4 წელი გელოდე
ჩემს რძალთან თავიდან საშინელი ურთიერთობა მქონდა. ნუ მოკლედ რომ ვთქვათ ტიპური მული ვიყავი, რომელიც მიჩვეული იყო ოჯახში ერთადერთი გოგოს სტატუსს და ვერანაირად ვერ ეგუებოდა ახალ ოჯახის წევრს. როდესაც ნინი ჩემი რძალი გახდა, აბიტურიენტი ვიყავი, რაიონში ვცოვრობდი და რა თქმა უნდა თბილისში მინდოდა ჩაბარება. ექიმობაზე ვოცნებობდი ბავშვობიდან. ჩემი ძმა და რძალი კი თბილისში ცხოვრობდნენ და ჩაბარების მერე მეც მათთან მომიწევდა ცხოვრება. ახალი წელი იყო პირველი დღესასწაული ახალი ოჯახის წევრთან ერთად. 3 იანვარი თენდებოდა, არცერთს გვეძინებოდა და სამზარეულოში ვისხედით ცხელ ჩაისთან ერთად -ლიზა, როგორც ვიცი ერთი ბიჭი მოგწონს ხო?_მკითხა ისეთი მორიდებით ჩემი თავის შემრცხვა, მიუხედავად იმისა რომ თავად ვუთხარი ვიღაც მომწონსთქო -ხო, მაგრამ სერიოზული არაფერია. უბრალოდ მსუბუქი ფლირტი_ვცდილობდი გულახდილი ვყოფილიყავი -იცი?_ცოტახანს შეყოვნდა_მოდი პირდაპირ გეტყვი. მოკლედ მე მყავს ერთი მეგობარი, გიგი ქვია, შენი ფოტოები უნახავს და ძალიან მოეწონა, დღეს მწერდა გამაცანიო_სიცილი ვერ შევიკავე, ვხედავდი ნინი თავს უხერხულად გრძნობდა და უბრალოდ მიღიმოდა -კარგი, რა სახე გაქვს. გაცნობას წინ არაფერი უდგას_ვთქვი არხეინად და ჩაი მოვსვი. გულის სიღრმეში კი ძალიან მაინტერესებდა როგორი იყო გიგი. მოკლედ გიგიზე ყველაფერი მომიყვა, როგორ დროს ატარებდნენ ხოლმე ერთად, როგორ ერთობოდნენ და როგორ აწამებდნენ ნინის გიგი და ნიკუშა (დიდი სამეულის კიდევ ერთი წევრი, ნიკუშა და გიგი ბავშვობის მეგობრები იყვნენ). ბევრი ვიცინეთ და გამთენიისას დასაძინებლად წავედით. სიმართლე გითხრათ იმდენად ემოციებით ყვებოდა ნინი ყველაფერს ძალიან დადებითად განვეწყვე და ვიფიქრე, რომ ძალიან საყვარელი ბიჭები უნდა ყოფილიყვნენ გიგიც და ნიკუშაც. ფიქრებში ვიყავი გართული ფეისბუკის ხმამ რომ გამომაფხიზლა -ნახე ლიზ, ეს ბიჭია გიგი, მარცხნივ კი ნიკუშა_ნინიმ ბიჭების სურათები გამომიგზავნა -აუ მართლა რა საყვარლები არიან_არ დავმალე ემოცია_გამაცანი რა -ჰაჰაჰა, აუცილებლად ჩემო პატარავ, დაიძინე ახლა, ტკბილი ძილი -შენც ნინ სიმართლე გითხრათ დიდად გიგიზე ფიქრის დრო არ მქონდა მაგრამ ნინისგან ვიგებდი ხოლმე ამბებს და ვხალისობდი. ერთ საღამოს ნინი მირეკავს და ტელეფონში მიკივის -სასწრაფოდ ფეისბუკზე შემოდი -ხო მშვიდობაა?_სერიოზულად შევშინდი -კი, კი. მოდი მალე მეც რა თქმა უნდა ეგრევე შევქანდი ფეისბუკზე და რას ვხედავ, ნინის და გიგის დის მესიჯების სურათებს მიგზავნის ნინი. სიცილით ლამის მოვკვდი, ეგრევე ნინის გადავურეკე და ერთად ვიცინეთ -ნახე ლიზ, მის დასაც როგორ მოეწონე, არადა იცი რა წუნკალია?_სიცილის არ წყვეტს ნინი -კარგი, კარგი გეყოს, მოკლედ მაგარ ამბებში ხარ რძალუკ -უნდა გაგათხოვო მულო, თორე მანდ რომ ჩამოვდივარ ვერ მიტან -ჰაჰაჰაა, გმერთო რა სულელი ხარ. გამიცნობ მალე კარგად. წავედი ახლა, ვმეცადინეობ და შეგეხმიანები მერე -მიდი, ჭკვიანად, გკოცნი_ნინიმ ტელეფონი გათიშა და სამეცადინოს ნაცვლად ნინის და გიგის დის მესიჯებს ვსწავლობდი. ზაფხული ახლოვდებოდა, ველოდი ძალიან გიგის გაცნობას მაგრამ ვაჟბატონს განუცხადებია ესე ვირტუალურად გაცნობა არ მინდა, ხო აბარებს და რომ ჩამოვა გამაცანი მერეო, ნინისაც კარგიო უთქვამს, სხვა რა გზა გვქონდა. გიგიმ იცოდა, რომ მე არაფერი ვიცოდი. ძალიან რთული ზაფხული მქონდა, ჯერ გამოცდები, რომლებიც დიდი ნერვიულობის ფონზე დავწერე, მერე მამას ოპერაცია დაემთხვა, რომელსაც თავზე მე ვედექი დედას საშინელი რეჟიმის გამო. რას ვიზამდი, თავს უკვე დიდ გოგოდ ვთვლიდი და ამ რთულ დროს მამას გვერდით ამაყად ვიდექი. მამა რომ გამოწერეს მერე ძმისშვილი შემეძინა, ერთ კვირაში კი გამოცდების პასუხებიც დაიდო და აი, ახდა ჩემი ოცნებაც. სამედიცინო უნივერსიტეტში მოვეწყვე, თან გრანტით. უზომოდ ბედნიერი ვიყავი და მთელი დღე ვტიროდი. ნინი სულ მეფერებოდა -ჩემი ჭკვიანი გოგო, ჩემო სიამაყევ_ვხვდებოდი რომ ურთიერთობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ გვეცვლებოდა და ძალიან გვიხაროდა ორივეს_ძალიან მაგარი წელი გველოდება, ჩემთან იცხოვრებ, გიგისაც გაიცნობ, ყველგან ვივლით ერთად_იმდენად ემოციებით ლაპარაკობდა, მეც გადმომედო მისი განწყობა, წესით მართლა კარგი წელი უნდა გვქონოდა. თითქმის ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა მაგრამ ყველაფერი სრულიად განსხვავებულად წავიდა. უნივერსიტეტში რეგისტრაციის დღიდან ავითვალწუნე სამედიცინო და სახლში ლამის ტირილით მივედი არ მინდა იქთქო. ვიცოდი უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. ამ ყველაფერთან ერთად გიგიმ ნინისთან ურთიერთობა გაწყვიტა, შემთხვევით გავიგეთ რომ რაღაც პრობლემები ქონდა. ის წელი ისე საშინლად დაიწყო, საერთოდ აღარ მქონდა გიგის ჯავრი. დამეწყო დეპრესია, ოთახიდან არ გავდიოდი, სულ ვტიროდი, არავის ვნახულობდი და ყოველ შაბათ-კვირას რაიონში ვატარებდი. ორშაბათს დილით კი უკან, თბილისში ვბრუნდებოდი. მოკლედ, გავიდა რამდენიმე თვე, მე თბილისს, უნივერსიტეტს, ახალ გარემოს შევეგუე. ჩემი და ნინის ურთიერთობა კი ისე შეიცვალა წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო. ერთმანეთისთვის ისეთი ახლობლები გავხდით, ყველანაირ მეგობრობას ვჯობნიდით. გიგისგან რა თქმა უნდა არაფერი ისმოდა მანამ, სანამ ერთ დღეს მაღაზიაში შემთხვევით არ შევხვდით მე და ნინი. შევხედე ნინის გაფითრებულ სახეს და ვანიშნე არაფერიათქო, ჩემზე ნერვიულობდა -ნინი_წამოვიდა გიგი ღიმილით_როგორ ხარ? -კარგად, შენ როგორ ხარ? უი, გაიცანი, ეს ჩემი მულია-ლიზა -სასიამოვნოა_ჩავილაპარაკე და ძალიან ვინანე საერთოდ მაღაზიაში შემოსვლაც კი. საქმე იმაშია რომ გიგიმ სრული იგნორი გამიკეთა და ნინისთან ჩვეულებრივ განაგრძო ლაპარაკი, ისე, თითქოს ორი წუთის წინ მისთვის ადამიანი არ გაეცნოთ. რა თქმა უნდა მთელი დღე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, ნინიც ჩემსავით იყო და საშინლად ლანძღავდა გიგის. მალევე გაგვიარა გაბრაზებამ და წყენამ, ან რა აზრი ქონდა. -ლიზა_თავი შემოყო ოთახში ნინამ -გისმენ ნინ -თუ შეგიძლია ცოტახანს შეეშვი მაგ სამეცადინოს, რაღაც უნდა მოგიყვე -მოდი, მოდი. თითქმის მოვრჩი ისედაც გიგის და ნინის მამები მეგობრები იყვნენ და ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს. ნინის მამას უთქვამს რომ გიგისთან უჩხუბიათ ჩემ გამო. -ბოდიშები იხადაო და თქვა რომ არ იყო მართალიო. მამამისს კიდე უთქვამს წადი და ბავშვს ბოდიში მოუხადეო_ქვემოდან ამომხედა ნინიმ -არა ნინი, რა ბოდიში, მეხუმრები ხო? იცის მე რომ ვიცი ეს ამბები? -არა, არ იცის და ფიქრობს თურმე როგორ მოვიდეს -ძალიან გთხოვ ისე მოაგვარე ეს ყველაფერი, რომ ჩემამდე არ მოვიდეს, გთხოვ. არ მინდა მაგის ბოდიში, ან კი რა მოხდა ესეთი რომ ბოდიში უნდა მოიხადოს. მოვეწონე და მერე გადავეწონე_სიცილით ვუთხარი ნინის და მოვეხვიე -მაპატიე რა_თვალებში ცრემლები ჩაუდგა -ნინიი, არ გამაგიჟო, რა პატიებას მთხოვ, გაგიჟდი შენ ხო? ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ნინი მართლა არაფერ შუაში იყო. გადავწყვიტე საერთოდ დამევიწყებინა ეს ამბები და რა თქმა უნდა გიგიც. არაფერი გამომივიდა, ვერ დავივიწყე, ხშირად მსტუმრობდა სიზმრებში, ხშირად ხვდებოდა ნინის შემთხვევით, რადგან ერთ უბანში ვცხოვრობდით, მაგრამ მე არასდროს მინახავს. ნინიც ყველაფერს მიყვებოდა და თან მამშვიდებდა, რომ იმდენად განსხვავებული ტიპები ვიყავით ერთად ერთ თვესაც ვერ გავძლებდით. მოხდა ისეც, რომ მე ნიკუშა გავიცანი.საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ხშირად ახსენებდა ხოლმე გიგის მაგრამ მე არაფერს ვიმჩნევდი, ვიცოდი რომ მამოწმებდა. მეოთხე კურსიც დავამთავრე და ამ ცხელ ზაფხულს ბავშვობის მეგობრის-ელას ქორწილი მელოდა წინ. სახლში ვიყავით მე, ნინი და მარი და ქორწილისთვის ვემზადებოდით. -მარ, წამო რა, სანამ ნინი გაემზადება მაღაზიაში ჩავიდეთ, სიგარეტს და კოლას ვიყიდი_შევედი ნინისთან ოთახში და ორი წყვილი თვალი მომაშტერდა. -ღმერთო, რა ლამაზი ხარ_აღმოხდა მარის. აბრეშუმის თხელი კაბა, რომელიც წესით ფუმფულა სხეულს არ უხდება, ძალიან მიხდებოდა და როგორც ყოველთვის მსუბუქი მაკიაჟით ვიყავი. სარკეში ჩავიხედე და კმაყოფილს ჩამეღიმა. მართლა ძალიან ლამაზად ვიყავი. -მალე ამოდით, ცოტაღა დამრჩა და მზად ვიქნები_მოგვაძახა ნინიმ თითქმის უკვე სახლიდან გასულებს. მანქანა დავქოქე და მარის მოვუბრუნდი_მართლა ლამაზად ვარ ხო? -ძალიან. სიტყვები არ მყოფნის._ძლივს ამოთქვა -მაშინ, წამო ნიკუშას და გიგის სახლთან რომ მარკეტია იქ ავიდეთ, იქნებ შემხვდეს ვაჟბატონი_ვთქვი და მანქანა დავძარი. მარკეტამდე მშვიდობით მივედი მაგრამ როდესაც გადმოვედი უკან ნიკუშას მანქანამ მომიყენა. საჭესთან გიგი იჯდა, გვერდით ნიკუშა, გავუღიმე და მარის მივუბრუნდი_არ ამოვსულვართ ტყუილად აქ, გთხოვ შედი მაღაზიაში რა, სიგარეტი, კოლა და კიდე თუ რამე გინდა იყიდე_კარგიო მითხრა და მაქანიდან გადახტა. მე კი ნიკუშასკენ წავედი -ღმერთოო, რა ლამაზი ხარ? საით?_მითხრა და მაგრად ჩამეხუტა_არ გაკოცებ, მაკიაჟი არ გაგიფუჭდეს -ხო, ხო. არ მაკოცო_გავუცინე და თვალი გიგისკენ გავაპარე რომელიც გაფართოებული თვალებით მიყურებდა. ტუჩის კუთხე ჩავტეხე_მე მგონი შენს ძმაკაცს თვალი გაუშტერდა და გიგის თვალი ჩავუკარი_გიგიმ ჩაიცინა და გვერდზე გაიხედა_დაქალის ქორწილია, მეჯვარე ვარ. შენც რა გამოპრანჭული ხარ, სად მიდიხარ?_დავუბრუნდი ისევ ნიკუშას -მეც ქორწილში. დაიცა რა ქვიათ სიძე-დედოფალს? იქნებ ერთ ქორწილში მივდივართ? -ელა და ლაშა_ვუპასუხე მოკლედ და გულში ვლოცულობდი ნეტა დაემთხვესთქო -ღადაობ ხო?_სიცილით მითხრა ნიკუშამ_ლაშა ჩვენი ძმაკაცია. -არააააა!!!_შევკივლე გახარებულმა_ანუ ერთ ქორწილში მივდივართ? -ესე გამოდის. შენ ვინ მოგყვება? -მე, მარი და ნინი ვიქნებით. ელასთან რომ მივალთ მე სიძე-დედოფალთან გადავჯდები და ჩემს მანქანაზე ნინი დაჯდება. -აუ მაშინ, დავტოვებთ ჩვენ მანქანას და წამოგყვებით რა -შევთანხმდით_ვთქვი და მაქსიმალურად ვცდილობდი სიხარული არ დამტყობოდა. დაძაბულობა იგრძნობოდა მანქანაში, რადგან მე და გიგის თითქმის ხმა არ ამოგვიღია. მხოლოდ ნინის, ნიკუშას და მარის სიცილს ვუსმენდით. ქორწილი მშვიდობით მიედინებოდა. ყველანაირად ვცდილობდი გიგისკენ არ გამეხედა მაგრამ არ გამომდიოდა. რამდენჯერაც გავხედე სულ მის თვალებს გადავაწყდი. დარბაზში ძალიან მალე გაისმა ჩემი საყვარელი სიმღერა café de flore. თვალები დავხუჭე და გადავწყვიტე მშვიდად მომესმინა, როდესაც მხარზე შეხება ვიგრძენი. შეშინებულმა ავხედე და თავზე გიგი მედგა -შეიძლება?_მითხრა ღიმილით და ხელი გამომიწოდა. უცებ გამიჭირდა გამეცნობიერებინა რა ხდებოდა. ღრმად ჩავისუნთქე, ხელი ჩავჭიდე და უკან გავყევი. წელზე ხელი მომხვდია და სუნთქვა შემეკრა. გულზე მიმიხუტა და მშვიდად დაიწყო რხევა. ავყევი მაგრამ ჩემი გულისცემა მაშინებდა. ჩაეღიმა და ლოყა თავზე დამადო. ვიგრძენი როგორ შეისუნთქა ჩემი თმის სურნელი და თვალები დახუჭა. მინდოდა ეს სიმღერა არასდროს დამთავრებულიყო, მაგრამ არ გამიმართლა. ცივად მომშორდა, ცალყბად გამიღიმა და მადლობა გადამიხადა. უაზრო ღიმილით ვუპასუხე და აივანზე გავედი. სიგარეტს გავუკიდე და ვიგრძენი როგორ გამომყვა ვიღაც. -ეს რა იყო?_გაფართოებული თვალებით ამომიდგნენ გვერდით მარი და ნინი -გეფიცებით, არ ვიცი_ვთქვი და ისეთი ღრმა ნაფაზი დავარტყი ლამის დავიხრჩვი. ამის მეტი არაფერი მომხდარა საინტერესო. გიგის თვალებს ისევ ვაწყდებოდი მაგრამ უემოციოდ მიყურებდნენ, ამიტომ გადავწყვიტე საერთოდ არ მიმექცია ყურადღება. მეორე დღეს, დილით, გავიღვიძე თუ არა მშვენიერი იდეა მომივიდა, სრული საგიჟეთი იყო ეს წელი ამიტომ გადავწყვიტე უნივერსიტეტის მეგობრებთან ერთად სოფელში წავსულიყავი. დიდი ეზო და ერთი პატარა, ორსართულიანი, ჩვეულებრივი სოფლის სახლი გვქონდა. ვიფიქრე ერთი-ორი დღით ადრე წავალთ მე და მარი და დავალაგებთქო მაგრამ ჩემ გიჟ სამეგობროს ესე მარტივად ვერ გადავურჩით. სულ ექვსნი ვიყავით, დილით ადრე ჩავედით და მალევე მოვრჩით სახლის ლაგებას. -აბა, ვინ სად ვწვებით?_მომიბრუნდა ლუკა, რომელიც ჩემს საუკეთესო მეგობრებს შორის საუკეთესო იყო. ბავშვობიდან ბიჭებთან უფრო ვნახულობდი საერთო ენას ვიდრე გოგოებთან. -ყველა ზემოთ დავწვეთ, არ მინდა გავიყოთ, ზოგი ზემოთ ზოგი ქვემოთ, ხო ხვდებით. მოკლედ ლაშა და ოთო ერთად დაწვებიან_ვთქვი და ოთახზე მივუთითე მათ_ანი და მარი კიდე იქ დაწვებიან_მოვიხედე და დავრჩით მე და ლუკა -ნახე, მაინც გაიჩალიჩა ლუკასთან დაწოლა_ოთახიდან თავი გამოყო ოთომ_ყველას სიცილი აგვიტყდა, ისეთი მეგობრობა გვქონდა, არ გვქონდა ესეთ რაღაცებზე სხვა რეაქცია გარდა სიცილისა -მოკლედ ლუ, მაინც დაგითრიე რა_სიცილით შემოვეხვიე მეგობარს, კისერში ხმაურიანად მაკოცა და ოთახისკენ წავედით. 2 კვირა უნდა ვყოფილიყავით აქ, პროდუქტებიც ბევრი გვქონდა, სასმელიც და სიგარეტიც. ექვსივე ვეწეოდით ამიტომ უამრავი სიგარეტი წამოვიღეთ. ძალიან მაგარ დროს ვატარებდით, ვწუწაობდით, ვიცინოდით, დავრბოდით უაზროდ, ვმღეროდით, ვსვამდით, ვცეკვავდით. საუკეთესო დასვენება იყო ჩემთვის ყველაზე ძვირფას ხალხთან ერთად. ერთ საღამოს როდესაც გოგოები სამზარეულოში ვფუსფუსებდით ჭიშკრის ხმა გავიგონეთ მაგრამ ყურადგება არ მივაქციეთ, ვიფიქრეთ რომ მეზობლად ვიღაც ჩამოვიდა, მაგრამ ორ წუთში ლუკას ყვირილი გვესმის -ვააა, ჩემი სიცოცხლე ჩამოსულააა_და თავი სამზარეულოსკენ მოაბრუნა რომ ჩვენ კარგად გაგვეგონა, სანამ ხელები გავიწმინდეთ მესმის ბიჭების ხმა_სასიამოვნოა, სასიამოვნოა. ლამის გავგიჟდი, სანამ სამზარეულოდან გავაგწიე ათასი აზრი მომივიდა თავში, ჩემი ძმა იცნობს ბიჭებს, ამიტომ სასიამოვნოას ძახილი არ დასჭირდებოდა. ამ ფიქრებში ვარ გართული, გარეთ გავედი თუ არა გავშეშდი, ჩემკენ ნინი მორბის, მის უკან კი ნიკუშას ვხედავ რომელიც ხელს მიქნევს და სიურპრიზიო ყვირის და თავის ოდნავ გვერდზე მიბრუნებისას ვამჩნევ მანქანიდან ახლად გადმოსულ გიგის. შოკი მივიღე. -სიურპრიზი ჩემო პატარააავ_კივის ნინი და თან ზედ მახტება. წონასწორობას ვერ ვიცავთ და ორივე ძირს ვეყრებით. -რა გიჟი ხარ გოგოო, აქ რა გინდააა?_აღფრთოვანებული ნინის ვუყურებ და სახეს ვუკოცნი, ნინიც იგივეს აკეთებს და თან ადგომას იწყებს. თავზე ნიკუშა წამომადგა და დასახმარებლად ხელი გამომიწოდა. ამაყენა და მაგრად მომეხვია -იმედია კარგი სიურპრიზი გამოგვივიდა ლიზუშ და აქედან არ გაგვყრი_თმა ამიჩეჩა და გამომცდელად შემომხედა -რას ამბობ, ძალიან გამახარეთ, მართლა_ისევ ნინის მივუბრუნდი და მოვეხვიე_ხო დარჩებით?_ვკითხე და ორივეს გადავხედე, უკნიდან კი ჩახველების ხმა მომესმა_ვაიმე, ეს სულ დამავიწყდა_გამარჯობა, მობრძანდით_მივუბრუნდი გიგის. ნინიმ ყველას გააცნო ნიკუშა და გიგი. ნინი ჩემს მეგობრებს კარგად იცნობდა და მათთანაც მეგობრებდა. გოგოები ისევ სამზარეულოს დავუბრუნდით, ბიჩები კი აივანზე ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. -ნინი, რა საზიზგარი გოგო ხარ, როგორ არ გამაფრთხილე რომ მოდიოდი_მივუბრუნდი რძალს ვითომ გაბრაზებული სახით -რა გინდა, სიურპრიზი გაგიკეთეთ_წარმბები აათამაშა ნინიმ_ლუკას ველაპარაკე, პროდუქტები რაც გჭირდებოდათ ყველაფერი ჩამოვიტანეთ და სიგარეტებიც დავამატეთ. უი არ შემოუტანიათ პარკები?_ბიჭებო, ვინმემ მანქანიდან პარკები გადმოიტანეთ რა_გასძახა ბიჭებს. ცოტახანში პარკებით დატვირთული გიგი შემოვიდა ოთახში -გოგოებო, სად დავაწყო ესენი?_ყველაფერი დამავიწყდა იმ მომენტში და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რა საყვარელი იყო და ასევე რა საყვარელი ხმა ჰქონდა. -ლიზა, გამოართვი რა, არ გვცალია ჩვენ_მომიბრუნდა მარი და თვალი ჩამიკრა -აა, ხო. აი აქ დადე. მადლობა -დახმარება ხოარ გჭირდებათ რამეში?_იკითხა გიგიმ და დაელოდა პასუხს -არა, მადლობა_ვთქვი და მოვბრუნდი. მივხვდი რომ გავიდა ოთახიდან და ნინის მივუბრუნდი_გამაგებინე, ამას აქ რა უნდა? -მოგიყვები, დამშვიდდი_მითხრა და ყავა მოსვა, ნერვებზე მეთამაშებოდა ვხედავდი და გოგონების სიცილმაც არ დააყოვნა -ვაიმე ნინი, ამოღერღე თუ არ გინდა ეგ ყავა თავზე გადაგავლო_შევუბღვირე -კარგი ხო, კარგი. გუშინწინ საღამოს მამაჩემი იყო გიგისთან, უნდა მიმეკითხა და წამომეყვანა, რომ მივედი ამოდიო მითხრა და მეც ავედი. ვიჯექით ცოტახანს, ვილაპარაკეთ და გამახსენდა რომ მანქანა უნდა მეთხოვა რომ ჩამოვსულიყავი ორი დღით, დედაჩემმა შვებულება აიღო და ბავშვი დაიტოვა, მამაჩემმა მე მჭირდება მანქანა და რამეს ვიზამო, გიგი გამოგვესარჩლა, სად მიდიხარ ესეთ ადგილასო, ვუთხარი ჩემი მული და მისი მეგობრები არიან სოფელში და მინდა სიურპრიზი გავუკეთოთქო. მეც და ნიკუშაც შვებულებაში ვართ და თუ გინდა ჩვენ წაგიყვანთო, მეთქი დარჩებით თუ პროსტა წამიყვანთთქო? რავიცი, თუ დაგვიტოვებთ დავრჩებითო. ტაში შემოვკარი და კარგითქო ვუთხარი და აი ასე აღმოვჩნდით აქ მე, ნიკუშა და გიგი -ღმერთო_ხელები მაღლა ავწიე და ის იყო უნდა მეთქვა რა დავაშავეთქო ლუკას ხელები ვიგრძენი წელზე -რას მოთქვამ?_მკითხა გამომცდელად და კისერში მაკოცა, მოვბრუნდი და მის უკან მდგარ ბიჭებში გიგიც რომ დავინახე ხელები მოვხვიე კისერზე და მეც ვაკოცე, კითხვაზე კი არაფერი ვუპასუხე. მალევე მივუსხედით სუფრას. ბევრი დავლიეთ, ვიმღერეთ -აუუუ, ამას რატო ამღერებთ?_სიცილით იკითხა ნიკუშამ, ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა -ოო, ჩემი მეგობრები არიან და უნდა ამიტანონ, სხვა გზა მაინც არ აქვთ_ყველანაირად ვცდილობდი გიგისთვის თვალი ამერიდებინა, რამდენჯერმე გავხედე და სულ მის თვალებს შევეჩეხე. გვიანობამდე აივანზე ვისხედით და უკვე კარგად გამოფხიზლებულებიც ვიყავით, უბრალოდ ვლაპარაკობდით. -აუ მეძინება, დავწვეთ რა_აწუწუნდა ანი -ხო ხო, დავწვეთ, დავიღალე მეც_ავყევი მეც -ლიზ_მომიბრუნდა ნინი_დასაწოლი ადგილები ხო გვაქ?_კითხვა დასრულებული არ ქონდა სიცილი რომ დავაყარეთ -კი, როგორ არა. ყველა ზემოთ ვწევართ ოღონდ, არ მინდა ცალ-ცალკე ვიყოთ რა, ხოიცი რა მშიშარა ვარ. ესეიგი გოგოები იყვნენ სადაც არიან, ნინ შენ წინ ოთახში დაწექი, მეც შენთან დავწვები და ლუკა ბიჭებთან, მე და ლუკა სადაც ვიწექით იქ დავაწვინოთ ნიკუშა და გიგი_ვთქვი და გიგის უკმაყოფილო სახეს გადავაწყდი -ტეხავს, შეყვარებულებს ხო არ დაგაშორებთ?_ოიი, როგორ მესიამოვნა მისი გაბზარული ხმის ტემბრი, კმაყოფილმა გავიღიმე და სანამ ვინმე რამეს იტყოდა უცებ წამოვიძახე -ჩვენ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს_ვთქვი და ლუკას კალთაში ჩავუჯექი და კისერში ვაკოცე, ყველას გაეცინა, გიგის მხოლოდ სიმწრით, ნათლად დავინახე ეს და ძალიან მესიამოვნა. ჩემი და გიგის „ამბები“ ჩემმა მეგობრებმა კარგად იცოდნენ, ამიტომ უბრალოდ აგვყვნენ და აგარაფერი თქვეს. გადავნაწილდით ოთახებში, დავწექით ყველა. მგონია ყველას ძინავს. საათს დავხედე 6 ხდებოდა. არ მეძინებოდა, საშინლად მინდოდა წყალი მაგრამ მარტო ქვემოთ ვერ ჩავიდოდი. გაღვიძება კი არავისი მინდოდა. უცებ ფეხის ხმა გავიგონე -ლუკა, შენ ხარ?_დიდი იმედი მქონდა ის იქნებოდა და წყალს ამომიტანდა, ჩასვლაც კი არ მომიწევდა -შეიძლება?_გავიგონე გიგის ხმა და ადგილზე გავიყინე -შემოდი -გიგი ვარ, გინდა რამე? -სად მიდიხარ? -ქვემოთ, წყალი მინდოდა და.. -აუ დამელოდე რა, მეც წამოვალ_უცებ წამოვხტი და წინ გავუძეხი_მეგონა ყველას ეძინა, მარტო ჩასვლა კი საშინლად მეშინოდა_გავუღიმე ჩაეცინა, მხოლოდ ჩაეცინა და ყველაფერი დამავიწყდა, ღმერთო, რა საყვარელიაა. ჩავედით, წყალი დავლიეთ, სიგარეტიჩ წამოვაყოლე ხელს და ზემოთ წავედით. ბოლო საფეხურთან გავჩერდი და სიგარეტს მოვუკიდე, მეგონა შევიდოდა სახლში მაგრამ ბოლო კიბეზე, ზუსტად ჩემს გვერდით დაჯდა. -შედი თუ გინდა, აქ აღარ მეშინია_ვიუხერხულე და ძალით გავუღიმე -არა, მეც მომაწევინე რა_სიგარეტი გავუკიდე და გვერდით მივუჯექი -ვგიჟდები სავსე მთვარეზე, რაღაც განსხვავებული ენერგიით მავსებს_მხოლოდ ახლა შევამჩნიე ჩემთვის ასე საყვარელი სავსე მთვარე -მართლა? მეც ძალიან მიყვარს, შემიძლია ვიჯდე და უსასრულოდ ვუყურო_პასუხად მხოლოდ გამიღიმა. ისე ჩავწვით სიგარეტები ხმა აღარ ამოგვიღია. -მომეცი ერთი კიდე რა_მითხრა და ხელი გამომიწოდა, მივეცი სიგარეტი და ერთი ღერი ჩემთვისაც ამოვიღე, მომიკიდა და მერე თავისასაც მოუკიდა -ბოდიში რა -რისთვის?_ისეთი სახით ვუთხარი სიცილი ვერ შეიკავა -ჯერ იმისთვის რომ ესე დაგადექით, და მეო... -ეგ არაფერი, ნინის მეგობრები უცხოები არ არიან ჩემთვის -და მეორე იმისთვის რომ შეყვარებულს დაგაშორე_მობრუნდა და თვალებში ჩამაშტერდა. ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა ან საერთოდაც რა უნდა მეთქვა. ღრმა ნაფაზი დავარტყი და სიგარეტი მოვისროლე. ადგომა დავაპირე მაგრამ მაჯაში ხელი ჩამავლო_ცოტახანს არ შეხვიდე რა. უხმოდ დავუბრუნდი ადგილს, კიდე ერთი ღერი ამოვიღე და გავუკიდე -ძალიან ბევრს ეწევი -ვიცი_ვერ დავმალე გაღიზიანება -ლიზა_დაიწყო წყნარად_ვიცი რომ შორიდან მიცნობ -კი, ნიკუშასგან და ნინისგან მსმენია შენზე, ვიცი როგორ აწვალებდით ხოლმე ჩემს რძალს, მიყვებოდა_სიცილით ვუთხარი, მას კი წარბიც არ შეუხრია -მშვენივრად ხვდები რასაც ვამბობ_უცებ ვიგრძენი, რომ უჭირდა ლაპარაკი -გიგი, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი -ანუ ყველაფერი იცი, ხო?_გავჩუმდი, ხმას არ ვიღებდი, ვუყურებდი თვალებში და ვერაფერს ვკითხულობდი, ვერაფერს ვხედავდი იქ_იცი, იცი. თავიდანვე იცოდი ყველაფერი ხო? გამყიდა ნინიმ_დააყოლა პაუზის მერე_ყველაფერი მოგიყვა. -მართალია, ყველაფერი ვიცი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ნინიმ გაგყიდა. უბრალოდ ჩვენ როგორც დები ისე ვართ, გეცოდინება კიდეც._ტუჩის კუთხე ჩატეხა_იცი, გიგი, მე არ მაქ არანაირი გართულება ამაზე, მერე რა, ყველაფერი ხდება. მოგეწონე და მერე გადაგეწონე_ძლივს გავიცინე და მხარზე ხელი დავადე. შეიშმუშნა და ხელი მაშინვე ავიღე, უცებ დაიჭირა ჩემი ხელი და ნაზად მაკოცა. -ჩემი შეყვარებული_დავიწყე თავის დასაძვრენად. უკვე ისე ვიყავი ცოტაც და მაგრად ჩავეხუტებოდი -ვიცი რომ არ გყავს_გამაწყვეტინა უცებ და ძალიან თბილად გამიღიმა -ოხ ნინი_ჩავილაპარაკე და ორივეს გაგვეცინა -მაპატიე კარგი? -გიგი გეყოს რა, არაფერია საპატიებელი_არ ვიცი, ვერ აგიღწერთ რას ვგრძნობდი იმ მომენტში, მუცელში მეგონა პეპლების ნაცვლად სპილოები დამდიოდნენ. ხელი გადამხვია და სიგარეტი გამომართვა. დაგვათენდა და ვერც ერთი ვფიქრობდით ოთახებში შესვლას, მაგრამ არც ხმას ვიღებდით. -გვრიტებო_თავზე დაგვადგა ნინი_დაიძინეთ, 1 კვირა გაქვთ კიდე წინ_ორივეს გვაკოცა და ოთახში შებრუნდა, გაგვეცინა და ჩვენც უხმოდ უკან მივყევით. გიგის ხელი ისევ გადახვეული ქონდა, მე კი მართლა ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეთქვა ან გამეკეთებინა. საფეთქელზე მაკოცა, ტკბილი ძილი მისურვა და ოთახისკენ წავიდა. მეც შევედი ნინისთან და ყველაფერი მოვუყევი, მართალია მძინარას ერთი სიტყვაც არ გაუგია, მაგრამ მე უნდა მომეყოლა და ემოციები დამეხარჯა. ემოციებით დაღლილს მალევე დამეძინა. -ლიზა, გაიღვიძე_თავზე დამადგა ლუკა -აუუ, რა გინდა? -წამო, ნინიმ აქვე ძველი ტაძრის ნანგრევებია და წავიდეთო -აუ თქვენ წადით რა, ძალიან მეძინება -კარგი კარგი ძილისგუდავ_დაიხარა და კისერში ხმაურიანად მაკოცა -ყველა მიდიხართ?_მივაძახე თითქმის გასულს -ჰო, შენნაირი ზარმაცები არ ვართ ჩვენ_მომესმა შორიდან. საათს დავხედე, 11 ხდებოდა, გადავბრუნდი და გავაგრძელე ტკბილად ძილი. დაახლოებით ერთ საათში გამეღვიძა, მივაყურადე და რადგან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა ავდექი, შორტით და მაიკით ქვემოთ ჩავედი. თავი მოვიწესრიგე, აივანზე დავჯექი, ნაუშნიკები გავიკეთე, ჩავრთე café de flore და სიგარეტს გავუკიდე. _ყავა გაასწორებდა, გავიფიქრე და სამზარეულოში გავედი. ყავის მზადებასტან ერთად ჩემს ფლეილისტში can”t stop feeling-ის დროც მოვიდა და მუსიკას ტანი ავაყოლე. ცეკვაში გართულს წელზე შეხება ვიგრძენი და შიშისგან შევკივლე, უცებ მოვტრიალდი და ჩემ წინ შორტებში გამოწყობილ და წელს ზემოთ შიშველ გიგის გადავაწყდი -ღმერთო, როგორ შემაშინე. უკვე მოხვედით?_ვკითხე დაბნეულმა და არ ვიცოდი თვალები სად წამეღო. ვაღიარებ, გამიჭირდა თვალის მოშორება მისი ოდნავ დაკუნთული მკლავებისა და გულ-მკერდისთვის. შეამჩნია და შევამჩნიე კმაყოფილს როგორ ჩაეღიმა -მე არსად წავსულვარ. დამეზარა ადგომა -დილით ისეთი სიტყვებით დამტოვა ლუკამ მეგონა ამ სახლში მარტო მე ვიყავი ზარმაცი ძილისგუდა_გაეცინა ჩემს ნათქვამზე და ვხვდებოდი როგორ მიღებდა ბოლოს ამ ბიჭის სიცილი. -რაღაცას გთხოვ რა_მომიბრუნდა ლეკვის თვალებით -გისმენ -ყავა მეც გამიკეთე რა_თვალი ჩამიკრა და სამზარეულოდან გავიდა, თავს მოვიწესრიგებო მომაძახა._ჯანდაბა, ეს ბიჭი გამაგიჟებს ვატყობ, გამეცინა ჩემს ფიქრებზე. ნეტა შაქარი რამდენი უნდა? მოდი ერთ კოვზს ჩავუყრი_გავამზადე ყავა, ჭიქებს ხელი დავავლე და აივანზე გავედი. სიგარეტს გავუკიდე და ნაუშნიკებში ისევ café de flore ჩავრთე. თვალები დავხუჭე და ვიხსენებდი როგორ ვცეკვავდით მე და გიგი ელას ქორწილში ამ სიმღერაზე. -რას უსმენ ესე გაბადრული?_ნაუშნიკი ღიმილით გამომაძრო გიგიმ -არაფერს_არ მინდოდა თავი გამეყიდა, ზუსტად ვიცოდი ის ცეკვა გაახსენდებოდა -აბა მანახე ტელეფონი_მითხრა და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოჩნდა ჩემი ტელეფონი მის ხელში. შევხედე როგორ შეეცვალა სახე როდესაც სიმღერის სახელი ამოიკითხა, მერე თვალებში ჩამხედა და ყველაზე გულწრფელი ღიმილით გამიღიმა რაც კი ოდესმე მინახავს. -ეს ... ეს ის სიმღერაა -ხო, ელას და ლაშას ქორწილში რომ საცეკვაოდ გამიყვანე -გახსოვს_ჩაილაპარაკა თითქოს თავისთვის მაგრამ გავიგონე. გაჩუმება ვარჩიე, ან რა უნდა მეთქვა?! -ლიზა, იცი?_მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი_მე ... -გიგი, ძალიან გთხოვ გუშინდელს ნუ გააგრძელებ -უბრალოდ მინდა იცოდე, დროის დაბრუნება რომ შემეძლოს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა_მის თვალებში სინანულს ვხედავდი. -მოდი, ესე გავაკეთოთ_სკამზე კარგად მოვკალათდი_მე ლიზა ვარ, შენი მეგობრის, ნინის მული_ვთქვი და ხელი გავუწოდე, მიმიხვდა ჩანაფიქრს, გაეცინა და ჩემს ხელს მისი შეაგება, გამაჟრჟოლა მის შეხებაზე. შეამჩნია მაგრამ არ შეიმჩნია -მე გიგი ვარ, შენი რძლის მეგობარი -სასიამოვნოა_აქამდე შეკავებული სიცილი წაგვსკდა და ორივემ გულიანად ვიცინეთ. -ლიზა, იცი? იმ დღეს, ქორწილში -ძალიან დავთვერი?_სიტყვის დასრულება არ ვაცადე, გაეცინა -ეგეც, მაგრამ ... ძალიან ლამაზად იყავი_მითხრა მცირე პაუზის შემდეგ -მადლობა_ამოვთქვი და ვიგრძენი როგორ შეეპარა ჩემს ლოყებს ვარდისფერი._იცი, ერთი იდეა მომივიდა_გავხედე თვალებმოწკურულმა. ჩემი გამომეტყველების შემხედვარემ ღიმილიანი სახე დაასერიოზულა. -რას მიპირებ?_მკითხა შეკავებული სიცილით -სამზარეულოში ფუსფუსებ ხოლმე?_გულიანად გაეცინა და მეც ავყევი_სერიოზულად -კვერცხის შეწვას რომ ვიწყებ ეგრევე სახანძროში ვრეკავ_ახლა კი ორივე ავხარხარდით. -წამომყევი, დღეს ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნები რამე რომ არ გადაწვა სანამ ნამცხვარს გამოაცხობ_მის პასუხს არც დავლოდებივარ სამზარეულოსკენ გავქანდი -მეღადავები ხო? მსმენია, რომ კარგი კულინარი ხარ, შენთვის დამითმია სამზარეულო მთლიანად, მე კართან დავდგები და გიყურებ -თუ გსმენია როგორი კულინარი ვარ დარწმუნებული ვარ ჩემი გამომცხვარი ნამცხვრის დაგემოვნებაც გენდომება -რა თქმა უნდა -ხოდა, თუ არ დამეხმარები არ გაჭმევ_აწუწუნებულს ყურადღება არ მივაქციე ისე გავუწოდე წინსაფარი და თავით ვანიშნე შემოდითქო_ფქვილი იმ კარადაშია, გამოიღე, მე ჯამს მოვიტან. მოკლედ მოვაგროვე ინგრედიენტები და დავიწყე გიგისთვის მითითებების მიცემა. 10 წუთში მთლიანად ფქვილში ამოთხვრილები ვიდექით სამზარეულოში და ბოლო ხმაზე ვიცინოდი, ისეთი საცოდავი იყო თავიდან ფეხებამდე გაფქვილული საცოდავი სახით რომ ასრულებდა ჩემს მითითებებს, ცოტა კი შემეცოდა მაგრამ უფრო მეტად ვხალისობდი და გაჩერებას არ ვაპირებდი. -ღმერთო რა სიმპატიური და რა საყვარელია ეს საძაგელი_ფიქრებში წავედი, ჩვენ ორნი მარტო სახლში, ბევრი სიცილით და ფქვილით დარწმუნებული ვარ მესამე პირისთვის საკმაოდ საყვარელი სანახაობა იქნებოდა -რაზე ფიქრობ ესე კმაყოფილი რომ იღიმი?_ფიქრებიდან გიგის ხმამ გამომიყვანა და როდესაც მის ჩატეხილ ტუჩის კუთხეს შევხედე მივხვდი ვერ იყო ჩემი საქმე მთლად კარგად. -არაფერზე, რაღაც გამახსენდა -ლიზა_ჩემკენ წამოვიდა, მინდოდა უცებ გავმქრალიყავი, მომიახლოვდა და სახე კიდე უფრო ახლოს მომიტანა, დაიხარა და შუბლზე შემახო მისი ცხელი ტუჩები. სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა, შეამჩნია და ჩაიღიმა. გაბრუნდა და გააგრძელა რასაც აკეთებდა. მე კი ისევ ფიქრებში ვიყავი გართული მაგრამ ნათლად ვხედავდი როგორ უღმერთოდ იღიმოდა. ღმერთო, ეს ბიჭი ჭკუიდან გადამიყვანდა, ვიცოდი. შემომხედა, წარბები აზიდა და ხელის ერთი მოძრაობით თითქმის მთელი პაკეთი ფქვილი თავზე დამაცალა -იდიოტოოო, რას აკეთეეებ -ვერთობი_მითხრა უდარდელად, მიმოვიხედე და გვერდზე მხოლოდ წყლიანი ჭიქა დავინახე, არც დავფიქრებულვარ ისე ავიღე და წყალი შევასხი. მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ მაგრად დაგერხა ნინი. გადმოდგა თუ არა ნაბიჯი ადგილიდან მოვწყდი და გავიქეცი. გამომეკიდა, მე კი კივილიტ გავრბოდი-ვაიმე ბოდიში რა, არ მინდოდა ძალით -ხო, შემთხვევით მოგივიდა, ვიცი_მპასუხობს სიცილშეკავებული -მართლა, გეფიცები, გიგი გაჩერდი ნუ მომდევ -გაჩერდი და გავჩერდები -მეშინია_სიტყვის დასრულება და გიგის ხარხარი ერთი იყო -სულელი ბავშვი ხარ -ვიცი და ნუ მომდევ, გაჩერდი თორე მეტი აღარ შემიძლია_სიტყვა არ მქონდა დასრულებული წელზე მაგრად მომხვია ხელები და ჰაერში ამიტაცა -ოჰ, ყოჩაღ შენ, რა ძალა გქონია -ხო ვამბობ სულელი ბავშვი ხართქო_მპასუხობს ღიმილით. ნეტა რატო ეღიმება, არც ისე პატარა წონის ვარ -გიგი დამსვი ეხა -არ მინდა -არ მაინტერესებს შენ რა გინდა, დამსვი თორე დაიწყებ მერე წელი მტკივაო და ნამცხვარს ვეღარ გამოაცხობ_სიცილით დამსვა, მეგონა გავიმარჯვე, მოვბრუნდი რომ სახლისკენ წავსულიყავი მაჯაში ხელი ჩამავლო, უხეშად მიმაბრუნა მისკენ და სკეულზე ამიკრო. მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. არვიცი რამდენ ხანს ვიდექით ასე, მაგრამ როდესაც სახე დამიწვა მისმა ცხელმა სუნთქვამ გაუაზრებლად ავიწიე ფეხის წვერებზე და ხელები მოვხვიე კისერზე. ცალ ხელს წელზე ვგრძნობ, მეორეს კი თმისკენ აუღია გეზი. თვალებში მიყურებს და ვხედავ პერიოდულად როგორ გადააქვს მზერა ტუჩებზე. თავს ვერ ვაკონტროლებ, ძალიან მინდა ვაკოცო -ლიზა_ძლივს ამოთქვამს და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. პირს ვაღებ და სანამ რამეს ვიტყოდე უკვე ვგრძნობ მის ტუჩებს ჩემსაზე. სიამოვნებისგან თვალები მიმელულა, მიხვდა არ ვეწინააღმდეგებოდი და უფრო გათამამდა. მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის პირველი კოცნა იყო ავყევი და შევეცადე არ შემტყობოდა. წამიერად სიცილის, კივილის და მანქანი სიგნალის ხმა გავიგეთ და დენდარტყმულებივით მოცილდით ერთმანეთს. სახლისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი, არ მინდოდა ბავშვებს დავენახეთ, გიგი კი ჭიშკრის გასაღებად წავიდა. სამზარეულოში შესულმა ორი ჭიქა წყალი დავლიე და ვცდილობდი დამელაგებინა ჩემი თავი. სუნთქვაც კი მიჭირდა ისეთ დღეში ვიყავი. ვეცადე სახე დამელაგებინა და აივნისკენ წავედი. -ოჰ, მობრძანდით?_ვიკითხე თითქოს ომახიანად მაგრამ ჩემი ხმა ვერ ვიცანი, გიგისკენ გავაპარე თვალი და დავინახე როგორ ჩაიღიმა -რა გჭირს შენ?_გვერდით ლუკა ამესვეტა და კისერში ხმაურიანად მაკოცა -რა უნდა მჭირდეს? საიდან მოიტანე რომ რამე მჭირს? გეჩვენება_მივაყარე და ახლა კი ნამდვილად გავყიდე თავი -დაიცა დაიცააა_ჩაერთო ნიკუშაც_რას გავხართ ორივე?_თვალები გამიფართოვდა, იმდენად ვიყავი გაბრუებული და გათიშული არც კი მახსოვდა ორივე ფქვილში ამოთხვრილები რომ ვიყავით -ლიზამ გადაწყვიტა ნამცხვარი გამომაცხობინოს_თქვა გიგიმ და საცოდავი სახით მოავლო თვალი ბავშვებს -ვაიმე ლიზააა, რას გვერჩი სუყველას?_აწუწუნდა ნიკა_ერთხელ მისი შემწვარი კარტოფილი ვჭამე, კუჭის ტკივილი მკლავდა მთელი დღე და ტაფის გარეცხვას კიდე 3 დღე ვცდილობდით -არაუშავს, ვასწავლი და კარგი გამოუვა_ვთქვი და თავი მაღლა ავწიე_თან როგორი მასწავლებელი ყავს_შევიფერე -ლიიზ, ორი წუთით ამოდი რა ჩვენთან_ზემოდან გადმომძახა ნინიმ, გოგოები ზემოთ ასულან, არც შემიმჩნევია. მე მგონი საჭიროზე მეტად მაბნევს გიგი. -რა ხდება?_შევედი თუ არა ოთახში ნინიმ ხელი მსტაცა და საწოლზე მიმაგდო, ალყა შემომარტყეს სამივემ -დროზე მოყევი რა მოხდა_მოუსვენრობა ეტყობა ნინის -არაფერი არ მომხდარა, რა უნდა მომხდარიყო? -ლიზაა, კარგად გიცნობთ, დროზე მოყევი -კარგი ჰო კარგი_ვთქვი და საცოდავი თვალების გადავხედე გოგოებს_მაკოცა -რაააა?_ნინის კივილმა ალბათ ქვემოთაც ჩააღწია -ჩუმად, ჩუმად, არმინდა იფიქროს რომ მოგიყევით -დეტალები გვინდა -ესეიგიი, დილით რომ ავდექი მარტო მეგონა ვიყავი, გავიკეთე ნაუშნიკები და ყავის გასაკეთებლად წავედი. ვცეკვავდი ჩემთვის და უცებ გამომეცხადა უმაიკოთ. გავგიჟდი. მერე მეც მინდა ყავაო. გამიკეთე და მე მანამდე მოვწესრიგდებიო. გავუკეთე და აივანზე რომ ველოდებოდი ნაუშნიკებში café de flore ჩაირთო და გამახსენდა ელას ქორწილში რომ მეცეკვა. ამ დროს მოვიდა და ნაუშნიკი გამომაძრო რას უსმენ ესეთი გაბადრულიო, რომ გაიგო რასაც ვუსმენდი დაიწყო ქორწილზე ლაპარაკი, იციო ქორწილშიო მეთქი ბევრი დავლიეთქო და ეგეც მაგრამ ძალიან ლამაზაად იყავიო. მერე თავიდან გავიცანით ერთმანეთი და მერე ეს გენიალური იდეა მომივიდა თავში, მეთქი წამო ნამცხვარი გამოვაცხოთთქო, იწუწუნა ბევრი მაგრამ მაინც გამომყვა. რომ ასრულებდა ჩემ ბრძანებებს მე ვფიქრობდი რა საყვარელიათქო და ამდროს მომადგა და რაზე ფიქრობ ესეთი კმაყოფილი სახე რომ გაქო, ვერაფერი ვუთხარი, შუბლზე მაკოცა და გაბრუნდა, მერე უცებ მთელი პაკეტი ფქვილი თავზე დამაცალა, მე წყალი შევასხი და გამომეკიდა. რომ დამიჭირა კარგა ხანს ვიდექით და დებილებივით ვუყურებდით თვალებში ერთმანეთს, კისერზე მოვხვიე ხელები და იმან მაკოცა, არ შევეწინააღმდეგე და გათამამდა ვაჟბატონი, ამდროს კიდე გავიგონეთ თქვენი კივილ-წივილი და კი დამანება თავი_ერთი ამოსუნთქვით მოვყევი, 3 წყვილი გაფართოებული თვალი მომშტერებოდა.-ხმა არ ამოიღოთ ცოტახანს, მაცადეთ გადავხარშო რაც მოხდა. წავედი ეხა ჩემი ორი ნამცხვარი მელოდება_სიცილით ჩავედი ქვემოთ და სამზარეულოში მოფუსპუსე 4 ბიჭს წავაწყდი. გიგი ისევ ნამცხვარს აწვალებდა, დანარჩენები კი საჭმლის გამზადებას ცდილობდნენ. -ვაიმე ბიჭებო, მზის დარტყმა ხოარ მიგიღიათ? ხო კარგად ხართ? -თქვენ რომ გიყუროთ აბა მოგვკლავთ შიმშილით_აწუწუნდა ლუკა -მშვენიერია, დღეს სამზარეულოს მთლიანად გითმობთ. გიგისკენ ავიღე გეზი რომ შემემოწმებინა როგორ მიდიოდა მისი და ნამცხვრის ამბავი. საკმაოდ ახლოს დავუდექი მაგრამ გიგიმ კიდე უფრო შეამცირა ჩვენ შორის მანძილი. დავიძაბე -ყოჩაღ გიგი, მგონი სახანძრო და სასწრაფო არ დაგვჭირდება_გავუღიმე. გადმოიწია და ყურში მიჩურჩულა_გამოუცდელი სულელი ბავშვი_და საფეთქელზე მაკოცა -რას ჩურჩულებთ თქვენ მანდ?_ნიკას ხმამ გონზე მომიყვანა და გაფართოებული თვალებით გიგის ავხედე. ახლა მივხვდი რაც მითხრა. გადაიხარხარა და გააგრძელა ცომის გაბრტყელება -ჰმ, არაფერს_ვთქვი და გიგის წელისკენ წავიღე ხელი, ვერ მოვზომე, ძალიან მწარედ ვუბწკინე და ადგილს მოვწყდი. ვიცოდი ისევ გამომეკიდებოდა მაგრამ ამჯერად მარტივად ვერ გადავრჩებოდი. მართალიც აღმოვჩნდი. ორი წუთი არ დასჭირვებია ჩემ დასაჭერად, როგორც კი ეზოში ფეხი გავდგი ეგრევე დამიჭირა -მემგონი ვიღაც ძალიან მიწვევს -არა_ძლივს ამოვთქვი და ცოტა ხნის წინანდელი გამახსენდა -გინდა კიდე გავიმეოროთ?_წარბები აათამაშა -არ გაბედო_საჩვენებელ თითს ვუფრიალებ ცხვირწინ -გამოუცდელი სულელი ბავშვი_ჩაილაპარაკა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მიკბინა კისერში-ამოვიკნავლე და თვალები ცრემლებით ამევსო. მართლა ძალიან მეტკინა. ხელი შემიშვა და დავინახე ჩემი ცრემლების დანახვისას როგორ შეეცვალა სახე. -მაპატიე, არ მინდოდა ესე მაგრად, ვერ მოვზომე_ხელი წამოიღო რომ ნაკბენს შეხებოდა მაგრამ უცებ უკან დავიხიე, ხელი ჰაერში გაუშეშდა_ახლა, მგონი მართლა გეშინია ჩემი -არა, არ მეშინია, უბრალოდ მართლა ძალიან მეტკინა_მივაყარე და რომ მოვბრუნდი წამოსასვლელად გავშეშდი, ყველა გარეთ იყო და ჩვენ გვიყურებდნენ. -ვიხალისეთ, გვეყოს. მშია და მაჭამეთ რა რამეე_ვთქვი ვითომ ომახიანად მაგრამ აშკარად იგრძნობოდა შიში ჩემს ხმაში. სახლში შევედი და გავიგონე ნიკუშას ხმა_“შენ ხო არ გაუბერე ბიჭო, რა გააკეთე?“ „კაი , ძალით არ მინდოდა, მართლა ვერ მოვზომე.“ „წადი დროზე ბოდიში მოუხადე, ნინი გაგბრდგვნის ხოიცი“ „ფუ რა *ლე ვარ“.. სამზარეულოში შევედი და გიგის დაწყებული ნამცხვრის კეთება გავაგრძელე. ვიგრძენი ცოტახანში როგორ ამომიდგა გვერდით. არ მიმიხედავს -ეს არი დღეს სამზარეულოს გითმობთ მთლიანადო?_აკანკალებული ხმა ქონდა, გამეღიმა -ცოტას დაგეხმარები, ცოდო ხარ_მხრებზე გიგის თითებს ვგრძნობ, თმაშიც, მეფერება და მე ვცდილობ თვალები არ დამეხუჭოს, მისკენ მაბრუნებს. თითებით ნიკაპს იჭერს და თავს მაღლა მაწევინებს -ბოდიში, მართლა არ მინდოდა მეტკინა შენთვის, უბრალოდ ისეთი გემრიელი ხარ_გამეცინა -გიგი გეყოს, მეც მაგრად გიბწკინე, არ ვიყავი მართალი -გინდა დანაშაული გამოისყიდო?_მკითხა წარბაწეულმა, დაუფიქრებლად დავეთანხმე და როცა უკვე ძალიან გვიანი იყო მერე გავაცნობიერე რასაც გულისხმობდა. მის ცხელ ტუჩებს და მის გამოს ჭკუიდან გადავყავდი. ეს კოცნა პირველზე ბევრად უკეთესი იყო. არ ავყევი მიუხედავად იმისა რომ ძალიან მსიამოვნებდა და მინდოდა. ვიცოდი რომ თავი უნდა მეკონტროლებინა. -უგემრიელესი ხარ_თვალებში ჩამხედა და ზუსტად ვიცოდი მთელ გრძნობებს აქსოვდა ამ სიტყვებში. ვგრძნობდი და ვხედავდი ყველაფერს მის თვალებში. ლოყაზე მოვეფერე -დანაშაული გამოსყიდულია, მაგრამ ნამცხვარი მაინც დასაცხობი გაქ_ფეხის წვერებზე ავიწიე, ლოყაზე ვაკოცე და ოთახი დავტოვე. კისერი ისევ ძალიან მტკიოდა, ზემოთ ავედი, გამოვიცვალე და წამოვწექი. თვალები დავხუჭე და განვლილ დღეზე ვფიქრობდი გვერდით ლუკა რომ მომიწვა -რა გჭირთ თქვენ დღეს? -აუ ლუუ, ხოიცი ჩვენი ამბები, არ შემიძლია ესე ახლოს რომაა, ვერ ვუძლებ. თან_ღრმად ჩავისუნთქე_მაკოცა -ღადაობ?_სიცილი აუტყდა_გეშველა? -ნუ დამცინი იდიოტო_მუჯლუგუნი ვკარი -კაი კაი, წამო ქვემოთ, ვჭამოთ მთელი საღამო მხიარულად გავატარეთ, მაგრამ თავის ტკივილი ხასიათს მიფუჭებდა. -ლიზ, რა გჭირს, რატო არ ხარ ხასიათზე?_მკითხა მარიმ -თავი მტკივა ძალიან -გინდა გამაყუჩებელი მოგიტანო?_ჩაერთო ნიკუშა -იყოს, ზემოთ მაქ, ავალ დავლევ ავედი ზემოთ და ჩანთაში წამალს ძებნა დავუწყე. ვერ გავიგე გიგი როგორ შემოვიდა ოთახში, რომ მოვბრუნდი შიშისგან უნდა მეკივლა მისმა ტუჩებმა რომ ჩაახშო პირიდან ამომავალი ბგერები. მკოცნიდა მონდომებით და მთელი ძალით მიჭერდა რომ არ წავქცეულიყავი. მუხლების კანკალს ვერ ვაჩერებდი, ერთი ხელის მოსმით წელზე შემისვა და მაგიდაზე შემომსვა. სუნთქვა არეული ვყვებოდი კოცნაში და ვგრძნობდი როგორ არა და არ მყოფნიდა ეს ბიჭი. მინდოდა ერთიანად შემეჭამა. ტუჩებიდან კისერზე და ლავიწზე გადავიდა და მეც სიამოვნებისგან კვნესა აჭმომხდა. გაჩერდა, თვალებში ჩამაშტერდა და სურვილის გარდა რომ ვერაფერი დაინახა ისევ ტუჩებს დაუბრუნდა. საოცარი ვნებით მკოცნიდა და ეს სულ უფრო და უფრო მაგიჟებდა. უცებ გაჩერდა, სუნთქვაგახშირებული ვუყურებდი თვალებში და ველოდებოდი როდის გააგრძელებდა თავის საქმეს. სურვილს ერთიანად ვყავდი მოცული, თმა ყურზე გადამიწია და ყურში მიჩურჩულა_გაგიარა თავის ტკივილმა?_ორივეს სიცილი აგვიტყდა -რა იდიოტი ხარ_ვუთხარი სიცილით და მხარზე ხელი ვკარი -გემრიელი გამოუცდელი ბავშვი_მითხრა ვნებამორეული ხმით -სულელი დაგავიწყდა -ხო, სულელიც_სიცილით ჩამოვხტი -მოდი აქ_მუცელზე ხელი შემიცურა და უკნიდან ამეკრო_არ დაგვიმთავრებია -გეყოს გიგი, იმ ჭორიკანა ბავშვებს კიდე ეს უნდათ?_ვეცადე მისი მკლავებიდან გათავისუფლება, არ გამომივიდა ამიტომ შევბრუნდი და ხელები კისერზე მოვხვიე, ქვედა ტუჩს კბილებით თამაში დავუწყე და თვალებში ჩავხედე, გაეცინა -რა იყო, კიდე გინდა?_გამომცდელი მზერით მიყურებს. თანხმობის ნიშნად წარბები ავწიე და ოდნავ შესამჩნევად დავუქნიე თავი_გვეყოფა, ჩავიდეთ ქვემოთ_მითხრა და უცებ მომშორდა. ძალიან გავბრაზდი და რომ მოვბრუნდი უკვე ოთახიდან გასული დამხვდა_დამაცადე, გიჩვენებ როგორ უნდა ესე გაჩერება_დავიმუქრე გულში და საწოლზე მივეგდე, თვალები დავხუჭე და კადრებად გავიხსენე რამდენიმე წუთის წინ მომხდარი. უცებ კარის გადაკეტვის ხმა გავიგონე, თავი წამოვწიე და კართან მდგარ გიგის ვხედავ, სახეშეცვლილს, თვალებარეულს და ვნებამორეულს. წამებში ჩემს ზემოთ ექცევა და თვალებში დაჟინებით მიყურებს. ვიცოდი ჩემს თანხმობას ელოდა, მე კიდე მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. კისერზე ხელები მოვხვიე, ჩემკენ მოვიზიდე და მის ტუჩებს დავეწაფე. ვცდილობდი არ დამტყობოდა გამოუცდელობა. ვგრძნობდი როგორ ღიმილით და მონდომებით მიკოცნიდა ტუჩებს გიგი და ამას ჭკუიდან გადავყავდი -რა დღეში ხარ ეს გამოუცდელი ბავშვი -გეყოფა რა ამდენი ლაპარაკი_ძლივს მოვაბი თავი სათქმელს, საბოლოოდ კი გიგის სიცილმა გამომაფხიზლა_რას დამცინი იდიოტოო?_გავბრაზდი. -არაფერი, უბრალოდ... -რა უბრალოდ, რა? -ლიზა, არაფერი, უბრალოდ მაგიჟებ_ტუჩებს წაეტანა მაგრამ ამჯერად არ ავყევი. გაჩერდა და ზემოდან დამაშტერდა_გამებუტე? -დიახ_ვთქვი გაღიზიანებულმა და წამოდგომა ვცადე მაგრამ ერთი ხელის მოძრაობით უკან დამაბრუნა და ისევ კოცნა განაგრძო. უხეშად მოვიცილე თავიდან და საბოლოოს დავაღწიე მის მკლავებს თავი. კარებში გასულს მისი სიტყვები მომესმა „ესე მარტივად ვერ გამექცევიო“ მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ბავშვების გვერდით მაგიდასთან დავიკავე ადგილი -რა ქენი, დალიე წამალი?_მკითხა ნინიმ და მის სახეს რომ შევხედე დამეფიცება ვიცოდი რასაც ფიქრობდა -აღარ დაჭირდა_მომესმა გიგის ხმა ზურგს უკან და ჩემ გვერდით ადგილი დაიკავა -კარგად გიმუშავია_გადაუჩურჩულა ნინიმ მაგრამ გავიგონე -ნინიიიიი_წამოვიყვირე მაგრამ ღიმილს ძლივს ვიკავებდი და დანარჩენების სიცილმაც არ დააყოვნა. გიგიმ ხელი გადამხვია მაგრამ მოვიშორე. მთელი საღამო გამაწამა, ხან წელზე მომხვევდა ხელს და მიბწკენდა, ხან ფეხზე მომეფერებოდა, მოკლედ, ჭკუიდან გადავყავდი და ყველანაირად ცდილობდა გავემწარებინე. ავდექი და სააბაზანოში გავედი. წყალი შევისხი და როდესაც სარკეში ჩავიხედე ჩემ უკან მდგომი გიგის დანახვაზე შევკივლე -არ ხარ შენ ნორმალური ხო? -არა_ჩვენ შორის მანძილი საგრძნობლად შეამცირა -ღმერთო, არა -ღმერთო, კი_გამაჯავრა და ისევ ტუჩებზე დამაცხრა -შემჭამო გინდა?_სიცილს ვერ ვიკავებდი_დამანებე თავი -არ მყოფნის და რა გავაკეთო? -ძან გაგიტკბა ხო? მოდი შენც შეისხი წყალი, იქნებ გიშველოს -ერთიც და ვსო -არა გიგი, არა. დამანებე თავი_სიცილით ხელები სახეზე ავიფარე -კაი, გავედი_თქვა და კარის ხმა გავიგონე, ხელები ჩამოვწიე და ისევ ჩემ წინ იდგა -მოგატყუეე_მითხრა სიცილით, ხელები მომხვია და ჰაერში ამიტაცა. ალბათ ჩვენი სიცილი მთელ სოფელს ესმოდა. ღმერთო, რა სულელია ეს ბიჭი და როგორ მაბედნიერებს. დარჩენილი დღეები ესე დამდევდა, მაშინებდა და მერე მთელი ვნებით მკოცნიდა სადაც კი შანსი მიეცემოდა. ყველა ხედავდა ჩვენ დამოკიდებულებას და ყოველ ჯერზე როცა სიყვარულის სადღეგრძელოს სვამდნენ შეპარვით გვლოცავდნენ. ყველაზე მაგარი არდადეგები იყო ჩემს ცხოვრებაში. -ბავშვებო, მოგეხსენებათ ხვალ მივდივართ_სიტყვით გამოვედი_დედას ველაპარაკე და ხვალ ჩემთან ჩამოდით, კარგად მოიქეიფეთ ერთიც და ზეგ წადით თბილისშიო. ხო ყველას გაქვთ დრო?_ჩემი მეგობრების კი ვიცოდი მაგრამ გიგის და ნიკუშას გეგმები მაინტერესებდა. -ნიკუშ, რას იტყვით?_ნინიმ გააგრძელა -ჩვენც გვცალია, წავიდეთ, დავატყდეთ თავს ქუთაისს._ტაში შემოვკარი გახარებულმა. -მანქანებში როგორ გადავნაწილდეთ?_იკითხა მარიმ -მე ჩემ მანქანაზე ვჯდები და ვინც გინდათ წამოდით ჩემთან -არავინ იქნება წინააღმდეგი, მე მოვდივარ მარტო შენთან ერთად, ნიკუშ, ჩემ მანქანაზე შენ დაჯექი_თქვა გიგიმ -ოჰ, მომინდომა ბიჭმა_ვთქვი სიცილით -როგორც ვხედავ არავინაა წინააღმდეგი, ასე რომ გადაწყვეტილი ამბავია_თქვა კმაყოფილმა და ოთახი დატოვა -თქვენ ქორწილში მალე ვიგულავებთ მგონი_ჩამჩურჩულა ნინიმ და ორივეს სიცილი აგვიტყდა მეორე დღეს ქუთაისის გზას დავადექით, არც გამიპროტესტებია ჩემი და გიგის მარტო ყოდნა ჩემ მანქანაში, ადგილები გვყოფნიდა მაინც და მეც მინდოდა მასთან რაც შეიძლებოდა დიდი დროის გატარება. არ ვიცოდი თბილისში როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. მთელი გზა გიგის ჩემი ხელი ეჭირა, მეფერებოდა და ათას რამეზე ვლაპარაკობდით. სახლში ჩასულებს დედამ გამზადებული სუფრა დაგვახვედრა. ეგრევე სუფრას მოვუსხედით და კარგად მოვილხინეთ. გადავწყვიტეთ მეორე დღეს ქუთაისი დაგვეთვალიერებინა და საღამოს წავსულიყავით თბილისში. დედაჩემმა დამიძახა ერთი წუთით სამზარეულოში გამოდიო -ხო დე, რა იყო?_კისერზე ჩამოვეკიდე და სახე დავუკოცნე -დე, ძალიან ბედნიერი ხარ გატყობ, კარგი ბიჭი ჩანს -ვინ დე?_გავიკვირვე მაგრამ სახლში გიგის შემოსვლის წამიდან ვიცოდი დედა ყველაფერს მიხვდებოდა. ვერასდროს ვერაფერს ვატყუებდი -გიგი, კარგი ბიჭი ჩანს ძალიან. -უჰ, იმდენი რამე მაქ დე მოსაყოლი -მოდი რომ დაწვება ყველა ვიჭორაოთ მერე და მომიყევი_მითხრა და სამზარეულოში ფუსფუსი გააგრძელა. ვიდექი და გაღიმებული ვუყურებდი, ამ დროს გიგი შემოვიდა -ლიზა, წყალი დამალევინე რა -ახლავე შვილო_უთხრა დედაჩემმა და ჩემი ეგოისტობაც ჩაირთო -ლიკუნაა, შენ არ იცი რომ შვილო ჩემ გარდა არავის უნდა დაუძახო?_ხელები გადავიჯვარედინე და ვითომ გაბრაზებული სახით გავხედე -ქალბატონო ლიკა_დაიწყო გიგიმ_მაპატიეთ ამას რომ გეუბნებით, მაგრამ ცოტა არანორმალური შვილი გყავთ_უთხრა სიცილით. ლიკამაც არ დააკლო -ვაი შვილო, ვაი რომ ვიცი -ლიკუნააა_შევუბღვირე ისევ_შენ დედაჩემი ხარ თუ ვინ ხარ? ესეთი არანორმალურიც, სულელიც, გიჟიც და გადარეულიც შენი შვილი ვარ და ყველაზე მეტად გიყვარვარ_ვთქვი და თავი მაღლა ავწიე. ჩემ შემყურეს გიგის წყალი გადაცდა და ხველება აუტყდა_გამარჯვებული მზერით გავხედე და მეტის ღირსი ხართქო მივაძახე. სამზარეულოდან გამოვედი და გამეცინა ჩემ ბავშვურ საქციელზე -სულელი ბავშვია, არვიცი რა მეშველება ამის ხელში_მომესმა ლიკას ხმა. გავჩერდი და მივაყურადე -თქვენ, ქალბატონო ლიკა, ძალიან კარგი შვილები გყავთ. საბას არც ისე დიდი ხანია რაც ვიცნობ მაგრამ არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ლიზის შესახებ საკმაოდ დიდი ხანია ვიცი და შეიძლება არანორმალურად ჩამთვალოთ, მაგრამ უკვე 4 წელია მისი ყოველი ფეხის ნაბიჯი ვიცი. -ვიცი შვილო, ვიცი. მე ყველაფერი ვიცი. ნინიმ მომიყვა, ჩემს მეგობარს მოსწონსო -დიახ, მართალია. უბრალოდ რაღაც პრობლემები მქონდა და არ მინდოდა რამე ურთიერთობის დაწყება სანამ არ მივხედავდი ჩემს საქმეს -მესმის შვილო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს შენ საქმეებში, მაგრამ უნდა გაგაფრთხილო, რომ ლიზას ხასიათის გაძლება მარტივი არ არი_ორივეს სიცილი აუტყდა -ვიცი, ქალბატონო ლიკა, ვაი რომ ვიცი -და კიდე, გთხოვ უბრალოდ ლიკა დამიძახე, არ გინდა ეს ქალბატონო -კარგი ლიკა_გულმა არ მომითმინა და ოთახის კარი შევაღე, დავინახე როგორ გადაეხვია გიგი დედაჩემს და მანაც როგორ თბილად მიიღო. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, გაოგნებული ვიყავი მოსმენილით. უცებ ვიღაცამ ხელი ჩამავლო და ოთახში შემათრია, ნინი იყო -ვაიიი ნინი, მოგკლავ და ვერ გადამირჩები -გაიგე ხო ყველაფერი?_მკითხა დარცხვენილმა -არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ეხა. ლიკუნამ ყველაფერი იცოდა? ვაიმე არ მჯერა -ხო იცოდა, ვუთხარი და გიგიც ძალიან მოსწონს -ოჰ, გაგიკვირდება და შევატყე მეც_გაგვეცინა ორივეს -ლიზ, ხო იცი ძან მინდა ბედნიერი იყო -მეც მინდა ნინ_გადავეხვიე -არ შეიმჩნიო არაფერი გიგისთან -ხო არა მაგრამ გვიან ლიკუნას დავიჭერ და არ ვიცი რას ვუზამ. -რომ დაიდზინებს ყველა ვიჭორაოთ გოგოებმა. ქეიფს რომ მორჩნენ და კარგა შემთვრალები დავაბინავეთ ოთახებში, სუფრა ავალაგეთ და სამზარეულოში შევიკრიბეთ მე, ნინი და ლიკუნა. -აბა, ქალბატონო ლიკუნა, გისმენთ_დავიწყე -დე რას მისმენ, პირველად ვნახე ეს ბავშვები? ხოიცი ყველა როგორ მიყვარს -ხო, განსაკუთრებით გიგი არა?_გამომცდელად გავხედე -გვისმენდი ხო შე საზიზღარო?_თავი გადააქნია ლიკამ -დე, რამდენჯერ გაგაფრთხილე_კისერზე ჩამოვეკიდე_სასიძო რომ გამოჩნდება, არ უნდა მუხლებში ჩავარდნა და ხვეწნა წაიყვანე და მიშველე, მომაშორეო? -ვაიმე ღმერთო, რა დავაშავე ასეთი რომ ეს არანორმალური ჩემი შვილია_სიცილს ვერ ვიკავებდით ვერცერთი. მოკლედ სამივემ ყველაფერი მოვყევით, გემრიელად ვიჭორავეთ -4 წელია ვიცი ამ საზიზღარზე, თითქმის ყოველ ღამით მესიზმრებოდა და ბევრჯერ ტირილითაც გამღვიძებია და ამან თურმე 4 წელია ყოველი ჩემი ფეხის ნაბიჯი იცის_ვთქვი და თვალები ცრემლებით ამევსო -დე, რა ექნა, ხო იცი შენც რომ პრობლემები ქონდა? -დე მერე მეც დავუდგებოდი გვერდით ამ პრობლემების გადაჭრის დროს. ხო შეიძლებოდა? არ გავწამდებოდი ასე და ყოველ საღამოს მის კორპუსთან არ ავივლიდი იმ იმედით რომ უბრალოდ დავინახავდი მაინც -ვაი ჩემო პატარავ, როგორ დამეტანჯე, მაგრამ დე, დამიჯერე, ღირდა და ძალიან ბედნიერი იქნები -იმედია დე, იმედია_თავი ლიკუნას კალთაში ჩავდე. ვერც კი შევამჩნიე როგორ მომერია ძილი და მონატრებული დედის კალთაში, მისი სურნელით გაბრუებულს ჩამეძინა. დილით და ჩემს ოთახში გამეღვიძა. მახსოვს აშკარად ლიკუნასთან ჩამეძინა სამზარეულოს დივანზე მაგრამ აქ ვინ ამომიყვანა? მამაჩემს არ ექნებოდა თავი ისეთი მთვრალი იყო. ავდექი, თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი. ყველა სამზარეულოში დამხვდა -დილამშვიდობის_მივესალმე ყველას და მაგიდაზე ერთადერთ ცარიელ ადგილას დავჯექი. გიგის და მამაჩემის შორის. ლიკუნას გავხედე რომელიც ეშმაკურად მიღიმოდა, მე კი თვალები დავუქაჩე მამამ არაფერი შეგამჩნიოსთქო -მა, კაი ბიჭია. მინდა ბედნიერი იყო_გადმომჩურჩულა მამაჩემმა და პირთან მიტანილი წყლით სავსე ჭიქა ხელიდან გამივარდა -მოიცა, რაა?_სერიოზულად გავბრაზდი, გავცოფდი -მაგანაც ყველაფერი იცის_მითხრა ლიკუნამ და სიმწრით გამიღიმა -თქვენ რა, მეღადავებით?_წამოვხტი და სწრაფად ავირბინე კიბეები, ოთახში შევიკეტე და ნერვიულად სიარული დავიწყე. ყველამ ყველაფერი იცოდა ჩემ გარდა და მაძლევდნენ იმის საშუალებას რომ დავტანჯულიყავი? გიგის ამას არასდროს ვაპატიებდი. კარებზე კაკუნია, ვიცოდი ან ლიკა ან გიგი იქნებოდა. არც შევმცდარვარ, ორივე ერთად დამხვდა იქ როდესაც კარი გავაღე. -ლიზა_დაიწყო გიგიმ -შენ გაჩუმდი-დავუყვირე -ლიზა, დე, გეყოს ეხა. ნუ გვიბრაზდები. -კაი ლიკა რა, კაი რა. შენ არც კი იცი მე ეს 4 წელი რა მჭირდა, არავის ველაპარაკებოდი ამ თემაზე, უფრო სწორად ჩემ გრძნობებზე. იცი როგორ მიჭირდა? იცი? _ახლა გიგის მივუბრუნდი. ლიკუნა უხმოდ გავიდა და კაი გაიკეტა -ლიზა -ხმა არ ამოიღო, არაფერი მითხრა, არ გაპატიებ ამას არასდროს -გთხოვ რა -საბამაც ყველაფერი იცის ხო?_გამეცინა_საბამაც არაფერი მითხრა -საბასაც ველაპარაკე. იმანაც იცის_თავი დახარა_არ ვარ მართალი, ვიცი მაგრამ გთხოვ არ გაგვიბრაზდე რა. ან მე გამიბრაზდი, სხვას არავის, ჩემი ბრალია -სხვას არც არავის ვუბრაზდები_აცრემლებულმა შევხედე. ჩემკენ წამოვიდა_არ მომეკარო, არ გაბედო და არ შემეხო -გინდა წავიდე? დაგტოვებ მარტო და იფიქრე_არ მინდოდა წასულიყო, ყველაფერი არეული მქონდა თავში, ძალიან გაბრაზებული ვიყავი მაგრამ თან ძალიან ბედნიერიც ვიყავი. უცებ ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა მაგრამ უბრალოდ გავჩუმდი და არაფერი ვუთხარი._კარგი, აქ დავდგები, ჩემთვის, წყნარად და არ ამოვიღებ ხმას. დაგელოდები როდის მოხვალ აზრზე. -ოხ გიგი, რისი ღირსი ხარ ეხა?_საწოლზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავრგე. მერე გამეცინა, ავხედე_და ის როგორ იყო? 4 წელია ყოველი მისი ნაბიჯი ვიციო? -ჩემი სულელი ბავშვი_იმ წამსვე ჩემთან გაჩნდა და მის კისერში ჩავრგე თავი. ღრმად ჩავისუნთქე მისი სურნელი და თვალები დავხუჭე._ლიზაა -ჰო_ავხედე ქვემოდან -მიყვარხარ_დამეფიცება პირველად ვიგრძენი ამ სიტყვის მნიშვნელობა. პ.ს. ჩემი პირველი სიახლეა და იმედი მაქვს მაპატიებთ შეცდომებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.