შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს(მეექვსე თავი)


11-07-2017, 19:12
ავტორი buterfly
ნანახია 2 457

იმედია საინტერესო თავი გამოვიდა და მოგეწონებათ.გთხოვთ ნუ დაიზარებთ და თქვენი აზრი დააფიქსირეთ .
-----------------------------------------------------------------------------------

ემილიამ ნინი კლასთან ერთად ბანაკში გაუშვა და ახლა ნაკლები საზრუნავი აქვს მაგრამ და ძალიან ენატრება.
მარიამმაც უკვე ყავარჯნებით დაიწყო სიარული. თითქოს თავიდან,პატარა ბავშვივით სწავლობს სიარულს. ნიკაც აკითხავდა ხშირად და ემილიას ერთად უშლიდნენ ნერვებს. ხანდახან აჩიც გაუვლიდა ხოლმე რაიმე მიზეზით ,რომ ემილია ენახა და მასთან ერთად ცოტა დიდხანს მაინც ყოფილიყო. ერთმა თვემ თვალსა და ხელს შუა გაიარა და მარიამმაც ჩვეულებრივად შეძლო გავლა. სამსახურში შვებულება აიღო და ამიტომაც პრობლემები არ შეჰქმნია. ყველა დაუახლოვდა ერთმანეთს ,მაგრამ ემილია აჩის ახლოს არ უშვებდა,თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს ,რომ ამ ერთი თვის განმავლობაში და მათი ერთად გატარებული დღეების წყალობით იმდენად ცივი აღარ იყო აჩის მიმართ (სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ექცეოდა როგორც მეგობარს.) აჩი კი საოცრად თბილი და მზრუნველი იყო მის მიმართ. რაც ემილია გაიცნო ,ძნელი დასაჯერებელია , მაგრამ,სხვა გოგოსკენ არ გაუხედავს, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ასე? ლოდინი ადრე თუ გვიან ყველას ბეზრდება, მითუმეტეს როდესაც არ გაქცევენ ისეთ ყურადღებას ,რომელსაც საჭიროებ. თუმცა ყველაფერი წინ არის ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
-ბავშვებო ,ხვალ ჩემი დაბადებისდღეა-სიხარულით წარმოთქვა ვერანდაზე ბავშვებთან ერთად მყოფმა ნიკამ.
-ვაა მართლა ნიკუშ-გაღიმებულმა მარიამმა გადაულაპარაკა და თმები აუჩეჩა
-ხო დიდი ბიჭია უკვე ჩვენი ნიკა
-მე დიდი ხანია დიდი ვარ-სიცილით წარმოთქვა ნიკამ
-ხო ასაკით.აბა ჭკუით ბაღის ბავშვის ჭკუა გაქვს-უკბინა ემილიამ და ბავშვების სიცილიც გამოიწვია
-რას აპირებ?როგორ გადაიხდი?-ინტერესიანი მზერა მიაპყრო აჩიმ (ვითომ არ იცოდა)
-კლუბში ვიხდი და მინდა ,რომ თქვენც აუცილებლად მოხვიდეთ გოგონებო
-რავიცი ვნახოთ,თუ მეცლება. უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს-ირონიული მზერა სტყორცნა ნიკას ემილიამ და მარიამს გადახედა
-იცი რას გეტყვი ქალბატონო? წამოხვალ არ მაინტერესებს. დაეთხოვები ნოდარს.კეთილი ძიაა და გამოგიშვებს. არა აჩიკო?-სიცილნარევი ხმით ჰკითხა დაბნეულ აჩის
-რაა? აა ჰო ,ჰო მე ვეტყვი თუ გინდა
-ოოო რავი ვნახოთ.
-ოო ეხლა ამას მართლა რა.რა ჯიუტი ვიღაცა ხარ .აუცილებლად წამოხვალ. მარიამ შენ რას იტყვი?წამოხვალ?-საყვარლად გაუღიმა ნიკამ
-თუ გამომიშვებენ სამსახურიდან.-ტუჩები საყვარლად მობუსხა და ისე გადაულაპარაკა ნიკას.
-გამოგიშვებენ ერთი დღით.თუმცა რად გინდა გამოშვება მაინც შეღამებულზე ვიხდი და მაგ დროს სახლში იქნები.
-შეიძლება ვიყო,შეიძლება არა .ხანდახან გვიანობამდე ვმუშაობთ ხოლმე.
-რაღა მაგ დღეს დაემთხვევა შენ კიდე.თუ არადა ხო იცი რა გავლენები მაქვს და დავურეკავ შენსს უფროსს-თვალის ჩაკვრით უთხრა ქალბატონს
-კარგი რადგან შენ დაურეკავ უეჭველი გამომიშვებს ხო იცი?ირონია არ დააკლო მარიამმა
-აუ ბავშვებო მე წავედი რა საქმე მაქვს სხვაგან და მეჩქარება-ტელეფონზე საათის ნახვის შემდეგ წარმოთქვა ემილიამ და წასასვლელად გაემზადა.
-მე წაგიყვან -უეცრად წამოხტა აჩი ,რასაც მარის და ნიკას ჩუმი ჩახითხითება მოჰყვა
-არა მადლობა არ მინდა ჩემით წავალ.
-აუ ეს არ მინდა, რომ არ იცოდე რა გეშველებოდა.
-კარგი ხო წამიყვანე ,ტვინს ჭამ რა.-აჩიმ დაითანხმა ემილია და ჩასხდნენ დანიშნულების ადგილზე მისასვლელად.
-მგონი ემილია დათბა აჩის მიმართ. სხვანაირად ექცევა. სხვა დროს ისეთს ეტყოდა გაშტერებულს დატოვებდა, მაგრამ ახლა დასთანხმდა-ღიმილიანი სახე გააყოლა მათ ნიკამ.
-ხო რავი -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მარიამმა
-ასე რატომ თქვი?
-როგორ ?
-როგორ და თითქოს მათ ერთად ყოფნა არ უწერიათ.
-მერე მოგიყვები გრძელი ამბავია ახლა სამსახურში უნდა გავიარო .რაღაცა დამრჩა და უნდა წამოვიღო.
-კარგი მე წაგიყვან მაშინ-საყვარლად გაუღიმა და მარიამი რესტორანში მიიყვანა.
- - - - - - - -
ადგილზე მისვლისას ემილიამ აჩის მანქანაში დალოდება სთხოვა ან არადა წასულიყო. ვინდაიდან და რადგანაც კაფეში მიიყვანა ემილია , აჩი დაეჭვდა და უკან გაჰყვა.ეჭვი შეეპარა შეყვარებულს ხომ არ უნდა შეხვდესო და აედევნა.
ემილია არც თუ ისე ცუდი აღნაგობის ბიჭს შეხვდა და კარგა ხანს საუბრობდნენ .აჩიმაც ვეღარ მოითმინდა და მათთან მივიდა.
-ემილია,რამდენი ხანია გელოდები. არ გამაცნობ ამ ახალგაზრდას?-გაღიზიანებული სახით შეხედა ლევანს
-მოდი აჩი მოდი,როგორც ჩანს ვერ მოისვენე. რატომ არ წახვედი?
-წავსულიყავი და აქ მარტო დამეტოვებინე?-მწარედ გაიცინა და ბიჭს გდახედა
-გაიცანი ეს ლევანია....-სიტყვა არ დაამთავრებინა აჩიმ და თავად დაიწყო საუბარი
-შენი შეყვარებულია ხომ ემილია? და გარეთ ამდენ ხანს მაცდევინე? ასე უნდა მომქცეოდი ხო?შენგან ამას არ ველოდი. ნადვილად ვერ ვიფიქრებდი თუ შეყვარებული გეყოლებოდა და მე მასთან შესახვედრად გამომიყენებდი-შეყვარებული ბიჭის ეჭვიანობის სცენას ჰგავდა აჩის საუბარი. ისე ეუბნებოდა ამ ყველაფერს გეგონებოდათ ღალატში გამოიჭირაო შეყვარებული
-ჰეი ,ჰეი გაჩერდი ძალიან გთხოვ რა. შენ რა ეჭვიანობის სცენას მიწყობ?ჯერ ეგ ერთი გითხარი წადითქო და შენ დალოდება გდაწყვიტე ამიტომ მეც არაფერი გითხარი მეორეც ერთი შენი საქმე არ არის მე მეყოლება თუ არა შეყვარებული ან შენ რატომ უნდა ჩაგაბარო ანგარიში ამიხსენი. და მეორეც ლევანი ჩემი შეყვარებული არ არის აქსესუარების დასამზადებლად საჭირო თველები ჩამომიტანა .-გაბრაზებულმა აუხსნა აჩის
-უი მართლა?-უხერხულად გაიღიმა და ლევანს გადახედა, რომელმაც ასევე უხერხული ღიმილით უპასუხა.
-უი .ბოდიშიც არ მოიხადო.იდიოტი, ხეპრე.-ჩანთას და შეფუთვას ხელი დაავლო,ლევანს მადლობა გადაუხადა და გარეთ გავარდა.
-ემილია ,ემილია დამელოდე
-აუ რა დებილი ხარ ნეტავ იცოდე არჩილ ყიფიანო, ნეტავ იცოდე.
-კაი რა ბოდიშს გიხდი ამდენი ხალხის წინ რომ შეგარცხვინე.-საყვარლად გაუღიმა ემილიას
-ბოდიში წამალი რომ იყოს აფთიაქში გაიყიდებოდა.-ღიმილიანი სახით მიახალა და ტაქსში ჩაჯდა
-რაოო? გამიღიმა? თუ მომეჩვენა?-მისი გამომეტყველების განხილვაში,როგორ ჩაჯდა მანქანაში და როგორ მივიდა სახლში არ იცოდა. მალე ნიკამაც არ დააყოვნა და მასთან გაჩნდა შეწუხებული სახით.
-აჩი მგონი შეყვარებული ვარ-დაბნეულად ამოილაპარაკა ფიქრებიდან გამოფხიზლებულმა ნიკამ
-რაა?შეყვარებული?და ვისზე?-სასაცილოდ არ ჰყოფნიდა აჩის ნიკას ნათქვამი
-რა გაცინებს ბიჭო ?სერიოზულად გეუბნები-მობეზრებულად გადაულაპარაკა აჩის და თავი ხელებში ჩარგო
-შენ ყველა ლამაზ გოგოზე ეგრე ამბობ
-არა ,გეუბნები მარიამის მიმართ სხვა რაღაცას ვგრძნობ.გესმის?ჩემნაირია,გიჟი, მხიარული და ძალიან საყვარელი-მარიამის გახსენებისას გამომეტყველებაში ღიმილი შეეპარა
-სერიოზულად მეუბნები ბიჭო?-დასერიოზულებული აჩი დივნიდან წამოიწია და ნიკას თვალებში ჩააშტერდა-შენ მგონი მართლა შეყვარებული ხარ.გაები ჩიტო?-ესღა უთხრა და ახარხარდა
-უნდა ვუთხრა წავედი მე.
-სად მიდიხარ ბიჭო?
-ამდენი ხანია ვფიქროობ და ძლივს გავერკვიე გრძნობებში .უნდა ვუთხრა მაგრამ როგორ?-ჩაფიქრებული სახე მიიღო ნიკამ დ
-დაბადებისდღეზე აუხსენი სიყვარული
-აუ ძმა ხარ რა ძმა.ჩემს დაბადებისდღეზე ვეტყვი, რომ მიყვარს.ჯიგარ..-გამარჯვებული სახე მიიღო ნიკამ.
-ემილიამ გამიღიმა.-უცებ წამოროშა აჩიმ
-ნიკამ კი ამის გაგონებაზე სიცილი ვეღარ შეიკავა-რა დღეში ხარ ძმაო.გოგომ გამიღიმაო და ჭკუაზე არ ხარ. ადრე გოგოები დაგსდევდნენ და ახლა შენ ვერ ანებებ თავს ემილიას?
-არ ვიცი რა მჭირს.დღეს რომ წავიყვანე ხომ იცი? საქმე მაქვსო? ვიღაც ბიჭს შეხვდა და დიდხანს რაღაცაზე ლაპარაკობდნენ მე კი შევვარდი კაფეში და იმდენი ხალხის წინ ეჭვიანობის სცენა მოვუწყვე ემილიამ კი ნაწყენმა დამტოვა,მაგრამ ვერც გავიგე ეწყინა თუ არა ბოლო ფრაზა აღარც მახსოვს კარგად ღიმილით მომახალა და ტაქსში ჩაჯდა. მე კიდე მეთქი მეჩვენებათქო რომ გამიღიმათქო და იქიდან დაბნეული წამოვედი.
-ის ბიჭი ვინ იყო?
-აქსესუარების დასამზადებლად თვლები ჩამომიტანაო
-აუ რა დებილი ხარ რა-სიცილს არ წყვეტდა ნიკა
-შენღა მაკლიხარ ნიკა ახლა რა. ნერვები მაქვს მოშლილი, როგორც იქნა ცოტა თბილად მოქცევა დაიწყო ემილიამ და ჩემი იდიოტური საქციელით ყველაფერი გავაფუჭე.
-ნუ ღელავ რა აჩი ,კაცი არ ხარ?ისე მაგარი იდიოტი ხარ.შენი შეყვარებულია ეჭვიანობის სცენას რომ უწყობ? დებილო-სიცილს არ წყვეტდა ნიკა რაზეც აჩის ნერვები მოეშალა და ნიკა გაისროლა ბინიდან. ნიკას გაგდების შემდეგ ფიქრებში გართულ აჩის ჩაეძინა .გათენდა თუ არა საყვარელ ,ნერვების ჭია ძმაკაცს დაურეკა და იუბილეც მიულოცა.
-ნიკა .შე ჩემა გილოცავ დაბადების დღეს .ამ დღეს ბუნებამ უდიდესი შეცდომა დაუშვა შენ,რომ დაბადების უფლება მოგცა, მაგრამ ჩემი ცხოვრება შენს გარეშე უინტერესო და მომაბეზრებელი იქნებოდა.
-კიდევ კარგი მაგას თუ ხვდები. ახლა ასწიე ერთი ადგილი და ჩემთან გაჩნდი დახმარება მჭირდება ,რომ საღამომდე მოესწროს.
-შენ რისი მომსწრე ხარ. მარიამს წამოვიყვან და ის მიხედავს ყველაფერს.
-არა რა ჩემი ფიქრები და გულის წადილი უთქმელად გესმის ძმაო.
-აჩის გაეცინა და მაშინვე მარიამთან წავიდა დარეკვაც შეეძლო, მაგრამ მისვლა გადაწყვიტა(ნეტავ რატომ)
მარიამმა კარის გაღება არ დააყოვნა
-ხო აჩი რა მოხდა?ასე ადრე აქ რამ მოგიყვანა?
-იცი რა ვქენი? -ღიმილიანი სახით შეხედა მარიამს
-რაა?
-შენს უფროსთან ვიყავი და ჩემი გავლენით დღეს და ხვალ ნაბახუსევის გამო შენი თავი დავათხოვნინე
-რა ქენი? შენ სიცხე ხომ არ გაქვს?-ხელით გაუსინჯა სიცხე -დებილი ხარ?მე უნდა მეთქვა ეგ ყველაფერი და არა შენ
-კაი დაიკიდე-უთხრა და სახლში შეაჭრა თან იქაორობას ათვალიერებს ემილიას პოვნის იმედით.
-არ არის სახლში.-მიუხვდა მარიამი
-სად არის?
-სად იქნება სამსახურში წავიდა,ბევრი საქმე მაქვსო.
-ოხ .ცოტახანიც ვერ ისვენებს რა. ხო მართლა მოდი ჩამოვსხდეთ ,შენთან სალაპარაკო მაქვს მარიამ და იმედია გულწრფელ პასუხს გამცემ
-აბა გისმენ.
-ცოტა კი მეუხერხულება შენთვის ამის კითხვა მაგრამ მაინც გავბედავ. ემილია ასეთი უხეში რატომ არის? რაიმე შეემთხვა წარულში?
-რაა? მეე არაფერი არ ვიცი-დაბნეულად ამოილაპარაკა მარიამმა და აჩის თვალი აარიდა
-კაი მეღადავები? ბავშვბობის მეგობრები ხართ და ერთმანეთის ყველაფერი იცით და ეგ არა ?რას მატყუებ
-მომკლავს ემილია მე ვერაფერს ვერ გეტყვი
-კარგი რა გთხოვ.ხომ იცი რომ ემილია მაგას არასდროს არ მეტყვის.
-მე ვერ გეტყვი აჩი გამიგე . ეს ემილიას ისტორიაა და თავად უნდა მოგიყვეს.
-კარგი რას ვიზამთ. მიდი გაემზადე ნიკას დახმარება სჭირდება და შენ უკეთ გაგეგება წვეულებები და რაღაც და წამო დაეხმარე რა
-კაი დამელოდე მალე გავემზადები.
აჩი და მარიამი მალე ნიკასთან იყვნენ და მარიამის მეთვალყურეობით ყველაფერი იდაეალურად მოამზადეს.კერძებიც მისი მითითებით გაკეთდა და მორთულობაც.
საღამო იყო როდესაც წვეულება უკვე დაწყებული იყო და მარიამმაც დაურეკა დაქალს.
-სად ხარ ემილია?დაიწყო უკვე წვეულება
-მოვდივარ, გავემზადები და ნახევარ საათში მანდ ვიქნები.-საუბარი არ ჰქონდა დასრულებული მარიამს როდესაც მიკროფონში მისი სახელი გამოაცხადეს და სცენაზე ასასვლელად დაუძახეს.
-ნიკაა რას აკეთებ?ჩამოდი ქვევით.
-ამოდი მარუს , გელოდები-საყვარლად გაიღიმა და ხელი გაუწოდა მარიამს
-მარი, რაღაც მინდა, რომ გითხრა.
-გისმენ ნიკუშ-ვითომ ვერ ხვდება
-მიყვარხარ მარიამ.
-რაა? ვერ გავიგე ?
-მიყვარხარ მარიამ,ძალიან მიყვარხარ-მთელ ხმაზე ყვიროდა ნიკა და მარიამის პასუხს ელოდა-რას მეტყვი მარი? შენ რას გრძნობ ჩემს მიმართ?-ყველა გაშეშებული ელოდა ქალბატონი რას უპასუხებდა ნიკას.
-მე .. მეე.. მეც მიყვარხარ-უთხრა და მაგრად მოეხვიენ ერთმანეთს.ნიკამ ერთი მაგრად აკოცა ლოყაზე და სცენიდან ჩავიდნენ აპლოდისმენტების თანხლებით.
მარიამმა არ დააყოვნა და დაქალს დაურეკა .
-გოგო ,სად აგდიხარ ამდენი ხანი?რომ იცოდე რა გამოტოვე?
-რა მოხდა?
-ნიკამ სიყვარული ამიხსნა ყველას თვალწინ-სიხრულით მეცხრე ცაზე იყო ქალბატონი..
-მართლა? დარწმუნებული ხარ რომ მართლა უყვარხარ?
-კი ისეთი დარწმუნებული ვარ ,რო არასდროს ვყოფილვარ ამაზე მეტად დარწმუნებული რამეში.
-მაშინ გილოცავთ გიჟებო.მე ახლა მოვდივარ .სახლიდან გამოვალ მალე.-ამის თქმა და კარის გაღება ერთი იყო, მაგრამ კართან მდგარმა ყავარჯნიანმა კაცმა ემილიაში სრული გადატრიალება მოახდინა. ადგილზე გაშეშდა და ტელეფონი ძირს დაუვარდა.
-მამაა-გაოცებულმა ამოილაპარაკა და ეს სიტყვა იყო ერთადერთი რაც მარიამმა გაიგონა.
-ემილია შვილო.
-ემილია ძლივს მოვიდა აზრზე,ყველაფერი გაახსენდა და თვალები სიბრაზით აევსო.-შვილოო? შენი შვილი აღარ ვარ. შენ მამობის უფლება 10 წლის წინ დაკარგე.
-გთხოვ მომისმინე ემილია ყველაფერს აგიხსნი
-რას ამიხსნი რა? როგორ გაიმეტე შვილები და დედის დაკარგვის შემდეგ შენც ობლად მიატოვე? რას ამიხსნი? რომ იცოდე როგორ ვერ გიტან .მეზიზღები-ტირილამდე იყო ემილია მისული და ყველას გასაგონად გაჰყვიროდა.
-შვილო გთხოვ.დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია .მომისმინე
-აა ახლა გაგახსენდით არა? როცა ცალი ფეხი სამარეში გიდგას.წაეთრიე აქედან შენი დანახვაც არ მინდა .წადი.-გამწარებულს ესღა აღმოხდა და თითით გასასვლელისკენ მიანიშნა.
-ემილია...
-არ მიდიხარ? მაშინ მე წავალ. შენი მოსმენა არ მინდა ვერ გიტან ვერა.-უთხრა და სახლიდან ტირილით გავარდა. გია კი ჩამოჯდა დივანზე და ისიც აქვითინდა.
*მარიამი*
-რა მოხდა ? რატომ გაითიშა?მამო? მომეჩვენა? ვაიმეე.-გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა ბიჭებისკენ გაემართა.-ბიჭებო ,ემილიას მივაკითხოთ რა.
-რატომ რა მოხდა? უარი თქვა ხომ მაგ საზიზღარმა წამოსვლაზე?-სიცილით ჰკითხა ნიკამ
-არა .არ ვიცი დავურეკე და უკვე გამოვდივარო ასე მითხრა მაგრამ მაინც.
-თუ მოდის რაღა გინდა გოგო?-საყვარლად გადაულაპარაკა ნიკამ და ლოყაზე უჩქმიტა
-წამოდით რომ გეუბნებით რაღაცაშია საქმე. მამაოო ეს დაიძახა და გაითიშა .მამამისი 10 წლის წინ წავიდა და ნინი და ემილია მიატოვა და იმის მერე არ უნახავს ერცერთს ,ასე უცებ რა მოხდებოდა? ადექით რა წამოდით-ამის გაგონებაზე ბიჭები წამოხტნენ და მალევე სახლში იყვნენ.კარი ღია იყო და მხოლოდ მოხუცი კაცის ქვითინი ისმოდა.
-უკაცრავად ვინ ბრძანდებით?-ამ კითხვის გამგონე გიამ თავი წამოსწია და მარიამს და ბიჭებს გადახედა.
-ბატონო გიააა-გაკვირვებისგან პირი ღია დარჩა.-აქ რას აკეთებთ? ემილია სად არის?-ოთახებში ძებნა დაიწყო მარიამმა
-წავიდა .-ნაღვლიანად ამოილაპარაკა გიამ.
-როგორ თუ წავიდა? სად წავიდა? ასეთ ამინდში? გარეთ თავსხმა წვიმაა-ფანჯარაში გაიხედა აჩიმ.
-მარიამ ეს კაცი ვინ არის?
-ემილიას მამაა ბატონი გია.
-მამა?
-ხო მამა რომელმაც ის მიატოვა.-უსიამოვნოდ ამოილაპარაკა გიამ
-სად უნდა წასულიყო ღმერთო ჩემო.-ჩაფიქრდა მარიამი და უცებ რაღაც გაახსენდა
-ვიცი სადაც წავიდოდა.
-სად? დროზე თქვი-ვეღარ ითმენდა აჩი.
-მშობლიურ ქალაქში.
-კაი ღადაობ? იქ რა უნდა?
-დედამისის საფლავზე წავიდოდა უეჭველი. ხოო იქ იქნება.-უცბად წარმოთქვა და გარეთ გავიდა.
-მე წავალ მარიამ თქვენ შედით სახლში.-სთხოვა აჩიმ მარიამს
-დარწმუნებული ხარ?
-ხო მაშინ შენ წადი და მე მისამართს მოგწერ და სახლიდან რამოდენიმე მეტრშია სასაფლაო ადვილად მიაგნებ
-კარგი-დაეთანხმა და გაუდგა გზას.მალევე ჩავიდა და მარიამის მოწერილ მისამართსად მარტივად მიაგნო და ახლა სასაფლაოს ძებნა დაიწყო.
მარიამი მართალი აღმოჩნდა .ემილია დედამისის საფლავზე იყო და მწარედ ქვითინებდა. აჩის მის დანახვაზე გული საშინლად შეეკუმშა. თავსხმა წვიმა არაფრად უღირდა ემილიას იჯდა და ამ ქვეყნად ყველაზე საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბრებოდა. აჩი მისვლას ვერ ბედავდა.
-დედაააა, იცი როგორ მომენატრე.. მჭირდები. ყველაზე მეტად მაკლიხარ. შენი სურნელი მომენატრა. შენი ნაზი თმა და შენი კოცნა. მენატრები დედიკო. სული მტკივა სული. მაკლიხარ. იცი ნინი როგორ გაიზარდა? შენი ამ ქვეყნიდან წასვლა ამაო არ ყოფილა ,ნინი დაგვიტოვე .იცი რა ლამაზი და საყვარელია ?! შენი თვალები აქვს და მისი შეხედვისას სულ შენ მახსენდები. იცი როგორ მაკლიხარ? დედიკოო-მწარედ ქვითინებდა, წვიმის წყლით დასველებული ემილია და დედის დაფლავს ეხუტებოდა.
აჩიმ ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და ემილიასთან მივიდა.
-ემილია. ლამაზო ადექი წავიდეთ. წვიმს, გაცივდები
-ნაცნობი ხმის გაგონებისას ემილიამ უკან მოიხედა და აჩის მუდარის თვალებით შეხედა-აჩი გთხოვ დამტოვე დედასთან, მასთან საუბარი მომენატრა.
-გოგო წვიმს.გთხოვ ადექი და მერე როცა გამოიდარებს მე თვითონ მოგიყვან აქ.მიდი ადექი-ძლივს წამოაყენა აჩიმ ემილია .თბილი ქურთუკი მოახურად მანქანაში ჩასვა. კარგახანს დუმდნენ და ეს უხერხული სიჩუმე აჩიმ დაარღვია.
-საუბარი არ გინდა? მოგისმენ-ღიმილით გადაულაპარაკა აჩიმ
-ემილიამ თავი ვეღარ შეიკავა და მწარედ აქვითინდა
-ნუ ტირი ძალიან გთხოვ ,ემილია გთხოვ. მე შენთან ვარ დაწყნდარდი ძალიან გთხოვ-უთხრა და აცახცახებული გოგონა მკერდში ჩაიკრა და ცდილობდა დაემშვიდებინა და წვიმისგან გაყინული, გაეთბო.
-იცი რა ძნელია დედის დაკარგვა? ძალიან მენატრება
-ვიცი ემილია .პატარა ვიყავი როდესაც ორივე მშობელი დამეღუპა .კარგად არ მახსოვს მაგრამ დედაჩემის სიმღერა მუნდამ ყურში ჩამესმის.
-მართლა? შენც მწარე წარსული გქონია-ამაზე უარესად აქვითინდა
-კარგი დაწყნარდი .თუ გინდა ნურაფერს მეტყვი უბრალოდ ჩაგეხუტები და დამშვიდდი
-მინდა ,მოგიყვები ,მინდა რომ დავიცალო ,თორემ შეიძლება გავსკდე.
-გისმენ ,გისმენ ემილია. მომიყევი-თმა შუბლიდან გადაუწია და ინტერესიანი მზერა მიაპყრო.
-18 წლის ვიყავი დედა რომ დავკარგე . უეცრად მოხდა ყველაფერი. თითქოს არანაირი საფრთხე არ არსებობდა მაგრამ ნინიზე მშობიარობას გადაჰყვა. მაშინ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ლამაზი პერიოდი.დედაჩემი ყველაფერი იყო ჩემთვის. ჩემი მზე ,რომელიც ცხოვრებას მილამაზებდა და მათბობდა .ხოდა ეს მზეც ჩაქრა-აცრემლიანებულ ემილიას აჩიმ ცრემლები მოსწმინდა და მოსმენა განაგრძო-შემდეგ მამაჩემმა სმა დაიწყო. ერთი თვე არ იყო გასული დედაჩემის გარდაცვალებიდან ,როდესაც მამაჩემი ყველაფრის უთქმელად გაუჩინდარდა ჩემი და ნინის ცხოვრებიდან და ბედის ანაბარა დაგვტოვა. ოჯახი გააკოტრა მისმა ვალებმა ,არც უფიქრია ჩვენზე და უკან მოუხედავად წავიდა. დავიჯერო ჩემზე მეტად განიცდიდა ქეთევანის დაღუპვას? და ასე უბრალოდ ადგა და წავიდა. დაგვტოვა.არცერთხელ არ მოვუკითხივართ ამ 10 წლის განმავლობაში და მეც საკუთარი თავი დავარწმუნე და ისიც დედაჩემთან ერთად დავმხარხე.
-რატომ არ სცადე მისი მოძებნა?
-მან დამტოვა მე. არც უფიქრია ისე. სად მეძებნა? სად?-ისევ აქვითინდა
-კარგი დამშვიდდი-ჩაიხუტა აჩიმ აკანკალებული არსება.
-ეს ყველაფერი როდია. არასდროს გამმართლებია, არასროს, გესმის?20 წლის ვიყავი,როდესაც პირველად შემიყვარდა.იმდენად ძლიერად მიყვარდა ,რომ ამ გრძნობამ ყველაფერი დამავიწყა ,სიგიჟემდე მიყვარდა.მაგრამ არც აქ გამიმართლა. ადამიანმა რომელმაც ერთ დროს უდიდესი ბედნიერება მომიტანა მიმატოვა და განმიცხადა რომ სხვა უყვარდ და ჩემთან ერთად ყოფნა არ სურდა.მანაც მიმატოვა და კიდევ ერთხელ მომკლა.იცი რამდენჯერ მიფიქრია ნუთუ არ ვართქო სიყვარულის ღირსი ,ყველა რომ მტოვებსთქო და პასუხი ვერ მივიღე. იცი ასეთი ცივი რატომ ვარ? ასე უხეშად რატომ გექცეოდი მუდამ? და რატომ არ გიკარებდი?იმიტომ რომ მეშინია.მიტოვების და იმედგაცრუების მეშინია .მეშინია კიდევ ერთხელ შეყვარების და ეს გრძნობა ჩემში ღრმად ჩავმარხე რადგან თუ არ გიყვარს არც მისი წასვლა გამოიწვევს გულის ტკივილს .ასე რომ ეს გრძნობა ჩემში მოვკალი.
-ემილია ვერც კი წარმოვიდგენდი ასმდენი რამის გადატანა თუ მოგიწია.და მაინც ასეთი ძლიერი ხარ.მოდი ჩემთან ჩემო ლამაზო.-უთხრა და საყვარელი არსება გულში მაგრად ჩაიკრა.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაუ ძალიან მაგარი იყო ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline მოდერი ენემი

აუუ კაი იყო <3

 


№3  offline წევრი buterfly

თაკოთაკო
ვაუ ძალიან მაგარი იყო ყოჩაღ

მადლობა

ენემი
აუუ კაი იყო <3

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent