შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსოფლიო სხვა თვალით (თავი მეექვსე)


12-07-2017, 14:25
ავტორი LevanB
ნანახია 1 175

თავი მეექვსე
"დიასახლისი"
მზე უკვე კარგად აცხადებდა,როდესაც მე ელისონმა და რიჩარდმა შენობის ტერიტორია დავტოვეთ და აი სიცხის შეგრძნება კვლავ დამიბრუნდა.
-ერთ დროს აქაურობა თვალისმომჭრელად ლამაზი იყო მეგობრებო.- რიჩარდი დაცარიელებული ქალაქის ცქერით ტკბებოდა და სულ პირველი მიდიოდა.
ჩვენი მოგზაურობა ათი წუთი მაინც გაიწელა და ალან პოს ქუჩას უკვე კარგა მანძილით ვიყავით დაშორებული.
-მხოლოდ მე ვერ დავინახე ჯერჯერობით ვერცერთი მათგანი? -ელისონმა ღრმად ამოისუნთქა.
-იქნებ მზეს ერიდებიან? ან იქნებ გრძნობენ რომ ჩვენ ვეძებთ? - რიჩარდი ისე ლაპარაკობდა თითქოს მათი მოკვლის გარდა არაფერი უხაროდა ქვეყნიერებაზე.
-მოდი პირველ ვარიანტზე გავჩერდეთ.
და აი ისიც, პირველი ალფა ერთი რომელსაც ჩვენსკენ აეღო გეზი.
-სანამ ის მოვა დაღამდება - რიჩარდმა ხმამაღლა გადაიხარხარა და დანით ხელში წინ გაეშურა.
-ნუთუ ასეთი ადვილია ისეთ სამყაროში ცხოვრება სადაც ყველა ჩვენს წინააღმდეგ არის? -ვკითხე ელისონს.
-ისევე როგორც რიჩარდს დარწმუნებული ვარ არც ერთ ჩვენგანს არ სურს ასეთ მსოფლიოში ცხოვრება, ადამიანის კარგი თვისება ისაა რომ ყველანაირ გასაჭირს შეუძლია შეეგუოს. აი მაგალითად მე არასდროს ვყოფილივარ მწეველი მაგრამ ცხოვრება შეიცვალა - მითხრა და სიგარეტს მოუკიდა.
-მზადაა- გაისმა რიჩარდის ხმამაღალი სიტყვა.
ჩემს წინ უკვე ორმაგად მკვდარი ინფიცირებული სხეული ეგდო
-შენს ადგილას ამ რაღაცას ხელს არ მოვკიდებდი- ელისონს ჟრუანტელმა დაუარა.
- არც ვაპირებ - რიჩარდმა ჩემთვის კარგად ნაცნობი ჯაჭვი ჩანთიდან ამოიღო და მკვდარს სხეულზე შემოახვია, და ასე მოათრევდა შენობის ჭიშკრამდე.შემდეგ ჩემი დახმარებით სხეული მეორე სართულზე ავიტანეთ სადაც ჰარისონი შეგვეჩეხა.
-ღმერთო რა სუნი აქვს - ამ სიტყვებით იგი ერთ ერთი პალატის ოთახისკენ გაგვიძღვა სადაც სხეული დავაგდეთ.
-დიდი მადლობა მეგობრებო. ახლა კი ჯობია რამე ჭამოთ მე კი წინ ბევრი სამუშაო მელოდება.
-თუ საჭირო გახდება ასეთ ას ცალს მოვიყვანთ - რიჩარდმა გაიკრიჭა და ოთახიდან გავიდა.
გარედან დაახლოებით ორი წუთი ვუყურებდი ჰარისონს თუ როგორ დატრიალდა თავს ინფიცირებულს და თან რვეულში რაღაცას იწერდა. მთელი ეს დრო ასე გავიდა და რადგან ჩემთვის საინტერესო ვერაფერი დავინახე აივანზე გასვლა გადავწყვიტე.
მშვენიერი ამინდი იყო. იმაზე მშვენიერი ვიდრე ჩვენი ქვეყანა,ხოლო ამ ყველაფრის ფონზე მე გრილ ნიავს სახე მივუშვირე და ხარბად შევისუნთქე ჰაერი
-რა მშვენიერი ამინდია - ელისონის მოულოდნელმა შემოჭრამ ცოტა არ იყოს შემაშინა და ლამის აივნიდან გადავეშვი მაგრამ საბედნიეროდ ისევ თვითონ დამიჭირა, შემდეგ კი სიგარეტს მოუკიდა და ღრმად გამოარტყა.
-შენი აზრით რამე გამოვა ამ კვლევების შედეგად? - ელისონი იმედგაცრუებული ტონით საუბრობდა
-სასოწარკვეთილება? ეს შენ არ გჩვევია ელისონ- შევეცადე მისთვის წარმოსახვითი სამყაროს შექმნა.- მე მჯერა რომ ყველაფერი გამოვა
-ჰარისონი. მაგალითად არც არ ის სრ გვყავს. მაშინ რას ვიზამდით? -ღერი ღერზე გადააბა..
-არ ღირს ალტერნატიული სამყაროს წარმოდგენა, ჩვენ გადარჩენის შანსი გვაქვს და ესეც საკმარისია ვიდრე არაფერი
-ხანდახან ვფიქრობ თუ რატომ ვცოცხლობ, როდესაც უბრალოდ შემიძლია სიცოცხლე დავასრულო. და მაინც ნიკ,ამ ყველაფერს ალბათ უფრო გადარჩენისთვის ნადირობა ქვია ვიდრე სიცოცხლე. ჩვენ ან ყველაფერი გამოგვივა ან უბრალოდ მოვკვდებით.- მისმა სიტყვებმა თავბრუ დამახვია და ვერც ვერაფერი ვუპასუხე.
-მაგრამ ადამიანი, ეს ის არსებაა რომელიც სიცოცხლის გამო ყველაფერზეა წამსვლელი და ამიტომ ვართ ჩვენც ერთად. გგონია რომელიმე ინფიცირებულს უნდოდა ასეთი ცხოვრება? არა ნიკ, ყველაფერი უბრალო ბედისწერის შედეგია, ისიც რომ მე და შენ ადამიანად დავრჩით. - უკვე კარგა ხნის ჩამწვარი სიგარეტი გადააგდო და უხმოდ დამტოვა.
-ევრიკა! - ჰარისონი დერეფანში პატარა ბავშვივით ცეკვავდა, რა თქმა უნდა ყველა მაშინვე მასთან გავჩნდით
-რა ამბავია ფილიპ? - რიჩარდმა მხიარულებაში მხარი აუბა. მიუხედავად იმისა რომ ჰარისონის სახელი პირველად გავიგე მაინც ინტერესი მკლავდა.
-მეგობრებო, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ჩვენი მეგობარი ინფიცირებული არც თუ ისე განსხვავდება ადამიანისგან. რაც მთავარია შიგნით შესვლას არავის გირჩევთ რადგან კარგი არაფერი დაგხვდებათ. მისი ტვინის მარჯვენა მხარე თითქმის ჯანმრთელია ხოლო მარცხენა მხარე ისეთივე შავი როგორც დიდი ხნის მწეველის ფილტვები. ეს ამტკიცებს მის დაქვეითებას და ამავდროულად 2020 წლის კვლევების შედეგად ჩვენ ვიცით რომ ადამიანის მარცხენა მხარე აკონტროლებს ჩვენი მოქმედებების 97 პროცენტს , რაც შეეხება მარჯვენა მხარეს ის გამოიყენება როგორც გრძნობების შეგრძნებისთვის ასევე მოთხოვნილებებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ ინფიცირებული - ანუ მკვდარი სხეული რომლის კუჭი საერთოდ არ მუშაობს გრძნობს შიმშილს, ამის შემდეგ მისი მარცხენა მხარე იმდენადაა დაქვეითებული, რომ იგი ვერც ხვდება რომ რა საკვების რაოდენობაც არ უნდა მიიღოს მან მისი შიმშილი მაინც იგივე დარჩება რასაც მივყავართ უსასრულობამდე და ვინაიდან და რადგანაც მათი შიმშილის დონე კრიტიკულზე დაბალია ისინი ნადირობენ ჩვენზე რადგან ჩვენი ორგანიზმი უნიკალური გახლავთ, ხოლო რაც შეეხება სისხლის ანალიზს ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. - ჰარისონმა ისევ გაიკეთა პირბადე და ოთახში შევიდა
-დიდი შენობის პატარა დიასახლისი - რიჩარდმა ხმამაღლა გაიცინა და ოთახში შეაბიჯა. მე კი სახეზე ბედნიერების ღიმილი დამთამაშებდა და იმედი მქონდა რომ მალე ეს ყველაფერი დასრულდება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent