შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯილი (სრულად)


10-07-2017, 22:01
ავტორი ki si
ნანახია 2 754

გარეთ თებერვლის ჩვეული სუსხი იყო და თოვდა კიდევაც, სასწრაფოდ დავტოვე სასამართლოს შენობა ხალხში გავძვერი და სახლისაკენ გზას აცრემლებული თვალებით მოვუყვებოდი. თავიდან არ ამომდიოდა ფრაზა ,,დამნაშავეა,, და ამას სიგიჯემდე მივყავდი.

-ყველაფერი რიგზა?-იკითხა დედაჩემმა როცა დაინახა როგორ დავეცი დივანზე და ამოვიოხრე
-ჰო დედა ყველაფერი გადასარევადაა საიკსი დამნაშავედ სცნეს და ახლა სიკვდილით დასჯიან მე მკვლელი ვარ,-დედას შეშფოთებული თვალები ჰქონდა
-რას ამბობ შვილო?
-ჰო დედა ეს ასეა მე მკვლელი ვარ საიკსის მკვლელობაში მივიღე მონაწილეობა და იცი თქვენც ყველანი მკვლელები ხართ
-ჯილი სჯობს ცოტა დაისვენო ძვირფასო,-მოვიდა თავზე გადამისვა ხელი და ჩემი დამშვიდება სცადა
-დედა შენ ვერცკი წარმოიდგენ ეს უსამართლობის ზეიმი იყო. ყველა მტკიცებულება საიკსს ამართლებდა მათ კი ის მხოლოდ იმიტომ სცნეს დამნაშავედ რომ შავკანიანია, სადაა აქ სამართალი? მიპასუხე გთხოვ,-სასშინლად ვიტანჯებოდა თავში სრული ქაოსი მქონდა
-მამაშენმა რა თქვა?
-არვიცი არ მომიცდია მისთვის.... დედა ეს სამართლიანია? მე იქ ვიჯექი და ვერაფერი შევძელი საიკსს არავინ მოუკლავს და დამნაშავეც რომ იყოს დაე გადაუწვან სახლი, გაძარცვონ მას ხომ არავინ მოუკლავს
-ნუ ტირი ჩემო საყვარელო
-უნდა წავიდე და დავისვენო,-მე სადღაც შორიდან მესმოდა რას ამბობდა დედა.

მე ჯილიან რობინსონი ვარ ვექილი მაილს რობინსონის შვილი სასამართლო ჩემი მეორე სახლია, სახლი სადაც ვიტანჯები.
მე დავიფიცე 15 წლის ასაკში რომ ამ შენობაში ფეხს არასოდეს არ შევადგამდი იმიტომ რომ იმ დღეს იქ კაცი ქვებით ჩაქოლეს. მოსამართლე მაგიდის ქვეშ იმალებოდა მამა ჩემკენ მორბოდა ხალხი კი გაცხარებით ესროდა ქვას იმ კაცს. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო რომ ამას მე და ათობით ჩემი ტოლი თუ ჩემზე უმცროსი ბავშვი უყურებდა.
საღამოხანს უაზროდ დავაბოტემდი ეზოში და ბრაზს ხის ტოტებზე ვანთხევდი როცა ბავშვები მოვიდნენ და მთხოვეს ჩვენთან ერთად წამოდი და კოშკი აგვაშენებინეო მეც სიხარულით დავთანხმდი და ნიჩბით შეიარაღებული გავყევი მათ.
მე მართლა მომწონდა ბავშვებთან ერთად თამაში ისინი ისეთი უცოდველები და კეთილები არიან ბოროტების ნატამალიც არააქვთ გულში და წარმოდგენა არააქვთ იმის შესახებ რომ მათ ირგვლივ ამდენი ბოროტება არსებობს ამდენი შური და სიკვდილი, სიკვდილი უდანაშაულო ადამიანებისა სიკვდილი მხოლოდ იმის გამო რომ ადამიანებს მუქი კანის ფერი აქვთ.
-დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
-ჯეიმს?-მაშინვე ვიცანი ბავშვობის მეგობრის ხმა და მოვიხედე მაგრამ იქ სულ სხვა ადამიანი დამიხვდა. სადღაც უკვალოდ გამქრალიყო ჯეიმსის ბედნიერი თვალები ახლა მათში ოდნავ შესამჩნევი შავი ჩრდილი ჩაღვრილიყო თუმცა იღიმოდა და ნიჩბისკენ იწევდა რომელსაც პატარა გოგონა აწვდიდია. კოშკის აშენების იდეა სისულელე იყო მე ეს ვიცოდი თავიდანაც მაგრამ ყურადღების გადატანა მჭირდებოდა სიკისის საქმიდან თავიდან არ ამომდიოდა ის ფაქტი რომ საიკსისინაირ ადამიანას ტყუილ უბრალოდ დასჯიდნენ სიკვდილით.
-როდის ჩამოხვედი?-თავი გადააქნია მეც გოგონასკენ დავიხარე და ვთხოვე თოლვი კიდევ მოეტანა
-გუშინ ჩამოვედი შეგეძლო ერთი სიტყვა მაინც გეთქვა სანამ წამოხვიდოდი
-მე მეგონა იცოდი რომ გამოცდების მერე პირდაპირ წამოვიდოდი რადგან საიკსისი სასამართლოოსთვის მინდოდა მომესწრო,-სასწრაფოდ აიქნია ხელი და ჩემი ხელი მაჯიდან ჩამოიგდო მალე გოგონას ხმაც გავიგონე
კოშკის აშენებას მალე მოვრჩით და ბავშვებიც თავიანთი სახლებისკანე წავიდნენ.
-ჯილი სამსახურის შოვნას აქ ვაპირებ
-კარგი აზრია მეც სწავლას მოვრჩები და ჩამოვალ მერე კი...
-კარგი რა ჯილი მერე არაფერი არ იქნება მე შავკანიანი ვარ შენ ცნობილი ოჯახის თეთრი ქალიშვილი და ეს 1XXXიანი წლებია
-ჯეიმს გთხოვ ნუ ამბობ ასეთ რამეებს
-ჯილი იცი ტყუილ უბრალოდ რომ არ მიყვარს ლაპარაკი რისი იმედი უნდა გვქონდეს?
-მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა როცა გიყვარდებოდი,-ამოვიბლუკუნე და გავიბუტე
-დიდი არჩევანი არც მქონდა შენ ხომ ასეთი ხარ
-როგორი?
-უსაყვარლესი პაწაწუნა ბავშვი
არ მომიტყუებია როცა ვთქვი რომ ჯეიმსი ჩემი ბავშვობის მეგობარია ეს მართლა ასე იყო სანამ დედამ არ შეიტყო არ კავშირის შესახებ და სასწრაფოდ დაშალა ჩვენი პატარა კომპანია იმით რომ ჯეიმსის ოჯახს დაეხმარა სხვა ქალაქში გადასვლაში და ჩემი ძმაც სამხედრო სკოლაში გაგზავნა. მე მომიწია გამეძრო ჩემი ძმის ძველი შარვალი და ტყავის ქურთუკი რომლის ჯიბეებშიც სასტვენი, თოკი და ათასი ბიჭური გასართობი იდო ეს ყველაფერი ნელ-ნელა ჩაანაცვლა კაბამ პატარა ხელჩანთამ და მოსასხამა შემდეგ კი გოგონების პრესტიჟულმა სკოლმას დედაქალაქში.
მამა სახლში გვიან დაბრუნდა კარი ხმაურით შემოაღო და შემოსასვლელში ფეხსაცმელი რომ გაიხადა შემომხედა და დამიძახა რადგან ზურგით ვიდექი
-რამოხდა?-ვკითხე და დავეხმარე რომ პალტო გაეხადა ქუდი გადაიძრო და სარკეში თმის სწორებას მოჰყვა. მე გაუნძრევლად ვიდექი იქვე და მის ყოველ მოძრაობას ვაკვირდებოდი
-როგორხარ ჯილი?-ამოისუნთქა და იკითხა
-ნორმალურად მამიკო
-შვილო მისმინე დედაშენმა შემატყობინა შენი განცდების შესახებ საყვარელო ასე არ შეიძლება.
-და უსამართლობა მამიკო ეს დასაშვებია?-საყვედურით შევხედე
-ძვირფასო მისმინე ადამიანები რამდენიმე კატეგორიად იყოფა და ნუ გგონია რომ ყველა შავკანიანი უდანაშაულოა ან ყველა თეთრკანიანი დამნაშავე. აი თუნდაც საიკსი შავკანიანია მაგრამ ფრიად პატიოსანი და პატივსაცემი კაცი მაგრამ ოსტინი თეთრკანიანი ნაძირალაა, პედრო შავკანიანი არამზადა.
-კარგი და ცუდი ადამიანები ყველგან არიან ადამიანის გუნებას არ განაპირობებს მისი კანის ფერი ეს მის შეგნებაზეა დამოკიდებული თუ გული სუფთა გაქვს შენთვის არცერთი კარი არ დაიხურება ცხოვრებაში. ახლა წავიდეთ საყვარელო ძალიან დავიღალე და მცივა.
მამამ ხელი მომხვია მხარზე და ბუხრისკენ წავედით ის თავის სარწეველა სკამში ჩაეშვა და ხელები ბუხრისკენ გაიშვირა.
-მამიკო იცი ჯეიმს მაკმაჰონი ჩამოვიდა,-ვცადე ჩვეულებრივად მეთქვა ისე როგორც ბავშვობის მეგობარზე ლაპარაკობენ ხოლმე.
-კარგი რაა,-დედაჩემს ხელში ლანგარი გაუშეშდა და მამას მოუწია თავად გამოერთმია ჩაი,-რამდენი შრომა დამჭირდა მის თავიდან მოასაშორებლად

-დედა
-ჯილი შენ ბევრ შეცდომას უშვებ მხოლოდ იმის გამო რომ კანონების დაცვა არ გიყვარს
-დედა მე ვარღვევ იმ კანონებს რომელსაც არაფერი მოაქვს ადამიანისათვის და მის კეთილდღეობაზე არაა დამოკიდებული
-კარგით ნუ იჩხუბებთ გოგონებო დღეს მეიელას დაბადების დღეა და ბენმა მთხოვა მივსულიყავით წადით მოემზადეთ,-მამა ყოველთვის ასე ასწორებს სიტუაციას
-მე არ მინდა წვეულებაზე წასვლა,-ამოვიბლუკუნე ბრაზით
-ჯილი ხომ იცი როგორ უნდა მელს შენთან მეგობრობა იქნებ არ ვაწყენინოთ
-კარგი მამიკო,-ეს უფრო იმიტომ ვთქვი რომ იმ ოთახში გაჩერება არ შემოძლო. შევირბინე ჩემს ოთახში და საწოლზე დამხობილი ზმუილს მოვყევი რომ ეს საშინელი სიჩუმე გადამეფარა. დიდიხანი ვიწექი სიჩუმესა და სიბნელეში და ჭერს ავჩერებოდი სინამდვილეში არ ვფიქრობდი არაფერზე უბრალოდ მომწონდა რომ მციოდა და რომ ვერაფერს ვხედავდი.
-ამას რას ვხედავ,-შეჰყვირა ლუსინდამ და სინათლე აანთო,-შენ რა ჯერ არ ჩაგიცვამს მშობლები გელოდებიან.
ლუსიმ საწრაფოდ გამოიღო კარადიდან ჩემი თეთრი კაბა შავი მაქმანებით და საწოლზე დადო, მერე თმა დამაგლიჯა, კაბის ჩაცმაში დამეხმარა, სარკეში შემათვალიერა და აღტაცებით სავსე თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა
-ლუსი
-კარგი მაპატიე ძვირფასო,-ჩანთა მომაწოდა და მეც შემოსასვლელი კარისკენ წავედი. ლუსი ჩემი აღმზრდელია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და ძალიან მიყვარს მაგრამ ის ყოველთვის დედაჩემის მხარესაა.
მამამ პალტო ჯერ დედას შემდეგ კი მე მომაწოდა და კარიც გაგვიღო. მანქანით მალე მივედით და შუქით განათებული სახლის წინ ჩამოვედით მე დაველოდე როდის გაცვლიდნენ დედა და მამა აზრებს ერთმანეთში.
-მაილს,-მეიელას მამა გამოგვეგება და მას შემდეგ რაც მშობლებთან საუბარს მორჩა მიმასწავლა სად იყო მეიელა.
რაც შემეძლო ნელა მივდიოდი კუთხეში მჯდარი გოგონასაკენ რომელსაც უამრავი ადამიანი ეხვია გარს,
-მეიელა გილოცავ დაბადების დღეს,-მივმართე გოგონას მან უცნაურად შემომხედა და აღფრთოვანებით შემომხედა
-ჯილი? როგრ ხარ?
-მშვენივრად,-მეიელას გვერდით ჩამოვჯექი და ვცადე მასთან საუბარი მაგრამ ეს არასოდეს არ გამომდიოდა ამიტომ ძირითადად ის საუბრობდა
-გავიგე სასამართლოს შესახებ
-არა მელ გთხოვ ნუ გამახსენებ კარგი?
მეიელასთან რამდენიმე გოგონა მოვიდა და სუბარი გააბეს მეც წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით ყველას გავეცალე და დაღლილი სახით დავჯექი.
- ჯილი ასე არ გამოვა,-ხო აი ამიტომ ვერ ვმეგობრობ მეიელასთან მან ვერ გაგიგო რამდენჯერმე გარკვევით ნათქვამი "ვერ ვიტან ხალხმრავლობას",-აქ რატომ ზიხარ წავიდეთ შენთვის საცეკვაოდ პარტნიპრი ვიპოვოთ,-წინააღმდეგობბის გაწევას აზრი არ ჰქონდა ამიტომ გავყევი
-იან,-მან ვიღაცის მხარზე დააკაკუნა და ღია ფერის თმიანმა ასე 25 წლის კაცმა თავისი მარგალითის კბილები შემოგვაგება,-არ გინდა ჯიალიან რობინსონი გაიცნო?
-რათქმაუნდა,-კაცმა ხელი გამომიწოდა და შევიშმუშნე როცა ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა
-ჯილი ეს ახალგაზრდა ვექილი იან ოსვალდია,-თვალები გამიფართოვა
-ოჰ, როგორ მიხარია თქვენი გაცნობა მისტერ ოსვლად
-თქვენ რა გსმენიათ ჩემს შესახებ მის?
-რათქმაუნდა თქვენს სახელზე ხომ უამრავი შავკანიანი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა
-მიხარა რომ გსმენიათ ჩემს შესახებ,-გაეღიმა და ისევ გამომიწოდა ხელი ამჯერად საცეკვაოდ.
-რატომ ხართ ასეთი მოწყენილი მის?
-იმიტომ რომ ცეკვა არც ისე კარგად ვიცი,-ტუჩი მოვიკვნიტე
-ჰო ამას საკუთარ ფეხებზე ვგრძნობ,-ისევ გაეცინა
-ეს ყველაფერი არ არის ჩემთვის,-ვაღიარე,-თქვენ კი შესანიაშნავად უნდა გრძნობდეთ თავს აქ
-რაღა დაგიმალოთ და კარგია როცა სასამართლოებს თავს დააღწევ და კულტურული დასვენების ფორმას მიმართავ ეს მირჩევნია ნადირობას ან ცხენით უაზროდ სირბილს წინ და უკან
-ეს როგორ გავიგო?-დავინტერესდი
-მის მე არ ვარ მოხიბლული ცხოველების წამნებით
-ეს არც მე მხიბლავს მაგრამ ის რომ კიდევაც ვნადირობ და ცხენსაც მამაკაცზე ნაკლებად არ ვაჭენებ განა მე მწამებელი ვარ?-მართლაც მეწყინა მსი ნათქვამი.
-ჰო?როგორ ვერ მივხვდი და ახლა ცხოველების მონადირებას მორჩით და მამაკაცებზე სანადიროდ გამოხვედით არა?-თვალები გამიფართოვდა და ხელი ძლეირად ჩავბღუჯე სმოკინგზე რომ ხელი არ გამქცეობა და არ დამერტყა
-ახლავე გამიშვით ხელი სერ,-ვბრძანე და გავჩერდი
-მის თქვენ ვერ გამიგეთ
-არა გადასარევად გავიგე გამიშვით ხელი
სასწრაფოდ ვიპოვე მშობლები და ვუთხარი რომ მივდიოდი თავიდან უარზე იყვნენ მაგრამ მერე დამთანხმდნენ და მეც სასწრაფოდ დავტოვე შენობა.
მივაბიჯებდი ჩქარი ნაბიჯით და ვილანძღებოდი. უკნიდან ძახილი შემომესმა მაგრამ მიბრუნება არც მიფიქრია მალე ვიღაც ჩამაფრინდა ხელში მე მოვიხედე და რაც ძალა და ღონე მქონდა სილა გავაწანაი უნდა ვაღიარა მესიამოვნა როცა იანი ოსვალდის ტუჩიდან სისხლი გადმოვიდა და თოვლზე დაეწვეთა. არა მე არავარ ისეთი ძლიერი რომ კაცს ერთი დარტყმით ვადინო სისხლი მას უბრალოდ საკუთარ კბილზე წამოედო ტუჩი.
-მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი მის მაპატიეთ თუ შეიძლება
-თქვენ ვექილი ხართ სერ და კარგად უნდა იცოდეთ რომ გასროლილი ტყვია მჭიდს აღარ უბრუნდება
რატომ მექცევიან ადამიანები ყოველთვის ისე როგორც ნივთს რატომ ფიქრობენ რომ ჩემით მანიპულირების უფლება აქვთ და შეუძლიათ იქ გგადამაადგილონ სადაც თავად მოესურვებათ ზოგჯერ მინდა ისევ ჩავიცვა ჩემი შარვალი საცხენოსნო ჩექმები მოვახტე ჩემს ცხენს და იმდენად შორს წავიდე ადამიანებისაგან რომ ვერ მომწვდნენ ისე როგორც ისინი მექცევიან ცხოველებიცკი არ მოექცევიან ერთმანთს მე მეზიზიღება საკუთარი მოდგმა იმიტომ რომ მე კაცისგან ომელსაც ვუყვადი დახმაებაცკი ვე მივიე სამაგიეოს მიზვის გარეშე მან ერთადერთი წამართვა რაც გამაჩნდა და ყველაზე მეტად იყო ჩემთვის ფასეული ჩემი თავის უფლება და მის გვერდით დამაბა ოქროს ბეჭდით რომელიც იმდენად მძიმე სატარებელია ჩემთვის მგონია ასტონიან ქვას მივათრევ.
.......................
სკოლაში მალე დავბრუნდი და იმ ამბით გახარებულმა რომ მხოლოდ მხოლოდ რამდენიმე კვირა მქონდა დარჩენილი მშვიდად დავიწყე ცხოვრება ადამიანების გვერდით ვისთან ყოფნაც არაფერს ნიშნავდა ჩემთვის. სკოლაში ცხოვრება ორი კვირის შემდეგ ისევ ჩაკვდა ისვე მხოლოდ დაღლილი სახეები მოჩანდა ჰორიზონტზე და დროც იწელებოდა ერთადერთი კარგი ის ხდებოდა რომ თანდათან მზე ძალებს იკრებდა.
-ჯილიან რობინსონ,-მომმართა შუა გაკვეთილზე დირექტორმა და მეც სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე,-შენთან სტუმარია.
გამიკვირდა თვით დირექტორმა რომ მომაკითხა და კიდევ უფრო ის გამიკვირდა რომ თავისი კაბინეტისაკენ გამიძღვა ვიფიქრე უეჭველად მამა მოვიდა მოსამართლედინგსტონთან ერთად მეთქი კაბინეტშე შევედი დირექტორმა კარი მომიხურა და გავიგონე თავისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით როგორ გაკაკუნდა. ოთახი მოვათვალიერე და ფანჯარასთან მდგომი მამაკაცის სილუეტი დავლანდე ფარდის უკნიდან როგორც სჩანს მას ვერც შეემჩნია ჩემი მისვლა ფრთხილად მივუახლოვდი ფანჯარას და მამაჩემს ზურგიდან მოვეხვიე თან ფეხის თითებზე დავდექი რომ საკოცნელად მივწვდომოდი მმის ლოყას მაგარამ უცნაური რაღაც მოხდა მამა შეკრთა და სასწრაფოდ გამაშვებინა ხელები დაბნეულმა შევხედე და მომინდა მიწა გამსკდარიყო ჩემს ქვეშ ეს არ იყო მამაჩემი არამედ ჩემს წინ იან ოსვალდი იდგა ჩემი წითელი სახის ყურებისას სიცილს ძლივს იკავებდა და მიყურებდა.
-შუადღე მშვიდობის მის. მაპატიეთ ეს გაუგებრობა
-არაფერია. რისთვის გინდოდათ ჩემი ნახვა?-ცრემლები რომლებიც თვალებთან მადგა საღამოსთვის შევინახე.
-დედათქვენმა მოკითხვა და პირადად გადმოსაცემი წერილები გამომატანა,-გულის ჯიბინადრ კონვერტები ამოიღო და მაგიდაზე დააწყო მე სასწრაფოდ დავწვდი მათ და შემოვბრუნდი რომ კაბინეტი დამეტოვებინა
-მოიცადეთ მის რობინსონ მე ისევ არ მიიმიღია პატიება ჩEმი სიტყვებისათვის მის მეიელას დაბადების დღEზე რომ გითხარით
-თქვენ რა ვერ გაიგეთ? პატიებას ამ სიტყვებისათვის ვერ მიიღებთ შეიძლება სკოლის დირექტორი დედაჩემი და ქუჩაში შემხვედრი მილიონობით ქალი მოხიბლოთ მაგრამ მე ვერა რადგან შევიტყვე რა სითხე ასხია დოქში რომელიც გარედან მოოქროვილია,-ისევ შემოვბრუნდი ნაწყენი რომ მას გული ვატკინე და კარის სახელურს დავდე ხელი
-მის რობინსონ მოიცადეთ ერთI წუთით
-რა გნებავთ სერ?
-მე,-მუხლებზე დაეშვა და თAვი დახარა
-რას აკეთებთ ახლავე ადექით,-შევიცხადე და ისევ შევბრუნდი კარისკენ
-არა მის რობინსონ ახლავე მობრძანდით აქ და მომისმინეთ მე გიბრძანებთ ამას წინააღმდეგ შემთხვევაშI ვთხოვ დირექტორს და ახლავე დაგატოვებინებთ ამ სკოლას თAნაც ისე რომ ამ სირცხვილს თქვენი მშობლები ვერასოდეს ჩAმოირეცხენ
-ამას როგორ აპირებთ?-გულში ისეთი ცეცხლი ამენთო წამიერად მომინდა ისევ გამეწნა სილა
-მე ამ სკოლის მფარველი ვარ სხვა გზა არაა. მოვრჩეთ ამა უბრალოდ მომისმინეთ მის
-გისმენთ,-ტუჩს ძლიერად ვუკბინე და ისევ შევბრუნდი ლოყებზე ცეცხლი მეკიდა
-მის რობინსონ უმორჩილესად გთხოვთ გახდეთ ჩEმი მეუღლე,-ამ სიტყვებმა სადღAც ჩEმს ახლოს გაიჟღერა და მე პარალიზებული დავრჩი
-რობორ ბედავთ?
-მე თქვენ უკვე დიდი ხანია გიცნობთ მის ჩვენი გაცნობა მეიელა დაბადების დღEზე არ შემდგარა მე თქვენ მართლა მიყვარხართ მის
-ვშიშობ მე არ მაქვს თქვენ მიმართ იგივე გრძნობა სერ ასე რომ რაც გინდათ ის უთხარით დირექტორს რადგან მე თქვენი ცოლი არავითAრ შEმთხვევაში არასოდეს არ გავხდები და მშობლებიც არ დამაძAლებენ ამას,-სახეზე საშინელი ზიზღი გამომესახსა
-ასე არა კარგით მის რობინსონ სულელი ვიყავი თქვენ რომ გაგიყადრეთ თAვი ამის შემდეგ რომც ვკვდებოდე ზედაც არ შEმოგხედავთ არასოდეს.-კარი გააღო და უმალვე დატოვა კაბინეტი მე კოლიდორის ბოლომდე გმირულად ვითმინე და ჩემს ოთAხში აცრემლებული შევედი სადაც ჩემს ძვირფას ცრემლებს ვეღარაფერი შეაჩერებდა
გაზაფხული ნელ-ნელა მოედო არემარეს არ ვიცი მე გამომრჩა ხეების აყვავება თუ მართლა რამდენიმე საათში მოხდა ეს. უბრალოდ პრობლემა ერთში მდგომარეობდა მე არ ვიყავი ბედნიერი...არა მიუხედავად იმისა რომ გარშემორტყმული ვიყავი ხალხით.
ნელა გადიდა დროც და თითქოს საუკუნე გახდა საჭირო იმისათვის რომ ეს საშინელი გოგონების სკოლა დამესრულებინა და წავსულიყავი ამ დაწყევლილი კედლებიდან რომელშიც წყავიცკი ყელში მეჩხირებოდა იმიტომ რომ ხარჯებს იან ოსვალდი ანაზღაურებდა. მე ის იმ დაწყევლილი დღის შემდეგ აღარც მინახავს მაგრამ ვიცოდი რომ სადღაც დედამიწაზე დადიოდა და ეს ისე მაღიზიანებდა. თავს დამნაშავედ ვთვლიდი მის წინაშე და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა თუ კიდევ ერთხელ შევხვდებოდი.
კიბეები ისე ჩავიარე უკან აღარ მიმიხედავს მხოლოდ წინ მივრბოდი რომ რონის გაშლილ ხელებში სასწრაფოდ მოვქცეულიყავი ბარგი დავყარე და ჩავეხუტე ჩემს ძვირფას ძამიკოს, რომლის ცისფერ თვალებშიც იმედს ვხედავდი. დედა წარმოშობით ბრიტანელია ამიტომ რონიც მას ჰგავს მე მის გვერდით ყოველთვის ვიკარგები.
-როგორახარ ჩემო პატარა ჯიბგირო?-მკითხა ღიმილით. ნეტავ როდის დაემსგავს შუახნისას?-გავიფიქრე ჩემთვის
-უკვე კარგად მაგრამ რაც უფრო მოვშორდებით ამ შენობას უფრო კარგად გავხდები
-მაშინ წავიდეთ,-გამიღიმა და ჩემი ჩემოდნები აიღო მე ხელკავით გავყევი გვერდით და შვებით ამოვისუნთქე
-დიდიხანია ჩამოხვედი?-დავინტერესდი მანქანაში როცა თავი დაცულად დავიგულე
-რამდენიმე კვირაა და სამ დღეში ისევ მივდივარ,-გაბუტული ბავშვივით შევაჩერდი
-რა გავაკეთო ჯილი არმიას ვჭირდები
-არმია შენს გარეშეც შეძლებს არსებობას. ნუ თუ არ გრცხვენია რომ საერთოდ არ გცალია ჩემთვის?
-კი ჯილს ძალიან მერიდება მგრამ ახლა უკვე დიდი გოგო ხარ და შეძლებ თავდ ჩამომაკითხო ხოლმე
-ჰო როგორ არა
-ხო რათქმაუნდა შენ ხომ ვერ იტან ხალხს ზოგჯერ მგონია რომ ადამიანიც არ ხარ
-ნეტავ რატომ?-ჩავფიქრდი
-ვიცი ჯილს ვიცი მაგრამ არ შეიძლება ყველა ვერ იგებს ამას
-მე არც ვითხოვ ყველასგან გაგებას შენ რომ გესმის ეგეც მყოფნის,-მე არასოდეს არ მიოცნებია ადამიანზე რომელსაც ისე დაველაპარაკებოდი როგორც საკუთარ თავს ბნელ ოთახში რადგან ასეთი მყავდა ჩემი ძვირფასი რონი. ის იყო ჩემი დღიური, სივრცე და სიმარტოვე ერთადერთი ადამიანი რომელიც ყოველ ღამეს მაკითხავდა რომ ენახა მეძინა თუ არა და თუ ისევ თავლებდაჭყეტილი ვიწექი თავის მოგონილ ამბებს მიამბობდა
-როგორაა ჯეიმსი?
-დიდიხანია არ მინახავს
-ჯილი ეს არ არაის კარგი იდეა
-მეგონა გავარკვიეთ უკვე ეს ყველაფერი
-მისმინე ჯილე მე შენ იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე თავად საკუთარ თავს, შენ არ გიყვარს ჯეიმსი თავად დაფიქრდი რატომ გადაწყვიტე რომ ჩემი სამოსი ჩაგეცვა და ჯირითი გესწავლა რატომ დადიხარ სანადიროდ? არა არაფერი არ თქვა რადგან პასუხი თავადაც კარგად ვიცი ჯილი შენ ვერ იტან წესებს და რადგან რაღაც რაც მოგწონს სხვებისათვის მიუღებელია თავად არღვევ საზღვრებს ეს განგრევს შეხედე შენს თავს რას გავხარ ჯილი. მე ვერ ვუყურებ როგორ ინადგურებს თავს ჩემი ერთადერთი და,-მის თავლზე ცრემლმა გაიკიაფა
-რონ მე ასეთი ვარ? შენ ასე გგონია შენ გგონია თავს ვწირავ ვიღაც სხვისთვის და ეს გარჯა ფუჭია?
-დიახ ასე მგონია დაო გაიგე
-არა არ მსურს შენი არღაც ერთი სიტყვის მოსმენა უბრალოდ შეწყვიტე ეს ყველაფერი
-შემომხედე,-დაიღრიალა რაზეც მე შევხტი მაგრამ ხმა არ მოულბა,-შემომხედე მეთქი რა უფლებით? ნუ მიკეთებ ამას ნუ ანადგურებ ჩემს დას რატომ არ შეგიძლია იცხოვრო ისე როგორც ნორმალურმა ადამიანმა? იქნებ არც ხარ ადამიანი რას მერჩი მითხარი რას ჯილი ყოველ შეხვედრაზე უფროდაუფრო გაფითრებული მხვდები თვალები შეშლილისას მიგიგავს. კიდევ უფრო გაფითრდი და ეგ შენი შავი თვალები უკვე უფსკრულს მაგონებენ გთხოვ მომეცი უფლება ამოგიყვანო ამ უფსკრულიდან ჯილი გთხოვ,-ჩემს ნჯღრევას რომ მორჩა ცრემლები მომწმინდა და ჩემი თავი მკერდში ჩაიკრა. მე ვერაფერს ვერ ვგრძნობდი თითქოს ქვა ვიყავი რონი ჩემგან ქანდაკებიუს შექმნას ცდეილობდა მაგრამ რამდენჯერაც ქვას ჩამოამტვრევდა მე ორმაგად აღვიდგენდი დაკარგულ ნაწილს და ახლაც ასეთ დროს ჩემი ძმა მეცოდებოდა და არა საკუთარი თავი, მეცოდებოდა რადგან ასეთი და ჰყავდა.
...................
გარეთ სექტემბრის არაჩვეულებრივი გღე იდგა თბილოდა, ცოტა ქარიც ქროდა ქარი ბაბუაწვერას ფურცლებს ათამაშებდა თავის ნებაზე ისეთი თბილი დღე იდგა ყველაზე გულქვა ადამიანის გულსაც აავსებდა სიყვაულით. ვიჯექი მინდორში ხელით ქვედა ტუჩი მეჭირა და ვწელავდი თან ვფიქრობდი რა გამეკეთებინა ჩემი პრობლემის გადასაჭრელად და ყველაზე დიდი სისულელე მოვიფიქრე იმპულსურად წავედი მის შესასრულებლად.
........................
სანამ ეს მოხდდებოდა მოკლედ გეტყვით რა უბედურება დამატყდა თავს ჩემი ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში დასრულდა ბედნიერი ცხოვრება ჯეიმსი და მისი ძმა დააპატიმრეს. ბრალად ედებათ ახალგაზრდა თეთრკანიანი ქალის მოკვლა, გაძარცვა და შემდეგ მისი სახლის გადაწვა მაგრამ მე ერთი წუთითაც არ მჯეროდა ამის არც მაშინ როცა გავიგე და არც ახლა. ჯეიმსმა მაინც მოახერხა ჩემთვის წერილის გამოგზავნა სადაც ყველაფერს მიხსნის.
" არ ვიცი როგორ დავიწყო და არც ის ვიცი იქნება თუ არა ჩემი წერილი გრამატიკულად სწორი ან საერთოდ შესაძლოა ასოებიცკი ამერიოს ერთმანეთში. ესაა მიზეზი ძვირფასო თუ რატომ არ უნდა შეეგიყვარდეს გაუნათლებელი კაცი. მე ვიცოდი ჯილი, ვიცოდი რომ ჩვენ არ გვქონდა მომავალი მაგრამ არ ვიცოდი ასე ცუდად თუ წავიდოდა ყველაფერი ეს შენ არ უნდა შეგხებოდა არა ჩემს ერთადედერთ და უძვირფასეს საუნჯეს. ვიცი რაღაცის მოფიქრება გსურს მაგრამ გემუდარები ჯილი ეს არ გააკეთო დაე დავისაჯო თუნდაც უსამართლოდ დაე გაიწმინდოს ქვეყანა ჩემნაიებისაგან მე მივდივარ ამ დათმობაზე თუ მერე მაინც მოეშვებიან ერთმანეთის ხოცვას ჩემი თეთრი თანამემულეები. ჯილი შენ იცი მე ის კაცი არავარ დანაშაული ჩავიდინო და შემდეგ დავმალო. უბრალოდ ერთს გთხოვ ჩემო ძვირფასო არაფერი მომიოქმედო ჩემს გადასარჩენად. მიყვარხარ!"
მე რათქმაუნდა არც მიფიქრია მისი გაწირვა აბა თავად მითხარით თქვენ დაუშვებდით ამას? მაგრამ საუბედუროდ ყველამ უარი მომახალა დახმარებაზე ამიტომ სხვა გზა არ დამრჩა მე გადავწყვიტე გამეღო ის ერთადეთი რაც გამაჩნდა. ჩემი თავისუფლება.
კარზე გამალებით ვაბრახუნებდი კარგად ვერც ვხვდებოდი რას ვაკეთებდი და ვიცოდი რომ სწორედ ასე უნდა მემოქმედა თუ საქციელის გაკონტროლებას შევძლებდი ჩემი ქვეცნობიეი არასოდეს დამთანხმდებოდა ამაზე.
-თქვენი ბატონნი სახლშია?-ვკითხე მოახლე გოგონას და სახლში შევაბიჯე
-დიახ მემ ის კაბინეტშია,-გოგონა მარმარილოს კიბეებზე ამიძღავ და კარი გამიღო
მისი ბატონი გაოცებით შემომცქეროდა სათვალის ზემოდან.
-რამ შეგაწუხათ მის რობინსონ?
-მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი სერ
-თუ ასეა ეს ბოდიში ისევე როგორც ჩემი ერთი წლის წინათ არ არის მისაღებული
-მისტერ ოსვალდ გემუდარებით მაპატიეთ
-რა გაპატიოთ ჯილი ჩემი გრძნობების ფეხქვეშ გათელა თუ დაცინვა?-სარკაზმით შემომხედა მაგრამ მალე შეეცვალა გამომეტყველება და მივხვდი როგორც გამოვიყურებოდი.
-მისტერ ოსვალდ ჩემი მეგობარი განსაცდელშია და თქვენ ერთადერთი ვექილი ხართ ვისაც ჩემი დახმარება შეუძლია
-რატომ უნდა დაგეხმაროთ მის?
-მე შემიძლია სანაცვლოდ ის მოგცეთ რაც გინდათ და ამით თქვენი ღირსება რომელიც მე გავთელე გამთელდება
-ყურადღებით გისმენთ,-ღრმად ჩავისუნთქე გაბრაზებას ვგრძნობდი კიდევ გული ლამის იყო გამისკდებოდა და ვიცოდი წითელი ვიყავი რადგან შინაგანადაც ერთიანად ვიწვოდი. სხვა გზა არ მაქვს ვუთხარი საკუთარ თავს და მის წინ მუხლებზე დავეშვი.
-მისტერ ოსვალდ გემუდარებით მომიტევოთ ჩემი საქციელი მე თქვენ ჩემს ხელს გთავაზობთ.
-ჯილი რას აკეთებთ ახლავე ადექით,-აღმოხდა შეწუხებულს
-არა სერ სანამ არ დამთანხმდებით აქ ვიდგები. თუნდაც სამუდამოდ!
-ჯილი ახლავე ადექით
-დამეხმარებით?
-დიახ ვიღებ თქვეს შეთავაზებას ოღონდა ადექით.
ჯილი დასასრული
ჩემმა ქორწილმა თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდო მშვიდად ჩაიაირა მე ოფიციალურად დავთმე ის ყველაფერი რაც მიყვარდა იმისათვის ვინც მიყვარდა არა მსმენელო არ იფიქრო რომ მე ახლა ისე ვგრძნობ თავს როგორც ადამიანი რომელმაც ვიღაცას რაღაც მსხვერპლად შესწირა, მე ვინც არ უნდა ამბობდეს რომ ეს უბრალოდ აკვიატებაა მართლა მიყვარსა ჯეიმსი და არ მომწონს ის აზრი ახლა მოღალატესავით რომ ავეკიდე სხვას მაგრამ სიტუაცია ასე მოითხოვსა.
-უკვე გაიღვიძე?-იანს როგორც მარტოხელა კაცს კაბინეტი საძინბებელ ოთხშიც ჰქონდა მოწყობილი, დიდი მაგიდით სანათებით და ასე შემდეგ ამიტომ ყოველ დილას ერთსა და იმავეს ვხედავდი. ვხედავდი როგორ მუშაობდა ჩემი ქმარი ჩემი შეყვარებულის საქმეზე და სუნთქვა მეკვრებოდა იმის გაფიქრებაზე რა შეიძლებოდა მოსვლოდა მას და ჯეიმსს და ეს არ იქნებოდა პირველი შემთხვევა როცა თეთრები ჩაქოლავენ ბრალდებულს და მის ადვოკატს.
-კი გავიღვიზე,-თმა გავისწორე და სახე მოვისრისე
-ჯილი,-იანი წამში გაჩნდა საწოლთან და შესაბრალისივით დამაკვირდა,-შენ ბოდავდი
-მერე როდის იყო ადამიანს ბოდვა დაეჯერებოდა?-გამახსენდა რაც ვნახე სიზმრად და ძარღვებში სისიხლი გამეყინა
-მე მას უვნებელს მოგიყვან გპირდები
-შენ ისე ლაპარაკობ თითქოს ბავშვზე საუბრობდე და ამის გამო შეიბრალებენ მას მკვლელობას, გაუპატიურებას და კაცმა არ იცის კიდევ რა საძაგლობას აბრალებენ,-ხელებს ვიქნევდი და გულში წამიერად ისეთი ცეცხლი ამიბრიალდა რომ ლამის ერთიანად დავიფერფლე. მე გული მტკიოდა ხსნას მხოლოდ იანში ვხედავდი და ზოგჯერ როცა წარბშეკრულს დავინახავდი მასშიც მეპარებოდა ეჭვი სწორედ მაშინ მემართებოდა პარანოია ნერვიულობისაგან ღამით ძილში ვტიროდი სიმწრისაგან ვკიოდი და იანს უწევდა მთელი ძალით დავეჭირე რომ ყველა არ გამეღიძებინა და მათი ახალგაზრდა ქალბატონი გიჯად არ შეერაცხათ. თითქოს ჩემს ჯიბრზე ყოველდღე ვიღც კვდებოდა ციხეში და მათი 70% შავკანიანი ყოველდღე ვკითხულობდი ვიღაც უცხო თეთრკანიანი სულ ბავშვები როგორ იღებდნენ ხელში იარაღს ხელკეტს ან საკუთარი მუშტებით როგორ კლავდნენა შავკანიანებს.
-რა დააშვა ჯეიმსმა?-იანს საყვედურით შევხედე,-მიპასუხე რა მისი ბრალია რომ ღმერთმა შავკანიანად გააჩინა? ისინი თეთრებს არ ინდობენ უმეტეს შემთხვევაში მას რატომ დაინდობენ მე მალე შევცდები ჭკუიდან იან
-არ გაბედო არ გაიმეორო ეს კიდევ,-დამიყვირა ქმარმა და თითქოს უკანასკნელად გულზე მიმიკრა რაზეც შემაჟრჟოლა,-ჯილლი,-განაგრძო მშვიდად,-სანამ მსგავს რამეს იტყვი გემუდარები არ დაგავიწყდეს მე რომ შენ მიყვარხარ, რასაც არ უნდა გრძნობდე შენ ჩემს მიმართ მე შენ მიყვარხარ და თითუეული ესეთი სიტყვა ჩემზე მომაკვდინებლად მოქმედებს.
-მაპატიე,-ამოვიბლუკუნე. სხეულში რაღც ჭიანჭველების მსგავსი დამიდიოდა როცა ის ასე ახლო იყო.


გარეთ გაზაფხულის ისეთი ამინდი იდგა წამით ყველაფერი დამავიწყდა გარეთ გამოსულმა ხარბად შევისუნთქე სუფთა ჰაერი და თვალები ფენად გადაკრულ ღრუბელზე გამიშტერდა როგორ მიყვარდა ეს ყველაფერი რამდენი ხანია გაზაფხული დგას? მე რა მოსიარულე მკვდარი ვარ? როდის დამემართა ეს? მსგავს კითხვებს ვუსვამდი საკუთარ თვს და თან სულელივით ვიღიმებოდი რადგან გარემო ჩემს ირგვლივ ძალიან სასიამოვნო იყო.
-მერე ამ ყველაფერს ვინმეს მოუყვები და ის მონუსხულივით მოგისმენს,-მითხრა იანის მეჯინიბემ რომელიც წარმოდგენა არამაქვს საიდან გაჩნდა ჩემს გვერდით.
-თვენ ხომ იცით ახლა როგორ მიჭირს მე,-ეს კაცი ერთადერთი იყო ვინც სინამდვილეში იცოდა რა მჭირდა მე მას ყველაფერი ვუამბე. ვუამბე ისე რომ მას თვად არაფერი არ დაუძალებია ჩემთვის, მე მინდოდა რომ სცოდნოდა.
-ჩემო გოგონა ყველაფერი გავლის ერთ დღეს ვერ გეტყვი იმ დღეს ბედნიერი იქნები მეთქი მაგრამ ასე მძაფრად აღარ იგრძნობ
-რატომ?-ხმაჩხლეჩილმა ვიკითხე
-იმიტომ რომ ამ ყველაფერს მიეჩვევი მე ისე მივეჩვიე ამ ყველაფერს რომ ახლა მხოლოდ... თუმცა რადროს ესაა თქვენ ხომ ასეთ ცუდ ხასიათზე ხართ
-არა არა მიამბე გთხოვ
-მე შენი ასაკის გოგონა მყავს აქედან ძალიან შორს ცხოვრობს და ჩემზე გაბრაზებულია წერილებზე არ მპასუხობს ყველა მათგანი დახეული მიბრუნდება უკან დარწმუნებული ვარ არ კითხულობს მაგრამ მე მაინც ვუყვები როგორც ვარ ვეკითხები ჩემი შილიშილების შესახებ და ვიხსენებ ძველ ამბებს.
-რატომ იქცევა ასე თქვენი შვილი?
-მე ის სახლიდან გავაგდე სწავლა უნდოდა მეც მინდოდა ესწავლა და ბედრიერი ქალი ყოფილიყო მაგრამ ვიღაც ნაძირალაზე გამცვალა და დაოჯახდა „მე წელზე ფეხს ვიდგამ რომ შენ ბედნიერი იყო შენრ რომ განათლება მიიღო და შენ რას აკეთებ?“ დავუღრუიალე ხმამაღლა სახეშიც გავარტყი.-კაცმა დამნაშავესავით ჩაკიდა თავი
-ასე რატომ მოიქეცით
-თქვენ მშობელი არახართ და ვერ გაიგებთ ჯილი რას ნიშნავს შვილი იმედს რომ გაგიცრუებს
-კი მაგრამ
-მეძახიან მაპატიეთ ქალბატონო დაგტოვებთ,-თავი დავუქნიე და მანამ ვუყურე მიმავალს სანამ თვალს არ მიეფარა.


სამი თვის თავზე პაპანაქება სიცხეში ხალხით სავსე სასამართლო დარბაზიდან ჯეიმსი პირევლივე მოსმენის შემდეგ გაათავისუფლეს. ნუ მართლია ცოტა ვიმამუნეთ და ჯეიმსს სამოქმედო გეგმა მოსყიდული ბადრაგის ხელით გადავეცით მაგრამ მთავარია საქმე კარგად წავიდა. მოკლედ ასე მე სიხარულით გავეცი ჩემი ძვირფასეულობის მეოთხედი რომ მას ჩვენი თხოვნა შეესრულებინა იმ კაცმა ჯეიმსისი ნივთებში რომელიც დაპატიმრების შემდეგ ჩამოართვეს პაწაწუნა რკინის ნაკეთობა დავადებინით რომ ჯეიმსს ეს მის თილისმად გაესაღებინა. მოსამრათლეს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონა წინ დადგმული თემიდას სასწორზე წონიდა ორივე მხარის თილისმას ამ შემთხვევის გამო ჯეიმსისი თილისმა უფრო მსუბუქი გამოდგა რის გამოც მოსამართლე დაფარულად მაგრამ მაინც გადავვიდა ჯეიმსის მხარეს. ვაღიარებ იანმა სასწაული მოახდინა და ჯეიმსი ციხიდან გამოიყვანა მე რათქმაუნდა პროცესზე არ წამიყვანეს.


ჩემი ისტორია არაა ბედნიერი ამბავი ესაა ამბავი ხალხზე რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ და მათ შორის სიყვარულს სიძულვილი ცვლიდა და პირიქით.
ჯეიმსმა რათქმაუნდა მიზნად იანის განადგურება დაისახა რადგან მე უარი ვუთხარი მის მიტოვებასა და ჯეიმსთნ ერთდ წასვლაზე იმ დროისათვის უკვე თავდავიწყებით ვიყავი შეყვარებული ამ კაცზე.



მე და მამიდა ძაძაში გამოწყობილები ვისხედით მისაღებში და არც ერთი არ ვსაუბრობდით მე ისევ მისი ქერა კულულები და მისი სასიამოვნო სურნელი მახსენდებოდა წამდაუწუმ მაჟრჟოლებდა და კარს გავყურებდი
-საყვარელი,-გაისმა როგორც იქნა იანის ხმა მაგრამ თავი არ მქონდა მივსულიყავი ამიტომ თავად მოვიდა და საწოლში მოხერხებულად ჩამაწვინა
-რას ამბობს?-ამოვაყოლე სუნთქვას
-შემთხვევით მოხდა მამისის მოკვლა მინდოდოა
-ჩემი შვილი,-ამოვიკვნესე და იანის მკერს ავეკარი,-რა დაუშავა მან? რა დაუშავა?
-არ ვიცი საყავრელო არა შენ რა გგონია მე თვს კარგად ვგრძნობ?
-ის მე ....
-დამშვიდდი ჯილი ჩვენი შილი ახლა ცაშია
-კი მაგრამ მე ის აქ მჭირდება
ჯეიმსმა სასტიკად იძია შური ჩვენზე ჯერ შვილი, ორი თვის შემდეგ კი ქმარი მომიკლა და ციხეში თავისი ნებით ჩაჯდა.



-თვენ ხართ იან ოსვალდსისი ქვრივი?-მკითხა ვექილმა
-დიახ მე ვარ
-დაინახეთ როგორ მოკლა ამ კაცმა თქვენი ქამრი?
-დიახ მან მე შვილიც მომიკლა ოთხი თვის წინ
-ეს როგორ,-მოსამართლემ ამოიოხრა და ხალხის დასაწყნარებლად ჩაქუჩის ცემა სწრაფად დაიწყო მგიდაზე დადებულ პატარა ხის ნაჭერზე
-ამ კაცმა მე ქმარი და შვილი დამიხოცა მოვითხოვ თქენო უმაღლესობავ სასამართლომ უმკაცრესი სასჯელი მიუსაჯოს მაგრამ არა სიკვდილი. ის არ იმსახურებს ამასს დაე იცოცხლოს და ისე დაიტანჯოს როგორც მე,-სახეზე სულ გაფითრებულმა ძაძაში გამოწყობილმა ქალმა მოსამართლეს შეხედა
-ბატონო მოსამართლევ გემუდარებით არ მოკლათ ეს არაკაცი დაე იცხოვროს და დაისაჯოს თვისი დანაშაულისთის
-მისის ოსვალდ ამას მე გადავწყვეტ
-ჩემი ქმარი თქვენი თანამშრომელი იყო თქვენ მის ნაირს ან მასზე უკეთესს კიდევ ბევრს იპოვით,-ქალის სიტყვებს ხალხის გრგვინვა მოჰყვა,-მაგრამ მე ბატონო მოსამართლე მე ვინ დამიბრუნებს ქმარს და შვილს?
-იანი ჩემი საუკეთესო თნამშრომელინ იყო მაგრამ მისის თქვენ ნუ ჩაერევით სასჯელის დადგენაში გაქვთ კიდევ რამე სათმელი?
-არა თქვენო უმაღლესობავ
-მაშინ გამოიძახეთ ბრალდებული,-წინ შავკანიანი, მხარბეჭიანი მელოტი კაცი გამოვიდა და ფიცი წარმოთქვა მერე კი ბრალდებულის სკამი დაიკავა და მოსამართლეს შეხედა
-ბევრს არ გავაგრძელებ ჯეიმს რატომ გააკეთე ყველაფერი ეს?
-მე მიყვარს თქვენი მსხვერპლის ცოლი სიგიჯემდე და მთელი არსებით იყო დრო როცა თანამიგრძნობდა მაგრამ ახლა შეხედეთ იმ თეთრ მაიმუნს მოიხსენიებს როგორც ქმარი ეს ქალი ნამდვილი
-ბრალდებულო,-იღრიალა მოსამართლემ არ გაბედოთ და მისის ოსვალდს შეურაძხყოფა არ მიაყენოთ
-მაპატიეთ ავღელდი მე მისი შვილი შემთხვევით მოვკალი იანს ვუმიზნებდი მან კი მაინცადამაინც მაშნ მოინდომა ბავშვთან თამაში მაგრამ არ ვნანობ ის ბავშვი ხომ მისი ნაშერი იყო,-წამიერად გავიხედე ქალისაკენ რომელისაც სახე კიდევ უფრო გაჰფითრებოდა ყვრმალები ჩასცვენოდა და მილეული სანთელივით ძლივსღა ეტყობოდა სიცოცხლის ნიშნები მგონი არც ესმოდა რას ლაპარაკობდა ჯეიმსი.
-თქვენ საყავრელი იყავით ამ ქალის?-მოსამართლის კითხვას ხალხის შეძახილი მოჰყვა
-მე მიყვარს მეთქი ეს ქალი და მის პატიოსნებაზე თავსაც დავდებ
-ამიტომ დაუხოცეთ ქმარ-შვილი?
-ეს წამიერი გაელვება იყო ჩემი სიბრაზის
-ამას მსხვერპლი მოჰყავ
-ვიცი ჯანდაბა ვიცი,-კაცი ძლიერად ჩაეჭიდა ხის მაგიდას რომელთანაც იგდა და შეანჯღია
-ბატონო მოსამართლევ,-ხალხმა თავლი მოსაუბრის ხმას გააყოლა ახალგაზრდა ბიჭ იყო წარმოსადეგი,-იქნებ დაასრულოთ ეს სპექტაკლი ხომ ხედავთ როგორ იტანჯება საბრალო ქალი გეყოფათ მისი წამება
-დაბრძანდით ახლაგაზრდავ თორემ გაგაძევებთ
მსამართლემ კიდევ დიდხანს ტანჯა და ბოლოს ჯეიმსს სამუდამოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.
ორი თვე ვცდილობდი რომ ჯილისათვის ინტერვიუ ჩამომერთვა მაგრამ ის არ გამოჩენილა....
მერე როცა კიდევ ვესტუმრე იმ ადგილებს და იმ ქალაქსაც ვეწვიე სადაც ჩემს ერთდერთ და დაუვიწყარ სასამართლოს დავესწარი ქალაქში დადიოდა ლეგენდა შავ ქვრივზე რომელიც სახლიდან არ გამოდიოდა დღისით. ღამით კი ქუჩებს ცრემლებით ასველებს და თავის ქმარს ეძებს.
დასასრული
.................
ძველია მაგრამ იმედია მოგეწონებათ
იმედია ბევრი შეცდომა არ იყოოოოო



№1 სტუმარი lg

ეს იყო შესანიშნავი ერთ პატარა მოთხრობაში თქვენ ყველაფერი გადმოეცით ტკივილი, სევდა, სიყვარული, შურისძიება, დაუნდობლობა და ასე შემდეგ.... ცუდი იყო ასე ცუდად რომ დასრულდა ეს ამბავი მაგრამ ეს რეალობაა

 


№2  offline წევრი ki si

lg
ეს იყო შესანიშნავი ერთ პატარა მოთხრობაში თქვენ ყველაფერი გადმოეცით ტკივილი, სევდა, სიყვარული, შურისძიება, დაუნდობლობა და ასე შემდეგ.... ცუდი იყო ასე ცუდად რომ დასრულდა ეს ამბავი მაგრამ ეს რეალობაა

Didi didi madloba chemo dzvirfaso am siaxlis dadebaze tavis drozec vorchofobdi da axla cota davmshviddi <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent