შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(VIII თავი)


7-07-2017, 22:55
ავტორი Lily Morgan
ნანახია 1 948

-გაბი?
-გისმენ!
-რაღაც უნდა გითხრა!
-თუ რამე მაქს...
-არა მაქსიმეს არ ეხება...
-კარგი,მაშინ მოყევი!
-მოკლედ,თაკო მასწ.-მა დამირეკა და მთხოვა შენთვის გადმომეცა,რომ...
-რომ მე აღარ ვიცეკვებ,ხომ?
-ხო...−თვალებზე ცრემლები მომადგა და მათი გაჩერება არც მიცდია...ჩემთვის, ჩუმად ვტიროდი.
-ჩემს მაგივრად ვინ ცეკვავს?−ვკითხე,როდესაც ცოტა დავმშვიდდი.
-ნატუკა!..მან შენი წასვლის მერე შენი ყველა სოლო მიითვისა!..
მე გავჩუმდი...არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა,მაგრამ ცოტახნის შემდეგ ისევ დავიწყე საუბარი...
-ლიზა?
-გისმენ!
-შენი აზრით გაიმარჯვებთ?
-არ ვიცი გაბი.ადრე მეგონა რომ შევძლებდით,მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიცი...ჩვენ ორი უძლიერესი მოცეკვავე დავკარგეთ!
-ისევ დაიკარგა?
-ხო,ისევ გაქრა! და არავინ იცის სად...
-ნიკუშამაც არ იცის?
-ნიკუშამ ზუსტად არ იცის...მარტო ის მითხრა მგონი მამის ბიზნესს გადაიბარებს ნიუ-იორკშიო! ადრე არ უნდოდა თურმე სხვაგან წასვლა და ბიზსნესის სათავეში ჩადგომა,მაგრამ ახლა მგონი სწავლას იქ დაამთავრებს და შემდეგ ბიზნესს გაყვება!
-გასაგებია!
-გენატრება?
-თანაც როგორ! მაგრამ ასე როგორ გამიმეტა?!..
ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა...
-გაბი, ცეკვასთან დაკავშირებით რას იზამ?
-აღარ გავაგრძელებ! ალბათ არ არის ცეკვა ჩემი საქმე და იმიტომ გადატრიალდა ყველაფერი ასე, მაგრამ შენს ბედნიერ სახეს მაინც არ მოვაკლდები! შეიძლება პირდაპირ ვერ გნახო,მაგრამ ინტერნეტით გნახავ.ან ტელევიზორში ჩავრთავ იმ არხს,სადაც ამ კონკურსს გაუშვებენ!..მე ვამაყობ შენით ლიზა!..შენ საუკეთესო ხარ!..საუკეთესო არა მარტო ცეკვაში,არამედ ცხოვრებაშიც!
ლიზას რაც ძალა და ღონე ჰქონდა ჩამეხუტა და 5-10 წუთში წავიდა,მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც აწუხებდა!..თითქოს რაღაცას ვერ მეუბნებოდა. კარები დავხურე და ჩემი დის ოთახში შევედი. უკვე ტკბილად ეძინა!.. მივედი შუბლზე ვაკოცე,საბანი კარგად დავაფარე და ჩემს ოთახში გავედი!..
2საათი გაშტერებული ვიწექი. ვეღარაფერს ვფიქრობდი!.. ვერ ვიძინებდი!.. ვერ ვინძრეოდი!..ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გამკოჭეს!..ორსაათიანი წვალების შემდეგ,როგორც იქნა მეღირსა ძილი!
* * *
ლოგინში ვწევარ და მძინავს.ამ დროს შუბლზე ვიღაცის ნაზი ტუჩები ვიგრძენი...
-დედა რატომ არ გძინავს?−და თვალები ძლივს გავახილე...ჩემი თვალების გახელა და ცრემლების წამოსვლა ერთი იყო.−მამა?
-შვილო,ჩემო ლამაზო,როგორ ხარ?
-მამა,ეს შენ ხარ? შენ აქ როგორ ხარ? რა ხდება? სიზმარში ვარ?
-ხო შვილო სიზმარში ხარ! მომენატრე ჩემო პირველო სიხარულო!
-მეც ძალიან მომენატრე მა!−წამოვჯექი და მაგრად ჩავეხუტე.
-გაბი...რა ლამაზი სახელი გქვია...გაბრიელა...იცი გაბრიელა რას ნიშნავს?−თან მარჯვენა ხელი ლოყისკენ წამოიღო და ცერა თითით ცრემლი მომწმინდა.
-რას ნიშნავს?
-ღმერთის უმამაცეს ქალს (God’s bravest woman)
-რა მაგარია!
-იცი შენ იმსახურებ ამ სახელს...იმიტომ რომ შენ ჩემი მამაცი გოგო ხარ! საყვარელი ადამიანის გამო ტყვიასაც კი არ შეუშინდი!
-ამაზე საუბარი არ მსურს!
-ამაზე სალაპარაკოდ არც მოვსულვარ! უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ცეკვა არ შეწყვიტო! ეს შენი ცხოვრება იყო,არის და იქნება! არც მიზეზი მკითხო თუ რატომ გეუბნები ამას და არც ეჭვი შეიტანო ჩემს ნათქვამში! შენ ცეკვა უნდა გააგრძელო! ჩემი ხათრით და შენი თავის ხათრით უნდა გააგრძელო! დამიჯერე მამი!
-დრო აღარ არის...მეცადინეობას მაინც ვერ მოვასწრებ! ამ აურზაურში ორი ცეკვის დაგეგმა მოასწრეს და მე ვეღარაფერს ვიზამ! ბავშვებიც არჩეულები არიან!
-შენ უბრალოდ ენერგია არ დაიშურო,ბევრი იმეცადინე,არ დანებდე...რომელი სოლოებიც უნდა ყოფილიყო შენი ყველაფერი კარგად ისწავლე, დანარჩენი კი მე მომანდე! ახლა კი ჩემი წასვლის დროა და იცოდე რომ მე კარგად ვარ და ჩემს გამო აღარ იტიროთ! ჩემი ცხოვრების სამი ულამაზესი ქალბატონი დავტოვე,მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო...სამივე ძალიან მიყვარხართ და უზომოდ მენატრებით! მოდი ჩაგეხუტო და წავედი!
ერთმანეთს ძლიერად მოვეხვიეთ და უეცრად სიბნელეში აღმოვჩნდი...
* * *
როდესაც გავიღვიძე თვალები დასიებული და დაწითლებული მქონდა,ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. ავდექი ვანაში შევედი,სახე მოვიბანე და სასკოლოდ გავემზადე.ლურჯი კომბინიზონი ჩავიცვი ნარინჯისფერ-შავი ზოლებით წელზე და შავი ,,ბასანოჭკები’’ თეთრი ძირებით. თმის ნაწილი ავიკარი და ნაწილი გაშლილი დავტოვე და ისე წავედი.სესის დედა წაიყვანს სკოლაში,ამიტომ მე მარტომ ჩავირბინე ავტობუსის გაჩერებასთან. ამ დროს მოტოციკლეტი გაჩერდა. გული ამიჩქარდა და სადაც იყო დავეცემოდი.ამ დროს მოტციკლეტზე მჯდარმა ბიჭმა ჩაფხუტი მოიხადა და...
აჩი!
აჩი იყო და არა...
მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს!...
-პრივეტ გაბი,როგორ ხარ?
-არამიშავს შენ?
-რავი მეც ასე! არ გინდა სკოლამდე მიგიყვან.
-რავი აბა...იყოს ავტობუსით წავალ!
-წამო, წამო, გაგიყვან!
-არა, მადლობა!ავტობუსით წავალ.
-კაი,მაშინ დროებით.
-კარგად!
როგორც იქნა მივაღწიე სკოლაში, რა თქმა უნდა დაგვიანებით. შევვარდი კლასში და ჩემს მერხზეც და ჩემს გვერდითაც ჩემი პარალელები იჯდნენ.
-გაბი,ისევ დააგვიანე!
-ბოდიშით მას!
-შენს ადგილას ზიან,ასე რომ ამ ყველაფერმა რომ აურზაური არ გამოიწვიოს,უკან კუთხესთან,აჩის გვერდით არის ერთი თავისუფალი სკამია და იქ დაჯექი.ერთი გაკვეთილი ასე ,მოგიწევთ ყოფნა,რაღაც გადანაცვლდა!
-კარგით მას!
მივედი და დავჯექი.
-ისევ გამარჯობა!
-ისევ გაგიმარჯოს!
-არ გინდა სკოლის მერე გავისეირნოთ?
-დიდი სიამოვნებით,მაგრამ სახლში საქმეები მაქვს და თან დღეს გაკვეთილზეც დაგესწრებით...უკვე ხომ ბოლო კვირაა?
-კი ბოლო კვირაა და ამ საღამოს სამივე ცეკვის გამეორებას ვიწყებთ.
-ხოდა მაინტერესებს რა გამოგივიდათ.
-კარგი,მაშინ გელოდებით.
-დევდარიანი,შენ სულ ვიღაცას როგორ უნდა ელაპარაკებოდე!
-ბოდიშით მას!−და მაგის მერე მთელი გაკვეთილი ხმა აღარ ამოგვიღია.
სკოლის შემდეგ გამოვედი ეზოში და ერთი კრუგი დავრტყი სეირნობით. მიყვარს ჩვენი სკოლის ეზო,რადგან გარშემო სულ ხეებია და ტყეს მაგონებს.მე კი მომწონს ესეთი გარემო.ამ დროს ერთ-ერთ ხესთან დავინახე აჩი და ნატუკა ერთად იდგნენ ხელი-ხელ ჩაკიდებულები,შემდეგ ნატუკამ აჩის დაადო მხარზე თავი...მე სასწრაფოდ ტელეფონი ამოვიღე და ვიდეოს გადაღება დავიწყე.აჩიმ ნიკაპზე მოკიდა ხელი,თავი ააწევინა და ჯერ შუბლზე აკოცა და შემდეგ მის ბაგეებს დაეწაფა. უცბად გაჩერდნენ და მეც სასწრაფოდ დიდ ხეს ამოვეფარე. იქვე სკამი იყო დაჯდნენ და დაიწყეს ლაპარაკი,მეც სასწრაფოდ ტელეფონი მოვიმარჯვე და ყველაფერი ჩავწერე:
-როდის აპირებ თქმას? უკვე 2 წელი გავიდა.
-ვიცი,მაგრამ ხო იცი მაქსიმე როგორ გვჭირდებოდა. მას ბევრი ფული აქვს,ჩვენ კი აქედან გაქცევა გვინდა სკოლის დამთავრების მერე.
-ვიცი,მაგრამ არ მიყვარს მასთან რომ გიყურებ!
-ახლა ის აქ აღარ არის და ცოტახანი თავისუფლები ვართ! ხო მართლა გაბრიელასთან დაკავშირებით რა ხდება?
-გასეირნებაზეც კი ვერ დავითანხმე.
-ხო ჯიუტია,მაგრამ უნდა მოარჯულო!
-ვეცდები ჩემო საყვარელო
-მიყ...
ამ დროს ფეხი ხის დიდ ფესვს წამოვკარი.კივილის მსგავსი ხმა ამომხდა.თავი შევიმაგრე და სასწრაფოდ გამოვიქეცი.გაჩერებასთან მივვარდი,ავობუსი უკვე მიდიოდა,მაგრამ სირბილით დავეწიე,კარი გავაღებინე და სასწრაფოდ ავვარდი!..
როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე,ვიდეო კომპიუტერში გადავიტანე,შემდეგ ტელეფონი კარგად რომ დაიტენოს შევაერთე და სამეცადინოდ დავჯექი.
როდესაც მოვრჩი მეცადინეობას უკვე 7-ის ნახევარი იყო. ტანსაცმელი გახდილი არ მქონდა სკოლის მერე და ამიტომ ტელეფონი გამოვაერთე და პირდაპირ ასე წავედი.იქ მაინც არ ვცეკვავდი,უბრალოდ გადასაღებად მივდიოდი.
შევდგი თუ არა ფეხი დარბაზში შემომეფეთა ნატუკა.
-ვაიმე,გაბუს გავიგე ტყვია გესროლეს...ახლა როგორ ხარ? რა ცუდია ცეკვას რომ ვეღარ შეძლებ−და ვითომ მოწყენილის სახე დაიკავა.როგორ მინდა ისიც ვუთხრა ტყვია ვის გამო მომხვდა,მაგრამ ამ დონეზე არ დავეცემი.
-არ ინერვიულო უკვე კარგად ვარ.მოპარული სოლოების ილეთები როგორ აითვისე?−დამცინავი და ირონიული სახით გავხედე.
-შენ თუ გგონია,რომ ეს ყველაფერი მე ჩავაწყვე ცდები.უბრალოდ თაკომ მასწ.-მა მთხოვა შენ დადექი გაბის მაგივრად და უარს ხომ არ ვეტყოდი.
-შენ უარს არავის არაფერზე არ ეუბნები,არც გოგოებს და მითუმეტეს არც ბიჭებს−და მის პასუხს არც კი დაველოდე.უბრალოდ დამცინავი ღიმილით ჩავუარე.
ო ღმერთო,ეს ტასოა...აქ რას აკეთებს? ვაიმე ამას რა გაუძლებს. თან თვალებით ლიზას ძებნა დავიწყე...აი ისიც! ვიპოვე! ნიკუშას ელაპარაკებოდა საკმაოდ შეწუხებული სახით და მე რომ დამინახა გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა.
-ლიზა,რა ხდება?რა გაწუხებს?
-არაფერი უბრალოდ ცეკვის გამო ვნერვიულობ და ნიკუშასაც სწორედ ცეკვაზე ვესაუბრებოდი.
-კაი არ ინერვიულო,მაგრად იქნება ყველაფერი!..ხო მართლა,ტასო აქ რას აკეთებს?რა უნდა?
-თურმე ნატუკას გაუცვნია ტასო და დადაქალებულან. ეს დღეებია ხშირად ესწრება გაკვეთილებს.მგონი რომელიღაც ბიჭსაც დაადგა თვალი. ვაიმე ნიკუშას თუ დაუწყო რამე თვალებს დავთხრი.
-შენ და ნიკუშა ოფიციალურად შეყვარებულები ხართ? მთელი თავისი პირველი კოცნით და რამე?
-აუ კიი...იცი რა კარგი და საყვარელია!
-ვაიმე როგორ მიხარია შენი ბედნიერება ჩემო სიხარულო!−მთელი ძალით ჩავეხუტე.
ამ დროს მასწავლებელმა დაუძახა და ესენიც გადაცვივდნენ დარბაზის მეორე მხარეს.მე ჩემი ტელეფონი ამოვიღე და ნატუკას ყველა სოლო გადავიღე. თითოეული ილეთი კარგად დავაფიქსირე. როდესაც ვარჯიში დამთავრდა მე, ნიკუშა და ლიზა ერთად წამოვედით.
-გაბი?
-ხო ნიკუშ.
-ეს რომ არ გითხრა გული არ მომითმენს!
-რა ხდება?−და შევამჩნიე ლიზას გაფითრებული სახე,რომელიც ამ სიტყვების გაგონებისას მაშინვე ნიკუშასკენ მიბრუნდა−რა მოხდა?შენ და ლიზა რომ რაღაცას მიმალავთ დიდი ხანია მივხვდი,მაგრამ რას მაგას ვერა.
-გახსოვს იმ კაცმა რომ თქვა მაქსიმემ შვილი მომიკლაო?! რეალურად მისი შვილი მაქსიმეს არ მოუკლავს. უბრალოდ ერთი ნაძირალა ძმაკაცი გვყავდა და მაქსიმეს სთხოვა ვიღაცასთან ,,სტრელკა’’ მაქვს და წამყევიო,მაქსიმეც ძმაკაცია და რა თქმა უნდა წაყვა.იქ რომ მივიდნენ ვიღაც ბიჭი დახვდათ ანუ იმ კაცის შვილი და ამ ჩენმა ძმაკაცმა ძალიან მაგრად სცემა.იმდენად მაგრად რომ ხელში შემოაკვდა.მაქსიმე აშველებდა,მაგრამ უკვე გვიანი იყო.შემდეგ ეს ჩვენი ,,ძმაკაცი’’ ადგა და მაქსიმე იმ ბიჭს მივარდა ეს რაქენი,მოკალიო? მოკლედ კარგად ამოიგანგლა იმ ბიჭის სისხლში... ამ დროს გასროლის ხმა იყო,მამამისმა გაიგო სადაც იყვნენ და ამ ჩვენმა ,,ძმაკაცმა’’ მაქსიმე იქ დატოვა და გაიქცა(ამის გამო გემრიელადაც მოხვდა ბევრჯერ). მოკლედ ისე მოხდა რომ მაქსიმე დაიჭირეს და როდესაც ვერაფრით ვერ დაამტკიცა მაქსიმემ, რომ უდანაშაულო იყო,იქიდან გამოიქცა.მაგის მერე დიდხანს ეძებდნენ და საბოლოოდ იპოვეს.−ლიზას ვაკვირდებოდი სახეზე და თითქოს მოეშვა.ეს ის ამბავი არ იყო რასაც ლიზა მიმალავდა,მაგრამ ჯერ-ჯერობით ამასაც დავჯერდი.
მადლობა გადავუხადე ნიკუშას რომ ყველაფერი მომიყვა და ამ დროს სახლთანაც მივედი.დავემშვიდობე ბავშვებს და სახლში ავირბინე,წყალი გადავივლე, პიჟამოები ჩავიცვი და ლოგინში ჩავწექი. 1-2საათი გაშტერებული ვიწექი. ამ დროს დედა შემოვიდა ოთახში და მაშინვე თავი მოვიმძინარე.
-გაბი,ვიცი რომ გღვიძავს!
-გადი ოთახიდან!
-ორი წუთით მომისმინე.გთხოვ!
-არა!გადი ოთახიდან!
-გთხოვ!მამას ხათრით!
-კარგი 2 წუთი გაქვს−და მისკენ შევბრუნდი−გისმენ!
-მოკლედ მაშინ ძალიან აღელვებული ვიყავი. მაგრამ ის ბიჭი საფრთხეს წარმოდგენს შენთვის! გთხოვ შეეშვი იმ ბიჭს!
-მაგრამ.მე ის მიყვარდა დე...
-ვიცი დედი,მაგრამ ხომ გაიგე რა გითხრა. მას არ უყვარდი და დარწმუნებული ვარ არც ახლა ახსოვხარ!
-მაგრამ...
-იცი როგორ ვნერვიულობდი შენზე დე! ის დღეები არც საჭმელი მიჭამია,არც მიძინია,არც მიბანავია და არც ტანსაცმელი გამომიცვლია!−მართლაც!ახლა მარტო დავაკვირდი და შევამჩნიე როგორ გამხდარა და ჩამომხმარა.თვალებთან ნაოჭები გასჩენია.−მამაშენი უკე დავკარგე და შენს დაკარგვასაც ვეღარ გადავიტანდი გაბი! ალბათ მოვკვდებოდი დე!
-ასე აღარ თქვა!აღარასდროს!−ცრემლები ღაპაღუპით მოგვდიოდა ორივეს−მოდი ჩამეხუტე!
ვერასდროს ვერ ვიტან დედა რომ ტირის და მითუმეტეს თუ ტირილის მიზეზი მე ვარ. მივედი და რაც ძალა და ღონე მქონდა ჩავეხუტე!შემდეგ ცრემლები მოვწმინდე და მაგრად ვაკოცე. მანაც მაკოცა შუბლზე,საბანი კარგად დამაფარა,ტკბილი ძილი მისურვა და ოთახიდან გავიდა. ამის შემდეგ თითქოს დავწყნარდი. გადავტრიალდი და ტკბილად დამეძინა!

P.S. ბოდიშით დაგვიანებისთვის და იმედია მოგეწონებათ! <3 <3 მგონი შედარებით დიდი თავია ^_^ ^_^



№1 სტუმარი Guest Nina

Dzaan momeons imedia shemdeg tavs male dadeb

 


№2  offline წევრი Lily Morgan

Guest Nina
Dzaan momeons imedia shemdeg tavs male dadeb

ვეცდები ყველანაირად! <3 <3 <3

 


№3 სტუმარი stumari :D

Neta liza ras malavs

Male dadeb shemdeg tavs?

 


№4  offline წევრი Lily Morgan

stumari :D
Neta liza ras malavs

Male dadeb shemdeg tavs?


Male gaigebt! :D :D
Vecdebi yvelanairad :d <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent