შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს(მეოთხე თავი)
აჩი ამ ფიქრებში იყო გართული ,როდესაც ჩაძინებულ ემილიას გამოეღვიძა და განათებულ ტელეფონს დახედა,შემდეგ აჩის გადახედა და უხერხულად შეიშმუშნა. -შენი შეყვარებულია?(უარყოფითი პასუხის მოლოდინში მოუთმენლად გადაულაპარაკა ემილიას) -ვინ? -(თითით ანიშნა აჩიმ ტელეფონის გარეკანზე,რასაც ემილიას შეწუხებული გამომეტყველება და დანაღვლიანება მოჰყვა) -აა ესს?არც შემიმჩნევია , რომ კიდევ ეს სურათი მიყენია (მწარედ ამოილაპარაკა და ტელეფონი გამორთო) -შეყვარებულია?(ისევ გაუმეორა აჩიმ კითხვა, თუმცა პასუხად მხოლოდ სევდიანი ღიმილი მიიღო და ამიტომ შეეშვა ამ თემაზე საუბარს და შეეცადა ,რომ სასაუბრო თემა შეეცვალა)ოჯახი არ გყავს?ან ვისთან ერთად ცხოვრობ?....(საუბარი არ ჰქონდა დამთავრებული ,რომ ემილიამ შეაწყვეტინა) -რაში გაინტერესებს ჩემი ოჯახური მდგომარეობა?ამ თემაზე არავისთან ვსაუბრობ და მითუმეტეს შენთან ,ასე რომ გთხოვ შემეშვი და შენს საქმეს მიხედე(მკაცრი გამომეტყველებით გადაულაპარაკა აჩის) -ასეთი უხეში რატომ ხარ? -ასეთი ვარ.ვერ შევიცვლები. ირონიული ღიმილი სტყორცნა აჩის და ყურსასმენები ისე მოირგო ,რომ პასუხს არც დალოდებია .აჩიმაც დაძნება სცადა.8 საათი უნდა ეფრინათ და ცოტა დამშვიდდებოდა მაინც ,მაგრამ ეს მხოლოდ უშედეგო მცდელობა იყო და სხვა არაფერი.მხოლოდ ემილია და მისი ლურჯი, ზღვისფერი, იდუმალი და თან სევდიანი თვალები უტრიალებდა თავში.ეს გოგო ძალიან აფიქრებდა ,არ იცოდა მისი ასეთი სიცივის და უხეშობის მიზეზი.პირველი ადამიანი იყო ვინც ასე ჩააფიქრა აჩი და პირველი იყო ვინც მას საფიქრალი გაუჩინა. ეს 8 საათი აჩის საუკუნედ მოეჩვენა .როგორც იქნა ჩაფრინდნენ მილანშიც .აჩიმ ემილია და მისი ჯგუფი დანიშნულების ადგილზე მიიყვანა და სიტუაციაც გააცნო. ჩასვლისას მათ ერთი სასიამოვნო ხანში შესული ქალი მიეგება. -აჩი ,ძვირფასო.როგორ გიკითხო?ბ-ნი ნოდარი როგორ არის?თქვენი საქმეები როგორ მიდის?(მოუთმენლად დააყარა აჩის კითხვები იმ იტალიური დიალექტით ,რომელზეც ემილია გიჟდება) -კარგად ვართ და ჩვენი საქმეებიც საკმაოდ კარგად მიდის.გაიცანით ეს ემილია დონღვანია.აქ მისი ნამუშვებრების საჩვენებლად ვართ ჩამოსული.(მომხიბლავი ღიმილით უამბობდა აჩი) -სასიამოვნოა შვილო.როგორ ხარ?თუ წინააღმდეგი არ ხარ შეიძლება შენი ნამუშევრები ვნახო? -ქალბატონო ელზა,მან იტალიური არ იცის დაა......(სიტყვა არ ჰქონდა აჩის დამთავრებული, როდესაც ემილიამ სასიამოვნო ხმით და გამართული იტალიურით მიმართა ქ-ნ ელზას) -დიახ ქალბატონო ელზა,წინააღმდეგი არ ვიქნები .პირიქით მოხარული ვარ თუ დაგაინტერესებთ ჩემი ნამუშევრები(აჩის გაოცებისგან პირი ღია დარჩა)ემილია და აჩი უკან გაჰყვნენ ქალს . -იტალიურიც გცოდნია -დიახ ვიცი.და რატომ გაგიკვირდა ? -რავი რომ არ გითქვამს -არ გიკითხავს და იმიტომ არ მითქვამს -ოო თორემ რამეს ,რომ გეკითხები ისეთ სასიამოვნო პასუხს მცემ რომ სიამოვნებისგან რა ვქნა აღარ ვიცი.(ამდენი ხნის მერე ემილიას გაეღიმა, რაც აჩის მხედველობიდან არ გამოჰპარვია და მისი ლამაზი და მიმზიდველი ღიმილი უმალ დააფიქსირა) -(როგორ უხდება ღიმილი ამ საზიზღარს.უნდა გავარკვიო მისი ასეთი ხასიათის მიზეზი,უეჭველი რაღაცაშია საქმე) ელზამ მიიყვანა ადგილზე და შეუდგა ემილიას ნამუშევრების დათვალიერებას.აღფრთოვანებული დარჩა იმდენად დახვეწილი იყო ყველაფერი და საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა ემილიას მიმართ -ყოჩაღ შვილო.ძალიან ორიგინალურად და მომხიბლავად გაქვს წარმოდგენილი შენი ნამუშევრები.კარგი მოემზადეთ ,ეს ტანისამოსი და აქსესუარები კარგად შეინახეთ(ღიმილიანი სახით ურჩია ემილიას და გასასვლელისკენ გაემართა .იქვე იდგა არჩილიც და მისი დანახვისას ელზამ მიმართულება შეცვალა). -კარგი გოგოა აჩი.(ღიმილით უთხრა ელზამ) -ვერ გავიგე? -კარგი რა .დაგინახე როგორც უყურებდი.არ გაუშვა ხელიდან.ძალიან ლამაზი და ნიჭიერი გოგონაა. -ეჰჰ(უსიამოვნოდ ამოილაპარაკა აჩიმ და სევდიანი მზერა მიაპყრო ელზას) -რა მოხდა? -ზედმეტად რთული ადამიანია -ერთი რამ დაიმახსოვრე ,რთულ ადამიანებად არ იბადებიან.ცხოვრება ხდის ადამიანს რთულს. ნუ დაუსვამ სხვას გამოუსწორებელ დიაგნოზს. გაარკვიე მიზეზი და რაც ყველაზე მთავარია გაუგე მას. კარგი გოგოა კარგი.მე წავედი შეხვედრამდე. წასვლამდე შეგეხმიანებით აუცილებლად. -(აჩიმ მხოლოდ თავის დაკვრით გააცილა და მის ნათვამზე ჩაფიქრდა.მიხვდა, რომ ეს ქალი მართალი იყო.შეუძლებელია ადამიანი სიცილს გადაეჩვიოს.) ჩვენება საღამოს იმართებოდა . მთელი იტალიის და არამარტო იტალიის ნაღები საზოგადოება იკრიბებოდა ამ ჩვენებაზე. ემილია ულამზესი იყო.მხილველს აუცილებლად დაატყვევებდა. ლურჯი,ტანზე მომდგარი ,გრძელი ,მუხლთან ჩაჭრილი კაბა ეცვა.თმა აწეული და საღამოს მაკიაჟი ისედაც მშვენიერ ქალბატონს უფრო ამშვენებდა .მისი ლურჯი თვალები ვარსკვლავებივით ელავდნენ. აჩიც არანაკლებ მიმზიდველად გამოიყურებოდა.შავი შარვალ-კოსტუმი და მისი ნავარჯიშები სხეული(ღმერთო რა ბიჭია).მწვანე თვალები ეშმაკურად უციმციმებად.ემილიას დანახვაზე ფეტვის მარცვალივით დაიბნა.იმდენად ლამაზი იყო ემილია ,რომ შეუძლებელი იყო არ მოგწონებოდა .ისედაც საგონებელში ჩავარდნილი ბიჭი სულ უფრო დაიბნა და რა ექნა აღარ იცოდა,მაგრამ მოახერხა თავის ხელში აყვანა და ემილიასკენ გაემართა -ძალიან ლამაზი ხარ.(უთხრა და ფეხებიდან კიდევ ერთხელ აათვალიერა ეს მშვენიერი არსება) -მადლობა .(ამოილაპარაკა და გაემართა ადგილისკენ.აჩი კი ისევ ისე ,როგორც სჩვევია გაშეშებული დატოვა) -რა უხეშია. (თავი გაიქნია და უკან გაჰყვა) ორივე მოკალათდა ადგილზე და ჩვენების დაწყებას ელოდნენ.ყველამ წარადგინა ნამუშევარი და ემილიას სამოსი ხურავდა ჩვენებას.დასრულების შემდეგ ერთადერთი განხილვის საგანი ემილიას ტანისამოსი იყო. ყველას ძალიან მოეწონა მისი ხედვა სიახლის და ზოგადად სილამაზის მიმართ.ზოგს არ მოეწონა მაგრამ იმას კი ყველა ამბობდა სხვანაირი და გამორჩეული იყოო.დაფინანსება და სხვა ჩვენებებზე მოსაწვევებიც მიიღო მათმა კომპანიამ და უკან ამ დიდი წარმატებით დაბრუნდნენ. აჩიმ მიიყვანა სახლში ემილია და დაიწყო ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში. -ემილიაა მოხვედი?როგორ მომენატრე(კარის გაღებისას უეცრად მოეხვია ნინი დაიკოს) -ჩემო სიხარულო.როგორ ხარ?(მოესიყვარულა დას ემილია) -ემილიიაააააა .(ერთი შეჰკივლა მარიმ და დაქალისკენ გაიქცა)როგორ ჩაიარა საქმეებმა?ჰე მიდი მოყევი .ვეღარ ვითმენ(მოუთმენლად გადაულაპარაკა მარიამმა) -შემომიშვით სახლში ჯერ და ყველაფერს მოგიყვებით. -ჰო,ჰო შემოდი .(ჩანთა გვერძე გადადო ემილიამ და დივანზე დაესვენა) -მოყვები თუ არა?(უსიამოვნოდ შეჰკივლა ნინიმ) -რა მოხდა და მოეწონათ ჩემი ნამუშევრები ძალიან და ერთმა კი არა რამოდენიმე კომპანიამ მიგვიწვია ჩვენებებზე თავიანთი დაფინასებით.(ჩვეულებრივი გამომეტყველებით მოუყვა ყველაფერი დაწვრილებით) -დედაა როგორ უხარია.შეხედე ნინი! სიხარულისგან ხტუნავს ისეთი გახარებულია(ირონიულად ამოილაპარაკა მარიამმა და ნინისთან ერთად ემილიას ხასიათზე წუწუნს შეუდგნენ) -გეყოთ რა..საჭმელი რა გვაქვს?შეფ-მზარეულო მომიმზადე რამე რა. -ახლავე უფროსო(სიცილნარევი ხმით უთხრა დაქალს) ემილიამაც კარგად წაიხემსა და მუშაობას შეუდგა -გოგო ახლა ჩამოხვედი და შეასვენე ეგ ტვინი, თორემ გადაგეწვება -თვითმფრინავში რამოდენიმე ახალი იდეა მომივიდა და უნდა გადავიტანო ფურცელზე სანამ დამავიწყდება და შემოდგომის კოლექცია გასამზადებელი მაქვს . -ანუ სეზონების მიხედვით გაქვს მიწვევა? -ხოო. -აუ ძალიან მაგარია .მალე ესეიგი ძალიან წარმატებული დიზაინერი გახდები -იმედია.(ამოილაპარაკა ემილიამ და მუშაობას შეუდგა) *აჩი* სახლში მივიდა და მაშინვე ერთადერთ და განუყრელ ძმაკაცს დაურეკა -ალო პუწკუ.როგორ ხარ?ეეე მოიცა საქართველოს ნომრიდან რეკავ?უკვე ჩამოხვედი ესეიგი.სად ხარ?სახლში ხარ?(ერთი ამოსუნთქვით მიაყარა კითხვები) -მოდი ჩაისუნთქე ერთი ღრმად და ჩემთან გაჩნდი -ახლავე მბძანებელო.5 წუთში თქვენი სასახლის კართან ვიდგები ,თქვენი მონამორჩილი ნიკა ესებუა. -ბევრს ტლიკინე.გელოდები(სიცილით უთხრა და ტელეფონი გაუთიშა)ამას რა გააჩუმებს მართლად ხუთ წუთში ზარის ხმა ისიმის.გაუჩერებლად რეკს . -რა იყო ბიჭო.გამიყრუვდა ყურები.ველური ხარ რა. -აბა ცუნცულ .მოყევი რა მოხდა?შეაბი ის ლამაზმანი ემილია? -შევაბი?გაჩერდი რა ადამიანი თუა ეჭვი მეპარება უკვე.ძალიან უხეში და ცივია.აუ გუშინ იცი რა ლამაზი იყოო.თვალი ძლივს მოვწყვიტე -შენ ნორმალური თუ ხარ.ცივი იყოო არ მიკარებდაო და ეს რა ლამაზი იყოო. -ტელეფონზე ვიღაც ბიჭის სურათი უყენია. -შეყვარებული ჰყავს?აჰა ესეიგი ამიტომ არ გიკარებს? -არ ვიცი,მაგრამ არამგონია.სურათზე როცა ვკითხე გამომეტყველება შეეცვალა და ასე თქვა კიდე ეს სურათი მიყენიაო..არ ვიცი მაგრამ შეყვარებულს ღიმილით არ იხსენებენ?მას კი უსიამოვნოდ შეეცვალა სახე და თითქოს ზიზღიტ გაუკრთა თვალები. -რეებს ბოდავ?იმდენად წახვედი ოცნებებში ,რომ უკვე ამ დონემდე მიხვედი?გაგიჟებულხარ შენ სულ -არა მართლა გეუნები.ამ გოგოს რაღაც გადახდა თავს.უნდა გავარკვიო რა.(უთხრა აჩიმ ნიკას და ჭიქა წყალი მოსვა) _____________________________ ცოტა პატარა თავია ,მაგრამ უკვე სიმართლე გითხრათ აღარ ვიცი ღირს თუ არა ამ ისტორიის გაგრძელება.ასე მგონია არავინ კითხულობს და არც გაინტერესებს.იაქტიურეთ ,რომ გავიგო რამ მაქვს ხარვეზი და რა კარგი.(ალბათ შევწყვეტ ამ ისტორიას) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.