პირველად რომ დაგინახე...(20)
*** დილა... საუკეთესო დილა ჩემ ცხოვრებაში. საერთოდ ყოველი დღე ესე უნდა დაიწყოს, საყვარელი ადამიანის გვერდით, ჩახუტებულმა უნდა გაიღვიძო და დღეც კარგად ჩაივლის... მაგრამ ეს დღე არ იყო ერთ-ერთი მათგანი... რადგან დღე კარგად იწყება, ეს იმას არ ნიშნავს რომ ასევე უნდა დამთავრდეს. მოდით პირდაპირ ნეგატივით არ დავიწყებ. ლევანს და მაქსიმეს საყვარლად ეძინათ, მემგონი ლევანს ის უფრო ყავდა მიხუტებული ვიდრე მე. მალე მეც მომაშორა ხელი და მაქსიმეს მიეხუტა. ამ დროს ტელეფონზე მესიჯი მომივიდა. სალომე იყო, მაგრამ გადავწყვიტე ლევანი მეეჭვიანებინა, რომ ცოტა გონზე მოსულიყო. ტელეფონს დავხედე და სიცილი დავიწყეე. მან წამით შემომხედა და შემდეგ ისევ ძილი გააგრძელა. შემდეგ კიდევ უფრო ხმამაღლა დავიწყე სიცილი, გავჩუმდი და ავდექი ვითომ დარეკვას ვაპირებდი. -სად მიდიხარ?-ძლივს გადაწყვიტა ხმის ამოღება. -მოვალ ხო...-სიცილი ძლივს შევიკავე და ოთახიდან გავედი. სალის ყველაფერი ვუთხარი და გავაფრთხილე ისე მელაპარაკე თითქოს ბიჭი ხარ თქო. და მაშინვე დამირეკა. -რავი შენ? -... -მეც მაგრა მომენატრე-თან სერიოზული ხმით ველაპარაკებოდი, რომ ვინმე დაქალი არ გონებოდა. მალე როგორც იქნა მივაღწიე იმას რაც მინდოდა და ისიც ოთახიდან გამოვიდა და კარს მიეყუდა. როგორ არ მინდოდა გამეხედა... მან ჩაახველა, მე არ გავტრიალებულვარ და ჩუმად გავიცინე. -ხო გნახავ აბა? რისთვის ჩამოვედი. -ლიზა ვის ელაპარაკები?-ჩემკენ წამოვიდა, გვერდი ამიარა და სამზარეულოში შევიდა. -მეგობარს. -რომელ მეგობარს? -მაცადე-შემდეგ სხვა ოთახში გავედი. ჭიქა ქონდა ხელში აღებული უცებ დააბრეხვა მაგიდაზე და ჩემკენ წამოვიდა სწრაფი ნაბიჯებით. -ლიზა რომელ მეგობარს?-ფაქტიურად დამარცვლა თითოეული სიტყვა. -ვაიმე აუცილებელია ყველაფერი გითხრა? მაპატიე შაკო, ორი წუთი-უცებ სალის სიცილი გავიგე ამ სახელის გამო და მაშინვე გავთიშე. -შა-კო? მომესმა? ვინ შაკო ლიზა? -ჩემი ძველი კლასელი. -არა, არანაირი შაკო ბაკო შენ კლასში არ გყავდა. ის შენი თემური, ალექსანდრე, გუგა... ყველა ვიცი მაგრამ არანაირი შაკო-უკვე ჭკუიდან იშლებოდა, მალე და ალბათ დამბრიდავდა. -ძველი... მე სხვა სკოლაშიც ვსწავლობდი ადრე. -და რატო ელაპარაკები ამ ტიპს? -ახლო მეგობარია არ შეილება? -მე რატო მიმალავ? -იმიტო რო ვიცი რო გაფსიხდები. უცებ მესიჯი მომივიდა,დავხედე და სალისგან იყო ,,შაკო რამ მოგაფიქრებინა გოგო?’’ და სიცილის სმაილები. -ვინ არის? ისევ ეგ?! -შშშ, ბავშვს გააღვიძებ. -რა ბავშვს გავაღვიძებ ლიზა!!! დროზე მანახე მესიჯი-ხელიდან გამომტაცა ტელეფონი და მესიჯს დააშტერდა. -ვერ გავიგე?- დაიბნა -ლევან-უცებ სიცილი ამიტყდა. -რა მოგაკითხეს უკვე? წავიდეთ ექიმთან?! ლიზა ამიხსნი რა ხდება? სიცილს ვერ ვწყვეტდი. რომ დაგენახათ მისი სახე თქვენც მოკვდებოდით. -არავინ არაა ეს შაკო, მოვიგონე უბრალოდ რომ ყურადღება მოგექცია. -მოიგონე? აბა ვის ელაპარაკებოდი. ხმა მესმოდა. -სალი იყო, მაქსიმეს რო ეხუტებოდი ვიფიქრე ცოტა ნერვებს ავუშლი თქო. -აუ როგორ გაკლია-ტელეფონი მაგიდაზე დადო-ანუ შენ ფეისბუქში, ტელეფონში და საერთოდ ყ ვ ე ლ გ ა ნ რომ მოვძებნო ვერანაირ შაკოს ვერ ვიპოვი. არანაირი შაკო-კიდე მეცინებოდა-მიპასუხე! -არა, არანაირი შაკო ხო-გამეცინა და ჩავეხუტე, მან მომიშორა და სამზარეულოში გავიდა. -ხოდა ძაააან კაი!!! ალექსის ნომერი დამრჩა-კარისკენ გავიქეცი, გამომეკიდა და ხელში ამიყვანა. -აბა ვისი ნომერი დაგრჩა მაგასაც ვნახავთ-გამიღიმა და შემდეგ მაკოცა-ვისაც არ უნდა დაურეკო, ჩათვალე აქ რო ფეხი მოადგას რო დაბრედილია. -სალისაც? -სალის ისედაც დავბრიდავ რო მოვა, მარა ბიჭებს უფრო დაერხევათ. ყურადღება გინდოდა ხო?-კიდე მაკოცა, უცებ ზურგზე რასაც ქვია გადამიდო და სამზარეულოში შემიყვანა და სკამზე დამსვა. მე კიდე მეცინებოდა. -მაიმუნი ხარ, მასხარა ლიზა, მასხარა! -აბა მაიმუნიო?! -მასხარაც. -პინგვინი არ შეილება? -არა, პინგვინები საყვარლები არიან. -მეც საყვარელი ვარ. -არა. -ეეე. -პინგვინი მაქსიმეა. -მაქსიმეზე მაეჭვიანებ? -შენ ხო მაეჭვიანე გამოგონებულ შაკოზე. -გამოგონებულ... -ხო, ლიზა იმ გამოგონებული შაკოსთვის აჯობებს რომ გამოგონილი იყოს. -ხო. დღეს რას ვაკეთებთ? -არ წახვალ კინოში შაკოსთან? -კაი, გეყო ლევან. მაპატიე, მე სასაცილოდ მომეჩვენა, შენ კიდე უჟმური სახით ხარ დილიდან რაც გაიღვიძე. -ხო... ლიზა, მიხარია რომ კარგ ხასიათზე ხარ, მაგრამ უნდა გაგიფუჭო. -არა, არ გაბედო. არაფრის მოსმენა არ მინდა. -მაშინვე გეტყვი. -არა! ყურებზე ხელის აფარებაც ვერ მოვასწარი რომ მითხრა -დღეს ჩემები მოდიან. -არა! არა! არა! და არა! გამოგონებულ შაკოსთან მირჩევნია კინოში წასვლა. -ლიზა, გთხოვ. ბოდიშის მოხდა უნდათ. -ბოდიშის მოხდა უნდა მამაშენს?! რისთვის?!!! რომ ცხოვრება გამიმწარა? ლევან მესმის, შენც დაიტანჯე მაგრამ მეც მომიკვდა დედა, მე პატარაობიდან ვიტანჯები და მკვლელობა უსაფუძვლოდ არავისთვის დამიბრალებია. -საფუძვლიანად ვინმეს დააბრალე? -კიდე ხუმრობის ხასიათზეა, სამწუხაროა, მაგრამ მე არა. -მაქსიმეც უნდა ნახონ. -მაქსიმე ნახონ, მე აქ არ ვიქნები. -სად იქნები? -სალისთან. -ლიზა, გთხოვ. -რას მთხოვ? არა! გესმის?!! თუ არ გინდა რომ დღეს აქ მართლა საშინელება ჩავიდინო, გირჩევნია შენებს არ შემახვედრო. -ოდესღაც მაინც მოგიწევს მათი ნახვა. -არ მომიწევს, თუ არ მომინდება. -ლიზა, ეხა უნდა მახვეწნინო თუ ისევ ძველებურად დავიწყო ყვირილი და ღრიალი. რატომღაც მოქმედებდა. -განსხვავება ის არის ჩემო ლევნა რომ აღარ მეშინია და რამდენიც გინდა იმდენი იღრიალე, თუ გინდა იმდენი იყვირე რომ ხმა ჩაგიწყდეს, მაინც . არა, გესმის? -პატიება არ შეგილია? -იცი მამაჩემი როდესაც აპატიებს ამათ ყველაფერს, მერე ვილაპარაკოთ. -შეხვდნენ უკვე მამაშენს. -რა? -პირველ რიგში მას მოუხადეს ბოდიში, ახლა შენი და მაქსიმეს ნახვა უნდათ. -რა? და მე არავინ არაფერი მითხრა? მამაჩემმა აპატია? -აპატია. წამით დავფიქრდი... მაგრამ... მე არ მინდოდა და არ ვაპირებდი ამ ადამიანების ნახვას, მათგან საკმარისად ვიყავი უკვე დამცირებული. -არა. -შენი არ მესმის, მამაშენს პრობლემა არ აქვს უკვე ამ ყველაფერთან, არა მგონია ის 1 თუ 2თვე ჯოჯოხეთში გეცხოვრა... -მაპატიე?!! კიდე ამას ვიწყებთ?! გაგახსენო ჩემი საშინელი შრამი შუბლზე? მამაშენმა როგორ გამარტყა სახეში?! ან შენი და როგორ მელაპარაკა?!! ან ის ფაქტი როგორ ვიყავი მიბმული საწოლზე და წარამარა მთიშავდი?!! ლევან მე მახსოვს, დებილი არ ვარ. ყველაფერი მახსოვს. უცებ ისევ თავბრუ დაეხვა და მაშინვე სკამზე ჩამოჯდა. -ლევან, ლევან?!-მივვარდი და მისი სახე ხელებში მოვიქციე, უცებ წყლის ჭიქა შევასხი და გამოფხიზლდა-რა დაგემართა?! სასწრაფოში დავრეკავ. -არანაირი სასწრაფო.. კარგად ვარ. -აბა გული წაგივიდა! -გული წამივიდა არა ის, ლიზა კი არ ვარ. ნორმალურად ვარ, ლიზა მომეშვი. -არა, ეს ადრეც მომხდარა. -არ მიჭამია უბრალოდ არაფერი, ექიმი ვარ და უკეთ ვიცი. გააგრძელე, რაღაც ძალიან კარგად მიყვიროდი და ისე რომ წამით არ დაფიქრებულხარ, გეგონება მთელი ცხოვრება ელოდებოდი რომ მეთქვა ეს ყველაფერი და შენც გეჩხუბა ჩემთვის. ამიტომ დაამთავრე რასაც ამბობდი და დაისვენებ. -არა... -ლიზა, მაინტერესებს, აბა დაამთავრე. -ჩხუბი არ მინდა. -სამწუხაროდ გვიანია. -უბრალოდ... არ მინდა მათი ნახვა. -გასაგებია... რადგან მათ ვერ აპატიე, ესე იგი მეც ვერ მაპატიე-ადგა და საძინებელში გავიდა. ზოგჯერ რომ გამაჩეროს ხოლმე არ შეულია? ამჯერად მეთითონ ვაღიარებ რომ ზედმეტი მომივიდა. მაგრამ... მასაც არ ესმის ჩემი... შეილება ეგოისტი ვჩანვარ, ვჩანვარ კი არა ალბათ ვარ კიდეც. არ განმსაჯოთ... საქმე ამაში არ იყო. ლევანს მე ეს ყველაფერი დიდი ხნის უკან ვაპატიე... და სიმართლე გითხრათ, მე არა მგონია რომ ლევანს ჯეროდა ის ყველაფერი რაც მამაჩემზე უთხრეს... ჯეროდა კი არა ის რეზისთან ერთად ცდილობდა მამაჩემის პოვნას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ამიტომ ლევანს ჩემი საპატიებელი არაფერი არ ჭირდა, რა თქმა უნდა იმ შრამის გარდა შუბლზე. ხოლო მამამისმა რაც ჩემ ოჯახს გაუკეთა... იცით ოჯახს როცა ვამბობ მინდა წარმოვიდგინო, დედა, მამა და მე, ან ჩემი უფროსი ძმა. სულ ვოცნებობდი უფროს ძმაზე, პატარაობაში. ახლა კი დედაზე ვოცნებობ. ლევანს ესმის ჩემი ტკივილი, იცის რა რთულია უდედოდ გაზრდა. ვიცოდი რომ მან მართლა ბევრჯერ ინანა ძალიან ბევრი მომენტი როდესაც მან გული მატკინა, მაგრამ მამამისსზე იგივეს ვერ ვიტყოდი, ის იყო ცხოველი, მანიაკი... არასამაგალითო ადამიანი არავისთვის. სამწუხაროდ ლევანი მას წააგავდა, მაგრამ ისეთივე ცხოველი არ იყო. ყოველთვის მიჭირს ბოდიშის მოხდა... არ ვიცი ამ დროს როგორ მოვიქცე ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტე სალი მენახა, თბილისში რაც ჩამოვედი იმის შემდეგ ერთხელ ვნახე, ეგეც და რეზიც და შემდეგ ისევ გავფრინდი. ჩანთას დავავლე ხელი და კართან გავედი. ამ დროს ლევანის ხმა გავიგე. -სად მიდიხარ. -ნუ ნერვიულობ, გაქცევას არ ვაპირებ. -ლიზა, რამდენჯერაც ვიჩხუბებთ იმდენჯერ გავარდები სალისთან საჭორაოდ? თუ რეზისთან? ისინი რჩევას მოგცემენ და შენც მოხვალ და ბოდიშს მომიხდი? მერე მე გაპატიებ და დავივიწყებთ, მათ გარეშე ვერ აგვარებ ხო ვერაფერს? იცი, არ მინდა შენი პატიება-ნელ-ნელა წამოვიდა ჩემკენ-არასდროს არ მინანია ის ფაქტი რომ მოგიტაცე, არც მაშინ, არც მერე და არც ახლა არ ვნანობ. არასდროს არ გაგიშვებ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება იმაში რომ შენ აქ დარჩები, ჩემი დაძალების გარეშე. მაგრამ თუ ოდესმე გადაწყვეტ წასვლას, ჩათვალე რომ ჩემი ცხოვრება დამთავრებულია. ეხლა შეგილია წყნარად გააღო კარი, გახვიდე გარეთ, გაერთო და ისე მოიქცე თითქოს მეც მაგრა მკი*ია ეს ყველაფერი. კარი მივხურე და მისკენ შევტრიალდი, ის შედარებით მოშორებით იდგა. -არ გინანია? არც ერთი წამი? -არა. -იცი რა არ მინანია? -გაქცევა. -გეთანხმები. -იგივეს აკეთებ, ლიზა რა გინდა? ყვირილი რო დავიყო? ჩამოყალიბდი და მერე ვილაპარაკოთ ისევ ორი წლის ბავშვივით იქცევი-უკან გატრიალდა, მაგრამ გავეკიდე, გზა გადავუღობე და შევაჩერე. -ბოლომდე არ მისმენ. რომ არ გავქცეულიყავი, ვერც მივხვდებოდი როგორ მიყვარდი. -მართლა. სასაცილოა. -არ გეღადავები. ღრმად ამოისუნთქა და ხელები თავზე შემოიწყო. შემდეგ კი ჩამოჯდა. -ლევან მაპატიე. -ლიზა რაღაც უნდა გითხრა. -არა, მართლა ძაან ეგოისტურად ვიქცეოდი, ვიცი შენ სულ... ცდილობდი რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წაგეყვანა, მაგრამ მე... სულ გეწინააღმდეგებოდი და... -არა, ლიზა. მე გამომყავს შენში ყველაფერი ცუდი რაც არსებობს და ეს მაგიჟებს. მე რომ არ ვყოფილიყავი... შენ ესეთ დღეში არ იქნებოდი... ლიზა რაღაც უნდა გითხრა და გთხოვ მომისმინე. -არა, ჯერ მე... -ლიზა სიმსიმნე მაქ. *** ვიცი პატარა თავია, მაგრამ ეს დღეები სხვაგან ვიყავი წასული და კომპიუტერი თან არ მქონდა, შემდეგ თავში დავასრულებ გპირდებით. <3 ყველანაირად ვეცდები რომ ხვალისთვის მზად იყოს, მაგრამ მინდა რომ დიდი გამოვიდეს ამიტომ შეილება ზეგამდე გაიწელოს ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ყველას მოთმინებისთვის. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.