შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენამდე (6თავი)


8-07-2017, 20:54
ავტორი annabelle
ნანახია 1 926

-დაბადების დღეს გილოცავ-ღიმილით ეხვევა მიკა თორნიკეს.ჩემი იდიოტი მეგობარი გაკვირვებული მიყურებს,ვხვდები როგორ იკავებს თავს,მაგრამ ბოლოს მაინც თბილი ღიმილი ეფინება სახეზე.
-მადლობა-უხერხულად ლუღლუღებს,როცა ერთმანეთს შორდებიან.ისე ჩანს თითქოს მორცხვობს.ეს რაღაც ახალია!-როგორ მოგწონთ აქაურობა?-ხელებს შლის და წვეულებაზე გვანიშნებს.
-ნეტავ ვინ მოაწყო?-თვალებს ვატრიალებ და ვხითხითებ.
-მადლობა ძმაო! მართლა-მეგობრულად მირტყამს ხელს მხარზე.-გაერთეთ,მიშკას მოვძებნი და გნახავთ.-გვიღიმის და უკვე მთვრალ სტუმრებს შორის უჩინარდება.
-ამჯერად სასმელზე უარს არ მივიღებ-ვამბობ ისე,რომ მიკას თვალს არ ვაშორებ.ვხედავ,როგორ უჩნდება ლოყებზე ფოსოები.კარგი, ვაღიარებ! თავისუფალ სტილში საოცრად მომხიბვლელი და სექსუალურია.
-ერთხელ უკვე დავლიე,გახსოვს? მაგრამ თავი შევიკავე-მხიარულად ამბობს, არ მიყურებს,მოცეკვავეებს აკვირდება.თვალები უბრწყინავს.მასწავლებლისთვის ზედმეტად ლამაზია!-ამჯერად მოგიწევს მთვრალი მიმიტანო სახლში-ხითხითებს ისევ.
-როგორღაც მოვახერხებ-საკუთარ თავში დარწმუნებული ვუღიმი და სასმელების მაგიდისკენ მიმყავს,ღვინოს ერთჯერად ჭიქაში ვასხამ და ვუწვდი.
-თორნიკეს გაუმარჯოს!-ჩვენს ჭიქებს ერთმანეთს ვადებთ,წამის შემდეგ კი სულმოუთქმელად ვსვამთ,ისე რომ წვეთს არ ვტოვებთ.
-ოუ-უხერხულად იშმუშნება მიკა,ხელს პირზე იფარებს სიცილის შესაჩერებლად.
-მაგარია!-ვყვირი,ვიცი ხმამაღალი მუსიკის გამო ვერავინ შეგვამჩნევს.-კიდევ ერთი-ისევ იგივე მეორდება რამდენიმეჯერ.უკვე დათვლასაც ვწყვეტ,იმდენი ჭიქა დავლიეთ.ვხედავ როგორ ემღვრევა თვალები,თმას ნერვიულად ივარცხნის და სვამს! კიდევ და კიდევ,გაუჩერებლად.
-ღმერთო ჩემო! მგონი ზედმეტად მთვრალი ვარ უკვე-ყვირის მიკა,მხარზე მეყრდნობა თავის შესამაგრებლად.
-ცუდად ხარ?-ვხითხითებ,ხელს წელზე მჭიდროდ ვხვევ და გვერდზე ვიკრავ.წამით გაკვირვებული მიყურებს,მაგრამ მაინც ეღიმება.
-არა.ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ-სიცილისგან თავს უკან აგდებს.ისეთი მომხიბვლელია თავს ვერ ვიკავებ,თითით მის ლოყას ვეხები.აშკარად ვგრძნობ მის ჩაღრმავებას კანზე.სხეულში რაღაც უცნაურს ვგრძნობ.
,,ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა!“-დაუჯერებლობისგან პირღია შემომყურებს ჩემი ქვეცნობიერი-,,არ არსებობს! ახლა? ამდენ ხალხში? და თან რის გამო? უბრალოდ ფოსოს შეხებაზე როგორ შეიძლება აღეგზნოს კაცი?“-მისი ბოროტი სიცილის ჩახშობას უშედეგოდ ვცდილობ,შეუმჩნევლად დავყურებ ზემოდან ,,ჩემს ღირსებას“ და თითქოს ზურგიდან დიდი ტვირთი მომხსნესო,შვებით ვვოხრავ,როცა არაფერი მეტყობა.
-ერთი კიდევ უნდა დავლიო-თვალებს სიცილით ვატრიალებ და კიდევ ერთი ჭიქის შემდეგ თავს უფრო მხნედ ვგრძნობ.-გინდა გარეთ გავიდეთ?-ვეკითხები ერთ ადგილზე მოცეკვავე მიკას.როგორც კი თანხმობას ვღებულობ,თითებს მაჯაზე ვხვევ და კარისკენ მიმყავს.
888
-საოცარი ადგილია-ამბობს მშვიდად.როგორღაც კოცონის დანთება მოვახერხე.ნაპირთან უფრო მეტად ცივა ვიდრე საერთოდ.მიკას ხელები მხრებზე აქვს შემოჭდობილი და ხახუნის ძალით ცდილობს გათბობას.
-ხო,ცოტა ცივა მაგრამ მაინც ლამაზია აქაურობა-ვამბობ მხრების აჩეჩვით.სასმელისგან გაბრუებული და ძალა გამოცლილი ვარ.თითქოს ბურუსში ვიყო.
-სექტემბერში ზღვის სანაპიროზე დაბადებისდღის გადახდა,მხოლოდ ახალგაზრდა,შეშლილ მასწავლებელს თუ შეიძლება მოუვიდეს აზრად-საყვარლად ხითხითებს.მისი სიტყვები რეალობაში მაბრუნებენ.მე მასწავლებელი ვარ,წესით საერთოდ არ უნდა ვსვამდე,ჩემს კოლეგებთან ერთად სავახშმოდ არ უნდა დავდიოდე,მოსწავლე კლუბიდან სახლში არ უნდა მიმყავდეს! ფუ ამის...!
-საჭირო არაა შემახსენო,როგორი იდიოტი ვარ-კბილებს ვკრეჭ,ძალით გასაღიმებლად.გოგონას ჩემი სახის დანახვაზე თვალები უბრწყინდება და რამდენიმე წამში ისტერიულად იცინის.
-მგონი სასმელმა ცუდად იმოქმედა შენზე-მეც მეცინება მის სიცილზე.დროდადრო კივილისმაგვარი ხმები ამოსდის ყელიდან.ყურის წამღები და აუტანელი ხმაა მაგრამ სასაცილო.
-გითხარი,რომ საშინელი სიმთვრალე მაქვს-ცრემლებს ცერა თითით იწმენდს და მხრებს იჩეჩავს.
-მართალია.მაგრამ მეგონა აჭარბებდი!
-საოცრად სიმპათიური ხარ,ღმერთო ჩემო-ხითხითებს ისევ.ვიცი,რომ მისი გამბედაობის მიზეზი სასმელია,მეღიმება,როცა წარმოვიდგენ,როგორი რეაქცია ექნება,როცა ამ ღამეს გაიხსენებს.
-დამიჯერე შენ უფრო ხარ!-დაუფარავად ვიღიმი.ვიცი,მთვრალია და ვერაფერს მიხვდება.მინდა მივუახლოვდე,მაგრამ თავს არ ვაძლევ უფლებას.უნდა მოვრჩე,იდიოტურ,ერთდღიან ურთიერთობებს! არ მინდა ყველაფერი ჩემი ,,ბილწი სურვილების“ გამო გავაფუჭო.
-ვიცი,რომ ვარ-წინ ჩამოყრილ თმას უკან ვარცხნის.ხელს მუხლზე იდებს და ზედ თავს ასვენებს.იმ მომენტში ბავშვივით გამოიყურება.ვამჩნევ,როგორ ეხუჭება თვალები,სამწუხაროა,რომ აქვე დაძინება არ შეგვიძლია.მინდა ვნახო,როგორია მაშინ,როცა მშვიდად სძინავს!
,,სენტიმენტალური “-თვალებს უკმაყოფილოდ ატრიალებს ქვეცნობიერი,ზურგს მაქცევს და უჩინარდება.
-გინდა,რომ წავიდეთ?-ვჩურჩულებ.არ მინდა შევაშინო,რადგან უკვე სძინავს.ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს.
-მაგრამ,ეს შენი მეგობრის დაბადების დღეა!
-პრობლემები გექნება თუ დღეს აქ დავრჩებით?-ვკითხულობ სწრაფი პასუხის მოლოდინში.ალბათ უნდა ვუთხრა,რომ ლოდინი სასტიკად მაღიზიანებს.სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობ,როცა რამდენიმე წუთი ხმას არ იღებს.
-არა.ხვალ კვირაა,ასე რომ არანაირი პრობლემა-ლუღლუღებს უკვე საშინლად მთვრალის ხმით.როგორც ჩანს საბოლოოდ მოეკიდა სასმელი.
-კარგია.თორნიკეს ბებიის სახლია,ასე რომ ერთ ოთახს ჩვენც დაგვითმობენ!-მხრებს ვიჩეჩ და ვდგები.ვაიგნორებ მის გამომეტყველებას,როცა ჩემი მკვეთრად გამოთქმული ,,ერთი ოთახი“ ესმის.
-ერთად არ დავიძინებთ! ხოომ?-მისი ნათქვამი კითხვასავით ჟღერს,რაზეც სიცილს ვერ ვიკავებ.
-რათქმაუნდა!-თვალებს ვატრიალებ,სახლის ერთ-ერთ საძინებელში შევდივარ და კარს ვკეტავ.
-წადი,გაერთე.მე დავიძინებ!-მხრებს საყვარლად იჩეჩს,როგორც სჩვევია თმას უკან ივარცხნის და მელოდება,როდის დავტოვებ მარტო,რათ გაიხადოს და ლოგინში კომფორტულად მოეწყოს.მიუხედავად იმისა,საშინლად მინდა ეს ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთო,თავს ვაიძულებ იმ ადგილს სასწრაფოდ გავეცალო.
მაგარაია! მალე იმპოტენტი გავხდები!
888
-სად ხარ ძმაო? გეძებდით-ხელს მხარზე მირტყამს მიშკა,ვისკის ჭიქას მაწვდის მაგრამ არ ვართმევ.
-იმდენი დავლიე,კიდევ ერთი საბოლოოდ გამთიშავს!
-მიკა სადაა?-თორნიკე მეკითხება.თავის ჭიქას ერთი მოსმით სვამს და ჩემთვის განკუთვნილ ჭიქასაც ეწაფება.
-დავაწვინე.გაითიშა.-მისი სახის გახსენებეზე ვიცინი.ბიჭები თვალებ დაწვრილებული მიყურებენ.
-რატომ მგონია,რომ კლანჭებში მოგიქცია?-ბოროტი გამომეტყველებით ხითხითებს მიშკა და მკლავს თორნიკეს ურტყამს,იმის მანიშნებლად რომ ათამაშში აჰყვეს.
-ახლა გა@ჯვამ თუ ჩემით მოგიხერხო?-თვალებს ვატრიალებ მაგრამ მაინც ვერ ვფარავ ღიმილს.საბოლოოდ მეც ვიცინი,როცა ხარხარს იწყებენ.
-ის გოგო ვინგა იყო,კლუბში?
-ჩემი მოსწავლე-გვიანღა ვაცნობიერებ რა წამომცდა.სიცილი სახეზე აშრებათ,მაგრამ რამდენიმე წამში ისევ თავიდან იწყება. თითქოს დეჟავუ მაქვს,ისინი ისევ მე დამცინიან.
-ოუ,შენ არ ხუმრობ ძმაო!-იცინის თორნიკე.მინდა მუშტი ისე მაგრად ჩავარტყა სახეში,რომ სამუდამოდ დაამახსოვრდეს,მაგრამ მისი დაბადების დღეა!
-მოკეტე რა!-გაღიზიანება მეტყობა.მიმტანი მიახლოვდება ტუ არა ერთ ჭიქას ვიღებ და ერთი მოსმით ვცლი.წესით არ უნდა დამელია!
-ალბათ საწოლში კარგია ხომ? ახალგაზრდა,კლუბების მოყვარული თინეიჯერი,ჯანდაბა!-იდიოტური სიცილით აგრძელებს მიშკა,როგორც კი აჟრჟოლებს სხეული მეძაბება.ხელები თავისით მემუშტება.
-გეყოფა!-ღრმად ვვოხრავ და კარისკენ მივდივარ.ჯობია მანამ გავეცალო სანამ თავ-ყბას გავუერთიანებ.რა იდიოტივით ვიქცევი? ჩემს მეგობრებთან ჩხუბს ვაპირებ? მგონი აღარ უნდა დავლიო!
-რა გჭირს ძმაო,უბრალოდ ვხუმრობთ-მესმის ზურგს უკან მათი ყვირილი,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ,იმ ოთახში შევდივარ,სადაც მიკა დავტოვე და კარებს საკეტით ვკეტავ.
-ფუ ამის-გაბრაზებული ვჩურჩულებ,როცა ფეხს ხალიჩაზე ვდებ და ლამის იატაკზე ვეცემი.ტანსაცმელს ვიხდი,ყველაფერს ვკეცავ,პატარა კომოდზე ვაწყობ და საბნის ქვეშ ვძვრები.ღიმილს ვერ ვიკავებ,როცა მიკას თბილ,ნაზ კანს მკერდით ვეხები.გოგონა ოდნავ ირხევა,როცა ხელებს წელზე ვხვევ და ჩემკენ ვიზიდავ.აქამდე არ შემიმჩნევია მისი სურნელი.ქოქოსის არომატი მთელ სხეულზე ასდის.ცხვირს მის თმებში ვმალავ და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს.არასდროს ვწოლილვარ გოგოსთან ერთად ერთ საწოლში მხოლოდ დასაძინებლად!
888
გაღიზიანებული წაბებს უნებურად ვკრავ,როცა უცნაური შეხება მაღვიძებს.თვალებს როგორც კი ვახელ მიკას სახეს ვეჩეხები.ახალ გაღვიძებულია და თითებს ჩემს ლოყებზე აცურებს.უსიამოვნო შეგრძნებაა მაგრამ,თავს ვიკავებ უხეშად რომ არ მოვიცილო.
-რას აკეთებ?-ვკითხულობ,რაც შეიძლება მშვიდად.გოგონა შეშდება.ლოყები ვარდისფრად ეფაკლება.როგორ შეუძლია ასეთი მომხიბვლელი იყოს,მაშინაც კი,როცა ახალგაღვიძებულია?!
-ამ...ბოდიში-ლუღლუღებს თავისთვის.მერე თითქოს რაღც ახსენდება,თვალები უფართოვდება და უარესად წითლდება.-ღმერთო ჩემო! ჩვენ...მმ. ჩვენ,რამე გვქონდა?-სასოწარკვეთილი კითხულობს.
-ჰეი,არა! დამშვიდდი-მის სახეზე სიცილს ვერ ვიკავებ.-ისეთი ნაძირალაც არ ვარ,მთვრალი შემეტყუებინე ლოგინში! მიუხედავად იმისა,რომ სულაც არ გამიჭირდებოდა-ვხითხითებ და საწოლიდან ვდგები.მიკა შვებით ოხრავს,რაზეც თვალებს ვატრიალებ.არ მიყურებს,მხოლოდ ,,კელვინ კლაინის“ ბოქსერების ამარა მივდივარ სააბაზანოსკენ.-წყალს გადავივლებ.მალე დავბრუნდები-ვიცინი ისევ.აქამდე არასდროს მქონია მორცხვ გოგონებთან ურთიერთობა.მგონი ვერასდროს შევეჩვევი.ისინი ისეთი სასაცილოები და საყვარლები არიან.
შხაპი გამოფხიზლებაში მშველის.სარკეში ანარეკლს ვუყურებ.სილურჯე აღარ მეტყობა.ჩემს წინ,მაღალი,სიმპათიური ბიჭი დგას (როგორც გოგონები ამბობენ)! ყველაფერი სრულყოფილი აქვს,მაგრამ მისი თვალები,ისეთი უსიცოცხლო და უემოციოა მიკვირს,როგორ შეუძლიათ მათი შემყურე ჩემთან ურთიერთობა!
ნუთუ ასეთი ძალა აქვს კარგ გარეგნობას?! სახე,რომ დავისერო,აღარავინ მომეტმასნება! იქნებ კარგიც კი იყოს...
888
-სახელმძღვანელოები გადაშალეთ!-ვამბობ მკაცრად.რაღაც გაურკვეველი მიზეზით,დილიდან უხასიათოდ ვარ.თორნიკეს და მიშკას კვირის შემდეგ არ შევხვედრივარ.
-სისხლის მიმოცევის სისტემა!-ვაცხადებ უემოციოდ,ცარცს ვიღებ და დაფაზე გულის ხატვას ვიწყებ.
-სისხლი მუდმივ მოძრაობაშია.მას სიცოცხლის მდინარეს უწოდებენ.ის მდინარის მსგავსად მიედინება სისხლძარღვების ჩაკეტილ წრეში,ორგანიზმის ყველა ნაწილამდე აღწევს,ყველა უჯრედს ჩამოურიგებს ჟანგბადსა და საკვებს და იქიდან მათი დაშლის პროდუქტები გამოაქვს.სისხლძარღვებში სისხლის უწყვეტ დინებას გულის მუშაობა...-ზურგს უკან სიცილი მესმის და ახსნას ვწყვეტ.იმაზე მეტად ვარ გაღიზიანებული ვიდრე უნდა ვიყო.უკან მიბრუნებულს ელში მოცინარი ანასტასია მხვდება.წარბებს ვკრავ და ვაკვირდები,როგორ ხითხითებს.ზედმეტად ახლოს ზის თავის კლასელ ნიკასთან თუ გიორგისთან (არც ისე ადვილია ამდენი ბავშვის სახელის დამახსოვრება).ბიჭს ცხვირი ანასტასიას კისერში ჩაუმალავს და ყურეში რაღაცას ეჩურჩულება.
ჯანდაბა!
-ანასტასია!-ვამბობ ხმამაღლა.ჩემი ხმა ზედმეტად მკაცრად ჟღერს.უცებ ჩამოწოლილი სიჩუმე მამხიარულებს,მაგრამ მალევე ვხედავ ტასოს შეშინებულ სახეს და ისევ სიბრაზე მიპყრობს!
-გამოიცანი რა უნდა გააკეთო!-წარბს მაღლა ვწევ და ამჯერად მშვიდად მივმართავ.გოგონა თავდახრილი დგას მაგრამ მაინც ვამჩნევ,როგორ უწითლდება ლოყები. როგორ შემიძლია უგულო და მკაცრი ვიყო ასეთი უმწეო არსების მიმართ?
-მას...მე...
-მეყო,რაც გაპატიე!-თვალს ვუსწორებ,ვცდილობ არ შევიმჩნიო,როგორ მოქმედებს ჩემზე მისი აწყლიანებული თვალები.ისე უცოდველად გამოიყურება,თითქოს წამის წინ მის კლასელს არ ეფლირტავებოდა.
-მაგრამ...-ლუღლუღებს ისევ,მაგრამ ზურგს ვაქცევ და დაფაზე ხატვას განვაგრძობ.
-დროს მაკარგვინებ ანასტასია!
მესმის,როგორ ალაგებს ჩანთაში თავის ნივთებს და ხმაურით კეტავს კარებს.რამდენიმე მოსწავლე შეცბუნებული ოხრავს. უცნაურია! ისეთი იმიჯი მაქვს ამ სკოლაში,თითქოს საშიში ტირანი ვიყო! იქნებ ვარ კიდეც!
როდემდე უნდა იყოს ასე? ის ყოველთვის გამაღიზიანებს და მე წლის ბოლომდე მის კლასიდან გაგდებას გავაგრძელებ?
888
-ამას რატომ აკეთებ?-მომესმა ხრინწიანი ლუღლუღი.უკვე ვიცი ვინც არის.უკან მიბრუნებული ანასტასიას ძალით ვუღიმი და ხელებს გულზე ვიკრეფ.
-უკვე მერამდენედ მაკარგვინებ ლანჩის დროს?-კითხვითვე ვპასუხობ,თვალებს ვატრიალებ და ისევ საკლასო ოთახში ვბრუნდები.ვიცი რომ უკან გამომყვება ამიტომ აღარაფერს ვანიშნებ.უბრალოდ მასთანა სალაპარაკოდ ვემზადები!...
=========================================================



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძაან მაგარია, მონწოონს❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Chemi gogo mo'enatre ukve.
Cgemi azrit ragac gansakutrebuli aqvs am mktxtobas ragac muxti romelic saocaria me dzalian monwons!

 


№3 სტუმარი Guest bubu

es bichi romeltan iqneba ?

 


№4  offline წევრი annabelle

Chikochiko
ძაან მაგარია, მონწოონს❤

მადლობაა ❤❤

nawkas12345
Chemi gogo mo'enatre ukve.
Cgemi azrit ragac gansakutrebuli aqvs am mktxtobas ragac muxti romelic saocaria me dzalian monwons!

მადლობა მადლობააა საყვარელო შეენ ❤❤❤❤❤

Guest bubu
es bichi romeltan iqneba ?

ჯერ არც მე ვიციი ❤ რომც ვიცოდე ვერ გეტყოდი :დ ❤ მერე აღარ იქნებოდა საინტერესო ❤ მადლობა რომ კითხულობ❤

 


№5 სტუმარი °°°°°°

dzalian momwons rodis dadeb shemdeg tavs ?

 


№6 სტუმარი n10a

axal tavs dzalian agvianeb, imedia gaagrdzeleb am motxrobas da ar shewyvet

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent