გთხოვ არ წახვიდე, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ (თავი22)
-მელანო დღეს რაღაც გახარებული ხარ და რა ხდება? -თამუ ლაშას ხომ იცნობ? -ხო რა როგორც შენ ისე. -მოიცა მოიცა თამუნა ლაშა ვინაა? -კარგი რა იკა ნუ დაიწყებ ეხლა ეჭვიანობას. მელანოს დარტაკა უნიში და მაშინ გავიცანით, გაგაცნობ მერე. მიდი გააგრძელე გოგო შენ. -მოკლედ დღეს ვნახე ლაშა. ვნახე რა მნახა. საქმე მაქვსო შენთან. მოკლედ მასაც უნდა რაღაც პატარა ბიზნესის წამოწყება უნდა და პარტნიორობა შემომთავაზა... -კი მაგრამ შენ ხომ ჯერ უძრავი ქონების მართვის კურსის გავლა გინდოდა? -ვაიმე ირაკლი დამამთავრებინებ ბოლოს და ბოლოს მოყოლას? -მოკლედ ვუთხარი ლაშას რომ მე მაგ კურსის გავლა მინდოდა ჯერ და მითხრა რომ შემიძლია დაგეხმაროო. მოკლედ მის ძმაკაცს საზღვარგარეთ აქვს უძრავი ქონების კომპანია თუ რაღაც ეგეთი. მის მსგავსს თბილისშიც ხსნის მალე ამიტომ ერთ კვირაში თბილისში უნდა ჩამოვიდეს მგონი. ხოდა მითხრა შეგახვედრებ და დაგეხმარებიო. ბევრი ვერაფერი გავიგე, ამიტომ თუ წინაღმდეგი არ იქნებით ხვალ ვახშამზე დავპატიჟოთ და გავიგებ ყველაფერს. კარგი? -კარგი მე წინააღმდეგი არ ვარ. ირაკლი რას იტყვი? -ხო რავიცი. გავიცნობ მაინც მაგ პიროვნებას. -ძალიან კარგი იმედი მაქვს მოვა. -გამარჯობა ლაშა როგორ ხარ? -ვა მელანო? კარგად შენ? -მეც რავიცი არამიშავს. შენთან საქმე მაქვს და ერთიწუთით... -უკაცრავად ბიჭებო ახლავე მოვა... რა ხდება ხომ მშვიდობაა? -კი უბრალოდ შენ რომ გუშინ მელაპარაკე მაგ საკითხზე დავფიქრდი. უფრო კონკრეტულად მაინტერესებს და მინდა დღეს საღამოს ჩემთან სახლში ვახშამზე დაგპატიჟო თუ წინააღმდეგი არ იქნები. -ხო რავიცი არაფერი საქმე არ მაქვს. რომელ საათზე მოვიდე? -რვაზე მოდი. -კარგი დიდი მადლობა. რაიმე პრობლემა ხომ არ იქნება ერთი ძმაკაცი რომ წამოვიყვანო. მარტო მერიდება ამოსვლა. -არა რას ამბობ. კარგი აპა რვაზე გელოდები. -ვაიმე დამღალეთ უკვე. ვინაა ასეთი ეს ლაშა პრეზიდენტი ხომ არაა კაცო? -ოჰ ცოტა აკლია პრეზიდენტობამდე იკა. -მელანო რომელი საათია? -რავიცი ჯერ ნახევარია რვის. რატომ მეკითხები? -აუ მე ეხლა ბავშვს უნდა ვაჭამო და მიდი ეხლა შენ მიხედე ყველაფერს კარგი? -კარგი მიდი რა პრობლემაა.... აუ იკა ხელსახოცები დაგვავიწყდა და გეხვეწები ჩაირბინე რა. -ახლავე დედიკო. მერა პატარა ბავშვი ვარ? -კარგი მაშინ მაგიდა გააწყვე და მე ჩავალ. -აუ თქვენ ხო ვერ მოგიგებთ კაცი ენაში რა. ხო ჩავალ ჩავალ.... შემო იკა ღიააა.... ვაიმე ღიააათქო. -მელანო შეიძლება? -უი ლაშა შენ ხარ? კი კი შემოდი.. მეც ორ წუთში მოვალ. მანამდე აქ დაბრძანდი. -გამარჯობა ლაშა როგორ ხარ? -ვა თამუ? გამარჯობა შენ როგორ ხარ? -მეც კარგად.... მელანო სად ხარ?.. ერთი წუთით. -გოგო ირაკლის ველოდები ხელსახოცები უნდა მოიტანოს და ჯერ არ მოსულა. რას აკეთებს ამდენი ხანი? -კარგი რა გამო დავჯდეთ სირცხვილია და ირაკლიც მოვა. -ბოდიში ლაშა. მოდი სუფრასთან დავჯდეთ. -კარგი... შენი მშობლები სახლში არ არიან თუ მარტო ცხოვრობ? -ჩევნი მშობლები დიდი ხანია გარდაცვლილნი არიან. -უი ლაშა გაიცანი ეს ირაკლია ჩემი ძმა. ირაკლი ეს ლაშააა. -სასიამოვნოა. -ჩემთვისაც. -ლაშა მოდი საქმეზე დავილაპარაკოთ კარგი? -კარგი რა პრობლემაა? მკითხე რაც გაინეტერესებს. -ანუ ეგ კომპანიის უფროსი ვინც არის, კარგად იცნობ მაგ ბიჭს? -კი ძალიან კარგად. ფაქტიურად ერთად გაზრდილები ვართ. მამაჩემიც მამამისის ამ კომპანიაში მუშაობს. დიდი ხნის მეგობრები არიან, ამიტომ ჩვენც სულ ერთად ვიყავით. რამდენიმე წლის წინ უბედურება შეემთხვა. დაიჭირეს და რამდენიმე თვეა გაათავისუფლეს. ახლა კი მამამისის კომპანიაში მუშაობს. -მელანო არ გინდა ამ კომპანიაში მისვლა კარგი? -ბოდიში ირაკლის რომ ვერევი, მაგრამ რატომ რადგანაც უფროსი ციხეში იჯდა? მგაში საშიში საერთოდ რაფერია გესმის? ის ძალიან კარგი პიროვნებაა და ამ შემთხვევის შემდეგ საერთოდ კარგი გახდა. -კი მაგრამ რა იყო მიზეზი რის გამოც დაიჭრეს? -სიმართლე გითხრათ მაგაზე ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ მგონი რაღაც შეყვარებულის გამო გააკეთა თუ არ ვიცი რა ზუსტად, მაგრამ სამაგიეროდ ის ვიცი რომ ძალიან კარგი და ჭკვიანი პიროვნებაა და თუ მასთან ვითანამშრომლებთ არ ვინანებთ მელანო. -უკაცრავად ლაშა ერთი წამით თუ შეიძლება? ... -ირაკლი რას აკეთებ? -რა იყო გოგო რა გეშინია? რაღაც საქმე მაქვს და მოვალთ მალე. არ შევჭამ არ იჯავრო. -რა ხდება იკა? -ლაშა შოთაზე საუბრობ არა? -კი და შენ საიდან იცნობ? ესეც ახალი თავი. იმედი მაქვს მოგეწონათ. ველი კომენტარებს. შევეცდები შემდეგი თავიც მალე დავდო. თუ მოგწონთ ეს ისტორია გთხოვთ დამიკომენტარეთ. მადლობა დიდი ვინც კითხულობს. მიყვარხართ ყველა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.