შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი წყვდიადში (დასასრული)


11-07-2017, 21:31
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 655

თავი 14
საწყობიდან გამოსულმა ენტონის დავურეკე
-დიანა იპოვნე ჩემი შვილი? -ნერვიული ხმით მკითხა ენტონიმ
-მისამართი გამოგიგზავნე, მაიკლი და დანიელი მაგ მისამართზე არიან
-მადლობა დიანა, ამას არსდროს დავივიწყებ
-ენტონი შემიძლია კიდევ რაღაც გთხოვო?
-რა თქმა უნდა ძვირფასო, შენ ჩემი შვილის სიცოცხლე იხსენი რაც გინდა
მთხოვე
-ენტონი ნიკოლასი მოვკალი
-რა ეს შენ გააკეთე?
-კი თავად გამოვკარი ჩახმახს ხელი და საძმო დიდად დამავალებს თუ
მის გვამს მოიშორებს, რადგან არ მინდა ჩემი ნაძირალა ბიძაშვილისმკვლელობისთვის ციხეში ჩამსვან
-დამშვიდდი ძვირფასო ჩათვალე ყველაფერი მოგვარებულია
-ყველაფრისთვის მადლობას გიხდი ენტონი -მე ყურმილი დავკიდე და
სახლში წავედი. ენტონი სწრაფად მივიდა საწყობში საჭირო ხალხთან
ერთდ და ყველაფერი მოგვარა, შემდეგ კი დანილეი და მაიკლი
საავადმყოფოში წაიყვანა. სახლში მისულმა მივხვდი რომ ვერ
გადავიტანდი დანიელის იმ საშინელი გამოხედვის კიდევ ერთხელ
დანახვას ამიტომ, სასწრაფოდ ნივთები შევაგროვე და რობერტის ნაჩუქარ
იახტაზე გავგზავნე, მე არ შემეძლო ამ ქალაქში დარჩენა და დანიელთან
და მაიკლთან გამომშვიდობება ამიტომ ორივეს წერილი დავუტოვე და
სახლიდან წავედი. თუმცა ქალაქიდან წასვლა ასეთი მარტივი არ იყო,
ჯერ ადვოკატს დავუკავშირდი რათა სასწრაფოდ განქორწინების
საბუთები მოემზადებინა, რადგან არ ვიცოდი ახალი ორლეანიდან
სამუდამოდ გადავწყვიტე გამგზავრება. ქალაქიდან წასვლის ჩემს
გრანდიოზულ გეგმას ხელს ჩემი კომპანიის საქმეებიც უშლიდა ამიტომ
სახლიდან პირდაპირ კომპანიაში წავედი და საქმეების მოგვარება
დავიწყე, მთელი დღე დასჭირდა ყველა დეტალის შეთანხმებას
დირექტორთ საბჭოსთნ, თუმცა ეს ამად ღირდა. სანამ მე კომპანიაში
ვიყავი დანიელი და მაიკლი საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდნენ.
დანიელი პირდაპირ საძინებელში ავიდა ხოლო მაიკლი კაბინეტში
წავიდა რათა რამდენიმე ჭიქა ბურბონი დაელია. საძინებელში შესულ
დანიელს საწოლზე საბუთები და წერილი დახვდა, ის ვერ ხვდებოდა თუ
რა მოხდა, მან სასწრაფოდ გახსნა წერილი და კითხვა დაიწყო
-„ძვირფასო დანიელ, ბევრი ვიფიქრე თუ როგორ დაგმშვიდობებოდი და
ერთადერთი რაც მოვიფიქრე ეს წერილის მოწერა იყო. დანიელ მე
მივდივარ ახალი ორლეანიდან, დროა საკუთარ თავში გავერკვიო, დღეს
ისეთი რამ ჩავიდინე რის გამოც წესით საკუთარი თავი უნდა მძულდეს,
თუმცა ასე არ არის ერთი წამითაც კი არ ვნანობ იმას რაც ნიკოლასს
გავუკეთე. მე დავინახე შენი სახე როდესაც იარაღიდან გავისროლე,
სწორედ ამიტომ მე არ შემიძლია ვხედავდე შენს თვალებში
იმედგაცრულებას ჩემდამი მომართულს. დანიელ არ ვიცი რას
გრძნობდი ან გრძნობ ჩემს მიმართ, თუმცა არჩევანი უკვე გავაკეთე, მემივდივარ და არ ვიცი დავბრუნდები თუ არა ოდესმე, ამიტომ კონვერტში
განქორწინების საბუთებია ჩემი ხელმოწერით თავად გადაწყვიტე
გათვისუფლდები თუ არა ჩემგან. დანიელ მე ერთადერთი რაც შემიძლია
გისურვო ეს ბედნიერებაა, იპოვნე შენი ბედნიერება და ხელი არასდროს
გაუშვა, როგორც ხედავ ჩვენ არაფერი გამოგვივიდა. მშვიდობით
ძვირფასო. -D “- დანიელი ვერ ხვდებოდა რა მოხდა, თუმცა ფაქტი ის იყო
რომ მას ჩემი შეჩერების სურვილი არ ჰქონდა, რადგან ჩემი ნამდვილი
სახე დაინახა საწყობში, სახე რომელსაც ასე გულმოდგინედ ვმალავდი
მისგან. მაიკლს წარმოდგენა არ ჰქონდა ჩემი წასვლის შესახებ სანამ
დორისმა ჩემი წერილი არ მიუტანა
-ბატონო მაიკლ ქალბატონმა დიანამ ამის გადმოცემა მთხოვა
-ეს რა არის დორის?
-წერილია თქვენთვის-მაიკლმა სასწრაფოდ გამოართვა წერილი, დახედა
და მიხვდა რომ ეს მართლაც ჩემგან იყო, რადგან მასზე ჩემი ხელმოწერე
დავტოვე -მე დაგტოვებთ სერ- დორისი ოთახიდან გავიდა მაიკლმა კი
კითხვა დაიწყი
-„მაიკლ ალბათ ამ წერილს რომ ნახავ ჩემზე ძალიან გაბრაზდები რადგან
მხდალივით გავრბივარ, თუმცა მინდა გამიგო არ შემიძლია იმ ქალაქში
ცხოვრება სადც ყველაფერი ძვირფასი დავკარგე. ვიცი წერილით
სიმართლის თქმა ცოტათი ბანალურია, მაგრამ მინდა რომ იცოდე,
ნიკოლასი საწყობში სიმართლეს ამბობდა. მე შენს მიმართ გრძნობები
მაქვს თუმცა არ ვიცი ეს რას ნიშნავს, ამაში მაშინ დავრწმუნდი როდესაც
ნიკოლასმა არჩევანის გაკეთება მთხოვა, როცა შენ და დანიელს
გიყურებდით ვიცოდი რომ არცერთის დაკარგვა არ შემეძლო. მაიკლ
გთხოვ შენი ცხოვრებით იცხოვრე და შეეცადე დამივიწყო, რადგან მე
შენს ცხოვრებაში პრობლემების გარდა არაფერი მოვიტანე. მე იმაზე მეტი
ძვირფასი ადამიანი დავკარგე ვიდრე გადატანა შემეძლო, ამიტომ გთხოვ
იგივე არ გააკეთო, დანიელს შეურიგდი მარტოობა ყველაზე საშინელებაა
რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, მე ეს ყველაზე უკეთ ვიცი რადგან
ახლა სულ მარტო ვარ. მე არ მეყო გამბედავობა მარტოობასთნ მებრძოლა
იმედია შენ შეძლებ ამას. მშვიდობით მაიკლ მიხარია რომ გაგიცანი. –D“
-იცოდი რომ გამგზავრებას აპირებდა?-ყვირილით შეიჭრა კაბინეტშიდანიელი
-ხმას დაუწიე, საიდან უნდა მცოდნოდა რომ წავიდოდა -წყენითა და
გკავირვებით თქვა მაიკლმა
-შენ და ის ხომ ახლოს იყავით, როგორც ნიკოლასმა თქვა შენს მიმართ
გრძნობები ჰქონდა
-იცი რა დანიელ შეწყვიტე ჩემთვის ყველაფრის დაბრალება, დიანა შენს
გამო წავიდა
-ამას რატომ ამბობ?
-იმიტომ რომ ის ვერ აიტანდა შენს იმედგაცრუებულ მზერას
-იცი რა შენ რომ მისთვის თავგზა არ აგერია და წყეულ შურისძიების
ანგელოზზე არ დაგწყო საუბარი ყველაფერი ძველებურად იქნებოდა
-მაგარია, იცი რა შენი აზრი არ მადარდებს -მაიკლი კაბინეტიდან გავიდა
და თავისი ოთხისკენ გაემართა, თუმცა ჩაფიქრებული შემთხვევით ჩემს
სახელოსნოსთნ აღმოჩნდა. სანამ ის და დანიელი ერთმანეთს
აბრალებდნენ ჩემს წასვლას, ჩემი იახტა უკვე მზად იყო პორტიდან
გასასვლელად, მე კაპიტანს ბრძანება მივეცი
-დროა წავიდეთ ამ ქალაქიდან
-როგორც იტყვით მის -კაპიტანმა იახტის ძრავები ჩართო მე კი გენბანზე
ვიდექი და სანაპიროსთან მოციმციმე შუქურას გავცქეროდი, ამ დროს კი
მოულოდნელი სტუმარი მეწვია
-შეგეძლო თავაზიანობა გამოგეჩინა და დამლოდებოდი -როდესაც
შემოვბრუნდი ჩემს წინ მაიკლი იდგა
-აქ რას აკეთებ მაიკლ?
-შენი რჩევა გავითვალისწინე და მარტო დარჩენას შენთან ერთად
წამოსვლა ვამჯობინე
-ჰო მაგრამ მე გირჩიე ძმას შერიგებოდი და არა ჩემთან ერთან
წამოსულიყავი -მაიკლი ნელა მომიახლოვდა, ხელზე ნაზად შემეხო და
მითხრა
-ნუ ღელავ პრინცესა აქ იმის გამო არ ვარ რაც ნიკოლასმა თქვა, როდესაც
წერილი წავიკითხე სახლში დავდიოდი და მივხვდი რომ იქაურობა
უშენოდ ნამდვილი ჯოჯოხეთია. თანაც როგორი ადამიანი ვიქნებოდი
თუ მარტოს გაგიშვებდი სამოგზაუროდ-როგოც ჩანს დიდი არჩევანი არ მაქ, ასე რომ კეთილი იყოს შენი
მობრძანება
-მადლობა, აბა საით გაგვიწევია?
-დასაწყისისთვის ახალი ორლეანიდან შორს
-მაგარია! მაგრამ დანიელი, ის ასე მარტივად არ დანებდება
-მე მას განქორწინების საბუთები დავუტოვე
-რა? ასე რატომ მოიქეცი? მეგონა რომ დრო გჭირდებოდა
-მაიკლ მე არ შემიძლია მასთნ ყოფნა, ის ჩემში მხოლოდ გატეხილ
სათამაშოს ხედავს რომელსაც შეკეთება სჭირდება
-და ასე არ არის?
-არა არ არის, მე არ ვგრძნობ თავს გატეხილად და მითუმეტეს
დამნაშავედ, ნიკოლასი მოვკალი რადგან მან ეს დაიმსახურა, მან მე
ყველაფერი წამართვა მე კი მას სიცოცხლე წავართვი და ბოდიშს ვიხდი
მაგრამ არ მინდა თავს დამნაშავედ ვგრძნობდე
-კარგი ჯანდაბას დანაშაულის გრძნობა, მაგრამ თუ გინდა მასზე საუბარი
შჭეგიძლია მე დამელაპარაკო
-სალაპარაკო აღარაფერია, თუ საჭირო გახდება მეორედაც იგივეს ვიზამ.
მე დავინახე საწყობში როგორ შეიცვალა დანიელის მზერა ჩემი
საქციელის გამო, მაგრამ ბოდიშის მოხდას არ ავპირებ, რასაც ის
შეცდომად მითვლის ჩემი ნაწილია, სიბნელე რომელიც მაშინ ჩემს
თვალებში იკითხებოდა ჩემი ნაწილია და მე არ მსურს მას გავექცე
-იცი რა პრინცესა დაივიწყე ყველა და ყველაფერი რაც მოხდა უკვე
წარსულია თანაც მე უკანასკნელი ვარ ვინც სიბნელეზე რჩევები უნდა
მოგცეს
-ანუ შენთვის გატეხილი და გამოსასწორებელი არ ვარ?
-არავითარ შემთხვევაში, თუ სიბნელე შენი ნაწილია მე მას მივიღებ
რადგან ჩემთვის ძვირფასი ხარ -ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და
მაიკლს მოვეხვიე -იცი რა პრინცესა დეპრესიები და დრამები გვეყოფა ამ
მოგზაურობით ბოლომდე უნდა ვისიამოვნოთ
-როგორც გინდა -მე კაიუტიდან რუკა მოვიტანე და მაიკლს მივეცი -
აარჩიე ჩვენი შემდეგი გაჩერება
-მაგარია მოდი იტალიაში წავიდეთ, იქედან კი მანქანით გავაგრძელოთევროპის მონახულება, აბა რას იტყვი?
-სიამოვნებით, მე ვაშინგტონისა და ახალი ორლიანის გარდა არსად
ვყოფილვარ
-ესე იგი კარგად გავერთობით -სანამ მე და მაიკლი მოგზაურობის
გეგმებს ვაწყობდით დანიელს პორტიდან ინფორმაცია და ფოტოები
მიუტანეს. მან იცოდა რომ ახალი ორლეანი მის ძმასთან ერთად
დავტოვე, მე ეს მოგვიანებით გავიგე. მე და მაიკლი რომის
ღირსშესანიშნაობებით ვტკბეოდით, როგორც იქნა ყველაფერი
დავივიწყეთ, წყეული ახალი ორლეანი, სისხლი, ინტრიგები და
მკვლელობები. მაიკლი და მე კოლიზეუმის ნახვის შემდეგ იახტაზე
დავბრუნდით იქ კი სიურპრიზი დაგვხვდა, სიურპრიზი იმ წარსულიდან
რომლისგანაც გაქცევას ასე ვცდილობდით
-იმედია რომი მოგეწონა დიანა? -კაიუტიდან დანიელი გამოვიდა
-დანიელ აქ რას აკეთებ?
-მინდოდა ჩემი თვალით მენახა თუ როგორ განაგრძობ ცხოვრებას
-ეს ჩემი ცხოვრება ამიტომ მე გადავწყვიტე ყველაფერი ახლიდან
დამეწყო,ჩემი გამოგზავნილი წერილი კი დამშვიდობება იყო, მეგონა
მიხვდებოდი ამას.
-მივხვდი ამიტომ მეც დასამშვიდობებლად ჩამოვედი
-დიდი გზა გამოგივილა ძმაო დასამშვიდობებლად
-ეს მე და შენ არ გვეხება მაიკლ, მე დიანასთან მოვედი
-მაიკლ ყველაფერი რიგზეა ცოტა ხნით დაგვტოვე -მაიკლი კაიუტაში
შევიდა-აბა გისმენ დანიელ
-როდესაც გავიგე რომ მაიკლთან ერთად წახვედი ძალიან ნაწყენი ვიყავი,
თუმცა შემდეგ მივხვდი რომ მე და შენ არაფერი გამოგვივიდოდა. დიანა
მე საწყობში თვალებში გიყურებდი და ვერ ვიცანი ის ადამიანი
რომელმაც ჩახმახს ხელი გამოჰკრა, როდესაც ნიკოლასი მოკალი მე
სამუდამოდ დავკარგე ქალი რომელიც მომწონდა. დიდხანს
ვარწმუნებდი ჩემს თავს რომ შენ იგივე ადამიანი ხარ, მაგრამ ეს ასე არ
არის
-შენ მართალი ხარ დანიელ, მე არ ვარ ის იდეალური ქალი რომელიც
შენს წარმოსახვაში შექმენი, ჩემი რეალური სახე ის იყო რომელიცსაწყობში დაინახე, მე მას საგულდაგულოდ ვმალავდი თუმცა
საბოლოოდ ის ყველამ დაინახა. დანილმ მე მზად ვარ ყველაფერი
გავაკეთო ჩემთვის ძვირფასის დასაცავდ, მზად ვარ მოვკლა კიდეც, ეს
სიბნელე რომელმაც შეგაშინა ჩემი ნაწილია მე ის მხდის სწორედ იმ
ადამიანად რაც სინამდვილეში ვარ
-მე ყველაფერი მესმის, როდესაც გაგიცანი შენ ჩვეულებრივი პატარა
გოგო იყავი რომელსაც ცხოვრებამ მწარე გაკვეთილი ჩაუტარა, შენ
პრობლემებმა გაქცია იმად რაც სინამდვილეში ხარ და სამწუხაროდ მე არ
შემიძლია შენი რეალური პიროვნების სიყვარული. მე არ განგსჯი
ყველანი ის ვართ რაც ვართ, მე ახლა როცა გიყურებ ვხედავ იმ მსგავსებას
რომელსაც ასე გავურბოდი
-რას გულისხმობ დანიელ?
-მე ეს პირველად მაშინ დავინახე როდესაც შენ და მაიკლი საძინებელში
საუბრობდით, შენ მას ჰგავხარ, ჩემგან განსხვავებით შენ შეგიძლია მისი
ბნელი მხარის მიღება. მე ეს ვერ შევძელი რის გამოც ძმა დავკარგე
-შენ მართალი ხარ მე შემიძლია მაიკლი ისეთი მივიღო როგორიც არის,
რადგან მეც მისნაირი ვარ, ამას მაშინ მივხვდი როდესაც საწყობსი შენი
გამოხედვა დავინახე, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ის ქალი არ
ვარ რომლის გვერდითაც თავს ბედნიერად იგრძნობდი. სწორედ ამიტომ
წავედი, მინდოდა საკუთარი ბედნიერება გეპოვნა
-ვიპოვნე კიდეც, შენი წყალობით მე დავაფასე ყველაფერი რაც გამაჩნია.
დიანა ჩემთვის შენი გაცნობა დიდი პატივი იყო, მინდა რომ ბედნიერი
იყო რაგდან ეს დაიმსახურე და თუ შენი ბედნიერება ჩემი ძმაა მას ხელი
ჩასჭიდე და არასდროს გაუშვა- მე დანიელს მოვეხვიე, ამ დროს მაიკლიც
გამოვიდა გემბანზე
-როგორც ჩანს ყველაფერი გაარკვიეთ -თითქმის წყენით თქვა მაიკლმა
-ჰო როგორც ჩანს შენი ძმის ჩამოსვლა ის ბიძგი იყო რომელიც
მჭირდებოდა -მე მაიკლთნ მივედი და ვაკოცე -ეს დიდი ხნის წინ უნდა
გამეკეთებინა, მაშინ როცა ახალ ორლეანში გემზე ამოხვედი-მაიკლი
მაგრად მომეხვია და მანაც მაკოცა
-მიახარია თქვენს გამო, თქვენ ორივე ჩემთვის ძვირფასი ადამიანები
ხართ და იმსახურებთ ბედნიერებას. -ამ დროს პორტში მანქანა შემოვიდადა ჩემს იახტასთან გაჩერდა -ახლა კი უნდა წავიდე, მელოდებიან. თქვენ
კი ცხოვრებით დატკბით და თუ ოდესმე ახლა ორლეანსი დაბრუნებას
გადაწყვეტთ, გახსოვდეთ რომ ჩემი სახლი თვქენი სახლია. -დანიელი
დაგვემშვიდობა და უცხო მანქანისკენ გაემართა, რომლიდანაც ჩვენდა
გასაკვირად ჰანა გადმოვიდა. როგორც ჩანს მან იპოვნა ის ვისთანაც
ბედნიერი იქნება, ისევე როგორც მე. საბოლოოდ აღმოვაჩინე რომ
ადამიანებისთვის უბედურება არ მომაქვს, როგორც ჩანს რაც მოხდა ეს
ყველაფერი ჩემი ბედისწერა იყო, ბედნისწერა რომელსაც ამ მომენტამდე
მოვყავდი, მომენტამდე სადაც მე ნამდვილი სიყვარული ვიპოვნე. ის
არაპროგნოზირებადი, ზოგჯერ ბოროტი და ამავდროულად ძალიან
კეთილი ადამიანია, მაიკლი ეს ის კაცია რომელიც ჩემს ცხოვრებას აზრს
სძენს.
დასასრული




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent