შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლემ სიბნელეში ჩამკარგა (2)


14-07-2017, 23:12
ავტორი სათვალიანი
ნანახია 1 217

სინათლე, რომელმაც სიბნელეში ჩამკარგა. ბოლო აზრი, რომელმაც თავში გამიელვა და არ მტოვებდა. არ ვიცი და ვერ გეტყვით რას ვგრძნობდი. სულ ხმაური, ყაყანი, დაძაბულობა მესმოდა, მეტი არაფერი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს 100 კილოიანი გირა მეკავა და არ უნდა დამვარდნოდა, თითქოს ამაზე იყო ჩემი სუნთქვა დამოკიდებული, თითქოს ამ გირის დაგდებით ისეთ რაღცას დავკარგავდი, რის გარეშეც ვეღარ ვიარსებებდი. მეც არ გამიშვია ხელი, არ ვნებდებოდი. არ ვიცი საიდან მოდიოდა ამხელა ძალა, სულ უფრო და უფრო მიჭირდა, ვერ ვუძლებდი ამხელა დატვირთვას და უცებ ისეთმა ამაზრზენმა აზრმა გამიელვა თავში, თავი შემზიზღდა - “გაუშვი, უბრალოდ გაუშვი. ნუ იტანჯავ თავს”. და ყველაფერი დაბნელდა, იმიტომ რომ ვიგრძენი, უკვე ის ერთადერთიც დავკარგე, რაც გამაჩნდა - იმედი. ვფიქრობ და ვერ ვხვდებოდი, ღირდა კი ამად ეს ყველაფერი, ან მართლაც რისთვის ვიტანჯავდი თავს? დიდი ხანია ასე ვარ, ვგრძნობ, მაგრამ შედეგი არაა, იქნებ რომ გავთავისუფლე უკეთ გავხდე, ან უბრალოდ ყველაფერი დამთავრდეს. ისიც ნერვებს მიშლის, რომ ფიქრის უნარი მაინც შემრჩა. ვერ ვიხსენებ ზუსტად რა მოხდა, იქნებ სულაც არაფერი მომხდარა. რეალობა და ვირტუალურს ვეღარ ვარჩევ უკვე. ერთი პერიოდი დროს ვითვლიდი და ვიგრძენი, რომ დროის შეგრძნება დიდი ხანია დავკარგე. ვიყავი სიბნელეში და ვფიქრობდი ყველაფერზე, ხმაური კი არ მტოვებდა. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ რაც გამახსენდა მხოლოდ ცუდი, და ვერაფერსვიხსენებდი კარგს, ბედნიერს, ნათელს, მხიარულს... თითქოს არც არასდროს ვარსებობდი ბედნიერი და მხიარული. ალბათ რაღაც დავაშავე ისეთი, რის გამოც ახლა ვისჯები. როგორც კი ეს გავიფიქრე, ისეთმა აზრმა გამიელვა, ტანში გამაჟრჟოლა. ამ აზრმა აღარ დამტოვა და სულ თავში მიტრიალებდა, არასოდეს მტოვებდა. აი, ისე რაღაც სიმღერა რომ აგეკვიატება, სულ თავში გიტრიალებს და ყველაზე მოულოდნელად რომ დაიწყებ ღიღინს, მაგრამ ამისგან განსხვავებით ჩემი აზრი ნამდვილად არ იყო სასიამოვნო- “იქნებ მოვკდი და ჯოჯოხეთში ვარ”. ყოველთვის სხვანაირი წარმომედგინა იქაურობა, თუმცა ნამდვილად სასტიკად ვიტანჯებოდი და იქნებ მართლა ინდივიდუალურია ჯოჯოხეთიც და მე ჩემს წილ დანაშაულს ვიხდი ახლა? მაგრამ, რა შევცოდე ღმერთო ასეთი? ვერ ვტირი, არ ვიცი, თითქოს საღი აზრის შენარჩუნებას ვცდილობ და მგონია თუ ვიტირებ საღ გონებასაც დავკარგავ და ამ ჩემს ტვირთსაც ხელს გავუშვებ. სულ რომ არაფერი მოხდეს და მართლაც ტყვილად ვექაჩებოდე ამ ტვირთს, ვიცი რომ თუ დავნებდები თავს ვერ ვაპატიებ. ირგვლივ ვიყურები, სრული სიბნელეა, სიცივეა... დრო მიდიოდა, ვერ ვარჩევდი რამდენი წუთი და საათი გავიდა. მაგრამ ოდესღაც ხომ გათენდებოდა, იქნებ ჩამძინებოდა, იქნებ ვინმე მოვიდეს და გამომიყვანოს აქედან? ვნებდები, არ შემიძლია, საიდან მოდის ამხელა დაძაბულობა და ეს სიმძიმე ჭკუიდან მშლის, ნეტავ რას ვექაჩები ასე უსასრულოდ, რის გადარჩენას ვცდილობ? მაპატიე, ვეღარ ვძლებ. ვის ვთხოვ პატიებას? საკუთარ თავს. მხოლოდ იმის შემდეგ დავნებდი, როცა ყველა შანსი და ვარიანტი განვიხილე რა შეიძლება მომხდარიყო. როცა ნათელი წერტილი ვერსად ვიპოცე, დავნებდი. იცით რა გრძნობამ დამიარა ტანში? მთელ სხეუში სიცივე ჩამიჯდა, გრძნობები დავკარგე, სევდაც დავკარგე, ნათელის გამოჩენის მოლოდინიც, იცით რა მომივიდა? ვერ გადმოვცემ სიტყვებით და ღმერთს ვთხოვ არც არასდროს განგაცდევინოთ ეს შეგრძნება. დავცარიელდი. ყოველთვის ვგრძნობთ რაღცას, ვალდებულებას მაინც რომ უნდა ისუნთქო, მე ვეღარ ვსუნთქავდი, ვიხრჩობოდი, ვიღაცა ჩემს კუთვნილ ჟანგბადს მართმევდა. ეს დასასრული იყო, თვალები დავხუჭე და ღმერთს მივენდე, როცა რაღაც ხმა გავრჩიე ჩოჩქოლში და ხმაურში, ვისი იყო ნეტავ? ან რას მეუბნება ვერ ვარჩევ, უკვე ენერგიაც არ მაქვს, მაგრამ თავში მიტრიალებს უკვე გარჩეული სიტყვები “ოღონდ არ დამტოვო”. ნუთუ ვინმე იყო აქ კიდევ ჩემ გარდა? გავიფიქრე, არა , შეუძლებელია. აბა, საიდან ისმის ხმა? ვერ ვხვდები, ვერც ხმას ვცნობ, დროც აღარ მაქვს, მაგრამ ვპასუხობ, ბოლო ამოსუნთქვას მას ვახარჯავ “შენთან ვარ, ნუ გეშინია”. მერე რა მოხდა? მერე არაფერი. გავითიშე.
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ მიხარია. მიხარია, ტკივილს ვგრძნობ. არა, არ გავგიჟდი, მიხარია, რომ შეგრძნებები მაქვს, და იმედიც მალე ბრუნდება.” ყველაფერი კარგად იქნება” ვიმეორებ გონებაში. ჩემს სხეულს ვგრძნობ, აშკარად ჰორიზონტალურ მდომარეობასი ვარ, ვწევარ რბილ მატერიაზე, მაგრამ მძიმედ ვგრძნობ თავს, ასე მგონია ადგომა რომ მოვინდომო ჩემს ტანს ვერ დავექაჩები და ვერ ავწევ იმდენად მემძიმება.თვალი უნდა გავახილო, თავს ვამხნევებ, რომ შემიძლია სინათლის მოძებნა, უბრალოდ თვალი უნდა გავახილო. ძლივს დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს და ბედნიერმა წამებმაც დამიარა ტანში, იმიტომ რომ პირველი რაც ვნახე იყო ფანჯარა. რაფაზე პატარა,მოცუცქნული გულწითელა ჩიტი იჯდა და მიყურებდა, მზე კი ამოდიოდა. იმდენად ბედნიერი სანახავი იყო ეს მომენტი ჩემთვის ვერც კი წარმოიდგენთ. ძალიან დიდი კონტრასტი შეიქმნა და ვიფიქრე, ნუთუ აქამდე არ დავკვირვებივარ მზის ამოსვლას? როგორ არა, რამდენჯერ, მაგრამ ახლა? ახლა ყველაფერი სხვანაირად ჩანს. მზე ამოდის, მზე ამოდის, მზე ამოდის... რა ფერი არ გინდოდა თავში მოგსვლოდა, ყველას იპოვიდი ცაზე უკლებლივ. თითქოს ვეჯიბრებოდი ამ სანახაობის შემქმნელს, აბა თუ გამოვიჭერდი და რაც კი ოდესმე ფერი მინახავს ყველას ვისენებდ, ყველას ვპოულობდი, ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ ამ ერთგვარ თამაშში, თუ შეჯიბრში, მე ჩემს თავს არ ვგულშემატკივრობდი, მხატვარისკენ ვიყავი. არ მინდოდა ჩამეჭრა და პირველად ჩემს ცხოვრებაში გამიხარდა რომ დავმარცხდი. როგორც კი მზემ თავი ბოლომდე ამოყო, მეც სხვა რამეზე გადავიტანე ყურადღება. ოთახს მოვავლე თვალი. რამოდენიმე ქოთანი ულამაზესი ყვავილებით, სათამაშოები, აი ისინი, რომელიც მე ძალიან მომწონდა, არა, ბანალური დათუნიები ნამდვილად არ იყო. როგორც ჩანს ყველა კარგად მიცნობდა. ვაგრძელებ თვალიერებას, ახლა ჩემს გვერდითა ტუმბოს ვუყურებ, რამოდენიმე დაკუჭული ფურცელი ვიღაცას ნაზად გაუსწორებია ისევ და გვერდით მედო და მინდვრის ყვავილები, რომელიც აშკარად ხელით იყო მოკრეფილი და ვულგარულად შეფუთული არ იყო, მაგრამ მაინც თავმომწონედ იყურებოდა მთელ სივრცეში. ნეტა ვინ მოიტანა? ჩემი კესანები, ჩემი საყვარელი კესანები. ერთადერთი ყვავილი, რომლის ნახვაც მაბედნიერებდა. ვუყურებდი და სიცოცხლის სურვილის გარდა არასდროს არაფერს ბადებდა ჩემში. ახლაც ვუყურებ და ვხვდები, რომ მხოლოდ ამ კესანებისთვის ღირდა თვალის გახელა. ნამდვილად ეტყობა ამ ყვავილს ღმერთის ხელი. როგორ მაინტერესებს რა ფურცელი დევს ტუმბოზე, მაგრამ ვხვდები რომ რაც გავაკეთე ეგეც მიღწევა იყო, ძლივს ვამოძრავებდი თვალებსაც და ტანის დამორჩილება რამენად შემეძლო არ ვიცოდი. დიდხანს ვფიქრობდი , ვიყურებოდი აქეთ-იქით, და მაინც გამკრა გულში გრძნობამ, ძლივს დავაცილე ტუჩები ერთმანეთს და ამოვიხავლე ისეთი ხმით, მეც კი შემეშინდა, მიუხედავად იმისა რომ იმაზე ჩუმად ავბურდღუნდი ვიდრე წარმოგიდგენიათ - ნუთუ არავის ვედარდებოდი ისე ძალიან, ყვავილების, სათამაშოების და ვალდებულების მოხდის საგნების გაარდა არაფერი რომ არ გააკეთა? - საკუთარ თავზე გავბრაზდი, თითქოს ეგოისტივით ვიქცეოდი, მაგრამ აშკარად საავადმყოფოში ვიყავი, იმიტომ რომ ყველგან მილები მქონდა შეერთებული, ამ აპარატის ზუზუნმა უკვე ტვინი მატკინა. თვალებს ვხუჭამ და როცა სიბნელეს ვხედავ მაკანკალებს. ვეღარ დავხუჭავ თვალებს, ვეღარ შევეგუები სიბნელეს. ვიცდი, ვუყურები, ვფიქრობ. გადავწყვიტე მაინც გამერისკა, ხელის ამოძრავება ვცადე. არ გამომივიდა, ძლივს ავწიე რამოდენიმე სანტიმეტრზე და ძალა აღაარ მეყო. ისევ ვცადე. ეს ცდა რამდენს აღწევდა უკვე არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობდი უკეთესად გამომდიოდა. ბოლო იმდენი ვქენი, რომ ძლივს მივწვდი ტუმბოდან კეკლუცად გადმოსულ ფურცლის წვეროს, ისეთი მსუბუქი იყო,როგორც არასდროს. მოვკიდე ხელს მკერდზე დავაგდე, ხელი კი თავის ადგილას დავაბრუნე და თითქოს სულიერი ყოფილიყოს, ისე ვუთხარი დაისვენე კარგი ხართქო. გავბრაზდი თავიდან, ვუყურებ და ამხელა ფურცელზე მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა წერია.

-ნეტა ვის შეენანა სიტყვები ჩემთვის? - გავიფიქრე და მივხვდი, რომ იმის მადლიერი უნდა ვყოფილიყავი და მე კიდევ ვლანძღავდი. დამნაშავედ ვიგრძენი თავი და წაკითხვა ვცადე. ვიღაცას ძალიან, ძალიან ცუდი კალიგრაფია ქონია. 
ფურცელზე ეწერა “გელოდებით ნინო, არ დაგვაღალატო, გახსოვდეს შენით ვთბებით. ახლა ყინულის ლოდებივით ვართ, სანამ დავისხვრევით დაგვიბრუნდი. გვჭირდები. გვიყვარხარ.” ბოლოში ქვევით ეწერა ფანქრით ორი სიტყვა, რომელიც ავტორს გადაუშლია, მაგრამ კვალი მაინც დარჩენოდა, ამოვიკითხე - “ ოღონდ არ დამტოვო”. 
ვერ გეტყვით რა დამემართა, გული საშინლად დამიმძიმდა, სახე საშინლად ამიხურდა და ისიც ვერ ვიგრძენი როგორ მოდიოდა ჩემს სახეზე მლაშე სითხე. მტკიოდა. ამ სიტყვების ავტორის ნაცვლად მტკიოდა. ჩემი ბავშვები, აშკარად ჩემები არიან, ცოცხლები არიან, კარგად არიან.

-მადლობა უფალო, მადლობა. - მადლიერი ვიყავი ღმერთის. ხელწერა კი აშკარად ძიმასი იყო, მხოლოდ ის დღაბნიდა ასე. გამეცინა ჩემს თავზე. ჩემი გადარეულები. სად არიან ნეტავ ახლა? იქნებ ისინიც პალატებში არიან? დიდხანს ვფიქრობდი და ფურცელს ვუყურებდი, როცა უცნაურმა აზრმა დამარტყა თავში. გადავხედე ფურცელს და დიდხანს ვკითხულობდი, ვაკვირდებოდი - “ოღონდ არ დამტოვო”. არ იყო ეს ის კალიგრაფია, რითიც ზემოთ იყო დაწერილი ის სიტყვები. ნამდვილად არ იყო. ბვრჯერ იყო ამ სამ სიტყვაზე გადავლებული ფანქარი, გადახაზულიც იყო, მაგრამ ძალინ მკრთალად ჩანდა და ძლივს აღმოვაჩინე. მერე საგულდაგულოდ იყო წაშლილი, არ გამოუვიდა ფაქტია, სავარაუდოდ ფურცელიც მისი დაკუჭულია, მაგრამ ეტყობა ვეღარ გაიმეტა გადასაგდებად, გაშალა და იქვე დადო. საიდან მეცნობოდა ეს სიტყვები, საიდან? ვერ ვიხსენებდი, არადა ისე მეცნობოდა. ჰმ, საინტერესოა. მეც საფიქრი მეტი რა მქონდა, ჩაციკლული მანიაკივით სულ ამ ნაწერს ვუყურებდი და თან ჩემს ბავშვებზე, ოჯახზე ვფიქრობდი. ნეტა დედა როგორა, ან მამა. თორნიკე? ღმერთო, ხომ ვიცი საღ აზრზე არ იქნება. ფაქტიურად მთელი 21 წელი მის კალთაში გავატარე. არასდროს ვივარცხნიდი ჩემით თმას, თუ სახლში თორნიკე იყო, არც თვითონ მაძლევდა ამის საშუალებას. ყოველთვის მოვიდოდა, კალთაში ჩამიჯენდა, ჯერ მეფერებოდა თმებზე, სახეს ბოლომდე ჩაყოფდა ჩემს თმებში (იმხელა თმები მქონდა, თავისუფლად ჩაეტეოდა თვითონაც). მეუბნებოდა, ყველაზე კარგად აქ ვფიქრობ, შენს თმებში რომ ვარ ახლართულიო, მეც ვაცლიდი ფიქრს, მერე უცებ ამოყოფდა თავს, აიღებდა სავარცხელს და ისე ნაზად, ნელა დამვარცხნიდა სულ მიკვირდა კაცი ამას როგორ ახერხებთქო. მამშვიდებს და მსიამოვნებსო მეტყოდა. შეეძლო ნაჩხუბარი მოსულიყო სახლში. დასისხლიანებული ხელებით, დედას არ დანახვოდა, შემოპარულიყო ჩემს ოთახში და ჩემს თმებში ისე ჩასძინებოდა, როგორც ვითომ არაფერი მომხდარა და ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო. მეც რადგან ჩემი თმები ჩემი ძმის ერთადერთი დასამალი და წმინდა ადგილი იყო, არავის არასდროს ხელს არ ვაკიდებინებდი, მამასაც კი. ზოგჯერ ზურაბი გაბრაზდებოდა.

-მამა სანამ თორნიკესი გახდებოდა მე რომ გიკეთებდი ერცახე თმაზე კიკინებს არ გახსოვს?
 სულ მეცინებოდა თორნიკე ისე შეუბღევრდა, შენი იყო ახლა ჩემია და შეეშვიო, თითქოს რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანზე დაობდნენ და ჩხუბობდნენ. ამის არ იყოს და უცებ დავიხედე ჩემს თმებზე, კოხტად იყო დალაგებული, თითქოს ვიღაცამ განგებ მოუძებნა ადგილიო. ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი ამხელაზე გაზრდა როდის მოასწროთქო, თითქმის თეძომდე მქონდა, მაგრამ არაფერი მიფიქრია საეჭვო, თორნიკეს გამო თუ გავიშლიდი, თორემ სულ შეკრული მქონდა კოსად, ეტყობა ვერც შევამჩნიე შესაჭრელი რომ ყოფილა.
-აქედან რომ გავალ თორნიკესგან ნებართვა უნდა ავიღო თუ ომცემს თქვენი შეჭრის ნებართვას- დავიჩურჩულე და ჩემს თმებს მოვკიდე ხელი, უნაზესი იყო, თითქოს მეც ვიგრძენი ის რასაც თორნიკე გრძნობდა. სიმშვიდის განცდა.
რაც დრო გადიოდა მით უკეთ ვხდებოდი, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით, უკვე კარგად იყო გათენებული, მეც ფიქრებიდან დავბრუნდი, ფურცელი თავის ადგილას დავდე, კესანებსაც შევავლე ხელი, ისევ უაზროდ გამეღიმა და ახლა გახალისებულმა წამოჯდომა ვცადე, გამიჭირდა, ძალიან გამიჭირდა. თურმე ყველაფერი უნდა დააფასო ადამიანმა. როგორ ვიფიქრებდი წამოჯდომას რომ ვინატრებდი და ამხელა ძალისხმევის და მოთმინების დახარჯვა რომ მომიწევდა ამაზე. რა თქმა უნდა, საკმაოზე მეტი ჯიუტი ვიყავი იმისთვის, ასე ერთ პოზაში წამოწოლილი დავრჩენილიყავი და ჩემი არ გამეტანა, ძლივს წამოვწიე ტანი და ცოტა უკეთ ვიწექი. ბალიშიც ძლივს გავისწორე და ქოშინავარდნილი ძლივს დავიწყნარე თავი და დავირეგულირე სუნთქვა.

-ღმერთო დიდებულო. - ამის თქმა იყო და კარი გაიღო, როგორც ჩანს ჩემს ხმაურზე შემოვიდა. ბიჭი. პირველად თეთრი კედები დავინახე, სულ სულ თეთრი და ერთ წამს შურმ გამკრა გულში, ვერსდროს ვერ ვუნარჩუნებდი ასეთ წმინდა თეთრს ჩემს კედებს. უკვე წარმაწეული ზევით დავიწყე ახედვა და ათვალიერება ყმაწვილის, თან სუნთქვას ძლივს ვირეგულირებ, თან ისიც მიკვირს რას გაჭედილა ეს ბიჭი კარებშითქო,” ნეტა მე ვიყავი გათიშული თუ ეს?” გავიფიქრე. მოკლედ იმხელა ფეხებზე იდგა ეს ბიჭი ნებისმიერ გოგოს შეშურდებოდა, აქ უკვე ჩამეღიმა. ტანზე რომ გავხედე კიდევ უფრო გაკვირვებული დავრჩი, აშკარად უვლიდა ბიჭი თავს, რაც ნამდვილად გასაკვირი იყო. რომ გითხრათ კუნთებით იყო სავსეთქო არა, ნამდვილად არა, გულისამრევია ჩემთვის ბიჭს უყურებდე და კუნთების მეტს ვერაფერს ხედავდე, ჰოდა ძირითადად კუნთებია მათი ჭკუაც, აბა თავში ჩალის მეტი აარაფერი უდევს 99%-ს. აქ კიდევ უფრო ღრმად ჩამეღიმა, თუმცა მეეჭვება იმდენად შეუმჩნეველი უნდა ყოფიყო ჩემი ეს ქმედება, ბიჭს შეეტყო. მოკლედ სახეზე რომ შევხედე, წარბები შევკარი, ამას კი ნამდვილად შეამჩნევდა.”ნეტა სად ვარ, თბილისში ვარ ვითომ მართლა თუ სადმე სხვა სამყაროში მოვხვდი. არ მიყვარს გოგოები ბიჭებით აღფრთოვანებით რომ საუბრობდნენ, მაგრამ ამ ბიჭზე რომ შეგეხედათ, უბრალოდ ვერ დამალვდით ემოციებს. მოკლედ, მივაშტერდი ჩემდაუნებურაად თვალებში,იმიტომ კი არა რომ დავხამდი ან რამე, აი საერთოდ არა, მაგრამ თვლალები ისეთი რაღცნარი ქონდა, რომ გითხრათ ისეთი შთაბეჭდილება ვითომ ჩამქრალი დაღლილი თვალები ახლახან გაუნათდა ამ ბიჭს და კიდევ იმატებს ამ თვალებში რაღაც დიდი ნათელითქო არ დამიჯერებთ ალბათ. მიუხედავად ამისა, უნდა გითხრათ რომ ბიჭს შავი,ძალიან ძალიან შავი თვალები ქონდა. რომ არა ეს ნათელი რაც მის თვალებში შევატყვე ძალიან შემეშინდებოდა, უკუნით ღამეს მოგაგონებდათ, ღამე და სიბნელე კი უკვე ძალიან ცუდთან ასოცირდება და უცებვე გამაკანკალა გახსენებულა ამბავმა ტანში. ბიჭს შავი, მოკლე თმა ზღარბივით ქონდა თავზე. მოკლედ აქედან მწოლიარეს ძალიან მაღალიც მეჩვენებოდა. როცა დავამთავრე ათვალიერება ბიჭს ჩეღიმა, მაგრამ არ შემიტყვია რომ შევნიშნე. ვინ ეკითხებოდა ამას რამეს. თუ ექთანია, რას გაჭედილა კარებში, ძლივს მოვედი გონს, ისე მწყურია არანორმალურად, ცუდად ვარ, დამაყუჩებელი არ მაწყდენდა, კიდევ ათასი კითხვა მაქვს და ეს დგას და მიყურებს. უფროსთან ამ ბიჭს ჩემგან საყვედური არ აცდება.

- დიდხანს იდგები ახლა მანდ თუ დამეხმარები. გონს მოვდივარ და არც ექთანს ვხედავ არც ექიმს, როგორ ფიქრობ რა შთაბეჭდილება მრჩება თქვენზე და ამ კლინიკაზე საერთოდ. რაც შეიძლება მალე შემომიტანე წყალი და გამარკვიე როგორ ვარ, ან ექიმს დაუძახო და ექიმმა ამიხსნას ჯობია. იქნებ საუბარიც არ იცი ყველაფერ სიკეთესთან ერთად. რას დგახარ კარებში, ან შენ შეუდექი საქმეს ან სხვა ექთანს დაუძახე. - არ ვიცი რამ გამამწარა, მაგრამ ნაწილობრივ 100%-იანი ვიყავი. ბიჭი ადგილიდან არ ინძრევა გაოცებული მიყურებს, ამაზე კიდევ უფრო გავმწარდი. სუნთქვა კიდევ არ მქონდა დაწყნარებული ბოლომდე.

-როგორ შეიძლება ასე, როგორც კი გათენდა, იმის მერე თვალი არ მომიხუწავს, ან მორიგე არ იყავით რომელიმე ექთანი, ან ექიმი არ არის მთელს კლინიკაში, ან ჩემები არ არიან აქ? რა განუკითხაობაა. არა, კიდევ დგახარ და მიყურებ, იცი რამდენი ხანია წამოჯდომას ვცდილობ? იცი რამდენი ხანია სუნთქვის დაწყნარებას ვცდილობ? ასე უვლით პაციენტებს? საყვედური არ აგცდებათ, მე არ ვიყო ნინო ავალიშვილი, ეს ასე თუ დავტოვო. იცი როგორი გრძნობაა იღვიძებ დატანჯული და ოთახში არავინაა და სანამ არ გამოფხიზლდება და გამოიღვიძებს მორიგე ექთანი იქამდე არავინ გაკითხავს და გაქცევს ყურადღებაც. პულტიც საწოლის თავზე არის დაკიდული, ვითომ იქამდე ხელის აწევას არანაირი ძალისხმევა არ სჭირდებოდეს. რანაირი ექთანი არ შენ. სწრაფად იმოქმედე თუ შეიძლება. - დავამთავრე სიტყვით გამოსვლა და მარტო ჩემს სუნთქვაზე ვფიქრობ, ამდენმა ლაპარაკმა კიდევ უფრო დამღლა, თან ჩემი ხმა მაშინებდა, აშკარად არ იყო ჩემი ბუნებრივი ხმა და ძალიან მაღიზიანებდა. ბიჭს გავხედე რომ არ ინძრეოდა კიდევ, ალბათ ახლა რაც კი ძალა მქონდა მოვიკრეფდი, შეუძლებელს შევძლებიდ და რომელიმე გვერდით მდგარ ქოთანს გავუქანებდი, როცა გავიგონე ბიჭის ხავერდოვანი, ირონიით სავსე ხმა:
.. (თავი ჩაიქნია) საყვედური არა ქალბატონო ნინო, საყვედური... ექთანი... თურმე არ მივაქციე ყურადღება... ეს არ იყოს ნინო ავალიშვილი. (დამცინა ვითომ და ხმა დაამსგავსა ჩემს ამაზრზენ ხმას, თან ბრუნდებოდა და მიდიოდა) უმადური - ჩაილაპარაკა და კარები მიიჯახუნა. როგორ ვიყავი? ზე გაოცებული. გამწარებული. გაწიწმატებული. ეს ვის გაუბედა ამ უბედურა. გაგიმწაებ სიცოცხლეს. დაგატოვებინებ კლინიკას. დამაცადე ავდგე ფეხზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent