შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაიჯერე, სასწაულები არსებობს


11-07-2017, 08:16
ავტორი TeJi
ნანახია 1 374

მოგეხსენებათ, ყველა ქალაქსა თუ სოფელს ჰყავს თავისის ,,ბოროტი დედოფალი''. არც მავილიის ეს პატარა და ულამაზესი სოფელია გამონაკლისი. თან როცა ბოროტებას ემატება ძალაუფლება და ფული, ეს უკვე საფრთხის შემცველია.
ხოდა სად გავჩერდით... მთელი სოფელი დიდ პატივს სცემს დონალინების ოჯახს, რრადგან ამ სახლის დიასახლისი დიდი ფარისეველი ვინმეა და ძალიან ადვილად ახერხებს ხალხის გულების მოგებას, მიუხედავად მისი ნამდვილი სახისა.
მის მავინას ჰობი იყო საუკეთესო მოსამსახურეების პოვნა და თავის ქმარს მთელ სამეფოს ატარებდა მათ აღმოსაჩენად, საწყალ კაცს სულ თავის ნებაზე ატარებდა.
ერთ დღესაც მისტერ დონალინს ჩამოაღამდა, ამ დროს დაიწყო კოკისპირული წვიმა და გადაწყვიტა მოკლე გზით წასულიყო სახლში.გადაჭრა მთავარი გზა და ტყეში შევიდა.ბშიშისგან ლამის გული გაუსკდა როცა ფეხზე რაღაც რბილის და ნაზის შეხება იგრძნო.ნელა დაიხარა და აღმოაჩინა რომ ეს რაღაც ადამიანის ხელი იყო.ჩირაღდანი სახეზე მიანათა და ულამაზესი არსება იხილი. მის ნაკვთებს დააკვირდა, ძალიან ეცნობოდა მაგრამ უეცრად გონს მოვიდა და გონება დაკარგული გოგონას გამოფხიზლებას შეუდგა, მაგრამ უშედეგოდ, შემდეგ კი მხარზე გადაიკიდა მოხუცმა, შავგვრემანი აფროდიტე და შინისაკენ გაუდგა გზას.
რამდენიმე საათში უკვე სახლში იყო მისტერ ჰოლდენი და თან სტუმრისთვის ცხელი ჩაი მიჰქონდა. გოგონამ გამოფხიზლებისთანავე დაიწყო უცხო გარემოს შესწავლა და წინა დღეებში მომხდარის გახსენება მაგრამ არ დასცალდა, ოთახში ჭაღარა შეპარული კაცი შემოვიდ, დაფეთებული გოგო კი სავარძლის კიდეს აეკრა და შეშინებულმა საუცხოოდ მწვანე თვალები მიანათა.
-ნუ გეშინია ვოგონი, არაფერს დაგიშავებ- გაუღიმა ჰოლხენმა.
-სად ვარ? -იკითხა მშვიდი ხმით გოგომ.-მავილიის ერთ პატარა სოფელში.
-მავილიის? ეგ რა არის?
-ნუთუ არ იცი რომელ სამეფოში იმყოფები? შვილო რამე ხო არ გჭირს?! იქნებ რამე გტკივა?-გადაუჩურჩულა კაცმა ხმაურით.
-მე უბრალოდ გამიტაცეს და აქ აღმოვჩნდი.
-კი მაგრამ რატომ გაგიტაცეს? - გოგონა მხრებში გასწორდა და ნაფლეთებად ქცეული სამეფო ტანისამოსი კოხტად გაისწორა.
-მე კატალინიის პრინცესა ვარ. ჩემს მოტაცებას კი პოლიტიკური სარჩული აქვს.ორი სამეფოს მემკვიდრეები იბრძვიან ჩემზე დაქორწინებისთვის, რათა გაძლიერდნენ ჩემი სამეფოს ხარჯზე. -დაასრულა სიტყვა და ამაყად გასწორდა მხრებში.
კატალინიის პრინცესას სხეულში ბევრი ,,მე'' იბრძოდა თავის დასამკვიდრებლად, განსაკუთრებით კი ამაყი და პრინცესასთვის შეუფერებლად ზედმეტად წყნარი და მშვიდი. გოგონას მოსმენის შემდეგ ჰოლდენმა ძალით გაიღიმა და ოთახიდან გაიძურწა.
ჰოლდენი მოსმენილმა ააფორიაქა და თავისთვის ბუტბუტებდა.
-სად ხარ მავინა ამდენ ხანს. მგონი სახლში გიჟი მოვიყვანე. უბრალოდ იმის ბრალი იქნება რომ გოგომ თავი ძაან დაარტყა -მოხუცი ცოტახანს ჩაფიქრდა, შემდეგ კი წამოიძახა- ჰო, მახსოვს..მახსოვს.. იქვე ახლოს სამეფო ეტლი იყო, მართალია ცუდ მდგომარეობაშო მაგრამ მაინც მივხვდი კატალინიის სამეფოს რომ ეკუთვნოდა. არა, არა, მავინას ამას ვერ ვეტყვი თორემ ჩემი გიჟი ცოლი მეფეს გამოსასყიდს მოსთხოვს შვილის სანაცვლოდ, ის ხომ ყველა ყაჩაღზე უარესია-გადაიხარხარა გულიანად.
კარგად რომ დაბნელდა სახლში მოსასხამში გახვეული მავინა შემოვარდა.
-ჰოლდ!! ჰოლდეენ- გაჰჯიოდა ბოლო ხმაზე
-მოვდივარ, ჰო ეხლავე!
-აბა როგორ არის ჩემი საყვარელი ქმარუკა?!
(ჰო, მგონჯ გადავამეტე მის მავინას აღწერისას, მაგრამ მაინც ბოროდი ალქაჯია sweat_smile )
-კარგად საყვარელო.
-აბა რა ქენი იშოვე მოსამსახურე?
-მოსამსახურე?! ააა ჰო, კი ვიშოვე- დაიბნა მოხუცი, მოსამსახურის ამბავი სულ აღარ ახსოვდა.
-აბა სად არის?
-ოთახშია, გავუშალე საწოლი და სძინავს ახლა. წადი შენც დაისვენე.
-ჰმ, კარგი. ხვალ მოვინახულებ ახალს. დღეს რომელ სართულზე დავიძინო? ჯანდაბას მესამეზე დავწვები.
ირიჟრაჟა თუ არა მაშინვე შევარდა მის მავინა პრინცესასთან.
-ძილისგუდა, სასწრაფოდ ადექი ასე აპირებ შენ მუშაობას?! -უყვირა ქალბატონმა. გოგონა დაიბნა მაგრამ მალევე შეამჩნია მავინას უკან მდგომი ბატონი რომელიც სთხოვდა თამაშში აყოლას და მიზანსაც მიაღწია.
-ბოდიშით მის.. ასე აღარ განმეორდება.
-განმეორდება და შენი აჯობებს! - გაკაპასდა ქალი - ოხ ეს ახლები.
-რა ხდება მისტერ დონალინ?
-იცით.. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემს ცოლს მისი მოსამსახურე ჰგონიხართ-მიაყარა უცებ და მაშინვე დაამატა- თქვენო უდიდებულესობავ. -პრინცესამ შეიფერა და თავი ამაყად ასწია მაგრამ როცა წინადადების შინაარსი გაიაზრა წამოიყვირა -რაა??
-მაპატიეთ მაგრამ რთული სიტუაციაა. თქვენ იმყოფებით უცხო სამეფოში, არც არავინ დაიჯერებს რომ პრინცესა ხართ, რომც დაიჯერონ თქვენი სამეფოსკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია.
-მართალი ხართ, რომ დავფიქრდი აღმოვაჩინე რომ ჩიხში ვაარ -წამოიყვირა გაბრაზებულმა.
-ვეცდები ყველანაირად დაგეხმაროთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით მის მავინას მოსამსახურის როლი უნდა ითამაშოთ - სრული სიმტკიცით განუცხადა გოგონას. - ისე რამის გაკეთება იცით? - ჰკითხა ჰოლდენმა, მაგრამ როცა პრინცესას გაფართოებულ თვალებს გადააწყდა უმალ დაამატა -ანუ პრინცესების უმეტესობას არ ეხერხება საოჯახო საქმეები და თქვენი გამოგდით?
-არ მინდა თავის ქება გამომივიდეს მაგრამ შესანიშნავად მეხერხება ასეთი რაღაცეები.
-გამოგივიდათ - გაეკრიჭა ჰოლდენი.
-ბატონო?!
-ძალიან კარგი-თქო.
-კარგი ახლა გავალ, შენ მოემზადე და შეუდექი საქმეს - თბილად გაუღიმა კაცმა.
პრინცესა მოსამსახურის ფორმაშიც უმშვენიერესი იყო. მისი სხეული კარგად იყო გამოკვეთილი ამ სამოსში.სანამ პირველ სართულზე ჩავიდა, ხუთივე სართულის დათვალიერება მოასწრო და კმაყოფილი შეურთდა მოსამსახურებს.
ყველა დღე ერთმანეთს გავდა. დილით ადგომა, მოსამსახურეებთან ერთად საქმის კეთება, ბაზარში სიარული და ვერონაზე, ჩვენს პრინცესაზე შეყვარებული მთელი სოფელი და არამარტო ის, ახლოს მდებარე მოზრდილი სოფლის მცხოვრებთა ნახევარიც მას შესტრფიალებდა. რამდენიმე ფულით გასიებულ ვაჭარს მისი ყიდვაც კი უნდოდა მაგრამ ჰოლდენმა თავი გაიგიჟა, ჩემს ლამა გოგოს არავის გავატანო.
ერთ სხვებისგან არაფრით გამორჩეულ დღეს ბაზარში მყოფმა ვერონამ მეგობარი გოგონებისგან გაიგო რომ მავილიის პრინცი მთელს სამეფოში მოგზაურობდა ხალხის მოსანახულებლად და დღეს მათი სოფლის ჯერი იყო.
შუადღისას გაისმა საყვირების ხმა:
-შეეგებეთ მავილიის პრინცს! პრინც დანიელს!!!
-ღმერთო ისარიის
-არ მჯერაა
-შენგან ბავშვი მინდააა!!
გაჰყვიროდნენ გოგონევი ასეთ ბევრ ამაზრზენ ფრაზას პრინცი დანიელის გასაგონად.



აბა როგორ ხართ?? რაღაც მუზა მომაწვა და შემიფასეთ როგორია heart_eyes blush



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

საინტერესოა ♡

 


№2  offline წევრი მენდეს

საინტერესო და საკმაოდ სასაცილო თუ წარმოიდგენ როგორ ხდება ეს ყველაფერი

 


№3  offline წევრი TeJi

Anuki96
საინტერესოა ♡

დიდი მადლობა საყვარელოო <3

მენდეს
საინტერესო და საკმაოდ სასაცილო თუ წარმოიდგენ როგორ ხდება ეს ყველაფერი

მადლობაა <3 გეთანხმები ფანტაზია მართლაც სჭირდება ამ მოთხრობას ;დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent