შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული (სრულად)


9-07-2017, 13:32
ავტორი ki si
ნანახია 6 208

შორიდან შეიძლება სახალისო სანახაობა იყო როგორ დასდევდა საბრალო გოგონა პატარა ვარდისფერ გოჭებს და რამდენიმე წამში ერთხელ კიოდა „ვაი ფრშხილი მოვიტეხეო“ მაგრამ არავინ იცოდა როგორ ხასიათზე დააყენა ვალერია ამ ყველაფერმა. მალე გოგონა მიწაზე დაეშვა და ჭირვეული ბავშვივით დასცხო მიწას მუშტები.

.............
ოთხი დღით ადრე.
ორმა პოლიციელმა არხეინად ჩაუარა ვალენსიების დიდ ეზოს და ზარი დარეკა:
-რითი შემიძლია რომ დაგეხმაროთ?-გამოეხმაურა ტანმორჩილი მექსიკელი ქალი და დაჟნებით შეაცქერდა
-მისტერ ვალენსია სახლშია?
-დიახ ბატონი სახლში გახლავთ,-ქალი უანგარიშოდ გასწიეს და მისაღებში შევიდნენ სადაც ბენედიქტ ვალენსია თავის ქალიშვილთან ერთად გემრიელად შეექცეოდა ყავას
-მისტერ ვალენსა თქვენ დაპატიმრებული ხართ ფულის გათეთრებისა და სხვისი ქონების მითვისებისათვის
-თუ საიდუმლო არაა ვისი ქონება მივითვისე?-შუახნის წარმოსადეგი მისტერ ვალენსა ფეხზე წამოიჭრა და წინ გამოწეულ პოლიციელს ისე აესვეტა წინ კაცმა თავი უხერხულად იგრძნო.
-ეს სახლი თქვენს ბიძაშვილს ეკუთვნის და რატომღაც ის აქ არ ცხოვრობს,-ძლივს მოაბა კაცმა თავი სათქმელს
-და ეს სხვისი ქონების მითვისებაა?
-ბიძაშვილი გიჩივით
-და თქვენც ჩემს დასაკავებლად გამოიქეცით არა?
-გეყოფათ მასთნ რომც გაარკვიოთ ფულის გათეთრებისათვის მაინც დაგაკავებთ
-და ესეც ამოიტანიეთ არა?-გასაკვირი იყო რომ კაცს არავითარი რეაქცია არ ჰქონდა მათ ბრალდებებზე და დასცინოდა კიდევაც მათ
-მოიცადეთ არ შეგიძლიათ მამაჩემი ასე უბრალოდ დააკავოთ
-გოგონი საქმეს ნუ გამირთულებ,-ვალერიას თვალები გაუფართოვდა
-წავედით
-მოიცადეთ,-შეიყვირა გოგონამ
-არაუშავს ვალერია ყველაფერი კარგად იქნება მაიკლს დაურეკე და ყველაფერი უთხარი მე კარგად ვიქნები გპირდები,-მამამ გაუღიმა და ისე გაჰყვა პოლიციელებს თითქოს გოლფის სათმაშოდ დაპატიჟეს.
გოგონა ერთხანს იდგა და აანალიზებდა რა მოხდა მერე ტელეფონს მივარდა და ოჯახის ადვოკატს და მამას საუკეთსო მეგობარს მაიკლ ორტეგას დაურეკა.

მამის გარეშე გატარებულმა პირველმა დღემ ნორმალურად ჩაიარა ვალერიას ბოლო წამამდე სჯეროდა რომ მამა კარს შეომაღებდა და გულში ჩაიკრავდა მაგრამ ისე შესრულდა დილის 5 საათი არც კარი გაღებულა და არც თვალი მოუხუჭავს.
დილით როგორც იქნა გაისმა ზარის ხმა კარზე
-მამიკო,-ვალერიას სახე გაებადრა საწოლიდან წამოხტა, კარის სახელურს ეცა მაგრამ მამის ნაცვლად ხელში უცხო კაცები შერჩა რომლებმაც ისე ჩაუარეს გვერდით თითქოს არც არსებობდა და სახლის აღწერა დაიწყეს.
-ჰეი მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ რას აკეთბთ თქვენი აზრით?
-სახლი უნდა აღვწეროთ სჯობს შენი ნივთბი მოაგროვო და წახვიდე სანამ ჩვენ გაგაგდებთ,-უთხრა ერთ-ერთმა კაცმა და გამომწვევად გაუღიმა
-იცი ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა რომ სიფათში ერთი ისეთი გგლიჯო სახე რომ გაგინგრიო მაგრამ შენს დონემდე არ დავალ და ზურგს შეგაქცევ,-კაცს ისევ გაეცინა ვალერია შემობრუნდა და ოთსიხანე გაიქცა.
ოთხში ასულ გოგონას გული ყელში ჰქონდა ამომჯდარი ტელეფონს დასწვდა და მაიკლთნ დარეკა.
-რამოხდა პატარავ?
-ძაია მაიკლ აქ ვიღც კაცები არიან და სახლის აღწერა უნდათ რა გავაკეთო მოდი ძალიან გთხოვ
-ვერაფერს ვიზამთ შვილო,-ამოიოხრა კაცმა,-მოკრიბე შენი ნივთები მამაშენის კაბინეტიდან ყველა ფაილი წამოიღე და ჩემთნ მოდი
-მოიცა ასე ადვილად დავუთმობთ ამ კაცებს სახლს?
-ვერაფერს ვიზამთ ვალერია გააკეთე რასაც გეუბნები.
გოგონა ელვის სისწრაფით შევარდა სააბაზანოში, გადაივლო, ჩაიცვა თავისი ნივთბი ჩემოდნებში ჩატენა და სულ რაღაც ნახევარ საათში გამოტენილი მანქანით მიადგა მაიკლ ორტეგას ბინას.
მაიკლს ბევრი დრო დასჭირდა იმის ასახსნელად რომ კანონით ის სახლი მათ აღარ ეკუთვნოდათ და მალე ყველაფერს რაც ბენედიქტის სახელზე იყო გაჰყიდნენ.
-ამას გარდა ჩვენ კიდევ ბევრი ვალი გვაქვს,-დაამატა ფრთხილად კაცმა
-რა უნდა ვქნათ?
-შვილო მისმინე ხომ იცი აუცილებელი რომ არ იყოს არ გთხოვდი მაგრამ შენი მანქანა და ბინაც ქალაქის ცენტრში უნდა გავყიდოთ
-ეს როგორ ის ბინა მამამ მაჩუქა,-ვალერია ფეხზე წამოხტა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა
-ეს ყველაფერი არაა ვილასაც ვყიდით რომელიც შენს სახელზეა
-ეს ეყოფა ვალების გასტუმრებას?-ამოიკვნესა საბრალო გოგონამ და ფანჯარასთან გაჩერდა
-მგონი საკმარისი იქნება თანაც წესით მალე უნდა მოგვარდეს ეგ საქმე
-მამას რა ეშველება?
-ჯერ ჯერობით იქ დარჩება ვეცდები პირველივე მოსმენიდან გამოვიხსნა ვწუხვარ შვილო.
მაიკის ცოლმა ქმარი ერთი კარგად მიალანძღა გოგონას ასე დაზაფვრისათვის და ვალერიას მათთან დარჩენა შესთავაზა მაგრამ უარი მიიღო.
-არაუშავს მამა მეგობრებთნ დავრჩბი,-ვალერია ცდილობდა მამას თვალში უდარდელი გამოჩენილიყო
-არა ვალერია მამიდაშენთან წადი გთხოვ
-მამა მამიდა ხომ მექსიკელების დასახლებაში ცხოვრობს იქ არ მინდა მეშინია
-რატომ შვილო მექსიკელებიც ჩვეულებრივი ხალხია,-გაეცინა ბენედიქტს და გადაიწია რომ შილისათის თავზე ეკოცნა.
-ვალეირია არ გამიბრაზდე რა ყველაფერი რომ გავაფუჭე
-კარგი მამიკო,-გოგონა ფეხზე წამოხტა მამას აკოცა და მხიარული გიმილით დაემშვიდობა.


...........................
-გოგონამ ორი დღისათვის ზედმეტად ბევრი გადაიტანა არ გააღიზიანო კარგად მოექეცი გასაგებია?-არიგებდა კატალინა ვალენსა თავის შვილს რომელიც გაღიზიანებული იჯდა ფანჯარასთნ და ბიძაშილს ელოდა.
-მობრძანდა,-დაისისნა გოგონამ და ფარდა გაასწორა
-გახსოვდეს რაც არ უნდა იყოს შენი ბიძაშვილია,-დედამ გამაფრთხილებლად აუქნია ხელი ცხვირწინ და კარისკენ წავიდა
-ჰო რათქმაუნდა,-ამოთქვა დაფინემ სარკაზმით და დედას გაჰყვა.



-ეს სად ჯანდაბაში მოვხვდი,-ვალერიამ კარი ჩაკეტა ფანჯრები ამოსწია და მშვიდად დაიწყო სუნთქვა ქერად შეღებილ თმას უკან იწევდა სუნთქვის აღდგენას ცდილობა
-ვალერია,-გოგონამ წამოიკივლა როცა მოულოდნელად მამიდამ დაუკაკუნა დაბურულ მინაზე
-მამიდა,-ყალბი ღიმილით გადმოვიდა მამიდას გადაეხვია
-როგროხარ ძვირფასო
-ცუდად,-ამოისუნთქა გოგონამ და ბარგით გამოტენილ მანქანას გახედა მერე მომცრო ორსართულიან სახლს
-შენ ამაზე არ იადრდო,-მიუხვდა მამიდა და იქვე მდგარ რამდენიმე ბიჭს დაუზახა
-ფრთხილად მაგაში ჩემი შანელის სუნამოებია,-ვალერიამ საცოდავად გახედა ბიჭს უცნაურეად რომ უყურებდა
-არ ინერვიულო შვილო წამოდი და დაისვენე.
მამიდამ ვალერიას პატარა ოთახი გამოუყო მისაღების თავზე კარადით და გვერდძე სააბაზანოთი.
-ერთი სააბაზანო გვაქვს და იმედია არ ვიკამათებთ სამ ადამიანს როგორმე გაუმკლავდება,-ვალერიამ მაიდას განწირულად შეჰღიმა და ოთხის კარი რომ ჩაკეტა საწოლზე გადაეშვა.

საშინელი ძილის, ბანაობის, ლობიოთი საუზმობის და ორდღიანი მამიდაშვილის წუწუნის შემდეგ ვალერიამ გადაწყვიტა რომ ფული სჭირდებოდა. ჯინსები შავი მაისური (რომელიც გასაფუჭებლად ემეტებოდა) და კედები ჩაიცვა კიბეები ჩაიარა და კარი გაიჯახუნა.
პატარა სასადილოში მჯდარი გოგონა ვაშლს მადიანად ჭამდა (სხვა არაფრის ფული არ ჰქონდა)
-გოგონებო ხომ არ იცით სად შეიძლება სამუშო რომ ვიშოვო,-გაზეთი გვერდით მოისროლა და მიმტანებს მიუბრუნდა
-ჩვენთნ ადგილი არაა მაგრამ მეზობელად რესტორანში მოგცემენ სამუშოს ალბათ
-მადლობა,-ვაშლის ნარჩენი სანაგვეში მოათვსა და რესტორნისაკან გასწია
ბევრი ხვეწნის შემდეგ როგორციქნა გაბღენძილი კაცი დაითნხმა მისთვის სამსახური მიეცა და მიმტანის ფორმაშ გამოწყობილი დაუყვა მაგიდებს.
-ლამაზო ლუდი მომიტანმე თუ შეიძლებ,-ამაზრზენმა კაცმა გამომწვევად აათვალიერა და გაუღიმა
-ღმერთო მიშველე,-აღმოხდა გოგონას როცა დაინახა რომ კაცს წინა ორი კბილი აკლდა
-იმ კაცს ლუდი უნდა,-დახლთან მისული საკუთრ თავზე იცინოდა სიმწრისაგან
-თუ გინდა მე მივუტან,-შესთავაზე დახლთნ მდგარმა ბიჭმა და კათხა ლანგარზე დადო
-რატომ?
-ეგ კაცი ცოტა უცნაური ვინმეა,-თვალები გადაატრიალა ბიჭმა
-არაფერია უკვე მივხვდი,-გოგონამ ზურგი აქცია დახლს და თავდაჯერებით გაემართა მაგიდისაკენ
-დიდი მადლობა,-კაცმა ერთი კიდევ შეჰღიმა სანამ კათხას უდგამდა და საჯდომზე დაარტყა
-რას აკეთბთ,-შეიყვირა გოგონამ და ირგვივ მიმოიხედა ეგონა ვინმე გამოესარჩლებოდა მაგრამ რომ დაინახეს რაც იყო ყველამ განაგრძო თავისი საქმე
-რაიყო პატარა პრიცესავ?-ვალერიას თვალები შუბლზე აუვიდა
-ხელები მომაშორე მეთქი,-დაიწიწკინა გოგონამ და კაცს ხელზე დაარტყა
-ვითომ რატომ?-კაცმა ვალერიას მუხლებზე შემოავლო ხელი და კალთში ჩაისვა
-მომაშრეთ ეს ავადმყოფი,-გული ყელში ამოაჯდა და ლამის ტირილი დაიწყო საბრალომ როცა დაინახა როგორ ჩასცქეროდა კაცი მკერდში.
-გეყოფა ხელები მოაშრე,-ბიჭი დახლიდან სასწრაფოდ მოვიდა და ვალერია საშინელი მკლავებიდან დაიხსნა
-სად იყავი აქამდე?-შეუყვირა გოგონამ
-მე გაგაფრთხილე
-კარგი რა ასეთ რაღცეები ყოველდღე ხდება,-მხრები აიჩეჩ ერთ-ერთმა მიმტანმა
-რაა? არა მე აქ ვერ გავჩერდები,-ვალერიამ ლანგარი მოისროლა და თავქუდმოგლეჯილმა დატოვა შენობა
-არა ეს როგორ გამიბედა ნაძირალა, ყოჩაღ! ვალერია კარგად მოიქეცი მირჩევნია მშიერმა ვიარო ვიდრე ეს ავიტანო,-საკუთრ თავს ხმამაღლა ელაპარაკებოდა გოგონა და ამხნევებდა

მეორე სამსახურის შოვნაც არ გასჭირვებია საყვარელმა ბებომ მაღაზიაში იკითხა ვინმეს ხომ არ უთქვამს გამყიდველისათვის რომ მუშაობის დაწყება სურდა
-ბებო მე წამოვალ ახლავე შევუდგები საქმეს სულ ერთია რას დამავალებ აი ნახავ როგორ დავაპრიალო შენი სახლი,-იფიქრა ამ ასაკის ქალი სხვა რა დახმარებას უნდა ითხოვდეს ან ეზოს დალაგება უნდა ან სახლისო.
-ამდენის ლაყბობას აპირებ?-თვალები გადაატრიალა ქალმა,-წამოდი თუ მოდიხარ
ვალერია მაშნვე აედევნა ბებოს და მხიარული ღიღინით შეისწორა ქერა თმა
-ესეიგი,-დაიწყო ბებომ როგორცკი ეზოს კარი დახურა ვალერიამ თვალები ჭყიტა,-აი ურიკა და ფიწალი ჩემმა ქმარმა გუშინ ბარდა გათხარა ხო და შენ ამ ბარდას აიღებ და გოჭების ბუნაგში შეიტან გასაგებია?
-ვაი უბედურო ვალერია რა დააშავე ასეთი ერთი კვირის წინ ქალაქის საუკეთსო კაფეში ისაუზმე, მერე საუკეთსო სტილისტმა დაგვარცხნა, ფრჩხილები გაიკეთე და ახლა გოჭებს უნდა აჭამო-დაიჭყანა გოგონა და სცადა ბებოდთვის კარგად მოესმინა.
-გაიგე?
-დიახ
-გოჭები არ გამოგეგცეს თორემ ვერააფერსაც ვერ მიიღბ 10$ს გასაგიხდი
-მადლობა,-გოგონამ შარვალი აიკეცა ბებოს მოტანილი ბოტები ჩაიცვა და საქმეს შეუდაგა
-მე ამას შევძლებ,-ამხნევებდა თავს ვალერია და ცდილობდა ბარდა რომელიც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ურიკაზე დაეყარა მაგრამ მალევე მიხვდა რომ ხელით თუ აიღბდა უფრო მსუბუქი იქნებოდა და საქმეს შეუდგა.

-ესეც ასე,-სიამაყით დახედა დღის ბოლოს მოსუფთვებლ ადგილს სადაც ასე ორი საათის წინ ბარდა ეყარა ხელები გაიფერთხა და ურიკა მოაბრუნა ცოტა გაატარა გოჭების სახლისკენ გაიხედა და იქ ვერც ერთი ვეღრ დაინახა ურიკას ხელი გაუშვა გაიქცა და დაინახა როგორ დასეირნობდნენ გოჭები მშვიდად დიდ მინდორზე რომელიც შემოსაზღვრული არ იყო.
-ჯანდაბა!-შეიყვირა და რამდენიმე სალანძღავი სიტყვაც დააყოლა მერე გოჭებისკენ დაიქცა და სცადა მათთვის თავი მოეყარა მაგრამ ცელქი არსებები არაფრით არ უჩერდებოდნენ და რამდენიმე ფრჩხილიც შესწირა წაქცევისას
-მომკლავს ბებო მომკლავს,-მიწაზე ჩამომჯდარი გოგონა მთელი ხმით მოთქვამდა
-სადარიან ჩემი გოჭები?-ბებოს ხმა მეხის გავარდნასავით გაისმა
-მე ისინი...... გაიქცნენ.-ცრემლიანი თვალებით ახედა ვალერიამ ბებოს და თვალები დახუჭა

ჭირვეული 2
გოჭების ინციდენტის შემდეგ ვალერიამ გადაწყვიტა მანამ არ წაყოლოდა სამუშაოდ ადამიანებს სანამ არ გაიგებდა რა სახის სამუშაოს სთავაზობდნენ და სწორედ ამიტომ ვერ იშოვა ალბათ სამსახური რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ.
-გოგონებო მე გავდივარ,-მამიდას ხმამაღალმა ყვირილმა ვალერია ძილიდან გამოარკვი და თავზე ბალიში წამოიმხო რომ პროცესი ცოტა კიდევ გაეხანგრძლივებინა მაგრამ მექსიკელების უბანს უკვე ეღვიძა და ერთხმად გუგუნებდა ყოველი შენობა, სახლი და ეზო ამიტომ ვალერიამ თვალი ვერ მოხუჭა და მაშინვე წამოხტა.
-ეს სად მოვხვდი,-კიდევ ერთხელ გადაიხედა ფანჯრიდან იქნებ ცუდი სიზმარი იყოსო მაგრამ ამჯერადაც დაინახა მეზობელი კაცი როგორ იფურთხებოდა ფანჯრიდან და მოშორდა იქაურობას.
ცოტახანი საწოლზე ჯდომის და ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა რომ მამას სხვაგვარადაც უნდა დახმარებოდა კარადა გამოაღო და თუ კი რამ ძვირფასი ჰქონდა დაახარისხა. საბოლოოდ აბაზანიდან გამოსულმა გოგონამ თმა გაიშრო სარკეში დააკვირდა თავის სახეს და ყუთებს რომელიც საწოლზე ეწყო და სავსე იყო ძვირადღირებული საათებით, სამკაულებით და ათასი სხვა მოსართავით ხელი დაავლო კიბეებზე ჩაირბინა და თავის მერსედესში ჩააწყო.
-სად მიდიხარ?-დაფინე როგორც ყოველთვის გაღიზიანებული უყურებდა
-რაღაცეები მიმაქვს მალე დავბრუნდები არ ინერვიულო
-შენზე?-სარკაზმით სავსე თვალებით დააკვირდა გოგონა,-არც იოცნებო
-არც ვაპირებ,-ვალერია დიდიხანი უყურებდა დაჟინებით დაფინეს და ცდილობდა თვალებში ყურების ეს უცნაური შეჯიბრი მოეგო მაგრამ დაფინე ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა.
ვალერია არც ისეთი ხელგაშლილი იყო როგორც მისი გარდერობი გამოიყურებოდა 18 წლის იყო როცა ერთ არაჩვეულებრივ ადგილს მიაგნო სადაც ბრენდულ ნივთებს დაბალ ფასად ყიდდნენ მიუხედავად იმისა რომ გულის სიღრმეში არაჩვეულებრივად იცოდა ნივთბი მოპარული რომ იყო ამას საკუთრ თავსაც არ უმხემდა ასე რომ ახლაც მიაკითხა ხუანიტოს დახლს მაგრამ იქ არავინ დაუხვდა.
-სადაა ჩემი ბიჭი,-ჰკითხა იქვე მდგომ ქალს და დახლისაკენ გაიშვირა ხელი
-დააპოატიმრეს,-უხეშად მიუგო ქალმა და თავისი საქმე განაგრძო
-ახლა მე რა მეშველება?
გაბრაზებული ვალერია ისევ ჩაჯდა მანქანაში და სავარძელზე გადაწვა. ისეთი სიცხე იყო ადამიანს სისხლი აუდღდებოდა ვალერიას კონდენციონერი კი გაფუჭდა და დაწყევლილიმა გოგონამ ფურცლების აქეთ-იქეთ ქნევა დაიწყო რომ გაგრილებულიყო.
მძინარე ვალერიას საერთოდ არ უგრძვნია როგორ მოხვია ხელები ვიღაცამ უკანა სავარძევზე გადასვა და მისი მანქანით სადღაც წავიდა.
კარგად გამოძიებული და დასვენებული ვალერია გონს პატარა საწყობში მოვიდა ადგილი მოათვალიერა და ჯერ კიდევ დაბინდული მზერით ორ კაცს დააკვირდა რომლებიც ფულს თვილდნენ იქვე მდგას მაგიდასთან.
-სადვარ,-წამოიკივლა გოგონამ
-დაწყნარდი რა,-ერთ-ერთმა კაცმა ხელი აიქნია და თვლა განაგრძო
-რას ნიშნავს დავწყნარდე ახლავე მითხარით სად ვარ თორემ,.. თორემ ვიკივლებ
-მიწისძვრაც რომ მოჰყვეს მაგ შენს კივილს მაინც ვერავინ ვერ გაიგებს ასე რომ გთხვოთ თავს ნუ შეიწუხებ
-იცოდეთ თუ მომეკარებით არ გაცოცხლებთ მე.... მე რამდენიმე საბრძოლო ტექნიკას ვფლობ,-კაცებმა გულიანად გადაიხარხარეს გოგონას უსუსურ სუბარზე
-მისმინე თქვენ მდიდრებს თავი დიდი ვინმე გგონით რატომ ფიქრობ რომ შენნაირ ქალთან ვუღალატებ ჩემს ცოლს?
-აბა რა გინდათ რას წამომათრით ხომ აიღეთ მანქანიდან რაც გინდოდათ,-საყვედურით შეაჩერდა ვალერია
-მოკეტე რა
-ისე ფული ძალიან თუ არ გჭირდებათ წავიღებ
-რაო?-კაცები ყურებს არ უჯერებდნენ
-ეგ ფული ძალიან რომ არ მჭირდებოდეს თქვენი აზრით ნივთებს გავყიდდი? მოდი სამად გავყოთ
-შენც ქურდი ხარ?
-არა მმაგრამ ფული ძალიან მჭრდება ვერც სამსახური ვიშოვე და მამაც ვერ გამომყავს ციხიდან იმიტომაც ვყიდდნი ნივთებს
-საკაოდ მდიდარი ჩანხარ რა საჭირო იყო ნივთების გაყიდვა?
-მამა დააპატიმრეს ქონება ჩამოგვართვეს მხოლოდ იმის გამოტანა შევძელი რაც მე მეკუთვნოდა და რაც ჩემს სახელზე იყო ასე რომ,-გოგონამ მხრები აიჩეჩა
-ხო მართლა ჩემი მანქანაც გაყიდეთ?
-ხო,-დაიბნა ერთ-ერთი მძარცველი
-კარგია მე ვერაფრით მოვახერხე და თქვენ ასე სწრაფად როგორ შეძელით?
-საჭრო კავშირები გვაქვს,-გაიკრიჭა კაცი
-ხო მართლა მე ვალერია ვალენსა ვარ სასაიამოვნოა თქვენი გაცნობა
-უბრალოდ ლოკი და ჯოკერი ვართ
-ეე ჩემი საყვარელი პერსონაჟები არიან,-ყურებამდე გაიკიჭა ვალერია
-მემგონი მზის დაკვრა აქვს მიღებული საცოდავს,-გადაულაპარაკა ლოკს ჯოკერმა
-არა, არა უბრალოდ მივეჩვიე სულელურ სიტუაციებში გარევას და ესაა.-მხრები აიჩეჩა ვალერიამ და ისევ მიწვა იატაკზე,-როგორ გრილა აქ.
-ციტახანში გაგაიშვებთ კარგი?
-არ იჩქაროთ გარეთ მაინც ყველაფერი დუღს.
ვალერიამ სასიამოვნო ღიღინი დაიწყო და მალე ისევ მიელულა თვალები მაგრამ ლოკის ხმამ გამოაფხიზლა
-აიღე შენი წილია
-მართლა,-ვალერიამ ფულის შეკვრა გამოართვა და გააფრიალა
-ხო ხომ თქვი მჭირდებაო სულ ვერ დაგიბრუნებთ მაგრამ აქ ნახევარია,-ჯოკერმა გაუღიმა და თვალი ჩაუკრა
-თქვენ. რა კარგები ხართ,-ვალერიას თვალები შუბლზე აუვიდა და ორივეს აკოცა
-მიგიყვანოთ სახლში?
-კი თუ შეიძლება.
ახალგაზრდა სიმპათიურმა კაცმა რომელსაც ჯოკერი ერქვა ვალერია მანქანაში ჩასვა და სახლის გზის სწავლება სთხოვა. მანაც ზუსტი მისამართი მისცა და მუსიკას აუწია.
-შენ არ გყავს ცოლი?-დაეკითხა ვალერია და კაბრიოლეკის ღია ფანჯარაში ფეხები გადაყო
-რაიყო გულში ხომ არ ჩაგივარდი?
-არა რას ამბობ სიმპათიური ბიჭი ხარ მაგრამ, მაგრამ მე ასე ადვილად არ მომწონს ხოლმე ვიღაც ვიღაცეები
-არა არ მყავს ცოლი აფსოლუტურად თავისუფალი ვარ ასე რომ თუ შეგიყვარდები მითხარი
-კარგი,-ჯოკერმა მანქანა კართან გაჩერა ვალერიამ რამდენიმე მეზობლის მზერა დააიგნრა და ბიჭი სახლში შეიპატიჟა.

სამზარეულოში შესულ დაფინეს წინ ასეთი სცენა დაუხვდა ვალერია ქურასთნ იდგა და ვიღც ბიჭის კარნახით ყრიდა ტაფაზე სანელებლებს
-აქ რა ხდება?-დაფინემ ხელები გაიშვირა
-ეს ჩემი მეგობარია და საჭმელის გაკეთებას მასწავლის დაჯექი მალე იქნება
-ეს თქვენ,-ჯოკერმა დაფინეს ცივი წვენი დაუსხა და სკამი გამოსწეია
-თუ საიდუმლო არაა რამდენი ხანია ერთმანეთს იცნობთ?
-დილით გავიცანი,-ვალერიამ პატარა კოვზით წვენი ამოიღო ტაფიდან და სული შეუბერა
-უნდა გელაპარაკო,-თვალები დაუბრიალა მამიდაშვილმა და გვერდზე გაიხმო
-მოხდა რამე,-ვალერია მხიარულად ჩამოჯდა ფანჯრის რაფაზე და თმა უკან გადაიწია
-კი ვალერია მოხდა სახლში დილით გაცნობილი ბიჭი მოათრიე
-არც ისე დიდი განსხვავებაა დილით გაცნობილსა და დიდიხნის ნაცნობს შორის თუ ადამიანი ცუდია ამას აუცილებლად გამომაჟღავნებს,-დაფინეს გაცეცხლებულ მზერას თავისი შეახვედრა და თვალი ჩაუკრა
-შენ საერთოდ რა არსება ხარ?
-ძალიან არ მინდა მაგრამ ადამინი ვარ,-ვალერია ოთხიდან გამოვიდა და კარი ფართოდ შეღბული დატოვა.

სადილობისას მხოლოდ ჯოკერი რომელსაც აღმოჩნდა რომ პაბლო ერქვა. ლაპარაკობდა და გოგონების გამხიარულებას ცდილობდა.
-ახლა მე შხაპს მივიღებ და მერე გავალ,-გამოაცხადა ვალერიამ წყვილი დატოვა და სააბაზანოში შევიდა
-რამდენი წლის ხარ?
-ტყუილად ცდილობ დიალოგის წამოწყებას დაელოდე შენს მეგობარს და მოშორდი აქედან,-დაფინემ თავისი თეფში აიღო გარეცხა და თავის ოთახში წავიდა.


-რატომაა შენი მამაიდაშვილი ასეთი უკარება?-მანქანასთნ მდგონმი პედრო
-არვიცი,-ცალყბად ჩაიღიმა ვალერია
-როგორი ბიჭები მოსწონს?-პედრო მიხვდა ვალერიასთნ ქვეტექსტებით ლაპარაკი რომ არაფერს ნიშნავდა და პირდაპირ იკითხა ის რაც აინტერესებდა
-არასწორი კითხვა იყო უნდა გეკითხა მოსწონს კი საერთოდ ბიჭები.
ბიჭი ცოტახანს ჩაფიქრდა მერე ვალერიას ლოყაზე აკოცა და მანქანაში ჩაჯდა.

პერდორ რომ გააცილა ვალერიამ გადაწყვიტა მაღაზიაში შესულიყო და ეკითხა ხომ არავინ დაინტერესებულა მისი სამსახურით.
მაღაზიაში წასვლამდე კი მამიდას გაუარა სამსახურში და მამასთან მისატანი წერილი გადასცა ვინაიდან მისვლას ვერ ახერხებდა.
-შეხედე რა საცოდავია,-მოესმა ერთ-ერთი ჩიხიდან და მაშინვე შედგა რომ გაერკვია რა ხდებოდა
-ვამე ახლა სიცილით დავიხრჩობი,-ხმები ისევ გამოდიოდა ჩიხიდან და უცნაური არაადამიანური სიცილი მოჰყვებოდა
ვალერია ჩიხში გაუბედავად შევიდა და კედელზე აკრული მიიწევდა წინ
-არა ხომ ხარ ახლა ღირსი რომ რამე დაგიშაონ დებილო,-ამკობდა და არიგებდა თავის თავს და მაინც მიიწევდა წინ.
ჩიხში შესულმა დაინახა როგორ შემოხვეოდა გარს რამდენიმე ტურტლიანი ბიჭი საბრალო გოგონას რომელიც უეჭველად მუნჯი იყო და აწამებდენ რაღც წაერთმიათ და არაფრით უბრუნებდნენ. გოგო ტიროდა მერედა როგორი ლამაზი იყო უსუსურობის მიუხედავად იქეთ გახდიდა ნებისმიერს უსუსურს როცა შეხედავდა.
-ავადმყოფებო,-გაისმა უეცრად ვალერიას ხმა და ყველამ მისკენ მოიხედა
-რაიყო ქერა შენც გინდა დაიკარგე აქედან
-აი მაგ თავხედობას არ შეგარჩენ,-ვალერიამ ჯიბიდან წიწაკის სპრეი ამოიღო რომელიც სულ თან დაჰქონდა და ბიჭს თვალებში შეასხა
-კიდევ ვის უნდა,-იკითხა გოოგნამ და სპრეი აისროლა აქაოდა და დავიჭერო მაგრამ დაუარდა და ვიღაცამ აღება დაასწრო
-ახლა რას იზამ პატარა დამცველო?-ბიჭმა ხელში ჩებღუჭა და ძლიერად მოუჭირა
-გამიშვი მეტკინა
-ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა სხვის საქმეში რომ ერეოდი
-გაუშვით ახლავე,-თითქოს ხომ არაფერი ჩვეულებრივი ხმა იყო მაგრამ მაინც ყველა მათგანს გასცრა ტანში ამ ხმის გაგონებაზე აშკარეა იყო იცოდნენ ვისაც ეკუთვნოდა ხმა
-ნიკ ჩვენ უბრალოდ,-ალუღლუღდა ერთი,-გოგონებს ამ ჩიხიდან გასასვლელ გზას ვაჩვენებდით,-გოგონა სწრაფად მივარდა ახლა მოსულს და მანაც დიდი სიყვარულით ჩიკრა გულში,-აი ახლა შენც აქ ხარ და აბა წავედით
წამის მეათასედში ისე რო ვალერიამ ვერ აფერიც ვერ გაიგო იქ მხოლოდ სამნი დარჩნენ თვითონ, გოგონა და ახლმოსული
-კარგად ხარ?-იკითხა ბიჭმა და გოგონას ხელით რაღაცეები ანიშნა
-მადლობა,-მიმართა ახლა ვალერიას
-მადლობა? სხვა არაფერი გაქვს სათქმელი საერთოდ ვინახარ ამ გოგოსთვის?-საყვედურით აესვეტა წინ ბიჭს
-ის ჩემი დაა
-ძალიან კი გყვარებია მარტო რომ გამოუშვი აქ სახიფათოა,-ვალერია ისე ეჩხუბებოდა ბიჭს თითქოს გოგონა მისი და ყოფილიყო
-მისმინე პატარა არამკითხე შენს საქმეს მიხედე გასაგებია?
-ხო მე მივხედავ ჩემს საქმეს მაგრამ შენ კარგად მიხედე შენს დას,-ვსალერია გაცეცხლებული მოშორდა და-ძმას და ისევ გავიდა გზაზე
-ყველა გიჟს მე როგორ უნდა გადავეყარო?-ამოთქვა ნიკმა მძმედ და დას ხელი მოხვია.

ვალერია თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ ბრაზობდა და მაღაზიისაკენ მიდიოდა. გზაში იალნძღებოდა და იმ უცხო ბიჭს ისე ეჩხუბებოდა თითქოს მის გვერდით ყოფილიყო
-დებილი როგორ გამოუშვა მარტო ასეთი გოგო ხომ იცოდა რომ მსგავსი რამ მოხხდებოდა ახლა ალბად საბრალო გოგონას როგრო ეშინია.
-ჩემი დაქირაება ხომ არ უნდა ვინმეს?-იკითხა მაღაზიაში შესულმა
-კი ვალერია ერთმა კაცმა მკითხა ვინმეს ძიძად მუშაობა ხომ არ უნდაო
-მარეთლა?გოგონას თვალები შუბლზე აუვიდა და ისე გაუხარდა ცეკვა დაიწყო
-მოგცე მისამართი ანუ?-ჩაეღიმა გამყიდველს
-რათქმაუნდა,-აღფრთოვანებულმა ვალერიამ მისამართი გამოართვა გამყიდველს და გახარებული გამოვიდა შენობიდან.

ჯერ კიდევ არ გათენებულიყო ნორმელურად ვალერია რომ წამოხტა სოლიდური ტანის სამოსი ჩაიცვა სახლის მისამართს ხელი დაავლო და პედროს დაურეკა
-გისმენ ძვირფასო,-გამოეხმაურა ბიჭი ნამძინარევი ხმით
-პედრიტო ფული არ მქვს ტაქსისთვის ავტობუსების კი მეშინია შეგიძლია სამსახურში მიმიყვანო?
-რათქმაუნდა ახლავე მოვალ
პედრო მართლაც მალე მოვიდა ვალერია მანქანაშ ჩახტა და უხმოდ მივიდა დანიშნულების ადგილამდე
-წარმატება მისურვე და თითბი გადაჯვარედინებული გქონდეს,-პედრომ მანქანა მყუდრო ადგილას გადააყენა გადმოვიდა და დიდი ჭიშკრისაკენ მიმავალ მეგობარს გახედა.
ჭირვეული 3
-ხომ ხვდებით რომ პრობლემა იქნება ის ფაქტორი რომ ასეთი მშვენიერი ხართ?-ახალგაზრდა და უაზროდ სიმპათიურმა მისტერ საილასმა პირდაპირ დასვა ის კითხვა რაც თავში ვალერიას დანახვისთანავე უტრიალებდა.
-თუ თქვენ ჩემს „დაკერვას“ არ გადაწყვეტთ და ისე შემომხედავთ როგორც თქვენი ძმის ძიძას პრობლემა არ იქნება,-ვალერია ისევე დაჟინებით აკვირდებოდა კაცს როგორც თავად.
-გონება მახვილი ხართ არ გაგიჭირდებათ ჩემს დასთნ გამკლავება,-ჩაიღიმა კაცმა და ვალერიას ისევ დააკვირდა.
-ხომ დამირეკავთ რომ მოიფიქრებთ?-გამომცდელად იკითხა გოგონამ და კაცს ცისფერი თვალები მიაპყრო
-არა არ არის საჭირო აყვანილი ხართ.
...........................
დიდ თეთრ შებონაში ვალერია უკვე ერთი საათის შესული იყო ჯოკერმა რომ დაინახა როგორ გამორბოდა ბედნიერი ხელებგაშლილი და კიოდა.
-მოდი აქ შეშლილო,-ბიჭი მიეგება და გულში მთელი ძალით ჩაიკრა
-ამიყვანესს,-ვალერიამ მეგობარს ისე ძლირად აკოცა ლამის ყბა შეუნგრია
-ესეიგი?
-ესეიგი ახლა შენ წადი და მე ჩემით დავბრუნდები საღამოს.

მიუხედავად იმისა რომ გოგონამ პირველი ტესტი ჩააბარა მთავარი მაინც წინ იყო მას თავისი აღსაზრდელი უნდა გაეცნო და ცოტა ღელავდა როცა ახლაგაზრდა საილასმა საბავშვო ოთხის კარი გამოაღო.
-უკვე გაიღიძე?-ოთხი წლის დენიელი საწოლზე იჯდა და ძმას ისე საყვარლად ბავშვურად და უდარდელად უღიმოდა ვალერიას ბავშვი იმ წამსვე შეუყვარდა და მოუნდა კოცნით დაეხრჩო.
-კი ტონიო უკვე მღვიძავს
-ვიღაც უნდა გაგაცნო,-ძმა პატარასთნ დაიხარა და სერიოზული სახით შეხედა
-ცოლი მოგყავს? ლამაზია,-ბავშვმა ვალერია შეათვალიერა და მერე ისევ ძმას მიუბრუნდა
-არა პატარავ ცოლი არ მომყავს მაგრამ თუ გინდა ეს გოგო შენი ძიძა იქნება
-ისევ მოიყვანე ახალი გოგო?-პატარამ პუტკუნა ლოყები ხელებს დაადო და ვალერიას კიდევ ერთხელ შეხედა
-გაესაუბრე მაინც,-შესთავაზა ტონომ
-კარგი ვცდი,-ბავშვმა თვალები გადაატრიალა
-გამარჯობა,-მიმართა ამჯერად ვალერიას და სერიოზულად ჩამოუდგა წინ
-გაგიმარჯოს,-ვალერია უბრალოდ ისე დააცქერდა ბავშვს როგორც მის თანატოლს
-ბევრი თამაშები იცი?-ცალი წარბი აზიდა დენიელმა
-არა მაგრამ კარგი ფანტაზია მაქვს,-ვალერიამ მიბაძა
-ესეიგი საკუთრ თამაშებს იგონებ?
-ბავშვობიდან
-მერე გამოგდის?
-აქამდე ვაგრძელებ ზოგიერთის თმაშს ასე რომ
-გამოცდილება გაქვს? სხვა ბავშვი გაგიზრდია?
-არა აქამდე ვერ ვიპოვე ბავშვი რომლის გაზრდაც მომინდებოდა
-ესე იგი ბავშვები არ გიყვარს?
-არა მიყვარს მაგრამ მე განსაკუთრებულ ჭკვიან და საყვარელ ბიჭუნას ვეძებდი,-ტონიო შორიდან აკვირდებოდა როგორ ცდილობდა დიდი ბავშვი პატარასთის თავის მოწონებას
-იცი რა?-თქვა ბოლოს დენიელმა,-ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ ორივენი ქერა ვართ
-ეს რას ნიშნავს?
-იმას რომ სამსახური შენია
-დენიელი,-გაუწოდა პატარა ხელი ბავშვმა და ვალერიამაც მაშინვე მოიქცია ბავშვის პატარა ხელი თავისაში
-ვალერია ვალენს,-თქვა მხიარულად.
-კარგით,-ტაში შემოჰკრა ტონიომ,-მოდი ახლა ძიძას ცოტახანი წავიყვან რაღაცეებს მოვაგვარებთ და მერე სულ შენი იყოს კარგი?
-კარგი მე ბაღში ვიქნები
-მარტო არ გახვიდე შენი მეგობარი უკვე სამსახურშია,-ბავშვმა თავი დაუქნი და ოთახიდან გავიდა.
-მოკლედ ასე ვალერია თქვენ უნდა იცოდეთ ჩვენი მშობლები მოკლეს და რამდენჯერმე ჩვენი მოკვლაც სცადეს გაუგებარი მიზეზით ასე რომ თუ არ გინდათ ასეთ პირობებში მუშაობა გასაგებია. დენიელს ჯერ არცერთი ძიძა არ მოსწონებია სასწაულია თქვენ აყვანაზე რომ დამთანხმდა
-არა სერ მე მინდა მუშაობა ესეც რომ არ იყოს უკვე მიყვარს თქვენი ძმა და ხომ არ დაგვაშორებთ?-ტუჩები დაბრიცა გოგონამ
-ესეიგი თქვენი გული უკვე თქვენ აღარ გეკუთვნით?
-დიახ ასეა დენიელმა ერთი ნახვით მომხიბლა.
-თუ ასეა თანამშრომლებს გაგაცნობთ.
ტონიომ გოგონას ყველაფერი დაათვალიერებინა და კიბეებზე ჩუძღვა.
-აქ რა ხდება?-იკითხა დაბნეულმა როცა დაინახა როგორ აწყობდა ერთ ხაზზე დენიელი თანამშრომლებს
-მეგობრებო,-წარმოთქვა მან,-ეს ჩემი ძიძაა ვალერია ვალენსა კარგად მოექეცით და ისე მიიღეთ როგორც გეკადრებათ შევთნხმდით?-ყველამ შეიკავა სიცილი და პატარა ბატონს თავი დაუქნია
-თუ ასეა თვისუფლები ხართ,-ბავშვმა ახლად შემოსულ მაღალ ფიგურას ხელი მოკიდა და ძმისა და ძიძისკენ წაიყვანა
-ვი ეს ჩემი მეგობარია ნიკოლასი,-ვალერიას სახეზე ალმური ავარდა როცა რამდენიმე საათისწინ ნანახი ფიგურა შეიცნო მცველში
-სასიამოვნოა,-ამოთქვა ნიკმა
ვალერიამ რომ მოიხედა ტონიო არსად იყო დენიელი კი აკვირდებოდა როგორ უყურებდა მის მცველს
-აბა რას გავაკეთებთ ახლა?
-ახლა ვითამაშებთ მაგრამ ჯერ უნდა ისაუზმო
-არ მინდა საუზმობა
-მაშინ ვერც ითამაშებ ამ თამაშის ძირითადი კომპონენტი ხომ საჭმელია
-რა თმაშა ასეთი?-დენიელმა გოგონას ხელი ჩაკიდა და სამზარეულოსკენ წაიყვანა,-შეიძლება ნიკოლასმაც ითამაშოს?
-კი რათმაუნდა
ვალერიამ ბიჭები სამზარეულოს მაგიდის ირგვლივ დასვა მზარეულის მიერ მომზადებული საუზმე დაუდო წინ და თვითიონ იქვე ჩამოჯდა
-ვინც პირველი მორჩბა საუზმობას ისე რომ არ დაახველოს და ლუკმა არ გადასცდეს გამარჯვებულიც ისაა.
ნიკი გამუდმებით ახველებდა და დენიელის სიცილსაც იწვევდა საბოლოოდ თამაში დენიელმა მოიგო. ასევა მოიგო შეჯიბრი კბილების გახეხვაში, ახალი ასოების სწავლაში და ფეხბურთშიც. დღის ბოლოს დაღლილი ძიძა და აღსაზრდელი მოწყვეტით დაეშვა დივანზე და სიცილით გადახედეს ერთმანეთს.
-ახლა რა გავაკეთოდ?-იკითხა პატარამ და ანთებული თვალები ვალერიას მიანათ
-ვიბანაოთ მერე მულტფილს ვუყუროთ მერე კი ზღაპარს წაგიკითხავ თუ გინდა
-კარგი.
დენიელის სააბაზანო კარგი გასართბი ადგილი ჩანდა ვალერიამ წყალი დააგუბა და ბაშვი შიგ ჩასვა
-მოდი მაშველები ვითმაშთ
-დენიელ უკვე ძალიან დავიღალეთ
-გთხოვ რა ვი
-კარგი.
ვალეია ფართო აბაზანაში ჩაჯდა და მაშველობანაც ითმაშა მერე ბავშვი გაამშრალა თმა გაუშრო პიჟამა ჩააცვა და საწოლში ჩააწვინა.
-ახლა მე რა ვქნა რა სულელი ვარ,-სველ ტანსაცმელს დახედა და მაშნვე გადაწყვიტა მოსამსახურეები ოთახში მოეძებნა რამე
-დენიელ ახლავე მოვალ კარგი?
-არ დაიგვიანო მე ზღაპარს ავარჩევ
-შევთანხმდით
ვალერიამ კბეები ჩაირბინა და პირველივე ოთახში შევარდა რომელსაც ეწერა „პერსონალი“.
კარადა გამოაღო და იქ მხოლოდ კაცის ტანსაცმელი დაუხვდა მაისური და ჯინსი გამოიღო არ იცოდა ვის ეკუთვნოდა ტანსაცმელი მაგრამ მას თავბრუდამხვევი სურნელი ასდიოდა. სწრაფად ჩაიცვა და დენიელის დასაძინებლად წავიდა.
დაღლილ ბიჭუნას მალე ჩაეძინა ძიძამ უამრავჯერ აკოცა და მძინარეს ტკბილი სიძმრებიც უსურვა.
-მისტერ საილას,-გოგონამ გაუბედავად შეაღო უფროსის კაბინეტის კარი
-მოდი ვალერია
-ჩემმა ბიჭმა უკე დაიძინა ასე რომ მე წავალ
-მე თავად წაგიყვანთ ასე კარგად დიდიხანია არ უმხიარულია რა გაუკეთთ
-არ არის საჭირო წაყვანა. აი ბავშვისათვის კი არაფერი გამიკეთებია პირიქით მან მომაჯადოვა და მთლი დღით დამავიწყდა ჩემი პრობლემები.


ნიკმა თავისუფლების სუნი მაშინვე იგრძნო როგორცკი შებინდდა და საათს რომ დახედა უკვე მისი ცვლა დასრულებული იყო პატარას ტკბილად ეძინა ასე რომ ოთახს მიაშურა რომ გამოეცვალა და სახლში წასულიყო მაგრამ იქ მხოლოს სხვა სმოკინგები და სველი ქალის ტანსაცმელი ეყარა.
-ვალერია,-ჩაისისნა ბიჭმა
-ეს რა შენი ნივთბი იყო?-ვალერიამ თვალები გადაატრიალა და რომელიღაც მოახლის კაბა მხარზე გადაიფინა
-ხო მადლობა რომ მკითხე შეგეძლო თუ არა ჩემი ნივთების აღება
-არაფერს,-ვალერიამ ნიკის მაისური გადაიძრო და სახეში ესროლა, ბიჭმა მასური სახიდან მოიშორა და ვალერიას ნახევრად შიშველ სხეულს შეავლო თვალი.
-ასე რატომ მიყურებ სანაპიროზე არ ყოფილხარ?-იკითხა სარკაზმით გოგონამ და კაბა გადაიცვა
-იქ ასეთი უშნო არავინ ყოფილა და უცბად დავიბენი
-სასაცილოა,-ვალერიამ ჩაიცინა და ნაწყენმა მოიშრა ბიჭის შარვალი კაბა შეისწორა და ოთახი დატოვა.
მიუხედავად იმისა რომ ტონიოს უარი უთხრა მაინც ელოდა გარეთ მძღოლი რომელმაც სახლშ მიიყვანა და სასიამოვნო ღამე უსურვა.
............................
დენიელი მიუხედავად იმისა რომ ვალერია ტყავიდან ძვრებოდა რომ გაერთი მაინც მოწყენილი იყო და თვალი სულ ფანჯრისკენ გაურბოა ეზოში რომ იყო მაშინ ჭიშკრისკენ იყურებოდა ხოლმე და გოგონაც მალე მიხვდა ბავშვს სული ძვრებოდა ამ ჩახუთულობისგან, ამიტომ ტონიოს იქამდე ეხვეწა „ოღონდ ბავშვის გარეთ გაყვანის ნება მომეცი და ვინც გინდა ის გამომაყოლეო“ რომ ტონიოს მობეზრდა და დასთანხმდა.
იმ დღის შემდეგ ვალერია და მისი „ბიჭი“ ყოველ კვირას სეირნობდნენ ხოლმე სამ საათს ქუჩაში ხან სად მოისურვებდნენ წასვლას ხან სად და ნიკიც პირადი მცველის ნაცვლად მძღოლი გახდა. ცოტას ეჭვიანობდა კიდევაც ბავშვს ვალერია უფრო უყვარსო მაგრამ გოგონას ამას არ აგრძნობინებდა.
-რაკარგი იქნებოდა მეც რომ დედას და მამას დავყავდე ხოლმე სასეირნოდ,-თქვა ერთხელ ძალიან მოწყენილმა დენიელმა და ვალერიას ისეთი სახით გახედა გოგონა ლამის იქვე დაიმსხვრა.
-ბავშვს დარდი უნდა შევუმსუბუქოთ,-ამოიოხრა დილით ავტობუსში ნიკის გვერდით მჯდარმა ვალერიამ
-როგორ?-როოგრც ჩანს ნიკსაც აწუხებდა ეს ამბავი
-იქნებ უფრა თბილად უნდა მოვექცეთ ხოლმე?
-როგორ? ამაზე თბილად როგორ მოვექცე არ ვიცი თითქმის საკუთარი შვილივით მყავს,-ამოიოხრა ნიკმა
-ჩემი პატარა ძლიან დაიტანჯა არ უნდა გადაიტანოს არც ერთმა ბავშვმა ის რაც მან გადაიტანა ხოდა ვიცი მე რასაც ვიზამ
-ახლა რამე სისულელე არ დაახეთქო თორემ მაგ ფანჯრიდან გაგისვრი
-დიახ ვიტყვი ჩემს აგარაკზე უნდა წავიყვანოთ
-შენ აგარაკიც გაქვს?
-მაქვს რა მქონდა?-ცალყბად გაიღმა ვალერიამ,-ახლა ის ქირავდება თუ ტონიოს დავითნხმებთ გაგვიშვებს მე იქ ყოფნა ძალიან მიყვარდა და იმედია დენიელსაც მოეწონება.
-ეჭვიც არ მეპარება რომ დაითნხმებ,-ვალერია ბიჭს დაეჭყანა და ავტობუსიდანა ჩავიდა.
ჭირვეული 4
ვალერია განერვიულებული დაეშვა კიბეებზე და სამზარეულოში გიჟივით შევარდა
-სადაა ნიკი,-ჰკითხა მზარეულს რომელიც მის სახეს განცვიფრებული უყურებდა
-ახლახანს მოდის და იცვლის
ვალერია სასწრაფოდ გავიდა დერეფანში ნიკის ოთახში დაუკაკუნებლად შევიდა და ნახევრად შიშველ ბიჭს დაუყვირა.
-არც გაბედო ჩაცმა
-რაგინა ალქაჯო,-ნიკი გაოცებული შეაჩერდა გოგონას რომელცი ადგილს მოსწყდა კარადა გამოაღო მისი ფორმა იღლიის ქვეშ ამოიჩრა და ისევ ნიკს მიუბრუნდა
-შენ რა დაყრუვდი არ ჩაიცვა გაიხადე ეგ ჯინსები და მომყევი
-სულ შეიშალე,-ნიკი ცდილობდ გოგონა რომელიც მის ქამარს ეჯაჯგურებოდა მოეშორებინა
-კარგი შარვალს ზევით გაიხდი მომყევი
-ვალერია რა ჯანდაბა ხდება?-ნიკმა გოგონა მოიშორა და საწოლზე მოისროლა
-დენიელს ჩაცმა და ადგომა არ უნდა არც საწოლში ჭამა ან რამის კეთება მხოლოდ მთხოვს რამე თამაში მოიფიქრეო ასე რომ ასწიე შენი უსაქმური უკანალი და წამომყევი რომ ბავშვს ჩაცმაში შეეჯიბრო.
-მერე ასე გეთქვა ერთი წამი მეგონა რომ ჩემს გაუპატიურებას აპირებდი და ლამის ვიკივლე.-დამცინავად ამოიოხრა ბიჭმა
-სასაცილოა,-ირნიულად დაიმანჭა გოგონა,-ნეტა ვის რაში სჭირდები.
ნიკს ერთი წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი რომ ვალერია არ ატყუებდა დიდიხნის წინ მიხვდა რომ გოგონას არც ის და არც მისი სხეული არ აინტერესებდა და ამიტომაც ახლაც დაჟნებით აშტერდეობოდა თვალებში.
-კარგი წავედით,-ნიკმა იცოდა ტონიო სახლში არ იყო და მისი და ჯერ არ დაბრუნდებოდა მოდის კვირეულიდან ასე რომ შარვალი კარადაში შეაგდო და დენიელის ოთახისაკენ წავიდა.
კართან მისულმა ვალერიამ ფორმა იქვე დადო და ისე შევიდა ოთახში
-სადაა ბავშვი?
-ალბათ სააბაზანოში,-ამოიოხრა გოგონამ
-საყვარელო სადახარ?
-აქ,-სააბაზანოდან გამოსულმა დენიელის ხმამ ნიკს გული მოუწურა და კართან ახლოს მივიდა
-მეგობარო მე ვარ შეიძლება რომ შემოვიდე?
-კი,-ამოიბუტბუტა ისევ დენიელმა და კარი გააღო.
-სიურპრიზიიიიიი!-ნიკმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე მოხვდა სახეში საღებავით სავსე ბუშტი რომელიც მაშინვე გასკდა და სახე სულ შავად შეუღბა
-რა... რა ჯანდაბას აკეთბთ?
-ომი დაიწყო კაპრალო,-დაიყვირა ვიალერიამ და თავადაც ესროლა ნიკს ბუშტი.
სულ მალე ნიკმა გაიაზრა რომ ონავრებს სააბაზანო სავსე ჰქონდათ ასეთი ბუშტებით ჯერ ერთი მერე მეორე დაიჭირა და შიგ ჩასვა მერე ბუშტები სათითოდ დახეთქა და ვალერიაც და დენიელიც ისე შეღება მშობელი დედა ვერ იცნობდა ვერც ერთს
-ცხოველი ხარ ეს ხომ დენიელის გასართობად იყო,-დაიყვირა ვალერიამ
-გიხდება მელნისფერი თმა,-ნიკმა დენიელი აბაზანიდან ამოიყვანა და სახე გაუწმინდა
-მაგარი იყო არა მეგობარო? როგორ მოგატყუეთ,-დენიელი ისეთი ბედნიერი იყო ნიკს სულ გადაავიწყდა ანგარიში რომ ჰქონდა გასასწორებელი მის ძიძასთან და ბავშვი ხელში აიყნავა.
-წამოდი გაგასუფთაო
-მე ვიცი სადაც უნდა გავსუთავდეთ,-დენილი ნიკს გაექცა და ისიც სირბილით მიჰყვა ბავშვს რომელიც საბოლოოდ აუზში გადაეშვა.

ნასადილევს დენიელი დასაძინებლად დაწვა და ვალერიამაც გადაწყვიტა ცოტახანს ბაღში გაესეირნა თანაც სახეზე ეწერა რომ რაღაც აწუხებდა.
გოგონა ბაღში დენიელის ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა ხის ქვეშ და მარაო მომარჯვა მაგრამ მალევე მობეზრდა და სასეირნოდ წავიდა. აქამდე დენიელს შუადღის ძილი არასოდეს მოსდომებია და ეზოც ვერ დაათვალიერა ახლა კი ამის შანსი ჰქონდა ასე რომ წამოხტა და ბუჩქნარისაკერ წავიდა როემლიც სახლას ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა და მის იქეთ იშვიათი მცენარეების ტყე გაეშენებინათ.
ტყეში ახლად შესულ გოგონას უცნაური ხმები მოესმა ამიტომ გეზი იქეთ აიღო საიდანაც ხმა მოისმოდა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, იქვე დაგდებულ ტოტს წამოედო და ორი წყვილი ფეხის წინ სახით დაეცა.
-ოღონდ ეს არა,-ვალერიამ მაშნვე იცნო ნიკის ხმა და სასწრაფოდ აიხედა.
ნიკს ჯერ კიდევ მოქცეული ჰყავდა მკლავებში მოახლე და მისი გაშვება მხოლოდ მაშინ მოიფიქრა როცა ვალერია წამოდგა და გაოცებული დააცქერდა. ერთხანს ასე უემოციოდ იდგა და უყურება მერე კი ისეთი სიცილი მორთო ხეებიდან ფრინველები აფრინდნენ.
-არა, არა, არ იფიქროთ რომ დაგცინით უბრალოდ მეცინება ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი,-სულს ძლივს ითქვამდა გოგონა
-ვალერია შენი წასვლის დროა,-გამოსცრა კბილებს შორის ნიკმა
-ისე.....,-გოგონამ სიტყვის დასრულებაც ვერ მოახერხა რომ მზარეულმა დაუძახა დენილეს ღვიძავს და დაგეძებსო.

მთელი დღის ფიქრისა და საკუთარ თავთან ჩხუბის შემდეგ ვალერიამ გადაწყვიტა ნიკისთვის და დენიელისათვის ეთხოვა რაც სურდა
-თუ დამთანხმდებიან კარგი თუ არა და არც მე წავალ,-დაიბუზღუნა ბოლოს და დენიელის ოთახში ავიდა რომ ბიჭებს დალაპარაკებოდა.
ნიკს დენიელი კალთში ეჯდა და ვიდეო თმაშს ერთად თმაშობდნენ
-ბიჭებო, ბიჭებო, ბიჭებო,-ვალერია ქარივით შევარდა ოთახში
-მოვიდა,-გადაუჩურჩულა დამცინავად დენიელს ნიკმა
-გავიონე მე ასე მიყვარხართ თქვენ კი დამცინით
-რა მოხდა ვი?-დენიელს ძალიან აინტერესებს რამ შეაყვარა მის ძიძას ასე მოულოდნელად ნიკი.
-რაღც უნდა გთხოვოთ
-რათქმაუნდა,-ისევ დაიჩურჩულა ნიკმა
-ამ საღმოს,-ვალერიამ ნიკის სიცილი ისევ დააიგნორა და საზეიმოდ დაიწყო,-ნება გეძლევათ სპეკტაკლში სახელად „დავარწმუნოთ სულელი, კუდაბზიკა სკარლეტი რომ მართლა მყავს ქმარ-შვილი და ბედნიერი ვარ“ ჩემი ქმრის და შილის როლი შეასრულოთ.
ბიჭებმა თამაშს თავი მიანებეს და ვალერიას ისე შეხედეს თითქოს მერვე საოცრება აღმოაჩინესო მერე კი ისეთი სიცილი მორთეს ლამის გაიგუდნენ.
-რა არის აქ სასაცილო მე გაჭირვებაში ჩავარდნილს თქვენი დახმარება მჭირდება თქვენ კი დამცინით უნდა გრცხვენოდეთ
-შენ უნდა გრცხვენოდეს ასეთ სულელურ რაღაცეებს რომ ამბობ
-გთხოვთ რა დამეხმარეთ,-ვალერია შრეკის კათასავით დადგა და ისე შეხედა ბიჭებს ლამის ორივეს ცრემლი წასკდა.
-გავერთობით წავიდეთ რა?-დაიწყო დენიელმა წამოხტა და ვალერიას ხელზე ხელი მოკიდა,-მოდი მამიკო
-დავუშვათ დაგთანხმდეით ტონიოს რას ეტყვი რომ სპეკტაკლის დასადგმელად მივდივართ?
-არა რატომ დღეს საქმიანი ვახშამი აქვს და გვიან დაბრუნდება გპირდებით თერთმეტზე სახლში ვიქნებით
-არა!,-თქვა ნიკმა მკაცრად და ისევ თამაშს მიუბრუნდა
-დენილე ცოტახანს ვერ დაგვტოვებ?
-კი, წავალ წვენს დავლევ,-ბავშვი ოთხიდან გავიდა და კარი გაიხურა
-მისმინე ნიკოლას,-ვალერია ნიკის მუხლზე მოკალათდა და თვალებში ისე ჩააშტერდა ბიჭმა დაიმორცხვა,-თუ არ გინდა ბოსმა გაიგოს როგორ ეკურკურები მოახლე გოგონებს ასწიე შენი ზარმაცი უკანალი და წამომყევი წვეულებაზე გაიგე?
-შენ ამას არ იზამ?
-არ გირჩევ ჩემს გამოცდას,-ვალერია ისევ ჩააშტერდა თვალებში დაბნეუ და განერვიულებულ ბიჭს.

...........................
-დაიმახსოვრეთ ჩვენ ნიკის ვილაში ვცხოვრობთ ნიკი ბიზნესმენია და შენ საყვარელო საუკეთესო სკოლანდელ აკადემიაში დადიხარ მე ამჯერად მთელ დროს ბავშვს ვუთმობ,-ვალერია ჯერ კიდევ აბაზანაში იყო და იქედან იძლეოდა ინსტრუქციებს
-დღეს თუ გამოხვალ მადლობლები ვიქნებით,-წუწუნებდა ტონიოს პიჯაკში გამოწყობილი ნიკი და ვალერიას საწოლზე დაწყობილ ბალიშებს ათმაშებდა.
-მე ყველაფერი გავიგე,-დენიელს ყველაზე მეტად მოსწონდა შექმნილი ვითარება სახლიდან გადიოდა და სახალისო სანახაობასაც ნახავდა
-აბა როგორ გამოვიყურები?-ყბა ჩამოვარდნილი ბიჭების წინ დატრიალდა ვალერია: შავი კაბა ეცვა რომელიც წინა მხარეს მუხლის ზევით იყო უკან კი ბადისებრი ნაჭერი ბოლომდე ეშვებოდა თმა მაღლა აეწია და თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა.
-დედიკო,-გაიკრიჭა დენიელი,-მგონი მამიკოს ექიმი სჭირდება
-ერთი ამას დამიხედეთ თუ ჭკვინად არ მოიქცევი დაგსჯი,-განაწყენდა ნიკი და ბავშვი ხელში აიყვანა.
-თუ დამსჯი ჩემს ძმას ვეტყვი და ხელფასს ჩამოგაჭრის,-დენიელმა ნიკს ხელები შემოხვია კისერზე და ჩაეხუტა.
სამეული დაფინეს გამომცდელმა მზერამ გააცილა და მშვიდობიანად დატოვეს მექსიკელების უბანი.

ნიკი თავს ცირკის მაიმუნივით გრძნობდა რომელსაც სულელური კოსტიუმი ჩააცვეს და სცენაზე ცეკვას აიძულებენ მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა თუ არ უნდოდა სამსახურს დამშვიდობებოდა „ცოლისთვის“ წელზე უნდა მოეხვია ხელი „შვილის“ ხელის მტევანი დაეჭირა და გაღიმებული უნდა შესულიყო შენობაში.
-ვალერია,-სკარლეტი ვალერიას კლასელი იყო რომელიც მუდამ ეჯიბრებოდა მას და ხშირ შემთხვევაში იმარჯვებდა ალბათ სწორედ ამიტომ იყიდა ვალერიამ საქორწინო ბეჭედი და შეყვარებულთნ ახლად დაშორებულ სკარლეტს ცხვირწინ აუფრიალ მე დავქორწინდიო.
-სკარ,-ვალერიაც ყალბი ღიმილით გადაეხვია გოგონას და ლოყაზე ნაზად აკოცა,-გაიცანი ჩემი მეუღლე ნიკოლასი და შვილი დენიელი
-რას საყვარელი ბავშვია,-სკარლეტი დაიხარა და დენიელს იმდენჯერ აკოცა ბავშვს ლამის გული წაუვიდა,-და რა სიმპათიური კაცი,-ახლა ნიკი გადაკოცნა დიდი მონდომებით
-საყვარელო თქვენ წადით გაერთეთ მე და სკარი ვილაპარაკებთ ცოტას.

ყველაფერი კარგად მიდოიდა და ვალერიაც ისეთი ბედნიერი იყო მთლი საღამო იდგა თავის „ოჯახთან“ ერთდ და იღიმებოდა მაგრამ ვინ მისცა ჩვენს გოგოს იმის ბედი ყველაფერი რომ კრაგად დასრულებულიყო.
-ვალერია გაიცანი ჩემი ახალი მეგობარი,-ვალერია შემობრუნდა და სახეზე მკვდრის ფერი დაედო,-ტონიო საილასი
-ვალერია?-ტონიომ ისე შეხედა გოგონას ლამის ერთიანად დაფერფლა
-ღამე მშვიდობის,-სიმწრით გაიცინა გოგონამ
-საყვარელო იქნებ წავიდეთ ბავშვს ეძნება,-ახლად მოსულ ნიკს ლამის ბავშვი გაუარდა ხელიდან და დენიელსაც მაშინვე დაავიწყდა ძილის ქვეყანა
-ნიკოლას?
-იცნობთ ერთმანეტს?-სკარლეტმა სკანდალის სული იყნოსა და საქმეში ჩერია
-დიახ,-ვალერიას პირი გაუშრა და ნერწყვი ხმაურიანად გადა....პა
-დიახ რათქმაუნდა ნიკი ხომ ჩემი ბიზნეს პარტნიორია,-ამოთქვა მოულოდნელად ტონიომ და ისე ესიამოვნა დენიელის მადლიერებით აღსავსე მზერა ნიკს ბავშვი გამოსტაცა და ჩაიხუტა
-მგონი წასვლას აპირებდით არა? მეც ბავშვი ძიძას დავუტოვე და უნდა წავიდე მიგიყვანოთ?
-დიახ ჩვენ მძღოლი გავუშვით ცოლი ჰყავს შეუძლოდ,-ამოთქვა ნიკმა და უფროსს კარისკენ გაუძღვა.
-შენ რა ქმარს ღალატობ,-ჰკითხა ჩუმად სკარლეტმა ვალერიას როცა აცილებდა
-არა საიდან მოიტანე?-ისე იუკადრის ვალერიამ დაეტყო რამდენად იყო როლებში შეჭრილი
-ბავში ტონიოს ასლია თანაც არც შენ ხარ ბუნებრივად ქერა და არც შენი ქმარი ბავში კი ქერაა
-სკარ რას ამბობ ქმარს როგორ ვუღალატებდი,-ვალერია ნაწყენი ჩაჯდა მანქანაში და მთელი გზა ხმა არ ამოუღია.

ტონიომ თავად შეიყვანა მძინარე დენიელი ოთახშ და საწოლში ჩააწვიდა მერე ნიკს ელაპარაკა კაბინეტში რამდენიმე წამს და ბოლოს ვალერიაც იხმო.
-რათქვა?
-ძალიან ნაწყენია ალბათ გაგვყრის
-საშინელებაა მაპატიე ნიკ
-წავალ გამოვიცვლი დაგელოდო?-ნიკმა ყურადღება არ მიაქცია მობოდიშებას
-არა მეგობარს დავურეკავ და ის მომიყვანს,-ვალერიამ ღრმად ჩაისუნთქა და კაბინეტისაკენ გასწია.

ტონიო კაბინეტში ისეთი კუშტი სახით იჯდა ვალერიას ყველა იმედი ერთბაშად გადაეწურა სკამზე ჩამოჯდა და დაუცადა როდის ამოიღებდა ხმას ბოსი.
-ვალერია,-დაიწყო კარგა ხნის დუმილის შემდეგ,-მე მესმის რომ შენ ბევრი ისეთი რამ მოგაკლდა რაც ადრე შენი დღის ნაწილი იყო მაგრამ მეტისმეტია შუა ღამით ბავშვის გარეთ გაყვანა,-ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა ადამიანი თუ ამ კაცს შეეძლო ასეთი მკაცრი გამხდარიყო.
-უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი სერ ღირსი ვარ გამაგდოთ მაგრამ ნიკს არაფერი დაუშავებია მე ვაშანტაჟებდი
-ძალიან კეთილი ხარ მაგრამ პასუხს აუცილებლად აგებს ნიკიც
-კი მაგრამ არ გააგდოთ გთხოვთ,-გოგონამ ისევ მიიღო საცოდავი სახე
-მაგას მე გადავწყვეტ,-ტონიო ისევ გაჩუმდა ადგა და ფანჯარასთნ მივიდა საიდანაც ოთახშ სიბნელე ცდილობდა შემოჭრას.
-წავიდე სერ?-კაცმა არაფერი უპასუხა,-გთხოვთ დიდიხანს ნუ მაწამებთ მითხარით გაგდებული ვარ არა?
-ჯერ არ გადამიწყვეტია
-მე ძალიან მიყვარს ჩემი ბიჭი და არასოდეს არ დავუშვებ რომ მას თუნდაც ერთი თმის ღერი ჩამოუვარდეს თავიდან თუ თქვენ თვლით რომ მე მას საფრთხეს ვუქმნი ერთი წამითაც არ გავჩერდები აქ
-თქვენ ყველასათვის წარმოადგენთ საფრთხეს ვალერია,-ტონიოს ხმა ღიმილმა გაუბზარა
-უბრალოდ სერ თქვენ არ იცით რომ გაეგო როგრო საშინლად მომექცეოდა სკარლეტი,-ვალერია სკამიდან წამოხტა და ოთახში სიარულს მოჰყვა
-თქვენ სიცოცხლით სავსე ადამინი ხართ და ეს მართოს მიუხედავდ იმისა რომ სულ რამოდენიმეჯერ ვისაუბრეთ არამგონია ადამინს თქვენთან ყოფნა მობეზრდეს ოდესმე
-აბა ნიკს ან ჩემს მამიდაშვილს ჰკითხეთ მაშნვე გეტყვიან რომ მე აუტანელი, ქარაფშუტა და დებილი ვარ
-ისინი ცდებიან?
-შეიძლება არც ცდებინა მაგრამ,-გოგონამ მხრები აიჩეჩა და იქვე ჩამოკიდებულ სარათთან შედგა. ნახატი საოცრად იყო შესრულებული მთის ფერდობებს მიღმა ამომავალი მზე კაშკაშებდა და ირგვლივ ყველაფერს ანათებდა ქვეშ კი პატარა თითქმის შეუმჩნეველი წარწერა ჰქონდა,-ო’ცეოლა,-ჩუმად წარმოთქვა გოგონამ,-ამომავალი მზე,-მერე კი ისევ მონუსხულივით შეაჩერდა ნახატს
-იცით მის შესახებ?
-დამცინით თომასი (მაინ რიდი) ჩემი უსაყვარლესი მწერალია
-აი კიდევ ერთი მტკიცებულება რომ თქვენ ჯერ კიდევ ბავშვი ხართ
-თუ გინდათ დამიძახეთ ბავშვი დამცინეთ ან რავიცი რაც გინდათ მაგრამ მე მაინც სიცოცხლის ბოლომდე შ
ჩემს საყვარელ მწერლად ჩავთვლი ამ კაცს რადგან წლის დასაწყისში მხოლოდ მისი წიგნი მიბიძგებდა სხვა რამის წაკითხვისკენ. ჩემი მსოფმხედველობის შექმნაში მან ისეთვე წვრილი შეიტანა როგორიც სხვა მრავალმა ფაქტორმა. ეს კაცი ჩემთვის მაინც იქნება უდიდესი მწერალი რადგან მე წიგნიერ სამყაროს სწორედ მისმა ო’ცეოლამ მაზიარა.
-და თქვენი საყვარელი პერსონაჟიც რათქმაუნდა ისაა არა?
-სულაც არა ჩემი საყვარელი პერსონაჟი კარლოსია „თეთრი ბელადიდან“
-როგორ შეგიძლიათ ასეთ რამეზე ასე გატაცებით საუბარი ეს ხომ მხოლოდ ლიტერატურაა
-ეს ხოლოდ ლიტერატურა არაა. არ არსებოს კარგი და ცუდი მწერალი, არ არსებობს კარგი და ცუდი ნაწარმოები თითოეული მათგანის გაცნობა გაზიარებს რაღაც ახალს და სანამ ბოლომდე მიხვალ შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ. შენც ერთ-ერთი გამვლელი ხარ იმ განსხვავებით რომ მეტი იცი. ყოველი ნაწარმოები გაძლევს რაღაცას იმიტომ რომ ის მგრძნობიარე გულმა შექნა არცერთი დიალოგი არ იბადება გრძნობის გარეშე მწერალი იმას წერს რასაც გრძნობს და იმიტომ წერს რომ გულში მეტს ვეღარ ატევს.
ჭირვეული 5
ვალერიას ორი დღე ერთი და იგივე ფრაზა უტრიალებდა თავში „მოვიფიქრებ მის ვალენსა“ და ვერ ხვდებოდა რა უნდა ეგრძნო ერთი მხრივ იცოდა რომ ცუდად მოიქცა და გამოგდების ღირსი იყო მაგრამ დენიელის დათმობა რომ უწევდა ეს ჭკუიდან შლიდა.
-რაგინდა?-ნიკმა აგრესიულად უპასუხა გოგონას ზარს
-სადხარ?
-სახლში სამსახური აღარ მაქვს და სად ვიქნები?
-არც შენთან დაურეკავს?-ვალერის ხმაში ცრემლი შეეპარა
-არა და არამგონია დაგვირეკონ შეეგუე ვი ერთის მხრივ კარგია ყოველდღე ვეღრ გნახავ
-თუ გამოგვაგდებენ ყოლედღე მოვალ შენს სახლთან დაგიკაკუნებ და გავიქცევი აი ნახავ თუ არ გავაკეთებ
-კარგი საყვარელო გეყოფა ხვალ განქორწინების საბუთებს გამოგიგზავნი.
-ჰა, ჰა, ჰაჰ! ძალიან სასაცილოა დარწმუნებული იყავი რომ მეც იგივეს გავაკეთებდი შენ რომ დაგჭირვებოდა
-მადლობა,-სარკასტულად დაისისნა ბიჭმა
-არაფრის,-ვალერიამ მისი წაბაძვით თქვა და მობილური გათიშა
-ასე ნუ ნერვიულობ ვალერია,-ჯოკერი მზეს უშვერდა სახეს და ცივი ლუდით ტკბებოდა
-კარგი რა შენ კი არ დაგაშორეს უსაყვარლეს ბავშვთან
-შენ მემგონი ნიკთან დაშორებას უფრო განიცდი,-დემონურად ჩაისისინა ბიჭმა
-ახლა მართლა დაგამგვანებ ჯოკერს,-ვალერიამ ისე შეხედა ბიჭი მიხვდა რომ არ ხუმრობდა და დასერიოზულდა
-მართლა ვალერია მე გიშოვი სამსახურს აი ნახავ
-არ მჭირდება ადექი მამას სანახავად წამიყვანე
-გაგიჟდი ლუდი დავლიე და გინდა ახლა საჭესთან დავჯდე?
-ჩემი G-კლასი რომ გაყიდე კარგი იყო? ადექი მე დავჯდები საჭესთნ
ბიჭი ადგა და ბუზღუნით გაჰყვა.

ვალერია ბადრაგმა მაგიდებით სავსე ოთახში შეიყვანა სადაც რამდენიმე პატიმარი და მათი მნახველები იყო
-მამიკო,-ვალერიას მამა უკვე ერთი თვე არ ენახა ასე რომ ძლერად ჩეხუტა მერე მოიშორა კარგად შეათვალეირა და ლოყაზე აკოცა
-როგორხარ საყვარელო?
-ვცოცხლობ მამიკო შენ როგორ ხარ აქ?
-ჩემი ყოჩღი გოგო. გამოგიტყდები ვალერია არ მეგონა რომ ამ ყველაფერს ასე კარგად გაუმკლავდებოდი.
-რა გეგონა მამოკო დავჯდებოდი და ვიტირებდა?
-რაღც ეგეთი მეგონა ყველა მეგობარს სთხოვდი დახმარებას და მეშინოდა რომ ისინი გულს გატკენდნენ.
-მე შეიძლება გარედან სულელი და მიამიტი ვჩანვარ მამიკო მაგრამ ასე არაა ხომ იცი
-ვიცი საყვარელო ვიცი.
-ძალიან მომენატრე მამიკო როდის გამოხვალ აქედან
-ჯერ პირველი სხდომაც არაა ჩანიშნული
-ეს შესაძლებელია?
-არვიცი მაგრამ მაიკლი აგვარებს ყველაფერს
-მე კი სხვანაირად მგონია
-რას გულისხმობ,-ბენედიქტმა შვილს ისე შეხედა თითქოს მისი აზრების წაკითხვა სურდა
-მამა მე მინახავს მისი გამართული სასამართლოები სულ მინიმუმ ორი თვით აჩერებენ მის დაცვის ქვეშ მყოფებს ციხეში იმის გათვალისწინებით ვინ ხარ შენ მისთვის უკვე გარეთუ უნდა იყო დღეს ზუსტად 15 სექტემბერია ორი თვე გავიდა
-შენ ამაზე ნუ ღელავ პატარავ მალე გამოვალ და ისევ ყველაფერი გექნება რაც გენდომება.
-ნახვის საათბი ამოიწურა,-გაისმა ბადრაგის უხეში ხმა
-დავაგვიანე ცოტა ადრე უნდა მოვსულიყავი,-ვალერიამ დამნაშავესავით ჩახარა თავი.
-არაუშავს შვილო კიდევ მოხვალ,-მამამ გოგონა გულში ჩაიკრა და უამრავჯერ აკოცა.


-ახლა სად მივდივართ?-ჯოკერს სასმელი მოკიდეობოდა და ცოტა არ იყოს სასცილოდ გამოიყურებოდა.
ვალერიამ საათს დახედა უკვე ექვსი სრულდებოდა ასე რომ ბიჭი სახლში მიიყვანა და თავად უკან ფეხით წამოვიდა.

გზად არსად შეუვლია ოდნავ გრილოდა და ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო რომ ებანავა გამოეცვალა და რამე კარგი ფილმი ენახა.
-ჯანდაბა გასაღბი დამრჩა,-ვალერიამ რამდენჯერმე აათამაშა სახელური მერე დააკაკუნა და ყვირი მორთო,-დაფინე არ არის სასცილო გამიღე კარი მამიდას ვეტყვი
-შემოდი ვი,-არ ჩანდა ის ვინც კარი გააღო მაგრამ რა დიდი ფილოსოფია უნდოდა იმას რომ ვალერის ასე მხოლოდ ერთი ადამიანი მიმართვდა ისიც სახლში შევარდა დენიელი ხელში აიყვანა და ჩაეხუტა.
-ასე ხომ უსამსახუროდ დარჩები გავიგუდე,-ამოილუღმუღა ბავშვმა
-გაჩუმდი იცი როგორ მომენატრე?-გოგონა ბავშვს კოცნიდა და გულში იკრავდა.
-დენიელსაც ძალიან მოენატრე ამიტომაც მოვედით,-მისაღებიდან ტონიომ გამოყო თავი და კარში გაჩერდა .
-ესეიგი?-ვალერიამ საყვარლად შეხედა სტუმრებს და დენიელი ძირს დასვა
-ესეიგი სამსახურში დაბრუნდი,-ტონიოს იმდენად ართობდა გოგონას ბავშვური საქციელი სახე გაებადრა.
-დიდი მადლობა ყველაზე მაგარი ბოსი ხარ სამყაროში,-გოგონა ტონიოს მივარდა ზედიზედ სამჯერ ისე რომ არც ამოუსუნთქავს ლოყაზე აკოცა და დენიელი ისევ აიყვანა ხელში.
-ჩვენ გასეირნებას ვაპირებდით წამოხვალ?-ვალერია დენიელს წვენს უსხამდა როცა ტონიო ამჯერად სამზარეულოში გაჩნდა
-კი რატომაც არა უბრალოდ ცოტახანს დამელოდეთ.
-კარგი დიდიხანს არ გავალოდინო თორემ უშენოდ წავალთ
-მაგასაც ვნახავთ,-გოგონამ ელვის სისწრაფით აირბინა კიბეები ნივთები ჩამოიტანა, აბაზანაში შევიდა, ხუთ წუთში უკან დაბრუნდა და აბურდული თმა ხლით გაისწორა.
-მართლა აქ როგორ შემოხვედით?
-დაფინემ შემოგვიშვა თავის ოთახშია
-გასაგებია და ნიკი?
-ნიკიც დავაბრუნე დღეს ველაპარაკე და ხვალ გამოვა სამსახურში
-ბოს აღარ განმეორდება გპირდები.

ვალერია მანქანაში ჩახტა დენიელი გვედით მოივა და რადგან ტონომ უთხრა სიურპრიზია სადაც მივდივართო ბევრი აღარ უფიქრია რაღაც თამაში მოიფიქრა.

-ბავშვებო მოვედით,-ვალერიამ დენიელთან ერთდ ფანჯარაში გაიხედა და ორივეს სახე გაებადრა
-პარკში მოგვიყვანე? რა მაგრაია,-წამოიყვირა დენიელმა კარი გააღო ძიძას დაელოდა და შერჩევა დაიწყო რომელ კარუსელზე სურდა დაჯდომა.
-ძმაო გთხოვ რა გთხოვ ეშმაკის ბორბალზე დავსხდეთ
-არა საყვარელო ხომ იცი რომ...
-სიმაღლის გეშინია,-შეაწყვეტინა პარატმ და ვალერიას ხელზე ოდნავ უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი
-კარგი რა ბოს სიმაღლის როგორ გეშნია
-არ მეშინია
-თუ ასეა დაგვიმტკიცე ესეც არ იყოს ბავშები მარტო ხომ არ დავსხდებით?
ტონიომ თავის თავთან მცირე კამათის შემდეგ გადაწყვიტა ეჩვენებინა რომ სულაც არ ეშინოდა სიმაღლის და ბილეთბის საყიდლად წავიდა.
-აბა როგორაა საქმე?-ბორბალი მხოლოდ მეოთხედ სიმაღლეზე იყო ასული
-მშვენივრად,-ტონიო ერთ ღრუბელს მიშტერებოდა და ხმას არ იღებდა
-კარგი ბოს,-ვალერია წამოიწია
-რას აკეთებ,-გული შეუქანდა ტონიოს
-არაფერს ბოს, გვერდზე გაჩოჩდი
კაცი ფრთხილი მოძრაობით გადაიწია დენიელის გვერდით და ვალერიაც მის ადგილას დაჯდა
-მიდი ახლა ერთი ხელი მე მომკიდე მეორე დენიელს,-ორივემ ერთდროულად გაუწოდეს ხელი უფერო ტონიოს და მის მოქმედებას დაელოდნენ.
-ამას არ გაპატიებთ,-ჩაისისინა მან და ორივეს ხელს ძლიერად ჩაეჭიდა.
შემდეგ ატრაქციონებზე მხოლოდ ვალერია და დენიელი იჯდა ტონიო ძირითდად ბამბის ნაყინის, მიწისთხილის, პოპკორნის ან რამე ამგვარის ყიდვით იყო დაკავებული.
-მაგარი დღე იყო,-დენიელი სკამზე მიწვა და თავი ვალერიას კალთაზე დადო
-მგონი ეძინება წავიდეთ?
-მგონი ახლა ის მშვენივრად გრძნობს თავს,-ტონიომ თავი მაღლა ასწია და ღრუბლებით დაფარულ მთვარეს შეხედა. პარკის ეზოში მხოლოდ რამდენიმე წყვილი იჯდა და ერთმანეთზე ჩახუტებულები რაღაცაზე საუბრობდნენ.
-სად იყავი დღეს მთელი დღე გელოდეთ სამჯერ ვთხოვე წავიდეთ მეთქი და არც ერთხელ არ გამომყვა ბოლომდე დავუცდიო
-ჯერ მეგობართან ერთად ვიყავი ბარში, მერე მამა მოვინახულე და ბოლოს სახლში დავბრუნდი შეგეძლოთ დაკერეკათ და მოვიდოდი.
-მას უნდოდა არ გცოდნოდა
-ზოგჯერ მგონია რომ ყველაზე მეტად ის ზრუნავს ჩემზე
-ძალიან უყვარხარ,-ვალერიამ მძინრე დენიელი კათაში დაისვა და მიიხუტა,-ზოგჯერ მგონია რომ შენ და ნიკი ჩევენზე მეტად უყვარხართ ჩემი და და ის სულ ჩხუბობენ თანაც ჩემი და არც ისეთი პატარაა რომ რამე გასაყოფი ჰქონდეთ
-იქნებ აქვთ?-მხრები აიჩეჩა ვალერიამ
-რას გულისხმობ?
-შენს სიყვარულს მათთვის ახლა შენ მამასავით ხარ
-მე არ ვიცი როგორ უნდა ვიყო კარგი მამა
-„უბრალოდ გიყვარდეს შენიგოგონა და რაც არ უნდა მოხდეს არ მიატოვო“- მამა ამბობს ხოლმე ასე.
-მამაშენი კარგი მამაა კარგი შვილი გაზარდა
-ხო ქარაფშუტა და დებილი,-ტონიოს ოდნავ ღია ფერის თმას ქარი უწეწავდა და ღიმილი ძალიან უხდებოდა მის ნათელ სახეს. ვალერია ფიქრობდა რომ ეს კაცი გასაოცარი ვინმე იყო ყოველთვის ისეთი შუქი ეგდა თვალებში თითქოს ჯერ სულ სულ პატარა ყოფილიყო და მის არსებას ბოროტებისა არაფერი სცოდნოდა.
-ვისთვის ქარაფშუტა ვისთვის არა
-შენ ძალიან კარგი ხარ იმისვის რომ რეალური იყო ბოს,-ვალერიამ კაცის მხარს თავი ჩამოადო და თვალებიო მილულა.
.....................................
ვალერია არხეინად ჩამორდიოდა კიბეებზე და ცდილობდა დროზე მოესწრო სამზარეულოდან კრეკერების აღება რადგან დენიელს ოთახში ტაიმერი ჰქონდა ჩართული.
მაგრამ მოულოდნელად მის წინ შუშებიანი კარი გაიღო და კარში მაღალი გამხდარი სილუეტი
-აქვარ სენიორიტა,-სახლის დაცვის წევრი უმალ გაჩნდა კართნ გოგონას ბარგი გამოართვა და კარიც დაუჭირა.
-სესილია როგორც იქნა ჩმოხვედი,-ტონიომ კიბეზე გაშეშებულ ვალერიას გვერდი აუარა და და გულში ჩიკრა.
-საშინლად ვიფრინე იმ კომპანია აუცილებლად უნდა ვუჩივლოთ
-ჯერ საახლიში შემოდი და ჩამოჯექი,-თვალები გადაატრიალა ტონიომ.
-ვი სადახარ აქამდე,-დენიელი კიბის თავში დადგა და ძიძას დააცქერდა მერე მზერა მისაღებისკენ მიმავალი ტონიოსკენ გადაიტანა და შეჰყვირა,-სესილია ჩამოსულა.
სესიალია მაშნვე მოტრიალდა ხელები გაშალა და დაელოდა როდის მოექცეოდა დენილეი მის მკლავებში მერე ხელში აიყვანა და კოცნით ლამის დაახრჩო.
-ერთი შენს თავს შეხედე ჩემო უფისწულო როგორი სიმპათიური ხარ.
-ხო ასეა,-დენიელმა გაუღიმა და კისერზე ხელები შემოხვია.
-კარგი დენი სადაა შენი ძიძა ძალიან დამძიმდი,-სესილიამ ბავშვი დასვა და ვალერიაც მაშნვე დაეშვა კიბეებზე
-ქერა? ქერა ძიძა აიყვანე? ტონიო სულ გაგიჟდი რა საძაგლობაა ხომ იცი როგორ ვერ ვიტან ქერა გოგონებს.-სესილია ძმას საყვედურით შეაჩერდა
-სესილია!
-რამოხდა ის ხომ უბრალოდ მოახლეა,-თვალები დააბრიალა გოგონამ და ვალერიას მიუბრუნდა,-წადი ბავშვი წაიყვანე და ყავა მომიტანე.
-მე თქვენი მოახლე არ ვარ მის, დენიელს ვუვლი და არ ვაპირებ თქვენი კაპრიზების შესრულებას თუნდაც ეს სამსახურის ფასად დამიჯდეს.
ვალერიამ ბავშვს ხელი მოკიდა და კრეკერებთან ერთად ოთხში წაიყვანა.

-რა ჯანდაბა დაგემართა?-ნიკი გამოსაცვლელად რომ შევიდა ვალერია მის საწოლზე იწვა და უცნაურ ხმებს გამოსცემდა
-რა დამემართა? ის საზიზღარი ქალი რომ არ ჩამოთრეულიყო მშვიდად ვიცხოვრებდი ახლა კი ჩამოეთრია და ცხოვრების მოწამლვას მიპირებს.
-დაწყნარდი გაგიგე?

-არა მეც ხომ ვიყავი მდიდარი განებივრებული გოგონა მაგრამ ასე არავის მოვქცევივარ
-ყველა შენსაცით არაჩვეულებრივი ხომ არაა?
-ნიკ ნუ სისინებ გაიგე,-გოგონამ თითი გამაფრთხილებლად აუქნია ცხვირწინ ბიჭს და დაემანჭა.
ჭირვეული 6
-ერთი ეს მითხარი რით დაგიმსახურე რომ სხვადროს ეს შეცდოლა არ დავუშვა,-ნიკი ბუზღუნით უკრავდა ვალერიას კაბის ელვას და თან სარკეში მის მიმიკას აკვირდებოდა
-მადლობელი უნდა იყო ყველას კი არ ჰყავს ასეთი ლამაზი სასჯელი,-გოგონამ ქერა თმა მხრებზე გაისწორა
-ჰო როგორ არა
-აი ნახავ მერე მადლობას მეტყვი როცა მოსაწვევს მიიღებ პედრო და დაფინე ქორწინდებიანო,-თქვა გაბმით ვალერიამ და ახლა თავად შეუწორა ნიკს ჰალსტუხი
-ერთი პაემნით ამას ვერ შეძლებ
-ეს მოთელვაა ნიკოლას ნუ წუწუნებ მიდი ქვემოთ ჩადი და ისე მოიქეცი როგორც მზრუნველ შეყვარებულს შეეფერება მე დაფინეს მივაკითხავ
-მისმინე კუპიდონ,-ნიკი ვალერიას წინ აისვეტა და ზემოდან დააცქერდა,-სამაგიეროს გადაგიხდი ამ თამაშებისათვის
-რა ჩემი ბრალია თუ სწორ დროს სწორ ადგილად აღმოვჩნდი მოგეცადა საღამომდე და სამსახურის მერე შეხვედროდი იმ გოგოს, რომ იდექი იქ და ლოღნიდი ჩემს კლანჭებშიც არ აღმოჩნდებოდი.
-ყოველდღე უნდა მახსენო?
-იცი რა სახე გაქვს რომ გახსენებ ხოლმე ასე რომ კი,-ვალერია ისე საყავარლად იღიმებოდა ნიკმა ვერ გაუძლო და თვითონაც გადაიხარხარა
-ქვემოთ დაგიცდი საყვარელო.-ამოთქვა სარკაზმით
სმოკინგში გაოწყობილი პედრო (ჯოკერი) ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა თანაც ეტყობოდა ღელავდა და წინ და უკან დაბოდიალობდა
-აბა რომეო როგორაა საქმე?
-ძალიან ვღელავ ნიკ
-სულ ტყუილად შესანიშნავი მაჭანკალი გყავს
-შენც ჩაგითრია არა?-პერდომ ნიკი შეეათვალიერა
-ჰო ერთხელ გამომიჭირა და ახლა ბოლომდე მიყენებს,-ჩაიცინა ნიკმა
-ვალერია არაჩვეულებრივი გოგოა სულ ტყულად წუწუნებ უნდა გსიამოვნებდეს მასთან ერთდ ყოფნა
-ხო შეიძლება,-ნიკი დივანზე ჩამოჯდა და იქვე ჭიქაში ჩასხმუკლი წყალი მოსვა მერე დაიჭყანა და ძლივს გადაყლაპა.
-ბიჭებო მზად ვართ,-ვალერიას კისკისე მოისმა კიბეებიდან და ბიჭებიც მათკენ წავიდნენ დაფინე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ვალეიას შერჩეულ იისფერ კაბაში
-ულამაზესი ხარ,-თამაში წამოიწყო ნიკმა და ვალერიას კიბეზე ჩამოსვლაში დაეხმარა მერე მკერდზე აიკრა და ნაზად აკოცა ლოყაზე
-მადლობა ძვირფასო,-წყვილები კარისკენ წავიდნენ მაგრამ ვალერია ერთ წამში მიბრუნდა უკან ჟურნალების მადიდაზე დადგმულ ჭიქას რომლიდანაც ნიკმა წყალი დალია ხელი სტაცა და ნიჭარაში ჩაცალა.
-ისევ მანდ დატოვე არა?-თვალები გადაატრიალა დაფინემ
-დამრჩა,-თავი იმართლა ვალერიამ
-მოიცადეთ რა იყო მაგ ჭიქაში?
-სახის გასაწმენდი საშუალება კიდევ კარგი არავინ დალია,-პედრომ სახეალეწილ ნიკს გახედა და ლოყები გამობრუცა
-და რომ დაელია რა მოხდებოდა?-ფრთხილად იკითხა ნიკმა
-არც არაფერი ისეთი ლიმონი, სოდა და ზეითუნის ზეთია გარეული დიდი დიდი კუჭის მოქმედება ბუუუმ,-ვალერია ხალისინად გავიდა სახლიდან და პედროს მანქანის უკანა სავარძელი დაიკავა.
-ღმერთო მიშელე მომეცი ძალა არ მოვკლა,-ამოილაპარაკა ნიკმა და მანქანაში ვალერიას გვერდით დაჯდა.

გზაში ვალერია ცდილობდა ყველა გაემხიარულებინა ხან რას ყვებოდა და ხან რას მაგრამ მხოლოდ პედრო აჰყვა დაფინე ისედაც გაღიზიანებული იყო და წასვლა არ უნდოდა ნიკს კი დანა პირს არ უხნიდა.
-კითილი იყოს თქვენი მოსვლა მის ვალენსა,-დიდ პრესტიჟულ რესტორანში შესულ წყვილებს მენეჯერი გამეგება და მომნუსხველად გაუღიმა.
-როგორხათ მისტერ მიკი?-ვალერიამ კაცს ხელი გაუწოდა
-მშვენივრად მის თქვენს მაგიდამდე მიგაცილებთ,-კაცმა გოგონას ხელკავი გამოსდო და რესტორნის ცენტრში ერთ-ერთ მაგიდასთან მიიყვანა
-დიდი მადლობა,-გაუღიმა ვალერიამ და მის გამოწეულ სკამზე დაჯდა.
ხმას აღარავინ იღებდა პედროს მობეზრდა ჯამბაზივით მოქცევა ვალერიამაც რამდენიმე ძველი ნაცნობი დაინახა და ხასიათი წაუხდა ნიკი კი იჯდა მუჭშეკრული და ცდილობდა ხან ჩანგლის ფეშზე დარტყმოთ და ხანაც დაცემინებით ან დახველებით გადაეფარა ხმები მისი მუცელი რომ გამოსცემდა.
-მე საპირფარეშოში გავალ,-ვალერიამ ხელსახოცი მაგიდაზე დაადო და დარბაზის სამხრეთით წავიდა მერე კი იქვე არებულ კრში გაუჩინარდა.

ნიკის მობილური ახმაურდა ბიჭმაც ბოდიშის მოხდით უპასუხა ვალერის ზარს
-რამოხდა?
-სასწრაფოდ მოდი გთხოვ,-გოგონას ისეთი ხმა ჰქონდა თითქოს სიკვდილს ებრძოდა ამიტომ ნიკიც საპირფარეშოსკენ გაემართა იგივე კარში გაქრა სადაც ვალერია მერე ქალების საპირფარეშო იპოვა და კარზე დააკაკუნა.
-ნიკ შენ ხარ?
-ხო რამოხდა?
-აქ სებასტიანია,-ამოიოხრა გოგონამ,-თავის საცოლესთან ერთად
-ეგ ვინაა?
-ჩემი ყოფილი შეყვარებული
-გამოდი და ამიხსენი რა ხდება
-არ შმიძლია
-რატომ,-ნიკი კარის სახელურს დაეჭიდავა მაგრამ ვერ გააღო
-იმ კერძში მე რომ ვჭამდი ბროწეულის წვენი იყო
-მერე რა?
-მერე ის რომ ალერგია მაქვს,-ვალერიამ ფრთხილად გააღო კარი და ცალი თვალით შეხედა ნიკს
-შემომიშვებ თუ არა?
-არ შეგეშინდეს ოღონდ,-ვალერია გაიწია და ნიკიც კარს მიღმა დაიმალა
-ეს რა ჯანდაბაა,-წამოიყვირა უეცრად ნიკმა როცა გოგონას დასიებულ ტუჩებს შეხედა
-ხომ გითხარი,-ვალერიას თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა და თავი შეაბრუნა
-არა, არა ნუ ტირი გთხოვ,-ნიკს ისე შეეცოდა გოგონა გულზე მიიკრა და დამშვიდებს ცდილობდა
-ახლა რა გავაკეთო ეს სამი საათი კიდევ არ გამივლის
-მერე რა სამი საათი დიდი დრო არაა მე დავჩები შეთან
-ნუ სულელობ ნიკ ისედაც ქალების საპირფარეშოში ხარ
-არაუშავს ვითომ გეი ვარ,-ჩაისისინა ბიჭმა
-რა საყვარელი ხარ.

სანამ ნიკი ვალერიას დამშვიდებას ცდილობდა პედრომ სცადა დაფინესთან საუბარი წამოეწყო მაგრამ ვერაფრით აიყოლია გოგონა მხოლოდ მარტივ პასუხებს იძლეობა
-სად არიან აქამდე?-ამოიფრუტუნა დაფინემ და კარს გახედა
-მოდი მე წავალ და მოვძებნი კარგი?
-ხო მიდი მაინც არანაირი სარგებელი არაა შენგან,-პედრომ თვალები გადაატრიალა და წავიდა
-ხალხო აქ ხართ?-საპირფარეშოს წინ რიგს გვერდი აუარა და კარზე დააკაკუნა
-პედრიტო შენ ხარ?-გამოეხმაური ნიკი
-ჰო მე ვარ გამიღეთ რა იმ გოგომ ჭკუიდან გადამიყვანა
-შემოდი,-ნიკმა ქალების მზერა დააიგნორა და ბიჭი საპირფარეშოში შეიყვანა
-ოოო, ეს რა არის?-ადგილზე გაშეშდა პედრო
-ალერგია აქვს და სამი საათი არ გაივლის
-მერე მაგის გამო ჩაკეტეთ აქ ერთი წამით დამიცადეთ,-პედრომ მხიარულად გააღო კარი ზურგს უკან დახურა და ზედ მიეყრდნო
-აბა ქალბატონებო გინდათ შეხვიდეთ?
-თუ წინააღმდეგი არ იქნებით,-გამოეხმაურაა ვიღაც
-აქ ერთ გოგონას ალერგია აქვს ხოდა თუ ეს ქალბატონი,-მხუც ქალზე ანიშნა რომელსაც წინ ბადიანი შავი შლაპა ეხურა,-ქუდს დაგვითმობს ყველაფერი მოგვარდება
-რაა არაფერსაც არ დაგითმობთ,-გაწიწმატდა ქალი
-ხო და იყავით მანდ,-პედრომ გულგრილად შეიკეტა კარი და საპირფარეშოში დაბრუნდა
ჩაკერტილ სამეულს გარკვევით ესმოდა როგორ ყაყანებდნენ ქალები და მალე კაკუნიც გაისმა ერთ-ერთმა გარეთ დგომმა შლაპა გადასცა ნიკს და საპირფარეშოც გათავისუფლდა.

გიჟური საღამოს შემდეგ ოთხეული სახლში დაბრუნდა და დაღლილებს ერთმანეთთან გამომშვიდობების თავიც არ ჰქონდათ ისე დატოვეს მანქანა და თავიანთ ოთახებს მიაშურეს.

დილით მაღიძარას ხმა რომ გაისმა ვალერიამ ბალიში გაუქანა სულელურ საგანს და გვერდი იცვალა მაგრამ ვინ მოასვენა ახლა მობილურზე გაისმა რეკვა.
-გისმენთ,-თვალებიც არ ჰქონდა გახელილი ისე უპასუხა
-დილა მშვიდობის მის ვალენსა
-დილა მშვიდობის ბოს,-ვალერიამ თვალები მოიფშბნიტა და სცადა გაერკვია სად იყო
-დენიელმა გაიღვიძა და გკითხულობთ ვუთხარი ჯერ ადრეა მეთქი მაგრამ დაიჩემა მანამ არ ავდგები სანამ ვი არ მოვაო
-დღეს ხომ დასვენების დღე მაქვს,-წამოსცდა თავისდა უნებურად გოგონას და მაშინვე იკბინა ტუჩზე
-კი ვიცი მის არ დაგირეკავდით მაგრამ იქნებ მიხვიდეთ და
-არა პრობლემა არ არის ბოს მანქანა გამომიგზავნეთ თუ არ შეწუხდებით და მოვალ.
-დიდი მადლონბა მის ვალენსა
ტონიომ მობილური გათიშა თუ არაა მაშინვე სთხოვა მძღოლს ვალერიას მოსაყვანად წასვლა და გაბუტულ დენიელს გვერდით მიუწვა
-ვი უკვე მოდის პატარავ
-მე არ მინდა სესილის სტუმრებთან ჩასვლა ვი რომ წავა მეც გავყვები
-არა ჩემო პატარამ ვის ვერ გაყვები მას დღეს დასვენების დღე აქვს და ესეც არ იყოს დღეს ნიკიც ისვენებს.
-რატომ არ შეიძლება ვიმ ჩვენთან იცხოვროს ასე ხომ სულ ჩემთან იქნება
-როგორც არ უნდა გვინდოდეს ჩვენ რომ ვიმ აქ იცხოვროს მას თავისი ცხოვრება აქვს პატარავ,-ტონიომ ბავშვი გულზე მიიკრა და მისთვის კითხვა განაგრძო.

შენობაში შესულ ვალერის ისეთი სამზადისი დაუხვდა ლამის მაშნვე უკან გამოიძურწა მაგრამ მერე კიბესთნ მდგარი ტონიო დაინახა და მისკენ წავიდა
-დღესაც უნდა დავრჩე ბოს?-იკითხა გოგნამ და მხოლოდ ახლა შენიშნა რომ ტონიოს გვერდით მისი და იდგა
-ჩვენ შენ იმისათვის გიხდით რომ ბავშვს მოუარო რამე პრობლემაა?
-არა მის უბრალოდ ვიკითხე
-სესილია გეყოფა სხვების დაგესვლა ვალერია დენიელთან ადით მეც მალე მოვალ და აგიხსნი.
ვალერიასათვის პრობლემას ის კი არ წარმოადგენდა აქ რომ უნდა დარჩენილიყო მააინც ყოველ დასვენების დღეს მოწყენილი იჯდა ხოლმე არამედ სესილია აღიზიანებდა იმდენად რომ ეშინოდა მისთვის არ ეწყენინებია.
-აბა ვინ ამბობს უარს ჩაცმაზე?
-ვიი,-წამოიყვირა დენიელმა და ძიძას გადაეხვია,-მოხვედი
-ხო აბა რა ჩემო სიყვარულო შენ დამიძახე და მეც მაშნვე გამოვფრინდი
-ვი რატომ არ გინდა რომ შენთან ვიცხოვრო?
-ეს ვინ გითხრა?
-აბა რატომ არ მიგყავარ დაფინესთან და შენთნ სახლში?
-იმიტომ რომ შენი სახლი აქაა ჩემო პატარვ და მე რომ წაგიყვარო მერე ტონიო ვის აკოცებს ხოლმე ძლის წინ
-სესილიას აკოცოს მე შენთან მინდა ვიცხოვრო,-ვალერიამ დენიელი თვალის დახამხამებაში გამოაწყო და თმაც გადაუვარცხნა
-აი მეც მოვედი
-არა ტონო იმისთვის თუ მოხვედი რომ ვალერია გაუშვა გადი აქედან ის არსად წავა
-კი მაგრამ დენიელ შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ ვალერის ეკუთვნის რომ ერთი დღე თავის თავს დაუთმოს
-არა ბოს პრობლემა არაა დავრჩები ამის გამო არ ღისრ ბავშვის განერვიულება
-დარწმუნებული ხარ?
-რათქმაუნდა.

საღამოს ეზოში თამაშს რომ მორჩნენ ვალერია და დენიელი ოთახშ ავიდნენ მაშველები ითმაშეს მულტფიმს უყურეს და ის იყო დასაძინებლად აპირებდნენ დაწოლას რომ დენიელს წყალი მოუნდა და თვითონ წავიდა მოსატანად.
-არა ვალერია ბავშვი უბრალოდ სტუმრებმა დაიტოვეს და ალბათ ახლა გარს ახვევა ყველა ჰო შენ აქ იყავი ის კარგადაა,-არწმუნებდა გოგონა თავის თავს მაგრამ დენიელს ძალიან რომ დააგვიანდა ოთახი დატოვა და სასტუმრო ოთახისკენ წავიდა.
ვალერია ჩუმად შეიპარა სამზარეულოში მაგრამ ბავშვი იქ არ დაუხვდა ამიტო ისევ გამოვიდა და მისაღები მოათვალიერა მერე პატარა ქერა თავი რომ დაინახა მისკენ წავიდა და შემოაბრუნა
-ვი?;-დენიელს ისე შეეშინდა თითქოს მოჩვენება დაინახოსო
-რაიყო პატარავ
-წამოდი ახლავე აქ სკარლეტია,-თვალები გაუფართოვდა ბავშვს და ვალერია კიბისაკენ წაიყვანა მაგრამ გვიანი იყო მათ სკარლეტი გადაუდგა წინ სესილიასთან ერთდ
-აქ რას აკეთებ ბავშვს ხომ უნდა ეძინოს უკვე?-თვალები დაუბრიალა სესილიამ
-ახლა მიმყავს დასაძინებლად
-მოიცა სესილაი ის ხომ მისი შვილია და თავდ იცის როდის უნდა დააძნოს,-ჩაერია საუბარში გაოცებული სკარლეტი
-მისი შილი? ეს ჩემი ძმაა დენიელი
-მოიცა ეს როგორ ვალერია ხომ ნიკის ცოლია ტონიოს პარტნიორის
-სკარლეტ რამდენი დალეია? ნიკი დენიელის დაცვაა ეს გოგო კი მისი ძიძა
-ესიგი ასე არა?-თვალები გაუნათდა სკარლეტს
-სკარ მე
-მოკეტე მართალი ყოფილა რაც გავიგე გაკოტრდა და ღარიბების უბანში ცხოვრობს, მამამისი კი ციხეშიაო. სესილია ასეთი გოგო სახლში როგორ შემოუშვი,-ვალერიას თვალები ცრემლებთ აევსო დენიელი ხელშ აიყვანა და კიბისკენ წავიდა მაგრამ ბავშვი აწრიალდა ხელიდან გაუსხლტა და მოსაუბრე გოგონებს წინ აესვეტა
-ვი ჩემი ძიძაა არ გაქვთ უფლება მასზე ასე ილაპარაკოთ ვერ ხედავთ როგორ ტირის?-დენიელმა ვალერიას ხელი მოკიდა ხელზე და თავისი ოთხისაკენ წაიყვანა.

დენიელი ხვდებოდა რომ მისი ძიძა ძალინ ცუდად იყო ამიტომ თავად გამოიცვალა და საწეოლში შეძვრა მერე ვალერიას სთხოვა მის გვერდით დაწოლილიყო და თვად მოუყვა ზღპრები რომ დაემშვიდებინა.

სტუმრენი რომ წავიდნენ გაცეცხლბეული სკარლეტი ტონოს კაბინეტში შევარდა და ძმას ისეთი თვალებით შეხედა ტონიო მიხვა ყველაფერი რიგზე რომ არ იყო
-რამ შეგაწუხა დაიკო?
-იმ გოგოზე ყველაფერი ვიცი და მოვითხოვ სამსახურიდან გააგდო
-ვის გულისხმობ?
-ვალერია ვალენსას სკარლეტმა ყველაფერი მომიყვა მასზე. თურმე ნიკი თავის ქმრად გაუსაღებია დენი კი შვილად და შენც არაფერი გითქვამს ამის შესახებ
-რაა სკარლეტმა ყველაფერი გაიგო? როგორ?-ტონიოს თვალები აენთო
-როგორ და პირისპირ შეხვდა მის ვალენსას და კარგადაც ესაუბრა
-სესილია ეს როგრო დაუში
-რა დავუშვი ტონიო სულ გაგიჟდი ასეთ ქალი სახლშ როგორ შემოუშვი არ მაინტერესებს ხვალვე გააგდე აქედან,-სესილია შებრუნდა და კარი გაიჯახუნა.

ტონიო თავს დამნაშავედ გრძნობდა მაშინვე წამოდგა და დენიელის ოთხში შევიდა კარის ხმაზე ვალერია შეინძრა მაგრამ თვალები არ გაუხელია.
-მის ვალენსა,-ტონიო ნაზად შეეხო მხარზე და ოდნავ შეანჯღრია
-ჩამეძინა მაპატიეთ,-გოგონა წამოდგა და კარისკენ წავიდა ჯერ კიდევ ეძინა და არ იცოდა რას აკეთბდა
-ვალერია დამიცადე მე მიგიყვან სახლში,-ტონიო გოგონას დაედევნა ძლივს დაითანხმა წაყოლაზე დ ამანქანაში ჩასვა.
-ვწუხვარ ასე რომ მოხდა
-არაფერია ოდესღაც მაინც გაიგებდა,-მხრები აიჩეჩა გოგონამ
-ხო მაგრამ ჩემს სახლში არა
-ამაზე ნუ ღელავთ,-ცოტახანი სიჩუმემ დაისადგურა ვალერიას ასეთი გრძელი სახლისკენ მიმავალ გაზა არასოდეს მსოჩვენებია
-ბოს სულ მაინეტერესებდა იმ დღიდან როცა თქვენი სახელი გავიგე რატომ ტონიო?
-ეგზიუპერის გამო
-ასეც ვიცოდი,-გაეღიმა ვალერიას და ტონიოსკენ შებრუნდა
-ადრე როცა დაახლოებით 17 წლის ვიყავი ერთ ბანდაში გავწევრიანდი
-ბანდაში? თქვენ?-ვალერიას თვალები შუბლზე აუვიდა
-ხო არ ვამაყობ ამით მაგრამ ასეა ბევრ საშნელებას ჩვდიოდი და მეგონა ასე მამაჩემის გასაბრაზებლად ვიქცეოდი მაგრამ სინამდვილეში იმდენი საძაგლობა გავკეთე...
-მოკლედ მამამ გაიგო ეს ყველაფერი და სასწრაფოდ წამომიყვანა ქუჩიდან. ვეწინააღმდეგებოდი, ვყვიროდი და ხელებს ვიქნევდი უკვე ისე ვიყავი დანაშაულის ჩადენეზე ორიენტირებული, ხელებს ვერ ვაჩერებდი და სულ მინდოდა რაღაც დამეშავებინა ამიტომ ფსიქიატრიულ კლინიკაში გამიშვეს. იქ საკმაოდ დიდხანს ვიყავი მეგონა არავის ესმოდა ჩემი და წამლებს არ ვიღებდი.
ერთხელ ჩემს სანახავადა ბავშვობის მეგობარი მოვიდა და „პატარა უფლისწული“ მომიტანა მითხრა წაიკითხე და მიხვდები რომ შეიძლება შენი სულიელი მდგომარეობა სხავანაირადაც აჩვენო სხვებსო. ისევ გავბრაზდი რატომ მომიტანა წიგნი ადამიანს რომელსაც ცხოვრებაში ერთი თავიც არ წაუკითხავს მეთქი მაგრამ მაინც გადავწყვიტე წაკითხვა და საშინლად მომეწონა. ისევ და ისევ ვკითხულობდი სანამ ზეპირად არ ვისწავლე ყოველი სიტყვა.
მკურნალობა დავიწყე და ვცდილობდი ნორმალური ადამიანი გავმხდარიყვანი მამას ვთხოვე ახალ ადამიანდ დაბადების აღსანიშნავად ახალი სახელი დამიძახეთ მეთქი რომ გაიგო რა სახელით მინდოდა მოემართათ მითხრა თუ გინდა პირადობის მოწმობაშიც ასე ჩაწერეო მას შემდეგ ტონიო ვარ და მას შემდეგ გავხდი ასეთი
-არადა არ გავხართ ტიპს რომელსაც ბანდა და ეგეთი რამეები მოსწონს,-გაონილით გაოცებული ვალერია მონუსხულივით იჯდა
-ახლა არა მაგრამ ერთდროს ვგავდი
-მე მომწონს ახლა როგორიც ხართ სერ
-მეც

ჭირვეული 7
-სუფთაა,-ვალერიამ სათამაშო იარაღით შეიარაღებულ დენიელს ანიშნა მოსულიყო
-აქ იდარაჯე,-დაიჩურჩულა დენიელმა და კარის სახელური ფრთხილად ჩამოსწია
-კარგი მიდი,-ვალერია კართან გაიმართა და აქეთ-იქეთ დაიწყო ყურება
დენიელი ფეხაკრეფით შევიდა ოთახში საწოლზე ახტა და ტონიოს ყურთან დაუწრიპინა რაღაც სათამაშო.
-გილოცავ დაბადების დღეს,-დაიყვირა როცა ტონიომ საცოდავად ასწია თავი ბალიშიდან და შეშინებულმა მიმოიხედა.
-როგორ შემაშნე,-ბავშვი გულზე მიიკრა და საწოლზე წამოჯდა
-საჩუქარს არ გასხნი?
-საჩუქარიც მომიტანე?-ტონიომ დაბინდული თვალები მოიწმინდა რამდენჯერმე დაახამხამა და უკვე მკაფიოდ დაინახა ძმა.
-რათქმაუნდა აი აქაა,-დენიელმა ლურჯი ყუთი გაუწოდა
-აბა ვნახოთ. ტონიოს საშინლად აინტერესებდა რა იდო ყუთში და სასწრაფოდ მოაშრა სახვევები
-დენიელ დიდი მადლიბა,-აღმოხდა თავისდა უნებურად როცა ყუთიდან საათი ამოიღო
-ჩემსა მეწყვილე ჯაშუშმა იყიდა
-მართლა?-ჩურჩულითვე ჰკითხა ტონიომ
-ჰო,-უფრო ხმადაბლა წარმოთქვა დენიელმა
-მაშინ დაუძახე და მადლობას გადავუხდი
-კარგი ვნახავ ისევ გარეთაა თუ ბოროტ ნიკთან საბრძოლველად წავიდა,-დენიელი ჩამოხტა და კარისაკენ წავიდა
-თეთრთავა ყვავო აქ ხარ?-იკითხა ჩუმად
-ჰო აქვარ უჩინმაჩინის ლაბადა მაცვია,-გამოეხმაურა ვალერიას ხმა
-გამოჩნდი ბოსს შენი ნახვა სურს
-კარგი მოვდივარ, ბუუუუმ,- ვალერია მაშნვე გამოვიდა სამალავიდან და გადაიხარხარა
-გილოცავ ბოს,-ვალერია ტონიოს ოთახში შევიდა და რომ დაინახა რა კარგად ერთობოდა მისი ბოსი თავადაც გაეცინა
-მადლობა აგენტო,-თქვა სარკაზმით ტონიომ და თვალი დენიელს გააყოლა რომელმაც ვალერიას გადაულაპარაკა ნიკი მრისხანეს მოსაკლავად მივდივარო
-არაფრის ბოს იმედია მოგეწონათ
-ხუმრობ თან ესეც ახატია,-ტონიომ საათი ამოაბრუნა და შიგნითა მხარეს დახატული „გველი რომელმაც სპილო გადაყლაპა“ გოგონას უჩვენა
-აბა როგორ იქნებოდა თქვენ ხომ ტონიო ხართ. კარგი ახლა წავალ
-ნიკი მრისხანე უნდა დაამარცხო?
-არა ნიკი მრისხანე ჯერ არ მოსულა მარსზეა იქაური ხალხი უნდა დაიმორჩილოს ამიტომ ველოდებით
-და რას უპირებთ თუ საიდუმლო არაა,-ტონიო მიხვდა კარგი რომ არაფერი ელოდა საბრალო ნიკს
-ბოს მაპატიეთ საიდულმოა

ვალერიამ კარი გამოიხურა და დენეილთან ერთდ ჩაუსაფრდა ნიკს.
ნიკს ერთი სულელური ჩვევა ჰქონდა წინა კარიდან შემოდიოდა და ეზოს გარს უვლიდა მერე სახლში უკანა კარიდან შევიდოდა იცვლიდა და დენეილის ოთახში ადიოდა. ეს ყველაფერი აგენტებმა კარგად იცოდნენ ამიტომ ნიკს აუზთან ახლოს ხეებს უკან დაემალნენ და დაელოდნენ.
-ნიკ მოხვედი?-დენიელი თეთრ პერანგსა და შავ ჯინსის შარვალში გამოწყობილი მოაბიჯებდა ბავშვი რომ დაინახა ასე ადრიანად ამდგარი სათვალე მოიხსანა და მაშნვე მასთნ მივიდა
-რამოხდა პატარავ სადაა ის ალქაჯი?
-ვი ჯერ არ მოსულა მე კი ბურთით ვთამაშობდი და აუზში ჩამივარდა
-წამოდი ამოვიტანოთ შენი ბურთი,-დენიელის ხელს ხელი მოკიდა და აუზისკენ წავიდა ბურთი მართლაც ეგდო წყალში მაგრამ მეორე მხრიდან ნიკმა შემოუარა და ბურთისაკენ გადაიწია მაგრამ მოულოდნელად ბურთმა წყალში მოძრაობა დაიწყო და ნიკისგან ოდნავ მოშორებით წავიდა. ბიჭი ბურთს გაჰყვა, ფეხი ძუას გამოსდო, ძუამ იქვე აივანის მოაჯირზე დადებულ სათამაშო მორს მოქაჩა, მორი მოსწდა და ნიკს ზურგში მოხვდა ბიჭმა თავი ვერ შეიმაგრამ და აუზში გადაეშვა.
-ჰა ჰა ეგ არის,-ვალერია მოულოდნელად გამოხტა სამალავიდან დენიელის გაწვდილ ხელს ხელი მოარტყა ნიკს სურათი გადაუღო და მის დაცინვას მოჰყვა
-აი გენიოსები ვართ რა გვაღიარე მრისხანე ნიკ ზუსტად გავთვალეთ როგორ აღმოჩნდებოდი წყალში.
-ჰა ჰა, რა სასცილოა,-ნიკი ბურთთან მივიდა და აღმოჩნდა რომ ეს მხოლოდ ბურთის ნახევარი იყო რომელიც სათამაშო დისტანციური მართვის ნავზე იყო ჩამომხობილი
-თქვენ არ ხართ საკმარისად ძლიერები რომ დამამადცხოთ აი მე თვალდახუჭული ჩაგყრით წყალში.
-აბა სცადე,-უთხრა გამომწვევად ვალერიამ
-ნუ მიწვევთ,-ნიკი წლიდან ამოვიდა და ბავშვებს გამომცდელად შეხედა
-ვერაფერსაც ვერ იზამ,-მხარი აუბა ვალერიას დენიელმა
-აი ახლა თქვენს თავს დააბრალეთ,-ნიკმა სველი მაისური რომელიც ამძიმებდა მოიშორა შარვალი შეძლებისდაგვარად გაწურა ფეხსაცმელიც იქვე დადო და თვალები დახუჭა
-ვერ დაგვიჭერს,-გადაულაპარაკა ვალერიამ დენიელს მერე ხელშია აიყვანა ოდნავ მოშორებით დატოვა და უთხრა დაუძახეო
დენიელი ნიკს ეძახდა ვალერია კი საპირისპირო მხარეს გაიქცა და იქედან დაიწყო ყვირილი
-ნუ წივით,-გაღიზიანდა ნიკი და მოულოდნელად მიხვდა რომ ვალერია ხელში ჩაიგდო გოგონა აივანზე გადმომდგარ ტონიოს უყურებდა და არც შეუმჩნევია რა მოხდა მხოლოდ ის გაიგონა როგორ ჩავარდა რაღაც წყალში.
-დენიელ დაიყვირა გოგნამ,-ბავშვისკენ გაიხედა რომელიც გაშეშებული იდგა თავის ადგილას და აუზისკენ იყურებოდა
-ხომ მიიღე ვალერია ვალენსა,-ნიკმა სიცილით გაახილა თვალები და ლამის გული გაუსკადა როცა დაინახა როგორ ცდილობდა სტუმრად წასასვლელად გამოწყობილი სესილია წყლიდან ამოსვლას.
-მის მე,-დაიწყო ლუღლუღი ნიკმა
-არა გაჩუმდი,-სესილია ძლიავს ამოვიდა აუზიდან იქვე დადებული პირსახოცი შემოიხვია და უსიტყვოდ შევიდა სახლში.
-ვერ გადამირჩები ვალერია,-ამოიყვირა ნიკმა და თვითონაც შევიდა სახლში.


ნიკი მდუმარებაში იყო არც ვალერიასა და არც დენიელს ხმას არ სცემდა მთლი დღე გარეთ დადიოდა და სახლისკენ არც კი იყურებოდა.
-ნიკ გვაპატიე რა აი წვენი დალიე და ნამცვარი მოგიტანეთ
-არც ერთს მივირთმევ და არც მეორეს,-ნიკმა ორივეს უცნაურად შეხედა და ზურგი აქცია
-კარგი რა ეს ხომ შესარიგებელი ნამცხვარია
-ხო რომელშიც ოთხი კილო მარიალი ყრია ვერ მომატყუებთ
-დაგიმტკიცებთ რომ არაფერიც არ ყრია,-ვალერიამ ნამცხვარს პატარა ნაჭერი ჩამოაჭრა ორად გაყო ერთი ნაწილი თვითონ შეჭამა და მეორე დენილს მისცა
-იცი რა დენიელ ძალიან გემრიელი ყოფილა წამოდი იყოს ეს უჟმური აქ ჩვენ უფრო მეტი შეგვხვდება
-მომეცით აქ,-ნიკმა ვალერიას ნამცხვარი გამოართვა პატარა ნაჭერი გასინჯა და ანიშნა ახლა წვენი მოსივიო ვალერიმაც მოსვა წვენი მერე ნიკმა გასინჯა და რომ დარწმუნდა ყველაფერი რიგზე იყო სასუსნავის თავისი წილი მაგიდაზე დადო.
-აბა შედვირიგდით?
-ჰო
-კარგი მაშინ წავალთ,-ბავშვები წავიდბებ ისევ დაიმალნენ ხის უკან და ნიკს დააკვირდნენ რომელიც ნამცხვრის ნაჭერს უფრო და უფრო უსიამოვნოდ ჭამდა და ბოლოს ცრემლებიც წამოსცვივდა
-ვალერია, დენიელ ვიცი რომ ახლოს ხართ ახლავე გამოდით,-გამოსცრა კბილებს შორის და ირგვლივ მიომიხედა
-აბა რა გეგონა მრისხანე ნიკ მარსელები რომ დაიმმონე?-მოესმა ბიჭს დენიელის ხმა რასაც სიცილი მოჰყვა და ნიკმა სცადა წიწაკით გამომწვარი ხახა ლიმონათით დაეამებინა.


-შპიონი,-ვალერია და დენიელი გაბუტულები ისხდნენ ტონიოს კაბინეტში და იქვე მჯდარ ნიკს ისე უყურებდნენ კაცი იფიქრებდა ახლა ფანჯრიდან გადაისვრიანო
-მე აქ თქვენი სკოლის დირექტორი კი არ ვარ იცით რამდენი საქმე მაქვსა?
-ტონიო ჩვენ უბრალოდ ვერთობოდით,-ამოიწუწუნა დენიელმა
-ნიკის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით? იცით რომ მე სულ არ მცალია თქვენი ოინებისათვის მაგრამ მეტისმეტია უკვე. საღებავებით სავსე ბუშტები ესროლეთ და არაფერი ვთქვი მერე წიწიაკიანი ნამცხვარი, აუზში ბურთი ჩაგვივარდაო, მერე კიდევ მაკიაჟი გაუკეთეთ როცა ორი წუთი ჩათვლიმა და რავიცი კიდევ რა აღარ
-ბოს ეს მამაკაცური სოლიდარობაა?-ვალერია ეჭვით დააკვირდა ბოსს
-როგორც გინდა ისე იფიქრე
-ხო და ასე ვიფიქრებ,-ვალერია გაბუტული ბავშვივით ისმენდა საყვედურიებს და ცდილობდა არ გასცინებოდა აი დენიელი კი იცინოდა მთელი გულით და არაფერი არ ანაღვლებდა.

ტონიოს დაბადებისდღე ყოველთვის ვიწრო წერეში აღინიშნებოდა ახლაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა სუფრასთან და მალევე დაიშალნენ.
-აბა ახლა ჩემო სიყვარულო ჩაწექი საწოლში და დაისვენე
-ვი მე შენ ძალიან მიყვარხარ,-დენილი ძიძას მოეხვია და ლოყაზე ძლიერად აკოცა
-მეც მიყვარხარ ჩემო პატარავ,-გოგონამ კისერზე ჩამოკიდებული ბავშვი საწოლში ჩააწვინა და იმდენი ზღაპარი უამბო რამდენიც პატარამ მოისურვა მერე მძინარე დენიელს ისევ აკოცა შუბლზე და ოთახში მხოლოდ პატარა სანათი დატოვა.

-უკვე დაიძინა?
-ჰო,-ვალერიამ ერთხელ კიდევ მიიხედა მძინარე დენიელისკენ და კარი დატოვა რომ ტონიო შესულიყო
-დღეს ძალიან დაიღალა
-ჰო კარგად გავერთეთ,-ვალერია კიბეზე დაეშვა და მსახურების აბაზანისკენ წავიდა,-ხელებს დავიბან და შინ წავალ
-მე წაგიყვანა
-არა ბოს მძროლი წამიყვანს არ შეწუხდე
-არ ვწუხდები თან გავისეირნებ ცოტას
-კარგი,-გოგონამ მხრები აიჩეჩა და სააბაზანოში შევიდა.
სამზარეულოში შესულ ტონიოს ვალერიას დაყვირებული „ჯანდაბა დებილი ვარ“ რომ მოესმა მაშინვე მივარდა სააბაზანოს კარს
-ვალერია კარგად ხარ
-არა?-გოგონამ კარი გამოაღო და ტონიოს ცალი თვალით შეხედა
-რა მოგივიდა?
-თვალში საპნიანი ხელი ამოვისვი,-გოგონა ისევ მივარდა ნიჟარას და სცადა თვალი დაებანა
-მოდი აქ შემომხედე,-ტონიომ გოგონას თავი ხელებში მოიქცია და თვალი გაუსუფთვა,-აბა
-არა ისევ მტკივა ბოს,-ვალერიას თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა და სიმწრისგან ხტუნვა დაიწყო.
-ვალერია მოსივენე ერთი წამი მაცადე,-ტონიომ ამჯერად სველი პირსახოცი დაადო თვალის ჭრილთან და ფრთხილი მოძრაობით გაუწმინდა თვალი
-ახლა არაუშავს მგონი,-ვალერიამ თვალები დაახამხამა და სცადა კიდევ ხტუნვა არ დაეწყო,-მადლობა ბოს
-კარგი წამოდი გავისეირნოთ სადმე.

მანქანაში მჯდომი ვალერია სიმღერას ხმას აყოლებდა და თავს აქნევდა რაზეც ტონიოს ეღიმებოდა
-ბოს კარგი რა სულ რატომ იკავებ სიცილს მიდი გაიცინე,-ვალერიამ ღიმილით შეხედა ტონიოს და დააკვრდა ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან შემოსული ჰაერის ნაკადი როგორ უთამაშებდა თმას.
-არ გინდა ცოტახანს ჩემთან ერთდ დაჯდე სკვერში?
-სახლში მაინც არ მეჩქარება,-მხრები აიჩეჩა ვალერიამ და თითქმის გაჩერებული მანქანის კარი გააღო.
ვალერია სკამზე ჩამოჯდა და ფეხებზე ხელები შემოიხვია
-ადრე ვერცკი ვიფიქრებდი რომ ეს დღე დადგებოდა დღე როცა მე უბრალო მოახლე ვიქნებოდი
-არც ასეა საქმე ვი შენ დენიელისთვის ყველაფერი ხარ.
-დენიელიც ყველაფერია ჩემთვის მემგონი სამუდამოდა შემიყვარდა ეს ბავშვი,-ვალერიამ თავი გადასწია და ვარსკვლავებიან ცას ახედა.
-შეიძლება რაღაც გკითხო?
-რათქმაუნდა ბოს მკითხე რაც გაინტერესებს
-შენ და ნიკი ერთდ ხართ? არა ეს ჩემი საქმე არაა მაგრამ მე...
-არა ბოს არაფერა მე და ნიკი ერთდ არ ვართ ჩვენს შორის რაღც შუალედური ხდება მეგობრობასა და ნაცნობობას შორის ნიკი კარგი ბიჭია მაგრამ ჩემთვის მხოლოდ მეგობარი თუ იქნება.
-ეს იმიტომ რომ ძველებურ ცხოვრებას ვერ შემოგთავაზებს?
-ეს რა შუაშია ბოს შენ არაფერი არ იცი ჩემზე,-ვალერიას ისეთი სახე ჰქონდა ტონიო მიხვდა სულელური რაღაც რომ დაახეთქა
-მაპატიე, თუ გინდა მომიყევი,-ტონიო ოდნევ გვერდულად დაჯდა რომ ვალერიასთვის შეეხედა
-ჩვენ ქალაქგარეთ ერთ რანჩოზე ვცხოვრობდით აქედან ძალიან შორს პატარა სახლი გვქონდა ფიცრებისაგან აშენებული და ბევრს ვშრომობდით რომ თუნდაც ერთი ნაჭერი პური გვქონოდა მაგრამ მე გვიან მივხვდი რაოდენ მდიდარი ვუყავი მაშინ. ერთ დღეს დედა მინდვრებიდან შინ არ დაბრუნდა მამაჩემი მიწის მუშად მუშაობდა მეზობელ სახლში მე შემეშინდა უკვე გვიანი იყო და მხოლოდ შვიდი წლის ვიყავი. კუთხეში დავიმალე და ფანჯრიდან შემოსულ სინათლეს გავუშტერე თვალი რა ვიცოდი რომ წინა საღამო ყველაზე მდიდრული იყო ჩემთვის.
მამა სახლშ დამწუხრებული მოვიდა სანთელი აანთო ელექტრო ენერგია არ გვქონდა საფასურს ვერ ვიხდიდით და მთხოვა რამე მეჭმია მისთვის მეც კარადაში გამხმარი პური მეგულებოდა დედა სახლში არ მოსულა და საჭმელს ვინ მოამზადებდა. ახლა ვხვდები რომდენად გამოუსადეგარი ვიყავი მაშინ,-ვალეირას თვალები ცრემლებით აევსო ფეხები ჩამოუშვა და თვალი წინ გაუშტერდა,-მამამ დახეთქილი გაუბედურებული ხელებით დაიწყო გამხმარი პურის ჭამა და თან მე მიხსნიდა რომ დედა სახლში არ მოვიდოდა. დედაცჩემი ახლად ჩამოსულ მდიდაირ ვაჭარს მისთხოვდა და მასთნ ერთდ გაიქცა მაშინ რაც მითხრა მამაჩემმა არასოდეს არ დამავიწყდება. მუხლებზე დამისვა თავისი ხელები მაგიდაზე დააწყო და მითხრა „ამ ხელებმა მხოლოდ ორი ნივთის ნიჩბის და კალმის გამოყენება იცის როცა კალამი უჭირავს შედევრებს ქმნის მაგრამ ისინი ფასეული არაა და როცა ნიჩაბი შეხედე რა ემართებათ მაგრამ ისევ ნიჩბის ჭერა სჭობს კალმის ჭერას. სჯობს ის აკეთო რაც საშვალებას მოგცემს ოჯახი არჩინო და არა ის რაც შენ გაგაბედნიერებს“. (მამა ლექსებს წერს) ერთხელაც ჩვენს სახლში ვიღაც კაცი მოვიდა მას ხორხე ვალენსა ერქვა და მამაჩემის ბიძა იყო მან მამას უთხრა ჩემი შვილი ჯერ კიდევ შენს გოგონაზე პატარაა და მინდა რომ ჩემს სახლს შენ მიხედოო.
მაშინ დაიწყო ყველაფერი მე ერთბაშად მივიღე ყველაფერი რა მანამდე მაკლდა მაგრამ სითბო რომელიც წესით დედისაგან უნდა მეგრძნო არ მიგძვნია.
-ამიტომ ექცევი დენიელს შვილივით არა,-ტონიო გაოცებას ვერ მალავდა
-ჰო ამიტომ. მინდა მას ისე მოვექცე როგორც მე მინდოდა რომ დედა მომქცეოდა ამიტომ ჩემს პრინცს ყველაფერს შევუსრულებ რასაც მოინდომებს,-ვალერიას თვალებიდან კიდევ ერთხელ გადმოუვარდა მდუღარე ცრემლი და თავი დახარა.
-შენ არაჩვეულებრივი ხარ,-ტონიომ გოგონას ნიკაპს ფრთხილად მოკიდა ხელი და თავი ააწევინა მერე ცრემლები შეუმშრალა და თვალებში ჩააშტერდა
-მხოლოდ მაშნ როცა ახლოს ხარ,-ამოთქვა ვალერიამ
გოგონას დაღლილობისაგან ქუთუთოები დაუმძიმდა და თვალები თავისდა უნებურად დაეხუჭა სახეზე სასიამოვნო სიგრილე იგრძნო რომელმაც მოულოდნელად დაახვია თავბრუ მერე ის საიამოვნო სრნელიც იგრძნო ტონიოს კანს რომ ასდიოდა ხოლმე და სულ ბოლოს გახშირებული გულის ცემა რომელიც გრილი ტუჩების შეხებას მოჰყვა.
სკვერი სულ მთლად ცარიელი იყო მხოლოდ ერთ სკამზე იჯდა წყვილი რომელთა ტუჩები ერთმანეთს შეწებებოდა და ირგვლივ აღარაფერი სხვა არ ადარდებდათ.
ჭირვეული 8
-შენ და სესილია საილასი?-ვალერიას თმა აებურდა და სხეულში უსიამოვნოდ გასცრა
-რას სულელობ ვალერია?-განაწყენდა ბიჭი
-არაფერსაც არ ვსუელობ
-ვალერია რამოხდა არ შეიძლება მეც ვიყო შეყავრებული, ჯანმრთელი და ბედნიერი?
-ახლავე გიჩვენბ მე შენ როგორ უნდა იყო ბედნიერი,-გოგონამ ფეხსაცმელი წაიზრო და ჯოკერს გაუქანა
-ვერ ვხვდები რას მერჩი,-პედრო უდანაშაულო ბავშვივით იდგა და არ იცოდა რატომ კიოდა დედაბერივით მისი მეგობარი
-რას გერჩი? ჩემი ბოსის და გიყვარს და უკვე რამდენიმე კვირაა ხვდები აი ამას,-წამოიკივლა გოგონამ,-იმ დღესაც შენთან მოდიოდა არა ნიკმა აუზში რომ ჩააგდო?
-ჰო
-სად ჯანდაბაში გაიცანი,-ვალერია საწოლზე დაეშვა თავზე ბალიში წამოიფარა და გაირინდა
-მოკლედ იმ დღეს შენს სანახავად მოვედი მაგრამ....

.....................
(ის დღე)
პედრომ მანქანა ჭიკრიდან მოშორებით გააჩერა და დაცვის ბიჭებს წინ აესვეტა
-მე ვალერიასთან მოვედი
-ვალერიამ დენიელი გაასეირნა ასე რომ გარეთ მოგიწევს დაცდა,-პედროს გამომწვევ ტონს მაშინვე შეეტყო რომ შარზე იყო
-არ შეიძლება შიგნით დაველოდო
-არა,-პედრო უკვე აპირებდა რამდენიმე დამამცირებელი ფრაზა ეთქვა დაცვის ბიჭებისთვის მაგრამ კარი გაიღო და ჭიკარში მაღალი თხელი ფიგურა გამოჩნდა. გოგონამ თმა უკან გადაიწია და სათვაე შეისწორა ცხვირზე
-სადაა ტაქსი რომ გთხოვეთ?-სესილია მანქანას თავისით არასოდეს არ ატარებდა და რაც მისი მშობლების მძღოლი მოღალატე აღმოჩნდა მხოლოდ ტაქსით მგზავრობდა ხოლმე
-მის ტაქსი ჯერ კიდევ არ მოსულა
-და ასე ალოდინებთ ქალბატონს?-გაწიწმატდა პედრო
-შენ ვინახარ?-სესილიამ სათვალე ჩამოიწია და პედრო შეათვალიერა რომელიც იმ დღეს საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.
-მე ვალერიას მეგობარი ვარ მის,-პედრომ ხელი გაუწოდა გოგონას და მის რეაქციას დაელოდა
-ვერ ვიტან მაგ გოგოს,-ცხვირი აიბზუა სესილიამ
-შემიძლია წაგიყვანოთ მითუმეტეს ტაქსი არ მოდის,-სესილიამ გზას კიდევ ერთხელ გახედა და იმედის მარცვალი რომ ვერ დაინახა პედროს მანქანისკენ წაყვა
-იმედი ეს დადის
-კი მის დადის მაგრამ მართალი ხართ თქვენისთნა ქალბატონის ღირსი არაა
-მექსიკელები ამდენს რატომ ლაპარაკობთ?-სესილიას ესიამოვნა უცხო სიმპათიური ბიჭისაგან კომპლიმენტი მაგრამ ხომ არ შეიმჩნევდა ასე რომ
-აბა მის სად მიგიყვანოთ?
-არამგონია სახელით მიაგნო ასე რომ იარე და გზაში გეტყვი,-პედრომ ძრავა ჩართო და გაზის სატერფულს მიაჭირა ფეხი.
-ხო მართლა მე პედრო მქვია
-სესილია
-ლამაზი სახელია ლამაზი გოგონასთვის
-თქვენ ყველას ასე ეპირფერებით?
-კი მაგრამ ვალერიასთან არ დამჭირვებია არასოდეს
-ვერ ვიტან მაგ გოგოს,-გაიმეორა ისევ სესილამ და პედროს ანიშნა მარჯვნივ მოუხვიეო
-რატომ?
-არ ვაპირებ მასზე საუბარს,-მხრები აიჩეჩა სესილიამ.
დანიშნულების ადგილას რომ მივიდნენ გოგონამ პედროს ფული დაუდო სავარძელზე კარი მიხურა და სავაჭრო ცენტრისკენ წავიდა.

-სესილია მემგონი ეს კაბა ძალიან მოგიხდება,-გოგონა გასახდელში შევიდა და სკარლეტის შერჩეული კაბა შეიტანა
-სკარ შენ რას ფიქრობ ხვალინდელ წვეულებაზე ის ბიჭები იქნებია?
-კი რათქმაუნდა თუ უნდათ რომ გვნახონ იქნებიან,-ჩაიცინა სკარლეტმა
-აბა?-სესილია ისე გამოვიდა გასახდელიდან სარკეშიცკი არ ჩაუხედავს დატრიალდა და დოინჯი დაიჭირა
-არა ეს კაბა იმაზე გამხდარს გაჩენს ვიდრე ხარ და საშინელებაა რამე უფრო ფერადი უნდა ჩაიცვა, ცეცხლოვანი მაგალითდ ეს,-პედრო მოულოდნელად გამოხტა ხელში წითელი ცალფეხზე ბოლომდე ჩახსნილი კაბა ეჭირა და სესილიას ისე უღიმოდა სუნთქვა შეეკრა
-შენ მთელი დღე ასე უნდა მდიო?
-საფასურში ესც შედის,-პედრომ უკმაყოფილოდ ამოაძვრინა ჯიბიდან სესილიას გადახდილი ფული და სკარლეტის გვერდით სკამზე დადო
-მაპატიე თუ შეურაძხყოფად მიიღე მე მინდოდა..-დაიბნა სესილია
-დაგემცირებინე და გამოგივიდა კიდევაც,-პედრომ მხრვი აიჩეჩა და კაბა იქვე ჩამოკიდა მერე ჩქარი ნაბიჯით გავიდა სავაჭრო ცენტრიდან და უცნაურ მდგომარეობაში დატოვა სესილია.
-ვინ იყო ეს?
-ვალერია ვალენსას მეგობარი
-მეგობრბიც ისეთივე ჰყავს როგორიც თავადაა,-სკარლეტმა კიდევ ერთხელ შეავლო თვალი სესილიას და ახლა თვითონ შევიდა გამოსაცვლელად
-აირჩიეთ რამე,-ჰკითხა სესილიას კონსულტანტმა და ზრდილობიანად გაუღიმა
-კი აი ეს კრემისფერი კაბა და ის წითელი თუ შეიძლება ისე შემიფუთეთ რომ ჩემი მეგობარი ვერაფერს მიხვდეს.


სესილია რამდენჯერმე გავიდა სახლიდან ტაქსის მოსვლამდე იმ იმედით რომ გარეთ პედრო დახვდებოდა მაგრამ ამაოდ ამიტომ გადაწყვიტა რომ ის მექსიკელების უბანში მოეძებნა. ტონიოს კაბინეტიდან ვალერიას მისამართი მოიპარა და დანიშნულების ადგილისაკენ გასწია.
გოგონამ ტაქსი მოშორებით გააჩერა და იმ მხარეს წავიდა სადაც ვალერიას სახლი ეგულებოდა სინამდვილეში ვალერია უკვე კარგახნის მისული იყო სამსახურში მაგრამ სესილიამ მაინც დააკაკუნა რამდენჯერმე მის კარზე და რომ არავინ გაუღო უკან გამობრუნდა.
-ჰეი ლამაზო აქ არას აკეთბ?-შემოესმა ზურგიდან შებრუნდა ფეხით საწმენდს გამოეგო და კიბეებზე გადაფრინდა, პედროსგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით დაენარცხა მიწას და საცოდავად ამოიხედა.
-მაპატიე ასეთ სიტუაციებში ყოველთვის ვიბნევი,-პედრომ გოგონა ფრთხილად ააყენა და სახეზე ჩამოყრილი თმები გაუსწორა
-ნამდვილი ვირი ხარ
-მადლობა. შეუძლია ვირს როგორმით დაგეხმაროთ?
-კი ტაქსი მჭირდება და მობილური სახლში დამრჩა
-კარგი რა მართლა?-პედრომ თვალები გადაატრილა
-რა?
-მისმინე ლამაზო თუ გინდა კარგად მოიტყუო შესაბამისად უნდა გამოეწყო მითხარი ერთი რომელი ნორმალური დაგიჯერებს როცა ისეთი ვიწრო შარვალი გაცვია ლამისაა ტელეფონის კუთხემ ჯიბე გამოგიხვტიტოს?
-აჰ აქ ყოფილა,-იხტიბარს არ იტეხდა სესილია
-ჰო გილოცავ კარგი წამოდი დავლიოთ
-ააქ?-სესილიამ ირგვლივ მიმოიხედა
-არა ბარში წამდი,პედრო ხელში ჩააფრინდა და ბარში შეიყვანა.


აღმოჩნდა რომ სესილიას ლუდი არასოდეს დაულევია ასე რომ პედრომ ზედიზედ რომდენიმე კათხა შეუკვეთა ბოლოს კი სესილია ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა შეეშინდა რამე არ დაემართოსო და სახლში წაყვანა შესთავაზე
-არსადაც არ მივდივართ სანამ კიდევ ერთ კათხას არ დავცლით
-სესილია ჩანთში სარკე არ გაქვს? იცი რას გევხარ?
-არ მაინტერესებს
-კარგი მაშინ ეს ბოლო იქნება
-ეგრე იყოს და მოდი ყველა ყლუპზე თითო სიმართლე ვთქვათ
-კარგი დაიწყე,-დემონურად ჩაიცინა პედრომ და სესილიას გადახედა
-მე აქ ვალერიას სანახავად არ მოვსულვარ,-კათხა ტუჩებთან მიიტანა და დიდი ყლუპი მოსვა
-ვიცი,-ჩაიცინა პედრომ და გოგონას მიბაძა
-შენი ნახვა მინდოდა
-ეგეც ვიცი
-ის კაბაც ვიყიდე შენრ რომ მირჩიე
-ვიცოდი
-და მე მომწონხარ,-სესილიამ კათხაში დარჩენილი ბოლო ყლუპიც მოსვა და დადგა
-ვიცი
-ეს უსამართლობაა შენ მარტო ვიცი ვცის სგაიძახი
-მეც მომწონხარ თანაც ძალიან,-პედრომაც დაცალა კათხა საფასური გადიხადა და გოგონა მხარზე გადაიკიდა
-ასე სახლში რომ მივიდე ტონიო მომკლავს
-მერე ვის მიყავხარ სახლში?-პედრომ გოგონა თავის სახლში წაიყვანა და საწოლზე დააწვინა
-მისწერე ჩემს ძმას რომ სკარლეტთან ვრჩები კარგი?
-ჰო,-პერო რის ვაი ვაგლახით მიცოცდა დივნამდე და ზედ გადაემხო.

სკარლეტი ფეხაკრეფით შეიძურწა სააბაზანოში და უკან რომ დაბრუნდა პედრო იქ აღარ დახვდა ამიტომ პირსახოცი რომელიც სხეულზე ჰქონდა შემოხხვეული უკეთ მოირგო და ტელევიზორის წი მოკალათდა
-ვა უკვე გაშინაურდი?
-სად იყავი?-სესილიას ძალიან შერცხვა ასე უცნაურად რომ იჯდა უცხოს სახლში მაგრამ არ შეიმჩნია
-პროდუქტი ვიყიდე არ გშია?
-კბილის პასტა არ გაქვს საშინლად ვყარვარ

სესილიამ თავისი ტანსაცმელი ისევ ჩაიცვა კბილები გაიხეხეა დაახლოებით ექვსჯერ მთელი შეკვრა საღეჭი რეზინი დაღეჭა და რომ მიხვდა ისეთი საშნელი სუნი აღარ ასდიოდა როგორიც ახლად გარვიძებულს დამშვიდდა
-ახლა სახლსი წამიყვანე კარგი?
-ტაქსი გამოვიძახე შენთვის მე გადავიხდი
-კარგი,-სახლშთან მანქანის სიგნალი გაისმა და პედროც გოგონას გასაცილებლად მივიდა კართნ
-კარგი დრო გავატარე,-თქვა გაბმით სესილაიმ
-როცა მოისურვებ მოდი და გავიმეორეოთ
-აუცილებლად,-პედრომ გოგონას სახე ხელებში მოიქცია და აკოცა
-ისევ ლუდის სულით ყარხარ
-ფეხებზე ,-ამოილაპააკა სესილიამ და ტაქსში ჩაჯდა.

პედრომ რათქმაუნა ვალერიას ამ ამბის მეოთხედი უამბო მაგრამ გოგონა მაინც დაიძარღვა ეშინოდა რომ პედრო სესილიას გულს ატკენდა.
...............................

ნიკი მეგობრებს ჩამორჩა და ცოტახანს ფეხით გავლა არჩია სულელური გრძნობა ჰქონდა ხოლმე როცა მთვრალი იყო ეგონა სრულყოფილი არსება ბოლომდე არ იყო და რაღაც უმნიშნელოვანესი აკლდა ამიტომ სასიამოვნო საიგრილით გადაწყვიტა ამ გრძნობის მოშრება და იქვე ქუჩის კუთხეში ჩამოჯდა.

-ახლავე მომაშორეთ ხელები,-შორიდან გოგონას კივილი რომ შემოესმა უკვე თვლემდა მაშნვე წამოხტა ცოტა თაბრუ დაეხვა მაგრამ მერე მიხვდა სად იყო და იქეთ წავიდა საიდანაც კივილის ხმა მოისმოდა.
-საყურეებიც მოგვეცი,-ორ დანით შეიარაღებულიტიპს ვიღაც წითური გოგო დაეჭირა რომელიც ნიკისკენ ზურგშექცევით იდგა და აიძულებდნენ სამკაულები მოეხსნა.
-გაუშვით ახლავე,-სასმელით და თავისი კუნთებით გამხნევებული ნიკი მძარცველებს წინ გადაუდგა და ერთ-ერთ მათგანს ისე ჩაარტყა ცხვირი გაუტეხა მეორეს შეეშინ და გაიქცა.
-კარგასდ ხართ?-ნიკი გოგონასთან მივიდა ნივთები მიაწოდა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა
-სკარლეტ?
-ნიკ?
-აქ რას აკეეთებ უმანქანოდ შუა ღამეს?
-ჩემი მეგობრები გაილეშნენ მძღოლს ვერ ვურეკავ და იმ მთვრალებთან მანქანაში ჩაჯდომას ფეხით წასვლა ვარჩიე
-შენი მძღოლი იმიტომ არ გპასუხობს რომ დილის ოთხი საათია
-ამაზე არ მიფიქრია... მადლობა რომ გადამარჩინე ახლა წავალ
-მოიცადე გაგაცილებ,-ნიკი გოგონას აედევნა და სახლამდე მიაცილა.
-მადლობა ნიკ სიმართლე რომ გითხრა მშურს ვალერიასი და ამ შურს ვერაფრით მოვიშორებ მას არაჩვეულლებრივი ბიჭი ჰყავს
-მე ვალერიას „ბიჭი“არ ვარ
-აბა რატომ მომატყუე რომ მისი ქმარი იყავი?-გაიკვირვა გოგონამ
-იმიტომ რომ მაშანტაჟებდა ვალერია კარგი გოგოა მაგრამ ძალიან თავქარიანია
-ესეიგი
-ესეიგი მე ქარივით თავისუფალი ვარ იმ გოგოს თუ არ ჩვთვლით, საილასების მოახლეს რომელსაც ვერ ვიშორებ,-სკარლეტს გულიანად გაეცინა ნიკს კიდევ ერთხელ უთხრა მადლობა და სახლში შევიდა.

ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ სკარლეტი სესილიასთან იყო სტუმრად რომელიც პედროზე გაუთავებლად უყვებოდა. სესილია გარეგნულად ცივი და უნდობი ჩანდა მაგრამ მის გულს თუ მოიგებდი არასოდეს გიღალატებდა საუკეთესო მეგობრად გექცეოდა და თბილად მოგექცეოდა.


-კარგი სესილია ახლა რას აპირებ?
-არაფერს პედრო იმდენად კარგია პირდაპირი და ძლიან სყვარელო მასთან საოცრად კომფორტულად ვგრძნობ თავს
-კი მაგრამ ის ხომ გაუნათლებელი ტიპა, უპერსპექტივო
-სამაგიეროდ მე ვარ პერსპექტიული დიზაინერი და ეს ორივეს გვეყოფა,-სესილია მართლა შეყვარებული იყო სკარლეტი ამას მაშინვე მიხვდა და ღიმილით შეხედა მეგობრის გაბრწყინებულ სახეს.
მოულოდნელად სესილიას მობილურზე ზარი გაისმა და გოგონაც მაშინვე მივარდა ტელეფონს უპასუხა და ლამის დადნა
-პედროა არა?;-იკითხა სკარლეტმა
-ჰო,-გაუღიმა სესილამი
-მე წავალ,-გოგონა წამოიწია რომ ამდგარიყო,- იყავი თავად მივაგნებ გასასვლელს
სკარლეტი ქვედა სართულზე ჩამოვიდა და ვითომ წყალი სწყუროდა სამზარეულოში შევიდა იქედან დერეფანი დაზვერა.
-სკარლეტ?-ნიკი ფერდაკარგული შემოვიდა ოათხში და გოგონას დანახვით სახეზე გაოცება გამოეხატა
-მოხდა რამე?-გოგონამ მისი მხრების უკან გაიხედა და მალე ოთახში მოახლე გოგონაც შემოვიდა
-რეას ერჩი მშვენიერი გოგოა,-გადაულაპარაკა სკერლეგამ ხმადაბლა ნიკს
-შენც დამცინი არა?
-არა მართლა გეუბნები,-გაეღიმა სკარლეტს,-წამოდი მიმაცილე ჭიშკრამდე
-კარგი,-ნიკი გოგონას გაჰყვა და მათ ცოტახანში მოახლეც აედევნა
-მართლა შენი სადილად დაპატიჟება მინდოდა მე ხომ შენთნ ვალში ვარ,-სკარლეტი აუჩქარებლად მიუყვებოდა გრძელ ბილიკს ჭიშკრისაკენ
-კარგი აზრია მაგრამ უფრო მადლობელი ვიქნები ამ გოგოს მოშორების გზას თუ მასწავლი.
სკარლეტი ერთი წამით შედგა გარემო მოათვალიერა და რომ დაინახა გოგონა ადგილზე იყო და უთვალთვალებდა ნიკის ჰალსტუხს ჩაეჭიდა თავისკენ მოსწია და ნიკაპზე აკოცა რადგან ფეხის თითებზე შემდგარიც ვერ მისწვდა მისი მოქმედებით გაოცებული ბიჭის ტუჩებს.
-რას აკეთებ?-დაიბნა ნიკი
-გეხმარები,-სკარლეტს გაეღიმა ნიკი კიდევ უფრო მოსწია თავისკენ და როგორც იქნა მისწვდა მის ტუჩებს ნიკმა რბილი შეხება რომ იგრძნო სხეულში უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა და გოგონა ბილიკის ბოლოებზე გაკეთებულ შემაღლებაზე შემოსვა.

მოახლე გოგონას ცრემლები მოერია და ტირილით გაიქცა სახლისკენ ნიკი კი კიდევ დიდიხანს იდგა ხელებში პატარა არსება მოემწყვდია და გულში იკრავდა.
.....................................


ჭირვეული 9
-მისტერ საილას რახდება?-დეფინემ კარი შეშინებული სახით გააღო და იქ ტონიო რომ დაინახა კიდევ უფრო შეშნდა
-ვალერია სადაა?
-ოთახშია, ყველაფერი რიგზეა
-ჰო დანიელს უნდა რომ მოვიდეს ასე რომ,-ტონიომ გოგონას გაუღიმა და ზრდილობიანად მოიშორა.
დაფინეს დიდად არც აინტერესებდა მაშინვე შებრუნდა თავის ოთახში და კარი ჩაკეტა.

ტონიო ფეხაკრეფით შეიპარა ვალერიას ოთახში კარადის კარი გამოაღო ზურგჩანთაში გოგონას ნივთები ჩატენა, ჩანთა ზურგზე მოიგდო, ვალერიას ფრთხილად გადახადა დასაფარებელი გოგონა ხელში აიყვანა და ისე ჩასვა მანქანაში არაფერიც არ გაუგია.
-შესრულებულია აგენტო ვანილის ნაყინო,-თვალი ჩაუკრა დენიელს და საჭეს მიუჭდა
-კარგი ხარ ამიგო,-დენიელმა ჩაიცინა უკანა სავარძელზე მწოლიარე ვალერიას შეხედა და პიჯაკის საყელო გაისწორა,-წავედით.
ტონიოს გზაში ეღიმებოდა როცა უკან გაიხედავდა და დაინახავდა როგორ ეძინა ვალერიას კუნგ ფუს უცნაურ პოზებში და როგრი მოთმინებით ელოდა დენიელი მის გაღვიზებას ბოლოს როგორც იქნა ვალერიას მაღვიძარა ახმაურდა.
-რა ჯანდაბაა,-გაისმა ვალერიას ხმა მაგრამ თვალები არ გაუხელია
-ახლა უნდა ავდგე, ჩავიცვა, ვიბანაო არა არა პირიქით ცოტას კიდევ დავიძინებ,-ხელი რომ მოატარა და მიხვდა არც მამიდამისის სახლში იყო და არც თავის ოთხში მაშინვე წამოხტა
-სადვარ?
-გეყოფა აგენტო თეთრთავა ყვავო ისე მოიქეცი როგორც გეკადრება,-დენილი ვალერიასკენ შებრუნდა და გაუღიმა
-რამოხდა?
-სოფელში მივდივართ აი ნახავ მოგეწონება,-ვალერია ტონიოს დაემანჭა სარკეში და ისევ უკანა სავარძევზე მიწვა.

..................................................................
ნიკი დილას ტონიოს ზარმა გააღვიძა
-ბავშვს ხომ არ შეემთხვა რამე?-სანამ ტონიო პასუხს გასცემდა ნიკმა უამრავი საშინელევის გაფიქრება მოასწრო
-არა ნიკ დენიელი კარგადაა იმის სათქმელად დაგირეკე რომ მე დენიელი მიმყავს სოფელში ნათესავებთან და რამდენიმე დღე თავისუფალი გექნება
-მე არ ვიყავი საჭირო?
-მე მასთან ვიქნები ნიკ ასე რომ მადლობა
-კარგი ტონიო მადლობა რომ გამაფრთხილე კარგ დასვენებას გისურვებ
ნიკი ცოტახანს ოთახში დააბოტებდა მერე საათს გახედა მიხვდა რომ უკვე არც ისე ადრე იყო მობილურს დასწვდა და ყურზე მიიდო
-გაგაღვიძე?-იკითხა ფრთხილად
-არაუშავს,-გამოეხმაურა ღიმილნარევი ხმა
-დღეს რა გეგმები გაქვს?
-სავაჭრო ცენტრი, მერე კლუბში მივდივარ და მერე ვივახშმებ სადმე ესეიგი მნიშვნელოვანი არაფერი
-მაშინ მოემზადე გამოგივლი და სანაპიროზე წავიდეთ
-მოიცა სამსახურში არ მიდდიხარ?
-არა დღეს ვისვენებ
-ანუ დღეს ჩემი ხარ?
-მე დანარჩენ დღეებშიც შენი ვარ,-დემონურად ჩაიცინა ნიკმა და მობილური გათიშა.
მერე სააბაზანოში შევიდა და იქედან მხოლოდ მისი სიმღერა გაისმა

.....................................................
-გეყოფათ რააა,-პედრო ბავშვებს გაურბოდა რომლებიც წყალს ასხამდნენ
-პედრიტო,-მოესმა ნაცნობი ხმა ბიჭს მაგრამ ვერ იხსენებდა ვინ იყო
-დიახ,-ბიჭი მივარდა და მოსაუბრეს ამეფარა,-აჰ მელისა შენახარ?
-ხო პედრო გახსოვარ? რახანია არ დაგირეკავს
-რავქნა საყვარელო არ მცალია თანაც მე და შენს შორის ყველაფერი დასრულებულია ჩემს შეყვარებულს ვერ ვუღალატებ ისედაც ყოველ დღეს ვნანობ რაც მისგან შორს გამიტარებია
-შეყვარებულს?
-გოგონამ პედროს სილა გააწნა და ერთი კარგად უთავაზა ცხვირში მუშტი
-მადლობა,-დაუძახა პედრომ გაბრაზებით მიმავალ გოგოს და რომ შემობრუნდა გაშეშდა
-აგიხსნი სესილია,-დაისისნა ბიჭმა და თვალები დახუჭა როცა დაინახა როგორ მიდიოდა გოგონა მისკენ
უეცრად სილის გაწვნის მოლოდინში მდგარმა პედრომ ლოყაზე კოცნა იგრძნო და გაოცებულმა ამოიხედა
-არ მიბრაზდები?
-რისთვის ეს საშინლად მიმზიდველი გოგონა რომ არ მამჯონბინე?-ჩაიცინა სესილიამ და პედროს კისერზე ჩამოეკიდა
-მიყვარხარ,-ამოიოხრა პედრომ და გოგონას ტუჩებს მისწვდა თუმცა მეორესმხრივ წყლის ნაკადი იგრძნო რომელიც ზურგიდან შეესხა.

......................
ისევ გატაცებულ ვალერიას დავუბრუნდეთ რომელსაც სოფლის გზაზე მიმავალს ფეხები აქვს გადმოყოფილი მანქანის ფანჯრიდან და ბოლო ხმაზე მღერის
-ტონიო გინახავს მულტფილმი ფოსტალიან მტრედებზე?-იკითხა თვალებჩაწითლებულმა დენიალმა
-არა,-დაიმანჭა ტონიო
-იქ ერთ მტრდს რაღაც წამალს გაუკეთებენ და ისიც ასე საშინლად მღერის,-დენილმა მუსიკას აუწია იქნებ ხმა გადაფაროსოს მაგრამ ვალერიამაც მოუმატა ხმას.
-ვალერია მორჩი რატომ გვსჯი ასე?
-ჩემს გატაცებას ვეავინ გაბედავს
-ვერავინ გაბედავს კი არა არავინაც არ მოგიტაცებს შენში გამოსასყიდს აბა ვინ გადაიხდის?-ტონიომ გოგონას სარკეში გახედა
-არის ერთი ის გადაიხდის მემგონი
-ვითომ?-ცალი თვალი გაუწვრილდა ტონიოს
-არა და,-გოგონამ ისევ გააღო პირი და ახალი ძალით დაიწყო სიმღერა.

-როგორც იქნა,-დენილს ბენზინგასამართი სადგურის დანახვისთანავე თვალები გაუნათდა,-ახლა გაჩუმდება
ვალერია მართლაც გადავიდა მანქანიდან ცოტა გაიარა მერე საპირფარეშოში შევიდა ტონიოს ფული გამოართვა და მაღაზიაში შევიდა
-ხელფასზე დაგიბრუნებ ბოს,-გოგონამ ბოსს ჩიფსიანი პაკეტი ესროლა და ქილით კოლა მიაწოდა,-ცოტას კიდევ გავივლი.

ტონიომ ავზი გაავსო და ვალერიასკენ გაიხედა რომელიც ის იყო ვიღაც ბიჭს ზურგიდან დაეჯახა და ისე ეჩხუბებოდა ლამის მოკლა
-ვალერია რა ხდება აქ?-ტონიომ გოგონა რომელიც უცნობის მიმართულებით ხელებს იქნევდა ხელში აიყვანა და გვერდზე გამოსწია
-ამ გაუზრდელმა ვირმა ქაღალდები დაყარა დაბლა გესმის ტონიო დაბლა როცა ურნა აქვე იდგა,-გოგონამ სანაგვისკენ გაიხედა და ისევ შეუტია ბიჭს
-ვირი ხარ ნამდვილი ვირი,-კიდევ ერთხელ მოუქნია ხელი ბიჭს
-რა გინდა გიჟია თეთრი პერანგი ჩააცვით და ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეთ
-მისმინე ნორმალურად ილაპარაკე ჩვენ უფროსები ვართ და ასე არ უნდა გველაპარაკო გაიგე? რაც შეეხება ნაგავს აქაც მართალია რა წესია ნაგვის ქუჩაში დაყრა
-გაიგე,-გოგონა დაიხარა ქაღალდი აიღო და ბიჭს ჯიბეში ჩაუდო
გიჟური გამოსვლების შემდეგ დენილმა ვალერიას თავისი ადგილი დაუთმო იმ პირობით რომ ტვინს არ შეუჭამდა. ასე რომ დარჩენლი გზა ბავშვებს თითქმის ეძინათ და ტონიოც ხან ერთს უყურებდა სიყვარულით გაბრწყინებული თვალებით და ხან მეორეს.
-ბავშვებო ჩამოვედით,-ტონიომ როგორც კი დიდი აბრა დაინახა წარწერით გრეგორიო საილასის მამული მანქანა გააჩერა და ბავშვები გააღვიძა
-მერე რა აუცილებელი იყო ჩვენი გაღვიძება,-ვალერია ჯერ კიდევ ბრაზობდა რომ გაიტაცეს
-გეყოფა პატარავ სჯობს გამოიცვალო დამიჯერე ინანებ ბიცოლაჩემის პიჟამათი გაცნობას
-ფეხზე ,-ტონიომ გოგონას ხელი დაავლო მანქანიდან გადმოიყვანა და ზემოდან გაბრაზებული დააცქერდა
-ასე ნუ მელაპარაკები
-შენ გაბრაზებაც იცი?-არ ეშვებოდა ვალერია
-ნუ მანანებ აქ რომ წამოგიყვანე ვალერია ვალენსა
-შენს თვს დააბრალე,-გაბრაზებულმა ტონიომ მანქანას მუშტი დასცხო და ვალერია ისე ააკრა მანქანაზე რომ გოგონა ვეღარც სუნთქვადა
-გამიშვი ახლავე,-წარბი აზიდა ვალერიამ
-მაკოცე და გაგიშვებ,-იგივე გაიმორე ტონიომაც
-ახლა შენს კოცნას მირჩევნია ვირს ვაკოცო
-მაშინ ვიდგეთ აქ სულ მალე დაბნელდება და ტყიდან ტურებიც გამოვლენ
-შენ მე ვინ გგონივარ ვალერია ვალესას აღარაფრის ეშინია დედამიწაზე მისი ნეირონები გმირულად დაიღუპნენ
-მაკოცე მეთქი ვალერია,-ტონიო გოგონას მიუახლოვდა ქვედა ტუჩზე აკოცა და ღიმილით დააკვირდა თვალებ მილულულ ვალერიას
-არმინდა შენი კოცნა და ნუ მეხები,-თქვა მტკიცედ გოგონამ
-ან მე მაკოცებ და ან იმ ძაღლს იქ რომ დგას
-ძალიან კარგი,-ვალერია ძალიან ჯიუტი იყო და ამავდროულად ამაყიც ერჩივნა ყველაზე დამამაცირებელი რამ გაეკეთებინა ოღონ არა ის რაზეც ერთხელ უკვე თქვა უარი. ტონიოს მკლავებიდან გათვისუფლდა, ძაღლს დაუძახა მოეფერა და აკოცა ძაღლმაც თავის მხრივ ალოკა გოგონა და ასე გულმხურვალედ გამოეთხოვნენ ერთმანეთს.
ახლა ტონიო გაბრაზდა თანაც ისე რომ ლამის გოგონა იქ დატოვა
-ამას არ შეგარჩენ ვალენსა
-რას?-გაიკვირვა გოგონამ
-იმას რომ ტილიანი ძაღლი ამჯობინე ჩემს კოცნას,-ტონიოიმ ისე მიადგა ფეხი გაზის სატერფულს ლამის გასცდა დანიშნულების ადგილს მაგრამ გონს მალევე მოეგო ის ტონიო რომელიც ფსიქიატრიულ კლინიკაში დატონა გონებიდან სწრაფად განდევნდა და სახეზე ოდნავ რბილი ღიმილი გამოესახა.

სამეული სოფელში რომ ჩავიდა უკვე ბინდდებოდა ტონიო ბიძასთან ერთდ დადიოდა და ყველაფერს ათვალიერებდა დენილი ბიძაშვილთან ერთად თამაშბდა და ვალერია არც ახსენდებოდა ვალერია კი იჯდა სამზარეულოში და სამი შუახნის ქალის ჭორაობას უსმენდა აქედან ერთი ტონიოს ბიცოლა იყო ორი კი მამიდა.

-თქვენ გათხოვილი ხართ მის ვალენსა?-დაინტერესდა ვახშმობისას ბიცოლა და გოგონა შეათვალიერა მერე ტონიოს გადახედა უცნაურად რომელსაც მთელი ეს დრო ვალერიასკენ არ გაუხედავს და თავად გოგონაც არიდებდა თვალს
-არა მისის საილას,-ვლერია მიხვდა ახლა დაკითხვა ელოდა და ჩანგალი დადო მერე დენიელს მიუბრუნდა რომელიც უხალისოდა ჭამდა
-გინდა მე გაჭამო საყვარელო?
-არა ვი მე სათამაშოდ მინდა წასვლა თანაც ეს საჭმელი არ მომწონს,-გადაულაპარაკე დენილმა გოგონას
-არც მე მაგრამ კარგმა აგენტმა სამუშაო უნდა შეასრულოს,- გაამხნევა ბავშვი ვალერიამ და კალთაში ჩისვა
-რატომ არა შვილო ნახე როგორ კარგად უგებ ბავშვებს არც ქვრივი კაცის შებმა გაგიჭირდება და არც თვისუფალის
-ხო მაგრამ მისის საქმე იმაშია რომ მე ახლა ამის დრო არ მაქვს
-ტონიოს მეგობრბიდან არავინ მოგწონსა?
-ტონიოს მეგობრებიდან?-გოგონამ წარბები შეიკრა
-თუმცა გასაგებია შვილო შენ ხომ ძიძა ხარ თანაც როგორც თქვი მექსიკელების უბანში ცხოვრობ ასე რომ
-ვერ მიგიხვდით?
-მაპატიე შვილო მაგრამ რთულია პატიოსანმა და სახელიანმა ოჯახმა მიიღოს გოგონა რომელიც ასეთია
-ასეთი როგორი,-ვალერია კითხვებს არ წყვეტდა
-შვილო რა ვერ გაიგე იმას ამბობს რომ შენ ღარიბი პროვინციელი ხარ და ჩვენნაირ ოჯახში შესვლის ღირსი არ ხარ
-მაპატიეთ მე დაგტოვებთ,-ვალერიამ დენილი სკამზე გადასვა და თვითონ ოთახისკენ წავიდა რომელიც მისცეს მსახურების სართულზე.
-მადლობა მამიდა,-ტონიო გაღიზიანებული წამოდგა დენიელს ანიშნა მომყევიო და ვალერიას აედევნა.
-რა ვთქვი ასეთი არ მინდოდა ფუჭი ოცნებები ჰქონოდა.-ქალმა მხრები აიჩეჩა და ჭამა განაგრძო


-დენიელ მოდი დავიძინოთ კარგი?-მართალია ტონიო ვალერიას გაჰყვა მაგრამ გზაში მიხვდა რომ ამით კიდევ უფრო მეტ საჭორაოს მისცემდა მამიდებს და ბიცოლას
-მე ბენთნ ერთდ მინდოდა დაძინება
-კარგი საყვარელო მაშინ წამოდი და ბენთნ ერთდ დაიძინე,-ტონიოს სახე გაუნათდა იცოდა დენიელი მარტო სხვის სახლში ვერ დაიძნებდა და მასთნ უნდა ყოფილიყო ამიტომ ძმა ბიძაშვილის ოთახში წაიყვანა და ტკბილი ძილი უსურვა მერე თავის ოთახში დაბრუნდა საწოლზე გაიშოტა და თვალები დახუჭა.

.............................
სასიმაოვნო დღის შემდეგ ჩვენი ქალაქში დარჩენილი წყვილები ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ არც არაფერი გაჰკვირვებიათ და არც სულელური შეკითხვები დაუსვამთ ერთმანეთისათვის ნიკმა ყველა ბარში დაპატიჟა და შესანიშნავად გაატარეს დრო
-იცით რა მოდით ახლმა იმ ადამინს გაუმარჯოს ვისაც თქვენ ვერ იტანთ,-მიმართა გოგონებს,-მაგრამ მე და პედროს საკუთარი დასავით გვიყვარს და რომ არა ის ჩვენ ერთმანეთს ვერ შევხვდებოდით. მე და სკარლეტი თუ არა სესილია და პედრო ვერასოდეს შეხვდებოდნენ ასე რომ მოდით ვალერია ვალენსას გაუმარჯოს
-იცი რა შენ მართლი ხარ ის თქვენ გიყვართ ასე რომ ჩენც შევეცდებით მოგვეწონოს მაინც,-სესილია წამოდგა და კოქტელის ჭიქა მიარტყა ნიკის გაწვდილ ჭიქას მერე კი ტუჩებთან მიიტანა და მოსვა.

.....................
ტონიომ ოთახში დიდხანს ვერ მოისვენა და ფრთხილად გამოყო თავი იქედან როცა დარწმუნდა რომ ყველა იწვა. ტონიო ფეხაკერით მივიდა ვალერიას კართან და ოთახში შეიპარა.
გოგონა მკლავებში მოიქცია და ჩაიხუტა
-სულ გაყინულა ჩემი პატარა ჭირვეული გოგო
-ტონიო?-ვალერიამ თავი ასწია და ჩაბნელებულ ოთახში ტონიოს დააცქერა
-ჰო მე ვარ ვი
-ტონიო რატომ დატოვე დენიელს ხომ შეეშინდება.
-არა ბენთან ერთდ დაიძინა ნუ დარდობ
-მაპატიე ზედმეტი მომვიდა მამიდაშენთან
-შენ შესანიშნავი იყავი,-გოგონა ტონიოს მხარეს შებრუნდა და თავი მის კისერში ჩარგო
-მიყვარხარ,-ამოიბლუკუნა
-დღეს ჩემს კოცნას ძაღლის კოცნა რომ ამჯობინე?
-შენ ჩემი პირველი კოცნა მოიპარე და მინდოდა სამაგიერო გადამეხადა,-ტონიომ გოგონას თავი ააწევინა და დააცქერდა
-მეკაიფები?
-არანაირად,-ვალერიამ თავი ჩახარა და ტუჩებით ტონიოს მხარს შეეხო
-აბა რანაირად ხომ მითხარი ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა ცოლი მოიყვანაო
-მერე ის მითქვამს რომ იმ დებილს ვლოღნიდი?-იწყინა ვალერიამ
-ვერაფრით დავიჯერებ
-ხო და იყავი ეგრე
-ვი მართლა?
-ჰო
-ჩემს სიცოცხლეს გაფიცებ,-ტონიომ წარბი ასწია
-გეფიცები,-ახალი აღმოჩენით გაოცებულმა ტონიომ გოგონა კიდევ უფრო მიიკრა გულზე.
-ტონიო
-ჰო
-გადავბრუნდები რა
-ვითომ რატომ?-ვალერიას ხმამ საცოდავად გაიჟღერა
-ვერ ვსუნთქავ ასე კლაუსტროფობიასავით რაღაც მჭირს.
ტონიმო გოგონა ზურგით მიიკრა მკერდზე ვალერია კი მის გადახვეულ ხელს ჩაეჭდა და თავი ძილს მისცა. ტონიო დიდხანს ფიქრობდა ვალერიას სიტყვებზე და ვერაფრით ვერ იჯერებდა რომ სიმართლე უთხრა რაც უფრო უკეთ იაზრებდა სიმართლეს ხვდებოდა რამდენად მსხვრევადი და ფაფუკი შეიძლებოდა ყოფილიყო ვალერია და კიდევ უფრო იკრავდა გულში.
-მაგიჟებს ეს ბავშვი.-ჩაილაპარაკა ბოლოს გოგონას მხარზე აკოცა და თვითონაც გაემგზავრა მორფეოსის ქვეყანაში.

ჭირვეული 10
დილით ვალერიას სუფთა ჰაერზე ადრიანად გაეღვიძა გვერდი იცვალა და ტონიოს მხარეს გადაბრუნდა. ცოტახანს აკვირდებოდა ტონიოს მშვიდ სახეს მერე აწრიალდა მისი მკლავებიდან გამოძვრა და სააბაზანოსკენ გასწია.
მსახურების აბაზანის წინ დიდი რიგი იდგა (ტონიოს ბიძის ყველა მოახლე და დამხმარე მის სახლში ცხოვრობდა) სააბაზანოდან კი მხოლოდ ვალერიას სიმღერის ხმა ისმოდა და როდესაც გარედან უკაკუნებდნენ ხმას კიდევ უფრო უმატებდა.
-რა ამბავია აქ?-ბიცოლა ქოთ-ქოთით ჩამოვიდა კიბეზე და სააბაზანოს წინ გაჩერდა
-ქალბატონო იქ ახალგაზრდა ბატონის მოახლეა და არ გამოდის
-მის ვალენსა
-დიახ?
-აქ ხალხია რომელთაც სამსახური უხმობს
-მერე მე როდის ვაბრკოლებ?
-აი ახლა გამოდით თუ შეიძლება
-კარგი ნახევარ საათში გამოვალ,-ბიცოლას სახეზე სიბრაზე გამოესახა და კიდევ რამდენჯერმე დაუძახა ვალერიას
-რაგავაკეთო ქაფიანი გამოვიდა? დამაცადეთ ცოტა,-გამოსძახა ვალერიამ ბიცოლას და ისევ უმატა სიმღერას.
-რახდება აქ?-ტონიო თვალების სრესით ჩამოვიდა კიბეზე რომელთანაც დიდი რიგი იდგა
-შენი მოახლე ბანაობს,-ბიცოლამ თალები გადაატრიალა
-ვალერია,-ტონიოს ეღიმებოდა მაგრამ სცადა მკაცრი ყოფილიყო
-რაიყო ბოს?
-გამოდი ვი ხალხს სააბაზანოში შესვლა უნდა
-არ შემიძლია ბოს შიშველი ვარ
-სადაა შენი ნივთები?
-არვიცი
-კარგი ვი მოდი კართან
ტონიომ ვალერიას გაღვიძების შემდეგ მოასწრო თავის ოთახში ასვლა შხაპი მიიღო და ხალათში გახვეული მიდიოდა დენილის და ბილის სანახავად როცა ამ ჩოჩქოლს მოკრა თვალი.
-რატომ?
-ჩემი ხალათი აიღე
-მადლობა,-ვალერიამ სააბაზანდან ხელი და ცხვირი გამოყო ტონიოს გაეკრიჭა და ისევ შეიკეტა კარები.

-აჰა დაწყნარდით გამოვედი,-გოგონამ ტრუსების ამარა მდგარი ტონიო რომ დაინახა ერთი გადაიკისკისა შიშველ მკერდზე დაუბარტყუნა და წავიდა.


-ვალერია შეიძლება შემოვიდე?
-შემოდი,-ვალერიას ხმა შეცვლოდა ფანჯარასთან იჯდა და ჩაწითლებული თვალებით იყურებოდა
-რამოხდა?-ტონიო სანამ პასუხს მიიღებდა ლამის მოკვდა ვალერიას ისეთ სახე ჰქონდა
-მამამ დამირეკა,-ვალერიამ შრეკის კატასავით შეხედა ტონიოს,-დედაჩემის ქმარი მოკვდა
-მერე?
-უნდა რომ წავიდე მასთან,-ტონიო უსიტყვოდ მოეხვია გოგონას და მისი თავი მკერდში დამალა
-არ მინდა იქ წასვლა არ მიდა იმ ქალის დანახვა
-ხო და არ წახვიდე
-არ შემიძია მამამ მთხოვა მას ისევ ძალიან უყვარს დედაჩემი
-მაშინ უნდა წავიდეთ ბენედიქტს არაფერი არ უთხოვია მას შემდეგ რაც ციხეში წავიდა
-წამოხვალ?
-რათქმაუნდა მარტო არსად აღარ გაგიშვებ,-ვალერია კიდევ უფრო მიეკრა ტონიოს და გაირინდა
-ვი,-ოთახში დენიელი დაუკითხავად შემოძვრა და უცნაურად ჩაიღიმა
-დენიელ რამდენჯერ გითხარი ოთახში დაუკითხავდ არ შეხვიდე,-ტონიო ვალერიას მოშორდა და ძმას დახედა
-შენ კი რამდენჯერ გითხარი ჩემს ძიძას ნუ ეპრანჭები მეთქი ვალერია ჩემია ჩე მი,-დენიელი ვალერიას მუხლებზე აძვრა და გოგონას ლოყაზე გამომწვევად აკოცა
-ეს პატარა დონ ჟუანი გადამიყოლებს,-ტონიოს სიცილი აუტყდა და ძმა ვალერიას მუხლებიდან გადასვა მერე საწოლზე დასვა და მოუღიტინა
-რაზე ლაპარაკობდით სანამ შემოვიდოდი?
-ვის ნათესავი გარდაიცვალა და იქ უნდა წავიდეს
-მოდი მეც წამოვალ და ნიკთნ ერთდ რომ ოჯახობანა ვითმაშეთ ისე მოვიქცეთ ისევ კარგი,-დენიელი აენთო სიხარულისაგან
-არა ამჯერად არა პატარავ,-ვალერიამ დენიელი აიყვანა და მოეხვია
-კარგი მაგრამ მე აქ რომ მინდა დარჩენა
-მერე დარჩი ნიკს და სესილიას დავურეკავ ჩამოვლენ და მოგივლიან ჩვენ წავალთ და ორ დღში აქ ვართ
-კარგი ხო ახლა კი მე და ვი ვითამაშებთ გადი აქედან
-ერთი ამას დამიხედეთ,-ტონიომ გაბრაზებული სახე მიიღო
-ვი უთხარი,-დენილი გაიკრიჭა და ძიძას მუბრუნდა
-მე აქ მხოლოდ ერთი კაცის გამო ვარ,-ვალერია ტონიოს წინ აისვეტა,-და ის შენ არ ხარ ტონიო საილას,-გოგონამ სარკასტულად გაიხედე გვერდზე და გაშეშდა
-ასე არა? ხო და დენილმა გადაგიხადოს ხელფასი თვის ბოლოს
ტონიომ გაბუტულის სახე მიიღო და ოთახიდან გავიდა.
..............

სკარლეტს ჯერ კიდევ ეძინა როცა ნიკი მის ლოყასთან დაიხარა და მთელი გრძნობით აკოცა მერე საწოლთან დიდი სარკის წინ გაჩერდა
-სად მიდიხარ ამ დილა ადრიან?-სკარლეტს ნეტარი სახე ჰქონდა
-ტონიომ დამირეკა ვალერიას ხელფასთან დაკავშირებით პრობლემაა და სადღაც უნდა წავიდნენ ხო და მე და სესილიამ დენი უნდა დავიტოვოთ
-აუ მოდი მეც წამოვალ
-ხო არაა ცუდი აზრი.
.................
-ტონიო ჩემ გამო თუ მიდიხართ ძალიან მწყინს
-ბიცოლა უბრალოდ საქმე მაქვს და მერე ისევ ჩამოვალ
-სამაგიეროდ მე და სკარლეტი ხომ აქ ვართ,-სესილია ბიცოლას მოეხვია და სახლისკენ წაიყვანა
-ნიკ ეს ბიჭი ვინაა?-ტონიო პედროს დააკვირდა და მასში ვერც ერთი მისი დაცვის წევრი ვერ ამოიცნო
-ეს პდროა ბოს ჩემი მეგობარი სანდო კაცია
-ძალიან კარგი
-მეგობარო,-დენილმა სახლის კარიდან იცნო ნიკი და მისკენ გაექანა
-ჩემო ბიჭო როგორ მომენატრე,-ნიკმა ბავში ხელში აიყვანა
-მეგობარო იცი აქ რამაგარია? მოგეწონება გპირდები
-შენ სადაც ხარ მე ყვალგან მომეწონება მეგობარო
ნიკმა დენილს ხელი მოკიდა და სახლისაკენ წაიყვანა.

-ეს დამჭირდება ესეც, ესეც, ესეც,
-ვალერია,-ოთახში სესილია შევიდა და თმაგაწეწილ ვალერიას დააკვირდა
-ქალბატონო,-გოგონა შეხტა შიშსაგან და სესილიას მიაშტერდა
-დახმარება ხომ არ გჭირდება?-ვალერია კიდევ უფრო დააშტერდა გოგონას
-ა, არა
-მისმინე ხომ იცი მე პედრო მომწონს და რადგან ის შენი მეგობარია იქნებ მეც გაგიგო
-მე ყოველთვის მზად ვარ ახალი გაცნობებისათვის,-ვალერიამ სესილიას გაუუღიმა და ჩანთა შეკრა
-თუ ასეა ერთ დღს აუცილებლად უნდა დავლიოთ ერთდ ყავა ან ჩაი
-კარგი აუცილებლად,-გოგონამ ჩანთა მხარზე მოიგდო, სესილიას გაუღიმა და კიბეებზე ჩირბინა.
-ვი როგორ ხარ?-ნიკმა კიბეებზე ვალერია რომ დაინახა ქვედა საფეხურთნ ისე დახვდა მას არც შეუმჩნეია ხელში აიყვანა დაატრიალა და მერე ისევ იატაკზე დააბრუნა
-შენ რა უცხო პლანეტელებმა ტვინი შეგიცვალეს?-გოგონა უცნაურად დააცქერდა ნიკს
-შენთან ხომ კარგად მოქცევა არ შეიძლება მომშორდი
-ხო კარგი რა გჭირს,-ვალერია თითის წევრებზე აიწია და ნიკს ლოყაზე აკოცა რაც ბიცოლას არ გამოჰპარვია
-წავედი ახლა მე და დენიელს თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს საღებავების ბომბებით გაგიხეთქავ თავს,-გოგონამ გამაფრთხილებლად აიქნია თითი
-შენც მიხედე ტონიოს ბოლოს და ბოლოს ჩემი შეყვარებულის მეგობრის ძმაა
- ხო ის ხომ..............მოიცა რაა? თქვენ გაგიჟდით ხო?-შეიკივლა ვალერიამ და ნიკის მომღიმარ სახეს შეაშტერდა
-ვალერია მოშორდი აქედან,-ნიკს მოთმინებამ უღალატა
-არა მომიყევი, ცოტა მაინც,-გოგონამ საცოდავად ახედა ბიჭს
-რა მოგიყვე მე და სკარლეტი ერთდ ვართ
-ღმერთო გამიხეთქე მიწა და ჩამიტანე ჰადესთან,-ვალერიამ ხელები აიფარა ყურებზე და სასწრაფოდ დატოვა შენობა
-შენ რა ჯანდაბა გინდა აქ?-პედრო ეზოში სკარლეტს ელაპარაკებოდა როცა ვალერია დააცხრა
-რაიყო ნიკმა წამოსვლა შემომთვაზა,-მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-იცოდეთ ეს შენც გეხება სკარლეტ,-მიუბრუნდა გოგონას,- თუ ჩემს ბიჭს რამე მოუვა არცერთს არ გაცოცხლებთ. ნუ გადაყვებით თქვენს საიყვარულო თავგადასავლებს გაიგეთ?
-ზოგჯერ ვნანობ შენი მეგობარი რომ ვარ,-პედრო გოგონას ისე შეაჩერდა თითქოს უნდოდა მისი ტვინი დაენახა
-წავედი ახლა მე,-ვალერიამ ჰაერში აიქნია ხელები და მანქანისკენ წავიდა.

მგზავრობა საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი გამოდგა ესეც არ იყოს ვალერიამ სახლში შეიარა რამდენიმე კაბა და ფეხსაცმელი წამოიღო მერე ტონიომაც და მხოლოდ შებინდებისას მოახერხეს სახლიდან წასვლა.

-ნერვიულობ?-წყვილი გრძელ თითქოს დაუსრულებელ გზას მიუყვებოდა ხეებს შორის და მანქანაშ მხოლოდ ვალერიას გულისცემა ისმოდა
-ჰო არ მინდა მამას იმედი გავუცრუოო და იმ ქალს ვაწყენინო
-ვალერია მისმინე როცა მოგინდება მაშინ წამოვიდეთ თუ გინდა ახლავე მივბრუნდები უკან
-არა მინდა თვალებში ჩვხედო და ვკითხო რატომ მიმაგდო რისთვის გამიმეტა იქ დასატოვებლად და როგორ მიატოვა კაცი რომელსაც 27 წელია ისევ ისე უყვარს როგორც პირველად .
ტონიომ მანქანა დიდი თეთრი სახლის წინ გააჩერა და ნერვებისაგან აჭარხლებულ ვალერიას გახედა
-ყველაფერი კარგად იქნება,-ვალერიამ ისე დარწმუნებით თქვა რომ ტონიოს და თავის თავს ორივეს დაეჯერებინა და მანქანიდან გადახტა.

თეთრ მაქმანებიან კაბაში გამოწყობილ ვალერრიას თმა ისე ჰქონდა აქაჩული რომ სულ ცოტაც და სკალპი ასძვრებოდა, ყურებზე შავი გრძელი საყურეები ეკეთა და გვერდს შავ შრვალსა და თეთრ პერსანგში გამოწყობილი ტონიო უმშვენებდა.
-დიახ,-გამოეხმაურა წყვილს მოახლე გოგონა
-მე ვალერია ვალენსა ვარ ესმერალდა ალმა სახლშია?,-ტონიოს ხელშ ვალერიას ოფლიანი ხელი სრიალებდა ტონიო კი მას უფრო და უფრო ძიერად უჭერდა რომ არ გასხლტომოდა
-მობრძნდით მის ვალენსა,-მოახლემ ტონიო შეათვალერა და სახლში შეიპატიჟა სტუმრები.
-ვინ არის მატილდა რას უდგახარ მანდ აქამდე
-ღამე მშვიდობის დედა,-ვალერიამ საშუალო ასაკის ქალს რომელსაც თეთრი ფართო შარვალი ეცვა და სიგარეტს ეწეოდა თვალი გაუსწორა
-ვალერია,-ქალს სხეულში ელექტრულმა ტალღამ დაუარა და გაშეშდა
-ვიზიარებ შენს მწუხარებას,-ვალერია მთელი სხეულით ცახცახებდა და მისი დამორჩლება ძალინა უჭრდა ცრემლებსა წამოსვლის საშუალებას არ აძლევდა და ცდილობდა ძლიერი გამოჩენილიყო მაგრამ სხეულს ვერაფრით იმორჩლებდა ტონიოს ეს არ გამოჰპარვია გოგონა სხეულზე აიკრა და წელზე ხელი შემოავლო.
-შემოდი შვილო კარში რატომ დგახარ?
-არა მე იმის გასაგებად მოვედი როდის და სად მოვიდე დაკრძალვის ცერომონიალზე სასტუმროში დავრჩბი
-დედა ვინ მოვიდა?-ესმერალდას გვერდით ბიჭი და გოგონა გაჩნდა რომლებიც ვალერიას ინტერესით ათვალიერებდნენ
-თვენი და ჩამოვიდა შვილო
-მე არ ვარ მათი და მე მხოლოდ მამას თხოვნით ჩამოვედი ასე რომ ნუ იფიქრებ რომ აქ თუნდაც ერთი წამით მეტს გავატარებ
-წავედით ტონიო,-გოგონამ ტონიოს ხელი აიღო და კარისკენ წავიდა
-ვი მოიცა იქნებ დავრჩეთ,-ვალერიამ ისე შეხედა ტონიოს როგორც მოღალატეს,-ერთი დღით მაინც ბოლოს და ბოლოს ისინი შენი და-ძმა არიან და უნდა იცნობდე გაქვს ამის უფლება
-ტონიო წამოდი მეთქი
-გთხოვ ვი ჩემი ხათრით,-გოგონა ცოტახანს იდგა და ტონიოს თვალებში აშტერდებოდა მერე კი დედას გახედა
-კარგი დავრჩბით ერთი დღე.

-შვეილო როგორ მიხარია რომ დარჩი სულ ტონიოს დამსახურებაა,-ქალი ვალერიას საწოლს საკუთარი ხელით უშლიდა და თან თვალს არ აშორებდა
-მითხარი ესმერალდა რატომ მიამატოვე ასე თუ გიყვარდი
-სხვა გზა არ მქონდა შვილო იმ სიღარიბეში ვერ ვძლებდი ვერ ვუყურებდი როგორ იგუდებოდა ჩემი შილი სიბნელეში
-ასე არა? და ამის გამო უნდა მიგეტოვებინე? სხვა კაცს უნდა გაკიდებოდი და მე მიგეგდე არა მე ერთადერთი მშბელი მყავს და ეს მამაჩემია ასე იყო არის და იქნება შენ ჩემთვის იმ დღს მოკვდი სახლის კარი რომ გაიხურე და უკანაც არ მომიხედე,-ვალერიას ცრემლები წამოუვიდა და თავი მიაბრუნა,-იმ ღამეს მამაჩემი ყველაფერი გახდა ჩემთვის ძმა მეგობარი, დედა, ოჯახი და მამოძრავებელი ძალა. მე ყველაზე ბედნიერი ბავში ვიყავი მისნაირი მამა რომ მყავდა
-მაპატიე ვალერია შენ რომ ყოფილიყავი ჩემს ადგილას
-არა გაჩუმდი არ გაბედო ამის თქმა მე მაშინ ვიყავი ყველაზე მდიდაირ არაფერი რომ არ მქონდა შენ კი წახვედი მიმატოვე და ძველი ნივთივით მიმაგდე. მითხარი არ გიფიქრია თუნდაც ერთხელ რომ შეიძლებოდა გამხმარი პურის ნატეხი არ გვქონოდა მე და მამას?
-მე ვიცოდი რომ ბენედიქტმა მოიგო...
-ჰო რათქმაუნდა და შენ იმაზე არცკი გიფიქრია რომ მე შეიძლება ტირილში ჩმძინებოდა იმის გამო რომ შენ ვიღაც კაცს გაეკიდე
-ვალერია ნუ ყვირი აქ შენი და-ძმაა
-მე არ მყავს და-ძმა მე არც დედა მყავს წერომ მამაჩემს მიუყვანა ჩემი თავი და მას შემდეგ მასთნ ვარ
-რატომ ჩამოხვედი თუ ასე გძულვარ?-დაიყვირა მოთმინება დაკარგულმა ქალმა
-მამას გამო მას კიდევ უყვარხარ და ჰგონია რომ თუ შენთნ ვიქნევი საყვარელი კაცის გარდაცვალებას აიტან მაგრამ მე აქ ვიგუდები,-ვალერია ოთხიდან გამოიქცა და გარეთ გავარდა.

წვიმის პატარა წვეთბი მიწას ასველებდა და ვალერიას ხასიათთან ქმნიდა კონტრასტს გოგონა იჯდა და ფიქრობდა მამას ხომ არ აწყენინებდა ასეთი სიტყვებით მაგრამ თან თავისი თავის ეამაყებოდა და თვლიდა რომ სწორად მოიქცა.
გოგონამ დაბნეულად წამოსწია თავი როცა მინაზე კაკუნი გაიგონა
-არ გძნავს?-ტონიომ მანქანის კარი გააღო და ვალერიას გვერდით ჩამოჯდა,-შოკოლადი მოგიტანე,-კაცმა ჯიბიდან შოკოლადი ამოიღო და გოგონას გაუწოდა
-მადლობა,-ვალერიამ ტკბილეული გამოართვა და ტონიოს მუხლებზე მოკალათდა
-არ გინდა ოთხში წავიდეთ?
-არა აქ მირჩვნია
-კარგი მაშინ ვიყოთ აქ
-მე ცუდი ადამინი ვარ არა?
-საიდან მოიტანე
-იქნებ სხვანაირად უნდა მეცხოვრა?
-მაინც როგორ? აბა დაფიქრდი დედაშენს რომ აქამდე შერიგებოდი ბენედიქტის დაპატიმრების შემდეგ მასთნ წახვიდოდი და მე ვერასოდეს გაგიცნობდი სამუდამოდ უშენოდ უნდა მეცხოვრა,-ტონიომ გოგონას სახე ხელებშ მოიქცია და აცრემლებულ თალებში ჩააშტერდა
-მიყვარხარ ბოს
-მეც მიუყვარხარ პატარავ.

......................
-ნიკ რა გჭრს რა ჭიაყელასავით მოძრაობ
-რავქნა მეგობარო ყველა ჩვენსავით მაგარი არაა და ვერ ცოცავს კლდეზე,-ნიკი სესილიას ეხმარებოდა რომ მთის წვერზე ამძვრალიყო
-სული გამძვრა,-პედრო ძლივს აცოცდა დენილთან და იქვე მიწაზე წამოწვა
-აბა ხომ კარგია აქ?
-გადასარევია ძმაო,-სესილიამ ბავშვი ხელებში მოიქცია და კოცნით აავსო
-მეც მომწონს,-ნიკმა კლდის კიდეზე დამდგარ სკარლეტს გახედა რომელსაც წითელი თმა უფრიალებდა
-ნეტა ვიც იყოს ჩვენთნ,-ინატრა დენილმა და მოიწყინა
-მე ხომ აქ ვარ ნახე რამდენი ადამინი მოვედით შენთნ ვის მაგივრად საყვარელო,-სკარლეტი ბავშვთან დაიხარა და სცადა გაეღიმებინა
-ვისავით მაინც ვერ გავერთობი თქვენთნ ერთდ მუდოები ხართ
-ერთი ამას შეხედეთ,-სესილიამ ძმას გადახედა და თვალებში უცნაური სხივი გაურთა
-ხო სესი ძალიან მიყვარხართ მაგრეამ ვი მაინც ყველას მირჩევნია ვი და ჩემი ძმა საუკეთესოდ მართობენ,-დენლმა თვალები გადაატრიალა და იქვე ჩამოჯდა.

ჭირვეული თავი 11
დაკრძალვის ამბების შემდეგ ვალერია და ტონიო ისევ დაბრუნდნენ ბიძიას რანჩოზე და ნიკს და დანარჩენებს შესთავაზეს თუ გინდათ წადითო მაგრამ ნიკიმ უარი განაცხადა და პედროც ჯიუტად იდგა თვაის აზრზე დენილი ისე შემიყვარდა ვერ დავტოვებო.
-თქვენ სულ შიშალეთ ხო?-ვალერიამ ბიჭები საკუჭნაოში შეათრია და ძლივს მბჟუტავი ნათურის სინათლეზე ისე დააკვირდა ორივეს ლამის გული გაუხეთქა
-რაგინდა ვალერია?
-რა მინდა? მეკითხებით კიდევაც?-გოგონამ სახეზე ხელი შემოიტკლაცუნა,-ტონიომ რომ გაიგოს რახდება თქვენს თავს მე მომკლავს რომ არაფერი ვუთხარი
-ჩვენ აქ დენილის გამო ვართ,-პედრომ მომნუსხველად გაიღიმა
-დენილეის გამოს მოგცემ მე შენ,-ვალერიამ ერთი ისეთი შემოკრა მეგორის მხარს პედრო დაიმანჭა
-ვი მისმინე ჩვენ ვრჩებით ტონიოს რაც უნდა ის უქნია არ მაინტერესებს
-ნიკოლას ინანებ ხომ იცი მაგ სიტყვებს
-შენ არავის ეტყვი ხომ ასეა ვი?
-ნუ მეაფერისტები იცოდეთ,-გოგონამ ხელი აუქნია ცხვირზინ ნიკს მაგრამ ამ დროს ბიცოლამ საკუჭნაოს კარი გააღო და ნიკის წინ ასვეტილი ვალერია რომ დაინახა თავი გადააქნია და იმწამსვე დახურა კარები შემდეგ ისევ გააღო ახლა პედროს დააკვირდა გამომწვევად გვერდზე რაღაც ჩაიბუტბუტა და კარი მიაბრახუნა.
-ესღა მაკლდა,-ვალერიამ ბავშვურად წამოიტირა და საკუჭნაო დატოვა.

დენილს ჯერ კიდევ ეძინა ასე რომ ვალერიამ დრო იხელთა თავისი ხელჩანთა გახსნა და რაღაც პაკეტები ამოიღო მერე სააბაზანოში ჩაიკეტა.
-ვი აქხარ?
-დენიელ მოდი აქ,-გოგონამ სააბაზანოდან გამოყო თავი და დენელი მიიხმო
-რამოვიფიქრეთ ვი?
-აი ეს
-რა არის?,-ვალერია დენიელის ყურთნ დაიხარა და რაღც გადაულაპარაკა.

................................
ტონიო თავის ოთხში იჯდა თანაშემწეს ელაპარაკებოდა და საბუთებს შაჰკირკიტებდა როცა ეზოდან რაღაც ხმები მოესმა.
-პედრო გეყოფა,-დაიწიწიკინა გოგონას სასიამოვნოდ ბავშვურმა ხმამა
-ერიკ მერე დაგირეკავ,-შეაწყვეტინა ტონიომ საუბარი თანაშემწეს და ფანჯარასთნ მივიდა
-რა მეყოფა სესილია ესეიგი სკარლეტს შეუძლია რომ ჩაერიოს ჩვენს ურთიერთობაში და ჩემს მეგობარს არა?-პედროს თალების დანახვა არ იყო საჭირო რომ მიმხვდარიტო ტონიო ბიჭს თვალები უელავდა.
-ვალერიას საქმე არაა შენ დარჩები თუ წახვალ აქ ჩემგამო ხარ და აარა მისგამო,-სესილიამ უღონოდ დაუშვა ხელები
-ვალერიას არ უნდა ბოსთნ საქმე გაიფუჭოს მე მესმის მისი ჩემი მეგობარი კარგი გოგოა და არ იზიდავს სამსახურეობრივი რომანები
-არა?-სესილიამ წარბი ასწია
-რას ამბობ სესილია ჭკუას მოუხმე
-რატომ განა ვერ ვამჩნევ როგორ უყურებს ჩემს ძმას მაგ გოგოს უნდა ისევ აღმოჩნდეს მოწოდების სიმაღლეზე და ამისათის ჩემი ძმის ფულები გამოიყენოსა
-ეს სიცრუეა,-შეუყვირა ბიჭმა
-არა პედრო სიცრუე არაა აბა თავად დაფიქრდი ჩემი ძმის გულს აქამდე არცერთი გოგო არ გაკარებია მაგ გოგომ კი რამდენიმე თვეში მოახერხა ჩემი ძის ჭკუიდან გადაყვანა ყველაფერი გააკეთა რომ ტონიოს გული მოეგო ახლა კი მის ცოლობასაც მალე მოინდომებს და ყველაფერს წაართმევს
-ვიცოდი რომ ვალერია გეზიზღებოდა მაგრამ რას ვიფიქრებდი ასე თუ გძულდა,-პედროს სესილია ძალიან უყვარდა მარამ ვერ აიტანდა მის საყვარელ მეგობარზე ვინმეს ასეთი რაღცეები ეთქვა
-შენც მის მხარეს ხარ ასეა არა?
-რათქმაუნდა მის მხარეს ვარ ის ჩემი მეგობარია და არაა ისეთი ქალი როგორადაც შენ აღწერე
-წადი აქედან პედრო შენი დანახვა არ მინდა
-მივდივარ ვინიცის იქნებ ჩემზეც ასე ფიქრობ, ფიქრობ რომ შენი ფული მინდა მე მიყვარხარ სესილია მაგრამ იდიოტი ვარ რომ ახლა ვდგავარ და შენ წინაშე ვიმართლებ თავს.
ტონიომ დაინახა როგორ წავიდა პედრო ჩქარი ნაბიჯით და მალე მიიმალა ეზოში.
-ეს რახდება ჩემს თავს?-ეკითხებოდა კაცი თავის თავს და ცდილობდა გაეაზრებინა რახდებოდა,-ჩემმა დამ იცის რომ ვალერია მიყვარს რატომ თქვა ასეთ რაღაცეები მასზე რამ შეაძულა ეს გოგო ასე?-ტონიო გაფართოებული თვალებით იჯდა და ცდილობდა ქაოსი რომელიც თვსა და გულში გაუჩნდა დაეცხრო.

...........
ტონიო იჯდა ხელში მობილურს ატრიალებდა და საკუთრ თავს ებრძოდა მაგრამ ბოლოს მაინც სძლია ძლიერმა სურვილმა ტელეფონს ბლოკი მოხსნა google მოძებნა და საძიებო ველში ჩაწერა „ვალერია ვალენსა“
პირველივე სტატია გახსნა სადაც ვალერიას ფოტო ამოიცნო და თვალებში სიყვარული და ღიმილი ჩაეღვარა გოგონა რომელიც ფოტოზე იყო გამოსახული შუახნის წარმოსადეგ ბენედიქტ ვალენსასთნ ერთდ არ შეიძლებოდა ისეთი ადამინი ყოფილიყო როგორადაც მისმა დამ დაახასიათა.
„ბიჭებო ტყუილად უღიმით ეკრანებს,-თითქოს ჯიბრზე სტატია ამ სიტყვებით იწყებოდა,-ეს ცნობილი ბიზნესმენი და მისი შვილია რომლებიც ისეთი კეთილები და კარგები არ აღმოჩნდენე როგორიც მათ ნათესავ-მეგობრებს ეგონათ.
ბენედიქტ ვალენსა აქამდე ცნობილი იყო როგორც ქველმოქმედი და საოცრად კეთილი ადამიანი მაგრამ ორიოდე თვის წინ მის სახლშ პოლიციელები გამოჩნდენ რომლებმაც ბიზნესმენი აიყვანა. მალე გაირკვა რომ ვალენსას ბრალად ედებოდა ფულის გათეთრება და სხვისი ქონების მისაკუთრება კაცს მრავალი დაფარული გადასახადიც აღმოაჩნდა რომლის გადახდას არც ჩქაროდა.
რაც შეეხება ამ უცოდველ არსებას რომელიც მამას ახალთახალი კოლექციიდან ნაყიდი კაბითა და ფეხსაცმლით უმშვენებს გვერდს ისეთივე კარგი სულაც არაა როგორიც გვეგონა მოკლედ რომ ითქვას ნამდვილი „მამიკოს გოგოა“
ვალერია ვალენსა 2000ი წლიდან ჩაება საოჯახო საქმიანოდაში მისი შეყვარებულები ყოველთვის მდიდარი ოჯახის ბიჭები იყვნენ და ეს ოჯახები გაურკვეველი მიზეზის გამო მალე გაკოტრდნენ(ინფორმაცია გადამოწმებული არაა)
ახლა ვალერია ვალენსა გაუჩინარდა საინტერესოა ვისზე ნადირობს „მამიკოს გოგო“ ამჟამად ვისი ცხოვრების მოწამვლას გეგმავს.“

-ჯანდაბა,-გაბრაზებულმა და დაბნეულმა ტონიომ მოობილური კედელს გაუქანა და თავი ხელებში ჩარგო.
…………………
-აგენტო ვანილის ნაყინო მზად ხარ?
-კი მზად ვარ თეთრთავა ყვავო
-მაშნ შეტევაზე,-ვალერიამ მხრები აიჩეჩა და ჩანთიდან შავი საღბავით სავსე ბუშტი ამოიღო ნიკს გაუქანა და ინდოელივით შეჰკივლა
-არ მოგბეზრდათ?-ნიკს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ ცემინება აუარდა
-რა ჯანდაბას აკეთებ ვალერია,-სკარლეტს დენილის ნასროლი ბურშტი სახეში მოხვდა და სულ ყვითლად შეიღბა
-ცემინების ფხვნილი და საღბავია,-მხრები აიჩეჩა ვალერიამ და სესილიასაც ესროლა ბუშტი რომელმაც რამდენიმე დღით ადრე მეგობრობა შესთავაზა
-ვალერია ვალენსა ჩემს კაბინეტში სასწრაფოდ,-ტონიოს ხმა ისეთი მკაცრი იყო ვალერიას ხმის ამოღება არც უფიქრია კუდამოძუებული წავიდა ტონიოს კაბინეტისკენ
-კარგია იქნებ ჭკუა ასწავლოს,-ჩაილაპარაკა სკარლეტმა
-წავალ დავეხმარები
-არა დენილ,-ნიკმა ბავში აიყვანა და საღებავი მოსწმინდა
-გაუშვი წავიდეს,-ნიკმა ზედიზედ რამდენიმეჯერ დააცემინა და ბავში სააბაზანოსკენ წაიყვანა.
-როგორ ფიქრობ გააგდებს?
-არა სკარ არ გააგდებს ეჩხუბება მაგრამ ცოცხალი თავაით არ გააგდებს,-ამოიფრუტუნა სესილიამ და თვითონაც წავიდა გამოსაცვლელად.

-ეს ხუმრობა იყო ბოს,-ვალერია ისე შევიდა ტონიოს ოთახში და სკამზე დაეშვა ერთხელაც არ უცდია თავის მართლება ან სასიყვარულო სიტყვებით მისი მოლბობა რამაც ტონიო უფრო დააეჭვა და განარისხა
-მომეცი შენი მობილური,-გოგონამ მაშინვე გაუწოდა ნივთი და არხეინად გადაიდო ფეხი ფეხზე
-რას ნიშნავს ეს,-ვალერიამ მობილური გამოართვა და სტატია გადაიკითხა
-და შენ ამის გჯერა არა?
-გწყინს ვალერია?
-არა ტონიო ჩემში ეჭვი გეპოარება რა უნდა მწყინდეს რას ამბობ ,-შეუყვირა ვალერიამ
-ჯერ ეს ერთი მისტერ საილას და მეორეც მოშორდი ჩემს სახლს
-ტონიო რას ამბობ ეს ყველაფერი ტყუილია ტონიო,-ვალერიას თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა
-არ მინდა შენი დანახვა
-ტონიო ხვდები რომ ბავშვივით იქცევი?
-წადი
გაბრაზებულმა ვალერიამ კარი გამოიჯახუნა და თავისი ოთახისკენ წავიდა ელვის სისწრაფით ჩაალაგა თავისი ბარგი ჩანთა ზურგზე მოიგდო და ფეხით დაადგა გზას რომელიც მისი აზრით სახლში დააბრუნებდა.
-პედრო
-რამოხდა საყვარელო,-გამოეხმაურა ბიჭი ყურმილის მიღმა
-შეგიძლია აქედან წამიყვანო?-ვალერიას ხმა ცრემლებმა გაბზარა
-ვალერია სად ხარ?-პედროს გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა
-რანჩოდან მოვდივარ მოდი გთხოვ და წამიყვანე აქედან
-ახლავე მოვდივარ ცატა დამიცადე,-გოგონამ ცრემლები მოიწმინდა მობილური ჯიბეში ჩაიდო და გზას დაადგა.

უკვე ბინდდებოდა როცა ტონიო ცოტათი მოეგო გონს და ქვედა სართულზე ჩავიდა
-სადაა ვი?-დაიყვირა დენილმა და ტონიოსკენ გაიქცა
-ვი წავიდა და აღარ დაბრუნდება საყვარელო სხვა ძიძას მოგიყვან
-და ვინ გითხრა სხვა ძიძა რომ მჭირდება?
-დენილ ახლა შენი თავი არ მაქვს წადი გარეთ ითამაშე.


..................................
Grande amore……………….ბლა ბლა ბლაააა,-ვალერია გამაყრუებელ ხმებს გამოსცემდა და თავის ოთახში რაღაცეებს აადგილებდა
-ვალერია მოკეტე ცოტახანს თავი გამისკდა,-დაიკივლა დეფინემ
-დეპრესიაში ვარ
-მერე მე რატომ ვეწირები მაგ დეპრესიას?
-მოკეტე დეფინე ახლა ყველა მეზიზღებით და ნუ მაიძულებ გამოვიდე და ყველა დავხოცო ვინც გზად გადამეყრება
-მხარი არ ამოიგდო,-დეფინემ კარი გაიჯახუნა და სამზარეულოში შეიკეტა.
-რაც იმ რანჩოდან ჩამოვიდა ასე იქცევა უკვე ტვინი მკტივა
-ცუდადაა მეც ცუდად ვარ,-პედრომ წვენიანი ჭიქა მოიყუდა და ერთ ამოსუნთქვაზე გადასანსლა
-შენ რაღა გჭირს?
-გულში ვარ დაჭრილი
-ეს იმ ლამაზი გოგოს ბრალია?
-შენ ყველაფერი რატომ იცი ვალერია გიყვება?
-არა კარგი ინტუიცია მაქვს ერთად დაგინახეთ და მივხვდი. აი ამ ჩემს ბიძაშვილს რა სჭირს სადეპრესიო ამას ვერ ვხვდები მე
-დენიელი ენატრება
-ოოჰ, რა გულუბრყვილოები ხართ ეს ბიჭიები ვერ ხვდები მას ტონიო საილასი უყვარს
-მართლა? ესეიგი სესილია მართლი იყო,-პედროს თვალები შუბლზე აუვიდა
-არვიცი ეგ ვინაა მაგრამ თუ ჩემსავით ფიქრობდა მართლი ყოფილა
-მოიცა ამ სიმღრას რატომ მღერის? ტვინი წამიღო უკვე
-არვიცი სადღაც ჯანდაბაში იპოვა. არა კარგი სიმღერაა მაგრამ შემსრულებელია გამანადგურებელი
-ასეა.
პედრომ და დეფინემ კიდევ ცოტახანს განიხილეს ვალერიას ამბავი და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
-რა ჯანდაბა დაგრჩა?-დეფინემ კარი გააღო და პედროს ნაცვლად წინ დენილ საილასი დაუხვდა
-დენილ? აქ რას აკეთბ?
-სახლიდან გამოვიპარე სესილიას არ ეცალა ნიკს დასვენების დღე აქვს და მეც წამოვედი ვი სახლშა?
-კი ოთახშა შედი,-დეფინემ ბავშვს გაუღმა და დაიმალა თუ არა კარებს მიღმა მშინვე აკრიბა ტონიოს ნომერი.

-ვი ცოცხალი ხარ?-ვალერიამ თვალები დააჭყიტა და დენილის მიმართულებით იმ სისწრაფით გაიქცა ლამის ბავშვი გაგუდა
-ჩემო სიცოცხლევ როგორ მომენატრე დენილ არ მჯერა იქნებ მოვკვდი და სამოთხეშ ვარ სადაც დენილის მსგავსი ბავში მომიგზავნეს,-დაეკითხა თვაის თავს
-ვი რა სასცილო ხარ,-ბავშვმა გულიანად გადაიკისკისა და ძიძს მიეკრა
-მომენატრე ჩემო ბიჭო
-მეც მომენატრე ვი
-ნიკმა მოგიყვანა?
-არა გამოვიპარე და იმ სახლში აღარ დავბრუნდები
-ამას რატომ ამბობ საყვარელო?-ვალერიამ ბავშვი კალთაში ჩაისვა
-იმიტომ რომ ჩემი ძმა ურჩხულია შენ გაგაგდო და არც თვითონ მეთმაშება ხოლმე
-არა დენილ ტონიოს შენს გარდა თითქმის არავინ არ ყავს არ მიტოვო გთხოვ
-მე რომ შენთან მინდა ვიყო
-საყვარელო მე ერთი რიგითი ძიძა ვარ ჩემი მსგავსი კიდევ ბევრი გეყოლება მაგრამ არ მიატოვო ის ვისაც სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ
-შენ არ გიყვარვარ ვი?
-როგორ არა პატარავ ძალიან მიყვარხარ მაგრამ ტონიო ცოდოა მარტო
-შეიძლება?-დეფინემ ოთახში თავი შემოყო და ვალერიას ანიშნა მისულიყო
-რომოხდა?
-ტონიოს დავურეკე მალე მოვა და უნდა რომ დენილი მიუყვანო პარკში დაგელოდება
-კარგი,-ვალერია დამწუხრებული შევიდა ოთახში დენილი დაარწმუნა რომ პარკში გაყოლოდა.

დეფინე ხედავდა როგორ მიდიოდნენ ძიძა და აღსაზრდელი სიცილით პარკისკენ და თითოს უდარდელად მოუხედეს მას.
-მაქანავებ საქანელაზე?
-რათქამაუნდა საყვარელო,-ვალერიამ დენილი საქანელაზე დასვა და სანამ აქანავებდა გარემო კარგად მოათვალეირა პარკში ზედმეტად ბევრი უცნაური დაკუნთული და სათვალიანი ბიჭი იჯდა, რაც მძფრსიუჟეტიან ფილმებზე შეყვარებულ ვალერიას ძალიან ეუცნაურა მობილური ამოიღო და სასწრაფოდ აკრიბა ნიკის ნომერი
-რამოხდა ვი
-ნიკ დენიელი სახლიდან გამოიპარა დეფინემ ტონიოს დაურეკა და მან უთხრა ბავში პარკში წამეყვანა და მოვიდოდა აქ კი რაღაც რიგზე ვერ არის მოდი გთხოვ, მეშნია ბავშს რამე არ შეემთხვას
-ახლავე მოვდივარ ეცადე არაფერი შეიმჩნიო
-კარგი,-გოგონამ მობილური გათიშა და დენილის ქანაობა განაგრძო თან რაღაც ზღაპარს უამბობდა
-მარტოხელა დედობა რთულია არა?-ვალერიას გული შეუქანდა როცა სათვალიანთაგან ერთ-ერთი მიუახლოვდა და გაუღიმა
-დიახ ძალიან რთულია
-დაგეხმარებით
-არა მე თვითონ,-ვალერიამ კაცს საქანელაზე მოკიდებული ხელი გააშვებინა და დენილი გადმოსვა
-წამოდი საყვარელო ბამბის ნაყინი ვიყიდოთ
-რატომ არ გინდათ დაგეხმაროთ?
-მე... მე,-დაბნეულმა ვალერიამ იქაურობა მოათვალიერა მაგრამ ხსნა არსად იყო
-მე მელოდება,-ნიკი უკნიდან მიუახლოვდა მათ და ვალერიას დენილის ხელი გამოართვა
-მაპატიეთ მითხრა მარტოხელა ვარო
-და დაიჯერე არა?
-კი დავიჯერე,-კაცმა უცნაურად გაიკრიჭა და ნიკმა ყრუ ტკივილი იგრძნო ზურგში მერე კი ჭრილობამ სუნთქვა შეუკრა
-ვალერია ბავშვი გაიყვანე,-ამოიყვირა სასოწარკვეთილმა და იარაღს დაავლო ხელი მაგრამ ამ დროს კიდევ ერთხელ იგრძნო ცივი იარაღი ზურგში
-საყვარელო გაიქეცი რაც არ უნდა მოხდეს არ მოიხედო დეფინესთნ მიდი და კარი ჩაკეტე,-ის იყო ვალერია ნიკის დასახმარებლად მიბრუნდა რომ კეფაში რაღაც მძიმე მოხვდა და იქვე ჩაიკეცა ძლივს გახელელი თვალებიდან დაინახა როგორ დაიჭირა ვიღაცამ დენილი და საბოლოოდ გაითიშა.

ჭირვეული 12
ტონიო ხედავდა როგორ უახლოვდებოდა შავ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ბამბასავით თეთრი გოგონა. გოგონა მომაჯადოვებლად უღიმოდა ქერა თმას ზურგს უკან იწევდა და სათვალეს ცხვირზე ისწორებდა
-კარგი წყალია?
-დღეს განსაკუთრებით ნაპირზე ყოფნა მომწონს,-ვალერია ტონიოს მუხლებზე დაეშვა და კაცის სხეულს ისე აეკრა თითქოს შეიძლებოდა ვინმეს ის წაერთვა მისთვის
-ჩემო პატარავ,-ტონიო ნაზად შეეხო გოგონას თავს ტუჩებით და ირგვლივ მიმოიხედა. მიჩვეული იყო რომ გოგონები სანაპიროზე თვალს არ აშორებდნენ მაგრამ ახლა ბიჭების გამბურღავ მზერასაც იჭერდა და ძლიან სიამოვნებდა რომ ამდენი ადამიანის წინაშე ასეთი ბედნიერი იყო
-რაზე ფიქრობ?-ვალერიამ თავი ასწია და ტონიოს მომღიმარ ტუჩებს ჩეაჩერდა
-შენზე რათქმაუნდა პატარავ,-სახეზე გადაუსვა ხელი გოგონას,-ვალერიას არაფერი უთქვამს ტონიოს სახეზე თვალი მიეყინა
-გინდა გიმღერო?-უთხრა მოულოდნელად
-რატომ მოგინდა რომ ჩემთვის გემღერა?-ტონიოს სიცილი აუტყდა ვალერიას ბავშვურ კითხვაზე
-იმიტომ რომ მგონი ზედმეტად გიყვარვარ და ცოტას გადაგყვარებ თავს ასე არ შეიძლება
-რა სულელი ხარ ვი,-ვალერიამ სახეზე დარჩენილი წყლის წვეთები მოიწმინდა და ისე თბილად, ბავშვურად გაიღიმა და ისეთი სუფთა თვალებით შეხედა ტონიოს როცა სათვალე მოიხსნა კაცს სუნთქვა შეეკრა
-მიყვარხარ ვალერია ვალენსა
-ვიცი,-ხელები ჰაერში აიქნია ვალერიამ და ფეხზე წამოხტა
-სად მიდიხარ
-მარტო არა შენც მოდიხარ წყალში უნდა შევიდეთ
-სადაცაა შებინდდება წავიეთ
-არააა!-გოგონას ნაოჭბი გაუჩნდა ტუჩზე
-კარგი წამოდი,-ტონიო ფეხზე წამოხტა გოგონა ხელში აიყვანა და წყალში შევიდა.
-ლა, ლა,ლა,ლააააა,-ვალერია მოხერხებულად იწვა ტონიოს ხელებზე რომელისაც ეჭირა რომ წყალში არ ჩძირულიყო და აქეთ-იქეთ აქანებდა
-როგორ მიყვარს ეს ღიმილი,-აღმოხდა ტონიოს უნებურად რაზეც ვალერიამ თვითკმაყოფილად ჩაიცინა
-ვიცი
-ახლა წყალში ჩგაგდებ და წავალ,-ამოთქვა გაბუტულმა ტონიომ
-რატომ?
-იმიტო რომ მთელი დღეა ვცდილობ წამოგაცდევინო რომ გიყვარხარ შენ კი არაფერს ამბობ
-რატომ უნდა გითხრა ისედაც ხომ იცი ეს, რატომ გინდა რომ ფრაზა გახუნდეს?-ვალერიამ გამომცდელად შეხედა
-მაინც მინდა ამის გაგონება,-ტონიო გაიკრიჭა მერე კი ყურადღებით დააკვირდა ვალერიას ქცევას.
გოგონა ფეხზე წამოდგა, თმა გაისწორა, ჩაახველა, ტონიოს ხელებს დაეყრდნო და მთლი ხმით დაიყვირა
-მე შენ მიყვარხარ ტონიო საილას
-შეშლილი ხარ
-მხოლოდ შენთვის ჩემო სიცოცხლევ
ირგვლივ შეკრებილი ხალხი მხიარულად უყურებდა წყვილს რომლებიც ბედნიერებს ასხივებდა და დედამიწაზე სხვა არცერთი გრძნობის არსებობა არ სჯეროდათ გარდა ერთისა. იღიმებოდნენ ყოველგვარი ძლდატანების გარეშე მათ თვალებშ კი მხოლოდ ბედნიერება და ნამდვილი გრძნობა იკითხებოდა....
.........................
-არააააა!-ტონიოს ღრილმა სახლი გაყრუა მის ყვირილს კი მსხვრევის ხმა მოჰყვა მსხვრევის ხმას კი მოგუდული ქვითინი.
-ტონიო,-ნიკი ჩაბნელებულ კაბინეტში შევიდა და პატარა მაგიდის სანათი აანთო
-ჩააქრე,-დაიყვირა პირქუშად ტონიომ
-ტონიო გეყოფა,-შეუყვირა ნიკმა კარი მიხურა და მის გვერდით ჩაიმუხლა იატაკზე
-ჩემი ბრალია მხოლოდ ჩემი
-შენი ბრალი არაა ჩვენ ვერ დავიცავით დენილი ეს ყველას ბრალია არა მხოლოდ შენი
-მე რომ არ მეთხოვა ვალერიასათვის ბავშვი პარკში მოეყვანა ყველაფერი კარგად წავიდოდა იდიოტი ვარ,-ტონიომ ძლიერად დაარტყა მუშტი იატაკს მერე კი კბილებით ჩაეჭიდა საკუთრ ხელს
-ვიპოვით გპირდები ვიპოვით
-როდის ნიკ? როდის ვიპოვით უკვე ერთი კვირა გავიდა არც გამოსასყიდისთვის გვირეკავენ და არც საწამებლად იქნებ უკვე ...
-არ თქვა ტონიო საღი აზრი გაქვს დაკარგული შენს დას სჭირდები ყველა ქვევითაა ტირიან ლოცულობენ და ცდილობენ არ დაიჯერონ რომ ბავშვს რამე შეემთხვა შენ კი აქ ამ სიბნელეში მარტო ებრძვი გრძნობებს ასე არ შეიძლება
-დენილი სულ პატარაა ნიკ სულ ბავშვი ჯერ ცხოვრებაში უბედურების მეტი არაფერი არ უნახავს,-ტონიოს ნიკის ერთი სიტყვაც არ ესმოდა წესიერად საკუთარ თავში ისე იყო ჩაკეტილი რომ ვეღარაფერს გრძნობდა.
-ვალერია კი ჩემი ვალერია, ეს როგორ დავუშვი ასე როგორ მოვექეცი როგორ შევიტანე ეჭვი იმაში რომ თოვლივით სუფთა იყო ეს როგორ დავუშვი
-ვალერია ძალიან ძიერია ტონიო ჩემზე და შენძე ძლიერი აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება,-ნიკს ნორმალურად არც ესმოდა რას ამბობდა ტონიო მაგრამ მაინც ცდილობდ რომ ენუგეშებინა.
-ტონიო,-კაბინეტში სკარლეტის კაშკაშა თავი გამოჩნდა და ბიჭებთან ჩაიმუხლა,-ტონიო უნდა დაისვენო, უნდა დაიძინო, შხაპი მიიღო და ჭამო ასე მოკვდები
-არმინდა სკარლეტ ძილში სიზმრები მტანჯავს მეძახიან და დახმარებას მთხოვენ
-ასე როგორ შეიძლება ტონიო ცოცხალ ადამიანებს მიცვალებულებივით გლოვობ ახლავე ადექი და ნორმალურად მოიქეცი სასწრაფოდ
-საკრელტ წადი აქედან,-ტონიო წამოდგა და „ო’ცეოლას“ წინ დადგა,-როგორ უყვარს ეს ნახატი ამბობდა იმედის სხივს მიჩენსო სადაა ახლა ის იმედი რატომ არ მოდის ჩემთანაც?
-ტონიო წამოდი გთხოვ,-სესილია ძმას მიუახლოვდა ხელკავი გამოსდო და თავისი ოთხისკენ წაიყვანა
-შენ რომ პედროსთვის ის სიტყვები არ გეთქვა სესი...
-ვიცი, ვიცი ტონიო მეც ისეთივე დამნაშავე ვარ როგორიც ის გამტაცებლები,-სესილიას ნელი ნაბიჯით მიჰყავდა ძმა საძინებლისკენ
-მე ახლა მის გვერდით ვიქნებოდი დენილს მშვიდად ეძინებოდა თავის ოთახში ოოჰ, ღმერთო,-ტონიო საწოლზე გადაემხო და თვალები მილულა თავად კი არ უნდოდა ძილი მაგრამ ორი დღის უძილობამ თავისი ადვილად გაიტანა. სესილია ძმის საწოლზე კუთხეში მოკუნტული მიწვა და დამძიმებული თავით მალევე გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.

დილით ტონიო მიხვდა რომ ტირილის და გლოვის დრო აღარ იყო სესილიას საბანი მიაფარა და სააბაზანოს კარიში გაუჩინარდა.

-საუზმე მზადაა?-იკითხა სამზარულოში ჩასულმა უცნობმა არსებამ რომელიც ტონიოს რაღაცნაირად ჰგავდა მაგრამ ეტყობოდა როგორ დაერია დარდს მისთვის ხელი
-დიახ სერ მალე იქნება
-მალე გაშლე სუფრა და ყველა გააღვიძე
-დიახ სერ,-ქალი ძალიან დაიბნა მაგრამ ტონიოს გაყინულ სახეს რომ შეხედა ზედმეტი კითხვები აღარ დასვა მოახლე გოგონას დაუძახა და სასწრაფოდ გააწყობინა სუფრა მერე ყველას სათითოდ ჩამოუარა და უთხრა ბატონი სასაუზმოდ გიბარებთო.

სუფრას არც ერთი სახლის ბინადარი არ აკლდა ტონიო სუფრის თავში ჩამომჯდარიყო ჯიუტად დუმდა და საჭმელს ზედაც არ უყურებდა
-ტონიო თუ ჭამას არ აპირებდი რატომ დაგვიბარე?-ნიკი მისკენ გადაიხარა და მისმა მოძრაობამ ყველას ყურადღება მიიპყრო რადგან სახლში სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო
-მართლი ხარ ნიკ თქვენ ყველანი მართლები ხართ ჩემი და ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა აქ სიმართლე რომ ითქვას ბოდიშის მოსახდელად შეგკრიბეთ. მაპატიეთ ჩემი სიმხდალე
-რას ამობი შვილო,-კატალინამ (ვალერიას მამიდა) ტონიოს ხელზე ხელი დაადო და მზრუნველად შეხედა
-ასეა მამიდა მე უნდა გავძღოლოდი მათ ძებნას და ამის მაგივრად ყველაზე ნიკი ზრუნავს მადლობა,-ნიკს გადახედა და განაგრძო,-მიდით ვისაუზმოთ და მერე პოლიციის ოფისში წავალ.
ურჩობა არვის უფიქრია თითქმის უკვე ცივ საჭმელს ყველა უსიტყვოდ მიირთმევდა და შიგადაშიგ ტონიოსკენ გააპარებდნენ თვალს რომელიც ზანტად ამოძრავებდა პირს და თვალები ისე დასწითლებოდა ბავშვიცკი მიხვდებოდა ნახევარი ღამე რომ არ სძინებია.

........................
-თქვენ ვინ ხართ სადაა ჩემი შვილი?-ბენედიქტი დაბნეული უყრებდა ხან ტონიოს ხანაც ნიკს და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს
-მე ტონიო საილასი ვარ ვალერია ჩემს სახლში მუშაობს სერ
-აი თურმე რა,-ბენედიქტმა თვალები გადაატრიალა,-რა დააშავა?
-არ არაფერი,-ტონიო ენას ძლივს აბრუნებდა
-მაშ რატომ მოხვედით?-ბენედიქტს სახეზე დაძაბულობა დაეტყო და მაგიდაზე დადებულ ხელზე ძარღვები ამოებურცა
-იცით სერ ერთი კვირის წინ ვალერია და...,-ტონიოს ხმა გაუწყდა,-თქვენი შივილი და
-ვიცი მისტერ საილას ვალერია რომ ჩემი შვილია ამოღერღეთ სადაცაა გულის შეტევა დამემართბა
-ის და ჩემი ძმა გაიტაცეს,-ტონიომ თვალები დახუჭა და ელოდა როდის სწვდებოდა კაცი ყელში და დაახრჩბდა
-ჩემი შვილი გაიტაცეს?-ბენედიქტს გაეცინა
-სერ კარგად ხართ?-ნიკი სკამიდან წამოხტა და ბადრაგს წყალი სთხოვა
-სად გაქვთ კამერა დამარული?
-არა, არა მისტერ ვალენსა ეს სიმართლეა ჩავთვალე რომ უნდა მეთქვა
-მოიცა არ ხუმრობთ?-როგორც იქნა სიცილი გაუქრა სახიდან კაცს
-არა სერ
-და მოხვედი აქ და ასე უემოციოდ მეუბნები ამ ყველაფერს?-აღშფოთდა ბენედიქტი
-მაპატიეთ სერ
-კარგი შვილო მიპატიებია. რას ელით ჩემგან?-დაიყვირა კაცმა,-ჩემი გოგონა? მის გარდა არავინ გამაჩნია თქვთენ კი მოდიხართ და მეუბნებით რომ ის გაიტაცეს
-მისტერ ვალენსა ჩვენც თქვენსავით ვღელავთ მაგრამ ჩავთვალე რომ ეს უნდა გცოდნონათ
-ხო მადლობა რომ მითხარით ამაღმა მშვიდად დავიძნებ,-შეუყვირა კაცმა და სასწრაფოდ წამოდგა,-ჩემი შვილი იპოვეთ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ჩემი შვილი დააბრუნეთ,- ამ სიტყვებით კაცი ბადრაგს გაჰყვა და ისე გაიხურა კარი რომ უკან არ მოუხედავს.

-მეტის ღირსი ვარ რას ველოდი მამას მოვაკითხე და ვუთხარი შენი შვილი ჩემი ოჯახის გამო გაიტაცეს მეთქი
-ტონიო დამშვიდდი უბრალოდ ღელავდა,-ნიკი და ტონიო ციხის კედლებს მოშორდნენ და პოლიციის შენობისკენ გასწიეს.

ტონიო უკვე ორი საათი იყო გასული რაც ხმა ამოუღებლად იჯდა და სახლში გამეფებულ სიმშვიდეს უსმენდა
-ამ საღამოსთვის ჟურნალისტები დაიბარეთ,-წარმოთქვა მოულოდნელად მას შემდეგ რაც მობილურზე შეტყობინება მიიღო
-რამოხდა?
-ჩემს ადვოკატებსა და ბუღლტერს ვთხოვე ჩემი ანგარიშები შეემოწმებინა ბაზარზე ჩემი ქონების საფასური გაერკვით და ახლა ვიცი რამდენის გადახდა შემიძლია მათი სიცოცხლის სანაცვლოდ,-ტონიოს ხმა ისე უმწეოდ გაისმა სახლში ყველას ლახვარივით დაესო გულზე მისი სიტყვები
-ტონიო რას ამბობ მათ რომ ფული უნდოდეთ აქამდე მოითხოვდნენ
-აბა რას მთვაზობ ნიკ არაფერი არ გავაკეთო მათ გადასარჩენად? რა განსხვავებაა ახლა ჩემსა და ამ სავარძელს შრის? არანაირი,-ტონიო ანთებული თვალებით წამოვარდა ფეხზე და ნიკს ისე დაუყვირა ბიჭს ხმა ჩაუწყდა
-ტონიო გეყოფა,-სესილიამ პირველად ამოიღო ხმა ამხნის მანძილზე
-რას მთვაზობთ?-გაუცხოებულმა ტონიომ ისე მოათვალიერა მის ირგვლივ შეკრებილი ხალხი თითქოს უნუგეშოდ იყო ვიღაც უცხო ხალხის გარემოცვაში
-ტონიო გაჩერდი ასე ვარაფერს მივაღწვთ

-თქვენ უბრალოდ არ გინდათ რომ ისინი დავიბრუნოთ,-კაცს სახეზე გამოესახა როგორი გაუცხოებულიც იყო,-ნიკს სკარლეტი ჰყავს, სესილიას პედრო, თქვენ კატალინა დეფინე გყავთ მე? მე მარტო ვარ თქვენ ანუგეშებთ ერთმანეთს და შეგიძლიათ დაამშვიდოდ მე კი ერთი კვირაა
მწყურია და არანაირი წყალი არ მიკმაყოფილებს წყურვილს
მშია და შიმშლს ვერ ვიკლავ
დავიღლე ძილი კი არ მშველის
მცივა გვერდით კი არავინ მყავს რომ გული გამითბოს საბნები სხეულს მითბობენ და სულს მიხუთვენ მაგრამ სული მაქვს გაყინული მათ მე ყველაფერი წამართვეს ....

...........................
-მაიკლ ის ბიჭი საცოდავად იჯდა ჩემს წინ და მეუბნებოდა „სერ თქვენი შვილი გაიტაცეს“-ბენედიქტი გაბრაზებული დადიოდა წინ და უკან და მუშტებს ურტყამდა კედლებს
-ბენედიქტ დამშვიდდი
-როგორ მაიკლ მე ციხის გისოსებს მიღმა ვარ ჩემი შილი კი კაცმა არ იცის სადაა, როგორ ექცევიან და არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი,-კაცმა სასოწარკვეთილად ჩაიცინა და იატაკზე დაეშვა
-ბენედიქტ ვალერია საკუთარი შვილივით მიყვარს ხომ იცი ვიპოვი რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვიპოვი თუ საჭირო გახდება მიწიდან ამოვთხრი იმ ნაი*ვარს რომელიც ჩემს გოგოს შეეხო და გავუსწორდები,-მაიკი ისე გამოვიდა ოთახიდან ბენედიქტს არაფერი არ უთქვამს.
..........................
-ლოკ შენი დახმარება მჭირდება,-პედროს შავი ტყავის ქურთუკი და შავი სამოსი ეცვა
-რამოხდა ძმაო?-ლოკი გაიწია რომ მეგობარი კარში გასულიყო და ბავშვებს სთხოვა სხვაგან ეთამაშათ
-ძმაო ვალერია გაიტაცეს
-მოიცა ეს როგორ?-აღფოთდა ლოკი
-ხო ვიღაცამ ტონიო საილასის ძმა გაიტაცა და ვალერიაც ხელს გააყოლა
-ბევრს ითხოვენ?
-საქმეც ეგაა რომ არაფერს არ ითხოვენ
-რას აპირებ?
-ჩვენი კავშირები უნდა გამოვიყენო
-არა, არა ძმაო ხომ იცი შევეშვი ამ საქმეს,-ლოკმა ხელები ასწია
-ვიცი გავიგებ თუ წამოსვლა არ მოგინდება
-მაგრამ მარტო იქ როგორ გაგიშვა დიდიხანია არ გამოვჩენილვართ
-ვალერია ჩემი მეგობარია სიგიჟემდე მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ მის დასაბრუნებლად რაც შემეძლება შენთან მხოლოდ იმის ასაღებად მოვედი რაც შენმა ცოლმა შემინახა
-კარგი დამიცადე აქ
სულ მალე ლოკი ხელში პისტოლეტით დაბრუნდა რომელიც თეთრ ცხვირსახოცში შეეხვი და მეგობარს გადასცა
-რა უცნაურია,-ჩაიცინა პედრომ,-რატომ ახვევენ იარაღს ყოველთვის თეთრ ნაჭერში მაშინ როცა თეთრი სისპეტაკესა და სისუფთავესთან ასოცირდება იარაღის დანიშნულება კი სიკვდილია.
-თავს გაუფრთხილდი ძმაო
-შენც გაუფრთხილდი ჩემს რძალს და ძმისწულებს,-პედრომ ოთახი სადაც ბავშვები თამაშობდნენ მოათვალიერა მეგობრის ცოლს ნაზად აკოცა შუბლზე და ლოკს მხურვალე ჩახუტებით დაემშვიდობა
-შენ დაბრუნდები პედრო ისე ნუ გვემშვიდობები თითქოს უკანასკნელად გვხედავ,-მეგობრის ცოლმა ბიჭს მუჯლუგუნი წაჰკრა და კარებთან გაჩერდა.
.................
-რას მივიღებ სანაცვლოდ?,-ჯეიმს არესა ნამდვილი მაფიის ბოსივით იჯდა თავის ტყავის სავარძელში და პედროს გამომცდელად აკვირდებოდა
-თქვენ ოღონდ დამეხმარეთ დონ ჯეიმს და ყველაფერს გავაკეთებ რასაც მთხოვ
-მატეო!-გასძახა პასუხით კმაყოფილმა კაცმა თანაშემწეს
-დიახ ბოს
-რა ვიცით დენილ საილასის გატაცების შესახებ?
-ჩვენიანს არავის ჰყავს ბოს უეჭველად ბილი სალინას ხალხს ჰყავს თანაც თუ გამოსასყიდს არ ითხოვენ ასეა მათ მოსწონთ ქალების და ბავშების წამება,-პეროს ამის გაგონებაზე ტვინში სისხლი ჩაექცა და ხელი მომუშტა
-მოიცა შენ ამბობ რომ სალინა ჩემს ტერიტორიაზე გადმოვიდა?-ჯეიმსს თვალები გაუფართოვდა
-ასეა ბოს სხვა ვერავინ გაბედავდა ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანის გატაცებას
-ჯოკერ მისმინე,-მიმართა არისმა პედროს,-ახლა ეს მხოლოდ თქვენი საქმე არაა ის ნაბი*ვარი ჩემს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ჩემი „დაქვემბედარების“ ქვეშ მყოფი ხალხი დააშნა ეს ახლა ჩემი საქმეცაა იცი რას გეტყვი? არაფერი მინდა სანაცვლოდ ჩათვალე რომ გოგონა და ბავშვი უკვე სახლშია
-მადლობა ჯეიმს ვალში ვარ,-კაცი ფეხზე წამოდგა პედროს გამოწვდილ ხელს თავისი შეახვედრა და ასე დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

.......................
-ნახე ტონიო ზღვამ მზე გადაყლაპა ჰა ჰა ჰააა,
-ძმაო რატომ იბადებიან ბოროტი ადამინები?
-მე შენ ძალიან,, ძალიან მიყვარხარ ბოს
-ძმაო დამსვი მეღიტინერბა
-ძალიან მიყვარხარ
-ბოროტებად არ იბადებიან დენიელ ბოროტებად მერე გადაიქცევიან ხოლმე როგორც ახლა მე მინდა ის არაკაცი ვინც შენ და ვის შეგეხოთ მანამდე ვცემო სანამ სულს არ დალევს,-ტონიო დენილის და ვალერიას ურათს ჩაჰკირკიტებდა და ჩაწითლებული თვალებით უყურებდა ხან ერთს და ხან მეორეს.

............................................
-სესილია შეგიძლია სანაპიროზე მოხვიდე?
-პედრო რა დროს ესაა?
-მოდი გთხოვ თუ გიყვარვარ მოხვალ...

სესილია ტონიოსთან შევიდა რომ ეთქვა პედროს უნდა შევხვდეო მაგრამ ტონიომ მარტო არ გაუშვა და თავადაც გაჰყვა. მისულებმა აღმოაჩინეს რომ სკარლეტი და ნიკიც იქ იყვნენა.
-რისთვის დაგვიბარა?
-არვიცი,-სესილიამ ნერვვიულად გადააქნია თავი
-აქეთ წამოიღეთ ბიჭებო აქეთ,-პედროს უკან დიდი ყუთით რამდენიმე კაცი მოჰყვებოდა
-პედრო სულ შეიშალე რა არის ეს?-შეჰკივლა სესილიამ
-საჩუქარია სესი საჩუქარი რომელიც ძალიან გაგიხარდება
-კარგი გახსენი დროზე და წავიდეთ აქედან უხერხულია,-სესილიამ უხერხულად მიმოიხედა
-იმ შემთხვევაში თუ შემირიგდები
-პედრო რა დროს ესაა,-ტოინიოს ისეთი ხმა ჰქონდა მალე წყალში ჩაახრჩობდა პედროს
-სესილია?
-კარგი ხო შეგირიგდი პედრო მიყვარხარ
-ეს დღე არასოდეს არ დაგავიწყდებათ სიცოცხლეში,-პედრომ ტაში შემოჰკრა ყუთიდან ფხაკური გაისმა და მალე კარიდან რომელიც გიგიანტურ ყუთში გამოეჭრათ დენილმა გამოყო თავი
-დენი!-შეჰყვირა სესილიამ და ძმა გულზე მიიკრა
-ღმერთო ჩემო,-აღმოხდა ტონიოს და ქვიშაზე ჩაიჩქა

-გამარჯობა ხალხო,-დენილზე გადახვეულ ტონიოს ვალერიას ხმა რომ შემოესმა თავი წამოსწია ბავშვს მოეშვა და ვალერიასკენ გაექანა
-ჩემო სიცოცხლევ,-აღმოხდა ტონიოს და გოგონა ისე მიიკრა მკერდზე ლამის გასრისა მისი მისუსტებული სხეული
-როგორც იქნა,-ვალერიას თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა და ტონიოს მკერდში ჩამალა თავი
-მაპატიე, მაპატიე საყვარელო აღარასოდეს განმეორდება გპირდები მარტო აღარ დაგტოვებ
-არა ტონიო არ თქვა ბოლოს ეგ რომ მითხარი ორ დღეში საკუთარი ნებით გამაგდე სახლიდან არ თქვა გთხოვ
-მპირდები რომ შემირიგდები?-ტონიომ გოგონა წამით მოიშორა და თვალებში ჩააშტერდა
-იცი მე .......-დაიწყო ვალერიამ,-მამიკო!-ტონიომ ვალერიას შეძახილზე დაბნეულად მიმოიხედა და აზრზე რომ მოვიდა ვალერია მისი ხელებიდან გამსხლტარი დაუხვდა.
გოგონა ჭაღრა მაღალ ფიგურად ეხუტებოდა რომელსაც ის ხელში აეყვანა და ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა ტონიოს ერთი წამითც აღარ შეჰპარვია ეჭვი რომ ყველაფერი რაც ხდებოდა სიზმარი არ იყო.

-მეგობრებო ამას იმ ავად სახსენებელ დღეს ვაპირებდი მაგრამ ეს ორი ყოველთვის ასე მექცევა,-ნიკმა ხელი იქვე ჩახუტებულ ვალერიასა და დენილისკენ გაიშვირა,-ახლა კი ამ ბედნიერების ფონზე როცა როგორც იქნა ყველა ერთდ ვართ მინდა გკითხო სკარ ჩემო მზის სხივო,-ბიჭი ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და ჯიბიდან ლურჯი ყუთი ამოიღო
-პედროოო,-ამოიყვირა მოულოდნელად
-დიახ ნიკ გამოგყვები,-პედრო ნიკთნ მივიდა ცალი ხელი გუთან დაიჭირა მერე კი ნიკს გაუწოდა
-სადაა ბეჭედი
-აჰ ცოლობას არ მთხოვ?-პედრომ თავი დახარა და გაიქცა
-მოდი აქ ვერ ღალატობ არა ძველ ჩვევებს,-ნიკი გაეკიდებას აპირებდა
-პედრო მოეთრიე აქ და დააბრუნე ჩემი ბეჭედი არ მოგცელ უფლებას ეს დღე გამიფუჭო,-დაიკივლა სკარლეტმა
-ბოდიში სკარ,-პედრო დასჯილი ბავშვივით მუახლოვდა სკარლეტს და ხელზე ბეჭედი დაუდო
-განაგძე ძვირფასო,-სკარლეტმა ბეჭედი ნიკს გაუწოდა
-ხო სად გავჩერდი? კარგი თავიდან დავიწყებ
-ნიკოლას ნუ ლაყბობო დროზე მკითხე რაც გაინტერესებს,-სკარლეტმა წარბები შეიკრა
-ცოლად გამომყვები სკარ?
-რათქმაუნდა ამას რად უნდა კითხვა,-სკარლეტი ნიკს ჩამოეკიდა კისერზე და გადაიკისკისა

ნიკის და სკარლეტის ქორწილი ნიშნავდა რომ თაიგულს ან ვალერია ან სესილია დაიჭერდა და ტონიოს და პედროს მალე მოუწევდათ საქორწინო სმოკინგის ჩაცმა კიდევ ტონიოს ბენედიქტის გული უნდა მოეგო და ვალერიას თამაშისთვის გაეძლო მაგრამ ფაქტი ის იყო რომ ერთი კვირა უბედურებას ნაჩვევით ტონიო მალე მოვიდოდა აზრზე და უკეთსად განაგრძობდა ცხოვრებას.

რაც შეეხება პედროს საჩუქარს მან დიდი სიმამაცე გამოიჩინა ჯეიმსისი ხალხთან ერთად ბილის ბაზაში შეიჭრა და ვალერია და დენიელი ტყვიების წვიმიდან საღ-სალამათი გაოიყვანა რითაც დენიელის სიძეობა ნამდვილად დაიმსახურა და ვალერიასაც ათასჯერ უფრო შეუყვარდა.
დასასრული




......................
heart_eyes heart_eyes [spoiler][/spoiler]



№1 სტუმარი Guest გვანცა

აი ძაანნ მაგარი იყოოო!!<3

 


№2  offline წევრი ki si

Guest გვანცა
აი ძაანნ მაგარი იყოოო!!<3

უჰ უჰ რა კარგია დადებითი კომენტარის წაკითხვააააა kissing_heart kissing_heart
გაიხარე საყვარელო დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი Kalina

აუ, როგორი რაღაცნაირი იყო იცი? აი ღიმილით წავიკითხე სულ...♥️
მაგარი გოგო ხაარ!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline წევრი ki si

მარიკუნაა♥️
აუ, როგორი რაღაცნაირი იყო იცი? აი ღიმილით წავიკითხე სულ...♥️
მაგარი გოგო ხაარ!

მადლობააა უმპააა kissing_heart

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

სასწაული ხარ შენ.ძალიან ვისიამოვნე ამ ისტოეიით
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი ki si

La-Na
სასწაული ხარ შენ.ძალიან ვისიამოვნე ამ ისტოეიით

Madloba La-Na didi

 


№7 სტუმარი Guest milena

მომეწონაააა.ისე სჰემიყვარდა ვალერიააა თითქოს ვიცნობ დდდდ

 


№8  offline წევრი ki si

Guest milena
მომეწონაააა.ისე სჰემიყვარდა ვალერიააა თითქოს ვიცნობ დდდდ

Madloba chemi gadareuli gogo ro mogewona <3

 


№9 სტუმარი Gode Marr

ბევრად მეტ გამოჰმარუებაზ იმზაჰურებზ

 


№10  offline წევრი ki si

Gode Marr
ბევრად მეტ გამოჰმარუებაზ იმზაჰურებზ

ვაიმე გაიხარე ჩემი გახარებისთვის დიდი მადლობა საყვარელო. უიმე რაკარგია როგორ მახარებს თქვენი თბილი სიტყვები როგორ მჭირდებოდა ახლა რაღაც კარგი ეთქვა ვინმეს დიდი დიდი მადლობა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent