შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლოვანი ტანგო /4თავი


13-07-2017, 12:37
ავტორი Auroram
ნანახია 2 192

ნათანიელის POV.
ასეთი ტკბილი,საოცარი, გემრიელი და ვნებიანი კოცნა არავისთან არ მქონია. არც ტანგო მახსოვდა,არც ცეკვა,არც ის სად ვიყავით,არაფერი არ მახსოვდა ანინეს გარდა! მხოლოდ ჩვენ ვიყავით და ვნება!
ხელი ფეხზე ავასრიალე და კოცნა გავაღრმავე,ტუჩებიდან კისერში ვაპირებდი გადასვლას,სისველე,რომ ვიგრძენი სახეზე. თვალები ზანტად გავახილე და ანინეს დანამული სახე დავინახე. გაოცებულმა თითები გადავატარე თვალებზე და უმალ მოვწმინდე ცრემლები. გულწრფელად გამიკვირდა თუ რატომ ტიროდა. გულამოფსკვნილმა ძალა მოიკრიბა და ერთი ამოსუნთქვით მომახალა:
-შეიძლება ვცეკვავდი კაბარეში,შეიძლება ვცეკვავდი ცეცხლოვან ტანგოს,შეიძლება არ მყავს დამცველი მაგრამ მე არ ვარ თქვენი არცერთი ქალღმერთი,რომელსაც ეთამაშებოდით,გაერთობოდით და საქმის მოთავებისთანავე სახლში უშვებდით! მე მათ არ ვგავარ! არა!-ხელი მთელი ძალით მკრა და დარბაზიდან უკან მოუხედავად გაიქცა.
თვალები სიბრაზისგან მემგონი გამიწითლდა,არცერთ მანდილოსანს,არასდროს მსგავსი რამ არ გაუბედავს ჩემთვის,სულ აქეთ იჩენდნენ ინიციატივებს,ახალა ამ პატარა არსებამ რა გამიკეთა,როგორ გამიბედა!


ავტორის POV.
გამწარებული ანინე ოთახში შევარდა,გაიხადა მოსამსახურის ფორმა,ოთახის კუთხეში მიაგდო და თავისი ძველი,ჭუჭყიანი და დაჭმუჭნული ტანსაცმელი ჩაიცვა.
-მივდივარ!-მკაცრად ჩაილაპარაკა და სანამ ნათანიელი გონს მოვიდოდა დრო უნდა ეხელთა. ოთახიდან გამოვიდა თუ არა,არაფრისთვის არ შეუხედავს პირდაპირ გასასვლელისკენ დაიძრა. კიბეზე ჩუმად ჩავიდა,მისაღები შეამოწმა ალექსანდრე,ხომ არ იჯდა და,როდესაც სისუფთავე იგრძნო,კარისკენ აჩაქებული ნაბიჯებით წავიდა. არაფერზე არ ფიქრობდა! არ უნდოდა გაეხსენებინა,ის სასიამოვნო გრძნობა,რომელიც ეზიზღება! უნდოდა გამქრალიყო! გამქრალიყო და სხვა არაფერი მეტი! გაცლოდა ამ სახლს,დაევიწყა ყველა და ყველაფერი გარდა ელეონორასა,მან რა დაუშავა. მიიღო ისეთი,როგორიც იყო,არ შეხედა ქედმაღლური თვალით და ზედმეტი პრეტენზიების გარეშე შერაცხა მეგობრად.

გასაღები,იქვე მდებარე მაგიდაზე იყო. სწრაფად მოკიდა ხელი, კლიტეს მოარგო და კარიც გაიღო. ახლა მას ჰქონდა ირონიული ღიმილი აკრული. ახლა მან გადაწყვიტა საკუთარი თავის ბედი, ახლა მისი ჯერია ცხოვრება განაგოს. ახლა ის ის არის ვინც უნდა იყოს!
ეზო სირბილით გაიარა.არც მისი საყვარელი ყვავილი შენიშნა,რომელიც უკვე დამჭკნარი აღმოჩნდა,არც ეზოს სილამაზისთვის მიუქცევია ყურადღება,უბრალოდ მირბოდა,ბედს გაექცა,მაგრამ საკითხავი ის არის ისევ ხომ არ მოუნდება მას ბედთან ერთად ყოფნა.

არ უნდოდა დაცვას გაეჩერებინა,ამიტომ უკანა გასასვლელიდან ჩუმად გაძვრა. არასდროს არ გამოირჩეოდა მოქნილობით,მაგრამ ტანგოს ცეკვამ ბევრი,რამ ასწავლა. ყოველთვის გამჭრიახი იყო და ეს უადვილებდა კიდეც ცხოვრებას. ყოველთვის მისტიროდა ბედს,ეზიზღებოდა ბავშვთა სახლი,იქაური მკვიდრნი და არაფრის მთქმელი სახეები.

თბილი საღამო იყო. მიუყვებოდა გზას და ნათანიელზე ფიქრობდა. ვერ აეხსნა ვერცერთი მისი საქციელი.
-მოდი ყველაფერს თავი მოვუყაროთ-გაიფიქრა და დაიწყო ყველაფრის ჩამოყალიბება:
-კაბარედან წამომიყვანა ალბათ იმიტომ,რომ ცუდი სიტუაცია იყო,მაგრამ აქ უარესად მექცეოდა.კაბარედან წამომიყვანა იმიტომ,რომ მაგიდებს შორის მიწევდა სიარული და სხვილი სურვილების ასრულება,მაგრამ აქ მის მოსამსახურედ დამნიშნა. საკუთარ სახლს მომაშორა,აქ კიდევ შემკუჭა ერთ გაყინულ საწოლიან ოთახში.-ამოიოხრა,თავზე ხელები დაიწყო და ქვაფენილზე ჩამოჯდა.-რას მიშვები ნათანიელ,რატომ რა დაგიშავე!-ცრემლებს ამოაყოლა ბოლო სიტყვები და ტირილს მოჰყვა.მისი ემოციები,მისი გრძნობები. ახალ გაღვიძებული ვნება,სასტიკი ცხოვრება და ტკივილი?! ზედმეტად ბევრი ემოცია,ხომ არ არის პატარა გოგონასთვის? ზედმეტად ბევრს ხომ არ იმეტებთ ამ სულელი გოგონასთვის? რთულია,რთულია იყო მივიწყებული,რთულია,არ ახსოვდე არავის და თუ ახსოვხარ ისიც გასართობად,ისიც სალაზღანდაროდ,ისიც საცეკვაოდ...
ერთი...
ორი...
სიჩუმე...
ხმა არ ისმის...



ანინეს POV.
კაბარეს წინ ვდგავარ. ვფიქრობ ეს ნაბიჯი გადავდგა თუ არა! ფეხები მიკანკალებს,მეშინია, ვნერვიულობ! კარს ვუახლოვდები
-მანდ გაიყინე! სადაც დგახარ,როგორ პოზაშიც დგახარ მანდ გაჩერდი! არ გაბედო კარის შეღება,თორემ თავზე დავამხობ ყველაფერს ჯოტოს!-შემაშინა. ალბათ გულის სიღრმეში მწყინდა კიდეც,რომ არ ვახსოვდი და არ მიკითხავდა,მაგრამ ახლა მოვიდა. ვერ გამიგია რა მინდა,რა მსურს,რისი გაკეთება,რას ვგრძნობ მის მიმართ,მოწონება,სიყვარული,ვნება,კავშირი,ტანგო,ცხოვრება თუ უბრალოდ არაფერს? შეიძლება კი?!
არ მინდოდა ხალხში აურზაურის ატეხვა,ამიტომ შემოვტრიალდი. ლოყები აწითლებული მქონდა დარწმუნებული ვარ!
-კი დაგეტყობა აბა რა...-მეორე „მეც“ ჩემ გაღიზიანებაზე მუშაობს. თითქოს ბატონი დესპოტი არ მეყოფოდა.
-რა გინდა?-მკაცრად მინდოდა მეთქვა,მაგრამ რამდენად გამომივიდა არვიცი! მკლავში ხელი ძლიერად მომიჭირა და მანქანაში ჩამსვა.-მემგონი გკითხე რაღაც! ნათანიელ!-ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვუყვირე. ცუდი აზრი იყო.
-დღეისთვის ბევრი იყვირე,იწივლე და მოაწყე კონცერტები. ხმა არ გავიგო შენი თორემ არ ვიცი,შემომაკვდები ანინე! შემომაკვდები!-იმხელაზე იღრიალა ამაკრო მანქანის სავარძელს.სუფთა გაწკრიალებული ფორდი იყო?
-რატომ ფიქრობ ანინე მაგაზე,როდესაც სადაცაა მოგკლავენ?-„მე“ ზოგჯერ მართალია ხოლმე.
-სად მიგყავარ-ვერ ვიცანი ძველი სახლის გზა. შემეშინდა. არვიცოდი,აღარ ვიცოდი ღირდა მისი ნდობა?
-კოცნაზე რა ამბავი ატეხე და პირველ ღამეს რა დაგემართება ანინე?-მეორე "მემ" ჩაისისინა"
-ქალაქ გარეთ მივდივართ ორივე ერთად! ახალი სასტუმრო იხსნება და მჭირდება მანდილოსანი,რომელიც გვერდს დამიმშვნებს,შენ კი იმ მანდილოსანს უნდა მოემსახურო, გასაგებად ვთქვი?-ირონიულად ამათვალიერა,ჩამათვალიერა,თვალებით გამაშიშვლა და ისევ ფანჯარაში გაიხედა. ეს ის არ არის რასაც მე ვფიქრობ,ეს ის არ არის რასაც მე ვფიქრობ. ახლა ვიკივლებ ან თავს მოვი...
თვალი მანქანის გასაღებისკენ გავაპარე. მანქანა ღია იყო. თუ ამას გადავწყვეტ,ყველაფერი ჩქარა უნდა გავაკეთო,უნდა დავივიწყო ყველაფერი. რა დამრჩენია ამ ქვეყანაზე? ვინ მყავს,რომ ვიდარდო მისთვის? ვისთვის ვინერვიულო? ვისთვის დავზოგო თავი, ვისთვის გავწირო ცხოვრება? არავინ არ მყავს და შესაბამისად მეც მარტო ვარ. ჩიტი ვარ...
ერთი…ორი…სამი…
მარტივად ვუსვამ ფრთებს,სულ არ ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩამოვვარდე მარტივად დავფრინავ ცაში და სულ არ ვფიქრობ, რომ შეიძლება ამით ვინმეს ვავნო,მაგრამ ვის უნდა ვავნო მე ხომ უბრალო, ერთი პატარა ჩიტი ვარ. ჩემი დაცემით ან აღზევებით დედამიწა არც დამძიმდება და არც შემსუბუქდება.
მე მივფრინავ! ისევ მივფრინავ! არავის ვუსმენ , არავინ მაინტერესებს,უბრალოდ ზევით მივფრინავ, უფრო ზევით,კიდევ უფრო ზევით და უფრო ზევით, მაგრამ…
ცა შავია ! არა! ჩიტებმა ჩააშავეს, თორემ ცა ისევ ცისფერია, ისევ ისეთი სათნო, უბრალო და მნიშვნელოვანი , როგორც იმ დღეს. როდესაც სიახლეებმა თავი იჩინეს და რომლის დასასრული სახარბიელო არ აღმოჩნდა.
ერთი…
ორი…
სამი…
ის მიფრინავს, ისევ მიფრინავს….
მაგრამ…



ანინეს POV.
დილით,რომ გავიღვიძე თეთრ კედლებს მოვკარი თვალი... ვიფიქრე ოთახი გამილამაზეს და ახლა უფრო მშვიდად დავიძინებ თქო,მაგრამ შევცდი...
ოთახის კარი თეთრი იყო,მხოლოდ სახელური ჰქონდა შავი,ისეთი შავი,რომ შეძრწუნდებოდი. ფანჯარა იყო-თეთრი.
ამბობენ თეთრი სიწმინდის ნიშანიაო,მაგრამ ეჭვი მეპარება ეს ჩემთან კავშირში იყოს.
საწოლიდან ავდექი, ცივ იატაკს შევახე ფეხის თითები, თვალები დავხუჭე და ხელები თმებში შევიცურე,ძლიერად მოვქაჩე ჩემი თავი ფეხებისკენ და ტკივილის განცდამ სიამოვნება მომანიჭა. მკალვებს დავხედე,სულ დალურჯებული ვიყავი
რა არის ჩემი ცხოვრება?! საინტერესო შეკითხვაა... თუ დაფიქრდები პასუხს იპოვი,მაგრამ...
იქნებ ფიქრი არ მინდა,იქნებ უკეთესია თუ ეს კითხვა პასუხგაუცემელი დარჩება,იქნებ...!
ერთადერთ ფანჯარას ვუახლოვდები,ვაღებ და ცივ ჰაერს ნებას ვაძლევ ჩემს სახეზე გაინავარდოს. ნათანიელი სად არის? ალბათ არასდროს მაპატიებს ამ საქციელს.
მეღიმება!
ფანჯარას ვხურავ-თვალებსაც.
სუნთქვა მიჭირს-გულიც ჩერდება!
სუსტად გამოვიხედე,გუგებმა ოთახი აღიქვეს.
მეშველება?!
მიშველი?!
გთხოვ!
-მიშველე... -თვალები დავხუჭე. გული ისევ წამივიდა.


ნათანიელის POV.
ჯერ კონცერტები მომიწყო,მერე გაიქცა და ახლა? ახლა სიკვდილს ებრძვის? ღმერთო ოღონდ ახლა გადარჩეს და ჩემი ხელით მოვკლავ მერე. თავზე ხელებ შემოწყობილი ვზივარ ორნამენტირებულ დერეფანში, სადაც ხალათიანი ექნები აქეთ-იქით დაქრიან,არაფერს არ მეუბნებიან,ჩუმად არიან.
-ეხლა გავგიჟდები!-დავიყვირე ბოლო ხმაზე,და ვიგრძენი,როგორ გავაჩერე დრო!
-დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება!-ალექსანდრე და დანიელი გვერდით მედგნენ და ცდილობდნენ ჩემ დამშვიდებას,მაგრამ ამაოდ ერთი სული მქონდა,როდის მივახრჩობდი იმ ლაწირაკ ბავშვს.
-ერთ კოცნას უნდა გადამაყოლოს?გაიღვიძოს,ნახავს რასაც ვუზავ,მოსამსახურეობა მონაგონი ექნება!-ავხოცი ღიმილით ჩავისისინე,მაგრამ გულის სიღრმეში მინდა,რომ გაახილოს თვალი,ისევ გამლანძღოს,ოღონს ილაპარაკოს,ისევ ბავსვივით შემომხედოს,როდესაც რამე ცუდს ვეტყვი,ისევ გულით გაუცინოს ელეონორას,მაგრამ ნაწყენი თვალები შემომანათოს მე.-წადი ელეონორასთან ცოდოა,მარტო დგას და ტირის ალექსანდრე!-ძალა გამოცლილმა ვუთხარი და ისევ სკამზე დავჯექი.
-რატო აკოცე-ჩუმად თქვა დანიელმა.
-მინდა,მინდა,რომ შევიგრძნო,მკლავებში მყავდა,გესმის?მკალავებში. გულის ძგერა,მისი გულის ძგერა მესმოდა,ისე ახლოს იყო,ვერ მოვითმინე,რომ არ მეგორძნო,როგორ სიამოვნებდა გავჩერდებოდა,მაგრამ ვიცი ვიცი ესიამოვნა! დამღალა!-ამოვიოხრე და თავი კედელს მივადე.
-შეყვარებული ხარ ნათანაიელ?-სერიოზულად მკითხა ცემმა ძმამ.-და თუ ეს ასე არის,მორჩი სისულელეებს და ასიამოვნე,არა შენი ხერეხებით! გაისეირნეთ, კინოში წაიყვანე,სამსახურსი დააწყებინე მუშაობა,ტანგო აცეკვე,ბამბის ნაყინებით გაანებივრე,წვეულებებზე წაიყვანე,იქით კვირას სასტუმროს გახსნაზე წაიყვანე და მიხვდები,რომ შენი გრძნობა ცალმხრივი არ არის ნათანიელ. მის გულს უსმინე და შენი მისას ააყოლე. ყველაფერი მოგვარებადია,მთავარია გაიღვიძოს!-მართალია,მთავარია გაიღვიძოს.
თვალები მეც დავხუჭე წამით,მაგრამ საკმარისი იყო ექიმის პალატიდან გამოსვლა ბედნიერი სახით,რომ თვალებიც დავჭყიტე და ორი წლის ბავშვივით,კამფეტს,რომ ითხოვენ ისე ავესვეტე წინ
-როგორ არის?!-მოუთმენლად ვიკითხე.
-პაციენტი გონს მოვიდა. და ვინმე ნათანიელი იკითხა-გამეღიმა,მესიამოვნა,მივხვდი,მივხვდი,რომ დანიელი მართალია,ახლა მისი სიამოვნების ჯერია,ახლა მის გულს უნდა მივყვე.
-მე ვარ ნათანიელი-ამაყად განვაცხადე.
-ქმარი?-ღიმილით მკითხა ექიმმა.რომ წარმოვიდგინე რა სასიამოვნო იქნებოდა ყოველ დილით მასთან ერთად გაღვიძება,მისი ჩემ სამზარეულოში ტრიალი,ეზოში ბავშვების ჟრიამული არც დავფიქრებულვარ ისე წამოვიყვირე
-დიახ ქმარი!


-------------------
მოგესალმებით ჩიტუნიებო!
ესეც მეოთხე თავი.შიგადაშიგ ჩემი დაწერილი ჩანახატებიც ჩავურთე.
ნათანიელის დატკბობა მაქვს გეგმებში,რას ფიქრობთ ღიირს?
მადლობა ვინც კითხულობს და არ კითხულობს!
მადლობა მოტივაციისთვის!
მიყვარხართ! bowtie



№1 სტუმარი tamari

კარგი იყო.კარგად განვითარდა ოვლენები,არ დაატკბო ნათანიელი მხოლოდ შიგადაშიგ დაატკბე. უხეში უფრო საყვარელია.დამიჯერე ესეთი უფრო ეფექტურია.კარგი ხარ და მომწონს ეს მოთხრობა

 


№2 სტუმარი Shore shore

unda datkbes aba rogor codoa is gogo.zaaaaalian magaria veli shemdegs

 


№3 სტუმარი უკანასკნელი ტანგო

თუ არ დატკბება, მოძალადე მაინც არ უნდა იყოს, თორემ ძალიან სადო-მაზოა.

 


№4  offline მოდერი ენემი

კიი გააგრძელე მე მომწონს

 


№5 სტუმარი ნებულა

ცოტა ლექსიკაზე გაქვს ჩემი აზრით სამუშაო. მანდილოსანს (მანდილიან ქალს) მხოლოდ საქართველოში ამბობდნენ, ეს კი როგორც ვხვდები საქართველოში არ ხდება. ისედაც, მშვენიერი სიტყვაა ქალი, რაღადროს მანდილია?

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუ დააატკბე რა დენიელს ვეთანხმები მართლა ჯობია მის ბედნიერებაზეც იფიქროს ეყოფა რა ეს უაზრო ქცევა.. გააბედნოეროს რა იქნება.. სულაც არაა ასეთი სიუხეშე "საყვარლობა" .. ასე ქალს როგორ უნდა ელაპარაკო არ მესმოს კინაღამ მოკვდა და კიდე იმას ფიქრობს რო გაიღ იძებს ჩემი ხელით მოვკლავო....

დაატკბე თორე ძალიან მწარეა მეცოდება მე ეს გოგო რა დააშავა

 


№7  offline წევრი Auroram

ნებულა
ცოტა ლექსიკაზე გაქვს ჩემი აზრით სამუშაო. მანდილოსანს (მანდილიან ქალს) მხოლოდ საქართველოში ამბობდნენ, ეს კი როგორც ვხვდები საქართველოში არ ხდება. ისედაც, მშვენიერი სიტყვაა ქალი, რაღადროს მანდილია?

მადლობა,მადლობა,მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№8 სტუმარი ნებულა

Auroram
ნებულა
ცოტა ლექსიკაზე გაქვს ჩემი აზრით სამუშაო. მანდილოსანს (მანდილიან ქალს) მხოლოდ საქართველოში ამბობდნენ, ეს კი როგორც ვხვდები საქართველოში არ ხდება. ისედაც, მშვენიერი სიტყვაა ქალი, რაღადროს მანდილია?

მადლობა,მადლობა,მადლობა heart_eyes heart_eyes

მადლობა შენ :) ისე, სულ ორ ავტორს ვეცნობი ამ გვერდზე და ერთი შენ ხარ. :) მომწონს შენი ნაწერი - გრძნობ რიტმს, სიტყვაც მოგყვება, სათქმელიც აშკარად გაქვს და წერის ვნებაც :) მკითხველს დიდად ნუ დაეყრდნობი სიუჟეტის განვითარებაში, როგორც "გეწერინება" ისე გააგრძელე. მკითხველისთვის რომ დაეჯერებინა შექსპირს, რომეოდა ჟულიეტა გადარჩებოდნენ და შედევრის მაგივრად, ერთ ბანალურ ისტორიას მივიღებდით :) მთავარია შენი სათქმელი გვითხრა, შენი მესიჯი მოვიდეს ადრესატამდე, ამაზე იფიქრე :) წარმატებას გისურვებ!

 


№9 სტუმარი Guest nanka

http://geosociali.ru/index.php

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent