავშირდებოდათ შემდეგ კი ისე, ჩაეძინათ ვერ მიხვდნენ.
ჭექა-ქუხილისა და ტელეფონის ხმამ სალომე მალევე გამოაღვიძა
-ვაიმე ანი...ანი სწრაფად გაიღვიძე გოგოო.
-ჰმმმ.
-ანი აქ დაგვეძინა ჩქარა გაიღვიძე რა უკვე ათი სრულდება გიორგი და დემე კი გაუჩერებლად რეკავენ-უცებ ძლიერად დაიქუხა ანიმ კი სწრაფად შემოხვია სალომეს ხელები. სულ ასე იყო ბავშვობიდანვე. ძალიან ეშინოდა ჭექა-ქუხილის. ანი ანი.. არ შეგეშინდეს რა? მე შენთან ვარ აქედან უნდა წავიდეთ გესმის? ანიი. ანი რა დაგემართა? ანიი ხმა გამეცი.
-საალ გთხოვ არ დამტოვო რა-ამოილუღლუღა და გული წაუვიდა-სალომემ სწრაფად დაწვდა ტელეფონს გიორგისთვის, რომ დაერეკა ახლა მის ყვირილზეც კი არ იტყოდა არაფერს, მაგრამ ელემენტი დაცლილიყო, მისი ტელეფონიი კი, როგორც ყოველთვის სახლში ჰქონდა დატოვებული. ბევრი ყოყმანის შემდეგ კი გადაწყვიტა, სახლში მისულიყო.
-ბიჭო სად აქვთ ეს დ***მ***ი ტელეფონები-შეიკურთხა გიორგიმ-ანი როგორაა ნეტა?
-რატომ კიხულობ მაგას?-კითხა არანაკლებ გაგიჟებულმა ბურდულმა.
-შენს პატარა ქლბატონს ჭექა-ქუხილის ეშინია, რამოდენიმეჯერ ცუდადაც კი გახდა. ამ ამინდში კი სად დაბოდიალობენ ღმე
-ვახ ჩემი. სად ხარ ანი საად. არაა ასე არ შემიძლია წამოდით სადმე მოვძებნოთ-უთხრა მოთმინება დაკარგულმა ბურდულმა ლექსოსა და გიორგის.
-წამო მართალი ხარ-სამივე სწრაფად გაემზადა, და სახლიდან გასვლას აპირებდნენ, როდესაც გაწუწული, სირბილისაგან აქოშინებული და ტალახში ამოსვრილი სალომე შემოვარდა სახლში.

____________

როგორია? ველი შეფასებებს...ძალიან მიყვარხართ <3



№1 სტუმარი Guest bubu

დზალიან კარგია

 


№2 სტუმარი Guest waka

აუ დზალიან მაგარია მომეწონა დზალიან <33333

 


№3  offline მოდერი ენემი

პატარაააა! კაია მარა რატო ეშინია ეგრე ძაან? confused

 


№4 სტუმარი adamiani

კი კარგია
ისე ფოტოზე ჩემი ერთი ნაცნობი გოგოა.ქართველია და საკაოდ ლამაზი.მისი სხვა ფოტოებიც გამოიყენე

 


№5 სტუმარი vaka

Dad raaa axal dzn momcons

 


№6  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

აუუუ ერთი სულიმაქვს ახალს როდის დადებ და წავიკითხავვ, სადა დაკარგი მოთხრობაა.

 


№7  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

ვეღარ ვუძლებ, როდის დადებ შემდეგს?

დღესაც არ დადე ხო pensive

 


№8  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

ვკვდები უკვეეეეე

 


№9  offline წევრი თაკო ^_^

s.a-cicinatela-m.m
ვკვდები უკვეეეეე

ცოტა მაქვს დაწერილი და დავდო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent