შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლოვანი ტანგო/6თავი


15-07-2017, 19:00
ავტორი Auroram
ნანახია 2 272

ანინეს POV.

-ცოლად გამოგყვე?-აღმომხდა გაოცებულს-ბავშვებიც,ხომ არ გავაჩინოთ ნათანიელ? სახლი ზედმეტად დიდი და წყნარია ამიტომ ერთი რვა ბავშვი არ აწყენდა არა?-ირონიას არ ვიშურებდი და არ ვფიქრობდი,რომ ვტკენდი. როლები გავცვალეთ. ახლა მე ვარ დესპოტი და ის მსხვერპლი. ხომ ვიცოდი,რომ მაინც დავყვებოდი მის ნებას,ხომ ვიცოდი,რომ ბოლოს მისი ვიქნებოდი.

-დიახაც,მინდა,რომ ჩემი ცოლი გახდე! მინდა,რომ ბავშვები გვყავდეს იყოს რვა შენ თუ ასე გინდა,ავახმაუროთ სახლი,გავახაროთ მამაჩემი,ვასწავლოთ ტანგო ბავშვებს, გავუკეთოთ ოთახრბი,გადავიხადოთ გრანდიოზული ქორწილი,რადგან არ მინდა საკუთარ თავს შენი თეთრ კაბაში ხილვის შანსი გაოვატოვებინო-ეს სიტყვები ერთი ამოსუნთქვით თქვა. მე კარგი მიყვარს,მაგრამ მას? მას ხომ არ ვუყვარვარ.

-ნათანიელ შენ მე არ გიყვარვარ-ნაწყენმა ჩავქინდრე თავი და საკუთარი თავიც გავეცი-არც მე-დავაყოლე გულუპრყვილოდ და მისი ღიმილიც გამოვიწვიე!

-შევიყვარებთ!-მანძილი ჩვენ შორის წამში დაფარა და დააყოლა-ეხლა გაკოცებ და არაფერი არ გააკეთო!-მკაცრად გამომიცხადა,გავიაზრე თუარა ფართხალის დაწყებას ვაპირებდი მაგრამ მისი ფაფუკი ტუჩები უკვე ჩემსას ეხებოდა და რითმულად ამოძრავებდა. ტუჩებიც ტანგოს ცეკვავდნენ. ავყევი,უარის თქმას აზრი არ ჰქონდა,მისი ცოლი ვხდებოდი
მაინც...

ნათანიელის POV.

თავს ვერაფერს ვუხერხებდი. თუ დილით მის მიმართ დადებითად ვიყავი განწყობილი,მეფიქრებოდა მის გრძნობებზეც, ღამე,ღამე სხვა შეგრძნება მიჩნდებოდა,რომ დიდ შეცდომას ვუშვებდი და,რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა.

დღეს ანინეს უკვე სახლში გაწერენ. მინდა,რომ ჩემი ბაბუა გავაცნო. სულ იმას გაიძახის, ცოლი გჭირდება შენ ცოლიო, ახლა კი გულსაც გავუხარებ და ანგელოზივით გოგოსაც მივუყვან.

– სასტუმროს გახსნა,როდის არის–მკაცრად დავაბიჯებ სახლში და ჩემ უკან კლასიკურ შავ ტანსაცმელში გამოწყობილ მამაკაცის პასუხს ველოდები.

–რადგან ასეთი, რამ შეგემთხვათ ბატონო ნათანიელ, სასტუმროს გახსნა გადაიდო, შაბათისთვის.თქვენი მთელი კვირის გეგმა გაბინეტში მაგიდაზე გიდევთ,თუ რაიმე დაგჭირდებათ მეც აქ ვიქნები-ჩამირაკრაკა.

–კარგი,თავისუფალი ხარ. მძღოლს უთხარი,რომ მანქანა მომიმზადოს.–გავეცი ბრძანება და კარადას მივუახლოვდი. პიჯაკი გადმოვიღე და საკრეში ჩავიხედე. რაღაც შეცვლილი იყო, აღარ ვიყავი ის ნათანიელი,ის მკაცი,არაფრისმთქმელი სახით მოსიარულე ადამიანი. ახლა თვალებში პატარა ნიმფები დახტოდნენ,რომლებსაც გარეთ გამოღწევა სურდათ.

სარკეში თავის შეთვალიერებას მოვრჩი,ამოვისუნთქე და ანინესკენ გავწიე. მაინტერესებს,როგორი რეაქცია ექნება,როდესაც ბაბუაჩემს გაიცნობს. იქნებ ზედმეტად ადრეა?იქნებ ვჩქარობ? კითხვები არ ტოვებდა ჩემ თავს.კარზე ვაკაკუნებ და სერიოზული სახით შევდივარ ოთახში. ფანჯარასთან დგას და წვიმას გაჰყურებს.

–ანინე, წასვლის დროა!–ზედმეტად შემეცვალა ხასიათი, მკაცრი და შეაუვალი გავხდი. ვერ გამიგია რატომ. გამომხედა. არანაირი ემოცია არ ეწერა სახეზე.

–დღეს წვიმს...–არ ვაცალე წინადადების თქმა

–ხომ,ვხედავ,რომ წვიმს,ანინე,მალე გვეჩქარება!– არსად არ გვეჩქარება,უბრალოდ ვცდილობდი,რომ გამებრაზებინა,ან უბრალოდ ვცდილობდი სიამაყე არ დამეკარგა?

–ალბათ ხვალაც იწვიმებს...–ისევ არ დავამთავრებინე წინადადება.

–სინოპტიკოსს სადმე თუ შევხვდები აუცილებლად ვკითხავ ანინე–უკვე გავღიზიანდი,რომ არ მიჯერებს.

–მიყვარს წვიმა. ყველგან ის არის. ხუთი სიტყვა,რამდენ ემოციას იტოვებს თავისთვის და გასცემს...–გაჩერდა და ისე ჩუმად თქვა ბოლო რამდენიმე სიტყვა ძვლივს გავიგე–ხალხისთვის.დაუსრულებლივ შეუძლია ამაზრზენი საზოგადოების ცქერა,შესწავლა და ამოცნობა,ალბათ,როგორ იღლება. ალბათ მასაც,როგორ სტკივა,მაგრამ მაინც–ბედნიერია–ირონიულად ჩაიღიმა და გამომხედა.–ახლაც წვიმს,მაგრამ მზეს არ უშვებს გულში!ეშინია,არ შემიყვარდესო. რა საოცარი გრძნობაა სიყვარულისა და შიშის შერწყმა,იცი ნათანიელ?ოდესმე გიგრძვნია?ეჭვი მეპარება იცოდე,სიყვარული რა არის.–ისევ ფანჯარას გახედა. გულში კი ისარი დამიტოვა.–სულიერი სიმშვიდის მოყვარე წვიმას,ყოვლისშემძლეს და გულნატკენს შესცივდა,ისევე,როგორც მე! ბევრი საერთო გვაქვს ნათანიელ მე და წვიმას.–ისევ გამომხედა. თან საუბრობდა და თან მიახლოვდებოდა.–ორივე ყოვლისმცოდნე,ორივე ყოვლისშემძლე,ორივე ყოვლისმქონე და ორივე...ორივე მარტოსული,მარტო სული,მხოლოდ სული!–ყურში ჩამჩურჩულა ბოლო სოტყვა და ოთახი დატოვა.

გამაშეშა,სიმართლე დამარტყა თავში და წავიდა. სხვა გზა არ მქონდა უნა გავსულიყავი მეც,ბაბუას უმადლოდე ანინე,რომ გამოვდივარ ამ ოთახიდან,თორემ არავითარ შემთხვევაში არ გამოგეკიდებოდი,ყველაფერს აქვს საზღვარი...ანინე!

ავტორის POV.

მანქანაში ისხდნენ.ჩაწეული ფანჯრებიდან ხმაური შემოდიოდა. წარბშეკრული ნათანიელი და ჩაფიქრებული ანინე. ორი უკიდურესობა.

–რას ნიშნავდა შენი სიტყვები!–ბრძანებას უფრო გავდა,ვიდრე შეკითხვას.

–სად მივდივართ?–გადაიტანა,სასაუბრო თემა,თავის ჭკუაში. არ იცოდა,თვითონაც არ იცოდა,რატომ უთხრა ის სიტყვები და ნათანიელისთვის რა ეპასუხა? თქვა ის,რაც უნდოდა,ფაქტიურად პირში უთხრა მიყვარხარო,მან კი ვერ გაიგო! სათამაშოს ხედავს მასში მამაკაცი და სხვას ვერაფერს. თოჯინას,რომელსაც ცოლად მოიყვანს,გაერთობა. დასვავს სახლში თვითონ კი...წავა... წავა იქ სადაც პირველად ნახა. წავა ქალებთან. წავა სხვა ქალებთან. ისევ.

–კითხვა დაგისვი ანინე–შეუვალი იყო ბატონი დესპოტი,როგორც ანინე იტყოდა.

–მემგონი დროა ვისარგებლო იმით,რომ ქალი ვარ და ჯერ მე უნდა დამითმო. ამიტომ უნდა გამცე კითხვაზე პასუხი–თავჩაქინდრულმა,რაები იბოდიალა თვითონაც არ იცის. გაცეცხლებული ნათანიელი ახლოს მიიწია ანინესთან,მკლავში სტაცა ხელი,მისკენ მიიზიდა და თვალებში ჩააშტერდა. ცდილობდა ძალიან არ ტკენოდა გოგონას,მაგრამ ნერვები ეშლებოდა,რომ ახსენდებოდა ის ლამაზად შეფუთული სიტყვები.

–გამეცი პასუხი–იფეთქა მამაკაცმა.

ზოგადად ქალები,ყოველთვის ყველაფრიდან პოულობენ გამოსავალს. ეს სულ ასეა! ქალი მაინც ქალია!

ანინეს POV.

აღარ გავრბოდი! არაფერზე არ ვფიქრობდი! მინდოდა შევგუებოდი ყველაფერს! მინდოდა შემეგრძნო ის რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. სიცივე შმოიჭრა სხეულში და ერთიანად მიმაჯაჭვა მიწას,მიწას,რომელსაც წვიმის წვეთები ასველებდნენ და კიდევ უფრო ამძაფრებდნენ მდგომარეობას. დანგრეული ემოციები,მკვდარი სული,გაქცეული სიგიჟეები და ერთ ადგილას მყოფი,გაქვავებული მე!

ვუყურებდი თვალებში და ემოციებით ვივსებოდი. მტკიოდა,ნათანიელი მტკიოდა! არ მინდოდა მეთქვა,რომ მიყვარს! არ მინდოდა გამემხილა ეს სანუკვარი გრძნობა! სანამ მასაც არ შევუყვარდები! მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი,რომ შევაყარო თავი. ამ მომენტამდე დარმწუნებულიც კი ვიყავი,რომ მოვწონდი,მაგრამ ახლა? გამოსავალი სიმართლის თქმა უნდა ყოფილიყო,მაგრამ კითხვაზე პასუხი არ ვიცი! ამიტომ იცით რა გავაკეთე? საკუთარ თავს გადავაბიჯე. სიამაყე გავთელე. რაც კი გამაჩნდა გადავუარე და გამბედავად,(კაი) გამოცდილი ქალივით ვნებიანი ხმით ამომხდა ერთადერთი სიტყვა.

–მინდიხარ!–თმაში ხელები შევუცურე ტუჩები გავისველე და მისას შევახე. გული ამოვარდნას მქონდა! ვიცოდი,ვიცოდი ეს ამბავი ცუდად დამთავრდებოდა! ვიცოდი,რომ მის მკლავებს ვერ ავუვლიდი გვერდს,ვიცოდი,რომ ყველაფრის ბოლო ჩემი კვნესა იქნებოდა.


–––––––––––––––––––
ტადა! ესეც შემდეგი თავი. ძალია ვნერვიულობ,ხოლმე როდესაც აღვწერ კოცნის ან ვნებიანი მომენტების სცენებს. blush
შიგადაშიგ ჩემ ძველ ჩანახატებსაც ვრთავ. თუ მოგინდებათ ჩემი სხვა ჩანახატების წაკითხვა საკუარი საიტი მაქვს www.aurorada.wordpress.com. მადლობა,რომ კითხულობთ!
მიყვარხართ! heart_eyes



№1  offline წევრი Barbare ❤

კარგად წერ... ემოციებს გადმოსცემ ზუსტად და ღრმად. გააგრძელე აუცილებლად და ცოტა დიდ თავენს თუ დადებ კარგი იქნება.

 


№2 სტუმარი Guest Alexandra

გუშინ შემხვდა შენი მოთხრობა ამ საიტზე რომ დავეხეტებოდი სათაური წავიკითხე და მაშინვე მივხვდი რომ რაღაც თავისებურად განსხვავებული ისტორია იქნებოდა და მართალიც აღმოვჩნდი ერთი საათის წინ დავიწყე 1 თავიდან კითხვა და ჩავყევი ბოლომდე ისეთი საინ იყო რომ არვიცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent