შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Take a deep breath, tomorrow will be worst! (12)


7-07-2017, 23:53
ავტორი Hot Chocolate
ნანახია 1 511

მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. დილით კი 7საათზე წამოვხტი ლოგინიდან და ისე გავექეცი იქაურობას თითქოს უჰაერო სივრციდან გავდიოდი. სასტუმრო ოთახში, ტელევიზორის წინ დავჯექი და უაზროდ დავიწყე გამორთული ტელევიზორის ყურება. გული რატომღაც ძალიან ცუდს მიგრძნობს. მგონია დღეს ძალიან კარგი მაგრამ ამავდროულად ძალიან უცნაური რამ მოხდება რისთვისაც მზად არ ვიქნები.
პირველად რატი იღვიძებს და მთქნარებით ეშვება კიბეებზე. რომ მხედავს უკვირს და წამებში გვერდით მიჯდება.
-რამე მოხდა ნია?
-არაფერი. უბრალოდ მთელი ღამე ვერ დავიძინე
-ნუ ხანდახან ხდება თუ სექსუალურად აქტიური პარტნიორი გყავს...
-პრობლემა ეგ არაა. რაღაც მაწუხებს მაგრამ ვერ ვხვდები რა
-ანუ ცუდი წინათგრძნობა გაქვს?
-ზუსტად
-ხო მე მაგეებში ვერ ვერკვევი
სასაცილოდ იფხანს კეფას და ისე მიყურებს თითქოს "ქალურ" თემაზე მეთქვას რაღაც.
-კარგი კარგი.
ბექასთან შევდივარ. ჯერ კიდევ ღრმა ძილით სძინავს. რით დავიმსახურე ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი? იქნებ წინა ცხოვრებაში გავაკეთე რამე ისეთი რომ ასეთ კარგ ადამიანს შევხვდი?
სააბაზანოში მინდა შესვლა მაგრამ გამოსაცვლელი არაფერი მაქვს. ის ტანსაცმელი რომელითაც მოვედი გავრცხე და ჯერ კიდევ სველია. ისევ ბექას კარადაში ვძვრები და იქიდან საროჩკას და ჯინსს ვიღებ. სააბაზანოში ვიძურწები და როცა გამოვდივარ ბექა უკვე გაღვიძებული მხვდება. ოთახში შესულს გაოგნებული მიყურებს მერე კი თვალებს იფშვნეტს და ეღიმება.
-არ მიხდება არა?
-რას ამბობ. ჩემზე მეტად მოგიხდა
-ნუ აზვიადებ
-მოდი ჩემთან.
ისე მკოცნის სამყაროს არსებობა მავიწყდება. ნახევარი საათი მის მკლავებში ვნებივრობ და ცუდი წინათგრძნობა დავიწყებას ეძლევა. მინდა დავიძინო მაგრამ სახლში უნდა დავბრუნდეთ დარწმუნებული ვარ ირაკლი და ნინო ნერვიულობენ.
-ადექი!
ვამბობ მბრძანებლური ტონით და საწოლიდან დაუზარებლად ვხტები.
ანის საუზმე მოუმზადებია და სუფრის გაშლასაც იწყებდა.
-ყოჩაღ შენ! არ მეგონა თუ დიასახლისობას ისწავლიდი.
ვამბობ ხმამაღლა რატის გასაგონად. არც ანი გამოირჩევა სითამამით ამიტომ ისიც ისევე წითლდება როგორც მე გავწითლდებოდი მის ადგილზე.
-მაგდენ ლაყბობას მოდი მომეხმარე.
დილის საუზმით ენერგია მომატებულები სახლისაკენ მიმავალ გზას ვადგებით. ნინო და ირაკლი თავიდან გაკვირვებულები ჩანან. არც ჩემი და ბექას ხელჩაკიდებული შესვლა გამოპარვიათ არც ჩემი ჩაცმულობა და ბედნიერი სახეები.
-სად იყავით?
-დასასვენებლად
კისკისებს ანი.
-ჩვენ აქ ვნერვიულობთ თქვენ კიდე ხუმრობთ?! (ირაკლი)
-მამიკო ხომ გითხარი რომ ბექასთან მივდიოდით? რაღატომ ინერვიულეთ?
-კი მაგრამ ნია საიდან მოხვდა თქვენთან?
-გზაში ერთმანეთს შევხვდით და ბექასთან ისე ავედით
მოხერხებულად იტყუება ანი. ხანდახან მშურს ასეთი ენამოსწრებულობა.
-მოკლედ გაემზადეთ საქველმოქმედო წვეულებაზე მივდივართ და როგორც ყოველთვის ამ წვეულებას ბაღაშვილების ღვინის მარანი მასპინძლობს.
ოფიციალური ტონით გვიცხადებს ირაკლი. ჯერ კიდევ გაბრაზებული ჩანს.
-არის სერ!
ლამისაა სამხედრო სალამი მივცე. ჩემს სიტყვებზე ყველას ეღიმება და სიტუაციაც იმუხტება.
-აბა დრესკოდზეც გვითხარით ერთი-ორი სიტყვა
ინტერესდება ანი.
-შუა ივლისია ამიტომ ღია ცის ქვეშ გადავწყვიტეთ გასვლა ამიტომ გოგოებმა სარაფანები და ბიჭებმა შორტებ-პერანგები უნდა ატაროთ.
-აჰამ! საქმეს შევუდგები ორი ადამიანი უნდა მოვაწესრიგო რომელსაც მოდის არაფერი გაეგება (ანი)
-ნუთუ ახლა დაიტრაბახე?! (ბექა)
-დიახაც
-და იმ ორ ადამიანში ვინ იგულისხმე? (რატი)
-ბექა და ნია რა თქმა უნდა.
-სულაც არაა ეგრე
ვიბუსხები უცბად და იმის დასამტკიცებლად რომ გამეგება წინადადებას ვაყენებ
-მე თვითონ ავარჩევ ჩემთვის და ბექასთვის ტანსაცმელს!
-მოსულა.
ბექა ოთახში ძალით ამყავს და მთელ კარადას ვაქოთებ. ბოლოს კმაყოფილი დავყურებ კრემისფერ ბრიჯებს და ცისფერ მოკლესახელოებიან პერანგს და ვაძალებ მოისინჯოს.
-რა კარგია რომ უკვე ჩემი ხარ!
ვჩურჩულებ მონუსხული. შესანიშნავად გამოიყურება.
-ახლა შენი ჯერია!
-წავედით.
ჩემს ოთახსაც იგივე ემართება რაც ბექას ოთახს დავმართე.
დიდ ძებნის შემდეგ ბექა 3სარაფანს მიდებს წინ.
-მოისინჯე
პირველად ყვითელ სარაფანს ვისინჯავ რომელსაც ლიმნისფერი ყვავილები ახატია.
-სრულებით არ მომწონს
უკმაყოფილოდ ვბრუნდები შიგნით თუმცა არც მეორე კაბაა გადასარევი. მესამე კაბა მართლაც მომწონს. ბაცი ფერის ვარდისფერ, იასამნისფერის ნაზავი რომელზეც ცისფერი და ლურჯი ყვავილები შესანიშნავ კომბინაციას ქმნის. ნაჭერი ხავერდოვანი და რბილია.
-ხო აი ეს ძალიან მომწონს
დიდ სარკეში ხელიხელჩაკიდებულნი ვიხედებით.
-ძალიან კარგი წყვილი ვართ ხვდები?
მორცხვად მეღიმება.
-მიყვარხარ!
-მეც
მზადების პროცესს კოცნით ვაგვირგვინებთ.
-ჰეი ხალხო ბოდიში რომანტიკა და სიყვარულობანა რომ შეგაწყვეტინეთ მაგრამ გვაგვიანდება.
-მოვდივართ ხო
"თავი მომაბეზრე" ტონით პასუხობს დას თუმცა ხელები ჯერ კიდევ ჩემს წელზე აქვს შემოხვეული.
-სწრაფად!
-ნერვებს მიშლი!
-მაგისთვის ვვარსებობ სიხარულო
ამბობს გაბრწყინებული სახით ანი.
ყველანი ძალიან საზაფხულო ფორმაში ვართ და არც სიცხე გვაწუხებს თუმცა გარეთ გასვლის შემდეგ აღარავის გვინდა წვეულება. სასტიკად ცხელა!
წვეულებაზე საკმაოდ კარგი ატმოსფეროა არც ოფიციალური ტონები და არც საქმიანი ჩაცმულობები მუსიკაც ხმამაღლა ისმის მაგრამ არა გამაღიზიანებლად. არც ცივი სასმელების ნაკლებობას განვიცდით. მართალია ყველაფერი კარგად მიდის და არც ბექა მცილდება გვერდიდან მაგრამ უსიამოვნო სახეებს მაინც ვხედავ. არ შემიძლია ალექსანდრეს ურცხვი სახე დავაიგნორო. როგორც კი ბექა მცილდება და ირაკლისკენ მიდის ალექსანდრე ჩემსკენ მოემართება ვცდილობ გავიქცე მაგრამ აი აქ კი კამერის შუქი მაბრმავებს ხმა კი მაყრუებს. როგორც ჩანს ძალიან აინტერესებთ ე.წ. "ბედნიერი წყვილის" ურთიერთობა. მოდის და იმის მაგივრად რომ ხელი ჩამომართვას მეხუტება. ჰოო მეწეწება.
-სასწრაფოდ მომშორდი
არ ვიცი როგორი ტონი მაქვს მაგრამ მალევე მშორდება. გულთამპყრობელივით მიღიმის მე კი მხოლოდ ვუბღვერ.
-გაიღიმე დაგავიწყდა რომ "წყვილი" ვართ?
-ეგ შენი კიდევ ერთი ოცნებაა.
-როგორც ჩანს გაზეთები არ წაგიკითხავს
-არა რადგან უამრავი ტყუილი იწერება.
-ვითომ?
-იცოდე მაგ 32 კბილს სათითაოდ დაგაყრევინებ მომშორდი!
-არა!
-რით ვერ შეიგნე რომ არ მომწონხარ და მითუმეტეს მიყვარხარ? იმდენად თავდაჯერებული, თვითკმაყოფილი, ქვის ხანის გადმონაშთი იდიოტი ხარ რომ შენს პატარა ტვინამდე ვერ დავიდა რომ არა თუ მიყვარხარ არამედ მძულხარ. მე სხვა მიყვარს გესმის?!
ჩემი ხმა უკვე ხმამაღლა და მკაფიოდ ისმის რადგან ასეთი გაცეცხლებული არასდროს ვყოფილვარ. როგორც ჩანს ამ იმბეცილის გამო მოვხვდი ჟურნალის გარეკანზე ამ დეგენერატმა მისცა ინტერვიუ და ისე გამოიყვანა თითქოს შეყვარებულები ვართ.
ბექა არ აყოვნებს და გაბრაზებული მოემართება.
-რამდენჯერ გითხრა ნიას არ მიეკარო მეთქი?! დაყრუვდი თუ რა გჭირს? ვერ ხვდები რომ აწუხებ?
ჟურნალისტები გაფაციცებით გვაკვირდებიან და არც სხვების გაკვირვებული მზერა მეპარება.
-ნიას მე ვუყვარვარ
-უყვარდი რით ვერ გაიგე? მოეშვი ის ახლა ჩემია
-გთხოვ დაწყნარდი
ვცდილობ სიტუაცია განვმუხტო.
-წავედით აქედან!
ბექა დედამისის შეშფოთებულ სახესაც აიგნორებს მანქანაში მსვამს. უხმოდ მივუყვებით გზას.
-ჭკუას ვასწავლი!
-გთხოვ დამშვიდდი.
-როგორ? ის სტატია რომ ვნახე მეგონა კიდევ ერთად იყავით და თურმე იმ არამზადას "დაკვეთით" დაუწერიათ.
-ახლა ხომ იცის რომ ერთად ვართ. უკვე ყველამ იცის.
-შენ ჩემი ხარ!
ისე მიყურებს თითქოს მართლაც მისი ნივთი ვიყო რომლის წართმევაც დაუპირეს. წუთით მეშინია და ამოსუნთქვასაც ვერ ვბედავ
-ისუნთქე ნია. შენი სუნთქვა მამშვიდებს.
-ანუ?
-შენთან ერთად ყოფნა და შენი შეხება ყველაზე კარგი რელაქსაციაა ჩემთვის.
-და სად მივდივართ?
-არსად. დაწყნარება მჭირდებოდა მაგრამ ახლა დავბრუნდებით არ მინდა ირაკლი გავანაწყენო.
-კარგი.
მუსიკა ისევ ისე ხმამაღლა ისმის არც ხალხის სიცილი და ჭიქების ჭახა-ჭუხი შეწყვეტილა და არც ხმამაღალი საუბრები. თითქოს ნახევარი საათის წინაც იგივე ხდებოდა მესიამოვნა კიდეც ყურადღება რომ არ მივიქციეთ ჩვენი მისვლით. ბექა თითქმის არ მშორდებოდა გვერდიდან. ზოგჯერ საქმიან პარტნიორებს და მათ მეუღლეებს მაცნობდა. ბექას კარგად გამოსდიოდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.
- ხომ არ მოიწყინე?
- ცოტათი
- მაშინ ვიცეკვოთ
მტოვებს თუმცა მალევე ბრუნდება და საცეკვაოდ მიწვევს. ჰაერი ედ შირანს ხმით იჟღენთება. მისი ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა "Perfect" ისმის.
-I found a love for me
Darling just dive right in
And follow my lead
Well I found a girl beautiful and sweet 
I never knew you were the someone waiting for me
'Cause we were just kids when we fell in love not knowing what it was
I will not give you up this time
ჩურჩულით ყვება ბექა სიმღერას და ხელებს წელზე მხვევს. მერე დუმდება და განაგრძობს
-Well I found a woman, stronger than anyone I know
She shares my dreams, I hope that someday I'll share her home
I found a love, to carry more than just my secrets
To carry love, to carry children of our own
სიტყვების გააზრებაზე გული იმაზე მეტად მიჩქარდება ვიდრე მაშინ ბექა რომ ჩამოვიდა.
თავს მის მხარზე ვდებ და ვცდილობ სლუკუნი არ დავიწყო
-მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ...
ისე ვიმეორებ თითქოს ჩახვეული მქონდეს ის კი განაგრძობს
-Baby, I'm dancing in the dark, with you between my arms
Barefoot on the grass, listening to our favorite song
I have faith in what I see
Now I know I have met an angel in person
And she looks perfect
I don't deserve this
You look perfect tonight
როგორც კი სიტყვების ჩურჩულს ამთავრებს ვკოცნი. აღარ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი რადგან მე ბექა მიყვარს, მიყვარს ჩემი მუჭისხელა გულით რომელიც წარმოდგენა არ მაქვს როგორ იტევს სიყვარულს რომელიც ყოველ დღე ადგომაში მეხმარება, სიყვარულს რომელიც ცხოვრებაში მეხმარება.
ჩვენი ზღაპარი მთავრდება და ვამჩნევ ხმები შეწყდა აღარავინ იღებს ხმას ხოლო ნინოს თვალები ცრემლებით ავსებია. თავს დაბლა ვხრი და ბექას გვერდიდან ვეხუტები ვამჩნევ რომ სულ არაა დაძაბული უბრალოდ იღიმის და ხალხთან საუბარს განაგრძობს. ნინო უხმოდ მეხუტება ირაკლის კი უჭირს გრძნობების გამოხატვა და მხარზე ხელს მადებს თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უხარია.
მერე კი ვხედავ... თვალები მატყუებს? ბევრი დავლიე? იქნებ საფლავებმა იმოქმედა ცუდად ჩემზე? ან იქნებ თავში სიმსივნე მაქვს რომელიც ჰალუცინაციებს იწვევს? მაგრამ ის კარგად გამოიყურება შეცვლილი და....ბედნიერია.




პ.ს დიდი ბოდიში ამდენ ხანს რომ ვაგვიანებ ხოლმე მაგრამ უნდა მაპატიოთ ამ ბოლო დროს უბრალოდ ვეღარ ვწერ ან ვწერ მაგრამ ცოტას და ერთ თავს ძლივს ვკრავ. ზოგადად თუ ვერ ვწერ არც დავწერ რადგან უემოციო და უინტერესო გამომდის თუ ვწერ ნორმალური გამომდის ამიტომ ხშირად ვაგვიანებ ახალ თავებს :(



№1  offline წევრი ნეპტუნიელი

ვაიმე... გავგიჟდი! რა იყო ეს? გვიან მომიწია წაკითხვა. ამისთვის ბოდიში!!! გააგრძელე. მე ვკითხულობ <3

 


№2  offline წევრი ნეპტუნიელი

სად დაიკარგე? მალე დადე რა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent