შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად რომ დაგინახე...(დასასრული)


13-07-2017, 02:16
ავტორი sati
ნანახია 3 742

-ლიზა სიმსიმნე მაქ.
მოულოდნელად გამეცინა. და ისტერიული სიცილი ამიტყდა. ლევანი ადგილიდან არ გარყეულა, ისევ იქ იჯდა.
-მართ...ლა ამბობ?-სიცილს ვერ ვწყვეეტდი, მაგრამ მისი პასუხი დამეხმარა ამაში.
-კი.
-რამდენი ხანია.
-ერთი წელი.
-ერთი წელი?!-მისი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე ყველაფერი ცუდად იყო... წინააღმდეგ შემთხვევაში ის არაფერს მეტყოდა და მკურნალობას დაიწყებდა. თუ გამოჯანმრთელდებოდა არც მეტყოდა რომ სიმსიმნე ჰქონდა... ჩამოვჯექი და სახეზე ხელები ავიფარე.
-რამდენი დაგრჩა?
-ლიზა...-ჩემკენ წამოვიდა მაგრამ მოახლოების უფლება არ მივეცი.
-რამდენი დაგრჩა.
-არ ვიცი, 1 ან 2წელი.
ერთი ან ორი წელი. ერთი ან ორი წელი. როდესაც დალაგდა ყველაფერი... როდესაც ბედნიერად და თავისუფლად ვიგრძენი თავი... როდესაც ოჯახი შევქმენით... ზუსტად მაშინ ეს ყველაფერი დასასრულს მიუახლოვდა და მალე მაქსიმე მამის გარეშე დარჩებოდა... მე კი... მის გარეშე ... ვერ ვიცოცხლებდი.
-ლიზა...
-ლიზა რა? რას იტყვი რომ დამამშვიდო? რას იტყვი ისეთს რაც დამავიწყებს იმ ფაქტს რომ მალე მაქსიმეს უმამოდ დატოვებ... ან თუნდაც მე რომ დამტოვებ-თვალებში მაშტერდებოდა ალბათ ჩემ ტირილს ელოდებოდა ან მომენტს როდესაც მიხვდებოდა რომ სუსტად ვიყავი და მისი ჩახუტება მინდოდა, მაგრამ ახლა ასეთი არ იყო. ძალა უნდა მომეკრიბა და საუკეთესო ექიმები უნდა მომეყვანა, რადგან მე მას ესე ადვილად არ გავუშვებდი. ის ჩემგან ვერ გაიქცეოდა. ისევ სცადა მოახლოება მაგრამ მე ავდექი ჩანთას დავავლე ხელი და გარეთ გავედი, ისიც ნელა გამოვიდა აჩქარება არც უფიქრია, მაგრამ მე არ დაველოდე და მანქანაში ჩავჯექი, მაშინვე დავქოქე და წავედი რეზისთან. მანქანაში ძლივს ვიკავებდი თავს რომ ცრემლები არ წამომსვლოდა. მეზიზღებოდა ესეთი მომენტები როდესაც ვერაფერს ვაკეთებდი, მეზიზღებოდა სისუსტე... სუსტი მე. თვალებში მიბნელდებოდა, ალბათ ავარიაშიც მოვყვებოდი... შემდეგ კი ალბათ ერთ წელში იქ შევხვდებოდით მე და ლევანი. ნუ მომაქცევთ ყურადღებას, უბრალოდ არც კი ვიცი როგორ მოვახდინო რეაგირება... როგორც იქნა ცოცხალმა მივაღწიე რეზის სახლამდე, შიგნით შესვლა არ მინდოდა, ისეთი სახე მქონდა ალბათ გავუხეთქავდი მთელ ოჯახს გულს. ამიტომ რეზის დავურეკე და ისიც გამოვიდა. მანქანაში ჩაჯდა და გადამეხვია. მე ხმა არ ამომიღია.
-რა მოხდა?
-...
-კაი, გამიცვალე ადგილი-ადგილები გავცვალეთ და ის საჭესთან დაჯდა. მასთან ავედით წყნეთში.
-ეხლა მომიყევი რა ხდება?
-იცი ეს ადგილი როგორ მიყვარს? ეს ადგილი რომ არა ალბათ ვერც შევხვდებოდი ამ ცხოველს, შენ რომ არა... სალი რომ არა... ვერ შევხვდებოდი და ჩემი ცხოვრება ისეთივე უაზრო იქნებოდა როგორიც იყო. არაფერი შეიცვლებოდა, ალბათ მართლა დიტოსნაირ კაცს გავყვებოდი, ბევრი ფული მექნებოდა... მაგრამ ნამდვილი სიყვარულის გარეშე ვიცხოვრებდი. ყველაზე საშინელება იცი რა არი? რომ როდესაც ძლივს ერთად ვართ... ახლა ვიგებ რომ ისევ უნდა დავშორდეთ. მე მარტო უნდა დავრჩე... იცოდი ხომ?-მისკენ გავტრიალდი და თვალებში მივაშტერდი-მე ნუ მომატყუებ.
-რა ვიცოდი?
-რომ სიმსიმნე აქვს.
-გითხრა?
-კი.
-ლიზა...-ჩასახუტებლად წამოვიდა მაგრამ უკან გავიწიე.
-რამდენად ცუდად არის ყველაფერი?
-არ გითხრა?
-მითხრა, მაგრამ შენი ვერსია მაინტერესებს.
-არ ვიცი რამდენი იცი.
-რეზი, გეფიცები თუ ეხლავე არ მეტყვი, წავალ აქედან და ვერასდროს დამინახავ, თუ ლევანის მოუვა რამე მეც თან გადავყვები.
-ძაან შორს არის ყველაფერი წასული, მაგრამ არის შანსი. ექიმმა შესთავაზა ოპერაციის გაკეთება...
-რა ოპერაცია?
-რამაც შეილება 15წელზე მეტი სიცოცხლე მისცეს, ან კიდევ უფრო მეტი. მაგრამ უარს ამბობს.
-გაგიჟდა?!
-არა, ბევრი რისკია. მთლიანი სხეულის პარალიზება, კომა, ინვალიდობა, ან ოპერაციის წარუმატებლობის შემთხვევაში....
-მაგრამ ხო უშველის?
-ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. ლევანმა თქვა რო მთელი ცხოვრება ინვალიდის კალიასკაში გაატაროს, რომ რაც დარჩა უნდა წესიერად იცხოვროს.
-გაგიჟდა?! რა იცხოვროს წესიერად!...-დამშვიდება ვცადე მაგრამ... ცოტაც და ავფეთქდებოდი. ყველას თან გავიყოლებდი. როგორ მინდოდა ჩემი ხელით მომეხრჩო ეს ჯიუტი ადამიანი. რეზის არც დავემშვიდობე ისე დავჯექი საჭესთან და თბილისში წავედი. მანქანას მთელი სისწრაფით ვატარებდი. სახლში გიჟივით შევვარდი, როგორც ის აკეთებდა როდესაც გაბრაზებული იყო და ყვირილი დავიწყე.
-ლევან! ლევან!!!
ისიც სასწრაფოდ ქვევით ჩამოვიდა.
-რა გაყვირებს?!
-რა მაყვირებს?!!! რა მაყვირებს?!! რატომ არ მითხარი ოპერაციაზე?!
-პირველ რიგში დამშვიდდი, ბავშვს ძინავს.
-ლევან!!!!
-წამო სხვაგან ვილაპარაკოთ, იქ ჩემე...
-არსად არ ვილაპარაკებთ, ლევან სულ არ მაინტერესებს შენ რა გინდა, შენც მაგრა გკიდია როგორც ჩანს ჩვენ რა გვინდა, მე და მაქსიმეს. იცი რა გვინდა?!! მას მამა მე კი ქმარი. გესმის?!!! პირველ რიგში შენ შვილზე იფიქრე! რამდენჯერ მომნდომებია იცი სიკვდილი?!!! რამდენჯერ მიფიქრია ცხოვრებაზე ხელის აღება და ყველაფრის დატოვება. მაგრამ არ გამიკეთებია! მაქსიმესთვის და შენთვის!!! გესმის?! შენთვის ლევან. თავისუფლად შემეძლო 2წლის უკან , ვენების გადაჭრა და ყველაფერზე ხელის აღება. შენ გაიკეთებ იმ დედა აფეთქებულ ოპერაციას გინდა თუ არა გესმის?! თუ არადა გეფიცები აქვე დავამთავრებ სიცოცხლეს, რადგან არ ვაპირებ შენი ტანჯვის ყურებას!!-შარვლიდან იარაღი ამოვიღე და შუბლზე მივიდე, რასაც დიდი ხმაური მოყვა. მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ მისი მთელი ოჯახი უკან მედგა. ყველა მე მაშტერდებოდა. მხოლდო ლევანს არ შეცვლია სახე.
-ლიზა, იარაღი მომეცი-ჩემკენ წამოსვლა სცადა.
-მანდვე გაჩერდი, თუ არ გინდა გავისროლო.
-სულ გააფრინე შენ, დადე იარაღი. ლიზა! იარაღი დროზე!!
უკან დავიხიე და გადავტენე.
-კაი, კაი ოღონდ იარაღი დადე!
-დამპირდი!-საფეთქელს მივაჭირე იარაღი.
-გპირდები! ეხლა იარაღი მომეცი!
ნელა მოვიშორე იარაღი შუბლიდან და მივეცი. მან შვებით ამოისუნთქა, შემდეგ ხელი ჩამავლო და გარეთ გამათრია.
-მეორეჯერ, ეგეთ რაღაცას არ გაბედავ. გესმის?!! გადატენილი იყო რაზე ფიქრობდი?!! სხვა უკეთესი ხერხი ვერ მოიფიქრე ჩემს დასარწმუნებლად?
-ვერა.
-მამაჩემმა არაფერი იცოდა, არც მინდოდა რო ცოდნოდა. სანამ დრამის მოწყობას გადაწყვეტ თუ შეილება გამაფრთხილე რომ მთელი სახლის ევაკუაცია მოვახდინო. რას აპირებდი? ჩვენი შვილის თვალწინ სიკვდილს?!!
-და შენ რას აპირებდი? ჩვენი შვილის თვალწინ ნელ-ნელა ერთი წლის განმალობაში ტანჯვას და შემდეგ სიკვდილს?!! რა გინდა?! ესე არ გინდა ჩემი აქ ყოფნა? არ ხარ ბედნიერი ჩემთან ერთად?!! თუ ეხლა რადგან ძლივს რაც გინდოდა გააკეთე და დამთავრდა ხომ?!! ეს თამაში იყო ხომ?!! გამომწვევი თამაში!უკვე ყველაფერი გაქვს და დაამთავრე სიცოცხლე?!! არ გაქ ამის უფლება! გესმის?!!
ამჯერად მიუხედავად იმისა რომ ვეწინააღმდეგებოდი, მაინც მომიახლოვდა და ჩამეხუტა.
-როგორ გაიფიქრე თუმდაც წამით რომ არ მიყვარხარ, ან შენ ან მაქსიმე. ეს თამაში არასდროს არ ყოფილა. ამას ზუსტად მაქსიმესთვის ვაკეთებ, ინვალიდი მამა ბევრს ვერაფერს მისცემს.
-მკვდარი მამაც ვერაფერს მისცემს. ლევან არ ვხუმრობ, მე შენ გარეშე ცხოვრებას არ ვაპირებ. თუ ამ ოპერაციას არ გაიკეთებ გეფიცები თავს მოვიკლავ.
-ვერ მოიკლავ.
-მოვიკლავ.
-ყველაფერს გადავმალავ და ოთახში ჩაგკეტავ.
-კედელს ვურტყამ თავს და მოვკვდები.
-ვერ ურტყამ, როგორიც საგიჟეთშია ისეთი კედლები იქნება.
-მაინც მოვიფიქრებ რამეს.
-არ მოიფიქრებ იმიტომ რომ გავიკეთებ ამ ოპერაციას. რეზიმ გითხრა?
-არა. არ ეტყვი შენ ოჯახს?
-ვეტყვი.
-მაგრამ შენც უნდა დამპირდე რამეს.
-რას?
-მე რომ რამე მომივიდეს..
-არა, არ არსებობს. არაფერი არ მოგივა, ოპერაცია წარმატებულად ჩაივლის და მე და შენ ერთად და დიდხანს ვიცხოვრებთ ერთად მაქსიმესთან ერთად.
-მე რომ რამე მომივიდეს, შენ იცხოვრებ ისეთი ცხოვრებით როგორიც გინდა. იპოვი...
-არც გააგრძელო. ლევან ისე გცემ ეხლა რომ სიმსიმნე კი არა მე მოგკლავ.
-კაი.
- ხვალვე წავალთ ექიმთან გესმის?
-მე მარტო ოპერაციაზე დავთანხმდი, ქიმიის გაკეთებას მე არ ვაპირებ.
-თმის გამო? თავზე ისედაც არაფერი არ გაქვს შე მელოტო.
-გაგამელოტებ ეხლა.
-კაი შედი და ყველაფერი აუხსენი ეხლა შენებს.
-ვერაფერს ვერ ავუხსნი... შენ გარეშე.
-არ არსებობს, მე შიგნით არ შემოგყვები.
-შენი მოფიქრება იყო ეს დრამა. დროზე-ხელი ჩამავლო და შიგნით შემიყვანა შემდეგ ყველას მაქსიმალურად რბილად აუხსნა ყველაფერი. მხოლოდ ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში რა რისკები მოყვებოდა მას ის გამოტოვა, რომ არავინ შეეშინებინა. ყველაზე მეტად კი მის პატარა დაზე ნერვიულობდა. ელენემ და მარიამმა ყველაფერი დაიჯერეს, ხოლო ლუკაზე და მამამისზე...
ცოტახანში მამამისი მომიახლოვდა.
-ლიზა, არც კი ვიცი რითი დავიწყო...
-არაფრით. ახლა მთავარი მხოლოდ ლევანის გამოჯანმრთელებაა, მოდი მხოლოდ ამაზე ვიფიქროთ.
-არა, მინდა ბოდიში მოგიხადო. იმ ყველანაირი ტკივილის გამო რაც მოგაყენეთ მე და ჩემმა ოჯახმა.
-არ გვინდა ამაზე, ყველაზე მთავარი მამაჩემმა გაპატიათ. ესეც იმიტომ რომ მან იცის რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა, მითუმეტეს ცოლის. მაგრამ მე ვერ გაგიგებთ... რადგან მეც მომიკვდა დედა და არავისთვის მისი მკვლელობა არ დამიბრალებია.
-ხო.. ვიცი საშინლად მოვიქეცით... ლიზა უბრალოდ მინდა იცოდე რომ ვნანობ რომ ესე მოგექეცით.
-იცით, თქვენი შვილი არ ნანობს, დიდად უკვე არც მე, რადგან ეს ყველაფერი რომ არა მაქსიმე არ დაიბადებოდა, მე და ლევანი ვერასდროს ვიქნებოდით ერთად და ეხლა ოჯახი არ მექნებოდა. უბრალოდ დავივიწყოთ ეს ამბავი ლევანის გამოჯანმრთელებამდე... მანამდე კი გპირდებით რომ არაფერი უხერხული ჩვენ შორის არ იქნება.
-მადლობა შვილო.
შემდეგ თავი დამიკრა და წავიდა. ნუ განმსჯით. ესე ადვილი არ არის პატიება... ახლა ლუკას ჯერი დადგა.
-ბოდიშს არ მოვიხდი, არაფერი დამიშავებია-გამიღიმა.
-ვიცი. ერთადერთიი იყავი ვინც ნორმალურად მექცეოდა.
-მომენატრე.
-მეც ძაან.
-მიხედე ამას.
-მივხედავ.
-ლიზა, რა მოუვა იმ ოპერაციის შემდეგ.
თავი დავხარე... ტყუილს ვერ ვეუბნებოდი. შემდეგ თვალებში შევხედე და ძალა მოვიკრიბე.
-არაფერი.
წამით დადუმდა...
-ტყუილი არ გამოგდის. კიდევ ვცადოთ.. რა მოუვა?
-შეილება ინვალიდად დარჩეს, ან ...
-ოპერაციის წარუმატებლობის შემთხვევაში მოკვდეს ხომ?
-წარმატების შემთხვევაში ეძლევა 15წელზე მეტი! გესმის?
-და წარუმატებლობის შემთხვევაში ის ერთი წელით არ გაქვთ.
-ოპერაციას იკეთებს 7 ან 8თვეში. ამიტომ არაფერს არ ვკარგავთ, გესმის?
-მესმის ლიზა. დამშვიდდი, უბრალოდ დედა უკვე დავკარგე და ძმის დაკარგვა არ მინდა.
-ვიცი.. მაპატიე.
-არაუშავს. კაი წავედი, მელოდებიან.
-ალბათ მარიამისგან ბოდიშს ვერ მივიღებ..
-მარიამი რთული ბავშვია, მოვა მალე გონზე... ღამე მშვიდობის-გადამკოცნა და წავიდა.
დავრჩით ისევ მარტო მე და ლევანი. ამ დროს სალიმ დამირეკა. რომ ავიღე ძლივს გავიგე მისი ხმა ისეთი ხმაური იყო...
-სად ხარ?!
-სახლში რა იყო?
-აუუ ძააან მაგარ ფართიზე ვართ, მე ტატო, ნიკუშა, რატი და ლაშა.
-შენ ტატო და ნიკუშა?! ნიკუშა დათვრა?
-არა, მოგიყვები ყველაფერს! მოდიი!
-არ ვიცი ვნახოთ... ფართის ხასიათზე ნაღდად არ ვარ.
ლევანი მოვიდა და ტელეფონი გამომაცალა.
-სალი ლევანი ვარ, ხუთ წუთში მანდ იქნება მისამართი მიწერე-და გათიშა.
-ლევან... არ მინდა იქ წასვლა.
-ეხა ჩემ გამო 24საათი სახლში უნდა იჯდე?
-არა მარა... შენი აქ დატოვება არ მინდა...
-ვინ თქვა რომ მტოვებ? მე იქ მარტო არც გიშვებ.
-შენთვის დალევა არ შეილება.
-რეზის წამოვიყვან და ჩემ მაგივრად დალევს.
-ფართის ხასიათზე ხარ კიდე შენ?
-ჯერ არ ვკვდები.
-ნუ ხუმრობ ეგრე.
-ლიზა, ეხლა გლოვას ნაღდად არ ვაპირებ, ამიტო მაქსიმე უცებ დავუტოვოთ ლიანას ან მანჩოს და წავიდეთ.
-კაი ხო.
ორივემ გამოვიცვალეთ და მანქანაში ჩავჯექით. ჯერ რეზის გავუარეთ. რეზის ქრისტინეც გამოყვა.
-აუ თქვენ იმენა კიდე ფართის ხასიათზე ხართ?-რეზიმ გვკითხა.
-კი-ლევანმა მოკლედ უპასუხა-შენ უნდა დალიო ჩემ მაგივრად.
-მე რო დავლიო არა?-გავხედე... პასუხი უკვე ვიცოდი.
-აბა სცადე-გამომწვევად მითხრა.
-აუუფ, შემეშეშინდა.
-ეხა იქ სახელს ნუ გამიტეხავ და ნუ გამოტყვრები. სალის ძმაც იქ არი?
-ხო, მემგონი ტატოს დასაშინებლად რა ვიცი.
-ეგენი კიდე ერთად არიან?
-ხო. კიდე კაი ჯერ ცოლად არ გაყვა, ამ ასაკში დიდ სისულელეს გააკეთებდა.
-ეს სიკვდილის წინ ყველაფერ სიმართლეს მეუბნები?
-ლევან ნუ ხუმრობ მეთქი ეგრე!-დავუყვირე, ცოტაც და სახეში შემოვარტყამდი.
-რა დღეში ხარ ე? რა გაყვირებს, გააგრძელე ეგრე და ავარიაში მოვყვებით.
გავჩუმდი და ფანჯარაში გავიხედე.
-მივედით.
გადასვლა დავაპირე მაგრამ გამაჩერა.
-რეზი გადადით თქვენ და ჩვენც მოვალთ მალე.
-კაი-რეზი და ქრისტინე გადავიდნენ.
-ლევან, არ მინდა ლაპარაკი-გადასვლა დავაპირე მაგრამ კარი ჩამიკეტა.
-გამომხედე.
არ მინდოდა დაენახა რომ ვტიროდი.
-ლიზა, შემომხედე.
არ გავრყეულვარ, მაშინ ხელით შემაბრუნა მისკენ. ცრემლები მომწმინდა და კიდევ უფრო ახლოს მოიწია.
-შენ მე ვერ მომიშორებ გესმის? კიდე დიდხანს ვიქნებით ერთად და მინდა რომ დღეს ყველას ეგ დავუმტკიცოთ. მინდა რომ ყველგან ერთდ ვიაროთ, რომ ყველამ იცოდეს რომ შენ ჩემი ცოლი ხარ, ჩემი საკუთრება და მხოლოდ ჩემი. მინდა ყველამ იცოდეს როგორ მიყვარხარ, მაგრამ მინდა რომ პირველ რიგში ეს შენ იცოდე. რა დავინახე შენში პირველად?
-პირველად რომ დამინახე?
-ხო. პირველად რომ დაგინახე. მამაცი და შეუპოვარი, სიცოცხლით სავსე გოგო. მინდა რომ ეხლაც ეგეთი იყო. ისეთივე მამაცი, ოღონდ ეს ჩემთვის უნდა გააკეთო. ამით შენ არ იცი როგორ მმატებ ძალას. არ ინერვიულო არაფერზე, ყველაფერი მაგრა იქნება.
-შენ ნერვიულობ?
გაჩუმდა, აშკარად არ უნდოდა პასუხი.
-არა-ცალყბად გამიღიმა. მაშინვე ჩავეხუტე და ცრემლები წამომივიდა თვალებიდან.
-ეხლა გადავალთ მანქანიდან და ერთად შევალთ იმ კლუბში. შენ დალევ რამდენსაც გინდა, მე კიდე გათიშულს დაგაბრუნებ სახლში.
-არ მინდა დალევა, შენთან ერთად ვიქნები.
-ძაან მიყვარხარ, ქალბატონო ელიზაბედ.
-მეც.
-შენც რა?
-მეც მიყვარხარ.
***
ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ჩემი ცხოვრება ესე დამთავრდებოდა. იმ დღეს როცა მომიტაცეს, სულიერად განადგურებული ვიყავი. ერთი სული მქონდა როდის გავიქცეოდი, სულ ვატრიალებდი თავში მხოლოდ ერთ წინადადებას ,, არ შეგიყვარდეს’’ იმდენად ხშირად ვამბობდი რომ უკვე აზრი დაეკარგა. ნელ-ნელა... უკვე როდესაც მივხვდი რომ ძაან ზრუნავდა ჩემზე მის მიმართ გრძნობები გამიჩნდა... მაგრამ მალე... მამამისის ცხოველური საქციელის შემდეგ ისევ გავბოროტდი... დავივიწყე ყველა ის გრძნობა და ჩემში ბოროტებამ გაიღვიძა. მინდოდა შური მეძია... ისეთი გაბოროტებული ვიყავი რომ მისი შვილისთვის ისე მინდოდა მეტკინა გული როგორც მან გვატკინა მე და მამაჩემს;. მაგრამ მალევე ვინანე... მთელი 2წლის განმალობაში უფრო განადგურებული ვიყავი ვიდრე იმ დღეს როდესაც მომიტაცეს. ყველაფერი მენატრებოდა რაც მასთან იყო დაკავშირებული და აბსოლიტურად ყველა ნივთი მას მახსენებდა. თუმდაც სისულელეზე ვვარდებოდი. მისი ნახვა მინდოდა... ბოლოს სულელური გეგმა მოვიფიქრე რომელიც ვიცოდი რომ 100%-ით ჩაფლავდებოდა... მაგრამ ამით ლევანს მაინც ვნახავდი. როგორ წარმოვიდგენდი რომ ესე დავამთავრებდი? მატარებელში რომ ჩავჯექით მაშინ მე და სალი... სანამ კარი დაიხურებოდა წამით წამოვდექი გაქცევა მომინდა მაგრამ კარები ჩემ ცხვირწინ მაშინვე მოიხურა... მაშინ მე ეს ბედისწერა მეგონა... მაგრამ იმ 2წლის განმალობაში მივხვდი ერთ რაღაცას... რომ შენი მომავალი შენს ხელშია... მე თუ შევეგუებოდი ამ ყველაფერს. მამაჩემს მკვლელის სახელი დარცჩებოდა, მე ლევანს ვერასდროს ვნახავდი და მაქსიმესაც არ ეცოდინებოდა ნამდვილი მამის სახელი. ბედისწერა ჩვენ წინააღმდეგ იყო... ახლაც სასტიკად გვებრძოდა და ისევ ჩვენ დაშორებას ცდილობდა. მაგრამ არ გამოუვიდა... ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდით და საბოლოოდ მაინც ერთად დავრჩით. სადაც ამდენი დაბრკოლება გადავლახეთ... სიმსიმნესაც მოვუღებდით ბოლოს და მასაც გავუმკლავდებოდით. არასოდეს... არასოდეს არ შეეგუოთ თქვენ ბედს... ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ რაღაც, თქვენი მომავალი თქვენს ხელშია და მე და ლევანის ურთიერთობამ ეს მასწავლა. დღეს მე მყავს ოჯახი რომელზეც პატარაობიდანვე ვოცნებობდი. მინდოდა რომ ჩემ შვილს ნორმალური ოჯახი ჰყოლოდა... დედა... მამა... ბებია... ბაბუა... და...ა და ძმა... რომ არასდროს გაზრდილიყო მარტო.... როგორც მე გავიზარდე და სულ ვიღაც ჰყოლოდა გვერდით. ყველა სურვილი ამიხდა...
პირველად რომ დაგინახე...
***
ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობდა ამ ისტორიას. საერთოდ არ ვაპირებდი კარგად დამთავრებას... რადგან ჰეპი ენდზე დიდად არ ვგიჟდები, მაგრამ მართლაც იმდენი გამოიარა ამ წყვილმა ერთად რომ ჯობდა ესე დამეტოვებინა ყველაფერი როგორც არის. <3 <3 <3
მადლობა მოთმინებისთვის...და იმისთვის რომ არ შეწყვიტეთ ამ ისტორიის კითხვა რადგან თავებს ძალიან ვაგვიანებდი <3



№1 სტუმარი qeti.ii

აჰა,ესეიგი გადარჩება და რამდენი ხანი იცოცხლებს? დაინვალიდდება? მოკლედ,სასწაული გოგო ხარ,ძალიან კარგი ისტორია იყო,სასიამოვნოდ წასაკითხი❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Nu. Moulodneli dasasduli iyo magram albat sworedd es iyo sheni mizanic.
Dzalian kargad wer da msiamovnebs sheni ragaceebis kitxva. Gisjrveb warmatebebsda geli shemdegi istodiit

 


№3 სტუმარი Anna

ვაიმე უმაგრესია... cry ახლაც კი მეტირება...მაგრამ მიხარია რომ ამდენი წვალების შემდეგ ლევანიმ ოპერაცია გაიკეთა,სიმსივნე აღარ აქვს და საბოლოოდ ერთად არიან ლევანი და ლიზა ...მართალია რომ ნამდვილი სიყვარული გონებას გირევს,უცნაურ რაღაცეებს გაკეთებინებს და საბოლოოდ მას ვერ გაექცევი ვერასოდეს.ნამდვილი სიყვარული შენს გულშია და გონებაში...მუდამ არის და იქნება...დიდი მადლობა შენ ასეთი კარგი ნაწარმოების შექმნისთვის და იმის ჩვენებისთვის თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს სიყვარულს... heart_eyesმართალია 13 წლის ვარ მაგრამ ძალიან მიყვარს ასეთი კარგი ნაწარმოებების წაკითხვა მითუმეტეს შენი სასიყვარულო ისტორიების...წარმატებები და ველოდები შენს ახალ ისტორიებს.. heart_eyes

 


№4  offline წევრი blondeangel631

ძალიან მაგარი დასასრული ქონდა ამდენი ტკივილი ბედნიერების სანაცვლოდ :*

 


№5 სტუმარი kusa13

ბევრა არ ვილაპარაკებ ძაააალიიიააანნნ მომეწოოონაა <3 ყოჩაღ კარგია ჰეფი ენდი რაა მარა ცუდადრო დამთავრებულიყო მოგკლავდი ;) <3 <3

 


№6  offline მოდერი zia-maria

კარგი იყო,მომეწონა და ძალიან კარგი დასასრული იყო.

 


№7  offline წევრი sati

Mziako mziako...
Dzalian magaria .es istoria ise momewona rom rasac qvia chamdzvrali viyavi tele-shi... Ratqmaunda sheni dawerili yvela istoria magari iyo ert istorias gamovarchev(yvela tavisas miigebs) romlis dasasrulze bevri vitire magram dzalian magari iyo martalia dasasruli iseti ar iyo rasac movelodi magram mteli istoriis mandzilze ar iyo momenti rame rom at momxdariyo.yvela istorias vkitxulobdi yovel komentarshi gamovxatavdi chems reaqcias .shen bevri mkitxveli gyavs sheidLeba arc gaxsovs .
P.s dzaan magari xar ,sxvebis istoriebic wamikitxavs magram sheni istoriebi mainc gamorcheulad momwons. Minda warmatebebi gisurvo ...cudia wina eqaunti rom agar gaqvs.da kidev velodebi shemdeg istorias axlo momavalshi.<3 <3 :)

როგორ არ მახსოვს <3 შენნაირი ბევრი მკითხველი ნაღდად არ მყავს <3 <3 <3 ეხლა ვწერ ახალ ისტორიას და მალე დავდებ. წინა ექაუნთზე მართლა ძაან დამწყდა გული... მადლობა ყველაფრისთვის <3 <3 <3

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო საინტერესო მომეწონა გამიხარდა კარგად რომ დამთავრდა მაგრამ წარმატებები ????

მადლობა წარმატებები ველოდები ახალ ნაწარმოებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent