შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემიდან შენამდე (ნაწილი 1)


15-07-2017, 01:58
ავტორი aNuGi
ნანახია 9 157

ათასფრად განათებულ მოედანზე ბედნიერებისგან გაცისკროვნებული ვცეკვავდი, ვტრიალებდი დაუსრულებლად, ემოციებით, ხელებგაშლილი, ასე მეგონა მთელი სამყარო ჩემი იყო, მთელი დედამიწა ჩემს გარშემო ტრიალებდა, რა ვიცოდი, ძალიან მალე ჩემი ცხოვრება რომ საშინელებას დაემსგავსებოდა, შემდეგ კი სრულიად სხვა სამყაროში ამოვყოფდი თავს.
სხვადასხვა ფერები ისე ლამაზად დამთამაშებდნენ თითებზე რომ აღტაცებით შევცქეროდი თითოეულს, ვცდილობდი დამეჭირა, გულში ჩამეკრა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, მოღუშული ვიდექი და თან ბედნიერებისგან ვბრწყინავდი, აღარ მახსოვდა არც სასტიკი მამა, არც საშინელი დღეები, იმ წამს მხოლოდ ფერად ბურთებზე ვფიქრობდი, რომლებსაც წელიწადში სულ 4ჯერ ვხედავდი და ოთხივეჯერ ვცდილობდი მათ დაჭერას.
სანამ ჩემი ბურთებით ვერთობოდი, იქამდე საყვარელი მოხუცი მომიახლოვდა, თბილად ჩამომისვა მკლავზე ხელი და ფრთხილად გამომიცურა თითებში თხელი წიგნი.
- ეს ჩამოგიტანე თაია, რომ წაიკითხავ აუცილებლად დამიბრუნე!
- ხვალვე, ნინა ბებო, ხვალვე დაგიბრუნებთ - მთელი ძალით მოვეხვიე და მოხუცმაც აცრემლებული თვალებით დამიკოცნა ლოყები.
- რა კარგი გოგო ხარ თაი, როგორ მენანები ამ სიბინძურისთვის - დანანებით გააქნია თავი და ოდნავ მოშორებით გადგა, დავინახე როგორ წამოვიდა მამა ჩემკენ, შიშისგან წიგნი ზედის შიგნით ჩავიჩურთე და ძლიერად შემოვიხვიე ხელები.
როგორც ყოველთვის დინჯი ნაბიჯებით და მკაცრი მზერით მომიახლოვდა, ხელი ჩამავლო იდაყვში და ძალით წამიყვანა სახლისკენ.
- მილიონჯერ მაინც გაგაფრთხილე ნუ ეხუტები მაგ ბინძურ მოხუცს მეთქი! - იღრიალა და იქვე მდგომი ლარნაკი მთელი ძალით დაახეთქა იატაკს - ვინ იცის, რა სისულელეებით გიტენის, მაგ გამოშტერებულ ტვინს! ვინ იცის რას გეგმავ ჩემს წინააღმდეგ - მთელი ამ დროის განმავლობაში თავდახრილი ვიდექი და მის ღრიალს ვუსმენდი, ხმაზე დედაც გამოვარდა, ფართუკზე ხელები შეიხოცა და ჩემკენ წამოვიდა.
- რა გააკეთე თაია? - მხრებში ჩამავლო ხელი და ძლიერად შემანჯღრია - კიდევ იმ ქალს დაელაპარაკე? - ძლივს შესამჩნევად დავუქნიე თავი და თვალებიდან რამდენიმე კურცხალი დამცდა, უეცრად მამა მთელი ძალით ეცა დედას თმებში და მისკენ დაქაჩა.
- შენი გაზრდილია, შენი გატუტუცებულია! ერთხელ რომ ვეუბნები არ ესმის, მილიონჯერ უნდა ვუთხრა! - მთელი ძალით გაიქნია და დედა კვნესით გადავარდა იატაკზე - ასეთი *უკნა ხარ შენ, ასეთი შეუგნებელი და გაუნათლებელი ძ*კნა ხარ, ვერ ხვდები რომ აქ მე ვარ ყველაფერი - მისკენ დაიხარა, ყბებში ხელი ჩაავლო და ზემოთ აქაჩა, ისე რომ რამდენიმე სანტიმეტრით აიწია დედა და ვიგრძენი როგორ მოაწვა ყელში გაჩხერილი ბურთი, მისი თვალები მხოლოდ ზიზღს გამოხატავდნენ, ვერ იტანდა ამ კაცს, მის შეხებას, ან ვის უნდა აეტანა, მოცახცახე მხრებით ვუყურებდი მას და ვერაფერს ვაკეთებდი, მძულდა ჩემი თავი უმოქმედობის გამო, მაგრამ დედამ დამაფიცა, მახსოვს ადრე ჩავერიე და ისეთი დამმართა, ერთი კვირა ვერ ვდგებოდი, მაგონებდა რომ ეს ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ წიგნები მის სიტყვებს ჰაერში ფანტავდა და ნაცარად აქცევდა ყველა მის მოქმედებას, წესით სხვა გოგოებივით მამაჩემი უნდა გამეღმერთებინა, მაგრამ ჩემს გონებაში, მასზე საშინელი მამაკაცი არ არსებობდა.
ისევ თმებში წაავლო ხელი, თმით აითრია და ფეხზე დააყენა, ტკივილისგან მოკეცილი დედა ტუჩებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს და ცდილობდა არ ეტირა, შეწინააღმდეგებას ვერ ბედავდა, ერთი მისი სიტყვა და ათმაგად ბევრს დამართებდა, ხელი ჰაერში აღმართა, ძლიერმა ტორმა შხუილით ჩაიმარა და ისეთი ტკაცუნის ხმა გაისმა, შეშინებულმა გავიწიე დედისკენ, მაიას ოდნავ გვერდით ჰქონდა თავი გადახრილი და საწყლად კვნესოდა, ვერ მოვითმინე, მისკენ ნაბიჯის გადადგმა მინდოდა, მაგრამ მაინც მოახერხა გაყინული თვალებით შემოეხედა, მანიშნა არ ჩაერიოო, მეორე ხელიც აიღმართა ჰაერში და მეორე ლოყაზეც დააჩნდა წითელი კვალი, ტკივილისგან მე დავიკლაკნე, მინდოდა ამ კაცისთვის ყელი გამომეჭრა, მინდოდა ყველა სისხლის წვეთი, რაც მისგან მიჩქეფდა მომეშორებინა, გადამეგდო, ამომეჭრა და ამომეწურა ჩემი ვენებიდან, რომ არ მეგრძნო მისი არსებობა ასე ძლიერ ჩემს არსებაში.
როგორც კი მის წამებას მორჩა, ამაზრზენად გაიბღინძა, კმაყოფილმა მოავლო მზერა იატაკზე გაშოტილ მაიას და ზემოდან გადაუარა.
- ასეთი ბედი გეწევა შენც, შენს ქმარს რომ შეეწინააღმდეგები, კაცები ვართ ყველაფერი, ჩვენით იწყება და მთავრდება სამყარო, ქალები არარობები ხართ და ვწუხვარ დედაშენმა ვაჟის ჩუქება რომ ვერ მოახერხა, ასეთი უხეირო და უნიათო შვილი მაინც არ მეყოლებოდა - ზიზღიანი მზერა შემავლო და ამაზრზენად ჩაიცინა - მაგრამ გაგყიდი შენც, იქნებ ფული მაინც შემოიტანო ოჯახში! - იქვე კარებთან გადააფურთხა და სწრაფი ნაბიჯებით გაიარა ეზო.
მძულდა, მძაგდა, მეზიზღებოდა, მისი დანახვაც კი გულს მირევდა, ფრთხილად დავიხარე დედასთან და წამოვაყენე, ერთხელაც არ დაუკვნესია, 18 წელი ერთი და იგივე ტკივილი უკვე კი არ კლავდა, აძლიერებდა.
- მაი, დამეხმარე რა, ვერ გაყენებ!
- არასდროს ჩაერიო იცოდე - განწირულივით ხაოდა და მხრებზე ძლივს მიჭერდა მის დატყავებულ თითებს - გეხვეწები დე, არასდროს არ ჩაერიო! - ცრემლიანი თვალები მომანათა, რაც შემეძლო ფრთხილად დავსვი ტახტზე.
- დაგიმუშავებ რა! - შევევედრე და მის მუხლებთან დავიხარე - დედა, ხომ გაუძლებ? არ მიმატოვო გემუდარები
- არ მიგატოვებ დე - ძლივს აწია ხელი ჰაერში და სახეზე მომეფერა - შენს ოთახში შედი, მე თვითონ მივხედავ თავს!
- დედა!
- შედი მეთქი - ღრმად ამოიოხრა და ძლივს წამოიზლაზნა ტახტიდან - შედი თაი, შედი! - ფრთხილად მიბიძგა ოთახისკენ და ღრმად ამოიოხრა - წიგნი წაიკითხე და ხვალ დაუბრუნე იცოდე - სანამ შევიდოდი კარებში დამაწია სიტყვა, გაოგნებულმა მოვბრუნდი, მაგრამ უკვე ეზოს ბოლოში იდგა და ჭრილობებს იბანდა.

***

- სად არის დედაშენი? - ამაზრზენი ღიმილით დაბრუნდა სახლში, სახეზეც ეტყობოდა რომ ნასიამოვნები იყო, ზედა ტუჩი ზიზღისგან ამეპრიხა, ღრმად ამოვისუნთქე და თითით სამზარეულოზე ვანიშნე.
იქეთ დაიძრა და სამზარეულოს სკამზე დაებერტყა.
- მაჭამე რამე ქალო! - ჩაიღრინა და იქვე დადებულ ბინძურ თეფშს ხელი კრა, ისიც ზათქანით დაეცა იატაკზე და ნაწილებად დაიფშვნა - მეზიზღება ბინძური თეფშები, შენს თავს მახსენებს! - დამცინავი ტონით მიუგო, დედამ უსიტყვოდ დაუდო საჭმელი და მის წინ ჩამოჯდა თვალებდახრილი.
- მიხარია ზედმეტს რომ არ წიკვინებ, ადრე წიკვინებდი, მაგრამ შეგაჩვიე სიჩუმეს! - იმ წამს ყველაზე მეტად მინდოდა თითოეული ლუკმა შხამად შერგებოდა, მინდოდა რამდენიმე წამში მისი უმწეო ხავილი გამეგო, მაგრამ ისე ჩაამთავრა საჭმელი რომ არც ხავილი გამიგონია და არც მისი ამაზრზენი ხმა.
ორმაგად ნასიამოვნები წამოდგა და მისაღებში გადაინაცვლა, ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ მაინც არ ვტყდებოდი, მივეჩვიე ტკივილს, დაუღალავ შრომას და მწარე ხელს.
ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა.

***

მეორეჯერ რომ ჩამოვიდა ცირკი, ისევ მრავალი ფერით აივსო ჩვენი სოფელი, ერთადერთი ეს სინათლე მოდიოდა მთელი ქვეყნიდან, მეტი არაფერი, მხოლოდ ისინი ახერხებდნენ შემოსვლას, ისიც იმიტომ რომ მამაკაცები თავიანთ საყვარლებთან ერთად გამოსულიყვნენ ცირკში, დიასახლისებს კი ამის უფლება არ ჰქონდათ.
მეზიზღებოდა მათი წესები,
გულს მირევდა მათი ნასიამოვნები სახე,
როდესაც იჯდნენ შუა მინდორზე, მოკლეკაბიანი ქალები ეჯდათ მუხლებზე და ეფერებოდნენ, მათი ბინძური ხელებით ეხებოდნენ ყველგან და შემდეგ ცოლებთან მიდიოდნენ. მათთვის არ არსებობდა სირცხვილი, არც ნამუსი, მათ არ გააჩნდათ აზროვნების უნარი და მხოლოდ სიამოვნებას აღიქვამდნენ.
ჩვენს სოფელში მხოლოდ მამაკაცი ითვლებოდა ადამიანად, ჩვენ მონები ვიყავით, ქალები ადამიანებად არ ვითვლებოდით, მამაჩემისთვისაც ტრაგედია იყო ქალის დაბადება, მაგრამ ყველაზე მეტად იმის გაფიქრებაც მკლავდა რომ მისნაირი წამიყვანდა, ისევე მომექცეოდა როგორც დედას ექცეოდა მამა, ისევე მომაყენებდა შეურაცხყოფას, როგორც ის და მე ვერაფერს გავხდებოდი, მორჩილად ავიტანდი ქმრის საქციელებს.
ამის გაფიქრებაზე ხშირად ვფიქრობდი რომ თვითმკვლელობით დამესრულებინა სიცოცხლე, ჩვენი გონება დაბადებიდან მოწამლული იყო, შხამისთვის გამეტებული უფრო სწრაფად ისრუტავდა ცუდს და მიუღებელს, ვიდრე კარგს. ჩვენი გონებისთვის ძალადობა ჩვეულებრივი ფორმა იყო, ეს იყო ის რეალობა რომელსაც უნდა შევგუებოდით, რომელიც უნდა გაგვეთავისებინა და შეგვესისხლხორცებინა.
ჩვენ ამას ვაკეთებდით, ყოველგვარი პროტესტის გარეშე, იქამდე სანამ საკუთარ თავზე გამოვცდიდით, მერე გვიჩნდებოდა პროტესტი, მაგრამ იმასაც კლავდნენ ჩვენში-მონებში.
ისევ ფერად ბურთებს გავუსწორე მზერა, რამდენჯერაც არ უნდა ჩამოსულიყვნენ ერთადერთ ნათელ წერტილად მეჩვენებოდა ეს დღე ჩემს ცხოვრებაში.
მე გონება დამიმახინჯეს, ამ სიმახინჯემ კი ძალიან გვიან იჩინა თავი ჩემში, ისინი არაადამიანები იყვნენ და მე უფრო უსუსური ვიყავი, რადგან ვხვდებოდი აქ დარჩენის შემთხვევაში მათნაირი გავხდებოდი, რაც ყველაზე მეტად არ სურდა ჩემს არსებას.

***

- ჩემთან ურთიერთობას გიშლიან არა? - შორიდან შემომძახა მოხუცმა ისე, რომ არავის გაეგონა.
შეუმჩნევლად დავუქნიე თავი, მაგრამ ვიცოდი დაინახავდა.
- შენ უნდა გადარჩე თაია, შენ უნდა იბრძოლო, არ დანებდე! - ფრთხილად ჩამჩურჩულა, ისე ჩამიარა რომ მხარი გამკრა და საპირისპირო მხარეს მივბრუნდი ინერციით. ჩემს წინ კი საოცარი სამყარო გადაიშალა, რაღაც ორ შავ ირისს შორის დავიკარგე და დაბნეულმა მივაშტერდი მოშორებით მდგომ უცნობს თვალებში.
სახის შეცნობა ვერ მოვახერხე, მხოლოდ მის თვალებს ვუყურებდი და მაშინ პირველად გავიელვე ოცნება გულში. 
“ნეტა ჩემს პატარასაც ასეთი თვალები ჰქონდეს” მეთქი,
მერე მწარედ გამეცინა ჩემს ოცნებაზე, ეს ხომ შეუძლებელი იყო, თვალი მოვაშორე და საცეკვაო მოედნისკენ წავედი.
მინდოდა მეცეკვა, მთელი ემოცია დამეხარჯა ამ ყველაფერში, ვიცოდი ამით გაბღენძილ მამაკაცებს გავაბედნიერებდი, ტაშს დამიკრავდნენ და მამაჩემთან შემაქებდნენ.
ის კიდევ ქედმაღლურად გაიღიმებდა და კმაყოფილ მზერას შემავლებდა.
მეზიზღებოდა ეს გრძნობა, ცივი ლავასავით ედებოდა სულს და უფრო მიმძიმებდა, მამძიმებდა იმ კაცის სიამოვნება, ვისი ხელებიც დედაჩემს ტკივილს აყენებდა.
ცეკვა რომ დავიწყე, მთელი მოედანი შემოვიარე, ვტრიალებდი, ვბზრიალებდი, ვმოძრაობდი დაუსრულებლად, ერთ-ერთი ილეთის შესრულების დროს კი უშნოდ დავდგი ფეხი და მოწყვეტით დავეცი ბალახზე.
სიმწრით დავაჭირე ტუჩები ერთმანეთს და წამოდგომა ვცადე, რამდენჯერმე გავიფართხალე, მაგრამ ვერაფერს გავხდი, უეცრად ძლიერი ტორები მომედო მკლავზე და ფრთხილად წამომაყენა.
ისევ შავი თვალების დანახვისას უცნაურად გამცრა ტანში, პირველად მეხებოდა უცხო მამაკაცი და გაუაზრებელი ემოციებისგან მთელი სხეული მიცახცახებდა, უკან გაწევა ვცადე, მაგრამ წონასწორობა ვერ დავიცავი და უფრო მჭიდროდ აღმოვჩნდი მის მკლავებში.
მაშინ არ მიფიქრია იმაზე რომ დამინახავდნენ,
არ მიფიქრია იმაზე თუ რა მოყვებოდა ამას.
მაგრამ მე დამინახეს და იქ ძალიან მაღლა ღრუბლებში საბოლოოდ გადაწყდა ჩემი ბედი..

***

მშვიდად მივაბიჯებდი სახლისკენ და ჯერ კიდევ მის შავ თვალებზე ვფიქრობდი, მინდოდა როგორმე ამ ბურუსიდან გამოვსულიყავი, მაგრამ რამდენჯერაც მისი თვალები მახსენდებოდა, ისევ ისე ვიკარგებოდი საოცარ გარემოში.
ფრთხილად შევიპარე სახლში, მამის მომსახურებაში გართულ დედას თვალებით მივეფერე და ჩემს ოთახში შევიკეტე, სასურველი წიგნი ვიპოვე, სწრაფად ამოვაძვრინე საწოლის კიდიდან და ჩანიშნულ ადგილზე გადავშალე.
ის საღამო ზედმეტად მშვიდი და უხმო იყო, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გარემო ხვალინდელი დღისთვის ემზადებოდა, თითქოს საშინელება უნდა მომხდარიყო.
მაშინ ამაზე არ მიფიქრია, არ მიფიქრია იმაზე რომ 18 წლის განმავლობაში პირველად მოდიოდა სიჩუმე ჩემი მშობლებისგან, პირველად იჯდნენ მშვიდად და ლაპარაკობდნენ.
არასდროს არ მესმოდა დედაჩემის, როგორ შეეძლო ერთ წამს მისი წიხლები ეთმინა, მეორე წამს კი მშვიდად გაეღიმა და მისთვის თბილად გაეცა პასუხი, ეს მონობას უფრო ჰგავდა, ვიდრე ცოლ-ქმრობას, ჩემს სამყაროში, რომლებიც წიგნების საშუალებით შევქმენი ასეთი ქმარი არ მყავდა, ასეთი ოჯახი არ გვქონდა, არასდროს მირტყამდა და არასდროს არ მაყენებდა შეურაცხყოფას, თუმცა მეც და ჩემს ირგვლივ მყოფმა გოგოებმაც, რომლებთანაც არასდროს მქონია კონტაქტი, უთქმელადაც ვიცოდით რომ ზუსტად ისეთივე ქმრები გვეყოლებოდა, როგორებიც ჩვენი მამები იყო და ამას ბავშვობიდანვე ვეგუებოდით.
როგორც კი სინათლე ყველა ოთახში ჩაქრა და გავიგონე როგორ უხმო დედას დასაწოლად, მეც სწრაფად ჩავაცურე წიგნი თავის ადგილას, საბნის ქვეშ შევძვერი და კისრამდე ავიტანე თბილი მატერია.
- დაიძინე თაი - ტრადიციულად შემოვიდა დედა და შუბლზე მაკოცა - ძალიან მიყვარხარ დე! - როგორც ყოველთვის ცრემლიანი თვალები მომანათა და ჩუმი ქვითინით გავიდა ოთახიდან.
მტკიოდა მისი ტკივილი, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ამასაც შეჩვეული ვიყავი, მეც იგივე მელოდა და ამაზე მხოლოდ იმიტომ ვდარდობდი რომ ბავშვობიდან ტკიოდა ჩემი “გოგოობა” დედას, ბავშვობიდან ეშინოდა გოგო არ ყოლოდა, არ უნდოდა იგივე ბედი გაეზიარებინა, ამას თვითონ შთამაგონებდა და ამით აღვიძებდა ჩემში ბრძოლისუნარიანობას.


***

დილა ჩვეულებრივად გათენდა, არაფერი განსაკუთრებული არ იყო, მშვიდად გავედი მისაღებში და ველოდებოდი როდის დაასრულებდა მამა ჭამას, მე არ მქონდა უფლება მის გვერდით დავმჯდარიყავი, რადგან არ ვიყავი კაცი და არ კადრულობდა ქალთან ერთად სადილობას. ზიზღით ავატარებდი ხოლმე ამ დროს თვალებს და მინდოდა მის ფეხებთან დამეფურთხა, დედას ისე კრავდა ხელს, რაიმე რომ მოეტანა მისთვის, მინდოდა მივვარდნილიყავი და ძალიან მაგრად დამერტყა, ისეთი სიძლიერით რომ თითოეული ძვალი მტკენოდა, მას კი სამუდამოდ დარჩენოდა ის სიწითლე, ყოველ სარკეში ჩახედვაში რომ დაენახა, გახსენებოდა, როგორი არაკაცი იყო.
ღრმად ამოვისუნთქე და იქვე დაგდებული ბალიში დივანზე დავაბრუნე, სწორედ იმ დროს მოადგა რამდენიმე მამაკაცი ჩვენს კარებს და მამა იხმო გარეთ. დაბნეულმა გადავხედე დედას, ისიც არანაკლებ გაკვირვებული ჩანდა, მაგრამ ნათლად დავინახე მის თვალებში არეკლილი შიში.
- თაი, ოთახში შედი! - მკაცრად მომმართა დედამ და თვალების ბრიალით გადმომხედა, უსიტყვოდ დავემორჩილე, ფრთხილი ნაბიჯებით დავიძარი ოთახისკენ, მაგრამ სანამ კარებს გამოვაღებდი, ვიგრძენი როგორ მწვდა ვიღაც თმაში და მთელი ძალით მიმქაჩა მისკენ.
- შენი ბო*ი დედას შე*ეცი მე! - მხოლოდ წამით გავიგე მამაჩემის ხმა და შემდეგ საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს თითოეული ღერი სათითაოდ ამომაცალეს, ყველაფერი ერთმანეთში აიზილა ირგვლივ, ტკივილმა ყველაფერი გადაფარა, ერთადერთი რასაც ვგრძნობდი მისი ძლიერი თითები იყო, რომლებიც მთელი ძალით მაფრინდებოდა ხან მხრებში, ხან ყბებზე, ხან კისერზე, ყვიროდა, იგინებოდა, მაგრამ ჩემამდე ბუნდოვნად მოდიოდა მისი ხმა, სადღაც შორიდან ჩამესმოდა, ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა, მაგრამ სხეულის წვა არ ნელდებოდა, სული კი უფრო და უფრო იყინებოდა, ტკივილისგან მხოლოდ რამდენჯერმე დავიკვნესე, გაშლილი ხელი მთელი სიცხადით დაეტყო ჩემს ლოყას, ხან ერთ მხარეს, ხან მეორე, არ მინდობდა, იმდენად ვიყავი მოდუნებული რომ შეწინააღმდეგების თავიც არ მქონდა, ჩემს სხეულზე დათარეშობდა, მირტყამდა, მძიძგნიდა, მსერავდა, მე კი ხმასაც არ ვიღებდი, სადღაც სხვაგან ვიყავი და ვცდილობდი რაიმე მაინც მეპოვა ხელჩასაჭიდი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ დამექაჩა თმებში ისევ და თმებით შემათრია ჩემს ოთახში.
გავითიშე.
ამ დღეს პირველად გავუგე მამაკაცის ხელს “გემო”.

***

თვალებს ძლივს ვახელდი, მთელ სხეულში მტეხდა და თითოეული კუნთი მტკიოდა, ჩემს შიგნით არსებული გული ძლივს ფეთქავდა და ვგრძნობდი როგორ მაწუხებდა უჰაერობა.
ძლივს წამოვჯექი საწოლზე და ღრმად დავიწყე სუნთქვა, ჩემს დალურჯებულ ხელებს რომ დავხედე, მივხვდი რომ ის ყველაფერი სიზმარი არ იყო.
უცებ დედამ შემომიღო კარები, თითქოს ჩემს გაღვიძებას ელოდებოდაო.
მიტკლისფერი იყო, ლასლასით ძლივს მომიახლოვდა და საწოლზე ჩამომიჯდა.
- რატომ გააკეთე ეს, დე? - დალურჯებულ სხეულზე თითები შემახო, შევკრთი და დაბნეულმა მივაშტერდი.
- რა გავაკეთე?
- იმ ბიჭთან ერთად დაგინახეს - თვალი ამარიდა და შეშინებულმა გაიხედა კარებისკენ - უცხოელთან, ცირკს რომ ჩამოყვა
- და? - უფრო ჩავეკითხე და მის პასუხს დაველოდე, ვერ ვხვდებოდი, ამაში რა იყო ისეთი, რაც ასე გააგიჟებდა მამაჩემს.
- დაგინახეს როგორ ეხუტებოდი თაი, დაგინახეს და დღეიდან შენ კა*პა ხარ მაგათთვის, სერიოზულად აღარავინ შემოგხედავს, ისევე გაგიყვანენ ცირკის პერიოდში, როგორც იმათ..
- რა? რას მეუბნები დედა - ფეხზე წამოვხტი ინსტიქტურად, მაგრამ ტკივილისგან ოთხად მოვიკეცე და მოწყვეტით დავეცი - დედა, ეს არ გამიკეთოთ, ასე ნუ გამწირავთ!
- ასეთია ჩვენი სოფლის კანონი, შვილო - ღრმად ამოიოხრა და როგორც კი ნაბიჯების ხმა გაიგო, ეგრევე დაიჩოქა ჩემთან, თმებში მწვდა და თავი მაღლა ამაწევინა, სიმწრისგან ცრემლები გადმომცვივდა.
- ეს როგორ გაგვიკეთე ჰა? - კიოდა და ლოყებზე ძლიერად მიჭერდა თითებს - თქვი როგორ გააკეთე! მამაშენს ასე როგორ მოექეცი, რას გაკლებდა? არაფერს! თქვი რას გაკლებდა?! - მისი ხმა იმდენად ხელოვნური იყო, ალბათ მამაჩემს კარგად რომ სცოდნოდა დედის ხასიათი, ეგრევე მიხვდებოდა, მაგრამ კმაყოფილმა შეგვავლო მზერა, ცოლს მოწონების ნიშნად გაუღიმა და მშვიდად გავიდა სახლიდან.
მე კიდევ ერთხელ ამერია გული,
კიდევ ერთხელ შემზიზღდა და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე დედის სიყვარულს.

***

ჩვენს სოფელში ასეთი ტრადიცია იყო, მას, ვისაც დაინახავდნენ მამაკაცთან ერთად, იმ დღიდან კა*პა იყო, ჩვეულებრივი ბო*ი, რომელთანაც ქმრები ერთობოდნენ, ხოლო ცირკის ჩამოსვლის პერიოდში, მათ უფლება ჰქონდათ რომ სააშკარაოზე გამოეყვანათ ის, ვისთანაც იყვნენ, მათთან ერთად საჯაროდ გაერთობოდნენ, აკოცცებდნენ, უარესსაც იზამდნენ, ამ დროს კი ცოლი უძლური იყო, ჩემი სოფლის მამაკცებისთვის არ არსებობდა სიტყვა “ერთგულება”, ეს მხოლოდ ქალების ხვედრი იყო, ხოლო კაცი, რომელსაც მხოლოდ ცოლთან ჰქონდა ურთიერთობა, საცოდავი და მათი საზოგადოებისთვის “შეუფერებელი”.
დედა მიყვებოდა რომ ეს კანონი ჯერ კიდევ ამ სოფლის უხუცესმა შემოიღო, რადგან მიაჩნდა რომ ჩაქოლვა, ჩამოხრჩობა და ნებისმიერი სხვა რამ, შვება იყო იმ ადამიანისთვის, ვინც აშავებდა, ხოლო სამუდამო ტანჯვა კი სამუდამო ღირსების შელახვასთან იყო დაკავშირებული.
მეზიზღებოდნენ,
მძულდნენ,
მძაგდნენ!
მათ დანახვაზე გული მერეოდა, არ ვესალმებოდი არცერთს, ზედაც არ ვუყურებდი არავის, ახლა კი მათი სათამაშო უნდა ვყოფილიყავი.
გაბრაზება მთელი ძალით მიბუყბუყებდა მუცელში, ზემოთ ამოსვლას და ამონთხევას ლამობდა, მე ბო*ი ვიყავი სოფლისთვის, რადგან მამაკაცთან ერთად დამინახეს, რადგან მას მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის, მათ არ სჯეროდათ რომ არაფერი მქონდა, მათთვის ერთი შეხებაც კი ქალის პატიოსნების შელახვა იყო.
მე შევცდი,
შევცდი იმ დღეს საერთოდ ცეკვა რომ გადავწყვიტე და შევცდი მაშინ, როდესაც პირველად ჩავისუნთქე ეს სიბინძურით გაჟღენთილი ჰაერი.

***

ისევ ისე ვიწექი, ტკივილისგან ახურებულ სხეულს ძალიან მოსწონდა საშინლად ცივი იატაკი, როგორც კი ერთი ადგილი ხურდებოდა, მეორე ადგილზე გადავხოხდებოდი და ასე ვიამებდი ჭრილობებს, არავინ იყო ისეთი, ვინც წამალს მომცემდა, ვინც შემიმსუბუქებდა ამ ტკივილს, შემსუბუქება კი არა, ყოველწამს ველოდებოდი როდის შემომინგრევდა კარებს მამაჩემი და ისევ მწვდებოდა თმებში.
თუმცა ის ღამე ისე დაღამდა და ისე გათენდა, ჩემი კარებისკენაც არ გამოუხედია არცერთს, მხოლოდ დედაჩემის კვნესა მესმოდა კარს მიღმა და მისკენ გაქნეული გაშლილი ხელი უჯრედებს მიღრღნიდა.
სანამ მისი ტკივილიანი ამოძახილები მესმოდა, იქამდე თვალიც კი ვერ მოვხუჭე, გამწარებული თითებით ძლიერად ვეჭიდებოდი იქვე დაგებულ თხელ ხალიჩას და მინდოდა ყველაფერი დამელეწა, მაგრამ ჩემს უსუსურ სხეულს, მხოლოდ საცოდავი ჩუმი ღმუილი შეეძლო.
რამდენი დღე გავიდა არ ვიცოდი, არც ის ვიცოდი დილა იყო თუ საღამო, ერთადერთი რაც შემეძლო დარწმუნებით მეთქვა იყო ის, რომ ჯერ კიდევ ვსუქნთავდი, ჯერ კიდევ შემეძლო ამ დამპალ მიწაზე დაბიჯება, სადაც ადამიანების წამების მეტი არაფერი ხდებოდა, ჯერ კიდევ შემეძლო ამ დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვა და იმ არაკაცების დანახვა, ვისაც ამ დონემდე მივყავდი.
ოდნავ შვება რომ ვიგრძენი ჭრილობებისგან, ფეხზე წამოდგომა ვცადე, თუმცა მოწყვეტით დავეცი ისევ ლოგინზე და საშინელი ღმუილი აღმომხდა, ყველაფერი მეწვოდა და მტკიოდა, მთელი სხეული ნაჯიჯგნი და დასერილი მქონდა, ვერ ვხვდებოდი, როგორ შეეძლო ეს ყველაფერი იმ ადამიანს გაეკეთებინა, ვისი სისხლიც დაგიდიოდა ძარღვებში, ვისაც შენი დაბადება ახარეს, ვისი ერთადერთი ქალიშვილი იყავი. ცრემლები მთელი ძალით მიექანებოდნენ ჩემს სახეზე და ჭრილობებს უფრო და უფრო მივწავდნენ, თვალებიდან არ ამომდიოდა მისი გამწარებული სახე, არასდროს არ დამავიწყდებოდა მისი დაუნდობელი თითები.
იმ წამს ჩემს გულში იმხელა ღვარძლი და იმხელა ტკივილი ღვივდებოდა, ვერავინ ვერ შეძლება ამ ყველაფერის გაქრობას, ოდესმე გავიქცეოდი, ოდესმე გავარღვევდი ამ საზღვრებს, გავინავარდებდი და დავბრუნდებოდი, დავბრუნდებოდი, იმისთვის კი არა რომ ჩემი მაჯებიდან მისი სისხლი ამომეღო, არამედ იმისთვის რომ მის მაჯებში არ გაეარა ჩემი სისხლის მსგავსს, მისი ძარღვებისთვის მხოლოდ შხამი მემეტებოდა, რათა ისევე მოეწამლა მთელი სხეული, როგორც მე მომიწამლა მთელი ცხოვრება.

***

კარები რომ გაიღო, თვალები ძლივს გავახილე, შემოსასვლელის ზღურბლზე ისევ ის დამცინავი სახე იდგა, აი ის “მამას” რომ ვეძახდი, მისი ირონიული და ზიზღით სავსე გამომეტყველება, ნერვებზე მაჭერდა პირდაპირ, მიმნდოდა მივსულიყავი და მთელი სახე ჩამომეღო, მაგრამ ხელებსაც ძლივს ვამოძრავებდი, დედაჩემი ჩუმად შემოდიოდა და რამდენიმე ლუკმა ფაფას მაჭმევდა, თორემ არც ამის საშუალებას აძლევდა, ეს უსუსური ადამიანი.
კანკალით წამოვწიე ოდნავ მოშუშებული სხეული და კარებს მივუახლოვდი, მამაჩემი დღესაც არ არღვევდა წესს და დედას გამეტებით ლანძღავდა, ოდნავ შეღებული კარიდან კარგად ვხედავდი როგორ კრავდა შიგადაშიგ ხელს და ისიც მორჩილად ყვებოდა მის ნებას.
ფრთხილად მინდოდა გამობრუნება, მაგრამ იქვე მდგომ პატარა სკამს გამოვკარი ფეხი და იმ სიჩუმეში საზარელი ხმაც გაისმა, რასაც ჩემი დაფრთხობა და მამაჩემის წამოძახილი მოყვა.
- უკეთესად ყოფილა ეს ძუ*ნა, შენი შვილია მალე უხორცდება ჭრილობები, მაგრამ მე რა მომაშორებს სახელზე წაკრულ ჩირქს? შენი ბრალია ყველაფერი! - დედა უხეშად მოიშორა გზიდან და ჩემკენ წამოვიდა, გაგიჟებულმა ამოვეფარე კარებს, შიშისგან მთელი სხეული მითრთოდა - ვაღიარებ 1 კვირა კი დაგჭირდა გამოსაკეთებლად, მაგრამ მაინც დედაშენის შვილი ხარ, მისნაირი ბო*ი და შემარცხვენელი! - დაიგრგვინა და ჩემკენ წამოვიდა, ისევ ისე მწვდა თმებში და მისკენ მიმწია - ეს გინდოდა? ამისთვის იბრძოდი არა? ამისთვის ელაპარაკებოდი იმ ბებრუხანას! - ისეთი ძალით მომხვდა მისი გაშლილი ხელი, სიმწრისგან მთელი ძალით დავიღმუვლე.
- არაადამიანო! ცხოველო! უგულო არსებავ! არაკაცო! მიმიფურთხებია შენთვის და შენი კაცობისთვის! - მოთმინება დაკარგული მთელი ძალით გავკიოდი და მის გაოცებულ სახეს ვაიგნორებდი - მდაბიო! გაუნათლებელო! ხეპრე! - ზიზღით ვაფერთხავდი ყველა სიტყვას, რაც კი ოდესმე მასზე გამიფიქრებია - საცოდავო! შეუგნებელო! - ისტერიკისგან ხან ვიცინოდი, ხან ვტიროდი, ყელში მქონდა ამოსული ეს ყველაფერი.
- შენი დედას შე*ეცი მე! - დაიღრიალა და მეორე ლოყა ამიწვა მისმა ამაზრზენმა თითებმა - ამისთვის გაჭმევდი და გასმევდი? ამისთვის?
- ზიზღს მაჭმევდი და სიძულვის მასმევდი! ა რ ა კ ა ც ო! - სიცილით დავუმარცვლე და ვცადე ფეხზე ადგომა - შენნაირებისგან არაფერს სწავლობენ, შენნაირებს ტალახში ახრჩობენ არაადამიანო! მძორო, შენ რა იცი ადამიანობის? ქმრობის? მამობის? შენ კაცი კი არა, ყველაზე ბოლო ადამიანი ხარ! გაბღენძილი და ბოღმით მომხრჩვალი! ჩმორ.. - სიტყვის დასრულებაც ვერ მოვასწარი ისე მწვდა კისერში და მთელი ძალით წამიჭირა, ვიცინოდი, მთელი გულით ვიცინოდი და უფრო ვაგიჟებდი, მინდოდა წყობიდან გამოსულიყო, მინსოდა მისივე ბრაზს დაეხრჩო, კისერში წაეჭირა ამ ყველაფერს და ბოლო მოეღო მისთვის.
- რა გგონია, შენი უაზრო სიტყვები ჩემამდე მოვა? - სიძულვილისგან სახე დაემანჭა - როგორც დედაშენი არ მყვარებია არასდროს, ისე შენ არ მიღირდი არაფრად - სწრაფად შემიშვა ხელი და იატაკზე მოწყვეტით დავვარდი.
- შენი ბო*ი საყვარელი ხო გიყვარდა? - დამცინავად ავხედე და კისერზე რამდენჯერმე ჩამოვისვი ხელი, იმ ქალის ხსენებაზე თვალები საშინლდ აენთო, ფეხი მოიქნია და პირდაპირ გვერდში ჩამარტყა, რამდენჯერმე გაიმეორა იგივე და ჩემს თავთან ჩაიმუხლა.
- შენ და შენმა ბო*მა დედამ მისი სახელი არც უნდა ახსენოთ! მასთან ვერც მიხვალთ, კითხე დედაშენს როგორ გაგაჩინა, როგორ შემომეტენა, შენი ბრალია ახლა ის რომ მყავს ცოლად და არა სხვა, შენზე რომ არ ყოფილიყო ორსულად, ახლა ისიც ცირკის ბო*ი იქნებოდა! - თავთან დამიფურთხა და ფეხზე წამოდგა - ცირკი მოსულია, შენ გაგიყვანენ მალე! გულს გაუხარდება, ასეთ დღეში თუ გნახავენ, სად გიწია დედაშენის ცოდვებმა?!
- არ წავალ! - დავიკივლე სა ფეხზე ადგომა ვცადე - არ წავალ, არაა! - ვხაოდი და თვალებიდან ნაპერწკლები მცვიოდა სიმწრისგან.
- რაო? - ვინ იცის მერამდენედ მობრუნდა და ხელი მკლავზე წამავლო, უხეშად ამაყენა და ირონიულად გამიღიმა - წახვალ! - მთელი ძალით მკრა ხელი და კედელს მივეჯახე, ვიგრძენი როგორ გადამეფარა რაღაც თეთრი თვალებზე, კარებისკენ ძლივს გავატრიალე თავი, თითქოს ვიგრძენი უცხო სხეულის მოსვლა, მართლაც იდგა იქ ვიღაც, შავებში ჩაცმული, მის სახეს ვერ ვხედავდი, ვერ ვარჩევდი ვინ იყო ან აქ რა უნდოდა, თეთრ ფონზე ანგელოზსს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს, ზემოთ ავწიე ცალი ხელი, რომ როგორმე შევხებოდი, მაგრამ ზედმეტად შორს იდგა ჩემგან, ნელნელა კი უფრო და უფრო მშორდებოდა, თვალებზე კი სითეთრეს ნელნელა ეპარებოდა სიშავე.

***

ვგრძნობდი როგორ მოვდიოდი ნელნელა გონს, მაგრამ ზედმეტად სუსტად ვიყავი რომ თვალები გამეხილა, ერთადერთი რასაც ცხადად აღვიქვამდი იყო ვიღაცის ძლიერი მკლავები, რომლებიც ჩემს სხეულს მთელი ძალით ეხვეოდა და სადღაც მივყავდი, ამ მკლავებში იმდენად კომფორტულად ვიყავი მოთავსებული რომ ჭრილობების არსებობას ვერც კი ვგრძნობდი, ვცადე რომ როგორმე თვალები გამეხილა, ჯერ საშინელმა სინათლემ მომჭრა თვალი, შემდეგ კი ძლივს გავარჩიე დედაჩემის ტკივილით სავსე გამოხედვა და მამაჩემის კმაყოფილი გამომეტყველება, მისი უზარმაზარი ღიპი გადმოეგდო და ირონიული ღიმილით იყურებოდა, თან კონვერტს ათამაშებდა ხელში.
ვერაფერს ვიაზრებდი იმ მომენტში, მხოლოდ ცხელ მკლავებს აღვიქვამდი და მისი მძიმე სუთქვა მელამუნებოდა სახეზე, როგორც ჩანდა ზედმეტად დიდი ტრამვა მქონდა მიღებული, გამოფხიზლება ვცადე თუ არა თავის საშინელი ტკივილი ვიგრძენი და წამში გავითიშე.
დროდადრო მოვდიოდი გონს, ჩემს წინ სულ ერთი და იგივე ხედი იშლებოდა, ხეები ერთმანეთს ცვლიდნენ და საოცარ ფერებში ერწყმოდნენ ერთმანეთს, მისი ცხელი ხელი ამჯერად ჩემს თითებს ეხებოდა, შედარებით მშვიდად სუნთქავდა, თუმცა თითოეულ ამოსუნთქვაშიც ეტყობოდა რომ უზარმაზარი ლოდი ედო გულზე, ტკივილისგან დავიკლაკნე, ტუჩები უკმაყოფილოდ შევარხიე და თვალებიდან ცრემლები წამსკდა.
ოდნავ წამომაწევინა თავი და მის გულმკერდზე ამაკრა, შემაკანკალა და ვცადე რომ ხელებიდან დავსხლტომოდი, თუმცა არაფერი გამომივიდა, მისი სიტყვები არ მესმოდა, ვერც მოძრაობებს აღვიქვამდი სრულყოფილად, მხოლოდ ტკივილისგან საშინლად მფეთქავ სხეულს ვგრძნობდი და ისევ ნელნელა ვითიშებოდი.


იმედი მაქვს, არ ვიცი რისი იმედი მაქვს მართლა!
ეს ისტორია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ იმიტომ რომ შევეჭიდე იმას, რაც ჩემთვის წარმოუდგენელიც კი იყო.
მოგწონთ?
გავაგრძელო?
ხელები მიკანკალებს ამის დადებისას.
ჩემთვის თქვენი შეფასება ახლა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის..



№1 სტუმარი Guest everything

ra kargi ikoooo magram guli damewvaaaa
geliiii

 


№2  offline წევრი londoni

Erts getyvi, rom aucileblad gaagrdzelee... Momewonaa da velo shemdegs

 


№3 სტუმარი Guest trocodeo

გელოდები..

 


№4  offline წევრი An_Gel

როგორც იქნა! როგორც იქნა! როგორც იქნა!
ვაიმე, მე რა ძალიან ცუდი ვარ, ახლა რომ ვაკომენტარებ და არა პირველი,მაგრამ მთავარია,რომ გადაწყვიტე და დაიწყე დადება და მზად ხარ! heart_eyes heart_eyes
აი,ხომ ვიცოდი,რომ მძიმე იქნებოდა,მაგრამ ჭკუიდან გადამიყვანა ამ დამპალმა კაცმა! ყოველ წამს მინდოდა მივვარდნოდი და კედელზე თავი მერტყმევინა იმის სიტყვების ძახილით,რაც თაიმ უთხრა და მერე გულს რო ვიჯერებდი,ყელი გამომეჭრა. აი წამით არ დამენანებოდა joy
მიუხედავად იმისა,რომ ასეთი მძიმე თავი იყო, ისე მსუბუქი ენით წერ და ისე საინტერესოდ,კიდე მეტი მინდოდა რო ყოფილიყო. (ეს რა ადგილზე გაწყვიტე ისე,ინტრიგანო?! smiling_imp )
ძალიან მიყვარხარ,ჩემო უნიჭიერესო ციკუნა. როგორც არაერთხელ მითქვამს,ეს ისტორია იქნება გამორჩეული შენს ისტორიებს შორის,დარწმუნებული ვარ. heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი mettew

Arachveulebrivia, ddzaalian momewona, rogorc yoveltvis arachveulebrivi xar, dzalian momewona da didi siamovnebit davelodebi axal tavs, imedia shavtvalam waiyvana es gogo vis gamoc bozad sheracxes

 


№6  offline მოდერი bla.ell

Nini vgijdebi shenzeee... ici rogoria?!mdabio adamianis suls rom agwers momwons magaria da moutmenlad veli axal tavs...ai uzomod miyvars sheni istoriebi uzomodheart_eyes

 


№7  offline წევრი aNuGi

Mariiiiami
ვაიმეეე ახალიი ისტორიააააა წავიკითხოო და დავბრუნდებჯ კომენტარებშიი❤❤❤❤❤

heart_eyes heart_eyes

Guest everything
ra kargi ikoooo magram guli damewvaaaa
geliiii

დიდი მადლობა <3

londoni
Erts getyvi, rom aucileblad gaagrdzelee... Momewonaa da velo shemdegs

დიდი მადლობა <3

Guest trocodeo
გელოდები..

heart_eyes heart_eyes heart_eyes


An_Gel
როგორც იქნა! როგორც იქნა! როგორც იქნა!
ვაიმე, მე რა ძალიან ცუდი ვარ, ახლა რომ ვაკომენტარებ და არა პირველი,მაგრამ მთავარია,რომ გადაწყვიტე და დაიწყე დადება და მზად ხარ! heart_eyes heart_eyes
აი,ხომ ვიცოდი,რომ მძიმე იქნებოდა,მაგრამ ჭკუიდან გადამიყვანა ამ დამპალმა კაცმა! ყოველ წამს მინდოდა მივვარდნოდი და კედელზე თავი მერტყმევინა იმის სიტყვების ძახილით,რაც თაიმ უთხრა და მერე გულს რო ვიჯერებდი,ყელი გამომეჭრა. აი წამით არ დამენანებოდა joy
მიუხედავად იმისა,რომ ასეთი მძიმე თავი იყო, ისე მსუბუქი ენით წერ და ისე საინტერესოდ,კიდე მეტი მინდოდა რო ყოფილიყო. (ეს რა ადგილზე გაწყვიტე ისე,ინტრიგანო?! smiling_imp )
ძალიან მიყვარხარ,ჩემო უნიჭიერესო ციკუნა. როგორც არაერთხელ მითქვამს,ეს ისტორია იქნება გამორჩეული შენს ისტორიებს შორის,დარწმუნებული ვარ. heart_eyes heart_eyes

მე შენ მიყვარხარ ძალიან ციკოოო <3 <3 <3 დიდი მადლობაა! <3 <3 იმედი მაქვს გავამართლებ შენს იმედებს <3 <3 <3

mettew
Arachveulebrivia, ddzaalian momewona, rogorc yoveltvis arachveulebrivi xar, dzalian momewona da didi siamovnebit davelodebi axal tavs, imedia shavtvalam waiyvana es gogo vis gamoc bozad sheracxes

ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3

bla.ell
Nini vgijdebi shenzeee... ici rogoria?!mdabio adamianis suls rom agwers momwons magaria da moutmenlad veli axal tavs...ai uzomod miyvars sheni istoriebi uzomodheart_eyes

დიდი მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა <3 <3
პ.ს ანა მქვია <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№8 სტუმარი ვეკო

ძალიან მომეწონა , იმდენად რეალური იყო ყველაფერი თითქოს მე ვგრძნობდი.ძალიან მიხარია, რომ ასეთ სიუჟეტს ვხედავ,რადგან სამწუხაროდ რეალურად სწორედ ასეთი მდგომარებაა ჩვენს ქვეყანაში(ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა).წარმატებას გისურვებ.

 


№9 სტუმარი Takia

Saukunea eseti siantereso araferi wmaikitxavs chamitria bolomdeee da erti suli makvs shemdeg nawils rodis wavikitxav

 


№10  offline წევრი Mariammmo

აიი დავიღალე კითხვისას...
ნონოოო ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ.. :D
ფიზიკურად დავიღალე. ისეთი დაძაბული ვკითხულობდი, ბოლოში რომ ჩავედი მივხვდი რო მთელი სხეული დაჭიმული მქონდა...
აი თითოეული სიტყვა ვიგრძენი რასაც ფიქრობდა და გამიცდიდა ....
გელოდები <3
გამიხარდა შენი დაბრუნება <3

 


№11  offline წევრი nestanuka13

ვაიმეე ეს რა იყო რა ადგილას ხდება რა საშინელებაა ისე დამზაფრა ((((ყველა ასეთ კაცს ხელი უნდა მოაჭრა ვაიმეე როგორ მეშლება ნერვი

 


№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე ჩემი ტკბილი და გემრიელი გოგო დაგვიბრუნდა და მერე როგორი მაგარი ისტორიით kissing_heart რათქმაუნდა უნდა გააგრძელო,მაგას კითხვა უნდა ანა.თუმცა პირველი თავი იმდენად მძიმე წასაკითხი იყო და თან იმდენად საინტერესო,რომ არ ვიცი რა გითხრა.როგორ შემზიზღდა მამამისი ვერ წარმოიდგენ,იმედია ისე არ დაასრულებ ამ ისტორიას ეგ კაცი გემრიელად არ დაისაჯოს რა angry ხელები მეფხანებოდა მთელი ისტორიის კითხვის დროს,ისე მინდოდა მომეკლა. rage ველი ახალ თავს ტკბილო
--------------------
ლანა

 


№13  offline მოდერი bla.ell

aNuGi
Mariiiiami
ვაიმეეე ახალიი ისტორიააააა წავიკითხოო და დავბრუნდებჯ კომენტარებშიი❤❤❤❤❤

heart_eyes heart_eyes

Guest everything
ra kargi ikoooo magram guli damewvaaaa
geliiii

დიდი მადლობა <3

londoni
Erts getyvi, rom aucileblad gaagrdzelee... Momewonaa da velo shemdegs

დიდი მადლობა <3

Guest trocodeo
გელოდები..

heart_eyes heart_eyes heart_eyes


An_Gel
როგორც იქნა! როგორც იქნა! როგორც იქნა!
ვაიმე, მე რა ძალიან ცუდი ვარ, ახლა რომ ვაკომენტარებ და არა პირველი,მაგრამ მთავარია,რომ გადაწყვიტე და დაიწყე დადება და მზად ხარ! heart_eyes heart_eyes
აი,ხომ ვიცოდი,რომ მძიმე იქნებოდა,მაგრამ ჭკუიდან გადამიყვანა ამ დამპალმა კაცმა! ყოველ წამს მინდოდა მივვარდნოდი და კედელზე თავი მერტყმევინა იმის სიტყვების ძახილით,რაც თაიმ უთხრა და მერე გულს რო ვიჯერებდი,ყელი გამომეჭრა. აი წამით არ დამენანებოდა joy
მიუხედავად იმისა,რომ ასეთი მძიმე თავი იყო, ისე მსუბუქი ენით წერ და ისე საინტერესოდ,კიდე მეტი მინდოდა რო ყოფილიყო. (ეს რა ადგილზე გაწყვიტე ისე,ინტრიგანო?! smiling_imp )
ძალიან მიყვარხარ,ჩემო უნიჭიერესო ციკუნა. როგორც არაერთხელ მითქვამს,ეს ისტორია იქნება გამორჩეული შენს ისტორიებს შორის,დარწმუნებული ვარ. heart_eyes heart_eyes

მე შენ მიყვარხარ ძალიან ციკოოო <3 <3 <3 დიდი მადლობაა! <3 <3 იმედი მაქვს გავამართლებ შენს იმედებს <3 <3 <3

mettew
Arachveulebrivia, ddzaalian momewona, rogorc yoveltvis arachveulebrivi xar, dzalian momewona da didi siamovnebit davelodebi axal tavs, imedia shavtvalam waiyvana es gogo vis gamoc bozad sheracxes

ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3

bla.ell
Nini vgijdebi shenzeee... ici rogoria?!mdabio adamianis suls rom agwers momwons magaria da moutmenlad veli axal tavs...ai uzomod miyvars sheni istoriebi uzomodheart_eyes

დიდი მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა <3 <3
პ.ს ანა მქვია <3 <3 <3

joyOops joy მაშინ ანა:დდ(ჩემს დაქალსაც ანა ქვია)kissing_heart ველი ახალ თავს:**

 


№14  offline წევრი aNuGi

elle...
წესით პირველს მე უნდა დამეკომენტარებინა (ასე გადავწყვიტე! :დდ), მაგრამ არ მინახავს მე უნამუსოს((
ნუ რა გითხრა ისეთი რაც არ იცი?
რასაც გწერდი, ის არაფერი ყოფილა იმასთან, რაც რეალურად ყოფილა, ოღონდ მართლა! იმედები გამიმართლე კიარა, "გადამიმართლე" თან იმდენად, რომ არ ვიცი რა გითხრა.
განსხვავებულია ძალიან და იცოდე, ამ საიტზე უვკე გამორჩეული. ეს იქნება ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი რაღაც ა მე ბედნიერი ვარ იმით, რომ შენი წერის პროცესში რაღაცებს მეც ვკითხულობდი ^^
რომ იცოდე რამხელა ინტერესი მაქვს, ახლა უფრო მეტად ველოდები ახალს!
მიყვარხარ მე შენ, ჩემო უნიჭიერესო და ულამაზესო გოგო! გელოდები როგორც არასდროს და იცოდე, ახლა ყველაზე მაგარ რაღაცას ქმნი შენ!

ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო ულამაზესო! <3
გამაბედნიერე ამ კომენტარით <3

ვეკო
ძალიან მომეწონა , იმდენად რეალური იყო ყველაფერი თითქოს მე ვგრძნობდი.ძალიან მიხარია, რომ ასეთ სიუჟეტს ვხედავ,რადგან სამწუხაროდ რეალურად სწორედ ასეთი მდგომარებაა ჩვენს ქვეყანაში(ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა).წარმატებას გისურვებ.

ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 <3

Takia
Saukunea eseti siantereso araferi wmaikitxavs chamitria bolomdeee da erti suli makvs shemdeg nawils rodis wavikitxav

ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია <3



Mariammmo
აიი დავიღალე კითხვისას...
ნონოოო ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ.. :D
ფიზიკურად დავიღალე. ისეთი დაძაბული ვკითხულობდი, ბოლოში რომ ჩავედი მივხვდი რო მთელი სხეული დაჭიმული მქონდა...
აი თითოეული სიტყვა ვიგრძენი რასაც ფიქრობდა და გამიცდიდა ....
გელოდები <3
გამიხარდა შენი დაბრუნება <3

მესმის, რთული წასაკითხია, ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ენერგია ჩავდე ამ თავში, ყველაზე მეტად გამიჭირდა <3 <3 ძალიან დიდი მადლობა! <3

nestanuka13
ვაიმეე ეს რა იყო რა ადგილას ხდება რა საშინელებაა ისე დამზაფრა ((((ყველა ასეთ კაცს ხელი უნდა მოაჭრა ვაიმეე როგორ მეშლება ნერვი

ნამდვილად გეთანხმები <3

La-Na
ვაიმე ჩემი ტკბილი და გემრიელი გოგო დაგვიბრუნდა და მერე როგორი მაგარი ისტორიით kissing_heart რათქმაუნდა უნდა გააგრძელო,მაგას კითხვა უნდა ანა.თუმცა პირველი თავი იმდენად მძიმე წასაკითხი იყო და თან იმდენად საინტერესო,რომ არ ვიცი რა გითხრა.როგორ შემზიზღდა მამამისი ვერ წარმოიდგენ,იმედია ისე არ დაასრულებ ამ ისტორიას ეგ კაცი გემრიელად არ დაისაჯოს რა angry ხელები მეფხანებოდა მთელი ისტორიის კითხვის დროს,ისე მინდოდა მომეკლა. rage ველი ახალ თავს ტკბილო

ველოდებოდი შენს კომენტარს, მიხარია თუ მოგეწონა! <3 ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე <3

[quote=bla.ell][/quote]
ვეცდები რომ მალე დავდო <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

შენ იცი რომ ძალიან რთულ რამეს შეეჭიდეე???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent