შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზი (თავი 1)


13-07-2017, 10:36
ავტორი mari styles
ნანახია 1 693

ლონდონის წვიმიან ქუჩებში დავდივარ. გული ცუდს მიგრძნობს,მაგრამ ვაიგნორებ და გზას ვაგრძელებ. წვიმა მასველებს, მაგრამ არ გავრვბივარ, ყურადღებას არ ვაქცევ. არც იმას ვაქცევ ყურადღებას, რომ ღამეა და მხოლოდ მე მივაბიჯებ ხალხისგან დაცარიელებულ ქუჩაში. ხელები ქურთუკის ჯიბეებში მაქვს ჩაწყობილი და გაყინული თითების გათბობას ვცდილობ. ჩაღუნულ თავს მაღლა ვწევ და წინ ვიყურები, არც თუ ისე შორს, შავებში გამოწყობილ სამ ბიჭს ვხედავ, ისინი მე მიყურებენ. გულის ცემა მემატება და შიშის გრძნობა მეუფლება. როდესაც მათ ვუახლოვდები, ისინი მაჩერებენ.
-კიდევ ერთი. -თქვა ერთ-ერთმა მადგანმა
-ვფიქრობ მმართველს მოეწონება. -თქვა მეორემ.
შავგვრემანმა რაღაც ფხვნილისმაგვარი ამოიღო, შემდეგ კი შემაყარა. მალევე თავბრუსხვევა ვიგრძენი, რომელსაც ძლიერი თავის თკივილი მოყვა, თვალები მეხუჭებოდა, შემდეგ კი ყველაფერი გაშავდა.
***
თვალებს ვახელ. ცივ, მოშავო იატაკზე ვწევარ, გარემოს თვალს ვავლებ, უცნაურ შავ შენობაში ვარ, ფანჯრებიც კი შავია.
-ნახეთ ვინ გაიღვიძა! -ხმის მიმართულებით ვიხედები, სადაც მოწითალო-მოშავო ტახტზე მჯდარი კაცი მხვდება, შავი ტანისამოსით და ასევე შავი, უცნაური მოსასხამით, მის გვერდით კი, რამდენიმე ასევე შავებში გამოწყობილი ბიჭი და ორი გოგო დგას.
-ვინ ხარ? -შეშინებულმა ვიკითხე
-თავად ჯოჯოხეთის მბრძანებელი ლუციფერი, ჩემო ანგელოზო. -თქვა და ცალყბად ჩაიცინა.
-რა? ეს რა ხუმრობაა? -ხმა ამიკანკალდა
-ბევრს ლაპარაკობ!.. მითხარი რისთვის გაგგზავნეს დედამიწაზე. -ხმა დაასერიოზულა.
-რა? -გაკვირვებულმა ვიკითხე, მან კი თვალები გადაატრიალა.
-მეხსიერების პრობლემა გაქ? -წარბაწეულმა მკითხრა და საუბარი განაგრძო. -შენ ანგელოზი ხარ.
-რა?! -კვლავ გავიკვირვე. -მე უბრალოდ ეინჯელ სვენპოლი ვარ, თქვენ კი ნამდვილად არ ხართ ნორმალური. -დაბნეულმა და ამევე დროს შეშინებულმა ვთქვი. კაცმა ამოიოხრა, შემდეგ კი ერთ-ერთ ბიჭს თვალებით ჩემსკენ ანიშნა.
ბიჭი ჩემთან მოვიდა, ხელი წელზე ჩამომისვა, რამდენიმე წამში მხრებზე სიმძიმე ვიგრძენი, უკან მივიხედე და გავვოგნდი, თან შემეშინდა, მხრებზე უზარმაზარი, ორი თეთრი ფრთა მქონდა ამოსული.
-მე..მე.. -ბლუყუნი დავიწყე
-მე..მე.. -გამაჯავრა კაცმა და თვალები გადაატრიალა. -შენ ანგელოზი ხარ! -დაიყვირა და თითქოს კედლები შეაზანზარა.
-შენ ვინ ხარ? -ხმის კანკალით ვკითხე.
-უკვე გითხარი, სატანა, ეშმაკი, ლუციფერი, ბელზებელი, შაითანი... როგორც გინდა ისე მომმართე, მე ჯოჯოხეთის მბრძანებელი ვარ!
-თუ ეშმაკი ხარ, რატომ გამოიყურები ისე, როგორც ადამიანი. -ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
-შენ რა? ეშმაკი წითელი გეგონა? კუდით და თავზე რქებით? -თქვა და გადაიხარხარა. -ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია, ანგელოზო! -ბოლო სიტყვა ზიზღით წარმოსთქვა. -სტაილს, გაიყვანე. -უთხრა მის გვერდით მდგომ ხუჭუჭათმიან ბიჭს, მან კი თავი თანხმობის ნიშნად დაუკრა, ჩემთან მოვიდა, ხელი მხაში უხეშად ჩამავლო და წამიყვანა.
რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ გავჩერდით.
-ეს რა ადგილია? -განერვიულებულმა ვიკითხე. ბიჭს ხმა არ ამოუღია, მკაცრად შემომხედა, მე კი შეშინებულს, უარესად შემეშინდა და თვალი ავარიდე.
როგორც მე გავიგე სტაილსმა, შავი რკინის კარები გახსნა, შიგნით შემიყვანა, ფეხზე ჯაჭვი გამიკეთა, რომ არ გავქცეულიყავი, თვითონ კი თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა.
კედელთან დავჯექი და ტირილი დავიწყე. ნუთუ ეს ჯოჯოხეთია, მე კი ანგელოზი ვარ, როგორ არის ეს შესაძლებელი, ან ამას ახლა რატომ ვიგებ, ან რას მიპირებენ, უნდა მომკლან? იმის გაფიქრებაზე, რომ შესაძლოა მოვეკალი, ჟრუანტელმა დამიარა და ტირილს ვუმატე.
-ილოცე, ღმერთი გადაგვარჩენს, ის ყველას ეხმარება. -ვიღაცის თბილი ხმა მომესმა. გვერდით გავიხედე და დავინახე გოგონა, ოქროსფერი დალალებით, რომელიც კედლის კუთხეში იჯდა და მიღიმოდა.
-ვინ ხარ? -შეშინებულმა ვიკითხე
-ჩემი ნუ გეშინია, მეც ანგელოზი ვარ, მია მქვია. დემონმა დამიჭირა, როდესაც დავალებაზე ვიყავი გამოგზავნილი. ვიცი შენ არ გახსოვს რა მოხდა, მაგრამ მე შემიძლია მოგიყვე, რადგან გიცნობ, შენ ალბათ არ გახსოვარ.
-მიცნობ? -ავღელდი. -მომიყევი...
-წლების წინ, ანგელოზებსა და დემონებს შორის, ბრძოლა გაიმართა, საშინელი სანახაობა იყო. შენც იბრძოდი. დემონები ანგელოზებს თავებს აგლეჯდნენ თავიანთი ბასრი ბრჭყალებით. დემონებს შავი სისხლი აქვთ, ხოლო ანგელოზებს თეთრი. შენ დემონმა დაგჭრა, ჭრილობა ძალიან ღრმა იყო და თეთრი სისხლი გდიოდა, მაგრამ თანდათან მუქდებოდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ შესაძლო იყო დემონად ქცეულიყავი, ეს კი ყველას გვაშინებდა. შენი განკურვნა შესაძლებელი იყო ანგელოზური ძელებით, მაგრამ დაცული არ იყავი დემონად ქცევისგან. ერთადერთი, რასაც შენი გადარჩენა და განკურვნა შეეძლო, ადამიანის სისხლი იყო, მაგრამ ესეც დიდი რისკი იყო, შესაძლო იყო მოკვდავ ადამიანად ქცეულიყავი, ჩვენ კი ესეც გვაშინებდა, ვცადეთ და ადამიანის სისხლი შენზე გამოვცადეთ, საბედნიეროდ მხოლოდ მეხსიერება დაკარგე, ამიტომ იძულებულები ვიყავით დედამიწაზე გაგვეგზავნე და გეცხოვრა ისე, როგორც ადამიანს, მაგრამ შენ ანგელოზი ხარ, ამიტომ დადგებოდა დღე, როდესაც უნდა გაგეგო, რომ ანგელოზი ხარ და როგორც ჩანს ეს დღე დღეს არის. შენში ანგელოზის და ასევე ადამიანის სისხლი ჩქეფს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, დემონის სისხლიც არის გარეული, ამიტომ შენ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე წარმოგიდგენია, ასეთი მხოლოდ შენ ხარ, შენ გამოირჩევი სხვებისგან. ერთ ღვთიურ არსებას, ერთი უნარი აქვს, შენ კი რამდენიმეს ფლობ, როდესაც ანგელოზებთან ერთად ცხოვრობდი, შეგეძლო გონების ძალით ნივთების გადაადგილება, ანუ ტელეკინეზი, ახლა კი გავარჯიშება დაგჭირდება ამის გასახსენებლად, შენ კიდევ რამდენიმე ასეთივე უნარს ფლობ, უბრალოდ საჭიროა გაიგო რა უნარებია. მაგალითად მე მომავალს ვხედავ და ვიცი, რომ რამდენიმე წუთში, ეშმაკის ქვეშევრდომი, ანუ დემონი შემოვა, გამიყვანს და მომკლავს. -თქვა და გაიღიმა, მაგრამ ეს არ იყო ნამდვილი ღიმილი, მას ტირილი უნდოდა. -დაიმახსოვრე, ადამიანებს არ შეუძლიათ ღვთიური არსებების მოკვლა, მაგრამ დემონებს და ანგელოზებს ამის უნარი შესწევთ, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ ღვთიურ არსებებს შეუძლიათ ერთმანეთის დახოცვა. ეცადე გადარჩე კარგი? -თქვა და კვლავ გაიღიმა.
-მოგკლავენ? -თვალები ამიცრემლიანდა
-ჩემზე არ იღელვო, მე ცუდ ადგილას ნამდვილად არ წავალ.
-ეს არ არის ცუდი ადგილი? ეს ხომ ჯოჯოხეთია. -მიას შევხედე, მან კი ჩაიცინა
-არა, ეს ჯოჯოხეთი არ არის. ეს ასე რომ ვთქვათ, ლუციფერის სასახლეა.
-სასახლე? -მიამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
-გეტყოდი რა გელის მომავალში, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი სიკვდილის შემდეგ ვერაფერს ვეღარ ვხედავ, რადგან ჩემი უნარები იკარგება.
კარგი გაიღო და შავგვრემანი ბიჭი შემოვიდა.
-შენი ჯერია ოქროსფერთმიანო -თქვა და ოდნავ ჩაიცინა. მასთან მივიდა, ფეხზე დამაგრებული რკინა მოხსნა და წაიყვანა, მიამ ხელი დამიქნია.
-არა! მოიცადე! არ წაიყვანო! არაა!! -ფეხზე წამოვდექი და ყვირილი დავიწყე, მაგრამ ისე მიხურა რკინის კარები, თითქოს არ გაუგიაო... ისევ დავჯექი და ტირილი დავიწყე, მაგრამ არა იმიტომ, რომ მეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ არ მემეტებოდა მია სიკვდილისთვის.
მიას განწირული კივილის ხმა გავიგე და მისი სახელი დავიყვირე, მაგრამ საპასუხოდ სიტყვა აღარ დამბრუნებია, თავი მუხლებში ჩავრგე და ტირილს ვუმატე, ამ ტირილში კი ისე ჩამეძინა გააზრებაც ვერ მოვასწარი...



№1  offline წევრი მენდეს

საინტერესოა ველი შემდეგ თავს ^^ ლუციფერი№კინოცაა ხო? თანაც მანდ ისიც ეშმაკია ოღონდ კეთილი ^^

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ასეთი შინაარსის ისტორიებზე ვგიჟდები და იმედია კარგად გააგრძელებ.. სახელები სთაილსი და ასე შემდეგ არ მომწონს მართალია მაგრამ რაღაც საინტერესო ჩანს იმედია მალე დადებ ხოლმე

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუუუუუ სად ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent