შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემიდან შენამდე (ნაწილი 2)


16-07-2017, 00:05
ავტორი aNuGi
ნანახია 6 401

თვალები რომ გავახილე სრულიად უცხო ოთახში ამოვყავი თავი, გაოცებულმა მოვავლე იქაურობას თვალი და საწოლზე ფრთხილად წამოვჯექი, ჭრილობები მტკიოდა, მაგრამ ისე აღარ, ნათლად ვხედავდი ღრმა ჭრილობებზე გადაკრულ ბინტებს და ტანში უსიამოვნოდ მცრიდა, ფრთხილად ავითრიე სხეული და საწოლიდან წამოვდექი, სარკეს მივუახლოვდი და დაკვირვებით შევათვალიერე დასუსტებული სხეული, ღრმად ამოვიოხრე და ვცადე როგორმე ოთახი სრულყოფილად აღმექვა, პირველი რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია იქ დადებული ცელოფნები იყო, ფრთხილად მივუახლოვდი და ჩემი ძველი ტანსაცმლის დანახვისას იმდენად დიდი სიძულვილი ვიგრძენი რომ ინსტიქტურად გავხტი უკან, უსიამოვნო გრძნობა მუცელში გამიჩნდა და ზემოთ-ზემოთ დაიწყო სვლა, გავღიზიანდი, ცრემლები მთელი ძალით მომაწვა თვალებზე, ბარგს ხელი დავსტაცე და გარეთ გამოვვარდი, როგორც კი მისაღებ ოთახში აღმოვჩნდი გაოცებულმა შემავლო შავთვალებამ მზერა და ფეხზე წამოიჭრა, მის გვერდით მჯდომმა გოგომაც მას მიბაძა და ორივე ფრთხილად მომიახლოვდა.
ასანთი მინდა - პირველი სიტყვები რაც ვთქვი ეს იყო, წარბები გაოცებისგან ზემოთ აზიდა და თითები ჯიბეში ჩაიცურა - გთხოვთ!
- აიღე - მშვიდად მომაწოდა და ჩემს რეაქციას დაელოდა, ეგრევე გარეთ გავვარდი და უზარმაზარ ეზოს მოვავლე თვალი, ერთ-ერთ კუთხეში დავაგდე ყველაფერი და ვცადე რაც შეიძლებოდა სწრაფად წამეკიდა ცეცხლი, ნერვიულობისგან თითები მიკანკალებდა და ვერც ვახერხებდი წესიერად მოკიდებას.
ის ის იყო ნერვებ მოშლილს შორს უნდა მომესროლა ასანთი, უეცრად ცეცხლი რომ აგიზგიზდა ჩემს წინ და სიხარულისგან მთელი სხეული ამიცახცახდა, მშვიდად ვუყურებდი ალში გახვეულ ჩემს ნივთებს და ასე მეგონა ამით წარსულს სულ უკან ვტოვებდი, ბედნიერებისგან მთელ სხეულში ისეთი ძალით მიჩქეფდა სისხლი რომ ვერც ვაზროვნებდი, აღფრთოვანებული შევცქეროდი ამ სანახაობას და გაუაზრებლად ვიღიმოდი ყურებამდე, არ ვიცი რა მეგონა, რად მიმმაჩნდა საკუთარი ტანსაცმელების დაწვა, მაგრამ არასდროს მინანია ეს საქციელი, ბედნიერებისგან ყოველ გახსენებაზე მაცახცახებდა და თავიდან მიპყრობდა სურვილი იგივე გამეკეთებინა, გვიანღა შევამჩნიე ჩემს გვერდით მდგომი შავთვალება, რომელიც დაჭიმული სხეულით, მაგრამ მშვიდი გამომეტყველებით უყურებდა ცეცხლს, შეპარვით გადავხედა, თვითონ წარბიც არ შეუხრია, მაგრამ მოდუნებულ სხეულზე მივხვდი რომ შემამჩნია, მშვიდად გაიღიმა ტუჩის კუთხეში, შებრუნდა და უსიტყვოდ შევიდა სახლში.
ახლაღა შევამჩნიე რომ ზუსტად ის ადამიანი იდგა ჩემს გვერდით, ვის გამოც სოფელში ბო*ად შემრაცხეს, მაგრამ მადლობელიც ვიყავი მისი, იმ სიბინძურიდან რომ ამომათრია და აქ წამომიყვანა, არ ვბრაზობდი, ის ერთი ცემა მიღირდა, ახლანდელ თავისუფლებად.
როგორც კი ბოლომდე ჩაიფერფლა ყველაფერი, დამშვიდებულმა გამოვბრუნდი და სახლისკენ დავიძარი, ახლა არაფერზე არ მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერი რაც შეიძლება მალე უნდა გამერკვია.
სახლში როგორც კი შევაბიჯე ეგრევე ოთახისკენ დავიძარი, გამიმართლა რომ კარის ფერი დამამახსოვრდა, თორემ ალბათ ვერც მივაგნებდი, იმ წამს არ ვგრძნობდი არც სირცხვილს, არც ტკივილს, არც საკუთარი ღირსება მადარდებდა, ერთადერთი რითაც ვმოქმედებდი ჩემი ინსტიქტი იყო, რომელიც არ მაძლევდა სხვანაირად აზროვნების საშუალებას, ვიბრძოდი გადარჩენისთვის და არვიცოდი ეს “გადარჩენა” შანამდე მიმიყვანდა.
ისევ გავეხვიე საბანში და თვალებში დავხუჭე, ზედმეტი ემოციებისგან საშინლად მტეხდა სხეულში, ასე მეგონა თითოეული ნაწილი წვრილად მქონდა დანაწევრებული და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.

***

ხმაურმა გამომაღვიძა, ნელა წამოვჯექი საწოლზე და დაველოდე კიდევ რას გავიგებდი, მაგრამ აღარაფერი ისმოდა, ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან და კარებს მივუახლოვდი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ყველაფერი მომესმა, კარები გამოვაღე და მისაღებ ოთახში გავედი, დავინახე ტახტთან დახრილი შავთვალება, რომელიც დამანჭული სახით იზელდა ფეხს და ცდილობდა ჩუმად გადაადგილებულიყო, ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გამეპარა ღიმილი, საკუთარ თავსაც კი ვერ გამოვუტყდი ამაში, დარცხვენილმა ჩავხარე თავი და ერთ ადგილზე დავიწყე უაზრო რწევა.
- გაიღვიძე? - ღიმილით ამომხედა და ჩემკენ წამოვიდა, დამფრთხალმა უკან გავხტი და მის ძლიერ სხეულს შევავლე თვალი შეშფოთებულმა, პირველად ვნახე მამაკაცი უზარმაზარი ღიპის გარეშე, ეს ხომ ჩვენი სოფლის “ღირსება” იყო, ხშირად მინახავს მოქეიფე მამაკაცები მამაჩემთან ერთად როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ვის უფრო დიდი ღიპი ჰქონდა.
ჩემს დაბნეულობაზე გაეცინა და უკან დაიხია - ჩემი არ შეგეშინდეს, არაფერს არ დაგიშავებ, კარგი? - ისეთი საყვარელი და მომლოდინე თვალებით ამომხედა, გავტყდი, დაუფიქრებლად დავუქნიე თავი, ან რა მქონდა დასაფიქრებელი?! სხვა გზა მე არ მქონდა, უკან დაბრუნებას კი ყველაფერი მერჩივნა.
- რატომ წამომიყვანე?
- აბა რა მექნა, მეყურებინა როგორ გცემდა ის კაცი? - ოდნავ გაკვირვებულმა გადმომხედა და ტახტზე ჩამოჯდა.
- არ ვიცი.. უბრალოდ შენ უცხო ხარ
- რა მნიშვნელობა აქვს უცხო ხარ თუ ნაცნობი? - ჩაიცინა და ფეხები გადააჯვარედინა - რა გქვია?
- თაია
- რამდენი წლის ხარ?
- თვრამეტის
- სწავლობდი?
- არა, არ მისწავლია, ჩვენთან ქალებს უფლება არ ჰქონდათ..
- აწი ისწავლი! - გადაჭრით მითხრა და ფეხზე წამოდგა - სამსახურში მივდივარ, ისე იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში! - გაიღიმა და კარებისკენ წავიდა - სამზარეულო აი იქეთ არის - თითით მანიშნა და კარები ფრთხილად გაიხურა.
დაბნეულმა მოვავლე თვალი იქაურობას, ვერაფრით ვერ დავიჯერე რომ კაცმა ასე მელაპარაკა, ასეთი რბილი და თბილი ტონით.
მოჩვენებები დამეწყო?! ნუთუ ისევ მძინავს?!
ღრმად ამოვისუნთქე და სამზარეულოსკენ დავიძარი.
ყველანაირი ემოცია და შეგრძნებები გათიშული მქონდა, ყოველ ახალ წამოძახილს გონებაში ვაიგნორებდი და ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა.

***

საღამოს დივანზე ვიჯექი სახლში რომ დაბრუნდა, ღიმილით შემოაღო კარები, ჯერ ახალგაზრდა გოგო შემოატარა, შემდეგ თვითონ შემოვიდა ბარგით ხელში, ეგრევე ფეხზე წამოვხტი და სწრაფად შევეგებე.
- გამარჯობა - დარცხვენილმა ძლივს ამოვიბლუყუნე და მოკლე კაბაში გამოწყობილ გოგოს შევავლე მზერა - თ - ბოლოს დავაყოლე და ვეცადე გამეღიმა.
- საღამო მშვიდობისა - თვითონაც ღიმილით ჩამიარა და ბარგი იქვე მოათავსა - გაიცანი თაი, ეს ელოა, ჩემი მეგობარი გოგონა
- რას ნიშნავს მეგობარი გოგონა? - გულუბრტყვილოდ ვკითხე და მის ჩაცინებაზე დავფრთხი.
- ერთად ვცხოვრობთ, ფაქტიურად ცოლია, მაგრამ არა ოფიციალურად
- ანუ საყვარელია?
- საყვარელი არ ვარ გოგონი! - აგდებული ტონით მომმართა და გვერდი ამიარა - მე მისი საცოლე ვარ - გადაჭრით მითხრა, მისი გრძელი ფეხები ერთმანეთს გადაადო და უფრო მაღლა აიწია კაბა.
- ჩემს სოფელში ეგეთი კაბებით ბო*ები დადიოდნენ - დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე და ენაზე ვიკბინე, იმის შიშით არ გაბრაზებულიყო შავთვალება.
- გოგოო! - ფეხზე წამოიჭრა ეგრევე და შავთვალებას რომ არ გაეჩერებინა აუცილებლად დამარტყამდა.
- მე ხომ გაგაფრთხილე ელო? - თვალები დაუბრიალა და ხელით ოდნავ უკან დაქაჩა - ელო, მეთქი!
- კარგი, ხო, კარგი - თავი გააქნია - ბოდიში, უბრალოდ ეგეთი რამ მეორეჯერ არ მითხრა - გამაფრთხილებელი ტონით დამიყვავა და დამფრთხალმა ძლივს გადავდგი უკუსვლით რამდენიმე ნაბიჯი.
- დამშვიდდი თაი - ფრთხილად მომიახლოვდა შავთვალება და მხრებზე მომხვია ხელი - წამოდი, შენს ოთახს გაჩვენებ - გამიღიმა და იმდენად ნაზად მიბიძგა, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა სიხარულისგან, წარმოუდგენლად სასიამოვნო იყო ყოველი მისი ქმედება, შეფარვით ავხედე ქვემოდან და მის ლამაზ სახეს ღიმილით შევავლე მზერა, იმის შიშით რომ არ დავეჭირე სწრაფად მოვარიდე თვალები და სამუდამოდ ჩავიბეჭდე მისი მომნუსხველი პროფილი გულის სიღრმეში.


***

- თაი, ძალიან გთხოვ თავი უცხოდ არ იგრძნო ამ სახლში - როგორც კი შევედით, ეგრევე მოიქცია ჩემი თითები მის თითებში და ქვემოდან ამომხედა, მისი მზერით დაბნეულმა ვერაფერი ვუპასუხე - ელო ძალიან ნერვიულია, შვილი ძალიან უნდა, წლებია არ გვიჩნდება და რაც დრო გადის უფრო და უფრო იშლება, თუ შეგიძლია, მის მდგომარეობაშიც შედი, კარგი?
- მე, მე.. - ავბლუყუნდი და კისერში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთი ძლივს გადავაგორე - გავუგებ, რა თქმა უნდა, როგორ არ გავუგებ - ამოვიხრიალე და ჩემი თითები, მისი თითებიდან ფრთხილად გამოვაცურე - დავიძინებ..
- არაფრის არ შეგეშინდეს, ყოველთვის აქ ვარ და ყოველთვის აქ ვიქნები, შენს გვერდით - გამიღიმა, ცხვირზე დამკრა თითი და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.
კარებს დაბნეულმა გადავხედე, ემოციებისგან შეტოკებულ გულზე მთელი ძალით მივიჭირე თითები და ვეცადე მისი მომნუსხველი პროფილი აღმედგინა გონებაში, თუმცა დიდი წვალება არც დამჭირვებია, გონება თითქოს ჩასაფრებული იყოო, როგორც კი თვალები დავხუჭე ეგრევე თვალწინ დამიდგა და შემაჟრჟოლა.
“მე არ მაქვს ამის უფლება, მას ცოლი ჰყავს” 
კიდევ ერთხელ შემოვუძახე თავს და საკუთარი თავის დამშვიდება ვცადე, თუმცა რამდენჯერაც არ უნდა დამეხუჭა თვალები, ეგრევე შავთვალება მიდგებოდა თვალწინ და გულიც წამსვე ტოვებდა რამდენიმე ფეთქვას.
საბანში კიდევ უფრო გავეხვიე და ვეცადე როგორმე დამეძინა, დაღლილობამ სწრაფად გაიდგა ჩემში ფესვები და ჩამეძინა, მაგრამ სიზმარშიც კი მისი სახე და თბილი გამოხედვა მელანდებოდა.

***


დილით ცხრა საათზე წამოვხტი და მისაღებში გავედი, როგორც ჩანდა ჯერ კიდევ ეძინა ორივეს, სამზარეულოში შევედი და ვცადე როგორმე უხმაუროდ მიმეგნო ჭიქისთვის, წყალი სწრაფად ჩამოვასხი და მოწყურებულმა დავეწაფე.
- დილამშვიდობისა - ზურგს უკან უეცრად გაჩნდა შავთვალება და დაბნეულს ხელიდან გამივარდა ჭიქა, რომელიც ხმაურით დაეცა იატაკზე და ნაწილებად დაიშალა.
- მაპატიე - თვალები ცრემლებით ამევსო ჩხუბის მოლოდინში და უკან დავიხიე - მე.. მე არ მინდოდა, შემეშინდა მე…
- რას ამბობ თაი? არაუშავს - ნამსხვრევები სწრაფად აკრიფა და სანაგვეში გადააგდო - არაუშავს, როგორც იტყვიან ჩვენი ჭირიც წაუღია - მხიარულად გაიცინა და ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა, დაბნეული ვადევნებდი მის ყოველ მოძრაობას - ყავას ხო დალევ?
ყავის გაგონებაზე ტანში გამცრა,
ჩვენთან საშინლად იყო ყავის დალევა და სიგარეტის მოწევა აკრძალული, არცერთ ქალს არ ჰქონდა ამის უფლება.
მახსოვს, მამას რომ უმზადებდა დედა, ოხშივარავარდნილ ყავას რომ დავიჭერდი თითებში, მისი სურნელი როგორ მიღიტინებდა ცხვირში, როგორ მოიცავდა თითოეულ უჯრედს და მისკენ მიბიძგებდა, მაგრამ შიშით ტუჩსაც კი ვერ ვაკარებდი ჭიქას, მეშინოდა მამას არ გაეგო, თუ გამიგებდა აუცილებლად სასტიკად გამისწორდებოდა, ეს გარყვნილება იყო, ქალი ყავით და სიგარეტით წარმოუდგენელი იყო ცირკის ქალებისთვისაც კი.
- არ შეიძლება
- რატომ? - ჩემი პასუხით დაბნეულმა სწრაფად მოიმზადა ყავა, იქვე ჩამოჯდა და ინტერესით სავსე მზერით მომაშტერდა.
- ყავა და სიგარეტი ხომ ყველაზე დიდი ცოდვაა?
- საიდან მოიტანე? - კიდევ უფრო დაიბნა ჩემი ჩახლართული ლაპარაკით.
- ჩვენს სოფელში იკრძალებოდა, გარყვნილებაა და ის ვინც ყავას დალევდა სჯიდნენ სასტიკად
- შენ გინდა რომ ყავა გასინჯო? - გაკვირვება არ შეიმჩნია და ყავა ოდნავ გამომიჩოჩა - დალიე, გპირდები რომ არ დაგსჯი
- მპირდები?
- გპირდები - ღიმილით გამომიჩოჩა მისი ყავა და ინტერესით მომაჩერდა, დამფრთხალმა რამდენჯერმე წავიღე მისკენ ხელი და თან დაბნეული ავხედავდი ხოლმე მის მომნუსხველ თვალებს - გაცივდება თაი, დალიე
თითქოს ამას ველოდებოდიო, სტიმული მომეცა, სწრაფად წავავლე ხელი ფინჯანს და თითებს შორის მოვიქციე, შემდეგ ფრთხილად შევახე ტუჩები და საოცარ არომატთან ერთად გემოც შევიგრძენი, იმდენად დიდი აფეთქება მოხდა ამ პატარა რაღაცით ჩემში რომ მთელი სხეულით ავცახცახდი,ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს ყავა მთელ ჩემს სხეულს მოედო და ელექტრონებივით გაიარა ყველა უჯრედში, იმ წამს გავიაზრე რომ პირველი ნაბიჯი გადამადგმევინა მან საკუთარი სურვილებისკენ და მადლიერების გრძნობით ავივსე მისდამი. ჭიქა სწრაფად დავაბრუნე მაგიდაზე და მომლოდინე თვალებით მივაშტერდი.
- აბა? მოგეწონა? - ღიმილით აიღო ჭიქა და თვითონაც დალია - კარგი გემო აქვს?
- ძალიან - ამოსუნთქვას ამოვაყოლე პასუხი და როგორც კი ჩემკენ წამოვიდა დავფრთხი - ხომ დამპირდი
- რას? - თავი გაიშტერა და კიდევ უფრო აუხტა ღიმილი ტუჩის კუთხეში.
- რომ არ მეჩხუბებოდი..
- დაგპირდი, მერე?
- რატომ მოდიხარ? - დამფრთხალმა ავეკარი კედელს და თავი გვერდზე გადავხარე, ჩხუბის მოლოდინში გავიტრუნე და ვიგრძენი როგორ ამიბობოქრდა სული სხეულში.
- უბრალოდ ამის მოსაცემად - ხელი ამაწევინა და თითებს შორის სხვა ფინჯანი მომაქცევინა - ყავა გაგიკეთე, სანამ ფიქრობდი გაგესინჯა თუ არა - თვალი ჩამიკრა და ღიღინით წავიდა გასასვლელისკენ - გვიან დავბრუნდები, ელოც არ იქნება სახლში, მეტი ყავა არ დალიო, ჯანმრთელობისთვის არ იქნება კარგი, მითუმეტეს თუ პირველად გასინჯე - შემობრუნდა, თვალი ჩამიკრა და ფრთხილად გაიხურა კარები.
გულამოვარდნილი მივუჯექი მაგიდას და გემრიელად შევექეცი ჩემს წილ ყავას,
ჩემი პირველი ოცნებაც ამიხდა.

***

- როგორ ხარ? - აგდებით მომიგო სახლში შემოსულმა ელომ და პირდაპირ მისაღები ოთახისკენ წავიდა - ყავა გამიმზადე რა
- რა? - დავიბენი და სახეზე მივაშტერდი.
- რა ვერ გაიგე? ყავა მომიმზადე მეთქი
- მე არ ვიცი..
- რას ნიშნავს არ იცი? აბა მოსამსახურე რისთვის ხარ?
- მე მოსამსახურე არ ვარ!
- ასე რატომ მითხრა?
- არ ვიცი! მაგრამ მე მოსამსახურე არ ვარ! - გაბრაზებულმა ვაქციე ზურგი და ჩემი ოთახისკენ წავედი.
ჩემს ოთახში ვიჯექი გაგულისებული, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, რა უნდა გამეკეთებინა, როდესაც ჩემი შავთვალება მოვიდოდა.
“ჩემი” ამ სიტყვაზე ისე შევცბი, გული შემიქანდა, ჩემდაუნებურად წამომცდა თორემ, გულით არასდროს ვიფიქრებდი მსგავს რაღაცას. სხვას არასდროს წავართმევდი ქმარს, არასდროს შევეცილებოდი ვინმეში.
ფეხაკრეფით მივიპარე კარებთან და გამოვაღე, მხოლოდ ამის შემდეგ გავიგე ხმამაღალი ნათქვამი.
- ელო, მილიონჯერ მაინც გითხარი რომ ეგრე არ მოექცე მეთქი!
- ზოგჯერ მგონია რომ ჩემზე მეტს ნიშნავს შენთვის, ვერ ვხვდები რატომ ექცევი ასე!
- ელო შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ! რატომ არ გესმის? უბრალოდ ვეხმარები, ადამიანს ჩემი დახმარება სჭირდება! - რას აკეთებენ ვერ ვხედავ, მხოლოდ სიტყვები მესმის.
- ხო არასდროს არ მისცემ უფლებას ჩემი ადგილი დაიკავოს?
- არასდროს, განა ვინმე შეძლებს შენი ადგილის დაკავებას? ან რა უნდა გააკეთო ეგეთი? - სიცილით ეუბნება და ორივე ერთდროულად ჩუმდება, ღრმად ვსუნთქავ, იმის გაფიქრებამ რომ მათი ჩხუბის მიზეზი გავხდი, საშინლად მივლის ცივი ჟრუანტელი და უფრო ვიკუნტები.
ყველგან პრობლემებს ვქმნი.
ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით ჩამოდის ლოყაზე და მხედველობა მებინდება.
ვერასდროს ვერ შევძლებ მშვიდად ცხოვრებას, ვერასდროს.

***

ცოტახანში კარზე კაკუნი გაისმა და მეც შუბლშეკრულმა დავაკვირდი შეღებულ კარში მდგომ შავთვალებას.
- შეიძლება?
- ჰო, მოდი - ამოვიბურტყუნე და თან თვალი ჩემოდნისკენ გამექცა, რომელიც შემოიტანა - ეს რა არის?
- შენი ტანსაცმელი რადგან დაწვი, ახლები მოგიტანე, ისე ხომ არ იქნები..
- ხო მაგრამ მე ფული არ მაქვს - ნერვიულად ავხლართე თითები ერთმანეთში და დარცხვენილმა ავწიე თავი.
- სულელო - ქვემოდან ამომხედა და მისი შავი თვალებითაც გამიცინა - ფული რათ გინდა?
- რომ მოგცე..
- თაია! - მოჩვენებით გამიბრაზდა და ჩემოდანი იქვე დადო - იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გექნება, ელოზეც არ ინერვიულო, მსგავსი რამ აღარ განმეორდება, გპირდები! - ღიმილით ჩამიკრა თვალი და ოთახიდან გაუჩინარდა.
ფრთხილად მივუახლოვდი და ღამის პერანგის ძებნა დავიწყე, ახლა არაფრის დათვალიერების თავი არ მქონდა, სასურველი ნივთი ვიყიდე და სწრაფად გავუჩინარდი სააბაზანოში.
თავს საშინლად ვგრძნობდი, უსუსური ვიყავი, ყველანაირი სიამაყე, ღირსება და თვითშეფასება ნულს ქვემოთ იყო დასული.
იმ მომენტში კი ეს ყველაფერი საერთოდ არ მანაღვლებდა.
მხოლოდ ჩემი ურეაქციობა და გაყინული გრძნობები მაშინებდა, მაგრამ ამასაც გადავიტანდი, ძლიერი უნდა ვყოფილიყავი.

***

ღამე საშინელი კოშმარი მაღვიძებს, მესიზმრება თითქოს მამაჩემი ჩამოდის და ისევ ისე მისწორდება, ისევ ისე მცემს და მისი ამაზრზენი ღიმილით დამყურებს.
გული მეწურება, სუნთქვა მეკვრის და ვცდილობ როგორმე ამოვისუნთქო, მაგრამ უაზრო ხავილი ამომდის კისრიდან, ეუცრად კარები იღება და შავთვალება შეშფოთებული სახით უახლოვდება ლოგინს.
- თაი, კარგად ხარ? - გრაფინიდან ჭიქაში წყალს ასხამს და ფრთხილად მასმევს - უკეთ ხარ? - თბილ ხელებს სახეზე მისვამს და ჩემს გვერდით ჯდება, გული ისე მიფართხალებს საერთოდ მავიწყდება ყველაფერი - რა მოგივიდა? ცუდი სიზმარი ნახე?
- ხო… - საწყლად ვხავივარ და სახეს ხელებშ ვრგავ - ასე აღარ შემიძლია!
- მალე უნდა მივიდეთ სადმე კოლეჯში, არ გინდა მოიფიქრო რისი სწავლა გინდა?
- მე.. არვიცი…
- რას აკეთებდი თავისუფალ დროს? - ოდნავ დავმშვიდებულს ღიმილით მადებს მხარზე ხელს, მისი შეხება უფრო მაბნევს და ვიბუზები - არაფერს?
- ვხატავდი და ვკითხულობდი, მაგრამ მამაჩემმა ფანქრები გადამიტეხა და გადამიგდო - იმ დღის გახსენებაზე უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა და თვალები ცრემლებით ამევსო - მერე მხოლოდ ვკითხულობდი და იმასაც ვმალავდი!
- კარგი, სამხატვრო აკადემიაში მივიდეთ, თუ აგიყვანენ იქ ივლი - თავზე ხელი გადამისვა და ფეხზე წამოდგა - შენ ნუ გეშინია, მე არც ფანქრებს გადაგიტეხავ და არც ნახატებს გადაგიგდებ - ცხვირზე დამკრა თითი და თვალი ჩამიკრა, გამეღიმა.
- ანუ რა გამოდის, დავხატავ?
- დახატავ!
- მე.. მე რომ არ ვიცი ხატვაა.. ჩემით ვხატავდი სულ! - შეშინებულმა შევხტი საწოლში.
- არაუშავს, ხვალ ყველაფერს გავარკვევთ, დაიძინე!
- მე.. - კარებთან მისული მოვაბრუნე და მთელი გულით გავუღიმე - მადლობა!
საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.

***

დილით ადრე ავდექი, ფეხაკრეფით ჩავიარე კიბეებზე, როგორც კი ელო და შავთვალება ვნახე მაგიდასთან მყოფნი, გადავწყვიტე რომ მათი იდილია არ დამერღვია და უკან ავბრუნდი, მაგრამ როგორც ჩანს შავთვალებამ შემამჩნია და დამიძახა.
- თაი
- გისმენთ? - მკრთალი ღიმილით შევბრუნდი და ორივეს შევავლე მზერა, ელოს უკმაყოფილო მზერა ჰქონდა, შავთვალება კი როგორც ყოველთვის თბილად მიმზერდა.
- მოდი, ჩვენთან ერთად ისაუზმე!
- მე..
- მოდი… - ოდნავ სიმკაცრის ნოტები შეერია ხმაში და მეც მორჩილი ბავშვივით დავყევი მის ნებას, იმდენად ვიყავი შეჩვეული რომ უკვე ინსტიქტურად ვაკეთებდი ამას.
- ერთ საათში გავალთ სადღაც, მზად ხარ?
- სად მიდიხართ? - შუბლი უფრო შეკრა ელომ და ხელი შეუშვა მის ხელს.
- სამხატვრო აკადემიაში მიმყავს, როგორც ჩანს ძალიან უყვარს, მე კიდევ მინდა რომ რამეს დაეუფლოს, რომ მომავალში დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრება!
- აჰ, გასაგებია - ირონიულად აზიდა ცალი წარბი და წამოდგა - მე სამსახურში მაგვიანდება, ნახვამდის!
- ელო, დაგველოდე, გაგიყვან, ჯერ ადრეა თან - მშვიდად მიუგო შავთვალებამ.
- არ მინდა, შუადღეს არ დაგავიწყდეს საავადმყოფოში მოსვლა - აგდებით მიუგო და ამაყი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან, მის საქციელზე მოვიღუშე, მაგრამ შავთვალებამ სითბოთი სავსე თვალებით გადმომხედა და გამიღიმა.
- ხომ იცი, რთული პერიოდი აქვს, არ ინერვიულო, ჭამე და მოემზადე მერე!
- საავადმყოფოში რა გინდათ? - ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვერაფრით ვერ გავაჩერე ენა.
- ანალიზები უნდა ავიღო შემიძლია თუ არა შვილის ყოლა - მშვიდად ჩაილაპარაკა და ჩაი მოსვა.
- რა? - ლუკმა გადამცდა და დაბნეულმა ავხედე - რა თქვით?
- რა გაგიკვირდა?
- შესაძლებელია რომ კაცი იყოს უშვილო? ჩემთან სოფელში მხოლოდ ქალი იყო დამნაშავე იმაში თუ ბავშვს ვერ აჩენდა, ყველას მიაჩნდა რომ ეს ქალი დაწყევლილი იყო - ძლივს მვოაბი თავი სიტყვებს - ამიტომ ქმარი აუცილებლად აგდებდა სახლიდან, ან ცემდა, არა ისედაც ცემდნენ ქალებს, მაგრამ ის ყველაზე საცოდავი იყო, ვინც შვილს ვერ უჩენდა.. - ამოვიხავლე და ისევ საუზმეს მივუბრუნდი.
- რა სისასტიკეა, როგორ უძლებდით? - გულწრფელად შეწუხდა და გაზეთი გვერდზე გადადო.
- არ ვიცი, აი მაგალითად ახლა ელომ როგორც მოგმართათ, ისე დედაჩემს რომ მამაჩემზე ეთქვა, ან საერთოდ მასთან ერთად სუფრაზე დამჯდარიყო ნებართვის გარეშე, აუცილებლად დაასისხლიანებდა, ერთხელ გადავეფარე დედას..
- მერე?
- მეჩხუბა დედამ, მეორეჯერ აღარ გაბედოო, როგორც კი ჩხუბს იწყებდა მამაჩემი - ზიზღით წარმოვთქვი ეს სიტყვა - ეგრევე გავდიოდი ოთახიდან, მე იშვიათად მეხებოდა..
- თუ ეგეთი მკაცრი მამა გყავდა, ეგრე რატომ მოიქეცი?
- როგორ მოვიქეცი?
- აი ვიღაც კაცთან რომ იყავი..
- არ ვყოფილვარ!
- არა? - გაუკვირდა - მაშინ რატომ არ თქვი რომ არ ყოფილხარ?
- არ დამიჯერებდნენ, ასეთ დროს არავინ აძლევდა ქალს თავის გამართლების უფლებას, კაცები არ იტყუებიან, ისინი ასეთ რაღაცას ქალს არ დააბრალებდნენ!
- რა იცი?
- ის ვინც მოიტყუებოდა, მწარედ ისჯებოდა ადრე, ჩვენ სოფლის უხუცესი სჯიდა სასტიკად, ეშინიათ..
- ამით შენი სიტყვების საპირისპიროს მეუბნები, ე.ი გამოდის რომ იყავი იმ კაცთან?
- ხო, ვიყავი - მშვიდად მივუგე და წამოვდექი - აზრი არ აქვს ახსნას, ამიტომ ჯობია იფიქრო ისე, როგორც არის!
ღიმილით დავუკარი თავი და კიბეებისკენ დავიძარი, არ მინდოდა ზედმეტი ახსნა განმარტებით დამეტვირთა თავი, ადამიანი მაიც ისე იფიქრებდა, როგორც სწორად მიაჩნდა.
ალბათ მართალიც იყო, მეც არ დავუჯერებდი ვიღაც უცხოს.

***

დაახლოებით ერთ საათში დამიძახა და მეც ნერვიულობისგან შეწუხებულმა ჩავიარე კიბეები. არ გამოპარვია ჩემი მდგომარეობა და ისევ ისე დამადო მხარზე ხელი.
- დამშვიდდი თაი, ყველაფერი კარგად იქნება! - კარი გამიღო და პირველი მე გამატარა, მანქანის კარზეც ანალოგიური გაიმეორა და მისი საქციელით მონუსხულმა, ძლივს გამოვფხიზლდი და ადგილი დავიკავე.
ხედებს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი თითოეული ადგილი დამემახსოვრებინა, იმდენად ლამაზი და განსახვავებული იყო იქაურობა, თითოეული გავლილი მანძილი აკადემიამდე იმდენად ძლიერად მოქმედებდა ჩემზე რომ მთელის სხეულით ვკანკალებდი, მომწონდა ის რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი დაიწყებოდა, თუმცა ნაკლებად მწამდა ჩემი თავის, საკუთარ შესაძლებლობებში ყველაზე მეტად მეპარებოდა ეჭვი.
როგორც კი სამხატვროს წინ გააჩერა, უარესად ამიტანა კანკალმა და ძლივს გადავედი მანქანიდან.
- თაი, ასე თუ ინერვიულებ ვერაფერს ვერ გააკეთებ! - მისკენ შემაბრუნა და მსუბუქად მომიჭირა თითები - არაფერი არ არის ამაში სანერვიულო, მიხვალ, რასაც დაგავალებენ გააკეთებ და წამოვალთ, პასუხებს რამდენიმე დღეში გვეტყვიან!
- რას დამავალებენ?
- რა უნდა დაგავალონ სულელო, უბრალოდ გთხოვენ რომ რაიმე დახატო!
- კარგი, კარგი - ღრმად ამოვისუნთქე და შენობისკენ დავიძარით, ყოველ ნაბიჯზე მეჩვენებოდა რომ დრო უსასრულოდ იწელებოდა, რომ ნერვიულობა მთელი ძალით ეკვროდა სხეულს და არაფრით მშორდებოდა, საკუთარი თავის დაწყნარებას ვცდილობდი, მაგრამ მგონი უარესად მოქმედებდა თითოეული სიტყვა ჩემზე.
შემოსასვლელში მომღიმარი გოგო შემოგვეგება.
- გამარჯობათ, გამოცდაზე ხართ?
- დიახ, თაიას სურს რომ ჩააბაროს.
- ძალიან კარგი, აქეთ მობრძანდით! - მოკლე კაბაში გამოწყობილმა გოგომ, ჯერ შავთვალებას შეავლო მაცდური მზერა, შემდეგ კი ღიმილით გაგვიძღვა დერეფანში, თვალებმოჭუტულმა ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალს, რომელიც პირდაპირ იყურებოდა ჯიუტად და გოგოს ყველა მცდელობას კულტურულად აიგნორებდა.

***

როგორც კი დარბაზში შევედი, ხელები ნერვიულობისგან ამიკანკალდა, შავთვალებამ ჩემი თითები თავის ხელებში მოიქცია და გამამხნევებლად გამიღიმა.
- აქ ვარ, არ ინერვიულო, უბრალოდ გააკეთე ის რაც ძალიან გინდა - ყურში ჩამჩურჩულა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ლოდი მომხსნეს, იმის გააზრება რომ ვიღაც შენს მხარეს იყო და ყველაფერს აკეთებდა შენი ბედნიერებისთვის, იძულებულს მხდიდა ნაბიჯი გადამედგა და ამ ბედნიერებისთვის მთელი ძალით მებრძოლა.
იმედიანი ნაბიჯებით წავედი იმ ადგილისკენ, რომელზეც გოგონა მითითებდა ღიმილით.
დამვკირვებელმა ჯერ შემათვალიერა, შემდეგ მკრთალად გამიღიმა და რამდენიმე უმნიშვნელო კითხვა დამისვა.
- თქვენი სახელი?
- თაია - ძლივს ამოვიბურტყუნე და მაქსიმალურად ვეცადე ნერვიულობის ტალღა, როგორმე დამეიგნორებინა.
- აქამდე დადიოდით სადმე კურსებზე თუ თვითნასწავლი ხართ?
- თვითნასწავლი, არსად არ დავდიოდი
- კარგით, დაიწყეთ - რაღაც ჩაინიშნა ფურცელზე და ჩემს წინ დადებულ ნატურმორტზე მანიშნა.
ფანქარი რომ ხელში დავიკავე, ყველაფერი დამავიწყდა ირგვლივ, თითქოს მთელი სამყარო გაქრა და დრო გაჩერდა, სადღაც სივრცეში დავიკარგე.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემს ძველ და მონატრებულ მეგობარს ვეხვეოდი, ცრემლები მომაწვა და უაზრო ცახცახი ამიტყდა, ემოციები ისეთი სისწრაფით აწყდებოდნენ სხეულს, ვერაფრით ვერ ვიკავებდი თავს, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ან როგორ გამომივიდოდა ის რაც დამავალეს, მაგრამ მთელი გულით მსურდა რომ სამუდამოდ გაგრძელებულიყო ეს მომენტი, ისე მინდოდა ფანქარს მივფერებოდი, თეთრ ფურცელს, სახატავებს, ფანქრებს, გულში ჩამეკრა თითოეული და დამეკოცნა, ბედნიერების ცრემლებით დამესველებინა თითოეული და ყველას ენახა როგორ ვიყავი ამ ყველაფერზე თავდავიწყებით შეყვარებული.
იმდენად დიდი ბედნიერება იყო ეს,
აუხდენელი ოცნება და წარმოუდგენელი მომავალი.
არ ვფიქრობდი ისე ნაზად ვახებდი ფანქარს ფურცელს, მეშინოდა რაიმე არ დამეზიანებინა, ხაზები ერთმანეთს მიყვებოდნენ, არც ფიქრები და არც თითები არ მემორჩილებოდნენ, როგორც კი სხეულს დავემორჩილე, ორმაგი ძალებით დაიწყო სისხლმა მოძრაობა, თითები მიყვებოდნენ ნახაზებს, ეფერებოდნენ თითოეულ ნაწილს და მთელი სიცხადით შეიგრძნობდნენ ამ ემოციებს.
ყველაფერი იყო ის დრო, ყველა ფერი რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ველოდები თქვენს შეფასებას და ძალიან დიდი მადლობა ყველას!
ჩემი სტიმული ხართ თქვენ!



№1  offline წევრი maglakelidze

ძალიან კარგია ❤❤ მაგრამ გთხოვ მალე გამოიყვანე დაჩაგრულის როლიდან თორე გავგიჟდები :დ
--------------------
ანამარია მაღლაკელიძე

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzalian momwons. Vcdilo di ar. Wamekitxa magram nu. Rad vizam. Tan kargad maxsovs sheni niki da wina motxrobebi ase rom mjdra ar gamicrusb imedebs veli shemdrgs!!!!

 


№3  offline წევრი Mariammmo

უაიმეე <3
ცოტა გაურკვევლად დამტოვეს სამკუთხედმა.. დავვინტრიგდი. მაინტრრესებს როგორ განვითარდება მაგათთან მოვლენები ^^
თაიას სიტყვები უხეში გამოხატულებაა იმ დამახინჯებული აზროვნების, რომელიც გარკვეულ ასპექტში დღემდე შემორჩა ხალხს...
კი ღირდა ამდენი ხანი შენს ლოდინად ^_^

 


№4 სტუმარი Guest elle...

ისტორიის კითხვად რომ მოვრჩი და კომენტარის დასაწერად ”ჩამოვსქროლე” მერე მივხვდი, რომ ხემი ანგარიშუთ არ ვიყავი შემოსული. იმდენად მინდა რაღაც დავწერო, დროს არ ვკარგავ იქედან შემოსასვლელად და პირდაპირ ასე გიწერ! თან ქართული შრიფტი საშინლად მიჭედავს და რას დავწერ არ ვიცი, ასოებს ურევს.
ჩემო უნიჭიერესო გოგო! ჩემო ლამაზო, აიიი გაგიჟებული და აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭით. აი არც კი ვიცი რა ვთქვა, ასე მგონია ფილმს ვუყურებ. ოღონდ მართლა! სიგიჟემდე მომწონს კუარა მიყვარს! აიიიიიი რაღაც საოცრად მაგარია და მინდა სულ სულ სულ ვიკითხო.
შენს ნიჭიერებას საზღვარი არ აქვს, უკვე იმდენჯერ მიმართლებ ყველა იმედს ^^^
ვგიჟდები შენზე!

 


№5 სტუმარი Guest gochi

imedia sasiyvarulo samkutxedi ar sheiqmneba

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

მალე შეეჩვევა ახალ ცხოვრებას თაია.ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდება ისტორია.გელი ახალი თავით გენაცვალე
--------------------
ლანა

 


№7  offline წევრი aNuGi

kelly miller
ძალიან კარგია ❤❤ მაგრამ გთხოვ მალე გამოიყვანე დაჩაგრულის როლიდან თორე გავგიჟდები :დ

ძალიან დიდი მადლობა <3

nawkas12345
Dzalian momwons. Vcdilo di ar. Wamekitxa magram nu. Rad vizam. Tan kargad maxsovs sheni niki da wina motxrobebi ase rom mjdra ar gamicrusb imedebs veli shemdrgs!!!!

იმედია არ გაგიცრუებ იმედებს! <3 მაქსიმალურად ვეცდები, დიდი მადლობა <3

Mariammmo
უაიმეე <3
ცოტა გაურკვევლად დამტოვეს სამკუთხედმა.. დავვინტრიგდი. მაინტრრესებს როგორ განვითარდება მაგათთან მოვლენები ^^
თაიას სიტყვები უხეში გამოხატულებაა იმ დამახინჯებული აზროვნების, რომელიც გარკვეულ ასპექტში დღემდე შემორჩა ხალხს...
კი ღირდა ამდენი ხანი შენს ლოდინად ^_^

ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3 ძალიან გამახარე ამ სიტყვებით <3 <3


Salo123
კარგიაა.

მადლობა <3

Guest elle...
ისტორიის კითხვად რომ მოვრჩი და კომენტარის დასაწერად ”ჩამოვსქროლე” მერე მივხვდი, რომ ხემი ანგარიშუთ არ ვიყავი შემოსული. იმდენად მინდა რაღაც დავწერო, დროს არ ვკარგავ იქედან შემოსასვლელად და პირდაპირ ასე გიწერ! თან ქართული შრიფტი საშინლად მიჭედავს და რას დავწერ არ ვიცი, ასოებს ურევს.
ჩემო უნიჭიერესო გოგო! ჩემო ლამაზო, აიიი გაგიჟებული და აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭით. აი არც კი ვიცი რა ვთქვა, ასე მგონია ფილმს ვუყურებ. ოღონდ მართლა! სიგიჟემდე მომწონს კუარა მიყვარს! აიიიიიი რაღაც საოცრად მაგარია და მინდა სულ სულ სულ ვიკითხო.
შენს ნიჭიერებას საზღვარი არ აქვს, უკვე იმდენჯერ მიმართლებ ყველა იმედს ^^^
ვგიჟდები შენზე!

ჩემი ნენეე, მე შენზე ვგიჟდეები <3 ძალიან დიდი მადლობა! <3


Guest gochi
imedia sasiyvarulo samkutxedi ar sheiqmneba

ვნახოთ <3

La-Na
მალე შეეჩვევა ახალ ცხოვრებას თაია.ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდება ისტორია.გელი ახალი თავით გენაცვალე

ძალიან დიდი მადლობა! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№8  offline წევრი An_Gel

თაია არის უსაყვარლესი გოგო heart_eyes heart_eyes
ელეზე რასაც ვფიქრობ კი იცი,მაგრამ როგორ გამოვტოვებ შანსს,რომ არ აღვნიშნო კიდევ ერთხელ? ეგ მოკლე კაბიანი ეშმაკი,მოცილდეს აქედან imp imp
შეენ,ჩემო უნიჭიერესო ციკუნა, რაღა გითხრა? ისე გადმოსცემ ემოციებს,ისე ღრმად იჭრები თაიას პერსონაჟში,რომ მეც მგონია ფილმს ვუყურებ.
უმაგრესი გოგო ხარ შენ heart_eyes heart_eyes

 


№9  offline წევრი aNuGi

An_Gel
თაია არის უსაყვარლესი გოგო heart_eyes heart_eyes
ელეზე რასაც ვფიქრობ კი იცი,მაგრამ როგორ გამოვტოვებ შანსს,რომ არ აღვნიშნო კიდევ ერთხელ? ეგ მოკლე კაბიანი ეშმაკი,მოცილდეს აქედან imp imp
შეენ,ჩემო უნიჭიერესო ციკუნა, რაღა გითხრა? ისე გადმოსცემ ემოციებს,ისე ღრმად იჭრები თაიას პერსონაჟში,რომ მეც მგონია ფილმს ვუყურებ.
უმაგრესი გოგო ხარ შენ heart_eyes heart_eyes

აი შენ რომ ა რყოფილიყავი ხომ იცი ეს ისტორია რომ არ იქნებოდა, შენი აზრი სასწაულად მნიშვნელოვანია ჩემთვის <3 შენი თანადგომა ყველაზე მეტს ნიშნავს ამ დროს <3
ძალიან დიდი მადლობა ციკო! <3


Lollipop :))
შენი ნიკი რო დავინახე სიხარულისაგან შევკივლე.
ძაან მომენატრა შენი ისტორიები ❤
რაც შეეხება კერძოდ ამ ისტორიას, ძაან მაგრად დაიწყე.
შავთვალება უკვე მიყვარს. მის სახელს იმედია გვეტყვი შემდეგ თავებში .
ელო საშინლად არ მომწონს. უკვე მეზიზღება.
თაი. .. თაი ძაან შემეცოდა. მთელი სოფლის კაცები უნდა დახვრიტო.
რომელი საუკუნეა რა ჯანდაბაა.
ბარემ კაცის შეხების გამო კოცონზე დაეწვათ. მეზიზღება ასეთი პრიმიტიული აზროვნების ხალხი.
სოფელში კი არა ქალაქშიც ტონობით ყრია ასეთი მდაბიო უსაქმურები, რომლებსაც სხვისი ცხოვრების დამახინჯების გარდა არაფერი შეუძლიათ. მგონი წლები ვერაფერს დააკლებს მათ დამახინჯებულ შეგნებას და ფსიქიკას.
იმედი მაქვს თაი იმდენს მიაღწევს , რომ ჯანდაბაში შედოს მამამისი :))
მწარედ აზღვევინებს არამარტო მას, არამედ მთელ სოფელს.
თაის და შენს გვერდით ვარ ❤
წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა! <3 მაქსიმალურად ვეცადე რომ დამემსგავსებინა დღევანდელი მამაკაცების ხასიათზე თაიას მამის და მისი თანასოფლელების ხასიათი, მიხარია თუ გამომივიდა <3 <3 ძალიან გამახარე ამ კომენტარით და მაქსიმალურად ვეცდები რომ იმედები არ გაგიცრუო <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№10  offline მოდერი bla.ell

აუ ანააააbowtie ადრე უფრო დიდ თავებს დებდი ხოლმეეე...ეხლა ასე ინტრიგნულად რომ მტოვებ არ გრცხვენიაjoyძააან მომწონს უკარგესოოო,მომწონს ეს თაია და შავთვალებაააააheart_eyes

 


№11  offline წევრი aNuGi

bla.ell
აუ ანააააbowtie ადრე უფრო დიდ თავებს დებდი ხოლმეეე...ეხლა ასე ინტრიგნულად რომ მტოვებ არ გრცხვენიაjoyძააან მომწონს უკარგესოოო,მომწონს ეს თაია და შავთვალებაააააheart_eyes

ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

წარმატებებს გისურვებ..
მონუსხული ვკითხულობ...
რთულია ასეთ თემებზე წერო...
ყოჩაღ..
მაგარი გოგო ხარ შენ

 


№13 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან მომეწონა,შესანიშნავია.წარმატებებს გისურვებ.

 


№14 სტუმარი Larry

Ein Viertel aller Männer über 40 leiden unter den Folgen eines Testosteronmangels.
Grund hierfür ist in den meisten Fällen Hypogonadismus, die Unterfunktion der Geschlechtsdrüsen.
Eine Einschränkung der körpereigenen Testosteronproduktion hat negative Auswirkungen,
nicht nur auf die Sexualität, sondern auch auf die körperliche und seelische Gesundheit.
Wie schnell bei einer Kortisoninjektion mit einer Wirkung gerechnet werden kann, lässt sich pauschal nicht sagen. Wird Kortison zur
Behandlung einer aktivierten Kniegelenksarthrose in das Gelenk gespritzt,
sollten die Beschwerden nach wenigen Stunden nachlassen. Manchmal reizt aber das eingespritzte Kortison das
Gelenk vorübergehend durch seine kristalline Struktur. Diesen Schmerzen kann man durch
Kühlen entgegenwirken, falls erforderlich, hilft
auch die Einnahme eines schmerzlindernden NSAR.
Als Dauertherapie sind Kortisoninjektionen jedoch nicht geeignet.
Auf Grund unzähliger präklinischer und klinischer
Studien weiß man, dass diese Annahme falsch struggle.
Mittlerweile wurde für dieses Symptomenquartett der medizinische Begriff Metabolisches Syndrom kreiert.
Sehen Sie nachts nicht auf die Uhr und zählen Sie
nicht die Stunden, die Sie schlafen.
Zudem verringert Übergewicht die Haltbarkeit der Prothesenverankerung.

Nun sind fünf bis acht Wochen seit der Operation vergangen. Sie haben den Aufenthalt in der Rehaklinik hinter sich
gebracht und sind bereit für den Begin in das Leben mit
einer neuen Hüfte.
Künstlich hergestellte Kortisonpräparate werden als entzündungshemmende (antiinflammatorische) Wirkstoffe
bei zahlreichen Erkrankungen verwendet. Sie kommen dabei in Kind von Spritzen (Kortisonspritze), Infusion, Tabletten, Gel oder Creme
zum Einsatz. Am weitesten verbreitet sind momentan die Testosterongele und die Testosteronspritzen, hier vor allem die 3-Monatsspritze, welche
auch die beste Pharmakokinetik aufweisen. Für die Spermiogenese (Synthese der Spermien) und
deren Vitalität sind die Hormone FSH, LH und Testosteron/Dihydrotestosteron verantwortlich.

Im sechswöchigen Turnus wurden Sexualsteroide, Gonadotropine und sexualhormon-bindendes Globulin (SHBG) bis
Woche 24 bestimmt, danach in Woche forty und 52.
Gleichzeitig wurden Sexualfunktion und Lebensqualität mittels unterschiedlicher Fragebogen (International Index of Erectile
Function, Psychosexual Diary Questionnaire,
SF-12-Fragebogen) erhoben. Die Teilnehmer waren zwischen 50 und 74
Jahre alt, wiesen eine gestörte Glukosetoleranz
oder neu diagnostizierten Diabetes auf, aber keinen Testosteronmangel.
Nach der OP sollte man nicht selbst fahren, Unfall und Lenkrad ist bei zusammenwachsendem Brustkorb eine ungünstige Kombination. Warfare ganz verwundert,
dass man mir sofort erlaubt hatte auf der
Seite zu schlafen- intestine auf der Intensiv nicht, dann aber gleich.
Bereits bei der AHB - 9 Tage nach der OP - habe ich auf
der Seite geschlafen. Ich bin kein Rücken Schläfer da ich dadurch nach einiger Zeit mächtige
Rückenschmerzen bekomme.
Wurde der Spinalkanal durch die Entfernung eines Wirblkörpers und
dementsprechenden Ersatz versorgt, muss die Wirbelsäule entsprechend fixiert werden.
Alleine aufgrund des zu tragenden Korsetts ist die Bewegung in die Rotation nicht möglich
und wird im weiteren Verlauf nicht mehr erlangt werden. Dementsprechend
dürfen keine Bewegungen in die Rotation und Seitneigung
durchgeführt werden.
Bei einem Schlaganfall kommt es zu einer plötzlichen Durchblutungsstörung im Gehirn. Im Mittelhirn befinden sich Nervenstrukturen, die den Schlaf-Wach-Rhythmus steuern.
Durchblutungsstörungen Dsds Geschmacklosigkeiten Des Testosteron Bohlens (Cambodiaexpertalliance.Net) Gehirns können zu einer Beeinträchtigung oder "Zerstückelung" des normalen Schlafrhythmus bzw.
Der Schlafphasen und damit zu einer Schlafstörung führen. Diese Vorgänge sind sehr komplex und aktuell Gegenstand intensiver Forschung.
Häufig lässt sich der Vorwurf, Hygiene­vorschriften seien nicht eingehalten worden, nicht
beweisen. Denn es reicht nicht aus, nur zu behaupten, dass
der Affected Person bei Aufnahme im Krankenhaus nicht, nach der Behandlung aber mit einem Keim infiziert struggle.

Wer sich nach einer Sporteinheit genug Zeit zum Runterkommen gibt und die Einschlaftipps berücksichtigt, der
wird durch das Training sogar beim Schlafen profitieren. Vor allem Ausdauersportarten wie
Joggen, Radfahren, Schwimmen und Walken wirken sich positiv auf die
Schlafqualität aus. Nicht jede Sportart oder jedes Coaching
hätten den gleichen Effekt auf den Schlaf. Sie erhalten von uns regelmäßig und kostenlos aktuelle Informationen rund um den Schlaganfall.
Die Nebenwirkungen in der Dauertherapie nicht eindeutig geklärt,
weshalb eine regelmäßige Einnahme immer wieder kritisch hinterfragt
werden sollte. In vielen Fällen können Betroffene selbst etwas tun, um in einen gesunden Schlaf zu fallen und am nächsten Morgen erholt
aufzuwachen.
Das Sortiment des Supermarkts ist begrenzt und
die eigenen geschmacklichen Vorlieben geben zudem den Speiseplan vor.
In der Rehaklinik haben Sie bereits die Möglichkeit, eine Ernährungstherapie in Anspruch zu nehmen. Doch welche Rezepte eignen sich für
den heimischen Kochtopf? Sprechen Sie mit dem Ernährungsberater in der Rehaklinik über gute Rezeptbücher!
Er wurde von Wissenschaftlern gegründet, die sich für eine nachhaltige und gesunde Ernährung einsetzen. Es führt
zur Verkalkung unserer Gefäße, zur sogenannten Arteriosklerose.
Bei dieser Krankheit werden Fette in die innere Wandschicht der arteriellen Blutgefäße
eingelagert.
Hörten diese jedoch für ein paar Wochen mit dem Training
auf, sank der Spiegel wieder nach unten. Der Erwerb und Besitz nicht geringer Mengen Dopingmittel wie Testosteron und Anabolika ist strafbar.
Doping ist nicht mehr nur ein Thema unter Spitzen-
und Extremsportlern. Längst ist der Griff
zu leistungssteigernden Substanzen auch im Breitensport zu
einer erschwinglichen und häufigen Praxis geworden.

 


№15 სტუმარი Eugenio

However decreasing or blocking testosterone may cause other issues to alter in your body too.

We describe here the commonest side effects of hormone therapy and the way to manage or
reduce them. It might seem like there are plenty of potential
side effects, however you may not get all of them. TRT should not be prescribed solely for coronary heart safety until extra knowledge confirms
advantages outweigh the risks. However when used appropriately for hypogonadism, it might present added heart well being advantages.

Certainly, placebo-controlled RCTs are still wanted to elucidate the impression of TTh on hepatic perform and steatosis in affiliation with cardiovascular risk in hypogonadal men. Similarly to
the Ito, the Ikr has additionally been shown to be both not influenced by gender (29),
or less expressed in females (32). In numerous animal models, the Iks has been observed as both bigger
in males (34), larger in females or with no gender distinction at all (29), relying on which
area the cells had been taken from. This is in line with rising proof suggesting that
the variations exerted by sex hormones will not be uniform across
the guts.
The effect of GAHT on the cardiovascular well being in transgender women and men. Our clinical experience at Nutrindo Ideais
Performance and Vitamin Analysis Middle has reached virtually ten years of the use of therapies with STT.
Our information show it has been used Cheap Steroids Pills For
Sale (Career.Ltu.Bg) greater than 2500 handled patients with preliminary information on continuation rate, problems, and therapeutic benefits similar to these published in recent studies [84].
Thus, we suggest and recommend some criteria (IDEALSTT) that
we think about progressive in accordance with our nice clinical experience
and previous trials (Table 2). In this angle, we summarize whether it's prudent
to develop an method for managing postmenopausal girls by way of STT,
evaluating its potential CV advantages and dangers. For greater than 20
years, more than one million people have enjoyed the heat, compassion, and transformational power of his pure coronary heart well being courses and events.
He additionally has extensive expertise in functional rehabilitation and continual ache management.

That makes testosterone sound pretty good, and it
is why so many men are turning to the drug.
However the theoretical advantages must be balanced in opposition to the theoretical
dangers. Till recently, males who wanted testosterone required injections
of the hormone each one to 3 weeks. Now, most men use skin patches (Testoderm, Androderm),
gels (AndroGel, Testim), or tablets which are positioned on the floor of the gums (Striant).
All these products require a health care provider's prescription and,
aside from injections, all are expensive. Testosterone remedy makes it unnecessary to assume
about testicular transplantation to boost virility, nevertheless it does not resolve the
query of transplants for infertility.
It’s also essential to make life-st modifications that assist healthy blood strain. Easy steps like eating a balanced food plan, lowering salt
intake, and getting regular exercise could make a giant distinction. Stress management is one other key issue; activities like yoga, meditation, and even common rest might help hold blood strain beneath management.
In some circumstances, medicine may be necessary to manage blood pressure
successfully, and this should be mentioned with a healthcare provider.
The dosage of TRT refers back to the amount
of testosterone an individual receives via remedy.

Perhaps providers aren’t in search of broken heart syndrome in men," says Dr. Khandelwal. Whereas you can handle ED with treatment and vaginal dryness with estrogen or lubricants, different issues could also be extra difficult. Specialists recommend consulting a doctor to ensure your threat of problems is low. Relying in your state of affairs, a doctor may ask you to perform a stress take a look at as a half of their analysis.
This dosage can range broadly depending on a quantity of elements, together with the patient’s age, health status, testosterone ranges, and the precise targets of the remedy. As A Result Of of the potential dangers, it is essential for males on TRT to watch their blood stress often. This may be done at residence with a blood pressure monitor or during common visits to the physician. Maintaining observe of blood stress readings may help catch any will increase early, permitting for well timed adjustments to treatment or lifest adjustments. One reason TRT might have an effect on blood stress is because of the hormonal changes it causes. Testosterone can influence the body’s steadiness of fluids and salts, that are essential for sustaining wholesome blood pressure ranges. Increased testosterone ranges would possibly cause the physique to retain more sodium and water, resulting in greater blood strain.
Macmillan Cancer Assist, Maggies, Self Administration UK, Penny Brohn UK and Look Good Feel Higher all run free programs for folks dwelling with cancer. Ask your physician or nurse if there are any programs or schooling classes for patients in your local area. Some hospitals have help and knowledge companies that will run these sort of activities for folks with cancer.
If your ldl cholesterol does get too low, your gonadal cells can use the SRB1 receptor to take up HDL particles and use their cholesterol. This is uncommon, however can happen.So, there is not a have to fear low LDL levels of cholesterol. Testosterone substitute remedy has been proven to reduce the frequency of angina (chest pain). It has additionally been proven to improve exercise tolerance on a stress take a look at in multiple research. The graphic does a fantastic job of summarizing testosterones effects on various male (and female) physique functions. As you can see testosterone can have an result on nearly every bodily perform and organ system.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent