შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად რომ დაგინახე...(19)


7-07-2017, 00:49
ავტორი sati
ნანახია 2 874

ლევანმა ხელში აიტაცა და საწოლში ჩააწვინა. თვითონაც უნდა დაწოლილიყო მაგრამ უცაბ წაბარბაცდა და თვალებზე ხელი აიფარა.
-კარგად ხარ?-ლიზა წამოხტა.
ცოტახანში უპასუხა რომ კარგად იყო,შემდეგ კი თვითონაც მიუწვა და წელზე შემოხვია ხელები. ცოტახანში კი ორივეს ჩაეძინათ. სანამ კარზე კაკუნი არ გაისმა. ლევანი წამოდგა და მაშინ ლიზას მამა შემოვიდა.
-გამარჯობა-ლევანმა მძიმედ ჩაილაპარაკა... შემდეგ მაქსიმე ხელში აიყვანა და ოთახიდან გავიდა. სანდრო შვილის გვერდით ჩამოჯდა.
-მა... მე... ყველაფერს აგიხსნი.
-არ არის საჭირო. მე მეგონა რომ პატარაობაში ბედნიერი იყავი, რომ ყველაფერი გქონდა რაც გინდოდა. მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდი რომ შევცდი. დედაშენის სიკვდილის შემდეგ... ყველაფერი აირია. მან იცოდა როდის რა გინდოდა,როდესაც ტიროდი ხვდებოდა მიზეზს... სიტყვების გარეშე. როდესაც გაიზარდე ყველაფერი გამიჭირდა. გაგიჩნდა კითხვები, რაზეც მხოლოდ დედაშენს შეეძლო ეპასუხა, მე კი ძალიან მიჭირდა ამ ყველაფრის ახსნა. მანჩო რომ არა, ალბათ მე ვერც მოვახერხებდი შენ აღზრდას. შემდეგ კი სამსახურიდან დავიწყე მივლინებებში სიარული, ადრე შევწყვიტე... როდესაც დედაშენი გარდაიცვალა. რადგან სხვა ვერავინ გივლიდა. როგორც კი წამოიზარდე კი გავაგრძელე. ფულს გიგზავნიდი... მეგონა რომ არ გიჭირდა, მანჩო არაფერს არ გაკლებდა. მაგრამ შენი ბედნიერებისთვის ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი. ახლა მივხვდი რომ მე შენ გვერდით უნდა ვყოფილიყავი, მე უნდა გამეზარდე. შეილება ამ სიტუაციაშიც არ მომხვდარიყავი. მე ესეთი მომავალი შენთვის არ მინდოდა. ლიზა მე ყველაფერს ველოდებოდი მაგრამ არა ამას. შენთვის 20წლის ასაკში ქმარი და შვილი არ მინდოდა. თან ესეთი ქმარი-ლიზას ცრემლები ღაპაღუპით ჩამოდიოდა-არ გინდა შვილო. შენი ბრალი არ არის. ეს 2წელი ისედაც ჩაგამწარე. რანაირი მამა ვარ მე-ლიზა გადაეხვია მამამისს და ტირილი დაიწყო.
-მა, მაპატიე რა... მაპატიე ესეთი უმადური რო ვიყავი.
-არაუშავს შვილო-ამშვიდებდა სანდრო-შენთვის ეხა ნერვიულობა არ შეილება... დამშვიდდი.
-მა, ნაწყენი ხარ?
-არა...იმედგაცრუებული ვარ... მაგრამ ეს შენი ბრალი არ არის. რადგან ესე მოხდა... ესე იგი ეს ბიჭი შენი ბედია. მაგრამ თუ რამეს გაძალებს
-არა, არაფერს მაძალებს. მართლა.
-გიყვარს?
ლიზამ ამაზე ვერაფერი უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა და ფანჯარაში გაიხედა.
-კარგი, დაისვენე. მე ექიმს უნდა დაველაპარაკო და შემოვალ.
სანდრომ შუბლზე აკოცა შვილს და ოთახიდან გავიდა, რის შემდეგაც ლევანი დაბრუნდა.
-როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
-ყველაფერს თავის თავს აბრალებს...
ლევანს არაფერი არ უპასუხია.
-მაქსიმე სად არის?
-აქვეა. ექთნებთან.
-რით ვერ გამწერეს, უბრალო გულის წასვლისთვის ამდენი დღე მტოვებენ. დებილი ექიმი. ან რამდენი ხანი მალოდინებ...
-ლიზა, დამშვიდდი.
-რა დავმშვიდდე, ტიპი დებილია, სად მომიყვანე. დროზე მომიტანოს დებილური ფურცლები და გამწეროს, თუ არაფერი მჭირს.
-არ გჭირს. ნუ ჩხუბობ სისულელეებზე.
-არ ვჩხუბობ.
მალე მამამისი და ექიმი შემოვიდა. ლევანი საწოლს მოუარა და ლიზასთან ჩამოჯდა. ხოლო მამამისი კი მეორე მხარეს იყო.
-აი აქ არის ფურცლები, რაზეც ხელი უნდა მოაწერო. რომ გაგწეროთ. ასევე შემოვიტანე იმ წამლების ფურცელი რომლებიც რეგულარულად უნდა მიიღო. ყოველ შემთხვევაში ჩემთან უნდა მოხვიდეთ შემდეგ თვეში რომ კიდევ რამოდენიმე გამოკვლვევა ჩავატაროთ.
-წამლები არ მჭირდება, ფსიხი არ ვარ.
-ლიზა, გააკეთებ ისე როგორც გეტყვის ექიმი-მამამისმა ისე შეხედა რომ ლიზას სულ დაავიწყდა ასაკი და პატარა ბავშვივით გაჩუმდა და გაბუშტული სახე მიიღო.
შემდეგ ექიმი ოთახიდან გავიდა.
-მანქანა გარეთ გველოდება-ლევანმა გასვლა დააპირა მაგრამ სანდრომ გააჩერა.
-მოუფრთხილდი, თორე იცოდე მე აღარაფერი მექნება დასაკარგი ჩემ შვილს რომ რამე მოუვიდეს.
-ვიცი.
-იგივე შეცდომას არც მე ვუშვებ ორჯერ- ხელი ჩამოართვა და ლიზას გადაეხვია. შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდნენ, აეროპორტში წავიდნენ და საქართველოში ჩაფრინდნენ. ლიზა იგივე სახლში მიიყვანეს, მაგრამ ამჯერად ის სახლი ცარიელი იყო. არც ლუკა... არც ლიანა... არც ლევანის მამა და მისი დედინაცვალი. შევიდნენ და პირველ რიგში მაქსიმე დააძინეს. ლიზა და ლევანი ქვევით იყვნენ.
-როგორ მეცინება... ადრე ამ სახლიდან ერთი სული მქონდა როდის გავიქცეოდი.
-ეხლა?-მასთან ახლოს მივიდა.
-ეხლაც...
-რატომ?
-ცუდ მოგონებებთან არის დაკავშირებული.
-მარტო ცუდთან? ქორწილის წინა ღამე?-ლევანმა აკოცა. ლიზა წამით დაფიქრდა და უპასუხა.
-მაგის გარდა-გაეღიმა და მანაც აკოცა-ლევან, კიდევ ერთი შეურაცყოფა შენი ოჯახისგან და პირველივე რასაც გავაკეთებ... ამის შემდეგ წინა გაქცევა მოგეჩვენება ზღაპრად.
-იცი როგორ მომწონს როდესაც მემუქრები? გგონია რომ მაშინებ-ლევანსაც გაეღიმა.
-არ გაშინებ-ხელები გააწევინა და სამზარეულოში შევიდა.
-მე კიდე რამდენჯერაც სამზარეულოში შედიხარ მახსენდება როგორ შემოგისწარი აქ მოცეკვავეს ბარის მაგიდაზე.
-მე აქ ყავა მახსენდება, რომელსაც ვსვამდი ჩუმად რომ შენ არ დაგენახე.
-ანუ მაინც სვამდი მიუხედავად იმისა რომ მე აგიკრძალე.
-შენ სულ დაგავიწყდა რომ მე არავის არ ვუსმენ.
-რაღაც არ მჯერა, ეხლა ხომ აქ ხარ? მაინც ჩემი ცოლი ხარ-ისევ უახლოვდებოდა-გიყვარვარ, ჩვენ შვილი გვყავს, ერთად ვცხოვრობთ, გაქცევას აღარ ცდილობ, ასე თუ ისეე.
-ნუ გგონია რომ დამიმორჩილე.
ლევანმა ხელში აიყვანა და ბარის მაგიდაზე შემოსვა.
-შენი ბოლომდე დამორჩილება არც მიფიქრია. ჩმორი ცოლი არ მჭირდება.
-შენი დამორჩილება კი ყველაზე ადვილია. ყველაფერს გააკეთებ რასაც გეტყვი.
-დარწმუნებული ხარ?
-გამომწვევად ჟღერს.
-არ ჟღერს, არის.
-მე დავთანხმდი შენ გამოწვევას.
ლევანმა კიდევ ერთხელ აკოცა და ხელში აიტაცა. შემდეგ კი ორივე ზევით ავიდა.ოთახში შევარდნენ, კარი მიხურეს. ლევანმა ლიზა საწოლზე დააწვინა...
***
ლიზა
მთელი დღე ლოგინში წოლის და მაქსიმესთან თამაშის გარდა არაფერი გვიკეთებია. ლევანი და მაქსიმე ერთმანეთს კარგად ეწყობოდნენ. ეს ზღაპარს გავდა... მაგრამ ზღაპარსაც კი აქვს დასასრული და თითქმის ყველა ზღაპარი ჰეპი ენდით მთავრდება. მაგრამ არა ეს.
***
-ლიზა, შენი ჯერია.
-რაზე?
-ხო იცი რო ვერ ვიტან სენტიმეტალურ რაღაცეებზე ლაპარაკს, რო მოგიყევი...
-პირველად რომ დამინახე?
-ხო.
-რა მოვყვე?
-ეხლა მე მომაყოლებ ისევ?
-არა. მარა არა მგონია მოგეწონოს ის რასაც გაიგებ.
-რაც არ უნდა გავიგო მაინტერესებს.
-ალექსს ველაპარაკებოდი. ერთ-ერთი ჩემი ქრაში იყო, სკოლიდან. ძაან კაი ტიპი იყო და...
-ლიზა!-კიდე უფრო მომიჭირა ხელი-მე არ მიკითხავს ის სი*ი როგორი იყო თქო. სპეციალურად მიშლი ნერვებს?
სიცილი ამიტყდა.
-შენ რა ეჭვიანობ?
-რავი, მე რო ვინმე გოგოზე დაგიწყო ლაპარაკი რომელიც მევასებოდა, არ იეჭვიანებ?
-არა, არც მოგისმენ.
-კაი-ადგომა დააპირა, მაგრამ ამჯერად მე მოვეჭიდე ხელზე და არ გავუშვი.
-კაი მაპატიე, დაწექი მცივა.
ეჭვის თვალით გადმომხედა.
-კაი ხო უბრალოდ მინდა რო აქ იწვე ჩემთან ერთად. მოგიყვები ნორმალურად. გთხოვ არ წახვიდე.
-ესე უკეთესია-ისევ გვერდით მომიწვა, ხელი გადამხვია და საბანი გადამაფარა.
-ხოდა, ამ დროს შენი მანქანა მოვიდა, თავიდან მაგრა დავიკიდე, ვიცოდი რო შენ იყავი. გავაგრძელე ლაპარაკი ტელეფონზე. მერე გადმოხვედი და დებილივით მკითხე ვისთან ხარო. ვიფიქრე ეს ვინ თავხედია თქო. მაშინვე გითხარი ძმაკაცთან თქო და რა იყო ფეის კონტროლი ხარ თქო? შენ მითხარი არა ლევანიო. მაშინ მინდოდა გადავბჟირებულიყავი, ისეთი უჟმური სახე გქონდა. წამით შემეცოდე, ამდენი ხანი იყო თვითმფრინავში, მერე კიდე ამ ჟრიამულში უნდა იყოსო. სიბნელეში წესიერად ვერც დაგინახე, ამიტომ სიმპატიური იყავი თუ ჯოჯოხეთის მაშხალა ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი.
-და ეხლა სიმპატიური ვარ?
-ნუ მაწყვეტინებ-ოდნავ გავწითლდი და გავაგრძელე... კარგით რათქმაუნდა სიმპატიური იყო. უბრალოდ მაგას არ ვეტყვი-მერე შიგნით რომ შემოვედი უკეთ დაგინახე...
-გააგრძელე, ნუ წყვეტ!
-მაშინ კარგად არც მომიქცევია ყურადღება დიდად... რადგან სხვა რამეზე ვფიქრობდი. უბრალოდ მოსაწევად რომ გავედი.. მახსოვს რომ ეჭვი აიღე რომ გაქცევას ვაპირებდი და დაიწყე რო სახლში ყველა ეწეოდა და რა აუცილებელი იყო ჩემი გასვლა, მაგრამ ის ტიპი უკვე მელოდებოდა და აზრი არ ჰქონდა. მაშინ უფრო კარგად დაგაკვირდი. დავინახე გაყინული თაფლისფერი თვალები, ოდნავ გამომწვევად იყურებოდი... მეგონა გამომეკიდებოდი ან ყველას ეტყოდი რას ვაპირებდი. რეზი რომელიც ბავშვობიდან მიცნობდა იმას არ აუღია ეჭვი და შენ კი მიხვდი. წამით ამან დამაინტერესა, მაგრამ მალევე გამოვფხიზლდი ალექსის მანქანის ხმა რომ გავიგე. მოწყვეტით კიდევ ერთხელ შემოგხედე და გინდ დაიჯერე გინდ არა, მამაჩემს გეფიცები ვიფიქრე რომ ალექსი რომ არა, ალბათ დავრჩებოდი და მთელ საღამოს შენთან გავატარებდი... მიუხედავად იმისა რომ ჩემზე მილიონჯერ დიდი იყავი და ხარ.
-ანუ დაგევასე.
-და არ დაგიმალავ, იმის შემდეგ რაც ალექსი დავივიწყე... ლექსოს ვკითხე კიდეც შენზე.
-რა კითხე?-თხრობის დროს ისეთი მისმენდა გეგონება რაღაც უმნიშვნელოვანეს თემაზე ვლაპარაკობდი და არაფერი არ უნდა გამოეტოვებინა. მე არ ვიყავი ისეთი ადამიანი რომელიც ადვილად გამოხატავდა თავის ემოციებს და ყველას უყვებოდა იმას რასაც გრძნობდა... ლევანი კი... ის თვალებით გებულობდა ყველაფერს. კითხულობდა ჩემ სახეზე, თითოეულ ემოციას, ფიქრს... აზრს... ეს კი მაგიჟებდა, ნერვებს მიშლიდა მაგრამ ამავდროულად ეს მიყვარდა მასში. ორჯერ არ მჭირდებოდა იმის ახსნა თუ რა მინდოდა. ის უსიტყვოდაც ხვდებოდა ყველაფერს. მაგრამ რატომღც იმ მომენტში ჩემი წამება მოინდომა და გადაწყვიტა რომ ისევ სახეზე წაკითხვის მაგივრად ჩემი პირით მოესმინა ყველაფერი და მინდა გითხრათ ძალიან დაკვირვებული იყო.
-ვკითხე თუ რატომ იყავი ესეთი დებილი.
-მართლა.
-უცნაური მომეჩვენე. გაყინული და ამავდროულად გამომწვევი მზერა გქონდა, ჩუმი მაგრამ ამავდროულად მოლაპარაკე იყავი... ლექსომ კი ყველაფერი მომიყვა. დედაშენის, მამაშენის და შენი ძმის შესახებ...
-რა მოგიყვა?
-მე ვიცოდი რომ დედაშენი სიმსიმნით გარდაიცვალა.
-რაღაც მაქედან მართალია. დედაჩემს მაგ დროისთვის ჰქონდა სიმსიმნე. უბრალოდ ავარიაში გარდაიცვალა.
-ხო...-წამით გავჩუმდი, რადგან არ ვიცოდი კიდევ უნდოდა რომ გამეგრძელებინა თუ არა.
-გააგრძელე. კარგად ვარ-მიხვდა რატომაც გავჩუმდი და ზუსტად ამაზე მაქვს ლაპარაკი. თქმაც არ მჭირდებოდა ისე ხვდებოდა რის გამო რას ვაკეთებდი.
-შემდეგ ლუკაზე, რომ ნარკომანი იყო და ცალკე ეგ იყო პრობლემა. მერე კომპანიის ფინანსური თვისებები... იმდენად გამიკვირდა... არ მეგონა თუ არსებობდა ადამიანი... იმ დროისთვის ესეთი პრობლემებით, კიდე ცოცხალი და წვეულებების ხასიათზე.
ამაზე გაეცინა.
-და არ შეილება, თან პრობლემები გქონდეს და თან გაერთო?
-თუ პრობლემებს არ აგვარებ არა.
-ვაგვარებდი. მაგრამ ყველა პრობლემის ერთად და სწრაფად მოგვარება, უფრო ბევრ პრობლემას იწვევდა. აი სისწრაფემ ისევ სად მოგიყვანა.
-ხო,ოღონდ შენ პრობლემა არ ხარ.
-კაი გააგრძელე.
-რაღაც ინტერესი გამიჩნდა... მაგრამ მერე მოვარდი შენ და მომიტაცე.
-რა კარგ ადგილას გაჩერდი.
-მეტს ვეღარ ეღირსები, მე იმაზე მეტი მოგიყევი ვიდრე შენ მე.
-მე სიტყვებით ვერ აღვწერ რას ვგრძნობდი როდესაც დაგინახე. მაგრამ ერთს მაშინვე მივხვდი.
-რას?
-რომ შენ ჩემი იქნებოდა.
ამაზე გამეცინა, მაგრამ მის სახეზე ოდნავი ღიმილიც კი არ შემიმჩნევია. სერიოზულად ამბობდა ამას.
-რა დარწმუნებული იყავი.
-ვიცოდი.
-თავდაჯერებული.
-არა, უბრალოდ ვიცოდი. შენ ყოველთვის ჩემი იქნები და ესეც ვიცი.
-რა იცი?
-ვიცი. სხვისკენ არ გაიხედები არასდროს.
-ხო...
-რა ხო?-თავი წამოწია და გაბრაზებული მომაშტერდა.
-ხო, არ გავიხედები. დღეს რა ეჭვიანი ხარ-მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვაკოცე-მართლა.
-მითხარი.
-რა გითხრა?
-რო გიყვარვარ.
-მიყვარხარ. ეხლა შენ მითხარი.
-მეც მიყვარხარ.
-სულ ჩემი იქნები.
-შენც სულ ჩემი იქნები.
***
ვიცი შეილება იმისთვის ვისაც არ უყვარს ესეთი სენტიმეტალური რაღაცეები შეილება მას ზედმეტად ბანალურად მოეჩვენოს... მაგრამ ისტორია მთავრდება შეილება შემდეგ თავში დამთავრდეს შეილება კიდევ ერთი იყოს.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვკვდები მიშველეთ რამე
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2 სტუმარი Guest bubu

me dzalian momwons da ogond exla ar tqva ro sevdiani dasasruli eqneba, imedia levans da lizas arafers damarteb

 


№3 სტუმარი Guest ქეთი

მე ძალიანაც მომწონს,და ამათ რამე არ დაუშაო,თორე შენც მოგკლავ და თავსაც მოვიკლავ :დდდ

 


№4 სტუმარი kusa13

ბანალურობა და სენტიმენტები იყოო ბეეევრიი მარა მაინც ძაან მომეწონაა <3 აუ ლევანის ასაკი მაინტერესებს ძაან და იქნებ გაგვიმხილოო ხო და კიდევ არ მოკლა რომელიმე თორე დაგკლააავ

 


№5 სტუმარი სჰდჰდჰდჰსნ

ბავშვიც წამოწიე წინ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent