შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი21)


6-07-2017, 20:44
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 1 592

იმ დღეს მაქსი ჩვენთან დარჩა, ამან ძალიან აღმაფრთოვანა. მე ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომ მალევე ვთხოვე ნინიკოს რომ "ჩემი ოთხი" ეჩვენებინა.
-ნინი?! მე სად დავიძინებ?
-შენს ოთახში. - ეს პასუხი რათქმაუნდა მესიამოვნა.
მოკლედ რომ აგიღწეროთ ნიას სახლი, უნდა დავიწყო სასტუმრო და სამზარეულო ოთახებით, როგორც კი შემოდიხარ მაშინვე იხსნება შენს წინ უზარმაზარი ოთახი, რომელიც იწყება სასტუმრო ოთახის განლაგებით, მაგრამ არანაირად არაა გამოყოფილი სამზარეულო, ის პირდაპირ უერთდება,სასტუმრო ოთახს, სიტყვებით ვერ ავღწერ რა მშვენიერი და სადა ფერებია ირგვლივ, თანამედროვე ტექნოლოგიებით სავსეა მთელი სახლი. მარცხვნივ სამი კარია, ორი რომელიც კედლის დასაწყისშია, ერთმანეთთან არც ისე დაშორებული, ქვევოით მესამე კარია. მარჯვნივ ორი გამჭვირვალე კარია საკმაოდ დიდად დაშორებული, როგორც მივხვდი ეს აივნებია. ნინიკომ მითხრა რომ მარცხვნივ პირველი ოთხი იყო ჩემი და რანაირადაც გინდა და როგორც გინდა ისეთად აქციეო, ეს ჩემთვის დიდი თავისუფლება იყო. მაგრამ ვერ გავიგე მეორე კარი რატომ იყო ახლოს, ან ის რის ოთხი იყო.
"ჩემი ოთახის" კარი რომ შევაღე პირი ღია დამრჩა, ნუთუ შეიძლებოდა ასეთი მშვენიერების მომსწრე ოდესმე ვყოფილიყავი, გულში ლუკას მადლობებს ვუხდიდი, განუწყვეტლივ მიხაროდა რომ დამარწმუნა და აქ გამომიშვა. როგორც კი ოთახში შევედი პირველად რაც დავინახე ეს იყო ვერანდა, სწრაფად მივირბინე და გადავიხედე, ქუჩაში ხალხი მიისწრაფოდა ზოგი სამსახურისკენ, ზოგი სახლში, ზოგი მაღაზიაში და ა.შ. ბერი მოწყენილი სახით მიდი-მოდიოდა, მაგრამ მხიარული, ბედნიერი სახეები უფრო თვალშისაჩენიდა მომხიბვლელი იყო, მომეწონა რომ შემეძლო ადამიანის სახეების გარჩევა, არც ძალიან ახლოს ვიყავი მათთან და არც ძალიან შორს. მარცხვნივ კუთხეში ხის, არა "ჭილოფის'? დაწნული მრგვალი მაგიდა და მის ირგვლივ ორი სკამი იდგა, წარმოვიდგინე თითოეული დილის გათენება. წარმოდგენაც კი ამაღელვებელი იყო. ვიწრო მაგრამ აღმაფრთოვანებელ ვერანდას გადახურვა მინით შემიძლია, ფანტასტიკური იქნება წვიმის დროს, ასევე ვერანდაც გამოყოფილია ოთახისგან გამჭვირვალე შუშით, რომლებიც ერთმანეთს მარჯვნიდან და მარცხნიდან უერთდება ერთმანეთს, შემდეგ კი კუთხეენში ღამის ფარდა. ოთახი არც ისეთი ვიწროა როგორიც ჩემი " ძველი" არა ბათუმში-"ჩემი ოთახია. თუმცა არც ძალიან დიდი და ფართოა. გაგიკვირდებათ და არასდროს მიოცნებია ასეთ კომფორტზე მე ისიც მყოფნიდა რაც მაქვს, მქონდა. მარცხნივ საწოლია, საშუალო ზომის, საწოლის შემდეგ კედელზე მიდგმული ჩემთვის დიდი, შავი, მოლურჯო კარადა. კიდევ კარგი კარი გარედან ეღება, რადგან ძალიან არასასიამოვნო და მოუხერხებეი იქნებოდა პირიქით რომ ყოფილიყო. მარჯვნივ კუთხეში წიგნების კარადაა რომელიც სავსეა წიგნებით, ეს მომეწონა და თბილად ჩავიცინე, საწოლის პირდაპირ, მაგრამ ცოტა ქვევით, მუქი თაფლისფერი მაგიდა როელიც კედელს უერთდება სხვადასხვა თაროებით და ყავისფერი სკამი, მე როგორც ვეძახი ტრიალა სკამი. არ ვიცი ნინიკომ ალბათ ეს ყველაფერი მე მომიმზადა, მაგრამ ასე მოკლე დროში? კარადა გამოვაღე თეთრეულის ასაღებად სულ ცალიელი იყო, დაბლა პატარ პატარა უჯრები იყო, ბოლლოში კი ერთი განიერი უჯრა, გამოვაღე და აი ვიპოვეე ნაირ-ნაირი ზეწრები იყო, ახლა არჩევის თავი არ მქონდა, მიუხედავად ამ სამოთხისა, პირველი რაც იყო ის ავიღე, კარადა დავხურე და ზეწარი საწოლს გადავაფარე, ამხელა გზა გამოვიარე, შხაპი აუცილებლად უნდა მიმეღო, ჩემს ოთახს ერთი მინუსი აქვს, საპირფარეშო არ არის, გავედი ნინიკო და მაქსი ტელევიზორის წინ ისხდნენ, მაქსს ნინი ხელებში მოექცია და ჩახუტებოდა, ნინიკო კი განაბული, მსვიდად და სასიამოვნოდ უყურებდა ფილმს. ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი, არ მინდოდა ეს ბედნიერი და მშვიდი წუთები ჩამეშხამა. ამიტომ უკან მოვბრუნდი როცა მაქსის ხმა გავიგე, მკითხა
-ნია რამით დაგეხმარები?
-აა, ბოდიში, მაქს არ მინდოდა თქვენი შეწუხება, - ბლუკუნით ვუთხარი, მაშინ როცა ინგლისური ფანტასტიურად ვიცოდი.
-აქ მოდი ნუ გრცხვენია - თავი წამოყო ნინიკომ. მაქსმა ინსტიქტურად მიხვდა ნინიმ რაც მითხრა და ხელით მანიშნა მოდიო. გამეცინა. მივედი.
-რამე გჭირდება?
-სააბაზანო საითაა?
-გამომყევი.
-როგორც პირველად გიხსნიდით, სად რა იყო, იქედან გავაგრძევებ და იმედია მიხვდებით- როგორც გითხარით, კარში ფეხსშემოდგამ თუ არა ეგრევე გადაიშლება უზარმაზარი ოთახი, შემოსასვლელი კარი კედლის მარცხენა კუთხეშია, შესაბამისად მარჯვნივ კიდევ ერთი კარი ყოფილა, როცა გიღწერდით ირგვლივ ყველაფერს ის ჩემს უკან იყო და ამიტომ გამომრჩა, ვერც მე ვერ შევამჩნიე. როცა სააბაზანოს კარი გავაღეთ, ვააუ, უკვე ნაკლებად გამიკვირდა რადგან ვიცოდი, ასეთ მოწყობილ სახლში არც სააბაზანო იქნებოდა გამონაკლისი, როგორც კი შევედით მარცხნივ ულამაზესსსი ჯაკუზი, ის კუთხე ისეთი მშვიდი და სადა იყო, შეხედვითაც კი დავტკბი. მარჯვნივ კი მომინული საშხაპე, მის გვერდით კი რაღაც მანძილის შემდეგ, შავი ხელსაბანი, მარცხნივ კი თეთრი კარადა, იატაკი მუქი ზღვისფერი მეტლახი, კედლები ღია ცისფრად, ჭერი კი თეთრი - მოცისფრო. ნინიკო კარადასთან მივიდა და გამოაღო,
-ნიაკო ვიცი ალბათ ჯერ არ დაგილაგებია, ტანსაცმელი კარადაში, ამიტომ რომელი ხალათიც გინდა აიღე, ხვალ გავიდეთ საყიდლებზე, ყველაფერს ახალს გიყიდი კარგი? და ჰო მაქსის ნუ მოგერიდება, ჩათვალე მამაშენია, - ყელში რაღაც გაეჩხირა, დაიბნა, მივხვდი ინანა რაც თქვა, სიტუაციის გამოსწორება მე ვცადე - რახან შენ მეუბნები,
-ჰო არ არის ცუდი, და საერთოდ ძალიან მოეწონე, შვილები არ ყავს, შენზე თქვა რომ ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ შენი ჩამქრალი თვალები არ ესიამოვნა, იცოდე რომ სანამ გაბრწყინებულს არ გნახავს არ მოგეშვება და არც დანებდება, - გულიანად გაიცინა. - დანარჩენს მერე მოგიყვები. - მომეჩვენა რომ ნინო რაღაცნაირად შეცვლილი იყო. შხაპი მივიღე და მოიისფრო ხალათი ჩავიცვი, ძალიან მერიდებოდა ასე მაქსთან გასვლა, მაგრამ აქ ჩემი ყველა ძველი თვისება ახლით უნდა ჩანაცვლებულიყო, თან ნინიკო არასდროს ცდებოდა, მისმა სიტყვებმა სტიმული მომცა, და არხეინად და თავმომწონედ გავაღე სააბაზანოს კარი, გამოვედი, მაქსი და ნინიკო ოთახში არ იყვნენ, ცოტა მომეშვა, მივტრიალდი და კარი დავხურე, უცებ კარის ხმა გავიგე, ვითომც არაფერი მაქსი სამზარეულოში წყალს სვამდა. შემამჩნია რომ შევხედე, გამიღიმა, მეც გავუღიმე,
-ღამემშვიდობის, ნია... - ისე მიყურებდა თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მეუბნებოდა.
გავუღიმე და გულწრფელად ვკითხე - რამის თქმა გინდა?
-ძლიერი გოგო ხარ, ძალიან ძლიერი.
-ეს სხვებს გონიათ ასე.
-არასდროს, იფიქრო სხვებზე.
-გმადლობ... ძილინებისა.
თავი ოდნავ დამიკრა, ვგრძნობდი მის მზერას, ოთახში რომ შევდიოდი მერე დაიძრა თავისი ოთახისკენ. იმ დღეს ძალიან დავიღალე, მალევე დამეძინა, ღამის ფარდების გაწევა დამვიწყებია და დღის შუქმა მალე გამაღვიძა, წამოვდექი მიის კარები ბოლომდე გავაღე, მინით გადახურული ვერანდაც გავანთავისუფლე მინისგან, დილის საამური სიო მელამუნებოდა სახეზე, გამიკვირდა როცა დავინახე ხალხი, რომელიც ქუჩაში ფუსფურებდა, ერთმანეთში ირეოდნენ, აქ დღე დიდი ხანია დაწყებულა, ტელეფონთან მივვარდი და საათს დავხედე, ჯერ ხომ 8 საათია? მეხუმრებით? ძალიან მაგარია. უცებ ყავა მომინდა და სანამ ნინიკო გაიღვიძებდა, შემეძლო დამელია, ჩემი ხალათი ისევ მოვისხი და სწრაფად, მაგრამ ჩუმად გავედი, ნინიკო სამზარეულოში იდგა, გავოგნდი.
-შენ რა უკვე გაიღვიძე?
-ძილისგუდავ, ეს საფრანგეთია ნია, დაგავიწყდა სად ხარ?
-ჰოო, მაქსს ძინავს?
-აარა სამსახურში წავიდა. და შენ რატო გაიღვიძე ასე ადრე? რამე გინდოდა?
-ღმის ფარდების გაწევა დამავიწყდა, ვიფიქრე ნინიკოს გაღვიძებამდე ყავას დავლევდი, - გავიკრიჭე,
-ნალექიანი თუ უნალექო?
-უნალექო, მოდე მე გავაკეთებ შეიძლება?
-როგორ არა ეს უკვე შენი სახლია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლია ის გააკეთო რაც გინდა, ამიტომ ყველაფერს ნუ მეკითხები კარგი? მაგრამ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში და ყველა ჩემი რჩევა უნდა გაითვალისწინო, მოსულა?
-მოსულა. - გავუღიმე, - როცა მივედი ყავის გასაკეთებლად თავგზა ამებნა, ამდენი ყავის სახეობა არსებობს? - გავიცინეთ, - აი ის აიღე შენთვის უფრო კარგია და თან მოგეწონება.
-ნინი შეიძლება ყავა ჩემს ოთახში დავლიო?
-მე რა გითხარი,
-უი ხო, კარგი. - ოთახისკენ წავედი, მერე უცებ მოვტრიალდი და ნინიკოს ვთხოვე - მოდი ერთდ დავლიოთ? წამოხვალ?
-რატომაც არა.
ჩემს ოთახში შევედით და აივანზე, მაგიდაზე ყავა დავდგით და სკამებზე მოვთავსდით.
- გენატრება არა?
ჭიქა ავიღე და ხელებში მოვიმწყვდიე, თბილი მესიამოვდა და მთელ ტანში დამბურძგლა,
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ.
-მეც ძალიან, ისე მწყურია მისი რჩევები, მისი თბილი მზერა, - თვალები აუცრემლიანდა.
რამდენიმე წუთი ასე ვდუმდით, მერე ნინიკო ადგა და აივნის მოაჯირს დაეყრდნო, სადღაც ჰორიზონტის ერთ წერტილს მიაშტერდა, მეც წამოვდექი და მის გვერდით, მოშორებით დავდექი, ხელები მოაჯირს ჩავჭიდე,
-ის ტკივილი ჯერ ვიდევ დამრჩა და არამგონია მომიშუშდეს, ოდესმე მაინც, როცა შვილები მეყოლება მათ ასე განწირულად არასდროს არ დავტოვებ, დეიდა წარმოიდგინე მე თქვენ მაინც მყავხართ და რამდენი ბავშვია ასე მარტო, სულ მარტო, რამდენს ცივა და წყურია, ამაზე ფიქრი მკლავს, გული სულ გამეყინა, არამგონია ოდესმე რამემ ან ვინმემ გამილღოს, იცოდე რომ შენ ძალიან ბედნიერი ხარ და ძალიან ძალიან მეწყინება თუ ოდესმე იტყვი რომ უბედური ხარ ან ბედნიერება გაკლია, ან ისე არ ხდება როგორც გინდა, ძალიან დიდ იმედებს გამიცრუებ, რადგან ყველაფერი გაქვს რაც ბედნიერ ქალს სჭირდება, თუმცა იმაზე ბევრად მეტი - გაქვს შენი სახლი, წარმატებული პროფესია და საქმიანობა, გვერდით გყავს ადამიანი რომელიც შენზე ზრუნავს და უყვარხარ. იცი რა წვრილმანები არცაა საჭირო, მუდამ წინ უნდა იხედებოდე და არ გაღელვებდეს წარსული. ვიცი რომ დედა ამას გეტყოდა. - მივედი და ხელები მოვხვიე.
-ეს ნამდვილად მჭირდებოდა ნია, ძალიან მაკლდა. - ხელები მომხვია, და ატირდა.
-გპირდები რომ რაც შემიძლია დაგეხმარები და გვერდიდან არ მოგშორდები სანამ შენ არ მოინდომებ.
-ამას არასდროს მოვინდომებ ამიტომ მოგიწევს მუდამ ჩემთან იყო. - გავიცინე, უკან დავიხიე, მერე ლოყებიდან ცრემლები მოვაშორე,
-შენს წყენინებას არავის ვაპატიებ იცოდე. შეგიძლია ყველაფერი მომიყვე, ამიტომ ნუ იქნები თავშეკავებული, ჩათვალე რომ შენი უფროსი და ვარ, კაი? შეიძლება მკაცრი ვარ, მაგრამ არც ისეთი როგორიც ვიყავი.
-ხოდა დაიკო, ძალიან მაინტერესებს მაქსის შესახებ ყველაფერი.
-ოხხ, საზიზღარო ვიცოდი რომ ცნობისმოყვარეობა გკლავდა, ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ მოდი ჯერ ჭიქები გავრეცხოთ, მერე მოვწესრიგდეთ და გავიდეთ, საყიდლებზე და სალონშიც, კაი?
-"სალონში" რა გვინდა, სადმე მივდივართ?
-აქ ყოველდღიურად შეგიძლია მოიწესრიგო საკუთარი თავი, რათქმაუნდა საქართველოშიც, მაგრამ იქ ყურადღებას ნაკლებად აქცევენ, ახლა ზედმეტად არ გადავიპრანჭებით უბრალოდ თმებს დავისწორებ, ფრჩხილები მოვიწესრიგოთ და ოდნავ მაკიაჟითაც დავმშვენდეთ,
-მე მინდა ოდნავ დავიხვიო,
-კაი, რატომაც არა. მერე ტანსაცმელები და საჭირო ნივთები ვიყიდოთ, ჰო შემდეგ შეიძლება მაქსიც შემოგვიერთდეს, შენი ოთახისთვის რაიმე ახალი ნივთები ვიყიდოთ, ჰო მთავარი, ახალი ტელეფონი და ლეპტოპი და სხვა.
-მართლაა? - მივვარდი და ნინიკოს ჩავეხუტე, სიხარულისგან ვხტუნავდი.
-ხომ გითხარი, მაქსი ყველაზე არ ამბობს რა სათნო და სუფთააო. შენ ისეთი იყავი როგორიც ხარ და ნახე მალე შვილითც მოგმართავს, - მორიდებით გაიღიმა.
ლაითად მოვემზადე, თეთრი ნაჭრის მოქარგული შორტი და მოგრძო ყვითელი ზედა, მაღალი თეთრი კედები, და შავი გრძელი მოსასხამი ჩამიცვი, თმა მაღლა ავიწიე,
-ვააუ, ძალიან ლამაზი ხარ სიხარულოო.
-მადლობა შენც არაჩვეულებრივი ხარ.
ნინის მუხლებს ზევით, არც ძალიან მოკლე და არც გრძელი, ღია ფერების, ყვავილებიანი კაბა ეცვა და ჯინსის მოკლე მოსასხამი, ჰო ყვავილებიანი მაღალი კედები, პატარა უმანკო ბავშვივით გამოიყურებოდა, შავი თმა აეწია და "ჩოლკები" ჩამოეყარა.
-მანქანა მაქსმა წაიყვანა ამიტომ ტაქსით მოგვიწევს წასვლა.
-ნიი,
-პირდაპირ მითხარი.
-შეიძლება ფეხით გავისეირნოთ?
-დიდი გზაა ნია
-მერე რა თან მაჩვენე სად რა არის. ხომ უნდა ვიცოდე არა.
-კარგი ხო, დედაშენივით ჯიუტი ხარ, აზრიარ აქვს ამდენ ლაპარაკს. ნინნიკომ კარი დაკეტა და გასაღები ჩამთში ჩააგდო თნ თუ არ ვცდები მაქსს რაღაც მიწერა. მე ლიფტი გამოვიძახე, კარი რომ გაიღო, დაუფიქრებლად შევდგი ფეხი, თურმე ვიღაც გამოდიოდა და ერთმანეთს დავეჯახეთ,
-désolé,
-აუუ, უკაცრავად. - თავი საშინლად მეტკინა,
-Eh bien êtes-vous? - ისეთი თბილი ხმით მკითხა, ავხედე, მისი ცისფერი, თბილი თვალები, ისეთი დამაბნეველი იყო, მაგრამ იმ გოგონებისთვის ვისაც ჯერ კიდევ შეეძლო სიყვარული.
დეიდას გავხედე რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა,
-Bonjour Alex, ne vous inquiétez pas, -გაუღიმა, მე გაკვირვებული თვალებით მივჩერებოდი ორივეს,
-დეიდა ასე გაურკვევლად ვიდგე?
-რა საზიზღარი ხარ, ბავშვი კინაღამ გაიტანე და კიდევ შენ ბუზღუნებ?
-უკაცრავად? მე გავიტანე? ტვალები გაახილოს და არავინ არ გაიტანს.
რაღაც კიდევ წაიბურტყუნა, ისევ დეიდას გავხედე, მერე იმ ბიჭს შევუბღვირე, ის კი სულელივით იღიმოდა.




ოლააა, მკითხველი აღრ მყავს ხო? რავიცი ვის მივმართო, ვიღას ვკითხო, მოეწონა თუ არა, მოკლედ გავიჭედე რა, მგონია რომ აღარ ღირს აქტიურობა, საერთოდ, ალბათ აღარ დავდებ თავებს ან არ ვიცი შეიძლება წავშალო ის რაც უკვე დადებული მაქვს? თუ ვერ წავშლი, იყოს არ მიშლის. სამაგიეროდ სხვა მწერალს გავამხნევებ და გავუხარებ გულს, იმას ვეტყვი რაც მე მაკლდა მკითხველისგან, არავის არ ვსაყვედურობ თუ არ გაინტერესებს რათქმაუნდა არ წაიკითხავ და არ დაწერ შთაბეჭდილებას, და ამას ვერც ვერავინ დაგაძალებს. მადლობა ყველას. განსაკუთრებით იმან ვინც შთაბეჭდილება გამანდო და რაღაცეები მირჩია რადგან მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს ნამუშევარში. ყოჩაღ ადმინ მაგარი საიტია, შენ თავს ვფიცავარ.



№1 სტუმარი manana

კარგია, მაგრამ ამდენი ხნით რატომ დაიკარგე..

 


№2  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

manana
კარგია, მაგრამ ამდენი ხნით რატომ დაიკარგე..

ანუ რადგან ასე გულწრფელად მკითხე მინდა ასევე გიპასუხო, როდესაც ნახევარი დღე მუშაობ ერთ თავზე, შემდეგ კი როდესაც დებ და გგონია რომ ვინც ელოდებოდა მას ძალიან გაუხარდება და ამ ემოციებს თუნდაც უარყოფითს გადმოგცემს, ეს იმედი ქრება როდესაც ხედავ რომ სინამდვილეში მხოლოდ 3 ან ოთხი ადამიანი ელოდა, ორი სიტყვის დაწერა ეზარება "ზოგს", ყველაზე არ ვამბობ, უბრალოდ ორი სიტყვა მე მაძლევს უდიდეს სტიმულს, და შემდეგ ყველანაირ გრძნობას ვაქსოვ შემდეგ თავს, რადგან მკითხველი ვასიამოვნო, მაგრამ ხომ შეიძლება ეს სტიმული ყოველ თავზე მომანიჭოთ? ამდენს ვწერ და ვიცი (რატომღაც ასე მგონია) რომ შემდეგ თავში ორი კაცი მეტყვის რაღაცას და ვსო. როცა შენს ნამუშევარს რომელშიც ყველაფერი ჩადე, ვიღაც ხომ უნდა აფასებდეს? ან მოწონდეს, თუნდაც არ მოწონდეს, მე თითოეულ კომენტარს ვითვალისწინებ, და ვცდილობ თქვენი ემოციებით ვიხემძღვანელო, მთელი ეს ემოციები თქვენამდე მოვიტანო. აი მეტი რა გავაკეთო? კაით რა არავის არაფერს არ ვამადლი , მაგრამ ორი სიტყვა რა გახდა? შეიძლება ვიღაცას ეს უხარია ხო? მარტო იმიტომ დავწერ რომ ვიღაც გავაღიმო, ახლა მოგდებული სიტყვებიც არ მინდა, და ხვეწნას არ დავიწყებ, ვისაც მართლა სიამოვნებს ამ ისტორიის კითხვა კი ვხედავ დაო.

 


№3  offline მოდერი bla.ell

O la laaaa ra magari xaroooooo ra washalo ris washla qalo ganagrdze momwonsheart_eyes

 


№4  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
O la laaaa ra magari xaroooooo ra washalo ris washla qalo ganagrdze momwonsheart_eyes

joy joy უოველთვის როგორ მოგწონს ქალო ნუ გადამრიე❤

Salo123
ოჰოოო რამაგარი თავი დადე. რა წაშალოო მალე დადე მომდევნოო გელი გელი მოგელი

აი არ ვიცოდი შენც თუ კითხულობდი smiley აუცილებლად, რაც შემიძლია მალე დავდებ სალო❤

 


№5 სტუმარი ნინაკო

იცი, ხანდახან რთულია, ასეთ პატარა თავზე რამე ძალიან ამაღელვებელი კომენტარი დაწერო.
უდაოდ ძალიან კარგი, ნიჭიერი გოგო ხარ. კომენტარებს ნუ უყურებ, მთავარია შენ რაც ,,გისწორდება" იმას აკეთებ, და რაც გაბედნიერებს ის უნდა აკეთო მთელი ცხოვრება!!!
მე, პირადად სულ ვკითხულობდი, მაგრამ კომენტარის დაწერას ვაპირებდი სულ ბოლო თავზე:) როცა საბოლოო დასკვნებს გამოვიტანდი.
არაფერი არ უნდა წაშალო. ეს შენი წვალებაა. და შენი ნაშრომი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დღე, თვე ან წელი გავა, ვიღაც ერთგული მკითხველი მუდამ გეყოლება და მთავარი ესაა, ვიდრე ვიღაცის ორსიტყვიანი გააგრძელე.
გგულშემატკივრობ, მეც და ალბათ კიდევ ბევრი ადამიანიც, ამიტომ ასეთი პესიმიზმი აღარ დამანახვო!
პ.ს. სანდრო მოათრიე ყურით! თორე არ ვიცი რას ვუზამ.

 


№6  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

ნინაკო
იცი, ხანდახან რთულია, ასეთ პატარა თავზე რამე ძალიან ამაღელვებელი კომენტარი დაწერო.
უდაოდ ძალიან კარგი, ნიჭიერი გოგო ხარ. კომენტარებს ნუ უყურებ, მთავარია შენ რაც ,,გისწორდება" იმას აკეთებ, და რაც გაბედნიერებს ის უნდა აკეთო მთელი ცხოვრება!!!
მე, პირადად სულ ვკითხულობდი, მაგრამ კომენტარის დაწერას ვაპირებდი სულ ბოლო თავზე:) როცა საბოლოო დასკვნებს გამოვიტანდი.
არაფერი არ უნდა წაშალო. ეს შენი წვალებაა. და შენი ნაშრომი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დღე, თვე ან წელი გავა, ვიღაც ერთგული მკითხველი მუდამ გეყოლება და მთავარი ესაა, ვიდრე ვიღაცის ორსიტყვიანი გააგრძელე.
გგულშემატკივრობ, მეც და ალბათ კიდევ ბევრი ადამიანიც, ამიტომ ასეთი პესიმიზმი აღარ დამანახვო!
პ.ს. სანდრო მოათრიე ყურით! თორე არ ვიცი რას ვუზამ.

ვაიმეე ნინაკო რომ იცოდე როგორი გაოგნებული ვარ თურმე ხალხი კითხულობს და მოწონს.❤ აი ზუსტად ეს მჭირდებოდა, ერთი წამითაც არ ვიქნები პესიმისტი( სხვათაშორის არასდროს არ ვყოფილვარ, მაგრამ არ ვიცი ახლა რა მომივიდა) უბრალოდ მაინტერესებს რას ელის მკითხველი და რისი წაკითხვის საშუალებას ვაძლევ მე. ხომ შეიძლება ვიღაცას ძალიან აღიზიანებდეს რაღაც პატარა დეტალი რისი გამოსწორებაც შემიძლია. უბრალოდ თითოეული თქვენგანის აზრი ამაღელვებელია ჩემთვის. და უდიდესი მადლობა❤

 


№7 სტუმარი Guest elene

Magariiaa dzaliaan

Yochaag

 


№8  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რატომ გგონია რომ არავინ კითხულობს შენს ისტორიას? რადგან დიდი ინტერვალით იდება ახალი თავები, გადავწყვიტე მანამ არვწამეკითხა სანამ ბოლო თავი არ დაიდებოდა, მაგრამ გულმა არ მომითმინა. ისევ თავიდან წავიკითხე ყველა თავი, (ეხლა 22 ე დამრჩა და იმასაც წავიკითხავ) ძალიან მომწონს და არც მიფიქრია, რომ შემეწყვიტა შუა გზაში.
უკვე მინდა ხშირ-ხშირად დადო ახალი თავი, ვხედავ რომ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება ისტორია❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent