შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ არ ხარ ჩემი და! მე შენ მიყვარხარ! (13 თავი)


8-07-2017, 14:29
ავტორი Together
ნანახია 3 226

თითქმის 2 წელი გავიდა რაც ის აღარ მინახია. მის ნახვას მხოლოდ ემილის გამოგზავნილ ფოტოებზე ვახერხებ. ისიც გავიგე რომ ის ამ 2 წელის განმავლობაში უკვე მეთოთხმეტე გოგოსთან ყოფილა. ხომ ვამბობ მას მე აღარც კი ვახსოვარ. მე კი მისი დავიწყება არ შემიძლია! ისევ ის მახსენდება. ტირილს ვიწყებ და ბალიშზე ვემხობი. ხელებს საწოლს ვურტყავ. 6 საათია. ანდრიას ხმა მესმის რომელიც ბაღიდან რამდენიმე წამის დაბრუნებული ყვირის ჩემს სახელს. ცრენლებს ვიწმენდ ვმშვიდდები და მასთან მივდივარ
-სალი რატომ გაქვს თვალები აცრემლიანებული? -მეკითხება დეიდა ქეთი
-ხელი მოვირტყი თვალში -ვამბობ მე
-აბა დაიფიცე. -ამბობს ის მაშინვე
-ქეითიი. არ არის საჭირო ჩემი ამდენი შემოწმება. მართლა ხელი მომხვდა -ვამბობ მე და ანდრიას ჟაკეტს ვხდი. ხო მართლა ქეითს იმიტომ ვეძახი რომ დეიდაჩემი ჩემზე 6 წლითაა უფროსი.
-ხო კარგი. ხვალ უნივერსიტეტს ამთავრებ ხოო? -ამბობს ის
-ხო. რამდენიმე თვით. ყველა ჩემი კურსელი კი უკვე სამუდამოდ დაამთავრებს უნივერსიტეტს -ვამბობ მე
-არაფერია. უკეთ ისწავლი. და პროფესიონალი იქნები შენს საქმეში -ამბობს ის
1 კვირა გადის. სანდრო ალბათ უკვე საზღვარ გარეთ წასასვლელ ყველა საბუთს ამზადებს. და მე საერთოდ აღარც ვახსოვარ. ჩემს ოთახში ვზივარ. ცხელა. მოკლე შორტი მაცვია. ზუსტად ის შორტი რონელიც იმ ღამეს სანდროსთან ერთად ბოლო ღამე რომ გავატარე. ისევ ის მახსემდება და უფრო და უფრო მიყვარდება. ვერასდროს შევძლებ მის დავიწყებას. ფანჯრიდან ვიხედები და ვხედავ რომ ჩემს ეზოს ვიღაც გოგო უახლოვდება. უკვე იმასაც ვამბობ რომ ეს ჩემი სახლია. "მაგარია" გოგონა კარებს აღებს და ნაგაზი მაშინვე მისკენ გარბის ყეფით. მე მაშინვე გარეთ გავრბივარ რადგან სახლში მარტო მე ვარ. ნაგაზს ვიჭერ
-დამშვიდდი მეგობარო. -ვეუბნები ძაღლს. შემდეგ კართან მივდივარ და გარეთ გავდივარ.
-არარსებობს!!-ვამბობ მისი დანახვისას და სწრაფად ვეხუტები გახარებული
-სალიიი როგორ მომენატრე -ამბობს ემილი.
-მეეც ძალიან. აქ რა გინდაა? -ვამბობ მე და ძლივს ვშორდები მონატრებულ მეგობარს.
-შენ რა გეგონა დაქალს დავივიწყებდი? -ამბობს ის
-წამოდი სახლდი შევიდეთ -ვეუბნები მე და კარისკენ მივდივარ.
-მე ვერ შემოვალ -ამბობს ის
-რაა? რატომ?
-ვერ ხვდები? -ამბობს ის სერიოზული სახით.
-ვერა რატომ? -ვიბნევი
-ძაღლი სალიი!-ამბობს ის და ეცინება
-ა ხოო. -ვამბობ მე მეც მეცინება და ნაგაზის დასაბმელად მივდივარ
ორივე სახლში შევდივართ და პირველი რა კითხვასაც ვუსვამ ის არის სანდრო როგორ არის.
-ნორმალურად. შენ რომ წახვედი თავიდან 2 კვირა უნივერსიტეტში არც გამოჩენილა მერე ნელ ნელა დაიწყო სიარული და გოგოების შებმაც.
-და ლიკა? -ვამბობ მე
-ვეღარ იტანს. სახელი გაუტეხა უნივერსიტეტში. ამბობს რომ მასთან მხოლოდ იმიტომ იყო რომ მასთან წვებოდა. და ლიკა ყველაფერზე ეთანხმებოდა.
-ღირსიცაა. -ვამბობ მებრაზით. -მაგრამ რატო? ადრე თუ გვიან ხო მაინც გაიგებდნენ
-სალიიი. მომენატრე. -ამბობს ის და მეხუტება. -უი მგონი გიორგის მოვწონვარ -მეუბნება ის
-მატყუებ -ვამბობ სოცილით
-არა სერიოზულად. რო მხედავს ხოლმე სულ მიცინის და ოთხჯერ დამიტოვა ჩემი სახლის წინ ყვავილები 14 ჯერ ჩამიდო ჩუმად წიგნში ფურცელი და ლექსებს მიწერდა. ჩემს კარადაში კი 8ჯერ ჩამიდო ყვავილები 6 ჯერ შოკოლადის ფილა და 4ჯერ პატარა ყუთი და შიგნით პატარა ფუმფულა სათამაშოებს მიდებდა. და სახლის წინ ვითომ შემთხვევით მოდის ხოლმე და უნივერსიტეტში მივყავარ -ამბობს სიცილით.
-მატყუებ!! -ვამბობ ამჯერად უფრო ხმამაღლა და უფრო მეტად მეცინება
-არაა მართლა. რას იტყვი კარგი ბიჭია?
-რავიცი ასეთი რომანიული თია ალბათ კარგი ბიჭია. -ვამბობ მე
-იმედია დეგენერატი არ იქნება როგორც სხვა ყველა. -ამბობს ის
-იმედია -ცამბობ სიცილით - ხო მართლა აქ საიდან? -ვამბობ ბოლოს.
-შენს სანახავად ჩამოვედი. -ამბობს ის - 1-2 დღე ხო დამტოვებ შენთან? -მწკითხება ის
-ვაიმე მთელი თვე დარჩი თუ გინდა რას მეკითხებიი. -ვამბობ უზომოდ ბედნიერი
-არა მთელი თვე ვერა. მხოლოდ რამდენიმე დღე -აბობს ის
ქეითი და ანდრია სახლში შემოდიან. როგორც ყოველთვის ანდრია მეძახის და ჩემი ოთახისკენ მორბის. ოთახის კარს სასაცილოდ აღებს და ოთახში შემორბის. კალთაში მიჯდება და ემილის მორცხვად უყურებს.
-სალი ეს გოგო ვინ არის? -მეკითხება ჩურჩულით თუმცა ემილის ესმის და ეცინება
-ჩემი დაქალია -მეც ასევე ჩურჩულში ვყვები ანდრიას
-სალი ვინ არის ეს გოგო? - მეკითხება დეიდა და თავაზიანად იღიმის
-ჩემი დაქალია ემილი. -ვამბობ მე და ვამატებ -შეიძლება რამდენიმე დღე აქ დარჩეს?
-რა თქმა უნდა. -ამბობს დეიდა და იცინის.
4 დღე ძალიან სწრაფად გადის. ემილი მიდის. ჩემი და ანდრიას ხვეწნის მიუხედავად ის მაინც მიდის. მას ვემშვიდობები.
1 თვეში დედა და ლუკა ერთად ჩქმოდიან. იმის იმედით რომ რამდენიმე წამშო სამდრო კარის ზღურბლზე გამოჩნდება კარს თვალს არ ვაშორებ. მაგრამ ასე არ არის. ის არ შემოდის. დედაჩემს და ლუკას მასზე ვერაფერს ვერ ვეკითხები. არ მინდა გაიგონ რომ ისევ მიყვარს. ვცდილობ ვითამაშო ბედნიერი ადამიანის როლი.რაც მგონი არც თუ ისე ცუდად გამომდის.
ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. გაიღვიძე, წადი უნივერსიტეტში, 4 საათზე მოდი სახლში, იმეცადინე, ცოტა ანდრიას ეთამაშე და დასაძინებლად დაწექი. ძილი რა თქმა უნდა არ მოგეკარება, სანდროზე ფიქრი ტვინს აგირევს, ყველაფერს დაგავიწყებს, მონატრება გატირებს. ბოლოს როგორც იქნება ჩაგეძინება მაგრამ არც მაშინ მოგასვენებს, სიზმრებში მოვა, ხან ერთად იქნებით და ბედნიერს გაგეღვიძება თუმცა მალევე მიხვდები რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო და სევდა შეგიპყრობს. ხანდქხან კი იჩხუბებთ სიზმარში და ტირილით გაგეღვიძება. მერე დამშვიდდები. იმის იმედი მოგეცემა რომ ეს სიზმარი იყო, თუმცა მალევე მიხვდები რომ რეალობაც ისეთივე მწარეა როგორიც სიზმარი იყო. სხვა გზა აღარ გექმება უნივერსიტეტში წახვალ და ისევ იგივე განმეორდება რაც გუშინ, გუშინ წინ, 1 კვიროს წინ ან 1 თვის წინ.
და აი ბოლო გამოცდაც ჩაბარებულია. სახლში ბედნიერი მივდივარ, ჭიშკარს ვაღებ და გახარებულ ნაგაზთან თამაშს ვიწყებ. ანდრია მაშინვე გამორბის სახლიდან.
-შენ ბაღში არ ხარ? -ვეკითხები გახარებული და ხელში ამყავს.
-არა წამოდი!-ამბობს ის და სახლისკენ მიმათრევს.
სახლში შევდივარ სადაც დედაჩემს ლუკას და სანდროს ვხედავ. სანდროს დანახვისას თვალებს სწრაფად ვახამხამებ და მზერას ვძაბავ რომ დავრწმუნდე მართლა ის არის თუ არა. დედას ვეხუტები. შემდეგ ლუკას. სანდროს ჯერი დადგა. ის ფეხზე დგება და ჩემსკენ მოდის. ვიბნევი. არ ვიცი რა ვქნა. ერთმანეთს ვეხუტებით. ისეთი ბედნიერი ვარ ყვირილი მინდა.
-როგორ ხარ სალი? -ამბობს ის
-კარგად -ვამბობ მე და ვიცინი -შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. -ამმბობს ის
-მოგენატრა შენი და? - ამბობს ლუკა
-ხო რავი -ამბობს ის შემდეგ დივანზე ჯდება.
ოთახში ავდივარ რომ გამოვიცვალო. უფეო სწორად ამას ვიმიზეზებ ოთახში შევდივარ თუ არა მაშინვე ტირილს ვიწყებ. საწოლზე ვემხობი. ხომ ვამბობდი აღარც კი ვახსოვართქო. ვეუბნები ჩემს თავს. ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის. ვუმეორებ ჩემს თავს და ვმშვიდდები. ვიცვლი და დაბლა ჩავდივარ. მაგიდასთან ვსხდებით ყველა. მე სანდროს გვერდით ვხვდები. ის მიღიმის და იმის იმედს მაძლევს რომ ისევ აქვს ჩემს მიმართ რაღაც გრძნობა. მაგრამ ბოლოს ვხვდები რომ ეს უბრალოდ ილუზიაა. ანდრიას სკამი მოაქვს ჩემს გვერდით დებს.
-სალი მოიწიე -მეუბნება სანდრო და ჩემს ბედნირებას საზღვარი აღარ აქვს
მის გვერდით ვიწევი და ანდრიას სკამზე ვსვავ. სანდროსთან ისე ახლოს ვარ მისი ფეხი ჩემს ფეხს ეხება. სანდრო მიყვარხარ. როგორ მიბდა ვუთხრა ეს სიტყვები მაგრამ მეშინია რომ უფრო მეტკინება გული როდესაც ის სიცილს დაიწყებს და მეტყვის რომ მას აღარ ვუყვარვარ.
საღამომდე ცოტას ვსვავთ. მალევე ვიშლებით. ანდრიას ჩემსოთახში სძინავს. ჩემი ოთახის პირდაპირ სანდროს. ზუსტად ისეა ყველაფერი როგორც აქამდე იყო. უბრალოდ ერთი განსხვავება ის არის რომ მე მას აღარ ვუყვარვარ მე კი ის სიგიჟემდე მიყვარს. ღამის ოთხ საათზე ჩემი ოთახის კარზე კაკუნის ხმაა. მეღვიძება და კართან მივდივარ. კარს ვაღებ და ადგილზე ვშედდები.

----------------------------------------------------------------------------------------------
მქპატიეთ დაგვიანებისთვის <3 რაღაც საქმეები მქონდა და ვერ მოვიცალე ამის დასაწერად <3როგორ მოგეწონათ?



№1 სტუმარი ქეთი.იი

კარგი იყო,სასწაული,მალე გააგრძელე

 


№2  offline წევრი M-morieli

კარგია და ძალიან მაინტერესებს რა მოხდება იმედია აღარ დააგვიანებ

 


№3  offline წევრი ki si

triumph triumph რა ცუდი გოგო ხარ რააა. სად გაწყვიტე ელოდე ახლა როდის გაგრძელდება flushed flushed

 


№4  offline წევრი blondeangel631

იმედია სანდროს და სალომეს შორის ყველაფერი დალაგდებ :)

 


№5  offline წევრი ჯიჯი^^

მოგვეწონა? მოგვეწონა და რომელი <3 ძაან მაგარია საყვარელო <3 ასე გააგრძელე <3

 


№6  offline წევრი Together

ჯიჯი^^
მოგვეწონა? მოგვეწონა და რომელი <3 ძაან მაგარია საყვარელო <3 ასე გააგრძელე <3

მადლობაა <3ვეცდები დღეს საღამოს დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent