მოსწავლის ნათლია (თავი 5)
თავი 5 დილით ადრე გაეღვიძა და მასზე ჩაბღუჯულ შიოს მოკრა თვალი. იმ მომენტში მართლა გავდა ორი წლის ბავშვს, სქელი ტუჩები ოდნავ გაეხსნა და მშვიდად ფშვინავდა, ნახშირივით კულულები კი ურცხვად ეყარა შუბლზე და შამპუნის სასიამოვნო სუნს აფრქვევდა. -ყოჩაღ ნენე, მხოლოდ შენ თუ მოახერხებდი მტერთან საწოლში მოხვედრას. -ჩაიბურდღუნა ხმადაბლა და გადაბრუნება სცადა. თვიდან გაუჭირდა, რადგან შიოს ძლიერი მკლავი განძრევის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, თავიც დაიხსნა და ფეხზე წამოდგომაც მოახერხა. კიდევ ერთხელ გადახედა სასიამოვნო საყრდენის გამოცლით უკმაყოფილო შიოს და ფეხაკრეფით გაიპარა ოთახიდან. პირველ სართულზე ფეხშიშველი ჩავიდა და ძლივს გახსენებულ სააბაზანოს მიაშურა. -ვაიმე.. -აღმოხდა ხავილით, როცა თავისი გამოსახულება დაინახა სარკეში. ადგილი არ ქონდა სახეზე, სისხლჩაქცევების და ჭრილობების გარეშე. სახიდან მკლავებზე, შემდგომ კი უკვე ფეხებზე გადაიტანა ყურადღება და არნახულმა შიშმა შეიპყრო... რამდენიმე წუთი გაოგნებული იდგა, მაგრამ მერე როგორღაც მოახერხა თავის ხელში აყვანა. რადგან შურისძიებისთვის საკმაოდ გახსნილი გონება ესაჭიროებოდა. ჯერ კიდევ დარწმუნებული იყო, რომ შიომ ბიძამისთან ანგარიშის გასასწორებლად მოიტაცა და შეიძლება, მოეკლა კიდეც. თავიდან გაქცევა განიზრახა, მაგრამ ეგღა აკლდა ხორავების წარმომადგენელს, რომ პრობლემას გაქცეოდა, ჯერ კარგად იძიებდა შურს, მერე კი გაარკვევდა, რამიზნით გაიტაცა შიომ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ წინა ღამის ემოციები, არ აჯერებდნენ იმას, რომ ყაზბეგი ბოროტმოქმედი იყო. რომელი ბოროტმოქმედი ჩაიხუტებდა ქუხილისგან შეშინებულ მძევალს და რომელი გაატარებდა მასთან მთელ ღამეს. ერთი კია, შურისძიების არაადამიანური სურვილი არ ასვენებდა. ბევრი იფიქრა, მაგრამ ვერაფრით გადაწყვიტა, რითი უნდა გადაეხადა შიოსთვის სამაგიერო. მაგრამ როცა ონკანთან ლურჯ მენთოლიან კბილისპასტას მოჰკრა თვალი, ძველი, ხალხური და ადაპტირებული მეთოდის ჩატარეება გადაწყვიტა. სწრაფად დაავლო კბილისპასტას ხელი და უკან წავიდა. ფრთხილად შეაღო ოთახის კარი და კმაყოფილი ღიმილით დახედა საბანში ახლართულ ყაზბეგს. თუმცა, ირონია თბილმა ღიმილმა შეუცვალა... იმდენად თბილ იმპულსებს იწვევდა მამაკაცი მასში, რომ თავისი თვის უკვირდა. სწრაფადუკუაგდო ფიქრები და პირვანდელი გეგმის განხორციელება განაგრძო. სწრაფად მოხსნა კბილისპასტას თავსახური და შიოს თმაზე უხვად გადაანაწილა, თან მთელიძალით აჭერდა კბილებს ქვედა ტუჩს , რომ სიცილი შეეკავებინა. როცა საქმე დაამთავრა, კმაყოფილმა დახედა ყაზბეგის შავ კულულებში აგლესილ ლურჯ მასას. მხოლოდ ამის შემდეგ დაიხარა მის და მის ფეხასმელებში ჩაუშვა კოლოფში დარჩენილი სითხე. სწრაფად დასწვდა საწოლზე მიგდებულ შორტს და ასკინკილა გამოვიდა ოთახიდან. ის იყო სამზარეულოს მიაგნო და ყავის მომზადება გადაწყვიტა, რომ შიოს არანორმალურმა ხმამ კოვზი ხელიდან გააგდებინა. -ხორავააააა....... გირჩევნია სადმე დაიმალო, თორემ თუ დაგიჭირე, კარგი დღე არ დაგადგება. -ამის გაგონებაზე ნენემ უცებ დატოვა სამზარეულო და გასასვლელი კარისკენ მოკურცხლა, მაგრამ შიოს ძლიერმა მარწუხებმა არ დაანებეს. -სად მიიპარები ჭინკა? -ისეთი გამომეტყველებით თქვა ყაზბეგმა, საერთოდ არ გავდა ნენეს ქცევით გაბრაზებულს, პირიქით,თვალებში უცნაური ჭინკები უთამაშებდნენ და ისევ ენთო ის საოცარი სხივი. -მე... ისა.. ვიხუმრე. კი არადა, სამაგიერო გადაგიხადე, რა, არ იმსახურებდი? -აბურტყუნდა ნენე და შიოსგან თავის გათავისუფლება ამაოდ სცადა. -აჰ... იხუმრე?! კი ბატონო, ჰოდა, ახლა მეც ხუმრობით დამბან თავს. -ცინიკური ღიმილით დახედა მამაკაცმა და სანამ ხორავა პასუხისთვის მომზადებულ არასასიამოვნო სიტყვებს დააფრქვევდა თავზე, იქამდე მოიგდო ტომარასავით მხარზე და სააბაზანოსკენ სტვენა-სტვენით წაიყვანა. ჯერ ნენე ჩამოსვა აბაზანის კიდეზე, ფეხები შიგნით ჩააყოფინა და ერთმანეთს დააშორებინა, შემდეგ კი თვითონ გადააბოტა, სააბაზანოში ჩაწვა, თავი კი ნენეს ფეხებთან მოათავსა. -ახლა შეგიძლია დამბანო, და იცოდე, ფეხს ვერ გაადგამ აქედან იმ დრომდე, სანამ თმა იდეალურ მდგომარეობაში არ მექნება. არც შენს ბურდღუნს მივაქცევ ყურადღებას, არც წუწუნს, რაც მალე დაამთავრებ, მალე გაგიშვებ. -გააცნო გეგმა შიომ და უფრო კარგად მოკალათდა. ნენე კი მიხვდა, რომ იმ წამს გაპროტესტებას მართლაც არ ჰქონდა აზრი. ონკანი მოუშვა და წყალი სასურველ ტემპერატურაზე დააყენა. შემდეგ კი შიოს თმისკენ მიმართა და ფრთხილად აათამაშა თითები მის უკვე სველ თმაში. წყალი ნატკენ ფეხებზე დასდიოდა და უსიამოვნო გრძნობას უტოვებდა, მაგრამ მალე შეეჩვია და პირიქით, სასიამოვნოდ ელამუნებოდა თბილი სითხე ჭრილობებზე. -რა კარგია...-თითქმის თავისთვის ჩაილიაპარაკა შიომ, მაგრამ გოგონას სმენას მაინც მისწვდა მისი სიტყვები, თუმცა არაფერი შეუმჩნევია. -კორლეონე..-უთხრა ნენემ მას შემდეგ, რაც თმაზე წასმული სასიამოვნო სუნის შამპუნი ჩამობანა. -ჰოუ... -ისე სასიამოვნოდ ეჩვენა ხორავას მამაკაცის მიერ ასე უბრალოდ წარმოთქმული ერთი მარცვალი, რომ ტანში გასცრა. -მმ.. მადლობა მინდა გუშინდელისთვის გადაგიხადო. შენ რომ არა, ალბათ ვერ გადავრჩებოდი იმ სეტყვაში, კიდევ მადლობა, რომ ქუხილის დროს ღამე მარტო არ დამტოვე. -შიო ხმისამოუღებლად უსმენდა გოგონას ლამის კანკალით წარმოთქმულ სიტყვებს... უნდოდა, რამე ეთქვა, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა, ფრთხილად წამოიწია წინ, და ნენესკენ შებრუნდა. თვალებში ჩააშტერდა, მაგრამ გოგონამ დიდხანს ვერ გაუძლო მზერა მოაშორა და თვალები დაბლა დახარა, რასაც შიოს ჩაღიმება მოყვა. თითქმის შეუმჩნევლად გამოართვა წყლის მილი და ონკანი დაკეტა. შავი კულულებიდან წყლის წვეთები სახეზე ეცემოდა და უფრო მიმზიდვილს ხდიდა. გოგონასთან მაქსიმალურად ახლოს მიიწია და მარჯვენა ხელით სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია, თუმცა თითები არ მოუშორებია. ჯერ ლოყაზე მიეფერა ძალიან მსუბუქად, შემდეგ კი ცერა თითი გადაატარა ქვედა ტუჩზე, რომელიც კუთხეში გახეთქვოდა და სულ დასკდომოდა. ნენეს სხეულში კი ბიჭის ამ ქმედებამ ათასი იმპულსი გაგზავნა და ინსტინქტურად გადაისვა ენა ზუსტად იმ ადგილას, სადაც შიომ თითი გადაატარა. მამაკაცმა ხმაურით გადაყლაპა ნერწვი და მათ შორის მანძილი მინიმუმამდე შეამცირა. -შენ არა ნენე, მე უნდა გიხდიდე ბოდიშს. -ჩაილაპარაკა ვნებამორეული ხმით და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად შეეხო გოგონას ქვედა ტუჩს. არც კი უფიქრია, რაიმე ზედმეტი, მაშინვე დააპირა რომ მოშორებოდა ნენეს, მაგრამ გოგონამ დაბლა ჩამოყრილი ხელები თმაში შეუცურა და მილიმეტრით დაშორებული შიო, უფრო ახლოს მიიზიდა. -მე...-უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ ვერ მოახერხა. გრძნობდა, როგორ სიამოვნებდა მამაკაცის სიახლოვე, მაგრამ ისიც იცოდა, რომ არასწორად იქცეოდა, ვერ ხვდებოდა რა იყო სწორი, ერთადერთი იმას გრძნობდა , რომ სჭირდებოდა, შიოს ასეთი სიახლოვე უნდოდა. წამიერად დაბნეული თვალები შეანათა მამაკაცს და როგორც კი მის სხივჩამდგარ შავ თვალებს წააწყდა, მაშინვე უკან დააპირა დახევა, თვალებიც მოაშორა და ხელების გათავისუფლებაც დააპირა შავი, ჯერ ისევ სველი კულულებისგან, თუმცა მამაკაცმა იმარჯვა. ძალიან კარგად მიხვდა შიო, იმ წამს გოგონას გულში და გონებაში აბობოქრებულ აზრებს და ისიც გააცნობიერა, რომ მხოლოდ თვითონ არ ჰქონდა მსგავსი უცნაური გრძნობა. ნენეს ჩამოსაყრელად გამზადებული ხელები ცალი ხელით გაუკავა და ისევ საწყის ადგილს დაუბრუნა, მეორე ხელი კი წელზე მოხვია და იმდენა ახლოს მიიზიდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ამჯერად სიფრთხილე აღარ გამოუჩენია. მოწყურებულივით დაეტაკა ქალის გამომშრალ ტუჩებს და როცა ხორავასგანაც საპასუხო კოცნა იგრძნო, მეორე ხელიც წელზე შემოხვია და უფრო აიკრო ძლიერ გულ-მკერდზე. წამში წამოდგა ფეხზე, ნენეც წამოაყენა და წელზე შემოისვა. ისე გადმოაბოტა აბაზანიდან, რომ კოცნა არ შეუწყვეტავს. აღარც იმას აქცევდა ყურადღებას,რომ ჰაერის უკმარისობას გრძნობდა, ერთადერთი რაც სურდა ის იყო, რომ არასდროს, არასდროს გაეშვა ნენე თავისი მკლავებიდან. სარეცხის მანქანაზე შემოსვა და სურვილისგან ჭკუიდან გადასულმა მთელი ძალით მოუჭირა ნენეს გვერდებზე ხელი, რასაც ქალის ხმამაღალი კვნესა მოყვა. ამან უფრო გაახელა, ტუჩებს კბილები ჩაანაცვლა და ქვედა ტუჩზე მსუბუქად უკბინა, თუმცა მაშინვე იგრძნო მჟავე გემო, ოდნავ გაახილა ვნებისგან მიბნედილი თვალები და როცა ნენეს დასისხლიანებული ტუჩი დაინახა, ელდანაკრავივით დაიხია უკან. -ნენე.. ეს.. ეს რა დაგმართე. -ჩაილაპარაკა შეშინებულმა და ცერა თითი დასისხლიანებულ ტუჩზე გადაატარა, რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია, ჯერ კიდევ გაოგნებული ნენეს გაკანკალება, თუმცა შიოს ამისთვის არ სცხელოდა. შეშინებული უყურებდა გოგონას დასისხლიანებულ ტუჩს და ორივე ხელით სახეზე ეფერებოდა. -რა, რა მოხდა? -ძლივს ამოღერღა ქალმა და შეეცადა, როგორმე გახეთქვამდე მისული აფრთხიალებული გული დაეწყნარებინა. -ტუჩიდან სისხლი მოგდის.-უპასუხა შეშინებულმა შიომ. შემდეგ კი ერთ-ერთ თაროზე შემოდებული სარკე მიაწოდა და გახეთქილ ტუჩზე მიუთითა. -უი... სისხლიანი პირველი კოცნა. -ჩაილაპარაკა ნენემ თავისთვის და თითები ტუჩზე გადაიტარა. -რა თქვი? -კითხა შიომ ღიმილით და სარკე ისევ ძველ ადგილს დაუბრუნა. -არაფერი. -ნენემ მზერა მოაშორა და ძირს ჩამოსვლა დააპირა, მაგრამ ბიჭმა არ დაანება. -როგორ არა, იქამდე არ გაგიშვებ, სანამ არ მეტყვი.- უფრო ფართოდ გაიღიმა შიომ და ნენეს მიუახლოვდა. -ოო.. სულ ძალას იყენებ რა. წეღანაც არ მიშვებდი, არც ახლა, რანაირი ხარ.-აბურდღუნდა ნენე და თვალებს სასაცილოდ აცეცებდა აქეთ-იქით, მაგრამ შიო მის ლაპარაკს ყურადღებას არ აქცევდა. -ხორავა, შემომხედე, ნუ მარიდებ თვალებს. -შიომ ორივე ხელით გააჩერებინა თავი და შეეცადა, მისი მზერა დაეჭირა, თუმცა მოახერხა თუ არა ეს, ნენე ერთიანად გაწითლდა და გაუხურდა ლოყები. -სულელო, სულელო ბავშვო. კარგი, აღარ ჩაგაცივდები, ისედაც გავიგე, რაც თქვი, მაგრამ მინდოდა, რომ შენით გეღიარებინა. გამახარა ახლა სხვათაშორის. ძალიან გამახარე... -ჩაილაპარაკა შიომ ღიმილით, გაწითლებულ ნენეს შუბლზე აკოცა, შემდეგ კი ძირს ჩამოსვა გაოგნებული. -მიდი ახლა გაცუნცულდი, მე წყალი უნდა გადავივლო და ჯერ ადრეა შენთვის ასეთების ყურება, თმის დაბანა ვიკმაროთ დღეისთვის. -უთხრა ხითხითით და სანამ ნენე პასუხს გასცემდა გარეთ გასვა და კარი ცხვირწინ მიუკეტა. -კორლეონე... ვიროო... -იკივლა, როგორც კი შიოს სიტყვები გაიაზრა და ჯერ კიდევ გაოგნებული წალასლასდა მისაღებისკენ. მძიმედ ჩაეხეთქა სავარძელში და წამის წინ მომხდარის გაანალიზება დაიწყო. ახლა აღარ ფიქრობდა, რომ რამე არასწორად გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ კაცს საერთოდ არ იცნობდა და არ იცოდა, რის გამო მოიტაცა, ერთში დარწმუნებული იყო, რომ შიო არ იქნებოდა ცუდი ადამიანი, არ იქნებოდა და არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ.... უბრალოდ არ უნდა ყოფილიყო! ასე გადაწყვიტა ნენემ. -რაო, დამშვიდდი ჭინკა?- ფიქრებში გართულმა ვერც კი გაიგო, როდის მიუახლოვდა შიო. -ჭინკა თავი გაბია.- მიუბრუნდა გაცეცხლებული ნენე, რასაც მამაკაცის გულიანი გადახარხარება მოყვა, მაგრამ როგორც კი მის დაკუნთულ და ჯერ ისევ სველ ტანს მოჰკრა თვალი, შემართება მაშინვე დაკარგა, თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში და თავი დაბლა დახარა. -რა მალე დაკარგავ ხოლმე მეტყველების უნარს ხორავა, ასე ვმოქმედებ შენზე?-მიუახლოვდა კმაყოფილი ღიმილით შიო და გოგონამაც უფრო ახლოდან იგრძნო Chanel de bleu-ს თავბრუდამხვევი არომატი. -Chanel de bleu გასხია? -ჰკითხა გოგონამ და ამჯერად ინტერესიანი მზერა მიაპყრო მამაკაცს? -რა? რა უცნაური ხარ ხორავა, არასდროს არ სვამ ისეთ კიტხვას, რასაც ველი. საიდან მოგაფიქრდა ახლა ეგ... კი მაგ სუნამოს ვხმარობ, რატომ? -ჰკითხა შიომ და მის გვერდით მოკალათდა. -არა.. მიყვარს უბრალოდ... -ჰო??? კარგია..ძალიან კარგი... რაღაცნაირი, უცნაური ღიმილით ჩაილაპარაკა შიომ. -კარგი კი არა, მაისური რატომ არასდროს გაცვია, არ გაქვს? -მომენტალურად შეცვალა თემა, რასაც შიოს კიდევ ერთი გულიანი გადახარხარება მოყვა. -რა იყო, გაბნევ? -ჰკითხა გამომწვევად. -არა, მხოლოდ ერთი მაისური მქონდა და ისიც შენ გადაგაცვი, თუ გინდა გაიხადე, მე ჩავიცვამ და შენ იარე ნახევრად შიშველმა, მე არ მექნება პრობლემა გეფიცები.-ჩაილაპარაკა ხითხითით და როგორც კი ნენეს აწითლებულ ლოყებს მოკრა თვალი, უარესად ახარხარდა. -რა სულელი ხარ ნენე... სულელი ბავშვი. გამომყევი ორი წუთით.-უთხრა შიომ და წინ წავინდა. ნენეც უკან გაყვა. იქამდე იარეს, სანამ მეორე სართულზე დერეფნის ბოლოში მდებარე ოთახის კარი არ შეაღეს. -არ ვიცოდი აქ რომ მომყავდი, რამდენი ხნით გავჩერდებოდი, ამიტომ საჭირო ნივთები გიყიდე. ყველაფერს მაშინ მოგიყვები, როცა სააბაზანოდან გამოხვალ.-დაამატა მაშინვე, როგორც კი ნენეს გაოცებულ სახეს მოჰკრა თვალი. -არაფერზე ინერვიულო, შენი აქ წამოყვანა ჩემი შეცდომა იყო და მაშინვე დაგაბრუნებ უკან, როგორც კი მეტყვი, დანარჩენს მერე მოგიყვები, როცა სააბაზანოდან გამოხვალ კარგი? ! -გაუღიმა შიომ და კარისკენ წავიდა. -ეს დედას და მამას ოთახი იყო ხოლმე, ყველაფერი ვიყიდე წესით რაც უნდა დაგჭირვებოდა, თუ რამე, კარადაშიც აწყვია ტანსაცმელი და იქაც შეგიძლია, რომ ნახო და რაც მოგეწონება აიღო, მე დაგტოვებ, სანამ შენ იბანავებ საუზმეს გავაკეთებ, რომ მერე მშვიდად შევძლოთ საუბარი. -ნენემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ოდნავ გაუღიმა. ცოტა ხანს გაოგნებული იდგა, მაგრამ როგორც კი შიო ოთახიდან გავიდა, დამშვიდდა და საწოლზე დაწყობილ პარკებს ჩახედა. პირველად თვალში „etam”-ის პარკი მოხვდა და გულმა უსიამოვნოდ დაუწყო ფეთქვა, არც შემცდარა, როცა იქიდან ხუთი წყვილი ბიუსჰალტერი და მისივე საცვალი ამოიღო . ორ წინდასთან და საფხულის თეთრ ჩუსტებთან ერთად. სირცხვილით მთელი სახე აეწვა. -ჯადაბა. კორლეონე გაგიხმეს ეგ თავი. რანაირად გამოიცნო ჩემი მკერდის ზომა.- ბურდღუნებდა ნენე და თან სხვადასხვა ფერის და ფორმის ბიუსჰალტერებს და ტრუსებს ათვალიერებდა. -ვაიმე.. აივანი...-აღმოხდა შეწუხებულს და საწოლზე სახით დაემხო. -ბოლოს მომიღებ შენ მე...-ამოილაპარაკა საცოდავად და ისევ საწოლზე წამოჯდა. -არა, ისე გემოვნებას ვერ დაგიკარგავ. საოცარი თეთრეულის არჩევა გცოდნია. -ხუთი ფერის თეთრეული იყო. აქედან თეთრი, ღია ვარდისფერი და მუქი ლურჯი ძალიან ნაზი და სადა მაქმანებით გაფორმებული. მაგრამ დანარჩენი ორი ზედმეტად გამომწვევი იყო. ერთი წითელი -ტანგითურთ და მეორე შავი მაგრამ მთლიანად გამჭვირვალე, ისეთი მთელ სხეულს რომ ლანდავს. სირცხვილით ორივეს ისევ პარკში ჩაუძახა და საწოლის კუთხეში მოისროლა, თითქოს ასე შიოს დაავიწყდებოდა რა იყიდა. -არა ისე მოემზადა, თითქოს ცოლობისთვის მომიტაცა და პირველი ღამისთვის მომიმარაგა თეთრეული რა. -ამოილაპარაკა გაბრაზებულმა და მომდევნო პარკს დასწვდა. სადაც ორი მაისური, ერთი ჯინსის შარვალი და ერთი ჯინსის შორტი იდო თეთრ კედებთად ერთად. -როგორც ჩანს შენი სექსუალური გემოვნება მხოლოდ თეთრეულზე ვრცელდება კორლეონე. ჩაილაპარაკა სიცილით და ჯინსის შარვალი აიღო, მაგრამ როგორც კი თავისი დასისხლიანებული ფეხები დაინახა მხოლოდ მაშინღა გაახსენდა, რომ შარვლის ტარება გაუჭირდებოდა, ამიტომ კაბის ჩაცმა ერჩია, მაგრამ ვერც ერთ პარკში ვერ მიაგნო კაბას და შიოს რჩევით კარადა მოათვალიერა. მაშინვე გაახსენდა კაცის სიტყვები, როცა კარადაში საკმაოდ ძველ, მაგრამ გემოვნებიან ტანსაცმელს მოკრა თვალი. ბევრი არ უძებნია, პირველივე გამოღებისას დააფიქსირა თეთრი, ბრეტელებიანი მაქამანებიანი სარაფანი, რომელიც სულაც არ გავდა ძველს და ახლაც კი დიდი სიამოვნებით ჩაიცვამდა ყველგან, კმაყოფილმა აათამაშა ხელში და კარადა მიხურა. დარჩენილ ორ პარკში პირსახოცები და პირადი ჰიგიენის ნივთები აღმოჩნდა, უკლებლივ ყველას დაავლო ხელი, თეთრ თეთრეულთან და ჩუსტებთან ერთად და სააბაზანოსკენ გაეშურა. დაახლოებით ერთი საათი იდგა ცხელი შხაპის ქვეშ და ვანილის დუშგელის სასიამოვნო სურნელით გაბრუებული წყლიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა. როგორც იქნა დააღწია თავი წყლის სასიამოვნო სითბოს თავი და გამშრალება ინება. ბოლოს ტანის ვანილისვე კრემი წაისვა სხეულზე და თეთრი ბიუსჰალტერი მოირგო. თავისსავე საცვალთან ერთად. იდეალურად მოერგო.-მე თვითონ ვერ ვყიდულობ ხოლმე მგონი ასეთ იდეალურ ზომას.-გაეცინა თავის თავზე და სარაფანი გადაიცვა. მუხლს ოდნავ აცდენილი იყო. წელში გამოყვანილი, წელს ქვემოთ კი დავარდნილი და მაქმანებით გაფორმებული, გული ძალიან ამოღებული ჰქონდა და კარგად წაროაჩენდა მის მკერდს, ზურგი კი თითქმის არც ჰქონია, მხოლოდ ბიუსჰალტერის ფარატინა ზოლი ეტყობოდა , მაგრამ დაკვირვებული თვალიც კი ვერ გაარჩევდა ის ზოლი კაბის იყო, თუ მისი ლიფის. კმაყოფილმა შეათვალიერა თავისი თავი სარკეში. მართალია, დალურკებები და სისხლჩაქცევები ისევ ჰქონდა მთელ სხეულზე, მაგრამ არასდროს არ მოსწონებია თავისი თვი ასე ძალიან. სველი თმა გვერდზე გადაიყარა და ის იყო გასვლა დააპირა რომ უკვე საყვარელი სუნამო დაინახა. მაშინვე ამოუტივტივდა შიოს ტუჩების გემო და მისი გრილი სუნთქვა. დაუფირებლად მოხსნა Chanel bleu-ს თავსახური და არტერიაზე მსუბუქად მიიპკურა. ახლა უკვე თვითონაც ასდიოდა ასეთი გრილი მამაკაცის სუნი. ფრთხილად გამოაღო კარი და ფეხაკრეფით გაეშურა სამზარეულოსკენ. შიოს უკვე ჩაეცვა. თეთრი მაისური, ღია ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც კოჭებამდე არათანაბრად ჰქონდა აკეცილი და შავი საზაფხულო ჩუსტები ეცვა. ისე უხდებოდა მის გარუჯულ სხეულს,რ ომ ნენემ მეტყველების უნარი დაკარგა, იდგა რამდენიმე წამს გაოგენებული და შეყურებდა სალათის ფოთლების დაჭრით გართულ მამაკაცს. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როცა ყაზბეგის დაჟინებული მზერა იგრძნო. შიო ხმისამოუღებლად შეჰყურებდა და თავიდან ბოლომდე ურცხვად ათვალიერებდა. მისი ეს მზერა საერთოდ არ ჰგავდა არც ერთ აქამდე დანახულ მზერას. მასში ერთდროულად იკითხებოდა, არანორმალური სურვილი, ჟინი, სითბო, ინტერესი. გოგონა დააბნია მამაკაცის დაჟინებულმა მზერამ და თვალები ისევ დაბლა დახარა, თმა კი უფრო ჩამოიყარა, რომ აწითლებული ლოყები დაეფარა. -ეგ კაბა დედას ეკუთვნოდა. ერთადერთხელ მახსოვს მასში. როცა ზღვაზე ვიყავით და მამამ პაემანზე დაპატიჟა, მხოლოდ ერთხელ ჩაიცვა და ორი დღე აღარც დაბრუნებულან შინ, მე ბებოსთან დამტოვეს. მაშინ რო ვკითხულობდი, სად გაქრნენ მშობლები, არავინ მპასუხობდა. ახლა მივხვდი სადაც გააქრო მაშინ მამამ დედა. -ჩაილაპარაკა ხრინწიანი ხმით და ნენეს მიუახლოვდა. საჩვენებელი თითი ნიკაპ ქვეშ ამოსდო, თავი მაღლა ააწევინა და თვალებში ჩააშტერდა. -ახლა უკვე ეჭვი მეპარება , რომ მაშინ დაგაბრუნებ უკან, როცა მოინდომებ. არ უნდა ჩაგეცვა ეს კაბა ნენე... ახლა ზედმეტად... ზედმეტად ცდი ჩემს მოთმინებას და ზედმეტად მაწამებ...- ახლა ზედმეტად გემრიელად მეჩვენება ეგ გახეთქილი ტუჩი და ზედმეტად მსიამოვნებს ვანილის სურნელი, რომელსაც ჩემი სუნამოს სუნი ერევა... არც ჩემი სუნამო არ უნდა დაგესხა.. იმიტომ რომ... ახლა... ახლა ჩემი სუნი გაქვს და მე... ღმერთო როგორ მიჭირს, როგორ მიჭირს რომ იცოდე. -ჩურჩულებდა შიო და მინიმალურ დაშორებამდე ამცირებდა მანძილს, ცალი ხელი ნენეს სველ თმასი ჰქონდა აბლანდული, მეორეს კი მსუბუქად დააცოცებდა გოგონას მარჯვენა მკლავზე. თვალებმინაბული საუბრობდა შიო, მის ბოხ, ჩახრეწილ ბარიტონს კი ბანს Emily Wells - Fair the Well the Requiem-ი აძლევდა, რომელიც საამო ჰანგებად იშლებოდა მისტიური გარემოთი სასიამოვნოდ განწყობილი წყვილის გონებაში. შიომ თმაზე ოდნავ მოქაჩა ნენეს და თავი უკან გადააწევინა. მსუბუქად აკოცა ნიკაპზე და კოცნით ჩაუყვა არტერიამდე. არ კოცნიდა, თუმცა ოდნავ მაინც ეხებოდა... -ჩემი სუნი, ჩემი სუნამოს სუნი გაქვს ნენე... ჩემი... -ნენეს ყელზე აცმაცუნებდა ტუჩებს და გოგონას სხეულს ჟრუანტელს გვრიდა. -ამ სუნამოზე შენ უნდა გაგხსენებოდი მე, მაგრამ ახლა მე გამახსენდები ხოლმე, რამდენჯერაც დავისხამ იმდენჯერ შენ გამახსენდები... ნენე... ჩემო ნენე.. -ჩურჩულს არ წყვეტდა შიო... ბოლოს მთელი გრძნობით დააკვდა არტერიაზე და სველი კოცნა დაუტოვა გაოცებულ ნენეს. სანამ გოგონა მომხვდარს გაიაზრებდა , შიო ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა და ისე ჭრიდა სალათის ფოთლებს, თითქოს, წამის წინ სხვა ადამიანი ესაუბრებოდა თვალებმიბნედილი ხორავას. -როგორც ჩანს თეთრ საცვლებზე შეგიჩერებია არჩევანი, მართალია, მე წითელს ან შავს ვარჩევდი, მაგრამ დასაწყისისთვის ესაც არარის ცუდი. -ჩაილაპარაკა ხითხითით ყაზბეგმა და დაჭრილი ფურცლები შუშის ღრმა ჭურჭელში მოათავსა. -აუუ შიოოო.... -აბუზღუნდა ნენე და წარბები კუშტად შეკრა. -პირველად დამიძახე სახელი. -ისევ შეეცვალა მზერა მამაკაცს და დანა მაგიდაზე დადო. -მაბნევს შენი ხასიათის ასეთი სწრაფი ცვლილება. -ხმაჩამწყდარმა თქვანენემ და ნერვიულად მოიქავა ლავიწის ძვალი. იმდენად ძლიერად მოუვიდა, რომ ფჩხილების ნაკვალევი დარჩა სხეულზე. და კიდევ ერთხელ შეეცვალა მზერა შიოს, რამდენიმე წამი გაშტერებული უყურებდა ნენეს აწითლებულ ლავიწის ძვალს. შემდეგ კი ელვისისწრაფით გავარდა მისაღებში და კართან მდგარი ნენე გაოცებული დატოვა. -ხორავა მოდი აქ. -დაიგრგვინა ყაზბეგმა და სამედიცინო ყუთიანად დივანზე მოტავსდა და წარბშეკრული დაელოდა ნენეს. -ხომ ვამბობ არა?! არანორმალური ხარ და წამიში ასჯერ გეცვლება ხასიათი რა. ისე კორლეონე, ჩემთან ხომ არ გაივლიდი კონსულტაციებს, რომ ეგ ხასიათის სწრაფი ცვლილებები ფსიქოლოგიურ დონეზე გამოგვეკვლია და აღმოქვეფხვრა? 0სიცილით უთხრა ნენემ და მის გვერდით მოკალათდა. -მე არა, მაგრამ შენ კი გაივლი ჩემთან კონსულტაციებს რაღაც -რაღაც საკითხებში.- უთხრა შიომ და მის ტუჩებთან მიიწია, მაგრამ როგორც კი ნენეს მინაბულ თვალებს მოჰკრა თვალი, უკან დაიხია.-ჯერ არა, ჯერ შენი ჭრილობები დავამუშაოთ, მერე ვისაუზმოთ, მერე ყველაფერს მოგიყვები და თუ ისევ გექნა სურვილი ჩემთან კონსულტირებისა, მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ ქალბატონო...-თეატრალურად დაუკრა შიომ თავი და ნენეს ფეხები კალთაში ჩაიწყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.