შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად რომ დაგინახე...(18)


6-07-2017, 00:58
ავტორი sati
ნანახია 3 835

-ლიზა, შენ გგონია რომ მაგ კნავილით შეცვლი რამეს? მაქსიმე ჩემი შვილია, მამის გარეშე არ გაიზრდება და მითუმეტეს ამ სი*ის გვარით არ ივლის.
-ცხოველი ხარ, შენნაირი მამა კი მაქსიმეს არ ჭირდება.
-სამწუხაროდ ამას შენ აღარ წყვეტ.
ლიზამ მეორეჯერ გამოუქანა ხელი მაგრამ ამჯერად ლევანმა დაუკავა.
-მეორეჯერ იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ.
-ეგრე თქვი მაშინაც, რომ მეორეჯერ გაქცევის საშუალება არ მექნებოდა მაგრამ ხო ხედავ სადაც ვარ.
-არჩევანს გაძლევ.
-მადლობას ელოდები?
-არა.
-ლევან, გაეთრიე ჩემი პალატიდან თუ არადა მე წავალ.
-სანამ გამოკვლევებს არ ჩაიტარებ არც მე და არც შენ აქედან არ გავალთ-ლევანმა პალატის კარი ჩაკეტა და სავარძელში ჩაეშვა.
-რა გამოკვლევებს?
-რასაც ექიმი ამბობს.
-შენ ცუდად ხო არ ხარ?!!!
-ლიზა, ცუდად მე კი არა შენ ხარ. შეხედე შენ თავს რა მდგომარეობაში ხარ.
-არც შენ ხარ გადასარევად. მე გავეწერები და შენ აქ დარჩენას ვერ მაიძულებ. შენ ჩემთვის არავინ ხარ! არავინ გესმის?!! არც ჩემი ქმარი!! არც მაქსიმეს მამა!! ხვალვე დავბრუნდები საქართველოში და დიტოს შევურიგდები-ამაზე ლევანს გაეცინა.
-ვის შეურიგდები ერთი. იმ სი*ს? როგორც გინდა, უბრალოდ ეს ყველაფერი მაქსიმეს გარეშე.
-იცი რომ მის გარეშე არ წავალ.
-ხოდა ძალიან ცუდი, რადგან ან ცოლად მომყვები და მაქსიმეც შენთან ერთად იქნება, ან არ მომყვები ცოლად და მაქსიმეს ვერასდროს ვერ ნახავ.
-რას ქვია ვერასდროს ვნახავ?!! სასამართლოში გიჩივლებ და ზოოპარკში წაგიყვანენ!!
-ლიზა, უკვე 20წლის გოგო ხარ, მოიფიქრე რამე ჭკვიანური. ცხოველი მომბეზრდა უკვე.
-ჩემ შვილს არსად არ წაიყვან გესმის?!!!
-არა, არ მესმის-ლევანი წამოდგა და ოდნავ მიუახლოვდა. ლიზა ესეთი არასდროს ენახა, გაგიჟებული, გააფთრებული... ვერ ხვდებოდა რატომ მაგრამ საშინლად იზიდავდა იმ მომენტში.
-რა გინდა! უნდა მცემო?! მიდი სულ , მომკალი და დაისვენებ! ნეტავ აღარ გამეღვიძა საერთოდ!!!! შენთან ერთად ყოფნას სიკვდილი მირჩევნია!! სიკვდილი!!
უცებ ლევანმა მისკენ მიიზიდა და აკოცა. ლიზა წამით გაჩერდა, მაგრამ დროზე მოეგონ გონს და ლევანი უხეშად გაწია.
-როგორ ბედავ!!! გაეთრიე!!! გესმის?!!!-ყველაფრის სროლა დაუწყო, ლევანი კი ადგილიდან არ იძვრებოდა. მალე ექთნები შემოვიდნენ. ლიზა საწოლზე დააწვინეს, დამამშვიდებლის გაკეთება სცადეს მაგრამ ლევანმა შეაჩერა, რო რამე მეთითონ გავუკეთებ ჯერ გამოკვლევებზე წაიყვანეთო. ისინიც გავიდნენ, ლევანმა კი ნემსი დაიტოვა.
-ახვა*ო!! არაკაცო!!!
ამაზე უკვე გაგიჟდა და გიჟივით ეცა. ხელი დაუკავა და შეანჯღრია.
-რა დღეში ხარ ე?!! სულ გაგივიდა თავს ხო?! მეც შემილია ღრიალი!! აღარ ჩანხარ ხო ისეთი მაგარი გოგო როგორიც 2წუთის უკან იყავი?!! მაქსიმე ჩემი შვილია!!! მე იმას ვაკეთებ რასაც შენ მიკეთებდი ეს 10თვე!!! შენ მე მის შესახებ არც მითხარი!! ვინ გგონია თავი?!! იმ დღეს კომპანიაში შემეძლო დამებრიდე, იმის გამო რაც გააკეთე. ეხლა დროზე დაწყნარდები, მოკეტავ, გაყვები ექიმებს გამოკვლევებზე და დაბრუნდები ისეთი წყნარი და მშვიდი როგორც შეეფერება ნორმალურ ადამიანს!!! თუ არადა გეფიცები, რამდენჯერაც ისტერიკებს მოაწყობ, დამამშვიდებლის გარეშეც დაგამშვიდებ-ბოლოსკენ ნელ-ნელა მოუკლო ტონს.
ლიზა წამით დადუმდა. ლევანი თვალებში აშტერდებოდა და აკვირდებოდა მას. შემდეგ ხელი გაუშვა და საწოლში დააწვინა. მერე ისევ სავარძელში ჩაეშვა.
-რატომ მიკეთებ ამას-უკვე წყნარი ტონით ჰკითხა ლიზამ.
-რას?
-ცხოვრებას რატო მინადგურებ? გინდა საბოლოოდ მოვკვდე? ლევან სერიოზულად თუ ეგ გინდა, ეხლავე და აქვე დავასრულოთ ყველაფერი.
-არაფერი მე არ მინდა ლიზა, გარდა ჩემი შვილისა.
-არა ხო? წეღან ის კოცნა რა იყო?
-არ ჩუმდებოდი და დავიღალე შენი ყვირილით.
-აჰა, კოცნას უკვე ეგ ქვია? დამამშვიდებელი?
-ლიზა, გეყო ზედმეტი ლაპარაკი, შენი რეაქციიდან გამომდინარე წინააღმდეგი ნაღდად არ იყავი.
-კიდე დაგალეწო თავზე ყველაფერი?
-მოკლედ, გაივლი ყველა გამოკვლევას, მერე კი გადაწყვეტ ყველაფერს. საღამოს ველოდები შენ პასუხს-კართან იყო ლევანი მისული როდესაც ლიზის ხმა გაიგო.
-არ გავივლი.
-ბატონო?-შემოტრიალდა, შემდეგ წარბაწეული მიუახლოვდა ლიზას საწოლს და ჩამოჯდა-ა მამაშენს დავურეკო?
-არა...
-ძალიანაც კარგი, მიხარია რომ შევთანხმდით-შუბლზე აკოცა, ლიზამ ისევ სცადა მოშორება მაგრამ ლევანი უკვე ამდგარი იყო და სიცილით გადიოდა ოთახიდან. ლიზა კი გაბრაზებული იჯდა პალატაში. ისევ იგივე მდგომარეობაში იყო... ყველაფერი თავიდან ხდებოდა... ერთი პლიუსი ის იყო რომ 2წელი თავისუფალი იყო. ისევ შეეძლო გაქცეულიყო, მაგრამ ლევანი მაინც იპოვიდა და შვილს წაართმევდა. ლიზას არ შეეძლო მეორეჯერ მასთან მისვლა... თან უნდოდა... და თან არა... მთელი დღე გამოკვლევების შემდეგ... დაღლილი და დაქანცული ისევ პალატაში დააბრუნეს. მაქსიმე შეუყვანეს და მასაც მალე ჩაეძინა. ცოტახანში ლევანიც შემოვიდა.
-რა გადაწყვიტე?
-მე ვერ გამოგყვები.
-ანუ მაქსიმე წავიყვანო.
-დიტო ჩემი ქმარია.
-გაშორდი.
-ესე მალე არ ხდება ეს ყველაფერი. დოკუმენტები?
-ეხლავე დავურეკავ ჩემ ადვოკატს და ყველაფერს მოაგვარებენ. როგორც კი დიტო მოაწერს ხელს, აქვე მოგიტან ჩვენ საქორწინო ხელშეკრულებას და აქ მოაწერ, ამჯერად შენი ფოკუსების გარეშე.
-ისევ შენ ოჯახთან უნდა მაცხოვრო?
-არა, ცალკე ბინაში ვიქნებით.
-და რა საჭმელი უნდა გიმზადო, გარეთ ფეხი არ უნდა გავადგა.... და სახლი ვალაგო როგორც დამჯერი ცოლი?
-არა. დამჯერი უნდა იყო, ისიც უნდა გაითვალისწინო რომ როდესაც გამომყვები...უკან ნაბიჯს ვეღარ გადადგამ. აღარაფერი არ გეპატიება. ვერც გაიქცევი, ვერც შენ ს*რ უკვე ყოფილ ქმარს ვერ ნახავ, ვერ დაეკონტაქტები...
-კიდე? კიდე რისი უფლება აღარ მექნება?
-ლიზა, არ გაძალებ. არჩევანი მოგეცი.
-მე მეგონა გიყვარდი.
-მეც იგივე მეგონა შენზე. მაგრამ შენ გაიქეცი და შვილი დამიმალე. შენ გამო მამაჩემი კინაღამ შემომაკვდა...
-ცემე?
-მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ახლა. მოკლედ ბოლოჯერ გეკითხები, თანახმა ხარ თუ არა?
-კი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ ოჯახს ნორმალურად მოვეპყრობი.
-ჩემ ოჯახთან შეხება არ გექნება, მაგრამ მაქსიმეს მაინც ნახავენ.
-ბიძაშენს რომ მიუყვანო ლევანი შვილს გეფიცები ვერავინ ვერ გადამირჩება და ამ ბოლო დროს აღარ მეშინია უკვე არაფრის. ეს გაითვალისწინე.
-არ მივუყვან. ხოლო ფაქტი რომ აღარაფრის გეშინია... არ მჯერა.
-ნურც. ეხლა შეგილია წახვიდე.
-ხო...-დაბნეული წამოდგა და გავიდა. მეორე დღესვე მოუტანა ლევანმა კონტრაქტი და ლიზამ ხელი მოაწერა ჯერ გაშორებაზე, შემდეგ კი ხელმეორედ დაქორწინებაზე. ეს ყველაფერი დილით მოხდა. ლევანი მის ადვოკატთან ერთად შემოვიდა.
-აი აქ მოაწერეთ.
-რამეს ითხოვს?-ლიზამ ჰკითხა-როგორც ყოველთვის ზოგჯერ გაშორებისას ქონებას იყოფენ ხოლმე.
-არაფერს არ ითხოვს, გარდა ბეჭედისა.
-ბეჭედის?
-დიახ, საქორწინო ბეჭედის.
-ხო... მივცემ. სხვა? სახლი? ფული?
-არა.
-კარგით... მაშინვე მოაწერა?-ლიზა კითხვებას არ წყვეტდა, რაც ლევანს აღიზიანებდა.
-ლიზა რა მნიშვნელობა აქვს 5წუთით გვიან მოაწერა თუ 10ით. შენ ერთი საათი უნდები, დროზე მოაწერე და დამთავრდება ამით ყველაფერი.
ლიზამაც მოაწერა ხელი და ახლა საქორწინო ხელშეკრულება დაუდეს.ჯერ ლევანმა მოაწერა, შემდეგ ლიზას ჯერი დადგა. ლიზამ წამით ლევანს ახედა.
-მე დაგტოვებთ-ადვოკატი გავიდა.
-რა მოხდა?
-არ შემილია.
-რა არ შეგილია?
-ვერ მოვაწერ.
-ვერ გავიგე?
-ამას რომ ხელი მოვაწერო უნდა დავთანხმდე ხელმეორედ იმ ჯოჯოხეთის გავლას...
-არაფრის გავლა არ მოგიწევს ლიზა, ხელს ვერავინ გახლებს და ამის პირობას მე გაძლევ.
-შენ მე ბევრი პირობა მომეცი.
-ლიზა...
-რა გარანტია მაქვს რომ მამაშენი არ ეცდება მაქსიმეს წართმევას?
-რას ქვია წართმევას?
-მაქსიმეს ნახვის უფლება რო არ მომცეს, თვითონ რომ ჰყავდეს და...
-ლიზა, შვილს არავინ წაგართმევს. დამშვიდდი.
ლევანი საწოლზე ჩამოჯდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ლიზამ არ დააცადა და მაშინვე ხელი მოაწერა.
-როდის გამწერენ?
-ექიმი უნდა შემოვიდეს და გვითხრას გამოკვლევების პასუხი. შემდეგ კი გვეტყვის.
ლევანმა ადვოკატს ფურცლები გაუტანა. ამ დროს ექიმი შემოვიდა ოთახში.
-კარგი ამბები მაქვს ლიზა, ყველაფერი წესრიგშია.
-აბა ეს ამდენ ხნიანი კომა თუ რაც ქვია, რატო დამემართა?
-სტრესი. შენი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს გასაკვირი არ არის. მაგრამ...
-და მაინც მაგრამ, თუ სიმსიმნე არ არის პირდაპირ მითხარით.
ექიმს გაეღიმა და გააგრძელა.
-არა, სიმსიმნე არ არის. მე მინდა თქვენს მშობელთან საუბარი.
-რატომ?
-იმისათვის რომ ეს არ განმეორდეს, არ უნდა ინერვიულოთ, სულ მშვიდად უნდა იყოთ, აუცილებელია ჯანსაღი კვება და ასე შემდეგ.
-და ეგ მე ხო მითხარით, მამაჩემი რაღა საჭიროა.
-ლიზა, მე მინდა რომ მამათქვენს პირადად დაველაპარაკო.
-როდის გამწერთ?
-როდესაც თქვენ მშობელს დაველაპარაკებით.
-მე 20წლის ვარ, თავისუფლად შემილია აქედან წასვლა.
-თქვენ აქ ძალით არავინ არ გიჭერთ, მაგრამ მე მაინც გირჩევთ დარჩენას და დალოდებას.
-რატომ? ფსიქიატრიულში რომ გადამიყვანოთ? უბრალო გულის წასვლის გამო?
-არა, ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ საკონტაქტო ნომერი მინდა, მას დაველაპარაკები ყველაფერს ავუხსნი ხოლო შემდეგ კი თქვენ გეტყვით ყველაფერს, ამის მიხედვით თქვენ გადაწყვიტეთ დარჩეთ თუ არა.
ლიზამ ნომერი მისცა და ექიმიც გავიდა. შემდეგ ლევანიც დაბრუნდა.
-რაო?
-რაში გაინტერესებს.
-ლიზა.
-რა ლიზა? შენ გგონია რამდენჯერაც ბოხი და მკაცრი ხმით იტყვი ჩემ სახელს იმდენჯერ შემეშინდება და უცებ გეტყვი ყველაფერს ხო? ძაან ავარდნილი გაქ შენ თავში რაღაც.
-რო დამშვიდდე ორი წამით შეგილია?
-ხო... არაფერი ისეთი. მამაჩემის ნომერი წაიღო.
-რატო?
-უნდა დაველაპარაკოო ტვინი წამიღო.
-რამე იპოვეს თუ?...
-არა, არაფერი. შემოვა ცოტახანში, ეხლა ელაპარაკება და გვეტყვის.
-დროზე უნდა გაგწეროს, დღეს საღამოს საქართველოში მივფრინავთ.
-მე საფრანგეთში უნივერსიტეტში ვსწავლობ, საქართველოში ვერ წამოვალ და შენ გამო კიდევ ერთხელ ვერ გავიფუჭებ კარიერას.
-კარიერას?
-ხო.
-რაზე ჩააბარე ერთი?
-დრამის ფაკულტეტზე. სცენარს ვწერ.
-კი, კი. დრამა შენ შეგეფერება.
-ჰაჰა, სასაცილოა.
-როდის გეწყება სწავლა.
-1თვეში ისევ.
-კაი 1თვეში ჩამოვალთ ისევ. გაწყობს?
-არა.
ლევანმა ღრმად ამოისუნთქა.
-იცი, ამიერიდან მოგიწევს კომპრომისზე წასვლა.
-მერე? ეგ კომპრომისია?
-კი.
-ვნახოთ.
ცოტახანში ექიმიც შემოვიდა.
-მამათქვენს ველაპარაკე...
ლიზას უცებ დაარტყა თავში რომ მამამისისთვის არ უთქვამს ლევანის ისევ ცოლად რომ გაყვა. თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა როდესაც წარმოიდგინა მამა რო გაიგებდა რა ჩაიდინა... ვის ოჯახში შევიდა ისევ....
-ლიზა, რა გჭირს?-ლევანი გაკვირვებული უყურებდა. ლიზამ ცრემლები მოიწმინდა და ფანჯრისკენ გაიხედა, რომ ექიმს არ შეემჩნია.
-ჩვენ შევთანხმდით რომ თუ ეს ყველაფერი ხელმეორედ განმეორდება თქვენ ფსიქოლოგთან დაიწყებთ სიარულს და ამასთან ერთად მედიკამენტების მიღებას.
-და ეხლა თავისუფალი ვარ?
-დიახ. ხელს მოაწერთ გაწერაზე და წახვალთ.
-დღეს ბევრ რამეზე ვაწერ ხელს.
ექიმი გავიდა.
-რა მოხდა?
-არაფერი.
-მითხარი.
-მამაჩემმა არ იცის რომ შენ გამოგყევი.
-მერე?
-არა მგონია რომ ამ ყველაფერს სიხარულით შეხვდეს.
-არ შეხვდება, მაგაში გეთანხმები.
-მაშინ არ ვეტყვი, გეხვეწები არ დაენახო.
-სხვისგან რომ გაიგებს ეწყინება.
-ვისგან უნდა გაიგოს?
-ლიზა, სხვისგან რომ გაიგებს უფრო ეწყინება. შენთითონ დაჯდები და აუხსნი.
-ადვილია... შენმა ოჯახმა სიცოცხლე გაუმწარა, ახლა კი მე ჩემი ნებით გამოგყევი...
-იცის რომ მაქსიმე ჩემი შვილია?
-1თვის უკან ვუთხარი. გაგიჟდა.
-ხოდა უთხარი ყველაფერი როგორც არის.
-კიდევ უფრო გაბრაზდება.
-ლიზა, სხვა არ ვიცი რა გითხრა, მე მინდა რომ ჩემი შვილი ჩემთან გაიზარდოს.
-სულ სახელით რატომ მომმართავ? ყოველი შენი წინადადება იწყება ლიზათი.
-ხო. შენ კი არასდროს არ მომმართავ ლევანით. იშვიათად.
-როგორ არა... იცი როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ ხშირად ახსენებენ საუბარში მათ სახელებს. სულ სახელით მიმართავენ ერთმანეთს. ლევან შენ კი მეუბნებოდი რომ არ გიყვარვარ.
-შენც გიყვარვარ.
-ვინ მოგატყუა?
-შენმა თვალებმა დიდი ხნის უკან...
-ხოდა ეხლაც გატყუებს.
-არა, ამჯერად აღარ.
-ლევან, არ გინდა.
-რა არ მინდა? უკვე ოფიციალურად ჩემი ცოლი ხარ და რასაც მინდა იმას ვიზამ-ლიზას თვალებში ცეცხლი აენთო.
-არანაირი ვალდებულება არ მაკისრია.
ლევანი უფრო ახლოს მივიდა მასთან, ნელა წამოაყენა და ხელი შემოხვია, ლიზა შეეწინააღმდეგა მაგრამ ლევანმა მაინც დაიჭირა.
-იცი რა? იცი რა მაგიჟებს? იცი რაზე გავგიჟდი პირველად რომ დაგინახე?-მისკენ უფრო ახლოს მიიზიდა და თვალებში ჩახედა.
-რ-რაზე?
-ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. წელი...თვე... დღე... საათი. ის სურნელი... ახალი ჩამოსული ვიყავი თბილისში, უნივერსიტეტი დავამთავრე, ბიჭები მელოდებოდნენ წყნეთში, სასტიკად დაღლილი ვიყავი, რომ ჩამოვედი ვიფიქრე გავბრუნდები მეთქი, რადგან გარეთ ბევრი არავინ იყო. შემდეგ დაგინახე შენ. სუსტი, საშინლად გამხდარი, მაგრამ ულამაზესი ქერათმიანი მწვანეთვალება გოგო, რომლის მიმართ მაშინვე გამიჩნდა რაღაც გრძნობები. ახლოს მოვედი დალაპარაკება ვცადე და შენ მესწერვე. შემდეგ კი თავი დაგანებე და შიგნით შევედი. გინდ დაიჯერე გინდ არა... იმ დღის მერე სულ მინდოდა რომ ჩემი ყოფილიყავი და ახლა ესეც არის. მაგიჟებდა შენი ხასიათი, ურჩობა ამავდროულად კი სინაზე. შენი უეცარი ხასიათის ცვლილებები. ხან ბარის მაგიდაზე ცეკვავდი, მეხვეოდი და მეორე დღეს მოგინდებოდა და გაიქცეოდი. მაგიჟებდი. მინდოდა რომ ჩემს მკლავებში მომექციე და აღარასდროს გამეშვი. ქორწილამდე წინა ღამეს... რაც მოხდა... ჩემთვის საუკეთესო ღამე იყო, დამიჯერე. შენი ჩამოუყალიბებელი ხასიათი, გადაწყვეტილებები... ეს შენი შარმი. ბავშვურობა. ყველაფერი... შენ.... მე შენ მიყვარხარ.... შენი უნიკალურობის გამო. სულ შენ.,... მთლიანად მე მეკუთვნი. ლიზა შენ ჩემი ხარ და სხვა არავისი. ეჭვი არ მეპარება იმაში რომ შენც გიყვარვარ.... უბრალოდ ეს შენი სიჯიუტე, რომელსაც ვერ იშლი-ლიზამ გააჩუმა, მანაც შემოხვია კისერზე ხელები და მოწყვეტით აკოცა, შემდეგ კი უთხრა.
-შენ კი ამიერიდან ჩემი ხარ და მარტო ჩემი.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ra sayvarlebi arian.....

 


№2  offline წევრი dzadzamia25

წარმატებები!!!
კარგი იყო ძალიან :)

 


№3 სტუმარი kusa13

მომეწონა ძალიან უცნაური და მოულოდნელი აღიარება კი იყო ლევანის მხრიდან მაგრამ კარგია კაცო ცოტა დალაგდნენ მაინტერესებს მერე რა მიხდება ვფიქრობ დაამთავრრბ მალე ყოჩაღ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent