შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი წყვდიადში (13)


9-07-2017, 15:38
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 514

თავი 13

მე გაშეშებული ვიდექი შუა ოთახში, ვერ ვიჯერებდი რომ ჩემს გამო კიდევ ერთი ადამიანი დაზარალდა. თავს ვერ ვპატიობდი რომ როცა შანსი მქონდა ნიკოლასს არ ვესროლე, მე ერთი გასროლით შემეძლო ყველაფრის დასრულება ახლა კი დანიელი წაიყვანა და არავინ იცის კიდევ ვნახავ მას თუ არა. ერთადერთი რაც იმ მომენტში აზრად მომივიდა ენტონისთან დარეკვა იყო
-ენტონი სად ხართ?
-სამსხარუში ყველაფერი რიგზეა დიანა? -მკითხა ჩემი ზარით გაკვირვებულმა ენტონიმ
-არა საძმო შეკრიბე დიდი პრობლემა გვაქვს
-დიანა ასეთი რა მოხდა?
-ერთ საათში საწყობში ვიქნები და ყველაფერს მოგიყვები
-კარგი დანარჩენებს შევატყობინებ -მე ყურმილი დავკიდე და მაიკლს მივუბრუნდი, ის სიძულვილით სავსე თვალებით მიყურებადა, მართალია ჩვენ სულ დაპირისპირებაში ვიყავით მაგრამ ის პირველად მიყურებდა სიძულვილით. მას მივუახლოვდი და გამხნევება ვცადე
-მაიკლ ჩვენ დავიბრუნებთ მას
-არა დანიელი ახლა იმ ნაძირალას ხელშია და ეს შენი ბრალია, თუ ჩემს ძმას რაიმე დაემართება პასუხს შენ მოგთხოვ
-შენ მართალი ხარ, რაც მოხდა ჩემი ბრალია, როგორც უკვე ვთქვი მე სიკვდილის ანგელოზი ვარ რამდენიც არ უნდა ვეცადო ჩემს გარშემო ყველას ზიანს ვაყენებ -მე იატაკზე დაგდებული იარაღი ავიღე, მაიკლს ხელში ჩავუდე და გულზე დავიმიზნე -შენ უფლება გაქ შენი ძმის გამო შური ჩემზე იძიო ასე რომ გამოკარი ჩახმახს ხელი და დაასრულე ყველაფერი -მაიკლმა გაოცებული სახით შემომხედა, იარაღზე ხელი გამაშვებინა და ოთახის მეორე ბოლოში მოისროლა
-შენ სულ გააგიჟდი, ეს გამოსავალი არ არის და მე არ შემიძლია შენი მოკვლა. სიკვდილს მხოლოდ ნიკოლასი იმსახურებს
-მართალია მეორედ აღარ ვიყოყმანებ დაუფიქრებლად გამოვკრავ ჩახმახს ხელს
-არა დიანა, დანიელი მართლი იყო, შენ ვერ შეძლებ ცხოვრებას თუ შენს ხელებზე ადამიანის სისხლი იქნება
-ამას თქვენ არ წყვეტთ ეს ჩემი გადასაწყვეტია
-რადგან ასეა აჯობებს საწყობში წავიდეთ, მე მანქანას მოვიყვან -მაიკლი მანქანის მოსაყვანად წავიდა, მე უკან უნდა გავყოლოდი, მაგრამ ჰანამ შემაჩერა
-დიანა უნდა დაგელაპარაკო
-ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის ჰანა
-მისმინე ვიცი რომ ის შენი ქმარია და მასზე არანაირი უფლება არ მაქვს, მაგრამ მე ის მიყვარს და გთხოვ გადაარჩინე თუ ის მოკვდება ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავს
-მე არ ვიცოდი თუ ის ასეთი ძვირფასი იყო შენთვის, გპირდები მე მას უკან დავაბრუნებ, მაგრამ არ ვიცი შევძლებ თუ არა მის ამ ქორწინებისგან გათვისუფლებას
-ჩემთვის ისიც საკმარისია რომ ცოცხალი დაბრუნდეს
-პირობას გაძლევ რომ ყველაფერს გავაკეთებ რაც შემეძლება- ჰანას პირობა მივეცი და მანქნისკენ გავემართე, მალე მე და მაიკლი საწყობში მივედით. იქ ყველა მე მელოდბოდა, არ ვიცოდი ენტონისთვის ეს ყველაფერი როგორ უნდა მეთქვა
-ენტონი შეიძლება ცალკე დავილაპარაკოთ?
-თუ რამის თქმა გინდა ყველას თანდასწრებით მითხარი
-დიანა უთხარი ყველაფერი ან ამას მე ვიზამ -მკაცრად მითხრა მაიკლმა
-მე გავიგე ჩემი ბიძაშვილის ვინაობა, ის ნიკოლასია
-ჯანდაბა ეგ გაიძვერა თურმე ამდენ ხანს ჩემს ცხვირ წინ იყო
-ეს ყველაფერი არ არის ენტონი -მე ყველანაირად ვცდილობდი შესაფერისი სიტყვები მომეძებნა სიმართლის სათქმელად-ენტონი მან დანიელი წაიყვანა
-რა? ეს როგორ დაუშვი რომ ჩემი შვილი მონსტრის ხელში ჩააგდე
-ვწუხვარ ენტონი, ყველანაირად ვეცდები მის უკან დაბრუნებას გპირდები -მოულოდენლად მაიკლის ტელეფონმა დარეკა
-ეს ნიკოლასია -თქვა გაკვირვებულმა და ამასთან ძალიან გაბრაზებულმა მაიკლმა- რა გინდა ?
-ცოტა მშვიდად მეგობარო, მე ლიზის მინდა ვესაუბრო
-მას შენთან სურს საუბარი -მაიკლმა მობილური გამომიწოდა
-შგეძლო ჩემთვის დაგერეკეა -მე ტელეფონი სპიკერზე ჩავრთე
-ხომ იცი ამოუცნობობა მიყვარს ლიზი, ახლა კი ძალაუფლების გაცვლაზე ვისაუბროთ
-მოდი გავერკვიოთ შენ ვერაფერს მიიღებ, თუ გინდა ცოცხალი დარჩე დანიელი უკან დააბრუნე
-ლიზ როცა მკაცრი ტონით საუბრობ თავს ძლიერად გრძნობ?!-სიცილით მითხრა ნიკოლასმა
-სხვა შემოთავაზება არ იქნება ან დასთანხმდი ან ჩემი ხელით მოგკლავ
-იცი რა ძვირფასო ლიზი, როცა დანიელის ნაწილების გამოგზავნას დავიწყებ ალბათ აზრს შეიცვლი -მე სასწრაფოდ გავთიშე სპიკერი
-ამას არ იზამ მას თუ შეეხებ, სიკვდილს სანატრელს გაგიხდი
-რატომ ლიზი პრინცი შეგიყვარდა?
-არა შენ უკვე ნათლად დამანახე რომ სიყვარული მასუსტებს, ასე რომ ახლა ჩემს გულში სიყავრულის ადგილი არ არის
-მგონი საუბარი გაგვიგრძელდა, ან ძალაუფლებას გადმომცემ ან დანიელის ნაწილების გამოგზავნას დავიწყებ -მან ტელეფონი გათიშა, მე კი სახეზე მეწერა საუბრის შედეგი
-ის ჩემს ძმას მოკლავს და დამნაშავე შენ იქნები -მაიკლმა ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა და საწყობი დატოვა, ამ დროს ენტონი მომიახლოვდა
-ერთი შვილი უკვე წამართვა მონსტრმა, დიანა არ დაუშვა რომ მაიკლიც დავკარგო
-დამშვიდდი ნიკოლასი ვერავის ვერაფერს დაუშავებს -მე შემოვბრუნდი და სახლში წამოვედი, რადგან მეგონა რომ მაიკლი იქ დამხვდებოდა თუმცა შევცდი. მაიკლი ნიკოლასზე ცბიერი აღმოჩნდა მან ტელეფონით ზარის ადგილმდებარეობა დაადგინა და დანიელის დასაბრუნებლად წავიდა, მე წარმოდგენა არ მქონდა მისი გეგმის შესახებ მანამ სანამ ნიკოლასმა არ დამირეკა
-ორჯერ ერთ დღეში რით დავიმსახურე ეს პატივი ბიძაშვილო
-ირონია არ გინდა ლიზი, ახლა შეტყობინებით მისამართი გამოგიგზავნე და მინდა რომ მოხვიდე
-ტკბილეულიც ხომ არ წამოვიღო?!
-ლიზი ახლა ჩემს გვერდით შენთვის ძვირფასი ორი ადამიანია, ასე რომ იჩქარე თორემ ორივეს დაკარგავ დაკარგავ. თუ წარსულს გადავხედავთ დასაკარგი ბევრი აღარავინ დაგრჩა
-კარგი არ შეეხო უკვე მოვდივარ -მე შეტყობინება გავხსენი მისამართი ვნახე და ნიკოლასთან გავემართე. უაზროდ მივდიოდი ნიკოლასის მიერ მოცემულ მისამართზე, არ ვიცოდი იქ რა მელოდა. ერთადერთი ის ვიცოდი რომ ნიკლასს დანიელისა და მაიკლის მოკვლის უფლებას ვერ მივცემდი. მისამართმა ძველ საწყობთან მიმიყვანა, მანქანიდან გადმოვედი და საწყობში შევედი, იმ წამიდან რაც იქ შევდგი ფეხი სიკვდილთნ ცეკვა დავიწყე, ან მე ვიცოცხლებ ან ნიკოლასი. როდესაც საწყობში შევედი გარშემო საშინელი სიბნელე იყო, ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი არ შემეძლო, მოულოდნელად კი მთელი სივრცე სინათლემ მოიცვა, მე გარშემო მიმოვიხედე და დავინახე როგორ იდგა საწყობის ცენტრში ნიკოლასი ხოლო მის ფეხებთან მუხლებზე მაიკლი და დანიელი.
-მეგონა უფრო ჭკვიანი იყავი ლიზი -ღიმილით მითხრა ნიკოლასმა
-მოდი გაგარკვევ მე დიანა მქვია და არა ლიზი
-როგორც გინდა ბიძაშვილო, იცი არ მეგონა თუ მოხვიდოდი
-სწორედ ეგ განსხვავებაა ჩვენს შორის მე უდანაშაულოების სიკვდილს ვერ დავუშვებდი
-დრამა არ გინდა დიანა
-მართალია, ჩვენ უკვე დიდი ხანია რაც სიკვდილთან ვცეკვავთ, დროა ყველაფერს ნათელი მოვფინოთ -მე იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და ვცდილობდი რომ შიში არ დამტყობოდა -შენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ნათელს ჰფენს იმას რომ დღეს ამ საწყობიდან მხოლოდ ერთი ჩვენგანი გავა ცოცხალი
-მართალია ძვირფასო და მე ვიზრუნებ რომ აქედან შენი გვამი გაიტანონ
-კარგი ნიკოლას მოდი დავილაპარაკოთ, მინდა ვიცოდე რატომ გძულვარ
-ამას როგორ მეკითხები შენ ყველაფერი მიიღე რაც მე მსურდა, თანაც ისე რომ არც კი გითხოვია
-საქმე ძალაუფლებაშია, მაშინ წაიღე მე ის არასოდეს მითხოვია, კარგად რომ მიცნობდე ეს გეცოდინებოდა
-დიანა შეიძლება ძალაუფლება არ გითხოვია მაგრამ ახალი ორლეანის საძმო მას შენს სიცოცხლეში სხვას არავის მისცემს
-ნიკოლას მე თავად გადმოგცემ ამ წყეულ ძალაუფლებას, თუმცა ეს რატომ უნდა გავაკეთო შენ ხომ ჩემი ოჯახის წევრები მოკალი
-აი ხომ ხედავ შენ არ გინდა ძალაუფლების დათმობა
-იცი ნიკოლას შენი პრობლემა რაშია, შენ ვერ ხედავ ნამდვილ ფაქტებს, შენ რომ ჩემთან მოსულიყავი და სიმართლე გეთქვა მე ჩემი ნებით მოგცემდი ჩემს ძალაუფლებას, მაგრამ არა შენ ძალადობა და მკვლელობა არჩიე ასე რომ ჩვენ იმ გზაზე განვაგრძობთ სიარულს რომელიც შენ აირჩიე
-ახლა ყველა კარტი გახსნილია, ნეტავ შენი თავი დაგანახა ახლა შენს თვალებში ნამდვილი ბოროტება მძვინვარებს
-სასაცილოა ნუთუ სხვა რამეს ელოდი, შენ და მამაშენმა მე ყველაფერი წამართვით, განა არ მაქ შენი სიძულვილის მიზეზი
-რადგან უკვე მთავარ სათქმელზე გადავედით, შენ მართალი ხარ ჩვენ ორი ამ სამყაროში ერთდ ვერ ვიცოცხლებთ ასე რომ დროა ჩემი კარტები გავხსნა -ნიკოლასი დაიხარა და დანიელსა და მაიკლს აკრული პირი გაუხსნა. შემდეგ იარაღი ამოიღო და მე შემომხედა-აი ასე დიანა ახლა ჩემს წინ შენთვის ძვირფასი ორი ადამიანია, შენ უნდა გადაწყვიტო რომელი იცოცხლებს -მოულოდნელად მაიკლს გულიანად გაეცინა
-მაგარია არ მითხრა რომ ეს არის შენი გრანდიოზული გეგმა
-სასაცილოს რას ხედავ მაიკლ? -მძვინვარებით ჰკითხა მაიკლს ნიკოლასმა
-იმას რომ დიანასთვის მე არაფერს ვნიშნავ, ის თვლის რომ უჩემოდ სამყარო უკეთესი იქნება -ამ სიტყვების მოსმენისას ნიკოლასი ნამდვილად გამხიარულდა
-ძვირფასო ბიძაშვილო მეგონა რომ გამბედაობა გეყოფოდა და სიმართლეს ეტყოდი
-რა სიმართლეზე საუბრობს დიანა? -მე არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, რადგან საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებოდი იმაში, რომ მაიკლის მიმართ რაღაცას ვგრძნობდი. არ შემეძლო ხმამაღლა იმის თქმა რომ მაიკლის დაკარგვა არ შემეძლო.
-მაიკლ დიანას შენს მიმართ გრძნობები აქვს
-ახლა ყველაფერი გასაგებია, თუ რატომ მკარი ხელი -წყენით მითხრა დანიელმა
-მოდი ოჯახური დრამები ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ -ნიკოლასმა იარაღი გადატენა -დიანა აირჩიე რომელი მოკვდება და რომელი იცოცხლებს -მე სკამიდან წამოვდექი და ნელა ნაბიჯით მივუხალოვდი ნიკოლასს -მართალი ხარ არჩევანი მე უნდა გავაკეთო -ნიკოლას ხელი მოვკიდე და იარაღის დამიზენება ვაიძულე -შენ ვერ მაიძულებ მათგან რომელიმეს არჩევას რადგან მე ნებას მოგცემ შურისძიება ბოლომდე მიიყვანო
-ეს მოულოდნელია, თუმცა სასიამოვნო, რას იტყვით ბიჭებო?!
-არ გაბედო მისთვის რამის დაშავება -ერთ დროულად დაიყვირა დანიელმა და მაიკლმა
-სამწუხაროდ ეს მისი არჩევანია -სანამ ნიკოლასი დანიელსა და მაიკლს ესაუბრებოდა, მე მას იარაღი ხელიდან გამოვგლიჯე -ვაუ ამას არ მოველოდი დიანა
-როგორც უკვე ვთქვი ნიკოლას ამ საწყობიდან მხოლოდ ერთ-ერთი ჩვენგანი გავა ცოცხალი -მე იარაღი ნიკოლას დავუმიზნე
-დიანა ეს არ გააკეთო, სისხლიანი ხელებით ცხოვრებას ვერ შეძლებ ეს შენ გაგანადგურებს, გთხოვ ნუ იზამ ამას -დანიელი მის დანდობას მთხოვდა, თუმცა მე მხოლოდ შურისძიებაზე ვფიქრობდი
-დამშვიდდი დანიელ ის კემბელია, როგორმე შეძლებს სისხლიანი ხელებით ცხოვრებას -თითქმის კმაყოფილებით თქვა ნიკოლასმა
-შენ მას არ იცნობ, მის გულში სიბნელის ადგილი არ არის-დანიელი ჩემს დაცვას განაგრძობდა
-ეჰ ჩემო მეგობარო, როგორ გეტყობა რომ დიანას არ იცნობ მის გულში იმაზე დიდი სიბნელეა ვიდრე რომელიმე ჩვენგანისაში, ის იმისთვის დაიბადა რომ საძმოს ლიდერი გამხდარიყო, შენი აზრით საძმოს მართვა სუფთა სულით შესაძლებელია?!
-დიანა შენ შეგიძლია დაუმტკიცო რომ ცდება, სწორად მოიქეცი და იარაღი დაუშვი -დანიელი კვლავ ჩემს გადარწმუნებას განაგრძობდა
-მე ერთხელ უკვე გავუშვი ის რამაც აქამდე მოგვიყვანა ახლა იგივე შეცდომას აღარ გავიმეორებ. მშვიდობით ძვირფასო ბიძაშვილო, სამყარო შენს გარეშე უკეთესი იქნება -მე იარაღი ნიკოლასს მკერდზე მივაბჯინე და ჩახმახს გამოვკარი, იარაღის შემაძრწუნებელი ხმაც გაისმა და ნიკოლასის უსულო სხეული ჩემს ფეხებთან დაეცა. მე იარაღი ჯიბეში ჩავიდე, მაიკლი და დანიელი გავათავისუფლე, თუმცა როცა დანიელს თვალებში ჩავხედე იქ მხოლოდ იმედგაცრუება, ტკივილი და ზიზღი დავინახე. მე არაფერი მითქვამს არცერთი მათგანისთვის, უბრალოდ ხელები გავუხსენი და უსიტყვოდ დავტოვე საწყობი.



№1 სტუმარი Guest bubu

diana da maikli ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent