შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერა 6/7


7-07-2017, 17:07
ავტორი ki si
ნანახია 1 493

-შეიძლება შემოვიდე?
-ლილა? რათქმაუნდა შემოდი
-როგორ ხარ?
-გაოცებული
-მაპატიე გუშინდელისთვის
-არაფერია ლილა მთავარია რომ ახლა სინდისი აღარ მაწუხებს
-სინდისი,-ჩავიცინე მე და სემის საწოლზე მოვიკალათე
-გინდა რამეს ვუყუროთ?
-კი მიდი ჩართე რამე კომედია ცოტა საშიში ოღონდ
-ახლავე,-სემმა ლეპტოპი მოიტანა და ფილმი ჩართო მერე ჩემს გვერდით მოკლათდა მეც თავი დავადე მკერდზე და ფილმის ყურებაში მალე ჩამეძინა.

ბურანში ვიყავი როცა საკუთარი საწოლი ვიგრძენი და დედაჩემის ხმაც გავიგე
-შენთან როგორ მოხვდა ის ხომ ჯარედთან ერთად იყო
-ჯარედთან ერთად იყო?-სემს ხმა შეეცვალა ვამჯობინე ხმა არ ამომეღო
-ჰო დილით სადღაც ერთად წავიდნენ
-როგორც ჩანს ლილა უკვე ჯარედს ჩემზე მეტად ენდობა ერთი კვირაა ვცდილობ სადმე გავისეირნო მასთან ერთად
-არა სემ ლილა უბრალოდ ჯარედს ამეცადინებს და მან გადაწყვიტა ასე გადაეხადა მადლობა
-ლილა ჯარედს ამეცადინებს? დიდი ხანია?
-როგორც ვიცი კი,-დედაჩემმა ყველაფერი დაწვრილებით მოახსენა სემს
-მე .... მე უნდა წავიდე მისის პირს ლილას უთხარით გამაგებინოს თუ გადაწყვეტს დილით ჩემთან ერთდ წამოვა სკოლაში თუ ჯარედს გაყვება
-ხვალ ხომ კვირაა?-დედაჩემმა ეს რომ თქვა სემი უკვე გარეთ იყო და კიბეებზე გარბოდა.
-ლილა პირს ახლავე ადექი ვიცი რომ არ გძინავს და მომიყევი რახდება აქ?
-დედა მე,-საცოდავად შევხედე და მერე ჯარედის კოცნების გარდა ყველაფერი ვუამბე
-კი მაგრამ საყვარელო სემი გადასარევი ბიჭი ჩანს და შენს მიმართ გულგრილი არ უნდა იყოს
-დედა მე და სემი მეგობრები ვართ,-ვთქვი მკაცრად დედას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ვუთხარი მეძინება თქო და ისიც გავიდა.

კარგად გამოვიძინე მერე ენს ვუმბე ყველაფერი დაწვრილებით და დაველოდე რას მეტყოდა
-ლილა რას ნიშნავს მისი საქციელი ჯარედი რა სულ გაგიჟდა? არა მეგობარო შენს ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი
-ვიცი ენ,-ამოვიფრუტუნე და საწოლს სახით დავენარცხე,-დავრჩები რა დღეს შენთან სახლში არ მინდა
-კარგი მოიცა საწოლს გაგიშლი.
ენმა საწოლლი თავისი ოთახის გვერდით გამიშალა და მიუხედავად იმისა რომ მეორე დღეს ორშაბათი იყო და თანაც ერიკმა დაპატიჟა ჩემთან იყო სანამ არ ჩამეძინა. პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი რომ ნამდვილი დაქალი მყავდა.
-ლილა ადექი სკოლაში დაგვავგილანდება,-დილით ენის ხმა რომ გავიგონე თავი ავწიე მან აბაზანაში შესვლა პირველს დამითმო და გრილი შხაპის ქვეშ მდგომი მივხვდი რომ მე აქ ასეთი არ უნდა ვყოფილიყავი. ამ ქალაქში და სკოლაში საცოდავ არსებას არ შეუდგამს ფეხი ისეთს როგორიც ახლა მიყურებდა სარკიდან მე ამაყი და ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და ვიღაც კალათბურთის გუნდის კაპიტანს არ ჰქონდა უფლება ჩემზე ამხელა გავლენა მოეხდინა.
-ენ წავედით,-გამოვაცხადე ამაყად და მოკლე შორტებსა და შავ გრძელ მაისურში გამოწყობილი გამოვედი
-შენ რა ასე მოდიხარ?-გაიოცა ენმა
-ასე ადრე არ ვიცვამდი მაგრამ არც ჯარედს და რაც ვინმე სხვას არააქვს უფლება დამთრგუნოს.
-აი ეს მომწონს,-ენმა ჩაიცინა და ჩემი წაბაძვით თვითონაც უჩვეულოდ გამოეწყო.
ქერა თმა ზურგს უკან გადაიყარა და შავი თვალების ზემოთ წამწამები მუქი ტუშით შეიღება. თეთრი გამჭირვალე მაისური და შავი ტანზე მომდგარი ჯინსი ეცვა.
-ენ არაჩვეულებრივი ხარ,-წამოვიყვირე მე და კისერზე მოვეხვიე
-შენც ლილა,-კისკისით გავედით სახლიდან და სკოლის გზას დავადექით.

სემი რომ დავინახე მაშნვე მისი მიმართულებით წავედი
-დილა მშვიდობის გოგონებო,-სემმა ორივე აგვათვალიერა და უცნაურად ჩაიცინა
-ვის უწყობთ მახეს?
-რას გულისხმობ?
-აბა ასე რატომ გამოწყობილხართ?-სემი სიცილს ვერ იკავებდა
-იდიოტია ლილა წამოდი,-მხარზე შემოკრა ხელი ენმა და ხელზე დამქაჩა
-არა ლილა ჩემია და არსად არ წამოვა,-სემმაც ენის საქციელი გაიმეოა და აბა ენი რას დამიჭერდა ხელიდან გავუსლხტი და სემს ავეწებე რამაც საყოველთაო სიცილი გამოიწვია
-კარგი ჯანდაბას შენი იყოს,-ენმა ერიკი დაინახა და მისკენ გაიქცა
-ერთი ამას დამიხედეთ როგორ მიმატოვა,-დავისისინე მე და სემისკენ შევბრუნდი
-წამოდი ინგლისურზე,-დაიჩურჩულა სემმა ზურგზე ამიკიდა და სკოლის შენობისკენ წამათრია
-სემ დამსვი რაა,-ავკივლდი მე და ზურგიდან დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი სემს ლოყაზე გამომწვევად ვაკოცე.
-ეს რაიყო?
-არაფერი მიყვარხარ,-მხრები ავიჩეჩე მე
-ოოჰ იზოლდა
-რამოხდა ტრისტან?
-ძალიან ცბიერი და სახიფათო ხარ,-დემონურად ჩაიცინა მერე თვითონაც გახედა ჯარედს და შუბლზე მთელი სინაზით მაკოცა,-თანახმა ვარ მისი ნერვები მოვსპო
-არ მესმის რას ამბობ,-ხელკავი გამოვდე და შენობაში შევაბიჯე.
ესი ის შემთხვევა იყო როცა ჯარედი ჩვენთან ერთად შემოვიდა ინგლისურზე და ჩემსკენ მთელი გაკვეთილი იყურებოდა ვერაფრით ვხვდებოდი ამას რატომ აკეთებდა და ჩემს თავს გარკვევით ვუთხარი
„არ გაბედო მასზე ფიქრი ლილა პირს თორემ საშინლად ვიძიებ შურს შენზე“
სპორტის გაკვეთილზე ჯარედს მე აღარ ავურჩევივარ თავის გუნდში და არც ბურთი უხეთქია ჩემთვის თავში.
მე და სემი სკოლის შემდეგ სახლში წავედით და შეხვედრა საღამოს დავთქვით.
არც მიფიქრია რომ ვინემზე შთაბეჭდილება მომეხდინა სემმა საღამოს რესტორანში მიმიწვია და რადგან მე საშინელი მეგობარი ვიყავი ამ ბოლოს დიდი სიამოვნებით დავთნხმდი.
წყალი გადავივლე თერთი მუხლამდე კაბა ჩავიცვი დედაჩემის დიზაინით და შავი ფეხსაცმელი რომელსაც არც იმდენად მაღლი ქუსლი ჰქონდა რომ გადმოვვარდნილიყავი. არვიცი რატომ ვაკეთებდი ამას მაგრამ მინდოდა ლამაზი ვყოფილიყავი არა ეტიკეტი კარგად ვიცი ეს არ უნდა მექნა მაგრამ მაინც წავისვი წითელი პომადა კისერზე მამას ნაჩუქარი ვერცხლის ყელსაბამი ჩამოვიკიდე მობილური პატარა შავ ხელჩანთაში ჩავდე და სემის მანქანის ხმაც გავიგონე.
-ლილა მზად ხარ სემი მოვიდა,-ამომძახა დედამ
-ახლავე დედა ერთი წამით,-დავიყვირე მეც და კიბეებზე ჩავედი
-იზოლდა ძალიან ლამაზი ხარ,-მომეგება სემი კიბესთნ და ბოლო ორ საფეხურზე გამომახტუნა
-მადლობა,-თვითონაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა კრემისფერი პიჯაკი ეცვა და თმა გელით დაევარცხნა.
-წავედით?
-კი,-მანქანისკენ წავედით და სემმა ბოლომდე გამოიჩინა ჯელტმენობა მანქანის კარი გამიღო და რომ ჩავჯექი მომიხურა კიდევაც.

სემმა მანქანა რესტორნის წინ გააჩერა და ისევ გადმომიყვანა მანქანიდან მერე ხელკავი გამომდო და კარისკენ წავედით.
-აბა მოგწონს აქაურობა?
-მშვენიერი ადგილია,-მოვათვალიერე მდიდრული რესტორნის დარბაზი და სემის გამოწვდილ ხელს ხელი დავადე.
-მაშინ კიდევ მოვიდეთ,-მხრები აიჩეჩა და ხელზე თითები გადამისვა
-გამარჯობა მე ჯარედი ვარ და დღეს მე მოგემსახურებით,-მე და სემი ერთ მხარეს ვიყურებოდით და ალბათ ამიტომ მოვიდა ჯარედი ჩვენს მაგიდასთან ის ჩვენ ვერ დაგვინახავდა.
-მენიუ მოგვიტანეთ თუ შეიძლება,-სემმა ისე მიმართა ჯარედს თითქოს არც იცნობდა
-ახლევე,-ჯარედი საშინელი ზიზღით დაგვცქეროდა როცა მენიუს გვაწვდიდა
-მადლობა,-ისევ მიმართა სემმა
-არაფრის ბატონო,-ჯარედმა თავი ჩახარა და წავიდა
-სემ ხომ არ წავიდეთ?
-რატომ ლილა?
-გთხოვ იქნებ წავიდეთ უხერხულად გრძნობს თავს,-საცოდავად შევხედე სემს
-თუ ასეა სხვა გამოგზავნოს ლილა შენ თუ გგონია მე ჯარედი მეზიზღება ძალიან ცდები ისევ ისე მიყვარს როგორც ადრე მაგრამ ამას არასოდეს არ ვეტყვი.
-კი მაგრამ...
-არავითრი მაგრამ ლილა უბრალოდ ვჭამოთ,-მენიუ დახურა და ხელი ასწია. ჯარედიც მაშინვე ჩვენთან გაჩნდა
-მოიფიქრეთ რას მიირთმევთ?
-დიახ მე დღის კერძი მომიტანეთ ქალბატონს კი მგონი სალათი ხომ ასეა ლილა
-ხო საღამოს მხოლოდ ბალახეულს ვჭამ,-ჯარედისკენ გახედვა ძალიან მიჭირდა
-მართლა თქვენზე მსმენია რომ პიცასაც მიირთმევთ ხოლმე ღამ-ღამობით,-დემონურად ჩაისისინა ჯარედმა და წავიდა.
მე და სემმა მსუბუქად ვივახშმეთ და დესერტს სანამ მოიტანდნენ მე საპირფარეშოში წავედი.
საპირფარეშო დარბაზის ბოლოს იყო ხელმარცხნივ და მეც იქეთ გავემართე კარი დავხურე ნიჟარასთნ დავდექი და სახეზე წყალი შევისხი მერე ნელ-ნელა შევიმშრალე წყლის წვეთებით დაცვარული სახე და საკუთარ თავს სარკეში დავაკვირდი.
-რა საცოდაობაა,-ჩავისისინე ხმადაბლა და ის იყო გამოსვლას ვაპირებდი რომ კარი ხმაურით გაიღო მიმტანის ტანსაცმელში გამოწყობილმა სავარაუდოდ ბიჭმა კარი შემოგლიჯა და ჩაკეტა.
-ჯარედ რას აკეთებ,-როგორცკი გავაანალიზე რა ხდებოდა მაშინვე მივხვდი ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო
-არაფერს ლილა უბრალოდ მინდოდა მეთქვა როგორი ლამაზი ხარ დღეს
-მადლობა მაგრამ არ შეიძლებოდა გარეთ გეთქვა?-საპირფარეშოს კარზე კაკუნი გაისმა
-გაეთრიეთ აქედან,-დაიღრიალა ჯარედმა და კარებს ძლიერად დაარტყა მუშტი
-ჯარედ რას აკეთებ გამიშვი აქედან,-დავიწივლე და კისერი წავიგრძელე
-რატომ ლილა? ხომ არ განერვიულებ?
-ოდნავადაც არა,-თვალებში ჯიქურ შევხედე და ამაყად ავწიე თავი
-არა ლილა პირს მე შენი ნამდვილი სახე დავინახე შენ ის გოგო არ ხარ სემით იმანიპულირო ჩემზე
-რატომ ფიქრობ?-გავიოცე „არა გადასარევი მატყუარა ხარ ლილა“ შევაქე საკუთარი თავი
-იმიტომ რომ ასეა,-ხელები ჩემს გასწვრივ ნიჟარაზე დააწყო და რკინის გისოსებში მომაქცია
-ა არაფერიც,-ამოვიბლუკუნე
-ასე გგონია,-ჩემს ცხვირთან დაიხარა და ვიგრძენი როგორ დამეფინა სახეზე მისი გრილი სუნთქვა
-ჯარედ გადი აქედან სემი მომაკითხავს
-მერე რა,-ერთი სკუპით შემომსვა ნიჟარაზე და თავისი მკვლელი ცისფერი თვალებით ჩამაკვირდა თვალებში,-გინდა თქვა რომ არ განერვიულებ?-ისევ ის დემონური სიცილი ჩამესმა ყურში,-თუ ასეა რატომ გიცემს გული მუჭში მოქცეული ბეღურასავით?
-იმიტომ რომ მუტანტი ხარ,-სულს ძლივს ვითქვამდი და ვოცნებობდი რომ სემი მოსულიყო და მისი მკლავებიდან დავეხსენი
-და შენ მუტანტები არ მოგწონს არა?-ღიმილით დაიხარა ჩემს ტუჩებთან და ერთადერთი რასაც ამის მერე ვგრძნობდი ჩემი დაუოკებელი სურვილი იყო არასოდეს მოვშორებოდი მუტანტ ჯარედს მეც ავყევი და თავიც მალე დავკარგე
-ლილა,-სემის ხმა რომ გავიგე თავზარი დამეცა
-არ უპასუხო იყვიროს რამდენიც უნდა,-წამით ამოისუნთქა ჯარედმა
-არა უნდა წავიდე მომშორდი,-მკერდზე ხელი დავკარი და მოვიშორე მერე ნიჟარიდან ჩამოვხტი და სემი სასწრაფოდ წავიყვანე იქედან სანამ ჯარედი გამოვიდოდა
-მოხდა რამე ლილა? შენი ლოყები სულ იწვის,-სემი დამაკვირდა და დესერტიან თეფშზე მანიშნა
-კარგად ვარ სემ მადლობა.
არც ლაპარაკის თავი მქონდა და არც ჭამა მინდოდა მხოლოდ იმ მომენტს ვაბრუნებდი უკან მთელი საღმო და უკვე საკუთრი თავი მეზიზღებოდა რადგან ამაზე კიდევ და კიდევ ვფიქრობდი.
-წავიდეთ,-თქვა როგორც იქნა სემმა და წამოდგა.
-კარგი,-მხიარულად ვთქვი და მეც წამოვდექი
სემს მადლობა გადავუხადე სასიამოვნო საღამოსთვის. სახლში რომ შევედი ერთიანად ვკანკალებდი და ვცდილობდი თავიდან ამომეგდო ჯარედი და მისი სულელური საქცილები მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე მიმეწერა
„შენი საქციელი ნორმალური არაა არაგაქვს უფლება ასე მომექცე მე შენი სათამაშო არავარ“
„სწორედაც რომ არახარ ჩემი სათამაშო მე სემის სათამაშოებითაც კარგად ვთამაშობ ხოლმე“
„ჯარედ ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ რატომ დაანგრიე ის ყველაფერი რაც იყო“
„იმიტომ რომ შენც იმ გოგოსავით მიყენებ და ამას მივხვდი“
„ჰო სწორედ ასეა მაშინ შენი გამოყენება მინდოდა სამეცადინოდ რომ დავდიოდი შენთან ერთად და მაშინაც როცა გირჩიე კალათბურთს თუ კარგად ითმაშებ რამოელიმე კოლეჯში მოხვდები-მეთქი. ჯარედ შენ არ შეიცვლები“
„ხო არ შევიცვლები ლილა სჯობს შორს იყო ჩემგან“
„მე ისედაც ვცდილობ შენგან შორს ვიყო მაგრამ ამის საშუალებას შენ არ მაძლევ. მე არ გეკიდები კისერზე და არ გკოცნი“
„მე ყველაფერს სემიზე შურის საძიებლად ვაკეთებ შენ მე არ შემეფერები ლილა პირს“
ვიგრძენი როგორ ჩამწყდა შიგნით რაღაც და ის წამი დავწყევლე როცა ჯარედი პირველად დავინახე და საკუთარ თავს შევფიცე რომ ჯარედისკენ აღაარ გავიხედავდი.

ძილიდან სასწაულად თბილმა კოცნამ გამომარკვია საწოლზე წამოვჯექი და ჩემს ძმას მოვეხვიე
-ჩემო ალქაჯო ეს რა არის მოგენატრე?-მკითხა ჯერემიმ სიცილით და მკერდზე ისე მიმიკრა ნეკნები ლამის ჩამილეწა
-ეჭვი გეპარებოდა?-ლოყაზე მივწვდი და გადაბმულად იქამდე ვკოცნიდი სანამ საწოლზე არ მომისროლა
-როგორ ხარ ჩემო სიცოცხლე?-ჯერემი ჩემს საწოლზე წამოწვა ჯერ კიდევ ღამე იყო
-არც ისე კარგად ჯერ,-თავი დავადე მკერდზე და აფსოლუტურად ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე ჩემსა და ჯერემის შორის არასოდეს არსებულა რკინის ფარდა ყოველთვის ყველაფერს დაუფარავად ვეუბნებოდი ჩემს ძმას და მისგანაც იგივეს ვიღებდი რაღაც საოცარი და-ძმობა გვქონდა ისეთი ნებისმიერი გოგო რომ ოცნებობს
-ლილა რა ხდება შენს თავს,-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ჯერემიმ და კიდევ უფრო ძლიერად მიმიკრა გულზე.
-ახლა შეიძლებოდა ასე მომხდარიყო ჯერ? ახლა როცა სულ რაღაც ექვსი თვე რჩება ჩემი ოცნების წერილის მიღებამდე
-ყველაფერი რიგზე იქნება მე უკვე აქ ვარ და სანამ დარმუთის კარამდე არ მიგაცილებ არ მოგშორდები,-თბილად გამიღიმა და თმაზე მომეფერა.
გამახსენდა როდორ მაძინებდა ხოლმე ჩემს ოთახში შემოპარული ჯერემი ზღაპრებს მიამბობდა რომლებსაც გზადაგზა იგონებდა და თმებზე მეფერებოდა. მეც მაშნვე ვიძინებდი როგორცკი მის თითებს ვიგრძნობდი თმაზე. ჩემი კეთილი ჯადოქარი იყო რომელიც მარტო არასდეს არ მტოვებდა.
-დაიძინე აქ ვიქნები კარგი?
-ჰო,-მორჩილი ბავშივით დავუქნიე თავი უკვე მორფეოსის სამყაროში ვიყავი ცალი ფეხით და რომც წასულიყო ვერაფერს გავიგებდი.

ჯერემის ჩამოსვლამ მართლაც სულზე მომისწრო ჯარედი თითქოს შეაშინა მისმა დანახვამ არც სკოლაში და არც მის გარეთ არ მეკარებოდა ვიცოდი რომ სადღაც ახლოს იყო მაგრამ თვადაც უფრო ნაკლებად მანაღვლებდა მისი ჯადოსნური ცისფერი თვალები სამყარო რომ მოჩანდა შიგ და იმდენად ღრმა იყო რთულად თუ ჩასწვდებოდი მისი პატრონის გრძნობებს.

-ლილა არ წავედით?-სემი მოუსვენრად იდგა კიბესთნ და მელოდა
-მოვდივარ ხო,-შავი ტყავის შარვალი მეცვა ტანზე კარგად მომდგარი და ლურჯი ტოპზე ოდნავ გრძელი მაისური ჯერემის ნაიკის ქუდი და ფეხზე ჩემი განუყრელი შავი კედები.
-ლილა გინდა გულმა დამარტყას ასე რატომ დადიხარ,-ღიმილით მკითხა სემმა და როგორც სჩვეოდა კიბის ბოლო ორ საფეხურზე ხელში აყვანილი გადმომასკუპა.
-შენზეც იგივეს თქმა შემიძლია,-სემი დაუნდობელი იყო ახლაც ისე ეცვა ნებისმიერ გოგოს გადმოაყრევინებდა თვალებს გელით დასველებული თმა აბურდული ჰქონდა ნაცრისფერი შარვალი და ტანზე იმდენად მომდგარი მაისური ეცვა რომ მისი მუცლის კუბიკებს დათვლიდი, კუბოკრული პერანგი მხრებზე მოეხვია და ისე მომაჯადოვებლად იღიმოდა რომ სული წაგივიდოდა სანამ ჩაეხუტებოდი
-საშიში ხალხი ვართ,-ჩაილაპარაკა კლაყოფილმა და ჯერემის გამოწვდილ მუშტს თავისი მიარტყა
-აბა წავედით?
-ჰო,-სემის მანქანის წინა სავარძელზე დაჯდომა დავასწარი ჯერემის და ღვედი გავიკეთე
-ბავშვებო ფრთხილად იყავით,-მამიკომ გამაფრთხილებლად გადახედა სემს და ჩვენც სანაპიროსკენ გავწიეთ
-აი ნახავ რა მაგრაი ვიკენდი იქნება,-გამეკრიჭა სემი
-დარწმუნებული ვარ,-ენს გავუარეთ რომელიც ჯერემის გვერდით მოკალათდა და გზა განვაგრძეთ.
უკანა ხედვის სარკიდან არ გამომპარვია როგორ შეავლებდა ხოლმე ჯერემი თვალს ენის ეს მანამდეც ბევრჯერ შევნიშნე მაგრამ ახლა დავფიქრდი იმაზე რომ ჩემს ძამიკოს ენი მოსწონდა და რადგან მე ერიკში ეჭვი მეპარებოდა ახალი მისია დავისახე მიზნად სკამზე ავწრიალდი წამოვდექი და სემის ყურთან მივიტანე ტუეჩბი
-ახალი გეგმა გვაქვს,-ვუთხარი იმდენად ჩუმად რომ ენს ვერ გაეგო
-მიგიხვდი და შევასრულოთ,-სემმაც გაიხედა უკანა ხედვის სარკეში და გაზის სატერფულს უფრო ძლიერად მიადგა ტერფი.

სანაპიროს მზე უხვად აფრქვევდა სხივებს და ჩვენც გვესიამოვნა კარგი ამინდი სასტუმროში ორი ოთახი დავჯავშნეთ და მაშინვე გავიქეცით წყალში გადასახტომად, გადასახტომად რა ისინი გაიქცნენ მე ნაპირზე ვაპირებდი ჭყუმპალაობას იხვივით.
-არა, არა, არა,-გააპროტესტა სემმა რომ იქვე ჩავჯექი წყალში და არ ვინძრეოდი,-წამოდი მე მოგხედავ
-კარგი რა ტრისტან წადი ვინმე გოგოს გაეპრანჭე მე აქ ვიქნები
-გოგოს გავეპრანჭები არ იდარდო შენ ამაზე წამოდი ახლა,-ხელები მომხვია და წყალში შემათრია.
-ისევ არ გაბედო ცურვის სწავლება იცოდე,-თითი გამაფრთხილებლად ავუქნიე ცხვირწინ
-არის სერ,-ცხვირი დამანჭა და ჩამომსვა
-ვინ გითხრა ჩამომსვიო?-წყალი ყელამდე იყო და პირდაპირ გულზე მირტყამდა ამ სიტყვის სრული გაგებით
-ამას უყურეთ რაა,-ისევ ამიყვანა ხელებზე გადამიწვინა და თითქოს ბავშვს აძინებდა წყალზე დამასრიალებდა რაზეც მე ვკისკისებდი.

მე და სემს მალე მოგვბეზრდა წყალში ყოფნა ნაპირზე გავედით და იქვე წამოვწექით
-ბუყ, ბუუუყ,-სემი ხელით აკეთებდა უცნაურ მოძრაობებს და ჩემს მუცელზე მისი ხელისგან დატოვებულ ჩრდილს რომ უყურებდა ეცინებოდა
-სემ დედიკო ჯოხიანი კანფეტიც ხომ არ გიყიდო?-შევხედე ამრეზად
-არა დე ის გოგო გამაცანი იქ რომ ზის და თვალს არ მაშრებს,-მანიშნა გვერდით გოგონაზე
-მე როგორ გაგაცნო წადი და გაიცანი,-მართლა ძალიან ლამაზი გოგო იყო და სემს თვალს არ აშრებდა.
-ხო და გავიცნობ შენ აქ იყავი და არ შეიბრაწო მოვალ მალე თუ გამიმართლა მასთნ ერთად
-აჰამ,-თავზე პირსახოცი წამოვიმხე და გავირინდე არაფერზე არ მინდოდა ფიქრი ხელი გადვწიე და ენის მობილური შემთხვევით რომ ავიღე მერე გამახსენდა დაქალიც რომ მყავდა „ჰმ! სადარიან?“
თავი წამოვწიე და ენის და ჯერემის ძებნა დავიწყე ბოლოს როგორც იქნა დავინახე წითელ საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ენი ჯერემისთან ერთად იდგა და რაღაცაზე იცინოდნენ
-ასე ასე ყველას უმართლებს ჩემგარდა,-სემს გადავხედე და ისევ წამოწექი.
-ლილა?-მომესმა და თავი ავწიე
-მეტ?-წამოვვარდი და მეტის წინ გავშეშდი
-როგორ გაზრდილხარ ლილა პირს
-შენ კიდევ. ვაუ შესანიშნავად გამოიყურები,-მართლა გამიკვირდა მეტის აქ ასეთ ფორმაში დანახვა
-ხო ახლა ლინზებს ვატარებ და თმაც შევიღებე,-გამიღიმა და მანიშნა ჩამოვსხდეთო
-გიხდება ქერა თმა
-წითლს სჭობს,-მხრები აიჩეჩა,-ძლივს გიცანი ლილა როგორი სხვანაირი ხარ
-ხო ბოლოს რომ მნახე ხუთის ვიყავი,-გამეცინა
-ხო არც მეგონა თუ მიცნობდი
-სხვათშორის წითელ თავიან ბიჭებს კარგად ვიმახსოვრებ
-ახლა ისეთი აღარ ვარ
-ხო ვხედავ
-უკვე საკუთრი კაფე მაქვს აქვე და კარგად მიმდის საქმე
-მიხარია
-შენ აქ ცხოვრობ?
-ჰო ცოტა მოშორებით მაგრამ იმდენად შორს არა რომ ვეღარ გნახო,-რა წამოვროშე ღმერთო მესროლე მეტეორი
-ადექი ერთი კარგად შემოგხედო,-მითხრა ბოლოს და ფეხზე წამომაგდო მე დავტრიალდი და სემისკენ რომ შევბრუნდი მისი დემონური მზერა დავიჭრე
-ახლა შენი რიგია,-ვთქვი ბავშვურად და დოინჯი დავიკავე
-კარგიიი,-წაიღიღინა და ნელი მოძრაობით დატრიალდა
ჰო მეტი ნამდვილად აღარ გავდა ოჯახის შემარცხვენელ შვილს რომელიც დედაჩემის მეგობარმა ანუ დედამისმა სახლიდან გამოისროლა მაღალი და ქერა იყო თვალებში შავი ლინზები ჰქონდა და დაკუნთულ სხეულზე უამრავი სვირინგი.
-ვოჰო,-წარმოვთქვი და ისე შევხედე როგორც სემს შევხედავდი იგივე ფორმაში
-წამო გავისეირნოთ აქ ისე ანათებს მზე მალე ტვინი ამიორთქლდება
-კარგი წავედით,-მობილურს დავავლე ხელი და სემს სმს გავუგზავნე მალე მოვალთქო
„კარგი ლილა მეც მალე მოვალ“ სმაილი გამომიგზავნა თვალს მიკრავდა და მივხვდი რომ ყველაფერი კარგად მიდოდა
„მაგ გოგოს გამო თუ მიმატოვებ მოგკლავ ტრისტან“
„არა იზოლდა ეგ რა თქვი მე შენ ვისში უნდა გაგცვალო სამუდამოდ მიყვარხარ“

მეტმა თავისი სამუშაო ადგილი დამათვალიერებინა მოზრდილი კაფე ჰქონდა სანაპიროსთან ახლოს და ხალხის სინაკლებესაც არ უჩიოდა
-მომწონს აქ
-მოდი და რამდენი ხნითაც მოგინდება იყავი ხოლმა
-იცი რა? შენ ჩამოდი ჩვენთნ და ცოტახანს დარჩი რას იტყვი?
-ასეთი მშვენიერი არსების მოპატიჟებაზე რათქმაუნდა თნახმა ვარ


ბაბუაწვერა 7
-დიდიხანი ნუ დაიგვიანებთ,-მომაძახა დედამ კარში
-კარგი დედა მალე მოვალთ,-მეტის მანქანის ღია კარში შევხტი და მხურვალედ ვაკოცე ლოყაზე მე ჯარედის დავიწყება მჭირდებოდა მეტი კი საუკეთესო ვარიანტი იყო ამისათვის
-საღამო მშვიდობის ლილა,-გამიღიმა და ძრავა ჩართო
-საღამო მშვიდობის,-წავიღიღინე და ღვედი შევიკარი
მე და მეტი კინოში მივდიოდით რაღაც ახალ ფილმზე რომელიც მომეწონა
-ახლა რავქნათ? სახლში არ მინდა,-დაიწუწუნა მეტმა
-არც მე მინდა სახლში,-დავიჯღანე მეც
-წამო პარკში წავიდეთ,-მხრებზე ხელი მომხვია და პარკის მიმართულებით წავედით.
პარკი სავსე იყო ძლივს ვიპოვეთ ადგილი დასაჯდომად და მაშინვე ჩამოვსხედით რომ ვინმეს არ დაესწრო
-რამხელა კონკურენციაა სკამებზე,-ამოთქვა მეტმა ღიმილით
-ჰოო,-დავეთანხმე მეც და სკამის საზურგეს მივეყრდენი. მეტი სკამზე გადაწვა და თავი მუხლებზე დამადო
-აბა ლილა პირს მიამბე რა გეგმები გაქვს სკოლის შემდეგ
-გეგმები იგივეა რაც ცამეტი წლის წინ
-ანუ პრესტიჟული უნივერსიტეტი არა?
-ჰო
-მე წარმატებული ქალის მეგობარი ვიქნები მომწონს,-ჩაიცინა და ჩემი ხელი დაიჭირა,-ან მეგობარზე რაღაც უფრო მეტი
-შესაძლოა,-წამიერად ზიზღის გრძნობა გამიჩნდა მეტის მიმართ ეს რომ მითხრა მაგრამ ნერწყვთან ერთად გადავყლაპე და ზურგიდან ისეთი მწველი მზერა ვიგრძენი ვერ მოვითმინე და მივიხედე.
-რამოხდა?-თავი წამოყო მეტმაც და ჩემს მზერას გააყოლა თვალი. ჯარედს თვალები უფრო გაუწვრილდა უცნობთან ერთად რომ დამინახა და სელენა კიდევ უფრო ძიერად მიიკრა მკერდზე.
-მეტ იქნებ წავიდეთ?
-თუ გინდა წავიდეთ პატარავ,-მეტი მიხვდა რაც ხდებოდა და ფეხზე წამოდგა
-არაფერი უბრალოდ სამეცადინეო მაქვს ხომ იცი დარმუთი და იე...-სიტყვა რა მქონდა დამთვრებული რომ მეტი ჩემსკენ დაიხარა და მაკოცა.
ეს ძალიან უცნაური გრძნობდა იყო არაფრით არ ჰგავდა არც ჯარედის კოცნას მისი კოცნა და არც მის შეხებას ერთი წამითაც არ ამჩქარებია გული ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ ხეს ვკოცნიდი უფრო სწორედ მკოცნიდა.
-ახლა წავიდეთ,-მითხრა კმაყოფილმა და წელზე ხელი მომხვია
-მეტ ეს...
-არაჩვეულებრივი იყო ვიცი ბევრს უთქვამს,-ამაყად ასწია თავი
-ჰოო,-დაბნეულმა ვთქვი რა აზრი ჰქონდა და გავყევი.

აღარც მეცადინეობა მინდოდა და არც ძილი როგორცკი თვალებს ვხუჭავდი ჯარედის ტკივილიანი სახე მედგა თვალწინ და საშინლად მტკიოდა გული მაგრამ ღირსია მე ხომ სათამაშო ვარ სემის სათამაშო რომლითც თამაში უნდოდა.
სკოლიდან მეტმა წამომიყვანა და ვთხოვე დედას ატელიაში წავეყვანე
-იცი ლილს გავიგე რომ შენს სკოლაში ცეკვები იმართება მოდი წამოვალ
-კი მაგრამ მეწყვილე გყავს?
-კი შენ პატარავ
-მე სემს დავპირდი რომ მასთნ ერთად წავიდოდი
-კარგი რაა სემი ხომ. ის ჩემნაირი არაა,-უკვე ვნანობდი მეტი რომ დავპატიჟე
-კარგი მეტ წამოდი მოგიძებნი ვინმეს,-დედას ატელიეს წინ ჩამოვხტი და ჩემი საღამოს კაბის მოსაზომებლად წავედი.
დედამ შავი ტანზე კარგად მომდგარი კაბა შემიკერა უკან უზურგო და მთლიანად დახურული გულით რომელიც მიხდებოდა მგონი მერე ენის კაბაც ავიღე და ჯერემის დავურეკე რომ ენისთვის მიეტანა არა კი არაფერი უბრალოდ მეგობრობდნენ მაგრამ მე ხომ მისია მქონდა.
-ლილა სადახარ?-გაისმა ტელეფონში სემის ხმა
-დედასთან
-მოვალ და სმოკინგის ასარჩევად წავიდეთ რაა
-კარგი მოდი
სემი იქამდე მოვიდა სანამ დედა მოასწრებდა მეტზე რაღაცეები ეკითხა
-წავედით,-მითხრა ხალისიანდ და მეც მის მოტოციკლზე დავიკავე ჩემი ადგილი
-ლილა რატომ გამოიყურები ასე უცნაურად?
-გახსოვს ერთი კვირის წინ მე და მეტი კინოში რომ ვიყავით?
-კი რამე დააშავა?
-მაკოცა,-ვთქვი და ტუჩია ავიბზუე
-მერე
-მერე ის რომ ეს უცნაური იყო გულის ამრევიცკი
-გინდა დაველაპარაკო?
-არა ორ დღეში მიდის და იქნებ აღარც დაბრუნდეს
-ლილა თუ ზედმეტი მოუვა იცოდე მითხარი კარგი?-სემმა თავი ამაწევინა და თვალებში შემომხედა
-კარგი,-მოვეხვიე და კისერზე ვაკოცე
სმოკინგის შერჩევა არც ისე ადვილი იყო როგორც მე მეგონა ძლიან ბევრი სმოკინგი მოგვეწონა მაგრამ საბოლოოდ მაინც არმანის შავი პიჯაკი ვიყიდეთ და შესაბამისი საათიც ზედ მივაყოლეთ.
-გადასარევი მეწყვილე გეყოლები,-ჩაილაპარაკა სემმა
-შენ ისედაც გადასარევი ხარ.

საღმოს სემმა შვიდზე მომაკითხა და მადლობა ღმერთს რომ მეტს მოასწრო
-აბა მზად ხარ?
-კი
-გამოსაშვებზეც ერთდ წავალთ ხო?
-რათქმაუნდა,-მხრები ავიჩეჩე და სემს ხელკავი გამოვდე
სპორტ დარბაზში კალათბურთის ფარები მოეხსნათ ბადე აეკეცათ და ისე გამოიყურებოდა გეგონებოდა სპეციალურად ამ დღისთვი ააშენეს ეს შენობაო.
პირველი რამდენიმე ცეკვა მე და სემმა მშვიდად ვიცეკვეთ
-სემ მადლობა რომ ჩემს მოსვლამდე ჩემს გოგოს მიხედე,-მეტმა ხელი გამომიწოდა
-არაფრის,-სემს მიშველე მეთქი ერთი გავხედე და მეტს წავყევი მაგრამ ერიკი არ მოვიდა და სემი ენმა წაიყვანა საცეკვაოდ.
-ლილს რას იტყვი მე და შენ რომ დავქორწინდეთ ჰა?
-არამგონია,-სახე დამეღმინჯა
-რატომაც არა მე კარგი ბიჭი ვარ ოჯახის უფროსადაც გამოვდგები
-ხო მეტ შენ იდეალური ხარ მაგრამ მე არ მინდა შენთან ერთად ცხოვრება ჩვენ მეგობრები ვართ
„რისთვის მსჯი ღმერთო?“ამოვილაპარაკე ჩუმად
-ლილს ცოტა ხმამაღლა არ მესმის
-უბრალოდ ვიცეკვოთ კარგი?
-ჰომ
სამადლოდ მეტი ცოტახანს ჩუმად იყო მაგრამ ათს რომ გადასცდა ალბათ ბატარეა დაემუხტა და ისევ ალაპარაკდა
-წამო რა გარეთ დავიღალე აქ
-კარგი ხო,-ვერ გავიგე როდიდან გახდა ასეთი იდოტი ეს ბიჭი თითქოს ნორმალური იყო იმ საღამომდე
სულელური დიალოგი რომელიც ჩვენს შორის გაიმართა კიდევ ერთ საათს გაგრძელდა
-მგონი უკვე თორმეტია,-თქვა ბოლოს
-არა თორმეტის ათი წუთია ჯერ,-ვუთახრი და კედელს ავეწებე რადგან დგომით ძალიან ვიყავი დაღლილი
-ესეიგი ჯერ ადრეა
-რა არის ადრე შენ რა კონკია ხარ?-დავინტერესდი
-არა მკითხავთან ვიყავვი და მითხრა გოგოს რომელიც მოგწონს თორმეტზე თუ აკოცებ შეუყვარდებიო,-რა იდიოტია არ შემიძია
-არამგონია ეგ სიმართლე იყოს,-ეჭვით შევხედე
-ვცდი მაინც იცი რამდენი გადავიხადე მაგ რჩევისთვის?
-ვის კოცნას აპირებ ?-ვითომ არ იცი ლილა გაიქეცი აქედან
-შენს რათქმაუნდა,-როგორც ჩანს გადაწყვიტა მკითხავისთის არ დაეჯერებინა მომიახლოვდა და ისევ გულისამრევად მაკოცა
-კარგი მეტ საკმარისია მომეშვი
-არაფერიც,-არაფრის დიდიებით არ მშორდებოდა
-მეტ მომშორდი ემთქი
-კარგი რა ლილა
-მეტ,-მოულოდნელად მეტის სხეული ერთიანად მოსწყდა ჩემსას და აზრზე რომ მოვედი უკვე მიწაზე ეგდო
-ხომ გითხრა შეეშვი
-შენ ვინ ჯანდაბა ხარ
-ის ვინც ახლა სიფათს გაგილამაზებს,-ჯარედი მეტის საყელოს ჩააფრინდა და მიწიდან ააყენა მერე ისევ ძლიერად მოუქნია და ისე დაარტყა მგონნი ცხვირი გაუხეთქა
-წამოდი სანამ მოვკლავ,-მითხრა და თავისი პიჯაკი გამომიწოდა რომელიც იმ წამს აიღო მიწიდან
-მადლობა,-ამოვილაპარაკე მე და პიჯაკი მხრებზე შემოვიხურე
-რატომ უნდა გადაეყარო ყოველთვის ასეთ ნაბი*ვრებს ლილა რაჯანდაბისთვის?-ისე ყვიროდა თითქოს სიცოცხლე შემინარჩუნა
-არვიცი,-ამოვილაპარაკე ისევ და მის ჰამერის ჯიპში ჩავჯექი
-სად მივდივართ?
-უნდა დავწყნარდე,-მითხრა და კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს მათი კრაჭუნი გავიგონე
-შენ რა ედვარდ კალენი ხარ?-ეჭვით შვხედე
-ედვარდ კალენი რომ ვიყო ნაკლებად მომხიბლავ გოგოს ავირჩევდი და მოვშრდებოდი აქედან,-ღიმილით გადმომხედა
-მადლობა კომპლიმენტისთვის
-არაფრის ლილა
-სახლში მიმიყვან?
-არა
-რატომ?
-იმიტომ რომ შენ არცერთ თხოვნას არ მისრულებ
-რა მთხოვე და არ შეგისრულე
-თვალებით გითხარი თავი შორს დაიჭირე ასეთი ხალხისგან მეთქი შენ კიდე პირდაპირ ხახაში ჩუვარდი ერთ-ერთს
-მაპატიე,-ამოვიბლუკუნე
-ვერა
-რას ბოდილობ საერთოდ?-თავი არვიცი ვინ მეგონა მაგრამ უცნაური იყო ასე რომ მელაპარაკებოდა
-იმას რომ არ მიყვარს ჩემს საკუთრებას ვინმე ასე უხეშად რომ ექცევა
-რა არის შენი საკუთრება?
-შენ ლილა პირს შენ ხარ იმ წამიდან რომ დაგინახე
-რას მეუბნები,-ჩავილაპარაკე ირონიულად და ფანჯარაში გავიხედე
-სიმართლეს,-ცალი წარბი ასწია და შემომხედა
-ვირი ხარ ჯარედ მე კიდე მუტანტ ვირებს არ ვეკუთნი
-გეშლება ლილა სწორედ რომ ეკუთვნი,-ხელი დამავლო კალთში გადამისვა და ისე მომეხვია თითქოს უკანასკნელად მხედავდა,-მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ,-ხელები შემოვხვიე და გავირინდე.
.........
ახლა რახდება ჩემო უსაყვარლესებო ძალიან დიდი მოტივატორია ჩემთვის თქვენი კომენტარები და კიდე დამიწერეთ რააა



№1 სტუმარი Guest ლელა

ძალიან მომწონს და იმედია მალე დადებ შემდეგს.

 


№2  offline წევრი ki si

Guest ლელა
ძალიან მომწონს და იმედია მალე დადებ შემდეგს.

Madloba aucileblad

 


№3  offline წევრი სევდისფერი

მალე დადე თორემ გავგიჟდები...რა დროს შეწყვიტე ცუღლუტო

 


№4  offline წევრი ki si

სევდისფერი
მალე დადე თორემ გავგიჟდები...რა დროს შეწყვიტე ცუღლუტო

Dave ukve sayvarelo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent