შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე (დასასრული)


14-07-2017, 12:02
ავტორი ankatuna
ნანახია 3 585

მანქანაში ვზივარ და ყურებში მხოლოდ ძრავის და ფანჯრიდან შემოსული ჰაერის ტალღების ხმა მესმის. ჩემდა უნებურად წარსულის ყველა ფიქრმა ღრუბელივით მოიყარა ჩემს თავზე და კამარასავით წამოვიდა მოგონებები. ვინ ვიყავი წლების წინ და ვინ ვარ ახლა მე. თითქმის უპატრონო მერქვა მხოლოდ დედა მყავდა რომელსაც ბავშვობიდანვე ვგრძნობდი რომ ფეხებზე ვეკიდე და ძმა, ძმობილი, მეგობარი, მეორე მე, იმედი, და რა ვიცი კიდე რა ვუწოდო - დაჩი. ჩემი დაუღალავი შრომით გავხდი ის რაც ვარ დღეს და კმაყოფილი ვარ ამ ყოფით. არასოდეს ყოფილვარ გამოუსწორებელი მეოცნებე. პირიქით რეალისტი ვიყავი და ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ეს მელოდა ცხოვრებაში. მაშინ როდესაც ღმერთის რწმენას ვკარგავდი ის ხელს მიწვდიდა და მე მის არსებობას და ჩემს მიმართ სიყვარულს ვგრძნობდი. თებეას გამოჩენამ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ჯერ კიდევ მაშინ როდესდაც არც ვიცნობდი და ჩემთვის სადღაც ვირტუალური სამყაროს მიღმა არსებობდა თითქოს ვგრძნობდი რომ ის ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა და ასეც მოხდა. თებეამ ხალისი, სითბო და სილაღე შემოიტანა ჩემს უხასიათო და უჟმურ ცხოვრებაში. დიანას სიკვდილი, თურმე არც იყო მკვდარი, იმდენად დაღად დამრჩა მეგონა სიყვარულ ვეღარ შევძლებდი და ქალს მხოლოდ ცხოველური ჟინის მოსაკლავად ვიაზრებდი. როდესაც პირველად დავინახე თებეა მასში ბავშვურობამ მიმიზიდა, მისმა უმანკოებამ და უბიწობამ. ვერასოდეს ვიფიქებდი რომ ჩემნაირ გარყვნილს ასეთი ცოლი შეხვდებოდა. ვიცი ბევრჯერ გული ვატკინე მაგრამ მისმა სიყვარულმა მეც ამიხილა თვალი და ის სამუდამოდ ჩემი გახდა. მერე იმის ფიქრიც მიჭირდა თებეას გარეშე როგორ ვცხოვრობდი. ჩვენ ორნი თითქოს ვგავდით კიდეც ერთმანეთს, მართალია მას გარეგნულად არ ეტყობოდა მაგრამ სულის სიღრმეში უსაზღვრო ტკივილს და მონატრებას ატარებდა, მშობლების მონატრებას, ისიც ჩემსავით მარტო იყო, ჩემსავით მარტო უხდებოდა ბრძოლა თავის დამკვიდრებისთვის. და რაც მთვარია ჩემი დაჩის მსგავსი გადარეული მეგობარი ჰყავდა-ნატუკა. დაჩის და ნატუკას ერთმანეთთან შეხვედრის დღიდან გული მიგრძნობდა რომ ეს ორი ერთმანეთს ეკუთვნოდა, უბრალოდ სხვა ვერც გაუძლებდა მათ. გამეღიმა ყველა იმ სისულელეზე რაც ამ ორს ჩაუდენია და უთქვამთ. ჩემს გვერდით მჯდომ დაჩის გავხედე, თავი ფანჯარისთვის მიედო და მშვიდად თვლემდა. უკნიდან ხმამაღალი საუბარი ჩამესმა და აშკარა იყო რომ როგორც ყოველთვის როცა დაჩი ჩუმდებოდა ეს ორი ჭორაობას იწყებდა. საკმაოდ ახალგაზრდები ვიყავით ყველაფერი იმისთვის რაც გადავიტანეთ მაგრამ ასე მგონია ეს ყველაფერი გამოცდა იყო ჩვენთვის, ჩვენი მეგობრობისთვის და ჩვენი სიყვარულისთვის. ეს გამოცდა ჩვენ წარმატებით ჩავაბარეთ და პრიზებიც დავიმსახურეთ. კესანე და კატალეა, ორი ანგელოზი რომლებიც დაუკითხავად შემოგვეპარნენ და გაცილებით დიდი სითბო სიყვარული და ახალი გრძნობა - მამა-შვილობა შემოიტანა ჩვენს გუნდში. ხო, ჩვენ ერთი, დიდი გუნდი ვართ რომელიც კიდევ უფრო გადიდდება და არასოდეს, არასოდეს დაიშლება. ჩემი პატარა მამიკოს გოგო იქნება. როცა დედა მაკიაჟით თამაშისთვის დატუქსავს მამიკო მას თავისთვის უყიდის, როცა დედა ქუსლიანი ფეხსაცმელებით თამაშს დაუშლის მამიკო მისთვის პატარა ზომის ქუსლიან ბაჩებს შეაკერინებს, როცა დედა ბევრი შოკოლადის და ნაყინის ჭამისთვის უსაყვედურებას, მამიკო უფრო მეტს მოუტანს.
-იოანე ეგრე არ შეიძლება, ნუ ათამამებ.
ჩემს გონებაში უხილავი საუბარი შედგა ჩემსა და თებეას შორის. ერთ მომენტში მეგონა რომ ფიქრებში შემომიძვრა და ახლა მე დამტუქსა პატარა ბავშვივით. სულაც არა კიდეც გავათამამებ და კიდეც გვატრიპაჩებ. ყველა პატარა, მამიკოს პრინცესა იმსახურებს ბედნიერ და ლაღ ბავშვობას. მეც ყველანაირად შევეცდები ჩემმა გოგონამ მშვიდ და ოჯახურ გარემოში იცხოვროს. მაგრამ მერე რა მეშველება ერთ დღეს ჩემთან რომ მოვა და მეტყვის შეყვარებული მყავსო. ნეტა მაშინ როგორ მოვიქცევი? კლასიკური აზიატი კაცის შემოტევა მექნება ვინ გაბედა ჩემი გოგოს შეყვარებათქო თუ გვერდით მოვისვამ და ვეტყვი რომ ჩემთვის მხოლოდ მისი ბედნიერება იქნება მნიშვნელოვანი და მივიღებ ნებისმიერს ვინც მას გააბედნიერებს და მის ლამაზ სახეზე ღიმილს არ მოშლის. რა იქნება წლების შემდეგ ახლაც არ ვიცი მაგრამმინდა რომ ასე გაგრძელდეს. ჩვენ ოთხი უფრო სწორად უკვე ექვსნი და მომავალში მეტი. სამუდამოდ ერთად. ერთი ფიქრებით და ერთი მიზნებით.
-იოანე გააჩერე რა ცოტა ხნით აღარ შემიძძლია უკვე დამჯდარი გაჩერება. -ბუნდოვნად ჩამესმა ყურებში ნატუკას ხმა.
-ხო რა ცოტა გავასწორო ფეხი -თავი წამოწია დაჩიმ და უხერხულად შეიშმუშნა.
-მეგონა გეძინა.
-ცოტა მეძინა მაგრამ უფრო მაინტრესებდა ღოცა თქვენთან არ ვარ ჩემზე რას ამბობთ.
-რა დეგენერატი ხარ დაჩი.
-შენ ყველაზე საყვარელი ძმა, მაზლი, ქმარი და მამა ხარ დაჩი ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ.
-რათქმაუნდა ჩემს შემდეგ. -მეტი მხიარულებისთვის ჩემი თავი მოვიყვანე მაგალითად.
-ოო ხო არ გაგახარებს რა კააცს.
-არ დაუჯერო დაჩი, შენ უკეთესი ხარ.
-იმიტომ მიყვარხარ რძალო. -გაუცინა თებეას და თვალი ჩააუკრა.
-იოანე შწენ არ გიყვარვარ მე? -საყვარლად კითხა ნატუკამ და სიცილს ძლივს ვიკავებდი. რამ მოაფიქრა.
-რატომ მეკითხები ნატუ რა მოხდა?
-რა და დაჩი ხშირად ეუბნება თებეას მიყვარხარო და შენ ერთხხელაც არ გითქვამს ჩემთვის.
-დიდი ამბავი, არც ჩემთვის არ უთქვამს კარგა ხანია მაგრამ რა ვუყო არ იცი რა უჟმურიცაა? -თებეაც გამოვიდა სიტყვით.
-კი მიყვარხარ რძალო -დაჩისგან ვისესხე მიმართვის ფორმა. -როგორ არ მიყვარხარ. ძალიან მიყვარხართ ყველაანი.
-რა საყვარელიი ხარ იოანეე... რა გინდა გოგო ამ ადამიანთან რას ებღვირები.
-ოჰ, ალიანსი შეკარით უკვე? -ბარემ არჩვენებშიც იყარეთ კენჭი.
-არაა ეგ ურიგო იდდეა ხო იცი შეენ,, ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკური გაერთიანება იოთედანა.
-რა?
-იოთედანა.
-ეგ რას ნიშნავს არანორმალურო? -ინტერესით გახედა ნატუკამ ქმარს.
-არაფრის აზრზე რომ არ ხართ რაა.. რას და იოანე, თებეა, დაჩი და ნატუკა.
-სადაც მაგდენი ბარემ ბავშვების სახელებიც მიგემატებინა. -ამჯერად დასცინა ნატუკამ.
-ხომ გეუბნები არაფრის აზრზე არ ხართქო. პოლიიტიკა ხომ ბინძური საქმეა და მანდ ბავშვებს ვერ გავრევ
-და ჩვენ გავერიოთ ხო?
-ნუ ახლა მთლად ტალახში ჩაწოლაც არაა რეკომენდირებული მაგრამ ერთი ორი მუჭა მტვერი კი უნდა ჩაყლაპო აბა როგოორ.
-შენი იდეების პატრონი აქამდე როგორ არ აგიყვანა ვინმემ პიარის მენეჯერად დღემდე მიკვირს.
-არაუშავ ხომ იცი ტალანტი გვიან მაგრამ ფასდება.
-ხო ძეგლსაც დაგიდგამენ კიდე.
-არაუშავს ახლა ძეგლს თუ არ დამიდგამენ მაინც მტრედებმა და ბეღურებმა უნდა მასკინტონ მაინცდამაინც.
-ხომ ვიძახი არა დეგენერატიათქოო..
-ზატო საყვარლად დეგენერატი ვარ თორემ არ შეგიყვარდებოდი.
-ნარცისული შემოტევები როდის შემდეგ დაგეწყო შენ?
-რა ვქნა ახლა კარგი ვარ და ჰეე..
-იოანე მა ლაპარაკში დაგავიწყდა გაჩერება რომ გთხოვე?
-არა ნატუ კარგ ადგილს ვეძებ უბრალოდ, შევისვენოთ თან ვჭამოთ არაფერი გვაქ წამოღებული? მომშივდა.
-კი როგორ არ აქვთ, რძე -წარბები აათამაშა და ნატუკასგან ჩქმეტაც დაიმსახურა.
-მერე შენ ამხელა კაცი შვილს საჭმელს გამოაცლი პირიდან?
-ვეტყვი და ცოტას დამიტოვებს.
ამ ლაპარაკში კი ვიპოვე ლამაზი ადგილი. ხეებს დაეჩრდილათ პატარა ადგილი. გადმოვედით მანქანიდან და თურმე მართლა საჭირო იყო გაჩერება. მესიმოვნა წელში რომ გავიმართე. ბავშვები გამოვართვით გოგოებს და ვთხოვეთ მანქანის „კაპოტზე“ საჭმელი ამოეღოთ ჩვენ კი პატარებს გავართობდით.
-არა ისე მაინც რა კარგი შვილები გვყავს. არც ჭიჭყინებენ, არც ტირიაან. არიან თავისთვის მშვიდად, ჭამენ და ძინავთ.
-ხო დაჩი ძალიან გაგვიმართლა რომ ასეთი ოჯახები გვყავს.
-მოდი გავცვალოთ შვილები. ხო უნდა მიეჩვიოს ბიძიასაც.
-ისე მგონი კატალეა არც მჭერია ჯერ ხელში.
-სირცხვილი შენი. მერე მაგას როგორ ამბობ. -ჰა გამომართვი. -ავიყვანე კატალეა ხელში და ასე ახლოს არასოდეს მყოლია ეს ბავშვი. მასაც რა ლამაზი ნაკვთები აქვს. დაჩის ცხვირი და ნატუკას თვალები.
-ძალიან ლამაზი ბავშვია.
-ვიცი, მე მგავს.
-ცხვირით გგავს მართო შენ დანარჩენი ნატუკას ასლია.
-თუ ეგრე კესანე არაფრით გგავს შენ.
-არაუშავს, დედას დაემგვანოს უფრო ლამაზი იქნება.
-ჰმ.. მომიგე ხოო? კარგი არაუშავს.
-მოდითთ ბიჭებო. -დაიძახა ნატუკამ და რომ მივბრუნდით ამას არ ველოდით. ხეების ჩრდილში მინდორშივე პლედი გაეშალათ და მასზე ეწყოთ რაღაცეები. დაჩიმ წარბები აათამაშა.
-კიშკი გაიჩითაა... წამო იოანე წამო.
-ხო მიდი, მოვდივარ.
-ამდენ რამეს როდის მოუყარეთ თავი? ყოჩაღ გოგოებო.
-თქვენს ძილში.
-ოო კარგი ახლაა. მაგდენი ხანი როდის მეძინა.
-რომ კითხო ჭკვიანია,, გამოთქმაა დაჩი ასეთი გამოთქმა.
-კარი რააა,დღეს მთელი დღე რატომ მედიდგულები? მოდი გაკოცოო
-არ მინდა შენი კოცნა.
-აბა ვისი გინდა ქალო?
-ქალო არა დიაცო სჯობს დაჩი.
-ყოჩაღ თებეა. ... აბა ვისი გინდა დიაცოო?
-სხვას ვყვარობ ვაჟო.
-ახ ტიაუროო.
-თუ მორჩით ამ თეატრალურ წამოდგენას შეიძლება ვჭამოთ?
-კატალეა შენ რატომ გყავს იოანე?
-ისე გავცვალეთ დროებით. -ნატუკას სიცილი აუვარდა. -რა ვთქვი სასაცილო??
-შენ არაფერი ძმაკაცი გყავს დეგენერატი. მძიმეა კატალეა და კესანეში გავუცვლი იოანესო ასეთი იდეა წამოჭრა და როგორც ვხედავ განუხორციელებია.
-დედა რა ლამაზი ბუნებაა. -თავი გაატრიალა დაჩიმ ვითომ არაფერი გამიგონიაო.
-ოხ რა საზიზღარი ხარ. ისე რომ გეთქვა არ გამმოგართმევდი?
-ასე მუღამი ჰქონდა, ხომ გათოხლე.
-ვერ გიტან
-ვიცი, მეც მიყვარხარ.
მალე მოვრჩით ჭამას და ავიბარგეთ იმედია მალე მივალთ კოტეჯამდე. დამღალა უკვე საჭესთან ჯდომამ. კიდევ ერთი საათი გზა და როგორც იქნა მოსახლეობა გამოჩნდა. აი სად არის ცხოვრება კარგი. არც ცათამბრჯენები, არც მანქანის გამონაბოლქვი, არც საცობები, აქ მხოლოდ სიმშვიდე, სიწყნარე, სუფთა გარემო, მთის ანკარა ცივი წყალი და სუფთა ნატურალური საკვები. ასეთ ადგილას რა მოგკლავს ადამიანს. დიდი შეცდოომა დავუშვით ადამიანებმა რომ მთას გავერიყეთ, რამდენადაც მკაცრია ის ზამთარში იმდენად მშვენიერი და დიადია დანარჩენ დროს. აი რა გჭირდება რომ არც ბოროტება იყოს დედამიწაზე და არც სიკვდილი. არ ვაფასებთ იმას რაც უფალმა გვიბოძა.
-დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სამუდამოდ აქ. - გაოცებულმა წარმოთქვა თებეამ თან ჩვენს წინ გადაშლილ ულამაზეს ბუნებას თვალს ვერ წყვეტდა. გზაზე პატარა ბავშვები თამაშობდნენ და ინტერესით გამოაყოლეს მანქანას თვალი. აი ეს არის თითით მიგვანიშნა ნატუკამ პატარა ბელეტაჟზე შემოდგმულ ხის სახლზე. -ნატუ აქ რატომ არასოდეს ვყოფილვარ?
-აქ ბიძა ცხოვრობდა და ახალგაზრდა დაიღუპა. დედას არ უყვარდა ამის გამო ეს სახლი და არ ამოვდიოდით ამიტომ მეც გადავიწყებული მქონდა მაგრამ იოანემ რომ თქვა სადმე ერთად გავიდეთო მაშინვე ეს ადგილი გამახსენდა.
-აუ რა დასალაგებელი იქნებაა?? მე აქ სამუშაოდ წამომიყვანეთ თუ დასასვენებლად.
-კაი არაუშავს რა დიდი კი ესაა უცებ დავალაგებთ.
-აი ყოჩაღ იოანე, მიბაძე შენს ძმაკაცს ზარმაცო და აუტანელო.
-კარგი რა ნატუ ხომ იცი რომ მტვერზე ალერგია მაქვს.
-ოფ როდის შემდეგ გაქვს შენ ალერგია რაიმეზე?
-დღეიდან. -თვითონაც ვერ შეიკავა სიცილი დაჩიმ ისე ომახიანად და თავდაჯერებულად წარმოთქვა ეს სიტყვები. -კარგი ვხუმრიბ მართლა ამას კი არა სასახლეს დავალაგებ თქვენ თუ მეყოლებით გვერდით.
-რა გული გაქვს შე მოხერო. -დასცინა ნატუკამ და სახლისკენ აიღო გეზი. ჭიშკარი გამიღო დაჩიმ და მანქანა ეზოში შევაყენეთ. ეზო მოთიბული იყო, ერთი სარეველაც კი არ ჩანდა არსად, მილაგებული, ხის ქვეშ მდგარ პატარა მაგიდაზე ერთი ფოთოლიც კი არ ეგდო. თითქოს გველოდებოდნენ და ვიღაცამ სპეციალურად დაალაგა. ჩანთები ამოვალაგეთ და კიბეები ავიარეთ, ნატუკამ ჩანთიდან გასაღები ამოიღო და კარის გაღება სცადა მაგრამ ის ღია დაგვხვდა. ნატუკამ შიშნეულად გამოგვხედა და დაჩი დაწინაურდა.
-გამოიწი მე შევალ. -კარი ფრთხილად შეაღო მაგრამ ცარიელი იყო. სიცარიელეს თავი რომ დავანებოთ სახლში ობობას ქსელი კი არა მცირეოდენი მტვერიც არსად იყო. მაგიდაზე თეთრი სუფრა იყო გადაფარებული. ზედ ლანგარით დოქი და ჭიქები ელაგა.
-მგონი აქ ვიღაც ცხოვრობს ნატუ? -ხმაში ეჭვი შეეპარა თებეას. ნატუკამ გაკვირვებულმა შეხედა და მხრები აიჩეჩა.
-ჩვენ დაკეტილი ვიცოდით რომ იყო, არამგონია ვინმე ცხოვრობდეს. -ოთახები მოვიარეთ რომ დავრწმუნებულიყავით რომ იქ არავინ იყო და ასეცაა. მართალია საძინებლებშიც საწოლები სუფთა თეტრეულითაა გაწყობილი მაგრამ იქ ვინმეს ცხოვრების ან ნაცხოვრების ნიშანწყალი არაფერს ეტყობოდა. ამის გარჩევაში ვართ რომ უცებ ჭიშკრის ჭრიალის ხმა მოისმა. ჯერ თითქოს შეგვეშინდა კიდეც და ყველამ ფანჯარასთან მივირბინეთ რომ შეგვეხედა რა ხდებოდა. ეზოში შავაბში შემოსილი მოხუცი ბებო მოაბიჯებდა, მართალია შავი ეცვა მაგრამ თავზე შავი არ ეხურა. ჭაღარა თმა ლამაზად ჰქონდა გადავარცხნილი. მხრებზე თავსაფარი ჰქონდა მოხვეული, ხელში ვაშლით, მსხლით და სხვა რაღაც ხილით სავსე კალათა ეჭირა და სახლს თანდათან უახლოვდებოდა.
-რა ხდება ბავშვებო? -ბოლოს სიჩუმე დაჩიმ დაარღვია და ბებოც კიბეებზე ამოდის უკვე.
-მემგონი ვიცნობ ამ ქალს, -უცებ თქვა ნატუკამ და კარისკენ წავიდა რომ სტუმარს შეგებებოდა. ბებოს დაკაკუნებულიც არ ჰქონდა კარზე რომ ნატუკამ უცებ გამოაღო კარი, ბებო აშკარად შეცბა, მგონი შეაშინა ნატუკამ. -გამარჯობა ლოლა ბებო.
-ღმერთმა გაგიმარჯოს შვილო, მაგრამ რომელი ხარ ცოტა სიბერეში გონება აღარ მიჭრის.
-ნატო ვარ მე ლოლა ბებია ბესიკის დის შვილი.
-ვაი შენ გენაცვალოს შენი ლოლა ბებო, რამხელა გოგო გაზრდილხარ, როგორ გიყვარდა ჩემთან ყოფნა, ჩემ პატარასთან. რამდენი დრო გავიდა შვილო. როგორ ხართ დედა ხომ კარგადაა.
-რას დგახართ კარში შემობრძანდით და ყველაფერს გიამბობთ. -დაჩიმ კალათი გამოართვა და მაგიდაზე დადგა. ბებო შემოვიდა და მაგიდას მიუჯდა. -ლოლა ბებო ეს ჩემი მეუღლეა დაჩი, ეს კი ჩემი ქალიშვილი კატალეა. ეს ჩვენი მეგობრწბი არიან, თებეა, იოანე და მათი ქალიშვილი კესანე. -სათითაოდ გააცნო ჩვენი თავი ნატუკამ. -ეს კი ჩვენი მეზობელია ლოლა ბებო. ზაფხულზე ბავშვობაში აქ რომ ჩამოვდიოდი მიყვარდა მათთან ყოფნა. ისეთ გემრიელ რაღაცეებს გვიკეთებდა მე და მის შვილიშვილს. -შვილიშვილის ხსენებაზე აშკარად აუცრემლიანდა თვალები ლოლა ბებოს.
-ეჰ ჩემო გოგო ნეტა შემეძლოს იმ დროის დაბრუნება.
-ლოლა ბებო ჯაბა სად არის ახლა, სოფელში აღარ მოდის ხოლმე?
-ბიძაშენის სიკვდილის მერე არ დაგვტოვა უბედურებამ შვილო. ორი თვის თავზე ყველა ერთად მომიკვდნენ. -ყველა გავხევდით. აი ამას არ ველოდით, ხმას ვეღარ ვიღებდით, ყოჩაღ ბებო რომ ამხელა ტკივილის გადატანა შეჯლო. -ქალაქში მიდიოდნენ ზამთრის არდადეგების შემდეგ და ზვავმა მოიყოლა მანქანა. აღარც ნუცა მყავს, აღარც ლევანი და აღარც ჩემი პატარა ჯაბა. ასე გამაუბედურა ცხოვრებამ შვილო.
-ძალიან ვწუხვარ ბებო, არ ვიცოდი თორე უფრო ხშირად ჩამოვიდოდი.
-იმედი მქონდა რომ მოხვიდოდით ერთ დღეს ამიტომაც სულ ვალაგებდი სახლს რომ სუფთად დაგხვედროდათ. ან კიდე შეიძლებოდა გზაში ვინმეს დაღამებოდა და თავშესაფარი ექნებოდათ.
-რა მადლიანი ხარ ლოლა ბებო, დიდხანს გაცოცხლოს ღმერთმა.
-არც კი მინდა შვილო დიდხანს სიცოცხლე იქ მირჩევნია ჩემებთან მაგრამ ალბათ კიდევ დამრჩა რაიმე გასაკეთებელი ამ ცხოვრებაში და იმიტომ არ მივყავარ ღმერთს.
-დიდხანს უნდა იცოცხლოთ ბებო იმიტომ რომ ახლა თქვენ ერთის ნაცვლად ოთხი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი გყავთ. -გაუღიმა თებეამ მოხუცს და კესანე კალთაში ჩაუჯინა. -ამ მოხუცის სახეზე აღბეჭდილი ბედნიერების და სითბოს გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. თითქოს მისი შვილიშვილი ჩაუგორეს კალთაში. ნაზად მოუსვა სახეზე თავისი სიბერისგან დამჭკნარი მაგრამ მაინც ლამაზი და ნაზი თითები კესანეს. მერე აკოცა და მისი სუნი ხარბად შეისრუტა.
-ღმერთმა დაგლოცოს და ბედნიერება მოგგვაროს ბებო უფალმა, დიდი გოგო გაიზარდე, -მისი ლოცვა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი იყო რაც შეიძლება მას კესანესთვის გაეკეთებია, დაჩიმ კატალეა მიაწოდა და მანაც მეორე მუხლზე დაისვა. კატალეას თავზე აკოცა და ისიც დალოცა. -ასე ერთად იყავით შვილებო სულ ბედნიერად. ძალიან გამახარეთ. დიდი ხანია ასე ბედნიერი აღარ ვყოფილვარ. მიხარია რომ ჩემმა შრომამ ფუჭად არ ჩაიარა და თქვენ აქ ხართ. ვიცოდი რომ მოხვიდოდით, გული მიგრძნობდა, ისე არ მოვკვდებოდი რომ ამ სახლის და ჩემი ეზოს ზღურბლი ვინმეს კარგს არ გადმოებიჯებინა. ახლა კი ორი ანგელოზი მიზის კალთაში. -,მისმა სიტყვებმა ყველას გული აგვიჩუყა. უსათნოესი და უსაყვარლესი მოხუცია ვინც კი ოდესმე შემხვედრია. ნამდვილიად ვისურვებდი ასეთი ბებო მყოლოდა.
-ხშირად ჩამოვალთ ბებო შენს სანახავად არ ინერვიულო, შენ ხომ უკვე დიდი ოჯახი გყავს. -დაჩიმ თებეას სიტყვები გაიმეორა და თავისთავად ყველა დაეთანხმა.~
-მადლობა შვილებო. ახლა წავალ მე, თქვენ დაისვენეთ ნამგზავრი ხართ და საღამოს ჩემთან გელოდებით. ნატო სვილო შენს საყვარელ ჩახოხბილს მოგიმზადებ და კეცის ხაჭაპურს.
-ვაიმე გახსოვს ლოლა ბებო როგორ მიყვარდა შენი ხაჭაპურები. ბავშვობაში დავბრუნდები რა კარგია.
-მახსოვს დედა ყველაფერი კი მახსოვს მაგრამ წაჯიკავება მინდა რომ გავიხსენო. -ამ მტკივნეული ამბების მერე თვითონვე გაიცინა მის ნათქვამზე და ჩვენც გაგვეღიმა. ვაკვირდები მის სახეს და მივხვდი რომ ახალგაზრდობაში ულამაზესი ქალი იქნებოდა. მთაში მაინც სულ სხვა სილამაზეა რომ არის ნათქვამი ფაქტი ჩემს წინაა. სიბერემ და უბედურებამ მაინც ვერაფერი დააკლო. წამოდგა, ბავშვები გამოვართვით და ნატუკამ და თებეამ ჭიშკრამდე მიაცილეს. სათითაოდ გადაეხვია გოგონებს და კიდე ერთხელ დალოცა.
-ამაზე დიდი მადლი რა გინდა შავოსანი დედა რომ შვილს ასე გულით დაგილოცვს. ეს რა მწარეა ეს ცხოვრება ამის დედა ვატირე.
-აბაა, რა ქონდა ამ გაჭირვებულს ასეთი ცოდვა რომ ამხელა ტვირთის ტარება უწევს ცხოვრებაში.
-არ ვიცი იოანე, რას გვიმზაადებს უფალი და რა გველოდება კაცმა არ იცის მაგრამ მთავარია რამდენად ღირსეულად შევხვდებით იმ განსაცდელს რაც უფალმა მოგვიმზადა. -გოგოებიც შემოვიდნენ სახლში.
-აზრზე ხარ 21 წელიწადია ამ სახლს უვლის იმ იმედით რომ ერთ დღეს ვინმე მოვა.
-რა უნდა ქნას ნატუ, მისთვის იმედი იყო მთავარი. რაღაცისთვის ხომ უნდა ეცოცხლ იმ ყველაფრის მერე.
-ძალიან შემეცოდა. კარგი ქალი ჩანს.
-ჩანს არა არის. თან გადაყოლა იცოდა რომ ჩამოვდიოდით. ისეთი თბილი და მოსიყვარულე იყო. მახსოვს მე და კაბას ერთდ გვიჯენდა ხოლმე კალთაში და გვეფერებოდა, თქვენ ორივე ჩემი შვილიშვილები ხართო.
-კარგი აღარ გვინდა მაგაზე საუბარი თორე ვიგრუზები.
-მივხედოთ რა აწი ამ ქალს ბავშვებო. ხშირად ამოვიდეთ აქ. არ მინდა რომ უპატრონო ეგონოს თავი.
-არა თებეა არ მივატოვებთ, მაგრამ დავამთავროთთქო კარგი? -კიდე გააჩერაა დაჩიმ და ჩვენც გავწყვიტეთ ამ თემაზე საუბარი.
-ისე მომშივდა მე ხალხო.
-წეხან არ ვჭამეთ ნატუკა?
-ეს შენთვის ვჭამეთ იოანე წეხან თორე მე კი მომშივდა ისე.
-რატო არა ბეჩააა. -ჩაილაპარაკა თებეამ და თან ორივეს გაეცინათ. რაღაცას გველობენ ახლა.
-კარგი მიდი ამოვალაგოთ ყველაფერი. წადით ერთ-ერთმა მაცივარი ჩართეთ რომ შევალაგოთ რაღაცეები.
-წამო იაონე ყველაფერი შევამოწმოთ ან გაზი არ ჯონავდეს ან რამე.
-ან წყალი სად არის აქ ნატუ?
-ჭა არის სახლის უკან და მოტორი იდო ადრე შიგნით და ახლაც იქნება ალბათ ბაკია სახლის თავზე სხვენში წყლისთვის.
-ეძახე შენ სოფელი რა გათვლილი აქვთ ყველაფერი.
-ძაან მაგარი ხალხი ცხოვრობს აქ.
-კარგი წადით ახლა.
-მივდივართ ხო მივდივართ. -დაიბუზღუნა დაჩიმ და სამზარეულოსკენ მიმავალ დერეფანში მიჯლაჯუნებდა. მეც მორჩილი ბავშვივით გავყევი. მაცივრის კარი გამოაღო დაჩიმ და გაკვირვებისგან შეყვირა. -ამის დედაც ეს ნახეე. -მივედი და მაცივარში სამი ბოთლი შავი ღვინო იდო, ნახავრად ფაბრიკატები რამოდენიმე, კვერცხი და წყალი პატარა ბოთლებით.
-ეს ყველაფერი იმ ქალმა გააკეთა ნეტა?
-ალბათ. რა საყვარელი ვინმეა რაა. -მაცივარი ჩვეულებრივ მუშაობდა, მწყობრში იყო. გაზქურაც მუშაობდა. ონკანიდანაც მოდიოდა წყალი და თან კამკამა. კარადის უკრები გავაღეთ და თეფშები, ჭიქები, ქვაბები, ჯამები და ტაფები ყველაფერი დაწკრიალებული იყო. -საცხოვრებლადაა გამზადებული ყველაფერი რაა.
-ხო, ასე ალაგაებული ტებეასაც კი არ აქვს ხანდახან სახლი.
-აუ ხოო, ბაზარი არაა. -ორივეს სიცილი აგვიტყდა. -ახლა ნახე შემოვარდებიან რა გაცინებთო. -ველოდებოდით როდის შემოვიდოდნენ თებეა და ნატუკა მაგრამ არა, შენც არ მომიკვდე.
-რას აკეთებენ ნეტა ასეთს ცნობისმოყვარეობამ რომ არ ძლიათ.
-რა ვიცი რას გაუგებ მაგათ, წამო ვნახოთ. -ხელი გადამხვია დაჩიმ და ასე გავიარეთ დრეფანი. ბოლოში რომ გავედით დაჩი რაღცას მიყვებოდა მაგრამ ყურებში უკვე აღარაფერი აღარ მესმოდა, დაჩის მუჯლუგუნი ვკარი რომ წინ გაეხედა, მანაც მიატრიალა თავი და უცებ ისევ მე შემომხედა და გააგრძელა ლაპარაკი მაგრამ რომ მოტვინა რაც ხდებოდა უცებ გაუწყდა სიტყვა და ნელა მიატრიალა თავი. დერეფნის ბოლოს მაგიდის კუთხეებთან იდგნენ თებეა და ნატუკა, მაისურები აეწიათ და მუცელზე წითელი ბაბთები ჰქონდათ შემოხვეული, ხელში ორივეს ცისფერი პატარა ფეხსაცმელები ეჭირათ და ჩვენი გამოშტერებული სახეების შემხედვარე ორივე იცინოდა თან ერთმანეთისკენ აპარებდნენ თვალს.
-აუ არაა, ატრაკებთ ახლაა. ვაიმე ორსულად არიან. -სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი გონებაში რომ რამე მეთქვა. დაჩი პირდაპირ ნატუკასთან მივიდა და ჩაეხუტა მე ნაბიჯიც ვერ გადავდგი და ბოლოს თებეა წამოვიდა ჩემსკენ. მოვიფიქრე რომ მისკენ ნაბიჯი გადამედგა.
-კარგად ხარ იოანე?
-კიი თებეა კარგად ვარ. -თმაზე გადავუსვი ხელი და მეც მაგრად ჩავეხუტე, კიდევ ერთი შვილი, კიდევ ერთი ბედნიერება. -მადლობა თებეა რომ არსებობ და ჩემი ხარ.
-შენ მადლობა იოანე ამ დიდი სიყვარულისთვის.
-აუ რა მაგარიაა, იქნებ ერთ დღეს დაიბადნონ.
-არაა გამორიცხული თითქმის ერთნაირი ვადა გვაქვს ორსულობის. -კვერი დაუკრა ნატუკამ.
-რა მაგრები ხართ გოგოებო ამას არ ველოოდით.
-აბა როგორ იოანეე, აი ასეთი კრეატიული ცოლები გყავთ შენ და შენს მეგობარს.
-ძაან მიყვარხართ ბავშვებოო.
-აუუ ახლა ვიტირებ.
-კაი დაჩი ახლა ნუ გადამრევ. -დაჩიმ გვანიშნა და ერთად მოვგროვდით და ერთმანეთს გადავეხვიეთ. ჩვენ ერთად, ერთ სულად, პატარა მაგრამ დიდი ოჯახი. და სამუდამოთ ასე ერთად ჩვენს შვილებთან ერთად. კიდევ ორი შეემატება მალა ბანდას. ბედნიერებას ბედნიერება ემატებოდა. მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის. ამ ნათელი მომავლისთვის.
....
3 წლის შემდეგ
-კესანე ნუ დარბიხარ გთხოვ უკვე დავიღალე აღარ შემიძლია.
-აუ დეე კატალეა მჩეჩავს.
-ოხ რა პატრა ბავშვებივით იქცევით.
-თებეა პატარა ბავშვები არიან და აბა რა ქნან.
-კაი ახლა, ნუ იცავ შენ სულ თორე გაფუჭდებიან და ნახავ მერე.
-ჰა მზად გაქვთ ყველაფერი? მშია.
-დაჩი სულ მშიას როგორ შეიძლება გაიძახოდე რაა.
-ნუ ჩამყევით პირში რაა. მშია და რა ვქნა.
-უი ჩემი ბუზღინა. -ნატუკამ მოთაფვლა ცადა და ტუჩები გაუბზიკა დაჩის. რათქმაუნდა გაამართლა.
-ჰე აანთეთ სანთლები და პატარებიც შემოვლენ.
-რა ლამაზი დღეა. რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ალესანდრეს და იოაკიმეს დაბადების დღეა...... -ბაჩუნით მოაბიჯებდნენ მომცინარი სახეებით და მოციმციმე თვალებით ლოლა ბებოს თითებს ჩაბღაუჭებული იოაკიმე და ალექსანდრე. ჩვენი ორი ვაჟკაცი. ბიჭებს გოგონები ამოუდგნენ და მჭიდროდ ჩაკიდეს ეერთმ,ანეთს ხელი.
-ჩააქრეთ დედი, შეუბერეთ სული ყველამ ერთად. -როგორც მოველოდით პატარევბმა სულის ნაცვლად დორბლებით ჩააქრეს სანთლები გოგოებმა კი დაასწრეს და თვითონ დააგემოვნეს ტორტი პირველებმა.
-მოდით მოდით საოჯახო ფოტო გადავიღოთ. -დაჩიმ კამერა დააჩხაკუნა და ფოტოზე სამუდამოდ აღიბეჭდა მომღიმარი სახეები: ლოლა ბებო, მე, დაჩი, თებეა, ნატუკა, კესანე, კატალეა, იოაკიმე და ალექსანდრე. ერთი დიდი და ლამაზი ოჯახი



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ragai megirsa dasasruli ragas davedzeb.....
Kargi iyo dzalian da ravi warmatebebs gisurveb.
Geli shemdegi istoriit

 


№2  offline წევრი blondeangel631

მაგარი იყო საუკეთესო დასასრული ქოდა

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რა კარგი იყოო❤როგორ ველოდი ხოლმე ამ ისტორიას.
წარმატებები

 


№4  offline წევრი ankatuna

nawkas12345
Ragai megirsa dasasruli ragas davedzeb.....
Kargi iyo dzalian da ravi warmatebebs gisurveb.
Geli shemdegi istoriit

მართალი ხარ სამწუხაროდ უფრო ადრე ვერ მოვახერხე, მინოდა რომ კარგი გამოსულიყო და დიდი დრო დამჭირდა.. მადლობა რომ კითხულობდი და ძალიან კარგი ისტორიით დავბრუნდები

Chikochiko
რა კარგი იყოო❤როგორ ველოდი ხოლმე ამ ისტორიას.
წარმატებები

მადლობა შენ ჩემო კარგო <3

გეგე მარიშკა
მაგარი იყო საუკეთესო დასასრული ქოდა

მადლოობა :*

 


№5  offline წევრი თ.მ

ერთიანად წავიკითხე ისე მომეწონააა

 


№6 სტუმარი ოკჯოპ

იმდენად მაგარია რო ვერ ავღწერ არმინდოდა დამთავრდება ამის კითხვისას ბედნეირი ვიყავიიი

 


№7 სტუმარი Guest მარია

ძან მაგარი იყო მალადეც

 


№8  offline მოდერი zia-maria

არ მინდოდა დასრულებულიყო,ისეთი თკბილი ურთიერთობა და სიყვარულია აღწერილი.ყოჩაღ,ნამდვილად გამაოცე. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent