შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრობა სიცოცხლეზე ძვირად ფასობს


13-07-2017, 17:04
ნანახია 1 846

ოდესმე გიფიქრიათ რა არის მეგობრობა? რას წარმოადგენს თქვენი მეგობარი თქვენთვის? დარწმუნებული ვარ უამრავჯერ გიფიქრიათ ამაზე. რას გააკეთებდით თუ ოდესმე თქვენს მეგობარს შველა დასჭირდებოდა, იმაზე მეტად დიდი დახმარების გაწევა, ვიდრე წაქცეულის ფეხზე წამოყენება, პირადად მე, დაუფიქრებლად გავწირავდი მეგობრისთვის სიცოცხლეს! დარწმუნებული ვარ ყველა ასე იზავდა.

***
ერთ უბრალო ლამაზ ქალაქში, ცხოვრობდა გოგონა, სახელად ნია, კუპრივით შავი თმა და ზღვასავით მოელვარე ცისფერი თვალები ჰქონდა. მან უამრავი ტანჯვა გამოიარა, დაკარგა მშობლები და ძმა, დაეკარგებოდა ცხოვრების ხალისი, რომ არა მისი საუკეთესო მეგობარი ბარბარა. სწორედ ბარბარა იდგა ნიას გვერდით მძიმე წუთებში, ამხნევებდა და ამშვიდებდა, სიცოცხლის არც ერთ წუთს არ ახარჯინებდა უაზროდ.

***
მზიანი დილა გათენდა. მია საწოლიდა წამოდგა და გაემზადა, საძინებელი ოთახიდან გავიდა და მაშინვე გასასვლელი კარისკენ დაიძრა. კარი გააღო, წამით გაჩერდა, ხარბად ჩაისუნთქა თბილი და სასიამოვნო ჰაერი. სახლის კარი ჩაკეტა და გზას გაუყვა. დინჯად მიაბიჯებდა ბარბარას სახლისაკენ მიმავალ ბილიკს და იღიმოდა. იღიმოდა რადგან იცოდა, რაოდენ კარგი მეგობარი იყო მისთვის ბარბარა.
ფირებში იყო გართული და ვერც კი შეამჩნია როგორ მივიდა ბარბარას სახლამდე, კარების კვერდით არსებულ, პატარა ღილაკს თითი დააჭირა და ზარი დარეკა, რამდენიმე წამით ელოდა კარის გაღებას, მაგრამ სახლის შიგნიდან ფაჩუნის ხმაც არ გამოდიოდა, კვლავ დარეკა ზარი, მაგრამ კვლავ არაფერი მომხდარა. ამჯერად რამდენჯერმე დააკაკუნა, მაგრამ კარი კვლავ დაკეტილი იყო. ნიამ ხელი სახელურს მოკიდა და ნელა შეაღო კარი, ადგილზე გაქვავდა, როდესაც სახლში არსებული სიტუაცია დაინახა. შიგნით საშინელი არეულობა იყო, უამრავი ნივთის გატეხილი ნამსხვრევები ეყარა, მაგიდა ამოყირავებული იყო და ყველაფერი არეული იყო. ნია სახლში ელვის სისწრაფით შევიდა და გარშემო მიმოიხედა, შემდეგ კი ბარბარას ძებნა დაიწყო.
-ბარბარა! -მისაღებ ოთახში გაიქცა, მაგრამ იქ არ დახვდა. ბარბარას სახელს ყვიროდა და ირგვლივ ყველაფერს ამოწმებდა. სამზარეულოსკენ გაიქცა, იქ კი საშინლი სანახაობა დახვდა, თვალები გაუფართოვდა და ადგილზე მიიყინა, ეგონა დედამიწამ ბრუნვა მის ცხოვრებასთან ერთად შეწყვიტა. თვალები რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა, იმის შესამოწმებლად ეჩვენებოდა თუ არა რასაც ხედავდა. ბარბარა ნიას მოშორებით ეგდო და ძლივს სუნთქავდა, გულთან ძალიან ახლოს, სამზარეულოს ნადა ქონდა ჩარტყმული და მის გარჩემო სისხლის გუბე დამდგარიყო. ნია როგორღაც მოეგო გონს, ბარბარას სახელი მთელს ხმაზე დაიყვირა და მასთან მივარდა. ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა, დაჰყურებდა მეგობარს, რომელიც იმ წამს სიკვდილს ებრძოდა. ნიას ეშინოდა, რომ კიდევ ერთხელ დაგარგავდა მისთვის საყვარელ ადამიანს, ამას ვეღარ გადაიტანდა, რადგან ბარბარა თავის თავზე და სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
ხელის კანკალით, როგორც შეეძლო, ისე სწრაფად ამოიღო ნიამ ჯიბიდან ტელეფონი და "911"-ში დარეკა.
-მალე მოვლენ ბარბარა. ჩემთან დარჩი. ყველაფერი კარგად იქნება. გპირდები!... -ამბობდა ნია და ცრემლებს ვერ იკავებდა.
სასწრაფო იმაზე მალე მოვიდა, ვიდრე ნია მოელოდა. ბარბარა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მაშინვე საოპერაციოში შეიყვანეს. ნია კი მოსაცდელში იჯდა და ცრემლად იღვრებოდა. ბარბარაზე ფიქრობდა, მხოლოდ მოგონებები ჰქონდა, ასევე ჰქონდა იმედი, რომ ბარბარას გადაარჩენდნენ. ნებისმიერ რამეს გააკეთებდა მის გადასარჩენად, მაგრამ არაფერი შეეძლო, ჯდომისა და ტირილის გარდა.
ნია ფიქრებში იყო გართული, როდესაც ექიმი გამოვიდა პალატიდან. ნია მაშინვე ფეხზე წამოხტა და ექიმს მივარდა. ბარბარას მხოლოდ გულის გადანარგვა გადაარჩენდა. ნია ადგილზე გაშრა, გონებაში კი მხოლოდ ბარბარას გადარჩენა უტრიალებდა. რამდენიმე წამით ჩუმად იყო, შემდეგ კი ექიმს ახედა და თქვა:
-ჩემი გული გადაუნერგეთ! -ეს აზრი ნიას მტკიცედ გადაეწყვიტა და უკან დახევას არ აპირებდა.
ექიმი ამბობდა, რომ ნიას შეეძლო ეცოცხლა და გულის გადანერგვა არც თუ ისე ადვილად გადასაწყვეტი თემა იყო, ურჩევდა რომ კარგად დაფიქრებულიყო, რადგან უკან ვეღარ დაიხევდა.
ნია თავისას არ იშლიდა. მისთვის ცხოვრება დასრულდებოდა, ბარბარა რომ ვერ გადარჩენილიყო და არ ექნებოდა მის სიცოცხლეს ფასი, ბოლოს და ბოლოს სხვა სამყაროში ოჯახთან ერთად იქნებოდა და ეს ამშვიდებდა, ამბობდა, ბარბარას მომავალი უნდა ჰქონდესო.
ნიას ბოლო სიტყვები კი ასეთი იყო:
-"ბარბარას გადაეცით, რომ კიდევ მრავალ წელს იცოცხლებს. უთხარით, რომ მე არ მოვმკვდარვარ, მასში ვიცოცხლებ და მუდამ დავიცავ, ჩემი გული მისი იქნება და სთხოვეთ რომ გამოიყენოს და ბედნიერად იცხოვროს. უთხარით, რომ მე ის მსოფლიოში ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს! მეგობრობას სიცოცხლეზე ძვირი ფასი აქვს და ეს ცხვრება უაზრობაა მეგობრების გარეშე. ბარბარას გადაეცით, რომ მისი მეგობარი, მისი ნია, ყოველთვის მასთან იქნება და ყოველთვის ეყვარება! მე მისი გული ვიქნები და მისთვის დავიწყებ ფეთქვას!".




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent