შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს(მეათე თავი)


16-07-2017, 14:16
ავტორი buterfly
ნანახია 2 053

იქედან გამომდინარე, რომ არანარი კომენტარსა და შეფასებებს არ მიტოვებთ და შესაბამისად არც სტიმულს მაძლევთ, მოკლე თავებით შემოვიფარგლები. სიყვარულით მე..

-------------------------------------------------------------------------
ფიქრებში გართულ ემილიას მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა და რამოდენიმე საათი ეძნა ,თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის რომ ადრე ამდგარიყო და სამუშაო დღისთვის გამზადებულიყო. საუზმეც გააამზადა და ელოდება მარიამის გაღვიძებას.
-უკვე ადექი?-მთქნარებით მოიზლაზნება მარიამი დერეფანში
-როგორც ხედავ ქალბატონო. -ღიმილით გადაულაპარაკა დაქალს
-ნინი ,როდის ჩამოდის?
-2 კვირაში
-ამდენი ხანი რატომ?
-ბანაკია საყვარელო ინგლისურენოვანი და ისიც კი მითხრეს შეიძლება ცოტა გვიანაც ჩამოვიდეთო
-მერე როგორ არის ნინი? არ დაგირეკავს?
-კი გუშინ ველაპარაკე და ძალიან მოსწონს. მეგობრებიც გაუჩენია
-ძალიან კარგი. სამსახურში არ მიდიხარ?
-კი წავალ მალე. და რა მაინტერესებს იცი? მზარეული შენ ხარ და მე რატომ ვამზადებ დილაობით საუზმეს?
-ვინ გეუბნება გაამზადეო მერე? ჩემზე ადრე დგები და მასწრებ და მე რა გავაკეთო?-თვალი ჩაუკრა და მაცივრის კარი გამოაღო-უი მართლა ,აჩიზე კიდევ გაბრაზებული ხარ?
-და არ უნდა ვიყო?-უცბად შეეცვალა გამომეტყველება-იდიოტი
-რატომ არის იდიოტი? იმ ვიღაც შტერისგან რომ გადაგარჩინა მაგიტომ?
-სახლში წამომათრია რა არ გესმის ? ტომარასავით მომიგდო მხარზე და იმდენი ხალხის წინ ისე გამომათრია .
-აუ ერთი დამანახა ეგ მომენტი-სიცილს არ წყვეტდა მარიამი
-მარიამ რაღაცას გამოგიქანებ ეხლა თავში თუ არ შეწყვეტ სიცილს
-ხო კარგი. მე დღეს ნიკას უნდა შევხვდე ასე რომ შეიძლეა დამაგვიანდეს და არ ინერვიულო ჩემზე ჩიტო
-თვალები აატრიალა და თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა-კარგი აბა ჰე მე წავედი. საღამომდე-ყავა მოსვა და ჩანთას დასწვდა.-არ იცუღლუტოთ
-ნეტავ შენ და აჩი იზამდეთ რამეს მეტი არაფერი მინდა-ღიმილით უთხრა დაქალს მარიამმა
-რა შუაში იყო ეხლა ეს? აჩიზე არ ვლაპარაკობდი მე მგონი -გაბრაზებულმა გადახედა და გასასვლელად მოემზადა . მალევე მივიდა კომპანიაში და აჩიც ლიფტთან შეეჩეხა
-გამარჯობა ემილ...-სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო ისე ჩაუარა ემილიამ. ხმაც არ გაუცია და დააიგნორა. -ისევ გაბრაზებულია-თქვა და უკან დაედევნა კაბინეტში შესულ ემილიას-ჩემს კაბინეტში გელოდები 10 წუთში. არ დააგვიანო, სალაპარაკო მაქვს-უთხრა ემილიას და კარი გაიხურა. 10 წუთიც უცადა და ნახევარი საათიც, მაგრამ ემილია არ ჩანდა და გაბრაზებულმა აჩიმ შეაჭრა ემილიას ოთახში.-ხომ გითხარი გამოდითქო ჩემთან და რატომ არ მოხვედი?
-პასუხს რომ დალოდებოდი გაიგებდი რასაც ვამბობდი.მე რატომ უნდ აგამოვიდე შენთან? ჩემი უფროსი არ ხარ და ვერც მიბრძანდებ რა გავაკეთო, მეორეც თუ ჩემთან საუბარი გინდა აქ ვარ და შეგიძლია ჩემს ოთახში მესაუბრო.-მკაცრად უთხრა და საპასუხო ქცევას დაელოდა, თუმცა ასეთ პასუხს არ ელოდა. აჩი შემოვიდა ოთახში და ჟალუზები ჩამოაფარა . დაიწყო ნელი სვლა ემილიასკენ ,რომელიც უკვე ფეხზე იდგა და ისე განაგრძობდა ჩხუბს. მივიდა მასთან და მანძილი მინიმალურამდე დაიყვანა.-მომისმინე გოგო.-ყურთან მიუტანა პირი და ისე ეჩურჩულებოდა-მშვენივრად იცი, რომ ჩემგან თავს ვერ დააღწევ და იმასაც დაგპირდები, რომ ჩემი გახდები ადრე თუ გვიან ასე რომ კაპრიზებს და უაზრო გამოხტომებს მოეშვი და დაწყნარდი ლამაზო-უთხრა და ლოყაზე მოეფერა, რაზეც ემილია სულ დაიბნა და ორ სიტყვას ძლივს მოუყარა თავი, მხოლოდ მაშინღა გამოფხიზლდა ,როდესაც აჩიმ კოცნა დააპირა და ემილიასგან მხოლოდ საპასუხო სილა მიიღო.
-რის უფლებას აძლევ თავს? მე კოცნის უფლება არ მომიცია მგონი. ახლავე წადი აქედან .-ბოლო ფრაზა ყვირილით წარმოთქვა და აჩის კარებისკენ მიუთითა
-და რომ არ წავიდე?-მკერდზე აიკრო ემილია და განაგრძო ცუღლუტი.
-თავი დამანებე .ხელი გამიშვი. -ძლივს დაიძვრინა თავი აჩისგან და ოთახიდან ძლივს გააგდო. კარები ცხვირწინა მიუჯახუნა და თავად კი აეტუზა ზედ-ღმერთო რა მჭირს რა მემართება?-აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო და დივანზე ჩამოჯდა-ნუთუ? არა არ არსებობს. ეს არ და ვერ მოხდება ,ნუ ფიქრობ ემილია სისულეებზე-თავის თავს შემოუძახა და სამუშაოს მიუბრუნდა.
აჩის კი კმაყოფილი ღიმილი აჰკვროდა სახეზე და თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.
-აჩი-გასიმა დერეფანში ხმა
-გისმენ დაჩი-შეუბღვირა და ისე მიმართა
-შეიძლება ვისაუბროთ?
-კი ..რა ხდება?
-გუშინ ასე უეცრად რატომ წამოიყვანე ემილია თან ზურგზე გყავდა მოკიდებული
-მასთან რომ დარჩენილიყავი და მიგეხედა გაიგებდი შენც. ვიღაც იდიოტისგან ვიხსენი სანამ შენ გარეთ ტელეფონზე საუბრობდი.
-რატომ არ მითხარი ,რომ ემილია გიყვარს?
-რაა?
-რაც გაიგე. დებილი გგონივარ? თვალებში გაწერია ყველაფერი. მშვენივრად მივხვდი იმასაც ,გუშინ რატომ წამოგვყევი ჩვენთვის,ორისთვის განკუთვნილ პაემანზე .
-დაჩი არც ვიცი რა გითხრა . მართალი ხარ. ვიეჭვიაბე-უთხრა და თავი დახარა
-ნუ ღელავ თქვენს შორის ჩადგომას არ ვაპირებ და პირიქით თუ რამით შემიძლია დაგეხმაროთ ყველაფერს გავაკეთებ.
-მართლა დაჩი?
-კი მართლა-პასუხის მოსმენის შემდეგ მაგრად ჩაეხუტა ახლად გაცნოილ „ძმას“
-დიდი მადლობა რომ გამიგე
-სიმართლე გითხრა ასეთი გოგო რომ არ შეგიყვარდეს ბრმა უნდა იყო
-ხოო. მართლა ძალიან ლამაის, მაგრამ ძალიან რთული , არა რთული კი არა საშინელი ხასიათია და თან ძალიან ჯიუტია
-არაუშავს ეშველება მაგას. დებილი არაა ხო ესეიგი?გამომცდელად გაუღიმა აჩის
-ხო ეგ ისე ვთქვი
-ვიცი ,ვიცი-უთხრა და დერეფანს გაუყვა.
ამ დროს კი აჩის ტელეფონი აწკრიალდა
-გისმენთ
-აჩი მინდოდა
-აჩი ვარ
-გია ვარ შვილო,ემილიას მამა.
-ჩემი ნომერი საიდან გაიგეთ
-მაგას არ აქვს მნიშვნელობა. გახსოვს რომ მითხარი დაგეხმარებითო ემილიასთან დალაპარაკებაში ?
-დიახ მახსოვს
-ძალიან გთხოვ დღეს როგორმე მოახერხე და შეგვახვედრე რა
-სიმართლე გითხრათ ეს დღეებია ცოტა დამეძაბა ურთიერთობა ემილიასთან და არ ვიცი რამდენად მოვახერხებ. ერთადერთი შემიძლია, რომ როცა შესვენება ექნება გაგაგებინოთ და მაშინ შეხვდეთ
-კარგი შვილო დაველოდები შენს ზარს მაშინ
-კარგით-დაემშვიდობა და ოთახში შეიკეტა
- - - -
-მარი .
-ხო ნიკუშ.
-რა ვუყოთ ემილიას და აჩის?-სევდიანი სახით გადახედა ნიკამ მარიამს
-აზრზე არ ვარ. ძალიან ჯიუტობს ემილია
-ჩვენ რატომ არ გვბაძავენ? შეგვიყვარდა ერთმანეთი და ვთქვით მაშინვე -ხელზე მოეფერა და განაგრძო-ისინი კი ტანჯავენ ერთმანეთს. აჩი როცა მთვრალი იყო მისი იქიდან წამოყვანა მარტო ემილიამ შეძლო და აჩისაც წამოსცდა მაშინ მიყვარხარო მაგრამ ემილიამ არაფერი შეიმჩნია და ისიც მთხოვა არ უთხრაო მე რომ მოვიყვანეო
-მერე მართლა არ უთხარი?
-არა
-რა სულელი ხარ
-რატომ გოგო?
-რო გეთქვა შეიძება მიმხვდარიყო ,რომ დამალვას აზრი აღარ აქვს და გამოტყდომოდა და იქნებ გვშველებოდა ჩვენც და მათაც
-აუ რავი ჯანდაბა,მაგის..-ამოიოხრა და მარიამს გადახედა-რა ვქნათ?
-არ ვიცი. ერთად უნდა ვამყოფოთ რაც შეიძლება მეტჯერ თორემ ისინი თავისით არაფერს იზამენ
-აჩიმ კიდევ შეიძლება მაგრამ ემილია ძალიან ჯიუტია. როგორ უძლებ ამდენი ხანი?
-სულ ასეთი კი არ იყო.ნუ ჯიუტი სულ იყო მაგრამ ხომ იცი მიზეზი არა?იმის მერე გახდა ასეთი რთული
-ხო მაგრამ წარსულის დავიწყების დრო არ მოვიდა?
-მეც მაგას ვეუბნები მაგრამ ალბათ ვერ ივიწყებს . თან ახლა მამამისიც გამოჩნდა და განუახლა ჭრილობები. ადვილი ხომ არაა ?
-ხოო რავიი. ერთი სიტყვით მაჭანკლობა უნდა ვითავოთ-ხითხითით წარმოთქვა ნიკამ
- - - - - -- - -- - - -
შესვენების დროც დადგა და ემილიაც გაემართა კაფეტერიისკენ. აჩიმ არ დააყოვნა და გიას დაურეკა და ისიც მაშინვე გაემართა შვილთან შესახედრად.
-შეიძლება ჩამოვჯდე?-მიმართა გიამ ემილიას
-რაა?-უცბად ამოიხედა და ხელში გია შერჩა-შენ აქ რას აკეთებ? ხომ გითხარი შენთან საუბარი არ მინდათქო. წადი აქედან
-ძალიან გთხოვ მომისმინე. მინდა რომ დაგელაპარაკო. ძალიან მომენატრეთ შენც და შენი დაც
-როცა დაგვტოვე მაშინ არ გენატრებოდით.-ცინიკური მზერა სტყორცნა მამას
-შვილო ძალიან გთხოვ მომისმინე ყველაფერს აგიხსნი
-რას ამიხსნი რას?-უკვე ყვირილზე გადადიოდა
-ძალიან გთხოვ ემილია.მომისმინე
-კარგი დაჯექი ვნახოთ რას მეტყვი ახალს და ისეთს რაც არ ვიცი-დასხდნენ და გიამაც დაიწყო ამბის მოყოლა.



№1 სტუმარი gggg

Gtxov ar shewyvito yovel dge ise velodebi axal yacs ro Ravi gaagrdzeleeee da tavebi gazarde ra

 


№2 სტუმარი ლიკუ

გთხოვ ორ ორი თავი დადე ყოველდღე

მაგარი გოგოხარ

Momwons sheni istoriebi.. rac ufro male dadeb mit ufro bevri mkitxveli geyolebit.

 


№3  offline წევრი babi3001

მომწონს ძააან კარგია მაგრამ გეხვერწები ნუ გამიმწარე აჩი ცოდოა
ველი შემდეგ თავს ❤

 


№4  offline წევრი M-morieli

ვაიმე როდის გამომრჩა არც კი ვიცი. არ მინახავს წინა თავი არადა რამდენი ხანია ველოდები. ძალიან საინტერესო ისტორიაა მართლა და არ უნდა შეწყვიტო მოუთმენლად ველი ახალ თავს<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent