შენ არ ხარ ჩემი და! მე შენ მიყვარხარ! (14 თავი)
ღამის ოთხ საათზე ჩემი ოთახის კარზე კაკუნის ხმაა. მეღვიძება და კართან მივდივარ. კარს ვაღებ და ადგილზე ვშედდები. -გამარჯობა სალი -ამბობს სანდრო ხმადაბლა. -გამარჯობა -ვამბობ მე ისე თითქოს არაფერი მომხდარა. -შეიძლება ვილაპარაკოთ? -მეკითხება ის -კი რა თქმა უნდა. დილით ვისაუბროთ -ვამბობ მე -არა ახლავე. -ამბობს ის. -კარგი წამო აივანზე გავიდეთ. -ვეუბნები და აივნისკენ მივდივართ. აივნის მოაჯირს ვეყრდნობი ხელებით წინ ვიყურები და ვეკითხები -აბა რაზე გინდოდა საუბარი? -ვერ ვხვდები? -მეკითხება ის -ვერა. -ვამბობ მე თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის რომ ის იმას იტყვის რასაც 3 წელი ველოდი -ბოდიში მინდა მოგიხადო. -ამბობს ის -ბოდიში? -ვეკითხები მე და ვხვდები რომ ჩემი იმედები დაიმსხვრა -ხო ბოდიში. -ამბობს ის - ბოდიში რომ აქამდე ვერ შევძელი შენი ნახვა. -ვერ მივხვდი სანდრო. -ვამბობ მე თუმცა იმედის ნაპერწკალი ისევ მიჩნდება -სალი. ბოდიში რომ ცხოვრება დაგინგრიე. ბოდიში რომ დედაშენთან გაჩხუბე.. ბოდიში რომ 1 წელი დაგაკარგვინე უნივერსიტეტში. ბოდიში რომ აქამდე არ ჩამოვედი შენთან. ბოდიში საერთოდ ყველაფრისთვის-ამბობს ის დანელნელა მიახლოვდება. ისე ვარ ლამის ვიკივლო ამ ყველაფრით უფრო შემაყვარა თავი. -არ არის საჭირო ამდენი ბოდიში. -ვამბობ მე -საჭიროა. -ამბობს ის -იცი ეს სამი წელი ყველგან შენნაირს ვეძებდი. შენს მსგავსს ძალიან ბევრ გოგოსთან ვიყავი მაგრამ შენნაირი მაინც ვერსად ვიპოვე. და იციი ბოლოს მივხვდი რომ შენნაირი მეორე არ არსებობს ამ ქვეყანაზე. შენ ერთადერთი ხარ. ერთადერთი ადამიანი რონელმაც ისე შემაყვარა თავი მზად ვარ ყველაფერზე უარი ვთქვა ოღონდ მასთან ერთად ვიყო. -ის თვალებში მიყურებს და ყოველ სიტყვას გრძნობების მთელ გროვას აქსოვს. მის თვალებში ვხედავ რომ ის ყველა სიტყვას გულწრფელად ამბობს. -იცი რა საშინელი გრძნობაა როცა ლექციიდან გამოსულს მთელს დერეფანში ათვალიერებ ხალხს რომ ამდენ ხალხში მაინც შეხვდები იმას ვისაც შეგიძლია მთელი შენი ცხოვრება მიუძღვნა ის კი არსად ჩანს და ამაში მხოლოდ შენ ხარ დამნაშავე. მისგან მხოლოდ ერთი რამ დაგრჩა. მისი ნახატი რომელზეც შენ ხარ დახატული და მეტი არაფერი. ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. -ვიცი სანდრო. -ამის თქმა ძლივს მოვახერხე და ტირილი ამიტყდა. ის ჩამეხუტა. ისე როგორც 3 წლის წინ იმ დღეს როდესაც ის ბოლოჯერ ვნახე. -სალი. მიყვარხარ! -ამბობს ის. და უფრო მაგრად მეხუტება. -მეც მიყვარხარ! -ვამბობ მე და ვცდილობ აღარ ვიტირო. რამდენიმე წუთი ჩახუტებულები ვდგავართ. ეს რამდენიმე წუთი ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთებია. -ხომ იცი რომ ერთად მაინც აღარ ვიქნებით. -ვამბობ მე -რატომ? -მოულოდნელობისგან ხმამაღლა ამბობს ის. -მშობლების გამო. -ვამბობ მე -არ მაინტერესებს! მე მშობლების გამო შენს დაკარგვად მელრედ აღარ ვაპირებ!-ამბობს ის -დარწმუნებული ხარ? ისევ რომ დაგვაშორონ? -ვერ დაგვაშორებენ! მე მათ ჭკუაზე სიარულს აღარ ვაპირებ -ამბობს ის და ხელს მხვევს. -მაშინ კარგი. -ვამბობ მე და ვეხუტები -ხო მართლა -ამბობს ის და დგება ჯიბიდან ფულცელს იღებს შლის და მეუბნება - ეს ნახატი მაშინ დაიხა და შეგიძლია თავიდან დამხატო? მე მის პორტრეტს ვუყურებ რომელიც მაშინ დავხატე როდესაც მივხვდი რომ მე ის მიყვარდა -რა თქმა უნდა დაგხატავ თავიდან - ვამბობ და მას ვკოცნი. -ვეღარ დავშორდით ერთმანეთს და ერთად ვუყურეთ როგორ ამოდიოდა მზე და როგორ ანათებდა არემარეს. ერთად ვუსმენდით ჩიტების ჭიკჭიკს. და ვტკბებოდით უბრალოდ ერთად ყოფნით. -რატომ არ გძინავთ? -აივანზე ლუკა გამოდის -ვეღარ დავიძინეთ. -ამბობს სანდრო და ხელს არ მიშვებს. -ისევ იგივე უნდა მოხდეს რაც მაშინ? -ამბობს ის და გაბრაზებული გვიყურებს -თუ დაგავიწყდა რატომ დაგაშორეთ ერთმანეთს? -არ მაინტერესებს აქამდე რა მოხდა. მაგრამ ახლა რაც მლხდება ის მხოლოდ მე და მას გვეხება! -ამბობს სანდრო და ფეხზე დგება. -მერამდენედ უნდა მომჭრა თავი შენი უნამუსო საქციელებით? -ამბობს ლუკა -იქამდდ სანამ მე და სალი ერთად არ ვიქნებით. -გაბედულად პააუხობს სანდრკ -მაშინ იცოდე რომ შენ ჩემი შვილი აღარ ხარ! -ამბობს ლუკა და ისე რომ პასუხსაც არ ელოდება შედის სახლში -სანდრო იქნებ არ ღირდა? -ვამბობ მე -ღირდა თუ რა თქმა უნდა შენც გინდა- მპასუხობს ის. -მე მინდა. -მაშინ სანერვიულო არაფერია -მპასუხობს ბიჭი და უფრო მაგრად მეხუტება. დილაა ყველანი სასაუზმოდ ჩადიან სამზარეულოში. დეიდა გვეძახის და მაშინ როდესაც ყველა მაგიდასთან ზის ჩვენც ჩავდივართ. დედაჩემი ერთად რომ გვეხადვს მის თავში ათასი აზრი ტრიალებს. ლუკა ანთებული მზერით გვიყურებს. -რა ხდება აქ? -ამბობს დედაჩემი -მოკლედ -იწყებს სანდრო - მე და სალი ისევ ერთად ვართ. და თუ რომელიმე წინააღმდეგი ხართ შეგიძლიათ თქვათ. -მე უკვე ვთქვი. თუ იგივეს გაიმეორებთ მაშინ მე აღარ ვიქნები თქვენი მამა!-ამბობს ლუკა -მამაჩემი არც არასდროს ყოფილხარ ასე რომ შენს დაკარგვას გადავიტან -ვამბობ მე -და ჩემზე რას იტყვი? -ამბობს დედაჩემი. -ანუ შენც გადაწყვიტე რომ დედაჩემი აღარ ხარ? -ვამბობ მე -სხვა გზა არ მაქვს. -ამბობს ის -მაშინ როგორმე უშენობასაც გადავიტან -ვამბობ მე -გაგგლიჯავ შუაზე ხო იცი? -ჩემი სიტყვების გაგონებაზებრაზდება დედაჩემი -გეყოთ რაც აქამდე გვტანჯეთ. -ამბობს სანდრო -და კიდევ მას ხელს ვერავინ ვერ დააკარებს! -ხოდა წადით ორივე! თქვენ ჩვენი შვილები აღარ ხართ!-ამბობს ლუკა. -აიღე შენი ნივთები სალი და წავიდეთ აქედან. -ამბობს სანდრო. ოთახში ავდივართ მე და სანდრო. ჩემოდანში ჩემს ზოგიერთ ტანსაცმელს ვდებ. ჩემოდანს ვხურავ და დაბლა ჩავდივართ. -თუ წახვალთ. უკან ვეღარ დაბრუნდებით. -ამბობს ლუკა -არც ვაპირებთ. -ამბობს სანდრო და კარს აღებს. -სალი ხო მოხვალ ხოლმე? -მეკითხება ანდრია და ფეხებით მიჭერს. -კი პატარავ. შენს სანახავად მოვალ ხოლმე. გპირდები-ვეუბნები ბავშვს და გარეთ გავდივარ. მანქანაში ვჯდებით და მივდივართ. ---------------------------------------------------------------------------------------------- რას ფიქრობთ? ასე უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.