შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტას ბრალია(თავი მეორე)


10-07-2017, 00:09
ავტორი blue witch
ნანახია 1 768

-დედაა!-ხმამაღლა დაიჭყივლა სახლში ასათიანის პაციენტივით შევარდნილმა ნინემ.
-რა გაღრიალებს შვილო!-ბლინების ჯამით გამოვარდა ქეთო.
-რატომ არ მითხარი ასეთი კანფეტი შვილი თუ ჰყავდათ იმ ჩვენს შტერ ნათესავებს?!-ქაქანით ჩამოჯდა სამზარეულოს სკამზე.
-რა კანფეტი?!-თვალები გადმოკარკლა დედამ.
-რადა...-გოგომ ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მერე მთელი ისტორია დეტალურად მოჰყვა.-მოკლედ, აი ასე იყო, შეშინებული გამოვვარდი.
-ვაი შე დებილო შენა!-თავში ჩაუტყაპუნა ქეთევანმა.-ყველგან და ყოველთვის ასეთი დაბდურა უნდა იყო?!
-ჰო, ეგ ნამდვილად შტერულად გამომივიდა.-ფილოსოფიურად განაცხადა ნინემ, თან შეღებილი წარბები უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.
-ოფ, სხვა ყველაფერი ხომ იცოცხლე, აინშტაინი, რომ დაგიდგება ისე შეასრულე.-დასცინა ქეთომ.
-კარგი რა დედა! დავიბენი, რა ჩემი ბრალია!-აბუზღუნდა ნინე.
-რამ აგახუნტრუცა ამხელა ქალი?!
-სიმპატიური ბიჭი იყო, თან ლურჯთვალა და ქერა.-შეესიტყვა ნინე.
-კარგი, კარგი! არ გამოვა შენგან შვილო არაფერი! მოდი, სუფრა მაინც გამაწყობინე!-სიცილით წამოდგა ქთევანი.
-შენ ხო არდაასვენებ ადამიანს დედა!-ჩაიბურტყუნა გოგონამ და ბაღში გასატან თეფშს დასწვდა.
-ფრთხილად, არაფერი დაამსხვრიო! სხვათაშორის ჩვენთან მოდიან და შეიძლება ეგ ბიჭიც გვესტუმროს.-დაადევნა დედამ.
-ჰა?! რა?!-დაფაცურდა ნინე, ფეხი აუსრიალდა და კარის წირთხლს აარტყა თავი.-ვაიმე!-დაიგმინა გამწარებულმა.
-ნელა, ნინეე, ნელაა!-ხელები აიქნია.-დაწყნარდი და ნუ ტინკიცებ! ჩვენი ნათესავია გაიგე?! შორეულიც ნათესავია!
-დიტოც მოვა?!-სხვა თეფშებს დაეჭიდა გოგო თან ჩუმად დაამატა.-რანაირი ნათესავია დედაჩემო?! ბუზის ბეჰემოთად გადაქცევა ქვია მაგას!
-ვინ დიტო? მე მახსოვს ლალის ბიჭს გიორგი ჰქვია.-გაუკვირდა ქეთოს.
-არა, ზუსტად მახსოვს დიმიტრი ერქვა, დიმიტრი...
-ჰო, ალბათ უმცროსს ჰქვია დიმიტრი, წადი ეხლა დროზე გაიტანე ესენი ბაღში და მერე გავემზადოთ.-შეაწყვეტინა დედამ. ნინესაც აღარ გაუგრძელებია ტლიკინი გიჟივით გადაირბინა კორიდორი, ერთი სული ჰქონდა კერძებით დაზვინულს, ჭურჭელი საღ-სალამათი მიეტანა ადგილზე.
**************************************************************************************************************************************
-კი მაგრამ რა სიკვდილი ჩავიცვა?!-გარდერობის კარი მიაჯახუნა ნინემ.
ცისფრად შეღებილ, თეთრი ავეჯით გაწობილ ოთახში იდგნენ. ნინეს ძალიან უყვარდა აქაურობა. მას შემდეგ რაც ნიტა წავიდა, მარტო ძილსაც მიეჩვია და სხვა კუთხით შეხედა თავის ოთახს. ერთ კედელზე მიწყობილი სათამაშოები მისი ბავშვობის გადმონაშთს წარმოადგენდა.
თუმცა, ახლა ისეთ ხასიათზე იყო, ვერაფერი ვერ უკეთებდა გუნებას.
-საწყალო, ერთი აქლემის საპალნე ტანსაცმელი გაქვს მეტი კი არა შე საცოდავო!-ვითომ დანანებით მიუგო ქეთევანმა.
-მგონი, რომ დავბერდები წიგნს დავწერ, სათაურით:“რა უნდა ჩავიჯაჯოთ მაშინ, როდესაც საოჯახო შეკრებას ვაწყობთ.“ -საკიდები მისწი-მოსწია გოგომ, რამდენიმე მათგანი დალეწა კიდეც.
-დამაცადე, დამაცადე რა! შენ ხომ ვერაფერს ვერ გააკეთებ შენით!-წუწუნით მიუახლოვდა დედა ნინეს, ტანსაცმელში ხელი მოაფათურა და ერთ-ერთი ვარდისფერი მატერია გამოძრო.-აბა, ამაზე რას იტყვი?!
-რა უჭირს,-ტუჩი მოიკვნიტა ნინემ. კაბა მუხლებამდე სიგრძის იყო, ღია ვარდისფერი, ნუშის ყვავილისფერი უფრო ეთქმოდა, მკერდზე მჭიდროდ მომდგარი და საკმაოდ მსხვილი სამხრეებით.-აუუ, დედაა არ მინდა!
-ნინე, ეხლა დროზე ჩაიცვი და გაემზადე თორემ სულ ერთია, ცემაში ამოგხდი სულს!-თვალები გადმოკარკლა, მუშტი მოუღერა და კბილები დაკრიჭა ქეთომ.
-მოვიდეს ვალერი!-ტუჩები გადმოაბრუნა გოგომ.-დაიცადე ვუთხრა!-მუქარით შეღებილი შეკრა წარბები.
-მამაშენის გათამამებული ხარ შენ!-ქოთქოთით გავიდა ოთახიდან.
-რას მელაპარაკები!-მანჭვა-გრეხით წარმოსთქვა ნინემ და შებრუნებულ დედას ენა გამოუყო.
-ნუ იჯღანები! სარკეში გხედავ!
-ოოო,-ჯვაროსნების დროშასავით აიქნია კაბა და თმიდან სარჭების გამოძრობას შეუდგა.
************************************************************************************************************************************
-მამი, ფერიას გავხარ ნინეჩკა!-გულში ჩაიკრა ვალერიმ საყვარელი შვილი.-ვინმე ხომ არ გაბრაზებს?!-გრძელ, ჟღალ კულულებზე ჩამოუსვა ხელი.
-კი, მაბრაზებს,-თვალებ მოჭუტა ნინემ.
-ვინ?
-დედა!-კბილებს შორის გამოსცრა გოგონამ.
-ჩამშვებო!-გამოსძახეს სამზარეულოდან.
-მოვაგვარებ, არ ინერვიულო!-შეთქმულივით უჩურჩულაკაცმა.
-ჰა ეხლა, მოვიდნენ სტუმრები, დასხედით!-ისევ ქეთოს ხმა იყო.
ნინე მამას ბაღში გაუძღვა და ადგილი ბიძა-ბიცოლას შორის დაიკავა. მისი მეორე ბიძა აქ არ იყო, სამაგიეროდ ბიცოლა და ბიძაშილლი თათია მოსულიყვენენ. სუფრასტან ადგილს იკავებდა ნინეს გაუთხოვარი მამიდაც და ახალგაზრდა ქერათმიანი დეიდაც.
ოჯახს ყველაზე მეტად ლუკა და ნიტა აკლდნენ, ნინეს უმცროსი და-ძმა. ლუკა ცალკე ცხოვრობდა, ნიტა კი იშვიათად მოდიოდა სახლში, რაც ერთი მხრივ კარგი იყო, რადგან მონატრებულზე ძველი წყენა ავიწყდებოდათ და ერთად შეკრებულები აღარ ჩხუბობდნენ, მაგრამ საკმარისია ორ კვირაზე მეტი ერთჭერქვეშ გაეტარებინათ, სასაცილო კინკლაობა ისტერიკულ ჩხუბში გადასდიოდათ ხოლმე. ამიტომაც, დისტანციას ინარჩუნებდნენ.
მალე სუფრასთან სხვებიც გამოჩდნენ, მათ დანახვისას გაოცებულმა დედამ სალათიანი ჯამი კინაღამ ძირს დაანარცხა.
-ლალი! როგორ მომენატრეთ! არ მეგონა თუ მოხვიდოდით!-გახარებული გადაეხვია ფაშფაშა ქალსა და მაღალ მამაკაცს.-მიდი, დასხედით!-ხელით იხმო სუფრისაკენ.
ქეთო ჯერ ისევ აქეთ-იქით დარბოდა, როცა ბიძიას სამსახურიდან დაურეკეს და ბოდიშის მოხდით დატოვა იქაურობა, ბიცოლასაც აღარ სურდა დარჩენა და ქმარს გაჰყვა. ქეთევანი უკვე დაჯდომას აპირებდა. მაგრამ ახლა თათიას მოუწია სუფრის დატოვება, მისი შეყვარებული მსუბუქ ავარიაში მოყოლილიყო.
-ნინე, მალე გნახავ. ქეთო ბიცოლა არ გამიბრაზდე კარგი?! რომ არ მივიდე ცუდად გამოდის, უბრალო ნაკაწრი მაქვსო, თუმცა მაინც უნდა ვინახულო, ზრდილობის ამბავია ბოლობოლო, დედას კიდე მერე მარტო მოუწევს წამოსვლა.-მხრების აიჩეჩა თათიამ.
-მე წამოვიყვანდი შვილო.-შეურაწყოფილი სახე მიიღო ვალერიმ.
-არა, არა, მეც გავყვები საავადმყოფოში მაინტერესებს რა ხდება.-ხელები გაასავსავა ბიცოლამ.
-კარგით, მაშინ რა გაეწყობა.-მოიწყინა ქეთომ.
ნინემ თვალები გაადატრიალა და გომბეშოსავით გაიბერა ბოღმისაგან.
თათიაც წავიდა.
ცოტაც და შხამინი კობრასავით დაიწყებდა გესლის ფრქვევას.
თან გული სწყდებოდა დიმიტრი, რომ არ მოვიდა.
სანამ ქეთევანი საუბარს წამოიწყებდა, მანამდე წამოდგა დეიდა სკამიდან, დას მოუბოდიშა, სასწრაფო საქმე გამომიჩნდაო და მამიდასაც აღარ დაუხანებია, ბარემ მეც გამიყოლეო და რუზრუზით ჩაეზიარა ტაქსის სავარძლის გაყოფაში.
-ეს რა გამოვიდა?!-ლამის მაგიდა ააყირავა ქეთევანმა.-რა უზრდელობაა, ყველა წავიდა!-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ქალი.
ნინემ იფიქრა, იქნებ ამათაც „დაგაზონო“ მაგრამ ნურას უკაცრავად, ჯერ-ჯერობით ლალისა და სოსოს არანაირი გადაუდებელი საქმე არ ჰონდათ.
-ბოდიშს გიხდი ლალი.
-კარგი რა ქეთო, რა სალაპარაკოა?!
-მოგეწონა ნამცხვრები?!-ღიმილით შეეკითხა დედა.
ნინემ „ღმერთო შენ მიშველე“-ს გამომეტყველება აიკრა თვალებზე.
-რა ნამცხვრები?!-გაუკვირდა ლალის.
ნინეს სხეული მომართული ზამბარასავით დაეჭიმა.
-ჩემ გოგოს, ნინეს გამოვატანე დღეს თქვენთან.-მკაცრად წამოძახა ქეთევანმა, თან ქალიშვილს გამანადგურებელი მზერა მიაპყრო.
-ჰო, მე მოგიტანეთ-მტკიცედ განაცხადა გოგონამ.-ალბათ თქვენ შვილს არ უთქვია.-დასძინა წყნარად.
-ჩემ შვილს?!-კიდევ უფრო გადმოეკარკლა თვალები ლალის.
-ჰო, დიმიტრი გავიცანი, თქვენი ვაჟი.-დარწმუნებით თქვა ნინემ.
-შვილო, გენაცვალე, მე ერთადერთი ბიჭი მყავს გიორგი და ისიც სფრანგეთშია.
-რა?-ლუკმა გადასცდა ნინეს, თვალები აუცრემლიანდა და კინაღამ დაიხრჩო.-მე ისიც კი მითხრა ლიპარტელიანებს ვიცნობო, დედა და მამა პროდუქტებზე არიან გასულებიო. მაღალი ბიჭი იყო, ქერა თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა. დარწმუნებული ხართ, რომ დიმიტი მენაბდე თქვენ შვილს არ ჰქვია?!-საცოდავად დაიკრუსუნა გოგომ.
ქეთომ კი უკვე საჩხუბრად დაატკაცუნა თითები.
-რა მენაბდე?! ჩემი მეუღლე ქავთარაძეა, მე ლიპარტელიანი ვარ.
-როგორც სჩანს სახლი შეეშალა.-კბილებს შორის გამოსცრა დედამ.
-დედა გეფიცები, იმ ადგილას სულ ორი სახლი იყო, ერთს საერთოდ არ ეტყობოდა სიცოცხლის კვალი.-ხელების ქნევას მოჰყვა ნინე, ამ დროს შემთხვევით ჩანგალი გაიქნია და კატლეტწამოცმული რკინა პირდაპირ სახეში სთხლიშა სოსოს.
-ვაიმე, მაპატიეთ ძალიან გთხოვთ არ მინდოდა!-გიჟივით წამოვარდა სკამიდა, სუფრას ვერცხლის სამაჯური გამოსდო და ყველაფერი ძირს გადმოათრია, პლიუს ფეხი აუცდა და ლიწინით ჩაიჩხრიკა ჩამსხვრეულ სკამებს შორის.
-დიდი ბოდიში! მე მართლა...-ატირებამდე მისულიყო გოგონა.
-არაუშავს ნინე, არაუშავს.-თბილად უთხრა ლალიმ.
-ბატონო სოსო, ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ, არ მინდოდა შემთხვევით მომივიდა.
-არაუშავს, უარესიც დამმართნია.-ძლივს მოეგო გონს კაცი.
-ვაიმე, მართლა ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ბოდიში!-ქუჩაში გაგდებული კნუტივით იბუზებოდა ნინე.
-კარგი შვილო, ვის არ მოსვლია.-სიცილით წამოაყენა ვალერიმ გოგო, სპილენძისფერი თმა ჩამოუფერთხა და სწორ ცხვირზე დაჰკრა თითი.
-ლალი, სოსო, სახლში შედით, დესერტს გამოვიტან, ამხელა მაგიდასთან ჯდომას რა აზრი აქვს.-შეძლებისდაგვარად მშვიდად საუბრობდა ქეთევანი, მხოლოდ ნინემ იცოდა რამხელა გავარვარებულ მაგმას იტეევდა ეს თბილი ტონი და რომ წუთი-წუთში გააქტიურდებოდა საშინელი ნაღმი.
ლალის და სოსო შესვლისთანავე აფეთქდა ქეთევანი:
-ვის არ მოსვლია?! სერიოზულად ვალერ?!-აგუზგუზებულ ღუმელს დაემსგავსა ქალი.-ერთი მითხარი კიდევ რამდენ ადამიანს იცნობ ისეთს, დაბნეულმა კატლეტიანი ჩანგალი გაჰკრას, კაცს ცხვირში გაარტყას, შეშფოთებული წამოხტეს, სუფრა ერთი პატარა სამაჯურით მოაზვავოს, ფეხი წამოჰკრას და სკამები დალეწოს?! მე ასეთი ლენჩი მხოლოდ ერთი მახსენდება და იმასაც ჩემი შვილი ნინე წარმოადგენს!
-კარგი, დაწყნარდი.-ხითხითს ძლისვ იკავებდა კაცი.
-როდემდე და სადამდე ნინე?! სულ ასეთი სიულელეები როგორ უნდა გემართებოდეს?! შარიდან შარში დახტიხარ!
-მე მინდა?!-დაიყვირა ნინემ.-თავისით ვეხვევი ამ ალიაქოთში.
-შევიდეთ ეხლა, სირხვილია იმ ხალხთან ქალბატონებო!-დაიბუბუნა მამამ.
***********************************************************************************************************************************
-მოკლედ, თურმე ამათ ბოლო წამს შეუცვლიათ გადაწყვეტილება და სახლი აღარ უყიდიათ, რადგან ძალინ ძვირად აფასებდნენ და იმ კაცსაც უთქვამს მაშინ იცოდეთ, ჩემს ძმიშვილზე ვაფორმებ და გაყიდულად ჩათვალეთო. ჰოდა ალბათ ის ყეყეჩია იმ მეპატრონეს ძმიშვილი. დედას კი მოუწია ჩემთვი ბოდიშის მოხდა, პრინციპში რაც მაგან ცოფები ყარა! უუუჰჰ, მტრისას!-ემოციურად დაასრულა ნინემ, ცივი ყავა მოწრუპა, მზის სათვალე მოიხსნა და მარის გაუსწორა თვალი.
მარიამი ნინეს საუკეთესო მეგობარი იყო, ისედაც ქერა თმას კიდევ უფრო თეთრ ტონში იღებავდა, იდეალური დაჭორფლილი ცხვირი, არც თუ ისე გრძელი, თუმცა სწორი ფეხები, დიდი ტუჩები და ცისფერი თვალები ჰქონდა.
თეთრი ორნამენტებიანი მოკლე კაბა ეცვა და გამომცდელად უყურებდა ნინეს.
-მოკლედ, შენ პრობლემები არ დაგელია რა!
-აჰა, გამომიჩნდა კიდევ ერთი ჭკუის დამრიგებელი, შეიგნეთ, რომ არ მინდა გენაცვალე!-ლამის ლარნაკი გაუქანა თავში.
-ოო, არ გინდა ნუ გინდა.-ხელით დაინიავა მარიმ.-როგორ ცხელა რა უბდურებაა!
-კოლექტიველ ზაქს დავემსგავსე.- ნინემ გადამდნარ ნაყინს შეავლო თვალი.
-ეგ როგორ გავიგო?
-სიცხისაგან გალექებული ვარ.
-ისე სიმპატიური ბიჭი მაინც იყო?!-თვალები გაუბრწყინდა მარის.
-მოდი ფეისბუქზე ვნახოთ!-დიდებულმა იდეამ გაუცისკროვნა სახე ნინეს.
-კარგი.-სასწრაფოდ დაეთანხმა დაქალს მარი და წამში აკრიფა მითითებული სახელი, არც შედეგს არ დაუყოვნებია:
-ეს არის!-შეჰკივლა გოგომ.-ესაა ის დამპალი!
-ვააიმე , შემშლოდა მისამართი არ ვარ წინააღმდეგი.
-ნუ ხარ ხამი!-შეუღრინა ნინემ.
-შენ კიდევ დებილი!-ენა გამოუყო მარიამმა.

*************************************************************************
კვერცხის გულისფერი მზე ამოიწვერა ჰორიზონტზე.
დიტოს გაეღვიძა, ბუზღუნით გატანტალდა სამზარეულოში და ერთი ნაჭერი ნამცვხარი შეჭამა.
რა საყავრელი, მეტიჩარა და ლამაზი გოგონა იყო ნინე.
ჰო, ნინეს რა დაავიწყებდა, სახლში შტორმივით შემოიჭრა, დაიბნა მაგრამ არ შეიმჩნია.
რა სულელურად მოვატყუეო გაიფიქრა დიმიტრიმ. ვინ იცის რა უხერხულ სიტუაციში აღმოჩნდებოდა.
ლეპტოპის კლავიატურას ტყვიამფრქვევივით დაუშინა თითები დ მალე ნინეს ლამაზი ფოტოები აღმოაჩინა.
გაეცინა.
წესით ახლოს უნდა ეცხოვრა ამ თავწითელა გოგონას. ბიჭს ძალიან გაუკვირდა, როცა აღმოაჩინდა, რომ ნინე ბუნებრივად ყავისფერთმიანი იყო, ძველ ფოტოებში წითურობის არაფერი ეტყობოდა, არადა წითელი ფერი ნამდვილად ძალიან უხდებოდა.
ღიმილით დახურა ლეპტპი და დედამისისგან დატოვებული პროდუქტების მარაგიდან ამოკლებული საჭმლის საყიდლად მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა.
***************************************************************************************************************************************
აბზეკილი ცხვირით დაათრევდა ნინე პროდუქტების ურიკას, დედას დაწერილ სიას უკირკიტებდა და ყურადღებით არჩევდა, ემანდ რამე არ გამომრჩესო.
-დღესაც, რომ რამე გააფუჭო გვამი ხარ ნინე! დედაც ასეთი უნდა! ისევ ამ პაპანაქებაში მიშვებს გარეთ, კაი მუშა ვირი ვარ ნუ იტყვი. ჯერ ვიღაც კრეტინთან მიმაგზავნა, ახლა გატენილი პარკები უნდა ვათრიო სახლამდე! მაგას, რომ დასჭირდეს საჰარაშიც გამიშვებს! რა ბედნიერებაა, რომ კონდინციონერი არსებობს, თუმცა ქუჩაში კონდინციონერს ვინ დაგიყენებს?-თავისთვის ილანძღებოდა გოგო, თან ურიკა უსრიალებდ და უკვე მესამედ გადაურჩა მოზვავებას ან თაროებთან შეჯახებას..
დიმიტრი ნინეს მონოლოგს უსმენდა და უხმო ხარხარისაგან უკვე სმენადახშულს ჰაერიც აღარ ჰყოფნიდა.
-ჯანდაბა! რა ვერ ვაბრუნებ!-ბრაზით მიაწვა ნინე ურიკას და ამ დროს პროდუქტების თაროს შეასკდა, რამდენიმე თუნუქის ქილა იატაკზე გაიფანტა, ძირს გადმოცვივდა ურიკაში მოთავსებული საჭმლის ნახევარიც და ძირსვე აღმოჩნდა თავად ნინეც.
-რით გემსახუროთ?-დაშაქრული ხმით უთხრა დიტომ.
-არ შეწუხდეთ ჩმითაც გავართ...-უეცრად გოგოს ხელი ჰაერში გაუშეშდა.
-შენ?-შეჰყვირა და დიმირის ზედ შეახტა, მკერდზე მუშტები დაუშინა, გამეტებით უყვიროდა.
-მატყუარავ, რატომ მომატყუე, წესიერად ახსნა არ შეგეძლო?!
-დაწყნარდი?! დაიხეთქე ფილტვები?! -გაიცინა ბიჭმა.
-უსინდისო!-წარბები შეკრა ნინემ.
-ბოდიშის მოხდის მინით ჩემთან გეპატიჟები ცივ ნაყინზე და ყველაფერს აგიხსნი.
-კი აბა, ბარემ მომიცადე, პირდაპირ ჩემოდნით წამოვალ!-სარკასტულად შესცინა გოგომ.-აფერისტო!ცრუპენტელავ! უკვე მოფიქრებული გაქვს ვეფხისტყაოსანი თუ გზადაგზა შეთხზავ?!
-შენ რა ენამწარე ყოფილხარ!-გაუკვირდა დიტოს.
-ეხლავე ვითხოვ ახსნას!-ფეხი დააბაკუნა ნინემ.
-არავითარ შემთხვევაში!
-კარგად დაგიგეგმავს!
-ან მესტუმრები, ან არა, შენი გასაწყვეტია-მხრები აიჩეჩა ბიჭმა და სიცილით დატოვა მაღაზია.
ნინე კი დარჩა ადგილზე, ბაყაყივით გამწვანებული .
პ.ს მეორე თავი. იმედია მოგწონთ და კვლავ გამიზიარებთ საკუთარ აზრს. მიყვარხართ და მესამე თავისთვის გააქტიურდით.9მანიპულატორი მე)



№1  offline წევრი Hot Chocolate

იმედია მომეწონა? რას ამბობ ძალიან ძალიან მომეწონა. ნინე ძალიან მომწონს მერე რა რომ ხიფათიანია მაგით ცოტათი მგავს. სასაცილო დიალოგები და მონოლოგებიც მომწონს მოკლედ ძალიან კარგია <3

 


№2  offline წევრი blue witch

Hot Chocolate
იმედია მომეწონა? რას ამბობ ძალიან ძალიან მომეწონა. ნინე ძალიან მომწონს მერე რა რომ ხიფათიანია მაგით ცოტათი მგავს. სასაცილო დიალოგები და მონოლოგებიც მომწონს მოკლედ ძალიან კარგია <3

დიდი მადლობა❤️შარის აკიდება ჩემი ჰობია

 


№3  offline წევრი coco girl

კარგად ხანია ამ საიტზე არაფერი წამიკითხავს და არც ასე გულიანად მიცინია :D დიდი მადლობა შენ ამისთვის <3 თუ არ გააგრძელებ "ჩათვალე რომ გვამი ხარ" :დდ

 


№4  offline წევრი blue witch

coco girl
კარგად ხანია ამ საიტზე არაფერი წამიკითხავს და არც ასე გულიანად მიცინია :D დიდი მადლობა შენ ამისთვის <3 თუ არ გააგრძელებ "ჩათვალე რომ გვამი ხარ" :დდ

იყოს გენაცვალე ❤️უუღრმესი მადლობა❤️არ მინდაა გვამობა ვაგრძელებ

 


№5  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმე ეს რა იყოოო :D

 


№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი ვინმე ხარ❤❤❤

 


№7  offline წევრი M-morieli

აუ გავგიჟდი რა ძაან მაგარი თავი იყო რა ტიპები არიან მოკლედ მაგათი ყურება არ მოგბეზრდება კაცს:დ
ერთი რა მაინტერესებს ეს გოგო ჩემს თავს რატომ მგონებს ამ სიდაბდურეში :დ ძალიან მაგარი ისტორიაა რომ გაბედო და შეწყვიტო მოვკვდები და მერე ჩემი სული არ მოგასვენებს იცოდე :დ აუუ მაგადია მაგადი ძაან <3

 


№8  offline წევრი blue witch

Anuki96
ვაიმე ეს რა იყოოო :D

სიგიჟე smile heart_eyes

Chikochiko
კარგი ვინმე ხარ❤❤❤

დიდი მადლობა <3 მკითხველებიც კარგები ხართ!
sa-mira
აუ გავგიჟდი რა ძაან მაგარი თავი იყო რა ტიპები არიან მოკლედ მაგათი ყურება არ მოგბეზრდება კაცს:დ
ერთი რა მაინტერესებს ეს გოგო ჩემს თავს რატომ მგონებს ამ სიდაბდურეში :დ ძალიან მაგარი ისტორიაა რომ გაბედო და შეწყვიტო მოვკვდები და მერე ჩემი სული არ მოგასვენებს იცოდე :დ აუუ მაგადია მაგადი ძაან <3

უდიდესიი მადლობაა! ეხლა მალე სოფლეს მივაშურებ და ვცდილობ დიდი თავები დავდო. არც თქვენ შეწყვიტოთ აქტიურობა და ნამდვილად არ შევწყვეტ წერას. (სიდაბდურე ჩემი სტიქიაა)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent