შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს(მეხუთე თავი)


10-07-2017, 22:17
ავტორი buterfly
ნანახია 2 369

დიდი მადლობა ასე ,რომ აქტიურობთ და ასეთ სტიმულს მაძლევთ ,იმისთვის ,რომ შემდეგი თავი უკეთესი და უკეთესი იყოს.
******************************************************************
რა გჭირთ?ცოტა მაინც იაქტიურეთ.ამ ისტორიის წერის ხალისიც დამეკარგა უკვე.
დიდი მადლობა იმ ერთ ან ორ ადამიანს ვისაც მოსწონს ეს ისტორია და ელოდება შემდეგ თავს.იმედია ეს თავი მოგეწონებათ და თქვენ მაინც გამიზიარებთ თქვენს შეხედულებებს.

------------------------------------------------------------------------------
ორშაბათ დილით ემილია სამსახურში ,როგორც ყოველთვის თავის დროზე გამოცხადდა, მაგრამ თანამშრომლები კართან დახვდნენ და დიდი დახვედრაც მოუწყვეს.ყველა ულოცავდა მიღწეულ წარმატებას.
-ემილია შვილო,გილოცავ ასეთ დიდ წარმატებას, ძალიან ვამაყობ შენით(ღიმილით და უდიდესი სიყვარულით სავსე მზერით გამოემართა ნოდარი ემილიასკენ)
-ბატონო ნოდარ.მეც ძალიან მიხარია ,რომ შევძელი და კომპანია ვასახელე(ამის თქმა და ნოდარის გადახვევა ერთი იყო)წამოდი შვილო,კაბინეტში შევიდეთ და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი. ბავშვებო დაიშალეთ თქვენც(მიმართა სხვა თანამშრომლებს და აჩისაც დაუძახა)
-აბა ბავშვებო დასხედით და მიამბეთ ყველაფერი,რა და როგორ მოხდა.
-რა უნდა გიამბოთ ბიძია ?დარწმუნებული ვარ უკვე ყველაფერი მოყოლილი აქვთ შენთვის და ჩვენ რაღას „გვაწამებ“?(სიცილით უთხრა და ემილიას გადახედა იმ იმედით ,რომ ოდნავ მაინც შეძლებდა მის კიდევ ერთხელ გაღიმებას).
-აბა ემილია შენ მაინც მომიყევი.ეს არ მაღირსებს დღეს.
-დიდი მოსაყოლი არაფერია ბატონო ნოდარ. როგორც კი ჩავედით თქვენი მეგობარი ,რომ არის ელზა. შემოგვეგება და სიტუაციაში გაგვარკვია. შემდეგ გავემზადეთ და ჩვენებაც დაიწყო და მერე თავადაც კარგად იცით.(გაუღიმა და საუბარიც დაასრულა)
-კარგი გასაგებია. ერთი მეკაიფება მეორე ნორმალურად არ მიყვება არაფერს. როგორც გინდათ. შეგიძლიათ წახვიდეთ(ხელით ანიშნა მოშორდით აქაორობასო.აჩიმ ერთი გადაიხარხარა და ღიმილიანი სახით შეხედა ემილიას, რომელმაც მხოლოდ ჩაიცინა და მალევე დაიბრუნა ჩვეული გამომეტყველება)
აჩი და ემილია გამოვიდნენ კაბინეტიდან და ამ დროს ემილიას ტელეფონზე ზარია.
-ხო მარიამ. რა მოხდა?რატომ მირეკავ?
-ნინი ვარ ემილია (ამოისლუკუნა ნინიმ)
-ნინიიი.რა ხდება პატარავ რატომ ტირი?
-(სლუკუნს არ წყვეტს ნინი)
-გამაგებინებ თუ არა უკვე ავნერვიულდი.რატომ ტირი?რა მოხდა?(კიდევ ერთხელ გაუმეორა კითხვა და აჩიც არანაკლები ინტერესით უსმენს. ემილიას განერვიულებული ხმის გაგონებისას, თავადაც არანაკლებ აღელდა)
-მარიამიიი.....
-რა მარიამი გოგო ხმა ამოიღე?
-მანქანა... მანქანა დაეჯახა მარიამს(ძლივს ამოილუღლუღა ნინიმ)
-რაააა.. (ერთი შეჰკივლა ემილიამ და მის ოთახში შევარდა)როგორ არის ახლა? სერიოზული ხომ არ არის რამე?ექიმები რას ამბობენ? (ჩანთას ხელი დაავლო და თან თვალებზე მომდგარ ცრემლს იწმენდს)
-არ ვიცი დაიკო, არაფერი არ ვიცი.(ტირილი დაიწყო ნინიმ)
-ნუ ტირი ჩემო სიცოცხლე ნუ ტირი მოვდივარ.მალე მანდ ვიქნები. რომელ საავადმყოფოში ხართ?
-ჩვენს სახლთან რომ საავადმყოფოა იქ ვართ(ძლივს უთხრა ბავშვი)
ემილია ელვის სისწრადით გავარდა საავადმყოფოში და როდესაც აჩიმ ის ამ მდგომარეობაში დაინახა უკან დაედევნა .
-ემილია რა მოხდა ?მშვიდობაა?
-არ არის მშვიდობა, არა.(ქვითინით უთხრა ემილიამ და თან ტაქსისგაჩერებას ცდილობდა)
-ასეთ მდგომარეობაში გგონია ტაქსტით გაგიშვებ? ჩაჯექი მე მიგიყვან სადაც მიდიხარ. (სრული სერიოზულობით შესთავაზა აჩიმ)
-არ მინდა ,ჩემით წავალ(ცრემლების წმენდით გადაულაპარაკა ემილიამ)
-გოგო ,შენ ნორმალური ხარ?ცუდად ხარ ,ცუდად.ჩაჯექი დროზე მანქანაში.მე წაგიყვან.(მის ხმაში იმხელა სიმკაცრე შეინიშნებოდა, რომ წინააღმდეგობა ვერც ემილიამ გაუწია და მის ნებას დაჰყვა ჩაჯდა თუ არა მანქანაში, აჩიმ სწრაფად მოუარა მანქანას, საჭეს მიუჯდა და ადგილიდან მოწყვიტა).
-სად მივდივართ?
-საავადმყოფოში.
მალევე მივიდნენ საავადმყოფოში. ემილია მიმღებისკენ დაიძრა და ოთახის ნომრის გაგების შემდეგ ელვის სისწრაფით გაემართა ექიმისკენ.აჩი კი მანქანასთან უცდიდა .
-ექიმო, მარიამ ჯაფარიძე როგორ მდოგამარეობაშია?რაიმე სერიოზული ხომ არ არის?(ერთი ამოსუნთქვით ჰკითხა ექიმს და ამ დროს ნინიც მოვიდა)
-ქალბატონო ,ჯერ გონს არ მოსულა ველოდებით და დაწვრილებით პასუხს შემდეგ გეტყვით.ფეხი აქვს მოტეხილი და ნეკნების დაზიანება მიიღო. ახლა მხოლოდ იმის შიში გვაქვს ტვინის შერყევა ან ტვინის უფრო მძიმე დაზიანება არ მიეღო რადგან დარტყმა საკმაოდ ძლიერი იყო. ზუსტ პასუხს მისი გონზე მოსვლის შემდეგ გავიგებთ .ახლა კი ტომოგრაფიას უღებენ და მალე შეძლებთ მის ნახვას.(უთხრა ექიმმა და ემილიას და ნინის გასცილდა)
-დაიკო.ხომ კარგად იქნება მარიამი?(ქვითინით ამილუღლუღა ნინიმ)
-კარგად იქნება ნუ ნერვიულობ.ჩვენი გიჟი გოგო ყველაფერს გაუძლებს.(ნაძალადევი ღიმილით გაუღიმა ემილიამ)ახლა ის მითხარი ვინ დაეჯახა იცი?გააჩერა მანქანა?
-კი აი იქ დგას. (თითით უჩვენა ნინიმ )
-ნიკაააა.(ერთი ესღა აღმოხდა და მაშინვე მისკენ გაემართა)შენ ნორმალური თუ ხარ ბიჭო. ნელა ვერ ატარებ?თუ აუცილებლად ვიღაცის სიცოცხლე უნდა ჩააგდო საფრთხეში ,რომ მიხვდე დანაშაულს.
-მომისმინე ემილია .
-დაიკო მოუსმინე მარტო მაგის ბრალიც არ არის(გადაულაპარაკა ემილიას ნინიმ ,მაგრამ ემილიას გამოხედვის დანახვისას გაჩუმდა და თვალი აარიდა)
-კაი.აბა მიდი გაიმართლე თავი
-ჯერ ეგ ერთი თავის გასამართლებელი არაფერი მჭირს ,მგონი ის ,რომ მოსახვევში გადასვლა არ შეიძლება გზაზე ყველამ უნდა იცოდეს.მე რა ვიცოდი ,თუ ვიღაც გადმომიხტბოდა გზაზე .ნუ ვაღიარებ ცოტა ჩქარა მოვდიოდი მაგრამ არც შენი დაქალია სულ უდანაშაულო.(ამის გაგონებაზე ემილიამ დას გადახედა და დასტურის მიღების შემდეგ ნინის მიუბრუნდა)
-აბა ქალბატონო ნინი რა მოხდა მოყევი დაწვრილებით.
-რა მოხდა და სამსახურიდან როდესაც მოვიდა ფუნთუშა მინდაო და საყიდლად უნდა გადასულიყო გზაზე ,მაგრამ არასწორ ადგილას,მოსახვევში და ამ დროს მანქანა დაეჯახა. მე აივნიდან დავინახე და შენ დაგირეკე.
-აი ხომ ხედავ მარტო ჩემი ბრალი არ ყოფილა(გამარჯვების ღიმილით მიმართა ემილიას ნიკამ)
-შენ გაჩუმდი. თავი უდანაშაულო გგონია?(ამ კამათში და გარჩევაში აჩის მობეზრდა გარეთ ლოდინი და ისიც მივიდა მათთან, ნიკას დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა )
-ნიკაა აქ რას აკეთებ?(ინტერესიანი მზერა მიაპყრო აჩიმ ნიკას)
-რას აკეთებს აქ და ეს ვაჟბატონი დაეტაკა ჩემს მარიამს(უცბად მიახალა ემილიამ)
-რაა ბიჭო? შენ ნორმალური ხარ(თვალები გაოცებისგან გადმოყარა აჩიმ)
-აუუუ ახლა ეს დაიწყებს რჩევა-დარიგებების გაცემას.(მობეზრებულად აატრიალა თვალები ნიკამ)
-რჩევა-დარიგებებს მოგცემ მე შენ.თუ გაგიფინე ეხლა წიხლებ ქვეშ(დაემუქრა აჩი)
ამ სასიამოვნო საუაბარში მარიამის პალატიდან ექთანი გამოვიდა და ემილიას თხოვნაზე ,რომ მასთან შეეშვათ ,დასთანხმდა და ემილიამაც არ დააყოვნა .
-მარიამ ,ჩემო ლამაზო , გონს მოდი ჩემო სიცოცხლე. გთხოვ. (უთხრა და მარიამის საწოლზე ჩამოჯდა)
აჩი ამ სცენას ფანჯრიდან უყურებდა და ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლება ერთი ადამიანის მიმართ ასეთი ცივი და უხეში იყო მეორის მიმართ კი ასეთი მოსიყვარულე და თბილი.
ნიკა და აჩი ნინის პატრონობდნენ, სანამ ემილია მარიამის გამოფხიზლებას ელოდა. მთელი ღამე თეთრად გაატარა ემილიამ, ნინის კი აჩის მხარზე ჩასძინებოდა.ნიკაც არანაკლებ დარდობდა და გამთენიისას პოლიციაც მოვიდა ,ამ დროს კი ემილია გამოვარდა პალატიდან და ექიმს ეძახდა
-ექიმოოო გონს მოვიდა ,გონს მოვიდა(გახარებული ყვიროდა ემილია , ამის გაგონებაზე აჩი და დანარჩენებიც მისკენ გაიქცნენ )
ექიმმა გამოკვლევები ჩაუტარა . გარეგნულად არაფერი ეტყობოდა ,არც ტვინის შერყევის ნიშნები ჰქონდა. უბრალოდ თავს სუსტად გრძნობდა და ექიმმაც პროფილაქტიკისთვის ორი დღით საავადმყოფოში დარჩენა ურჩია და ამ დროის განმავლობაში დააკვირდებოდნენ კიდეც.
-არა ამდენ ხანს სამსახურ ვერ გავაცდენ(აღმოხდა მარიამს)
-შენ ნორმალური თუ ხარ და ერთი ძალიან მაინტერესებს როგორ ივლი.
-რას ჰქვია როგორ ვივლი.
-ხოო როგორ ივლი?ფეხზე დაიხედე აბა(თითით მოტეხილ ფეხზე მიუთითა ემილიამ)
-ვაიმე დედაა.(ფეხზე დასახედად წამოდგა და ამ დროს ნეკნებმა დაუწყო ტკივილი)ვაიმე ნეკნებიც ჩამიმტვრია?ღმერთოოო (საცოდავად ამოიკვნესა მარიამმა)
პოლიციელები პალატაში შემოვიდნენ და მარიამის დაკითხვას აპირებდნენ .მათ შემოჰყვათ ნიკაც და აჩიც და ყველანი ჩამწკრივდნენ კედელთან.
-გამარჯობათ ქალბატონო მარიამ ,მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გვინდა დაგკითხოთ. გვაინტერესებს რა და როგორ მოხდა? და თუ აპირებთ იმ ყმაწვილს უჩივლოთ ვინც მანქანით დაგეტაკათ?(უთხრა და ნიკაზე მიუთითა, რომელმაც მას საყვარლად გაუღიმა და ხელი დაუქნია ,რომ მიმხვდარიყო რომელი იყო ნიკა).
-ვუჩივლო ? არა არ ვაპირებ ჩივილს. ცოცხალი ვარ ჯერ. (უთხრა და ნიკას ცხვირი აუბზუა)
-დარწმუნებული ხართ?
-დიახ სრული დარწმუნებით და ჩემს აზრში ეჭვის შეუტანლად ვამბობ.(გაბრაზებული სახით ნიკას გადახედა)
-კარგით ,როგორც გნებავთ(განუცხადეს და პალატა დატოვეს)
-ძალიან დიდი მადლობა მარიამ ,რომ არ მიჩივლე თორემ ციხე გარანტირებული მქონდა.
-მეჩივლა?ვისთვის? შენთვის? ისედაც ასანთის ღერს გავხარ ისეთი გამხდარი ხარ და ციხეშ სულ ჩონჩხს დაემსგავსებოდი(ეს ყველაფერი უთხრა კუნთებად ქცეულ ბიჭს)
-ვინ ჰგავს ასანთის ღერს ?მეე?
-არა მე(საყვარლად დაიჭყანა და ნიკას გადახედა)
-(ნიკას სახეზე მწარე ღიმილმა გადაურბინა )მაგას თავი დავანებოთ და როგორ შემიძლია დანაშაულის გამოსყიდვა? დაგპატიჟებ სადმე.ხო ასე ვიზამ(ჩაიბურტყუნა და მარიამს გადახედა) ჩემთან ერთად წამოხვალ ?კაფეში გეპატიჟები.
-მოტეხილი ფეხით და დამტვრეული ნეკნებით თუ წამიყვან ,წამოვალ(უთხრა და გადაიკისკისა როგორც სჩვევია ,თან ნატკენ ნეკნებზე დაიდო ხელი და ტკივილისგან ამოიკვნესა)
-ძალიან გტკივა(შეწუხებული სახით ჰკითხა ნიკამ)
-სულ არაა(თავი გადაიქნია და ემილიას გადახედა)
-ისადა ,მოსახვევიდან რატომ გადადიოდი მაღაზიაში?(მკაცრი გამომეტყველების მოუშორებლად ჰკითხა ემილიამ)
-დამეზარა ზებრამდე მისვლა ,თან ფუნთუშა ძალიან მინდოდა და ვეღარ მოვითმინე და ამ დროს გამოხტა ესეც თავისი ჯიპით(უთხრა და ტუჩები მოილოკა,ამის დანახვაზე მიხვდა ნიკა ,რომ ფუნთუშა კიდევ უნდოდა მარიამს)
-მოიცა,კიდევ გინდა ?ახლავე მოგიტან .დამელოდე(პასუხს არც დაელოდა ისე გავარდა ფუნთუშის მოსატანად)
-კარგი მარიამ ,ჩემო ლამაზო დაისვენე შენ ჩვენ გავალთ.(უთხრა ემილიამ და აჩისთან და ნინისთან ერთად გარეთ გავიდნენ.)
-ძალიან დიდი მადლობა ,არჩილ. ძალიან დამეხმარე.(გამომეტყველების შეუცვლელად უთხრა ემილიამ)
-არაფერია აქ სამადლობელო.ყველა ასე მოიქცეოდა(უცნაურად დაიბნა ბიჭი.ასეთი თითქოს თბილი ტონით ემილიას მისთვის არასდროს მიუმართავს)
ზუსტად ათი წუთი იყო გასული და ნიკა ფუნთუშების საკმაოდ დიდი შეკვრით მოდის დერეფანში .
-ამას მართლა უყიდია .(ეშმაკურად გაეცინა აჩის და ხმა ამოუღებლად მოსიარულე ნიკას მან და ემილიამ ერთდროულად გააყოლეს თვალი)
-მგონი ახალ სიყვარულს ეყრება საფუძველი(სიცილნარევი ხმით გადაულაპარაკა აჩიმ ნინის, რომელმაც გაუღიმა და სკამზე ჩამომჯდარ აჩის ლოყაზე აკოცა(როდის მოასწრო ამ ბავშვმა მისი შეყვარება))
*ნიკა*
-მარიამ,აი შენ რომ გინდოდა მოგიტანე(უთხრა და საყვარლად გაუღიმა)
-ვაიმეე მართლა უყიდია.(გაოცებული სახით შეხედა მარიამმა)
-მიდი გასინჯე.
-(მარიამმა ერთი გემრიელად ჩაკბიჩა და სიამოვნებისგან ესღა აღმოხდა)ღმერთი გაგახარებს ნიკუშ.უგემრიელესია.
-შეგერგოს(უთხრა და მოულოდნელად თავი ვეღარ შეკავა და ლოყაზე უჩქმიტა)
-(მარიამმა გაოცებული სახით გადახედა და ნიკას შეწუხებულ სახეს როცა გადააწყდა,რომელიც ეუბნებოდა უი ეს რა გავაკეთეო ,სიცილნარევი ხმით უთხრა)კაი არაუშავს.ხელი წაგიცდა ჩემს ბუთქუნა ლოყებზე.(და ჩვეულად და ბავშვურად გადაიკისკისა, რაზეც ნიკას გულში უდიდესი სითბო ჩაეღვარა)არ გინდა?არ ვარ ღორი.გაგიყოფ(ფუნთუშა მიაწოდა ვაჟბატონს)
-არა მადლობა არ მინდა
-ალბათ არ ჭამ არაჯანსაღ საკვებს ,ისეთ ტანზე დგახარ.
-ცოტახნის წინ მაგას არ ამბობდი.ასანთის ღერებს გავხარო და..
-ოოო აბა რა მეთქვა ,მინდოდა დამემცირებინე(სასიამოვნოდ გაუღიმა ნიკას)
მარიამმ და ნიკამ კიდევ დიდხან ილაპარაკეს .იმ ხნის განმავლობაში რაც მარიამი საავადმყოფოში იყო ნიკაც აკითხავდა და არც აჩი უშვებდა ემილიასთან ცოტა დიდხანს ყოფნის შანსს.მარიამიის საავადმყოფოდან გამოწერის დღესაც აჩიმ გადაწყვიტა ,რომ მას უნდა წაეყვანა ემილია .
-ემილია მე წაგიყვან და ერთად წამოვიყვანოთ მარიამი.
-არა მადლობა.არ მინდა შეგაწუხო. ისედაც ძალიან დამეხმარე.საავადმყოფოს ხარჯები რომ შენ გაისტუმრე ამის გამო ისედაც ძალიან უხერხულად ვარ
-არ გრცხვენია?ჩემი თანამშრომელი ხარ და ვალდებული ვარ ასე მოვიქცე(არადა მშვენივრად იცოდა რომ აქ თანამშრომლობა არაფერ შუაში იყო.)ასე რომ წამოდი მე გაგიყვან
-ჯერ ჩემი და უნდა გამოვიყვანო სკოლიდან ,არ მინდა შეგაწუხო
-არ შევწუხდები არა.წამოდი.(უთხრა და გაემართნენ მანქანისკენ)
ნინის შეეგება ემილია სკოლიდან გამოსვლისას და დაიკოს მოესიყვარულა ,აჩიმ იგრძნო ის რაც აქამდე არ უგრძვნია,მაგრამ რა იყო ეს?სახელს ვერ არქმევდა. მითუმეტეს, რომ ემილიას მის მიმართ ასეთი ცივია. ნინი გამოიყვანეს და წავიდნენ საავადმყოფოში მარიამის გამოსაყვანად,მაგრამ ტყუილად.ნიკას უკვე წაეყვანა და ისინიც სახლში წავიდნენ. ემილიამაც ზრდილობის და იმის გამო ,რომ აჩის ძმაკაციც მათთან იყო აჩიც შეიპატიჟა სახლში და შესვლისას ნიკას და მარიამის სიცილი მოესმათ.(ძნელი სათქმელია მათ სიცილს ,სიცილი ვუწოდოთ, უფრო ცხოველების ხმების იმიტაციას ჰგავდა. ერთი ღორივით ღრუტუნებდა მეორე ცხენივით ჭიხვინებდა) ამის გამგონე ემილია და აჩი შეშინებულები შეცვივდნენ სახლში.
-ესენი არ არიან ნორმალურები(უსიამოვნოდ გადაულაპარაკა ემილიამ ნინის)გოგო შენ ჭკუა გააქვს?რატომ არ დამირეკე ?გეთქვა არ ვარო საავადმყოფოში
-ვაიმეე ემილია,სულ დამავიწყდი სიხარულო(საყვარლად გაუღიმა დაქალს)
-დაგავიწყდი ხოო?იდიოტო(თავში წამოარტყა მარიამს)
-გოგო ნეკნები მაქვს დაზიანებული(სიცილით მიახალა ემილიას და ნიკაც აჰყვა)
-ნეკნები კი არა ტვინი გაქვთ ორივეს დაზიანებული თან ისე ,რომ მკურნალობას არ ექვემდებარება.(გაეცინა ემილიას და სამზარეულოში გავიდა)
-კარგი მარიამ,ჩვენ წავედით ,აღარ შეგაწყენთ თავს.(წამოიზლაზნა ნიკა ისე ,რომ აშკარად ეტყობოდა არც წასვლის სურვილი ჰქონდა და უნდოდა, რომ მარიამს დარჩენა ეთხოვა)
-(მარიამი მიუხვდა ჩანაფიქრს ვაჟბატონს ) კარგი წადით,მეც ცოტას დავისვენებ(ეშმაკური ღიმილი სტყორცნა ნიკას)
-(ნიკას გამომეტყველება შეეცვალა ,არ ელოდა მსგავს პასუხს.ემილია და აჩი კი გაოცებულები იდგნენ და შეჰყურებდნენ მათ.)



№1  offline მოდერი ენემი

აუუ კაია ხვალ დადე ახალი

 


№2  offline წევრი buterfly

ენემი
აუუ კაია ხვალ დადე ახალი

შევეცდები ყველანაირად

 


№3  offline ადმინი მწარე

ტიირებიიი გამოიყენე რაა მოქმედებას როცაა წერ და არა ფრჩხილები რაუბედურება
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№4  offline წევრი buterfly

მწარე
ტიირებიიი გამოიყენე რაა მოქმედებას როცაა წერ და არა ფრჩხილები რაუბედურება


გავითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent